უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მცველი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, სერგეი ვოლინა ფეისბუქზე წერს, რომ არავის აქვს უფლება დაივიწყოს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების ფასად იდგა მარიუპოლისა და უკრაინისთვის. ვოლინა ეხმიანება მარიუპოლის დაცემის 4 წლისთავს – 2022 წლის მაისში მარიუპოლის უკანასკნელმა მცველებმა, რომლებიც ალყაში იმყოფებოდნენ, უმაღლესი მთავარსარდლობის ბრძანების საფუძველზე დატოვეს „აზოვსტალის“ ქარხნის …
Tag Archives: აზოვსტალი
ზელენსკიმ „აზოვსტალის“ დამცველები თურქეთიდან უკრაინაში წაიყვანა
თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან ის სამხედრო მეთაურები, რომლებიც „აზოვსტალს“ იცავდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა. „თურქეთიდან ვბრუნდებით სახლში და ჩვენ გმირებს სახლში ვაბრუნებთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ „აზოვსტალის“ დამცველები იმავე თვითმფრინავით ბრუნდებიან, რომლითაც პრეზიდენტი. უკრაინელი ჯარისკაცები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერხი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეგა რუსეთის ტყვეობიდან …
Continue reading “ზელენსკიმ „აზოვსტალის“ დამცველები თურქეთიდან უკრაინაში წაიყვანა”
დიანოვმა მისთვის შეგროვებული ფულიდან 3 მილიონი „აზოვსტალში“ დაღუპულთა შვილებს გადაურიცხა
საზღვაო ქვეითმა მიხაილო დიანოვმა მისი მკურნალობისთვის შეგროვებული ფულის ნაწილი „აზოვსტალის“ დაღუპული დამცველების შვილებს გადასცა. როგორც დიანოვმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, „აზოვსტალის“ დამცველთა ოჯახების ასოციაციის ანგარიშზე მან უკვე გადარიცხა 3 მილიონი გრივნა. „როგორც დაგპირდით, ვიწყებ შემოწირული თანხების იმ ადამიანებისთვის განაწილებას, ვისაც ეს სჭირდება. როგორც მანამდე ვთქვი, თქვენი ფული ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ორგანიზაციას, რომელსაც 3 მილიონი გრივნა გადავურიცხე, …
უკრაინამ აზოვსტალის ფოლადისგან სამაჯურები გამოუშვა, შემოსავლით დრონებს იყიდის
ვოლოდიმირ ზელენკის მიერ ინიცირებულმა პლატფორმამ – United 24 ახალი პროექტი დაიწყო: „აზოვსტალი – სიმტკიცის სიმბოლო“. პროექტის მიზანი ომის პერიოდში უკრაინის მხარდაჭერაა. ინიციატივის პირველი ნაწილი სამაჯურებია, რომლებიც „აზოვსტალის“ ქარხსნის მიერ ომამდე გამოშვებული ფოლადის უკანასკნელი პარტიითაა დამზადებული. „აზოვსტალი“, მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი, რომლის ისტორიაც დაახლოებით 90 წელს ითვლის, 2022 წლის გაზაფხულზე მარიუპოლის უკანასკნელ ციხესიმაგრედ იქცა. თითოეულ სამაჯურში 5 …
Continue reading “უკრაინამ აზოვსტალის ფოლადისგან სამაჯურები გამოუშვა, შემოსავლით დრონებს იყიდის”
როგორ შედგა ყველაზე დიდი გაცვლა – „აზოვსტალის“ დამცველთა დაბრუნების უცნობი დეტალები
დამცირების, წამებისა და შიმშილის 19 კვირა – სწორედ ამდენი ხანი გაატარა ოლენოვკასა და სხვა კოლონიებში „აზოვსტალის“ 200-ზე მეტმა დამცველმა, ვიდრე მათ უკრაინა დაიბრუნებდა. 16 და 17 მაისს, ორთვენახევრიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ, როდესაც უკრაინელი სამხედროები მარიუპოლის ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფრებიდან გამოდიოდნენ, „ოლენოვკა“ იმედივით ჟღერდა. რუსმა სამხედროებმა პირობა მისცეს უკრაინის დაზვერვას, რომ „აზოვსტალის“ დამცველებსაც და „აზოვის“ მეთაურებსაც ნორმალურ …
