მთავარი,სიახლეები

„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მშენებარე კომპლექსის პროექტში ცვლილებას ითხოვს

30.11.2021
„ამბასადორი“ ბათუმის ბულვარში მშენებარე კომპლექსის  პროექტში ცვლილებას ითხოვს

კომპანია „ამბასადორ ბათუმმა“, რომელიც ბათუმის ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე,  მრავალსართულიან კომპლექსს აშენებს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცვლილების პროექტით მიმართა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროექტი სააგენტოს ძეგლების საბჭომ უკვე განიხილა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ცვლილების პროექტით კომპანია უკანონოდ დაშენებული ორი სართულისა და სხვა სართულებზე გაზრდილი მასშტაბების, ასევე ბოლო სართულზე ვერტმფრენის დასაფრენი ბილიკის მოწყობას ითხოვს.

შპს „ამბასადორ ბათუმს“ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ნებართვა აქვს, თუმცა კომპანია უკვე მე-18 სართულს აშენებს უკანონოდ.

უკანონო სართულის მშენებლობისა და სხვა სანებართვო პირობების დარღვევის გამო შპს „ამბასადორი ბათუმი“ სასამართლომ 10 000 ლარით დააჯარიმა 10 ნოემბერს, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა „ამბასადორ ბათუმმა“ პროექტის პირობებს გადაუხვია, შემდეგ კი პროექტში შესაბამისი ცვლილება მოითხოვა და თანხმობაც მიიღო.

შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა. ეს ნებართვა მაშინ 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა.

2019 წლის ბოლოს „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 16 სართულამდე [პლუს 3 მიწისქვეშა სართული] გაზრდა მოითხოვა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ, რომელსაც მაშინ ზაურ ახვლედიანი ხელმძღვანელობდა, ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ოლეგ ბოლქვაძემ სააგენტო დატოვა, მის მოვალეობას ზაურ ახვლედიანი ასრულებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: