„ამბასადორი ბათუმში“ აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის ბულვარში, „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე ობიექტზე მომხდარი აფეთქების გამო, სადაც ერთი ადამიანი დაშავდა, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. „ბათუმელები“ დავუკავშირდით შრომის უსაფრთხოების სამსახურსაც, სადაც ვიკითხეთ, რამ გამოიწვია აფეთქება „ამბასადორი ბათუმში“, რატომ არ იყო შრომის უსაფრთხოება დაცული და რა მდგომარეობაა ახლა ადგილზე. …

„ამბასადორი“ ხელოვნური კუნძულისთვის ბეტონის ქარხანას „ბენზეში“ აშენებს

ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბეტონის ქარხანას აწყობს. ეს ქარხანა ხელოვნური კუნძულის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, მაგრამ კომპანიამ გეგმები შეცვალა. როგორც „ამბასადორი“ განმარტავს, კომპანიას იჯარით აღებული აქვს დაახლოებით 34 ჰექტარი მიწა, საიდანაც „საწარმოო დანიშნულებით მხოლოდ ნაწილი იქნება გამოყენებული“. ბეტონის ქარხანა კი სწორედ ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის არის საჭირო. „საპროექტო ტერიტორიაზე საწარმოო დანიშნულების ინფრასტრუქტურა …

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ სტრატეგიული კავშირების ქსელს ბრიტანულ ბაზარზე აფართოებს

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ პრიორიტეტს დიდ ბრიტანეთში ძლიერი წარმომადგენლობის ჩამოყალიბება და კავშირების ქსელის გაფართოება წარმოადგენს. პროექტისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად იზრდება – კომპანიამ წარმატებით გახსნა წარმომადგენლობები GCC-ის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში, რამაც საერთაშორისო მასშტაბით პროექტის პოზიციონირება კიდევ უფრო გააძლიერა.  „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ინიციატივით, ბათუმმა ბრიტანულ დელეგაციას უმასპინძლა. ბრიტანული გაყიდვების სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტი მიზნად ისახავდა შავი ზღვის …

ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს

ამბასადორი აილენდი ევროპაში სტრატეგიული კავშირების ქსელს აფართოებს – აღნიშნულის შესახებ ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აცხადებს. მისი თქმით, ამჯერად გერმანიასთან განსაკუთრებით აქტიური თანამშრომლობა და მათი გამოცდილების ინტეგრირება ამბასადორი აილენდ ბათუმის მასშტაბურ პროექტში იგეგმება. „გერმანიასთან დაგეგმილი თანამშრომლობა გულისხმობს მაღალტექნოლოგიური და მდგრადი განვითარების სტანდარტების იმპორტს. გერმანული ხარისხისა და ეფექტურობის ინტეგრირება ჩვენს პროექტში არის ის, რაზეც …

ამბასადორი აილენდ ბათუმის 2025 წლის პროგრესი რიცხვებში 

ამბასადორი აილენდ ბათუმი, რომელიც რეგიონის ყველაზე ამბიციური საინვესტიციო პროექტია, 2025 წელს ახალ ეტაპზე გადავიდა. როგორც ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აღნიშნავს, გასული წელი გარდამტეხი აღმოჩნდა, პროექტი დაგეგმვის ფაზიდან აქტიური განხორციელების ეტაპზე გადავიდა. ზღვაში უკვე შევსებულია 48.3 ჰა ფართობი; 26 ჰა ტერიტორია მიღებულია ექსპლუატაციაში; კუნძულის მშენებლობაში ყოველდღიურად 52-ზე მეტი სპეციალიზებული ტექნიკური საშუალებაა ჩართული; ამბასადორის …