რუსეთი „აზოვსტალის“ მცველების მეთაურების ექსტრადირებაზე ალაპარაკდა
რუსეთს ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვსტალის“ დამცველების ექსტრადირება სურს. ამის შესახებ დღეს, 29 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა ისაუბრა. ვოლოდინის განაცხადებით, აზოვსტალის დამცველებმა, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იყვნენ და გათავისუფლების შემდეგ თურქეთში იმყოფებიან, პასუხი უნდა აგონ თავიანთ „დანაშაულებზე“. მოლოდინს რუსული მედია ციტირებს. აქამდე არსებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ დამცველები პუტინის ნათლია, მილიარდერ ვიქტორ მედვედჩუკში გაცვალეს. თუმცა, ვოლოდინი ამტკიცებს, …
Continue reading “რუსეთი „აზოვსტალის“ მცველების მეთაურების ექსტრადირებაზე ალაპარაკდა”
„ძალიან შეიცვალა“ – სერგეი ვოლინას და ძმის მდგომარეობაზე
ტყვეობიდან გათავისუფლებული 36-ე ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინას და ტატიანა ხარკო ამბობს, რომ მისი ძმა ტყვეობაში ისე შეიცვალა, რომ ბევრი ვეღარც ცნობს. „ძალიან შეიცვალა, ძალიან გახდა. ვეღარ ცნობენ. ფოტოების ქვეშ კომენტარებს წერენ: სადაა ვოლინა? ვხედავ, რომ თვითონაც შოკშია. შოკშია, რომ დაბრუნდა, ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით,“ – უთხრა ტატიანამ Суспільне-ს. მისი თქმით, ვოლინა გათავისუფლებას არ ელოდა. …
Continue reading “„ძალიან შეიცვალა“ – სერგეი ვოლინას და ძმის მდგომარეობაზე”
რა უთხრეს ერდოღანს – რა შემთხვევაში გაცვლიდნენ „აზოვსტალის“ დამცველების მეთაურებს
უკრაინული მედია CNN Türk-ზე დაყრდნობით წერს, რა მოლაპარაკებები იმართებოდა „აზოვსტალის“ დამცველების მეთაურების გათავისუფლებისთვის. თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, განსაკუთრებით რთული იყო შეთანხმება საბრძოლო მეთაურების გაცვლაზე. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა CNN Türk-ზე განაცხადა, რომ მისი ქვეყნის წარმომადგენლები ამ საკითხს რუსეთთან 3 თვეზე მეტ ხანს განიხილავდნენ. იბრაჰიმ ქალინის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ საკითხს „ძალიან გულისხმიერად“ მიუდგა. …
Continue reading “რა უთხრეს ერდოღანს – რა შემთხვევაში გაცვლიდნენ „აზოვსტალის“ დამცველების მეთაურებს”
უკრაინელებმა დიანოვის სამკურნალოდ 5 მილიონ გრივნა ერთ დღეში შეაგროვეს
აზოვსტალის დამცველი, საზღვაო ქვეითი მიხაილო დიანოვი 21 სექტემბერს დაბრუნდა რუსეთის ტყვეობიდან. მდგომარეობა, რომელშიც უკრაინის დამცველები დაბრუნდნენ, ხშირ შემთხვევაში შემზარავია. ასეა საზღვაო ქვეით მიხაილო დიანოვის შემთხვევაშიც, ის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაბრუნდა. მებრძოლის დის თქმით, დიანოვს ხელზე 4 სანტიმეტრი ძვალი აქვს მოტეხილი – ის უბრალოდ აღარ არსეობობს. წინასწარ ცნობით, ხელის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა მკურნალობას და რეაბილიტაციას დიდი …
Continue reading “უკრაინელებმა დიანოვის სამკურნალოდ 5 მილიონ გრივნა ერთ დღეში შეაგროვეს”
„ვამაყობ ჩემი გოგოთი“ – ტყვეობაში მყოფ აზოვსტალელ „პტაშკას“ დედა გამოეხმაურა
„ვამაყობ ჩემი გოგოთი, ასე რომ უჭირავს თავი, რომ არ ნებდება. ძალიან ყოჩაღი მყავს და ძალიან, ძალიან მიყვარს. მჯერა, აუცილებლად დაბრუნდება შინ,“ – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ეკატერინა პოლიშჩუკის დედამ, რომელმაც „აზოვსტალის“ ევაკუაციის შემდეგ ტყვედ ჩავარდნილი შვილი პირველად დაინახა რუსი პროპაგანდისტების ვიდეოში. 21 წლის მოხალისე პარამედიკოსს, ეკატერინა პოლიშჩუკს „პტაშკად“ იცნობენ. მას „აზოვსტალის რკინის ჩიტი“ იმ სიმღერების გამო …
