გონიოში 257,9 ჰექტარი მიწა Eagle Hills-ისთვის მისაცემად აჭარამ სახელმწიფოს გადასცა

„Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ აჭარის მთავრობამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა გონიოსთან, ზღვისპირას მდებარე ჯამში 2,57 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები, მათ შორის ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაც. ხელისუფლების ვერსიით, არაბულმა კომპანია Eagle Hills-მა საქართველოში [თბილისსა და ბათუმში] 6,6 მილიარდი აშშ დოლარის დეველოპერული პროექტები უნდა განახორციელოს. Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კი, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. „ქართული …

ბათუმის სტადიონთან მთავრობა კიდევ ერთ ნაკვეთს ასხვისებს – ცნობილია დაინტერესებული კომპანია

ბათუმის საფეხბურთო სტადიონთან ახლოს, ტბელ აბუსერიძის 17 ნომერში მდებარე 2 244 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გასხვისება იგეგმება. ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია, თუმცა მის განკარგვამდე აჭარის არალეგიტიმური მთავრობა გეგმავს ამ ნაკვეთთან გააერთიანოს მომიჯნავე 36 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთი, რომელიც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. როგორც ქალაქის საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უკვე …

ხალხი რომ არ შეიჭრას, თვეში 27 ათას ლარს ხარჯავენ – უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობას იარაღით იცავენ

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის მოსახლეობის შეჭრისგან დასაცავად აჭარის ბიუჯეტიდან მომდევნო ოთხ თვეში, ჯამში, 111 ათასი ლარი დაიხარჯება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ [ვინაიდან ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია] სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა, რათა შენობის და მიწის ნაკვეთის დასაცავად ხელშეკრულება გააფორმოს შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან. „დასახელებული ქონების მოქალაქეების მიერ მასიურად თვითნებურად დაკავების საშიშროების …

ლაო ჯინ ჯაოს სახლის რეაბილიტაციისთვის 961 ათასი ლარია გამოყოფილი

ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 910 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა. ტენდერს თან ახლავს პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შენობაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები უნდა ჩატარდეს. პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად ორსართულიან შენობას, დამონტაჟდება …

აჭარის მთავრობა 4 მილიონად ყიდის მიწას და შენობას, სადაც 20 ოჯახია შესახლებული

ბათუმის სამრეწველო ზონაში 24 185 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 2 014 კვადრატული მეტრი ფართობის შენობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. ქალაქის მერიის ინფორმაციით, გასაყიდად გამოტანილ შენობაში 20-მდე ოჯახია თვითნებურად შესახლებული. ქონება ბათუმში, ივანე მესხის ქუჩა N14-ში მდებარეობს და საწყისი გასაყიდი ფასი 4 მილიონი ლარია. ვაჭრობის ბიჯი 100 ათასი ლარია, …

ახალი აუქციონი ძველი ფასდაკლებით – აჭარის მთავრობა აგროსერვისცენტრებს ისევ ყიდის

აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე აგროსერვისცენტრები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ისევ გამოიტანა. ამჯერად ქონება კვლავ 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და ადრინდელი პირობებით იყიდება. ბათუმის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს აგროსერვისცენტრების უძრავ-მოძრავი ქონება ცალ-ცალკეა გამოტანილი აუქციონებზე. რაც შეეხება საწყის გასაყიდ ფასს და ვაჭრობის ბიჯს, წინა აუქციონების მსგავსია, რომლებიც არ შედგა: ბათუმის აგროსერვისცენტრი – საწყისი ფასი – 780 000 ლარი [ნაცვლად …

აჭარის მთავრობა ლაო ჯინ ჯაოს სახლს ასხვისებს, მანამდე კი რესტავრაციის პროექტს იყიდის