„ამბასადორ ბათუმის“ 25% გაასხვისეს, 50% კი დააგირავეს

„ამბასადორ ბათუმის“ 50 პროცენტის მფლობელმა, ვართან ვართანოვმა კომპანიის 25 პროცენტი სომხეთში დაფუძნებულ კომპანიას 2 მილიონ 75 000 ლარად მიჰყიდა. კომპანიის 25% პროცენტის მფლობელი გახდა შპს „ანნა სქაი“ – ეს კომპანია სომხეთში 2023 წლის აპრილში დაუფუძნებიათ. 2025 წლის ივლისში „ამბასადორის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, ელგუჯა ქებურიამ კომპანიის თავისი წილი, 50%, „საქართველოს ბანკში“ დააგირავა. მან საჯარო რეესტრს კომპანიის ამონაწერში …

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის

„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და ბრიტანულ კომპანია ARUP-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობას ბათუმის ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ კუნძულზე აშენებული შენობების მოცულობის, ფასადის დიზაინის, სტილისა და ურბანული დაგეგმარების არქიტექტურის კონცეფციის შემუშავებისთვის. ინვესტორების მიერ საპროექტო ტერიტორიაზე შენობების დაგეგმარება და მშენებლობა განხორციელდება წინასწარ შემუშავებული სტილისტიკისა და სახელმძღვანელო ნორმების დაცვით. ეს სტრატეგიული პარტნიორობა უზრუნველყოფს პროექტის განვითარების თანმიმდევრულ და მდგრად …

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა

მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 8 თვის განმავლობაში, გარემოებების სიღრმისეული შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, ოფიციალურად გამოსცა ბათუმის ორი ნახევარკუნძულის/ერთი კუნძულის პროექტის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა ამომწურავი კვლევა და დაადგინა, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დადგენილი პროექტი სრულ თავსებადობაშია საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პროექტს არ ექნება …

ვილები და ცათამბჯენები ხელოვნურ კუნძულზე – პროექტის გზშ მზადაა

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიში წარადგინა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შესაბამის პორტალზე აღნიშნული დოკუმენტის გაცნობა და შენიშვნების წარდგენა 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ. „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“ ბათუმის აკვატორიაში, 65 წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემულია 1 443 …

მთავრობა მალავს ხელოვნური კუნძულის შესახებ დოკუმენტებს – რა შეცვალეს ხელშეკრულებაში

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ ზღვაში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ სასყიდლიანი აღნაგობის ხელშეკრულებაში ორი ცვლილება შეიტანეს. აქედან ბოლო ცვლილება – 2023 წლის 29 სექტემბერს. ამ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის მთავრობის შესაბამისი განკარგულება, „ბათუმელებმა“ ქონების ეროვნული სააგენტოდან და საქართველოს მთავრობიდან 2023 წლის 2 ოქტომბერს გამოითხოვა. საჯარო უწყებებმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტები დამალეს – სააგენტომ ცვლილებებთან დაკავშირებული დოკუმენტები …

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული პროცედურა სააგენტომ შეაჩერა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვა შეაჩერა და კომპანიას დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა. „ამბასადორმა“ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით/ანგარიშით 2023 წლის 29 მაისს მიმართა, თუმცა, „წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული და დაზუსტებას საჭიროებს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები“, – მიწერეს კომპანიას სააგენტოდან. წერილში აღნიშნულია, რომ სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილი საქმიანობა …

„ამბასადორმა“ ბულვარში ისევ დააშენა

შპს „ამბსადორი ბათუმმა“ ბულვარში 21-ე სართულზეც დააშენა, პროექტის მიხედვით, აქ ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკი უნდა მოეწყოს. სპეციალისტები კი ეჭვობენ, რომ იმ ფართობზე, რა პარამეტრებიც ბოლო სართულს პროექტის მიხედვით დაშენებამდე ჰქონდა, დასაფრენი ბილიკის მოწყობა არ მოხერხდება. გასული წლის ნოემბერში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე პროექტში ცვლილება დაამტკიცა და ახალი ნებართვა გასცა. პროექტში ცვლილება სანებართვო პირობების …

„ამბასადორის“ შესახებ ჩანაწერი ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმიდან ამოიღო

