ამბასადორი ბულვარში მეხუთე სართულს აშენებს – ნებართვა 4 სართულზეა გაცემული

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობის კარკასზე მეხუთე სართულს აშენებს, კომპანიას მხოლოდ 4 სართულის აშენების უფლება აქვს [პლუს 3 სართულიც მიწის ქვეშ], თუმცა 15 სართულის აშენება სურს. ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, ძეგლის ტერიტორიაზე მშენებლობას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება. მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა პროექტის შესაბამისად? – ამ კითხვაზე სააგენტოში, ჯერჯერობით, პასუხი …

რისი აშენების უფლება აქვს „ამბასადორს“ ბათუმის ბულვარში – გასაიდუმლოებული რენდერი

„ბათუმელებმა“ მოიპოვა შპს „ამბასადორ ბათუმის“ მშენებარე პროექტის რენდერი, რომელსაც კომპანია ორი წელია ასაიდუმლოებს. ამ რენდერის მიხედვით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ შეითანხმა მსუბუქი კონსტრუქციის შუშით შეფუთული შენობის პროექტი. აშენებს თუ არა კომპანია შეთანხმების შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს – კომპანიაში ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. ამ მშენებლობის არქიტექტურული იერ-სახე მშენებლობის დაწყების დღიდან დისკუსიის საგანია, რადგან …

რაც „ამბასადორისთვის“ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კითხვა ბათუმის მერს

„ამბასადორ ბათუმს“, რომელიც რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის და ქვეყანაში უკვე ფლობს ამ ბრენდის ორ სასტუმროს, სურს ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი შენობა ააშენოს. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სწორედ ამიტომ გავლენიანი ბიზნესმენის ელგუჯა ქებურიას წარმომადგენლებმა ამ პროექტის განხორციელების უფლების მისაღებად აჭარის კმდს-ს [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო] მიმართეს. კმდს საბჭომ კომპანიას უარი უთხრა პროექტის დამტკიცებაზე, მაგრამ პროცესი ამით არ …

ბულვარი გავლენიანი ფინანსური ჯგუფების სამიზნეა, ეს არ დაუშვათ – მიმართვა გახარიას

„ბულვარი კვლავაც სამიზნედ რჩება გავლენიანი ფინანსური ჯგუფებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ბულვარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და ღირებულ ზღვისპირა პარკს და საზოგადოებრივ სივრცეს, რომლის დასაცავად არაერთი მოქალაქე არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ამ პროცესს მოჰყვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რისთვისაც ნახევარ-მილიონამდე ლარია გამოყოფილი აჭარის ბიუჯეტიდან“, – ბათუმში მოქმედი 5 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართავენ …

ჩემზე მარტო მამაჩემი ახდენდა გავლენას – სულიკო თებიძე ბათუმის მერისგან მიღებულ SMS-ზე

„ბათუმის მერის SMS, მისი აქტიურობა – „არ მოიღო ამბასადორი“, თქვენ, როგორც მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელს, არ გიჩენთ კითხვებს, რომ  შესაძლოა მერი გარიგებული იყოს კომპანიასთან, ლობირებდეს მის ინტერესებს რაღაცის სანაცვლოდ?“ – ეს კითხვა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს მას შემდეგ დავუსვით, როცა გავრცელდა კადრი, სადაც ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე  საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომაზე წერს, არ ამოიღოს „ამბასადორი ბათუმისთვის“ …

„ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი“ – საია ლაშა კომახიძის SMS-ზე

„ეს შემთხვევა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უნდობლობის გამოცხადების საფუძველი. ბათუმის მერს შესაძლოა აქვს კორუფციული ინტერესი…“ –  ამბობს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. მისი შეფასებით, შესასწავლია, რის გამო მისწერა ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, სულიკო თებიძეს, ბათუმის მერმა: „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობა დათანხმდა ბათუმის ბულვარის ცენტრში „ამბასადორი …