აჭარის მთავრობა ჩაქვში იმ სახლის სარესტავრაციო პროექტის ყიდვას გეგმავს, რომელშიც გასული საუკუნის დასაწყისში ჩინელი მეწარმე ლაო ჯინ ჯაო ცხოვრობდა. ეს სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. პარალელურად, აჭარის მთავრობა აღნიშნული ქონების პრივატიზებასაც განიხილავს, თუმცა რა პირობებით, არ ამბობს. „ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის …

პობედა სამინისტრომ 4 ათასით გააძვირა და ხელახლა ყიდის – აუქციონი

„პობედა“, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 5 ათას ლარად ჰქონდა გატანილი აუქციონზე და 9 ათას ლარად გაიყიდა, ხელახლა იყიდება. ამჯერად საწყისი გასაყიდი ფასი 9 ათასი ლარია. სამინისტროს ინფორმაციით, წინა აუქციონში გამარჯვებულმა მანქანა აღარ შეიძინა. „ფიზიკურმა პირმა, რომელმაც აუქციონზე 9 ათასი ლარი დააფიქსირა და გაიმარჯვა, შემდეგ ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელი აღარ მოაწერა. ამიტომ მანქანა ხელახლა გავიტანეთ …

ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთმა აჭარის მთავრობას გადასცა

დღეს, 31 ოქტომბერს, ქობულეთის საკრებულომ დააკმაყოფილა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა ჩაქვში მდებარე ქონების აჭარის საკუთრებაში გადაცემაზე. ამის წინააღმდეგი არც ქობულეთის მერია იყო: ქონება მიწის ნაკვეთი და სახლია, რომელშიც გასული საუკუნის დასაწყისში ჩინელი მეწარმე ლაო ჯინ ჯაო ცხოვრობდა. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და აჭარის მთავრობა მის გასხვისებას გეგმავს. სახლს 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. …

მიწა გონიოს ხიდთან ყოფილი დეპუტატის კომპანიამ იყიდა – აუქციონი პირობით და უპირობო ხელშეკრულება

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ არსებული 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდდა. ნაკვეთი 2 მილიონ 465 ათას ლარად ერთი ბიჯით, შპს „მტზ-კომპანიმ“ იყიდა, რომლის დირექტორი ყოფილი პარლამენტარი იაშა შერვაშიძეა. კომპანიის მესაკუთრე კი – ყოფილი პარლამენტარის მეუღლე. სამინისტრომ კომპანიასთან ნასყიდობის ხელშეკრულება 2023 წლის 6 ოქტომბერს გააფორმა. 19 597 კვადრატული მეტრი ფართობის …

აჭარის სამინისტრო აუქციონზე მანქანებს ყიდის – საწყისი ფასი 10-16 ათასი ლარია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სოფლის მეურნეობისა და აგროსერვის ცენტრის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს აუქციონზე ყიდის. ოთხი ავტომანქანა აუქციონზე ერთადერთი პირობით იყიდება – გამარჯვებულმა დაფიქსირებული თანხა დროულად უმდა გადაიხადოს. ელექტრონული აუქციონები დაწყებულია და 2023 წლის 23 ოქტომბერს დასრულდება. KIA SORENTO ავტომანქანა „KIA SORENTO” (სახელმწიფო ნომერი XX-944-XY, გამოშვების წელი: 2010, ს/ნ KNAKU811DB5147885). საწყისი ფასი – 15 000 …

მთავრობა გონიოს ხიდთან 2 ჰექტარ მიწას პირობებით ყიდის

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარედ არსებულ 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. მყიდველმა აღნიშნულ ტერიტორიაზე საწარმო ან წარმოების ხაზი უნდა აამოქმედოს და მას პროფილი მინიმუმ 15 წელი შეუნარჩუნოს. ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ არსებული 19 594 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 2 მილიონ 400 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – …

აგროსერვისცენტრებს აჭარის მთავრობა 40%-იანი ფასდაკლებით ყიდის – პირობებიანი აუქციონი

აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე აგროსერვისცენტრები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე ისევ გამოიტანა. ამჯერად ქონება 40-პროცენტიანი ფასდაკლებით და ადრინდელი პირობებით იყიდება. ბათუმის, ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს აგროსერვისცენტრების უძრავ-მოძრავი ქონება ცალ-ცალკეა გამოტანილი აუქციონებზე. რაც შეეხება საწყის გასაყიდ ფასს და ვაჭრობის ბიჯს: ბათუმის აგროსერვისცენტრი – 780 000 ლარი [ნაცვლად 1 300 000 ლარისა], ვაჭრობის ბიჯი: 20 000 ლარი ქობულეთის …

უპატრონო პობედა აუქციონზე 9 ათას ლარად გაიყიდა

ავტომანქანა „პობედა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 9 ათას ლარად გაყიდა. სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი 2023 წლის 15 აგვისტოს დასრულდა. ელექტრონული აუქციონის პორტალის მიხედვით, ვაჭრობაში სამი პირი მონაწილეობდა, ავტომანქანა კი მე-20 ბიჯით გაიყიდა. „პობედის“ საწყისი გასაყიდი ფასი 5 ათასი ლარი, ხოლო ბიჯი – 200 ლარი იყო. აუქციონში გამარჯვებულმა საბოლოო თანხა – 9 ათასი ლარი, …

აჭარის მთავრობა უპატრონო პობედას აუქციონზე ყიდის

სასამართლოს მიერ უპატრონოდ ცნობილ „პობედას“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე 5 000 ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი 200 ლარია. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2023 წლის 15 აგვისტოს დასრულდება. აუქციონის მიხედვით, „ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, „უპატრონოდ იქნა ცნობილი და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ავტომანქანა …

აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთი 10 წლით გაასხვისა

აჭარის მთავრობამ ბათუმის ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერში, 277 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საიჯარო წესით, 10 წლის ვადით გაასხვისა. აუქციონის პირობის მიხედვით, გამარჯვებულს უფლება აქვს აქ  განათავსოს „კაფე-ბარის ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტი, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად.“ ქონება აუქციონზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გაიტანა [ბულვარის ადმინისტრაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია] მიწის …

აგროსერვის ცენტრებს აჭარის მთავრობა ამჯერად ცალ-ცალკე ყიდის – აუქციონები დაწყებულია

აგროსერვის ცენტრის ხუთ შენობას, მიწასთან და მოძრავ ქონებასთან ერთად, აჭარის მთავრობა ამჯერად პირობებით, ცალ-ცალკე ყიდის. წინა აუქციონი, სადაც ეს ქონება ერთ ლოტად, ასევე პირობებით იყიდებოდა, არ შედგა. აუქციონის პირობა ყველა აგროსერვის ცენტრისთვის ერთნაირია – მყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში უნდა აამოქმედოს ლოჯისტიკური ცენტრი; ამოქმედებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში ცენტრში დასაქმებულების არანაკლებ 90%-ს უნდა …

აჭარის მთავრობამ ქობულეთში მიწა მიყიდა კომპანიას, რომელიც აუქციონამდე 7 თვით ადრეა დაფუძნებული

ქობულეთში, ფიჭვნარის პლაჟთან მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც აჭარის ფინანსთა სამინისტრო მეოთხე წელია ყიდის, აუქციონზე 4 მილიონ 460 ათას ლარად გაიყიდა. 11 235 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი ამჯერად 4 მილიონ 360 ათასი ლარი, ხოლო ვაჭრობის ბიჯი 100 ათასი ლარი იყო. მიწის ნაკვეთი ერთი ბიჯით იყიდა შპს „ნესს სიტიმ“, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეებმა აუქციონის გამოცხადებამდე …

ქობულეთის ფიჭვნარში მიწას მთავრობა ფასდაკლებით ყიდის – აუქციონი პირობებით

ქობულეთში, ზღვის პირას მდებარე 11 235 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის გასაყიდად აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მეათედ გამოაცხადა, ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით. მთავარი პირობა მყიდველის მიერ ხუთ წელში არანაკლებ 20 მილონი ლარის ინვესტიციის ჩადება და 100-ნომრიანი სასტუმროს ამოქმედებაა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასი ამჯერად 4 მილიონ 360 ათასი ლარია. ვაჭრობის ბიჯი: 100 ათასი ლარი, …