Continue reading “„ვამაყობ ჩემი გოგოთი“ – ტყვეობაში მყოფ აზოვსტალელ „პტაშკას“ დედა გამოეხმაურა”
წითელი ჯვარი აღიარებს, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციისას მხოლოდ 1 800 სამხედროს პირადი მონაცემების დოკუმენტირება შეძლო – სააგენტო „უკრინფორმის“ ცნობით, ეს ინფორმაცია კომიტეტის გენერალურმა დირექტორმა რობერტ მარდინიმ დაადასტურა. მარდინიმ დასძინა, რომ სამხედრო ტყვეების საერთო რაოდენობის შესახებ ორგანიზაციას მონაცემები არ აქვს. „ევაკუაციის დროს ჩვენ დაახლოებით 1800 ადამიანის რეგისტრაცია მოვახერხეთ, იმ გათვლით, რომ მათი მონახულება შეგვეძლებოდა, თუმცა …
ვინ არის რუსი მებრძოლი, რომელიც სცენაზე აზოვსტალის მცველის „თავის ქალით“ გამოვიდა
უკრაინამ უკვე მიმართა გაეროს იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ჩანს, რომ დაქირავებულ რუს მებრძოლს, იგორ მანგუშევს სცენაზე სიტყვით გამოსვლისას ხელში თავის ქალა უჭირავს და ამტკიცებს, რომ ეს „აზოვსტალის“ დამცველის თავის ქალაა. როგორც იგორ მანგუშევი ამბობს, რუსეთი ებრძვის არა ადამიანებს, არამედ „უკრაინის, როგორც ანტირუსული სახელმწიფოს იდეას“ და „ყველა, ვინც ამ იდეას იზიარებს, უნდა განადგურდეს“. ის ასევე ამბობს, …
Continue reading “ვინ არის რუსი მებრძოლი, რომელიც სცენაზე აზოვსტალის მცველის „თავის ქალით“ გამოვიდა”
28 წლის უკრაინელი, რომელიც „აზოვსტალში“ დაიღუპა – „ფოლადის მკლავებში“ სამუდამოდ
„აზოვში“ ექვსწლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, 2022 წლის იანვარში, 28 წლის ალექსანდრ გრიანიკმა პოლკი დატოვა და გადაწყვიტა, სამოქალაქო ცხოვრებით ეცხოვრა. ერთ თვეში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მისი ბრძოლა უკრაინის დასაცავად 24 თებერვალს კიევის ოლქში დაიწყო და 8 მაისს „აზოვსტალში“ დასრულდა. ცხედარი დღემდე არ უპოვიათ. მშობლები, და და მეგობრები გლოვობენ, თუმცა იციან, რომ მას სხვაგვარად არ შეეძლო – …
Continue reading “28 წლის უკრაინელი, რომელიც „აზოვსტალში“ დაიღუპა – „ფოლადის მკლავებში“ სამუდამოდ”
მარიუპოლში დაგეგმილი სასამართლო უკანონობა და მართლმსაჯულების დაცინვაა – აშშ
შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოს გამართვა მართლმსაჯულების დაცინვა იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კრემლი „ტრიბუნალით“ ცდილობს პასუხისმგებლობა ჩამოაშოროს პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი საშინელი დანაშაულებიდან ყურადღება ამ სასამართლოზე გადაიტანოს. „დაგეგმილი საჩვენებელი სასამართლო უკანონოა და მართლმსაჯულების დაცინვას წარმოადგენს, ჩვენ მკაცრად ვგმობთ მას. უკრაინის …
Continue reading “მარიუპოლში დაგეგმილი სასამართლო უკანონობა და მართლმსაჯულების დაცინვაა – აშშ”
ჩვენ გავრბოდით, უკან ჭურვები ფეთქდებოდა, რაკეტამ ფეხი წამაცალა – ბოლო 40 დღე აზოვსტალში
როდესაც მარიუპოლის მოვლენები დაიწყო და მისი მეგობრები „აზოვსტალში“ გამაგრდნენ, რუსლანი იქ არ იმყოფებოდა – ის უკვე ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ჩავიდა. ევაკუაციის წინა დღეს დაიჭრა, სხვა მებრძოლებთან ერთად ჩაბარდა და თვე-ნახევარი ტყვეობაში გაატარა. ახლა რეაბილიტაციას გადის, ძალებს იკრებს და პროთეზისთვის ემზადება – ფეხი დაკარგა, მაგრამ მისი მოსმენისას ნამდვილად ვერავის გაუჩნდება აზრი, რომ ის გადაწყვეტილებას წამით მაინც ნანობს. …