დღეს, 22 აგვისტოს, ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბათუმის ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ამბასადორის“ პროექტი ბულვარისთვის შეუსაბამოა. საუბარია ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე, 21-სართულიან სასტუმროზე. ბულვარის გენგეგმის დოკუმენტიდან „ამბასადორის“, როგორც „შეუსაბამო“ შენობის შესახებ ჩანაწერის ამოსაღებად საკრებულოს თავად კომპანიამ მიმართა. დღეს აღნიშნული საკითხის განხილვას ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება …

რა წერია „ამბასადორზე“ და სხვა შეუსაბამო შენობებზე ბულვარის გენგეგმაში

ბათუმის ბულვარის გენგეგმაში ჩაწერეს, რომ შეუსაბამო ნაგებობაა „ამბასადორის“ პროექტი, 19-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში გადაწყვეტილების მიმღებმა ამ შენობასთან მიმართებაშიც იგივე მიდგომა უნდა გამოიყენოს, როგორიც  ბულვარისთვის შეუსაბამოდ მიჩნეული სხვა ნებისმიერი ნაგებობის მიმართ. დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერის გაჩენას ეწინააღმდეგებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლთა დაცვის საბჭოს წევრები – აკაკი ძნელაძე [აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე] და ვიქტორია …

როგორ ავაშენოთ უკანონოდ ყველაფერი, რაც გვინდა – სქემა ბათუმში

განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს სქემის გაშიფვრა, რომლის მიხედვითაც ბათუმში მრავალსართულიან კორპუსს, სახლს ან სასტუმროს მერიის გვერდის ავლით ანუ უკანონოდ აშენებენ. დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, არსებობს მარტივი გზა უკანონოდ აშენებულის დასაკანონებლად – თუმცა ამაზე შეიძლება მოგვიანებით იზრუნო, როცა მოიცლი, საჩქარო არაფერია. მანამდე კი უკანონოდ აშენებულ შენობას „თავად მიიღებ“ ექსპლუატაციაში – გახსნი სასტუმროს ან გაყიდი ბინებად და ახალ …

„ამბასადორის“ ახალ ნებართვას „ბათომი“ და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასაჩივრებენ

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, ორგანიზაცია „ბათომთან“ ერთად, „ამბასადორი ბათუმის“ ახალ ნებართვას ასაჩივრებს. შეცვლილი ნებართვით კომპანიამ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტს ორი სართული დაამატა. „ამბასადორ ბათუმმა“ პროექტში ცვლილებისთვის სააგენტოს პოსტფაქტუმ, მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, როცა პროექტის დარღვევით ორი დამატებითი სართული უკვე აშენებული ჰქონდა. ახალი ნებართვის მიხედვით, ბათუმის ბულვარში  21-სართულიანი სასტუმრო შენდება, აქედან 3 მიწისქვეშა სართულია. „სოციალური სამართლიანობის …

18 სართული – როგორ იცვლება „ამბასადორის“ პროექტი ბულვარში | ესკიზი

შპს „ამბასადორი ბათუმი“ პროექტის შეთანხმებისას ირწმუნებოდა, რომ ბათუმის ბულვარში ბალნეოლოგიურ- გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებდა. „ბალნეოლოგიური ცენტრი-სასტუმრო“ – მოგვიანებით ასე უწოდა კომპანიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის წარდგენილი პროექტის ბოლო, კორექტირებულ მასალას. სასტუმროს მშენებლობა ბულვარში, როგორც მწვანე ზოლში, რომელსაც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, დაუშვებელი იყო ყველა იმ რეგულაციით, რომელიც მოქმედი იყო მაშინ, როცა ბულვარში „ამბასადორმა“ მშენებლობის …

მე არ მომწონს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს – წულუკიანი ბულვარში „ამბასადორის” მშენებლობაზე

დღეს, 3 დეკემბერს, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბათუმის ბულვარში”ამბასადორის” მშენებლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა: „მე პირდაპირ გეტყვით, რომ ის „ამბასადორი“, რომელიც აშენდა, არა იმიტომ, რომ ცუდი სასტუმროა, არა იმიტომ, რომ ულამაზო პროექტია, არა – ლამაზი სასტუმროა, მაგრამ იქ, სადაც დგას, არის სიმახინჯე. მე არ მომწონს, გითხარით, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. რომ …

„ზაურ ახვლედიანი დანიშნა მთავრობამ“ – სამინისტროს განმარტება სააგენტოში ცვლილებაზე

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ზაურ ახვლედიანი აჭარის მთავრობამ დანიშნა. შედეგად ოლეგ ბოლქვაძე, როგორც მოვალეობის შემსრულებელი, ავტომატურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. გარდა ამისა, ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, მან ავტომატურად დატოვა მოადგილის თანამდებობაც. ოლეგ ბოლქვაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. ზაურ ახვლედიანი სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2021 …

ოლეგ ბოლქვაძემ სააგენტო დატოვა, მის მოვალეობას ზაურ ახვლედიანი ასრულებს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ ბოლქვაძემ თანამდებობა დატოვა. ოლეგ ბოლქვაძემ ინფორმაცია დაგვიდასტურა, თუმცა მიზეზებზე არ ისაუბრა. „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრა მან. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ზაურ ახვლედიანი ასრულებს, სააგენტოს ყოფილი დირექტორი, რომელიც ამჟამად აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოლეგ …

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მშენებარე კომპლექსის პროექტში ცვლილებას ითხოვს

კომპანია „ამბასადორ ბათუმმა“, რომელიც ბათუმის ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე,  მრავალსართულიან კომპლექსს აშენებს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცვლილების პროექტით მიმართა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროექტი სააგენტოს ძეგლების საბჭომ უკვე განიხილა. არაოფიციალური ინფორმაციით, ცვლილების პროექტით კომპანია უკანონოდ დაშენებული ორი სართულისა და სხვა სართულებზე გაზრდილი მასშტაბების, ასევე ბოლო სართულზე ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკის მოწყობას ითხოვს. შპს „ამბასადორ ბათუმს“ ბულვარში 16-სართულიანი …

ამბასადორი ამჯერად მე-18 უკანონო სართულს აშენებს ბათუმის ბულვარში

„ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარში მშენებარე პროექტის მეჩვიდმეტე, უკანონო სართულზე კოლონები ჩამოასხა და ხიმინჯები ამოიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სართულსაც გადახურავს – ანუ მეთვრამეტეს. არადა, როცა უკანონოდ ააშენეს მე-17 სართული, კომპანიის წარმომადგენელი გვარწმუნებდა, ეს ბოლოა, ვჩერდებით და ესეც სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომად დაგვჭირდაო. არავინ იცის სინამდვილეში რამდენი სართულის მშენებლობას გეგმავს ბათუმის ძველ ბულვარში რუსეთის მოქალაქეების კომპანია, მიუხედავად …

სასამართლომ „ამბასადორი ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა

მეჩვიდმეტე უკანონო სართულის მშენებლობისა და სხვა სანებართვო პირობების დარღვევის გამო შპს „ამბასადორი ბათუმი“ სასამართლომ 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანია ბათუმის ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსს აშენებს. შეთანხმებული სანებართვო პირობების დარღვევის გამო კომპანიის დაჯარიმებას ნებართვის გამცემი ორგანო – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ითხოვდა. ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორი ბათუმის“ უკვე აშენებული სასტუმრო კომპლექსის შესაბამისობა დამტკიცებულ …

„ბულვარის ამბავი იქაური პრობლემაა“ – რა ვერ გააგებინა ახვლედიანმა ბოლქვაძეს „ამბასადორზე“

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს კითხვები დაუსვა ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობაზე. არმაზ ახვლედიანის თქმით, ის უკვე რამდენიმე თვეა, რაც კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვს აღნიშნული საკითხი განხილვაზე დააყენოს, რაზეც ამ დრომდე პასუხი ვერ მიიღო. „გავიდა რამდენიმე თვე და მე არც კი მინდა ვთქვა, რამდენი გავიდა. მგონი …