„დრიმლენდ ოაზისმა“ ბათუმში ზღვისპირას 5 ჰექტარი მიწა იყიდა

ბათუმში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ზღვასთან ახლოს, ჩაქვის ყოფილი ტურბაზის ტერიტორია გაიყიდა. 5 ჰექტარამდე ფართობი შპს „დრიმლენდ ოაზისმა“ საკუთრებაში 2023 წლის 7 იანვარს დაირეგისტრირა. ყოფილი ტურბაზა, მისი მიმდებარე ტერიტორიით, ჯამში 49 420 კვ.მეტრი, კომპანიამ აუქციონზე, 16 მილიონ 320 ათას ლარად, ერთი ბიჯით, იყიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ „დრიმლენდ ოაზისს“ ელექტრონული ვაჭრობის დროს კონკურენტი არ ჰყოლია. „დრიმლენდ …

ბათუმის პლაჟთან ლანდშაფტურ ტერიტორიას სამინისტრო აღარ ყიდის – ახალი აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შეწყვიტა აუქციონი, სადაც ერთ ლოტად ყიდდა ორ ნაკვეთს. აქედან ერთი – 5 859 კვადრატული მეტრი ფართობი – უშუალოდ პლაჟთანაა და ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიას წარმოადგენს. აუქციონზე საწყისი გასაყიდი ფასი 15 მილიონ 100 ათასი ლარი იყო. სამინისტრომ აუქციონი ხელახლა გამოაცხადა, ოღონდ მხოლოდ ერთ ნაკვეთზე, ლანდშაფტური ნაკვეთი კი, ამოიღო. რატომ აღარ ყიდის ამ …

მთავრობა ბათუმის პლაჟთან მიწას ყიდის – საწყისი ფასი 15 მილიონი ლარია

ბათუმში, პლაჟთან, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ორ მომიჯნავე ნაკვეთს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ნაკვეთები მდინარე ყოროლისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის შესართავთან მდებარეობს და მათი საერთო ფართობი 22 292 კვადრატული მეტრია. აქედან 5 859 კვადრატული მეტრი ბუნებრივ ლანდშაფტურ ტერიტორიას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ნაკვეთების მოპირდაპირედ ზღვის აკვატორია [30 081 კვადრატული მეტრი], სახელმწიფოს თავის საკუთრებაში, …

მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში აგროსერვისცენტრებს ყიდის

აჭარის მთავრობა ბათუმში, ქობულეთში, ქედაში, შუახევსა და ხულოში მდებარე ლოჯისტიკურ [აგროსერვის] ცენტრებს და მათზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებს ყიდის. იყიდება აგროსერვისცენტრებში არსებული მოძრავი ქონებაც, მათ შორის, 2 სატრანსპორტო საშუალება. ქონება, რომელიც სახელმწიფო მიწაზე, ბიუჯეტის ფულით მოეწყო, აუქციონზე ერთ ლოტად, თუმცა პირობებით იყიდება და საწყისი ფასი 3,5 მილიონი ლარია [ბიჯი 80 ათასი ლარი]. გასაყიდი შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი …

1 ლარად გასხვისებული იახტკლუბის მოწყობა ისევ გადაიდო – რა თანხას კარგავს ბიუჯეტი

ბათუმის იახტკლუბის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აჭარის მთავრობამ 2026 წლის ივლისამდე გადადო. კომპანია „რივიერა“ [შემდგომში „ბათუმი რივიერა“], რომელსაც აქ მინიმუმ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, იახტკლუბს და მიმდებარე ტერიტორიას მეხუთე წელია სარგებლობს. სარგებლობაში კი, 2017 წელს, არც მეტი არც ნაკლები, 1 ლარი აქვს გადახდილი. „რივიერა“ 1 ლარად იჯარით აღებულ …