ჭრილობაში ნემსებს არჭობდნენ – რას ჰყვებიან „აზოვსტალის“ დამცველები ტყვეობის შემდეგ
„აზოვსტალის“ დამცველები, რომლებიც რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდნენ, წამების, დამცირებისა და ზეწოლის შესახებ ჰყვებიან. სამმა მათგანმა დონეცკში გატარებული თვეების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „აზოვის“ მებრძოლი დენის ჩეპურკო (მეტსახელად „მანგო“), რომელმაც მარიუპოლის ბრძოლებში ხელი დაკარგა, იხსენებს, რომ ის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ოლენოვკაში გადაიყვანეს. „მოწმე ვარ, როგორ სცემდნენ ბიჭებს. გამოგვყრიდნენ ხოლმე ე.წ. ჩხრეკის გამო და გვაშიშვლებდნენ… გვაიძულებდნენ მოვკუნტულიყავით და თავი …
100 კილომეტრი მტრის ზონაში „აზოვსტალისთვის“ – რას ჰყვება უკრაინის დაზვერვის ოფიცერი
სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ახალგაზრდა კაცს სახეზე მწვანე ბალაკლავა უკეთია, მხოლოდ თვალები მოუჩანს. ინტერვიუს დროს ხმაც შეცვლილი აქვს. ტიტრში მარტო მისი საბრძოლო მეტსახელი იწერება – „ფლინტი“. ის იმ პირველ ვერტმფრენში იჯდა, რომელიც დნეპრიდან გაფრინდა, მტრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 100 კილომეტრი იფრინა, ოკუპირებულ მარიუპოლში შეაღწია და „აზოვსტალში“ ჩაიტანა „ჯაველინები“, „სტარლინკები“, მედიკამენტები და საკვები, იქიდან კი დაჭრილები წამოიყვანა. …
უკრაინა თავისი გმირების დამცირებას არ აიტანს – ზელენსკი მარიუპოლის ტრიბუნალზე
დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის მეთაური, დენის პუშილინი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილება მარიუპოლში დაგეგმილ სასამართლოზე გავლენას ვერ მოახდენს. მისი თქმით, „აზოვსტალის“ მებრძოლების „ტრიბუნალისთვის“ უკვე ყველაფერი მზადაა და გეგმები არ შეიცვლება. უკრაინის დამცველთა „ტრიბუნალზე“ პრეზიდენტმა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინა არ მოითმენს დამპყრობლებისგან თავისი გმირებისა და უკრაინის თავისუფლების დამცველების დამცირებას და თუ ასეთი სასამართლო …
Continue reading “უკრაინა თავისი გმირების დამცირებას არ აიტანს – ზელენსკი მარიუპოლის ტრიბუნალზე”
„აზოვსტალის“ ცნობილი ფოტოების ავტორი დმიტრო კოზაცკი ცოცხალია
დმიტრო კოზაცკი, მეტსახელად „ორესტი“, რომელიც მთელმა მსოფლიომ „აზოვსტალში“ გადაღებული ფოტოებით გაიცნო, მაისის შემდეგ რუსების ტყვეობაშია. ბოლო თვეების განმავლობაში ახლობლებს მის შესახებ არანაირი ცნობა არ ჰქონდათ. დმიტრომ ოჯახს ოლენოვკაში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაურეკა და მთავარი ამბის თქმა მოასწრო – რომ ცოცხალია. მისი და, დარია იურჩენკო, იხსენებს, რომ 2 აგვისტოს მის მობილურზე რუსული ნომრიდან დარეკეს. თავიდან იფიქრა, …
Continue reading “„აზოვსტალის“ ცნობილი ფოტოების ავტორი დმიტრო კოზაცკი ცოცხალია”
დროა, წითელ ჯვარში გაიხსენონ თავიანთი დანიშნულება და იფიქრონ რეპუტაციაზე – პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას მიმართავს და მოუწოდებს, იმოქმედონ უკრაინელი სამხედრო ტყვეების დემონსტრაციული გასამართლების საკითხზე. მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვე, მათ შორის, აზოვსტალის დამცველები, ლეგალურად იცავდნენ საკუთარ ქვეყანას და „მარიუპოლის გალიები“ ოფიციალური რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულია. 6 აგვისტოს მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ, გავრცელა ინფორმაცია, …
დაიღუპა ტყვეობაში მყოფი „აზოვსტალის“ დამცველი – რუსული მედია