მერის განმარტება საკუთარ SMS-ზე, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის ტელეფონში გადაიღეს

„არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“, – წერია SMS-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს, 29 მაისს, სხდომის მიმდინარეობის დროს მიიღო. კადრებში ნათლად ჩანს, რომ SMS ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმს“ ბათუმის ბულვარში 4-სართულიან მშენებლობის უფლება უკვე აქვს, თუმცა ამ შენობის საძირკველი მოაწყო უფრო მასშტაბური შენობის ასაშენებლად და გასული წლის ბოლოს ბულვარში …

ბათუმის მერის SMS-ი საკრებულოს თავმჯდომარეს – „არ ამოიღო ამბასადორი“

დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულომ შპს „ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში მიწა გადასცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პროტესტის მიუხედავად. დღევანდელ სხდომაზე ტელეკომპანია TV 25-მა გადაიღო კადრი, როგორ მიიღო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ SMS შეტყობინებით მითითება ბათუმის მერისგან, ლაშა კომახიძისგან „ამბასადორი ბათუმის“ შესახებ. „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“ – წერია SMS-ში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო. კადრებში ნათლად …

„ამბასადორი ბათუმს“ ბულვარის ცენტრში მიწა გადასცეს

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვდნენ საკითხის გადადებას, იმ მიზნით, რომ მომავალში მის განხილვაში თავადაც ჩაერთვებოდნენ, ბათუმის საკრებულომ საკითხი მაინც კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდა ისიც, რომ ნაკვეთზე, რომელსაც კომპანია ითხოვს, მას უკვე აშენებული აქვს ორსართულიანი კაფე, მსუბუქი კონსტრუქცია, რომელიც შუშითაა შეფუთული. „ამბასადორი ბათუმმა“ ეს კონსტრუქცია ყოფილ მოიჯარესთან შეთანხმებით, კულტურული …

„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა

შპს „ამბასადორ ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს, ბულვარში კიდევ გაფართოვდება, კომპანია მერიისგან კიდევ 341 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს და მასზე დამაგრებულ შენობას ითხოვს. თანხმობის შემთხვევაში მერიას 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება. მერია თანახმაა, თანახმაა „ბათუმის ბულვარიც“, ახლა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. გასხვისების …

ნინო ინაიშვილი: ბულვარში გეგმავენ სასტუმროს და არა ბალნეოლოგიური ცენტრის აშენებას

„ბალნეოლოგიური ცენტრი“, რომელსაც შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში აშენებს, მომავალში შესაძლოა სასტუმროდ იქცეს. ძეგლების დამცველები მიიჩნევენ, რომ კომპანია სწორედ სასტუმროს ნომრების შექმნაზეა ორიენტირებული და ნებართვა სამკურნალო დაწესებულებისთვის  მხოლოდ იმიტომ მოითხოვა, რომ ასე მისი მიღება გაუადვილდებოდა. ბულვარში სასტუმროს მშენებლობა კანონით დაუშვებელია. რა ინფორმაცია მიაწოდა კომპანიამ აჭარის კმდ-ს ძეგლების საბჭოს, როცა პროექტის სიმაღლის 15-სართულამდე გაზრდა მოითხოვა? – ამ …

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან საკუთარი ნაკვეთის ამოღებას ითხოვს

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან იმ ტერიტორიის ამოღებას ითხოვს, სადაც 15-სართულიანი შენობის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. ასე კომპანია შეძლებს თავიდან აირიდოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოსთან შეთანხმების ვალდებულება, რაც მისთვის ერთგვარი ბარიერია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან სასურველი ნებართვის მისაღებად. სააგენტოში განგვიმარტეს, რომ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მისი განხილვა დღის წესრიგში დგას. შპს „ამბასადორი …

რას ფიქრობენ ხელისუფლების წევრები ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენებაზე

მიიღებს თუ ვერა შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენების უფლებას? – ეს  საკითხი ბათუმში ისევ მწვავე განხილვის საგანია. მოქალაქეები, რომლებიც გასულ წლებში ბულვარში ერთ-ერთი ხეივნის გაუქმების შესაძლო გადაწყვეტილებას აქციებით აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ამ მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში ბულვარის დასაცავად ქუჩაში ისევ გამოვლენ. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, არ გასცეს ამ მშენებლობაზე ნებართვა. რას ფიქრობენ ისინი, რომლებიც …

ძველ ბულვარში მაღლივი შენობების მშენებლობას აპროტესტებენ – აქცია ბათუმში

„ამბასადორი ბათუმის“ მიერ ზონალურ საბჭოში წარდგენილი პროექტის გამო, ბათუმში დღეს, 4 იანვარს, გამაფრთხილებელი აქცია იმართება. მოქალაქეები ძველ ბულვარში 15-სართულიანი შენობის შესაძლო აშენებას აპროტესტებენ. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საჯარო განცხადების გაკეთებას ითხოვენ, რომ ბულვარში მაღლივი შენობა არ აშენდება. „მიგვაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ინვესტორების ინტერესების დაკმაყოფილება ბათუმის ძველი ბულვარის დამახინჯების ხარჯზე. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს პასუხისმგებელი …

ძველ ბულვარში კერძო კომპანია ორსართულიან რესტორანს აშენებს

ბათუმის ძველ ბულვარში [ე.წ. ტექნოლოგიურის შენობის უკან] ორსართულიანი რკინის კონსტრუქცია შენდება. ადგილზე მომუშავეთა თქმით, აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რესტორანს აშენებს. კომპანიის მფლობელები რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია  და ვართან ვართანოვი არიან. კომპანიის დირექტორად ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული. საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2019 წლის 8 თებერვალს არის გაცემული. მშენებლობის დასრულების დროდ კი …

ორ წელზე მეტია „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ოთხსართულიანი შენობისთვის საძირკველს თხრის

წელს ბათუმში ჩამოსულ ტურისტს ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე ისევ სამშენებლო სამუშაოები დახვდება. კომპანია „ამბასადორ ბათუმს“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმებით, მშენებლობა 2018 წლის მარტში უნდა დაესრულებინა, თუმცა ჯერ არც კი დაუწყია. სამშენებლო მოედანი მაღალი ღობითაა შემოსაზღვრული და ობიექტის დაცვა  მასთან მიახლოებაზეც კი რეაგირებს, თუმცა მაინცაა შესაძლებელი იმის ნახვა, რომ ჯერ …

ავიწროვებენ თუ არა ბიზნესს ბულვარში „ამბასადორ ბათუმის“ სასარგებლოდ

ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე  „ამბასადორი ბათუმი“ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს. მიმდებარედ არსებული სარესტორნო და გასართობი ბიზნესების მეპატრონეები ამბობენ, რომ კომპანიას მათ ტერიტორიაზეც უჭირავს თვალი და მთავრობის მხარდაჭერაც აქვს. მათ შორის, გასართობი ბიზნესის მეპატრონეებს ატრაქციონები კომპანიის სამშენებლო მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე გადაატანინეს. ისინი, ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის „ამბასადორ ბათუმის“  მშენებლობის …

ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას 

კომპანია „ამბასადორი ბათუმს“, რომელიც ბათუმის ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს, აჭარის მთავრობამ ბულვარში არსებული კიდევ ერთი შენობა გადასცა სარგებლობაში. ამ შენობაში ბოლოს ე.წ. საშინელებათა ოთახი მოაწყვეს, თუმცა პროექტმა არ გაამართლა და მალევე დაიხურა. ინვესტორმა სარგებლობაში გადაცემული შენობის ფასადი მოაპირკეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან [კმდს] შეთანხმების გარეშე. შეთანხმება სავალდებულო იყო, რადგან ნაგებობა ძეგლის ტერიტორიაზე …

Exit mobile version