ქობულეთის პლაჟთან მიწას აჭარის მთავრობა უპირობოდ ყიდის – საწყისი ფასი 3,5 მილიონია

ქობულეთში, ფიროსმანის ქუჩის შესახვევი N9-ში მდებარე 13 860 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ელექტრონულ აუქციონზე ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 3,5 მილიონი ლარია; ბიჯი – 70 ათასი ლარი; საგარანტიო თანხა კი – 700 ათასი ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2022 წლის 26 ოქტომბერს დასრულდება. საბოლოო საპრივატიზებო თანხა მყიდველმა …

საწყისი ფასი 3,6 მილიონი – აჭარის მთავრობა ქობულეთში კლინიკა „ბომონდის“ შენობას ყიდის

ქობულეთში, ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთს და შენობას, რომელშიც ამჟამად კლინიკა „ბომონდი“ ფუნქციონირებს, აჭარის მთავრობა პირობიან აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 3,6 მილიონი ლარია. პირობა ახალი შენობის აშენებას და მასში [ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 წლის ვადაში] კლინიკის განთავსებას ითვალისწინებს, თუმცა მომავალი მესაკუთრე ვალდებული იქნება საავადმყოფოს პროფილი მხოლოდ 10 წლით შეუნარჩუნოს. მომავალი მესაკუთრე ასევე ვალდებული იქნება …

ნაკვეთი პლაჟთან და სათბურები ქობულეთში – აჭარის მთავრობა ქონებას ფასდაკლებით ყიდის

ქობულეთში, ფიჭვნარის სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთი და ალამბარში – სასათბურე მეურნეობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასაყიდად აუქციონზე ხელახლა გაიტანა. ქონება ამჯერად, როგორც აუქციონშია აღნიშნული, 20-პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდება. პირობები ორივე შემთხვევაში იგივეა და განსხვავება მხოლოდ ვადებშია. რაც შეეხება გასაყიდ ფასს: ფიჭვნარის მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი არ შეცვლილა და წინა, არშემდგარი აუქციონის მსგავსად 4 360 …

ქობულეთში 6 ჰექტარ მიწას და სათბურებს აჭარის მთავრობა 2.27 მილიონად ყიდის – აუქციონი

ქობულეთში, სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობას აჭარის მთავრობა პირობებით აუქციონზე ყიდის. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 2 270 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი – 45 000 ლარი. 567 500 ლარი კი საგარანტიო თანხაა. სასათბურე მეურნეობის მრავალწლიანი იჯარით გაცემა აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ. ამჯერად კი, ერთ ლოტად, პირობებით იყიდება …

რატომ არემონტებს ბინას ფინანსთა სამინისტრო ბათუმში – ტენდერი 41 ათასი ლარით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩა N37-ში მდებარე კორპუსის მე-2 სართულზე ბინას არემონტებს. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 41 540 ლარია გამოყოფილი. სამინისტრომ ამ თანხით ტენდერიც გამოაცხადა. პირობაში აღნიშნულია, რომ ბინაში ოფისი მოეწყობა – ცენტრალური გათბობით, ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო სიგნალიზაციის სისტემებით, კომპიუტერული ქსელით. ბინის გასარემონტებლად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 4 თებერვალს დაიწყება …

სამინისტრო აჭარაში გასაყიდი მიწის ნაკვეთების ჩამონათვალს არ ასაჯაროებს

აჭარის მთავრობის გათვლებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 2021 წელს მიწების გაყიდვის ხარჯზე 62 მილიონი ლარით გაიზრდება. თუმცა კონკრეტულად რომელი მიწის ნაკვეთების გაყიდვა/პრივატიზება არის დაგეგმილი, მთავრობა არ ასაჯაროებს. აჭარის მთავრობა 2021 წელს მიწების გაყიდვიდან ბიუჯეტში 89 მილიონ ლარს ელოდება, იანვრიდან 5 ივლისამდე პერიოდში კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, სამინისტრომ მხოლოდ მიწის 8 ნაკვეთი …

მიწა 20%-იანი ფასდაკლებით ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას 

აჭარის მთავრობა გასაყიდი მიწებიდან ჯერარმიღებული ფულით ბიუჯეტს ზრდის და სხვადასხვა პროგრამის დასაფინანსებლად ანაწილებს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კი, ქობულეთის ფიჭვნარში, ზღვისპირას, მიწის ნაკვეთს მესამე წელია ვერ ყიდის. 11 235 კვ.მ ფართობის მიწა გასაყიდად სამინისტრომ აუქციონზე უკვე მერვედ გამოიტანა. ამჯერად 20-პროცენტიანი ფასდაკლებით მეორედ, ვინაიდან იმავე ფასად წინა აუქციონზე ეს ნაკვეთი არ გაიყიდა – მონაწილეობა არავინ …

ჭოროხისპირას მთავრობა ამჯერად 39 790 კვ.მ მიწას ყიდის – აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ჭოროხის ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების გაყიდვას აგრძელებს. ამჯერად 5 ელექტრონულ აუქციონზე 6 ნაკვეთი იყიდება. ნაკვეთების საერთო ფართობი 39 790 კვადრატული მეტრია, გასაყიდი საწყისი ფასი კი, ჯამში 4 698 000 ლარი. ყველა ნაკვეთი პირობით იყიდება. პირობები იდენტურია – მომავალმა მყიდველმა თითოეულ ნაკვეთებზე დახურული ტიპის სასაწყობე მეურნეობა უნდა აამოქმედოს და …

ციხისძირში, სანაპიროზე მიწის ნაკვეთს 3 წლით გასცემენ – აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, 1 642 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის მიზნით, უპირობო ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. ნაკვეთი, რომელიც უშუალოდ ზღვის ნაპირზე მდებარეობს, 2024 წლის 13 მაისამდე გაიცემა სარგებლობის უფლებით. საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 15 ათასი ლარითაა განსაზღვრული, ვაჭრობის ბიჯი კი 300 ლარია. აუქციონი დაწყებულია და ის 2021 წლის 13 მაისს დასრულდება. …

ქობულეთში ზღვისპირა ნაკვეთი სამინისტრომ აუქციონზე მეშვიდედ გამოიტანა – ამჯერად 1 მილიონით ნაკლებად

ქობულეთის ზღვისპირა ზოლში 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთი გასაყიდად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე უკვე მეშვიდედ გამოიტანა. ამჯერად მიწის გასაყიდი ფასი, წინა აუქციონთან შედარებით, 1 მილიონი ლარით ნაკლებია. ფიჭვნარში მდებარე ამ ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 360 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 100 000 ლარი. აუქციონი დაწყებულია და ის 21 აპრილს დასრულდება. აუქციონის …

ციხისძირში, ზღვიდან 250 მეტრში მდებარე მიწას აჭარის ეკონომიკის სამინისტრო უპირობოდ ყიდის

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 2 764 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 30 მარტს დასრულდება. მიწის ნაკვეთი ზღვიდან დაახლოებით 250 მეტრითაა დაშორებული. ქონების საწყისი გასაყიდი ფასია 505 000 ლარი [1კვ.მ – 182,7 ლარი], ვაჭრობის ბიჯი კი – 10 000 ლარი. მყიდველმა საბოლოო საპრივატიზებო …

ხულოში, გოდერძიზე, სასტუმროს აშენების პირობით სამინისტრო მიწას 305 ათას ლარად ყიდის

ხულოში [რიყეთის თემში], გოდერძის უღელტეხილზე 1597 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ 64,77 კვ.მ ფართობის შენობას სასტუმროს აშენების პირობით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. პირობის მიხედვით, მომავალმა მყიდველმა აქ მინიმუმ 20-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს, რომელსაც 15 წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს პროფილს. აუქციონზე გასაყიდი ქონების საწყისი ფასი 305 ათასი ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 7 500 …

Exit mobile version