ქობულეთში 1 მილიონად გაყიდულ მიწას სამინისტრო ხელახლა 5 მილიონად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ქობულეთში, 5.4 მილიონად ყიდის პლაჟის გასწვრივ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ჯერ 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე კი, 75%-იანი ფასდაკლებით, 1 146 250 ლარად გაყიდა. მყიდველი შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ იყო, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვე-ნახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა. ამ კომპანიის მეწილე რუსული კომპანიაა. სამინისტროში ბათუმელებს უთხრეს, რომ „ჯორჯიან …

გარემოს სააგენტო ახალ შენობას „მელკი მორიას“ ნაცვლად ადლიაში ააშენებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ბათუმში ადმინისტრაციულ შენობას „მელკი მორიას“ ნაცვლად ადლიის ქუჩაზე ააშენებს. მიწის ნაკვეთი, სადაც შენობა უნდა აშენდეს, აჭარის საკუთრებაა და ის სააგენტოს სარგებლობის უფლებით გადაეცა. სააგენტოს ახალი შენობის აშენებაზე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 1 619 060 ლარია. ადრე სააგენტოს ახალი შენობის აშენება „მელკი მორიაზე“ [ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარედ], ზღვის პირას იგეგმებოდა, თუმცა სააგენტომ …

26 კომპანიას 194 მილიონის პირგასამტეხლო აქვს გადასახდელი აჭარის ბიუჯეტში

აჭარაში, დღევანდელი მონაცემებით, 26 კომპანიას, ჯამში 194 895 438 ლარი პირგასამტეხლო ერიცხება. ეს ის კომპანიებია, რომლებმაც სხვადასხვა დროს გარკვეული ვალდებულებების შესრულების პირობით შეიძინეს [ან გადასცეს] აჭარის ქონება, მაგრამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რის გამოც დაერიცხათ პირგასამტეხლო ან/და ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ. აჭარის 2021 წლის ბიუჯეტი 328 მილიონი ლარია. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ეს თანხა 2019 წლის …

ახალსოფელში 5,4 ათას კვ.მ მიწას სამინისტრო აუქციონზე 379 500 ლარად ყიდის

ხელვაჩაურის სოფელ ახალსოფელში 5 440 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 2 616,5 კვ.მ ფართობის შენობა, 379 500 ლარად, პირობებიან აუქციონზე იყიდება. გასაყიდი ნაკვეთი ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალიდან დაახლოებით 300 მეტრში, მე-15 ქუჩასთან მდებარეობს. ქონება აჭარის საკუთრებაა და მას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყიდის. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 4 ივლისს დასრულდება. მიმდინარე ფასი 370 ათასი ლარია, …

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო მწყობრიდან გამოსულ „HYUNDAI SANTAFE“-ს 15 ათას ლარად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მწყობრიდან გამოსულ HYUNDAI SANTAFE-ს აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ავტომანქანა [სახელმწიფო ნომერი LL-607-LC] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. საწყისი გასაყიდი ფასი 15 000 ლარია, ბიჯი – 300 ლარი. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 2019 წლის 30 დეკემბერს დასრულდება. ავტომანქანის მოკლე აღწერილობა [აუქციონიდან]: „ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოსულია მწყობრიდან, ძრავა დაზიანებულია, ავტომანქანას არ აქვს გადაცემათა კოლოფის ბალიში, …

აჭარის მთავრობამ ქონების ფასი 4,9 მილიონით შეამცირა და ისე გაყიდა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შემოწმების შედეგად დაფიქსირდა შემთხვევები, როცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, ექსპერტის მიერ დადგენილი, ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება, აჭარის მთავრობის შესაბამისი ბრძანებებით, „ყოველგვარი არგუმენტების გარეშეა“ შემცირებული. მარტო 5 ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუდიტორის მიერ შეფასებული ქონების საერთო ღირებულება, მთავრობის მიერ 5 მილიონამდე ლარითაა შემცირებული და ისე არის გასხვისებული. ინფორმაცია საწყისი საპრივატიზებო …

აჭარისა და ბათუმის ქონების ფასი მთავრობამ სავარაუდოდ შეამცირა და იაფად გაყიდა – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში, აუდიტის დასკვნით, არ არის უზრუნველყოფილი ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებებსა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება. „გარდა ამისა, ექსპერტის მიერ დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების უსაფუძვლოდ შემცირებისა და აუქციონზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის …

დაჟანგული „პობედა“ სამინისტრომ მესამედ გაყიდა – ამჯერად 4 800 ლარად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ აუქციონზე გატანილი „პაბედა“ დღეს, 23 სექტემბერს, 4800 ლარად გაიყიდა. ავტომანქანის გაყიდვის საწყისი ფასი ამჯერად 4 500 ლარი იყო, ბიჯი – 150 ლარი. „პაბედა“ ორი ბიჯით გაიყიდა. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „GAZ M20 POBEDA“, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი თავიდან 600 ლარი იყო, …

შავი „პაბედა“ და რუხი „პიკაპი“ – აჭარის ქონება აუქციონზე იყიდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო „პაბედას“ და „პიკაპს“ ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. „პაბედას“ გასაყიდი საწყისი ფასი ამჯერად 4 500 ლარია, ხოლო „პიკაპის“ – 3 500 ლარი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „GAZ M20 POBEDA“, რომლის საწყისი გასაყიდი ფასი 600 ლარი იყო, სამინისტრომ ჯერ 12 255 ლარად გაყიდა, თუმცა აუქციონში გამარჯვებულებმა „პაბედა“ არ წაიღო,  შემდეგ კი …

სამინისტრო ჩაქვში, ზღვისპირას, 1კვ.მ მიწას 70 ლარად ჰყიდის – აუქციონი

დაბა ჩაქვში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, ქობულეთის ქუჩა N42ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უპირობო აუქციონზე ჰყიდის. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 359 კვ.მ-ია და მისი საწყისი ღირებულება 25 ათასი ლარია. უძრავი ქონება ერთი ბიჯის [500 ლარი] დამატებით რომ გაიყიდოს, მყიდველს 1 კვ.მ-ში 71 ლარის გადახდა მოუწევს, სამინისტროს კი 1 კვ.მ 69,6 …

„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდ დაკავებულ ტერიტორიას სამინისტრო 2 წლით ასხვისებს

ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ 3022 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდაა დაკავებული, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ორი წლით ასხვისებს. საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 157 ათასი ლარია, ბიჯი – 4 ათასი ლარი. სარგებლობის მოქმედების ვადაა 2020 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. მოიჯარეს წარმოეშვება ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების …

რატომ არ გადასცა აჭარის მთავრობამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მწვანე კონცხის პლაჟი

„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, მწვანე კონცხზე 6 346 კვ/მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ აჭარის მთავრობისგან ითხოვდა. მოთხოვნილ ნაკვეთებზე კომპანია 2 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა. აჭარის მთავრობისთვის თავის დროზე კომპანიის პირობები მისაღები აღმოჩნდა. პირობები მისაღები აღმოჩნდა ბათუმის საკრებულოსთვისაც, რომელმაც 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომაზე მუნიციპალური …

მერია „ორბი ჯგუფი ბათუმის“ უნებართვო მშენებლობის იძულებით შეჩერებას აპირებს

ბათუმში, ზღვასთან ახლოს, სახელმწიფო მიწაზე კერძო კომპანია უნებართვო მშენებლობას აგრძელებს. არის თუ არა გარიგება კერძო კომპანიასა და სახელმწიფო უწყებებს შორის? – ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომლის თანამშრომლები „არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან“, აცხადებენ, რომ ტერიტორიით სარგებლობასა თუ სამუშაოების წარმოებაზე კომპანიასთან სიტყვიერი შეთანხმებაც კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, 3022 კვ/მ ტერიტორიას „ორბი ჯგუფი ბათუმი“ …

„საგარეოს შენობა“ 1 მილიონ 755 ათას ლარად რუსლან კაკაბაძემ იყიდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი შენობა, ელექტრონულ აუქციონზე ფიზიკურმა პირმა, რუსლან კაკაბაძემ შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა, შესაბამისად, მყიდველმა ქონება ერთი ბიჯით – 35 ათასი ლარით მეტად, ანუ 1 მილიონ 755 ათას ლარად იყიდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, თუმცა მისთვის მყიდველის მიერ პირვანდელი სახით …

ძველ ბათუმში აჭარის მთავრობა 232 კვ/მ არასაცხოვრებელ ფართობს ყიდის

აჭარის მთავრობა ძველ ბათუმში, ელიავას ქუჩაზე, N4-ში [აჭარის ყოფილი შს სამინისტროს შენობის უკან] მდებარე სამ არასაცხოვრებელ ფართობს ყიდის. არასაცხოვრებელი ფართობები ჯამში 232,5 კვ/მეტრია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების გაყიდვაზე აუქციონი გამოცხადებული აქვს. საწყისი გასაყიდი ფასი 255 ათასი ლარია, ბიჯი – 5 ათასი. ქონება პირობებით იყიდება. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა: [checklist] ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის …

საქართველოს მთავრობამ 1 თვის წინ შექმნილ კომპანიას მწვანე კონცხზე მიწა პირდაპირ მიჰყიდა

ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე 20 366 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 931 ათას ლარად, საკუთრებაში გადასცა კომპანიას, რომელიც კერძო პირმა ქონების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაარეგისტრირა. აღნიშნული ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო და ის სახელმწიფოს, გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე უპირობოდ გადაეცა. ქონების გადაცემა აჭარის მთავრობისგან სახელმწიფომ ითხოვა, „სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა …

ბათუმის სპორტსკოლასთან მიწის ნაკვეთს მთავრობა 1,3 მილიონ ლარად ყიდის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე 3022 კვ/მ მიწის ნაკვეთს, პირობებიან აუქციონზე, 1,3 მილიონ ლარად ყიდის. მიწის ნაკვეთი დღეს აჭარის ქონებას წარმოადგენს და ის გარკვეული პერიოდი ბათუმის სასპორტო სკოლის სარგებლობაში იყო. ამ ტერიტორიაზე სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები უნდა აშენდეს. ქონების მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე, სამინისტროში წარადგინოს საპროექტო …

ქობულეთის ცენტრალურ პარკთან 2,9 ჰექტარი მიწა 1,6 მილიონად აუქციონზე იყიდება

ქობულეთის სანაპიროზე, ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ, 29 ათასი კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობიან აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ფასი 1,6 მილიონი ლარია, ბიჯი – 48 ათასი ლარი. აღნიშნული ტერიტორია ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, 277 ნომერში მდებარეობს და აქ წლების წინ სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა. აუქციონის პირობების მიხედვით, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მყიდველი ვალდებულია: საბოლოო საპრივატიზებო საფასური …

აჭარის ქონების მართვის წესში ცვლილებები შევიდა

პირს, რომელიც დაადასტურებს, რომ ის ათ წელზე მეტ ხანს ცხოვრობს მის მიერ დაკავებულ არასაცხოვრებელ ფართობში, აჭარის მთავრობა მას ამ ფართობს უსასყიდლოდ გადასცემს – აჭარის ქონების მართვის წესში ცვლილებები შევიდა. ცვლილების მიხედვით, მთავრობას დაინტერესებულმა პირმა უნდა წარუდგინოს კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები და ორი მოწმე, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ მთავრობისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ. ინფორმაცია შეიძლება …

კომპანია, რომელსაც აჭარის მთავრობამ „მზიური“ და „მახინჯაური“ პირდაპირ მიჰყიდა, ამ ქონებას ყიდის

ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაური“ კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას. „აღნიშნული უძრავი ქონე[ბე]ბის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის საკითხზე გაცნობებთ, …

უმაღლეს საბჭოსთან სამკერვალო ფაბრიკა აშენდება

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის მიმდებარედ, 10 230 კვ/მ ტერიტორიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის. ქონების გაყიდვის საწყისი ფასი 2 მილიონ 133 ათასი ლარია. მთავარი პირობა კი ამ ტერიტორიაზე სამკერვალო ფაბრიკის აშენებაა, რაშიც მომავალმა ინვესტორმა 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს. აუქციონზე გასაყიდი ქონება ქობულეთში, დაბა ჩაქვში, აბაშიძის ქუჩა N2-ში მდებარეობს. ტერიტორიაზე …

აჭარის ქონების უფასოდ მოსარგებლეები

აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ურთიერთობა მოსარგებლეებთან კანონის შესაბამისად მოწესრიგდება. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს ადამიანები გამოასახლონ კიდეც. კანონის ნორმა კი, რომლითაც სამინისტრო საკითხს არეგულირებდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით აჭარაში …

Exit mobile version