როცა ბულვარში უკანონოდ აშენებ და მხოლოდ 10 000 ლარით გაჯარიმებენ

ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორი ბათუმის“ სასტუმრო კომპლექსის მიმდინარე მშენებლობის დამტკიცებულ პროექტთან შესაბამისობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუშაოების მიმღებმა კომისიამ 2021 წლის 20 სექტემბერს შეამოწმა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დარღვევის შესახებ 18 სექტემბერს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა. „ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მე-17 სართულს აშენებს – დამტკიცებულია 16 სართული სააგენტოს კომისიამ მიმდინარე მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოავლინა. ოქმის მიხედვით, …

„ამბასადორი ბათუმი“ უკანონო სართულის აშენებისთვის არ დააჯარიმეს – სამუშოები გრძელდება

უკანონო, მეჩვიდმეტე სართულის დაშენებისთვის შპს „ამბასადორი ბათუმი“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამ დრომდე არ დაუჯარიმებია. როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, კომპანია დარღვევისთვის გააფრთხილეს და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს: „წარმოება ჯერ არ დასრულებულა.“ როგორც მოსალოდნელი იყო, გაფრთხილებამ არ გაჭრა – უკანონო სართულზე სამუშაოები კომპანიას არც ერთი დღით არ შეუჩერებია მზიან ამინდში. მშენებლობის ბოლო სართულზე დღეს, 7 ოქტომბერსაც, მუშაობენ. თუმცა …

მთავრობამ ამბასადორს 89 ჰექტარი ზღვა გადასცა – რა იქნება კუნძულზე

მთავრობამ ზღვაში 89 ჰექტარი [891 258 კვ.მ.] ტერიტორია დაირეგისტრირა როგორც არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და აღნაგობის უფლებით გადასცემს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“. ტერიტორია ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის მიმდებარედაა. სწორედ ამ ადგილის კუნძულად ქცევას გეგმავს შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“. საქართველოს მთავრობამ ამ პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო და 28 სექტემბერს შესაბამის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ბათუმში …

ნათია თურნავას ფლირტი კანონდამრღვევ „ამბასადორთან“

„ჩვენ გვინდა აღგითქვათ გვერდში დგომა ამ ურთულესი პროექტის განხორციელებისას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი საინტერესო წამოწყება, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, –  ამ სიტყვებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მიმართა ინვესტორს, რომელმაც ბათუმის ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობისას კანონი ბევრჯერ დაარღვია. საუბარია კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდზე“, …

ბათუმში კუნძულის მშენებლობაზე 100 მლნ დოლარის ინვესტიციას ამბასადორი განახორციელებს

ბათუმში ,,ამბასადორ აილენდის” პროექტის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით კომპანიას აღნაგობის უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში. „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ რეგიონის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი იქნება, რომელიც ბათუმში “ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლების სანაპიროს აკვატორიაში ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის …

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მე-17 სართულს აშენებს – დამტკიცებულია 16 სართული

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში მიმდინარე სამშენებლო პროექტის მეჩვიდმეტე სართულს აშენებს. ეს „ბათუმელებმა“ დღეს ადგილზე გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა. სართული სრულად დახურული ჯერ არ არის, თუმცა იქ, სადაც პროექტის მიხედვით მხოლოდ ღია სივრცე უნდა ყოფილიყო და მხოლოდ მსუბუქი, ლითონის მოაჯირით უნდა შემოესაზღვრათ, კოლონებია ჩამოსხმული. ეს სივრცე უკვე ნაწილობრივ გადახურულია. პროექტის თანახმად, აქ 16-სართულიან შენობაზეა ნებართვა გაცემული. როგორც …

თექვსმეტი | შოთა გუჯაბიძე

ავტორი: შოთა გუჯაბიძე, რეჟისორი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოს ყოფილი წევრი  ძეგლის გაყიდვას კანონი არ კრძალავს და ამიტომაც არ მივაქციე ყურადღება, ბალნეოლოგიური კლინიკა გაყიდულიაო, რომ იძახდნენ ქალაქში. მითუმეტეს, რომ ამ ქვეყანაში უკვე ყველაფერი გაყიდულია და ყველაფერი ნაყიდი. გავლენიანი პატრონი ჰყავს ყველა შენობას, ტყეს, მიწას და ჰაერს. მოგიბრუნდება „მარშუტკის“ მძღოლი და აქედან იქამდე პეტრიაშვილს …

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა სააპელაციო სასამართლომ არ შეაჩერა

ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორი ბათუმის“  მიმდინარე მშენებლობის შეჩერებაზე მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა. ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის შეჩერებას „ბათომი“ ითხოვდა. მის ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. „ბათომმა“ ძველ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა გაასაჩივრა და მშენებლობის შეჩერებას დავის დასრულებამდე ითხოვდა. თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 …

ფულის ძალა სასამართლოში – უთანასწორო ბრძოლა საჯარო სივრცისთვის

მშვიდობიანი პროტესტი აზრს კარგავს! – ეს განცდა აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი სივრცეების მშენებლებისგან დასაცავად ჯერ ქუჩაში გავიდნენ, შემდეგ კი სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ თქვა, რომ ამ საქმეებს განიხილავს, მაგრამ საქმის განხილვამდე სადავო მშენებლობებს არ აჩერებს, რასაც მომჩივანი მხარე დაჟინებით და დასაბუთებულად ითხოვს. ამის შემდეგ კი  მოსამართლეებმა ეს საქმეები თაროზე შემოდეს, ანუ მათი არსებითი განხილვა ჯერაც არ …

„ხალხი შეწუხებულია“ – რიჟვაძე ბულვარში 16 სართულის აშენებაზე, მოიჯარეებსა და გენგეგმაზე

„ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ბულვარის დაცვა და კონსერვაცია და, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გენგეგმა, რომელიც დამტკიცდება აუცილებლად, იქნას გათვალისწინებული ყველა იმ მოქმედი მეწარმის ინტერესი, რომელიც იქ თავის საქმიანობას ახორციელებს. მე მათ ვპირდები საჯაროდ და ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის, მეწარმეებთან შეხვედრას და ვერავინ შეძლებს მათთან ზედმეტ შეხებას და მათი ინტერესების უგულებელყოფას,“ …

გაბათილდეს 19-სართულიანი მშენებლობის ნებართვა ბათუმის ბულვარში – მიმართვა წულუკიანს

სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი ბათუმის ბულვარის“  წევრები ბათუმის ბულვარში მშენებარე „ამბასადორ ბათუმის“ სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის საქმეზე საქართველოს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მიმართავენ. კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში 19-სართულიან შენობას აშენებს, სამი სართული მიწის ქვეშაა მოქცეული. დღეს, 26 აპრილს, სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა ბრიფინგი გამართეს და მიმართვის ტექსტი გაავრცელეს. „ბათუმელები“ …

„ბულვარისთვის შეუსაბამო“ – კიდევ რა წერია გენგეგმაში ამბასადორის 16-სართულიან შენობაზე

შპს „ამბასადორი ბათუმის“ მშენებარე პროექტი ბათუმის ბულვარში – 16-სართულიანი სასტუმრო და ბალნეოლოგიური ცენტრი, ბათუმის ბულვარის ახლახან მომზადებულ გენგეგმაში ბულვარისთვის „შეუსაბამო შენობადაა“ შეფასებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ლანდშაფტურ ზონაში, სადაც შპს „ამბასადორის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი მდებარეობს, შესაძლებელია მხოლოდ ამ ზონის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ნაგებობა. ეს კი შესაძლებელია იყოს 3-სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრი. ტერიტორიის შემოღობვა და ავტოსადგომის მოწყობა კი გენგეგმის …

Exit mobile version