დონეცკის იზოლატორში „აზოვსტალის“ მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას კრემლის გამოცემა ТАСС-ი ავრცელებს. რუსული სააგენტოს ცნობით, სიკვდილის მიზეზი „ქრონიკული დაავადებები და ნარკოტიკები გახდა“. „დივერსიული დაჯგუფების „მედვედი SS-ის“ ერთ-ერთი წევრი ტყვეობამდე, ჯერ კიდევ „აზოვსტალში“ მიეძალა ნარკოტიკებს, რამაც ჯერ ქრონიკული დაავადებების პროვოცირება, შემდეგ კი სიკვდილი გამოიწვია“, – წერს ТАСС-ი და დასძენს, რომ დაჯგუფებას ასობით ადამიანი ჰყავს მოკლული. გავრცელებულ ინფორმაციაში …
Continue reading “დაიღუპა ტყვეობაში მყოფი „აზოვსტალის“ დამცველი – რუსული მედია”
ოჯახები ერდოღანს სთხოვენ „აზოვსტალიდან“ წაყვანილი ტყვეები თურქეთში გადაიყვანოს
იანა სკროცკაიას საქმრო 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის სამხედროა. 17 მაისამდე ის „აზოვსტალში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი ტყვეობაში მოხვდა. იანა, სხვა სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრებთან ერთად, ახლა თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს და სთხოვს, ტყვეები ნეიტრალურ ქვეყანაში გადაიყვანოს. ოლენოვკაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ტყვეების ნათესავებმა „უკრაინის საზღვაო ქვეითთა მხარდაჭერის შტაბი“ შექმნეს. იანა ამ შტაბის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ წითელი ჯვრის …
Continue reading “ოჯახები ერდოღანს სთხოვენ „აზოვსტალიდან“ წაყვანილი ტყვეები თურქეთში გადაიყვანოს”
„აზოვსტალში“ რუსები როკკონცერტის გამართვას გეგმავენ – უკრაინული მედია
„აზოსვტალში“, რომელიც უკრაინის გამძლეობის სიმბოლოდ იქცა და სადაც არაერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, რუსები როკკონცერტის გამართვას აპირებენ. როგორც 24-ე არხს მარიუპოლის მცხოვრებლებმა უთხრეს, კონცერტისთვის თარიღიც დანიშნულია – 4 აგვისტო. ამ გეგმების შესახებ, მედიასაშუალების ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულმა რესპუბლიკებმა და „ერთიანი რუსეთის“ „ახალგაზრდულმა გვარდიამ“ განაცხადა. ________ აქტიური ბრძოლები „აზოვსტალის“ ასაღებად 18 მარტიდან დაიწყო. რუსეთი გამუდმებით ბომბავდა …
Continue reading “„აზოვსტალში“ რუსები როკკონცერტის გამართვას გეგმავენ – უკრაინული მედია”
ვიდეო, რომელზეც ასახულია დაჭრილი ჯარისკაცების გამოყვანა აზოვსტალიდან, მარტში – მედია
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, არსებული ინფორმაციით, ასახულია მარიუპოლიდან, აზოვსტალის ქარხნიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია ვერტმფრენით უკრაინის ჯარების დესანტის მიერ. ინფორმაციას უკრაინული nv.ua ავრცელებს. ვიდეო 2022 წლის მარტშია გადაღებული. ვიდეო სოციალურ ქსელებში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ გამოაქვეყნა. „როგორც ცნობილია, რამდენიმე უკრაინული ვერტმფრენი ჩაფრინდა [მარტში] ბლოკირებულ მარიუპოლში აზოვსტალის დამცველებთან და მათ მიაწოდა საკვები, სასმელი წყალი, მედიკამენტები …
რას იხსენებს ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვის“ 25 წლის მებრძოლი – მზად ვიყავი, მოვმკვდარიყავი
„აზოველი“ დენის პისკუნი, მეტსახელად „კომბატი“, რუსეთის ტყვეობიდან ივნისის ბოლოს დაბრუნდა. 25 წლის მებრძოლი მარიუპოლში მიღებულ ჭრილობებს ჯერ კიდევ მკურნალობს. დენისი იხსენებს ქალაქის ბრძოლებს, “აზოვსტალის” ჰოსპიტალს, გმირობის მაგალითებს, ტყვეობას და მეგობრებს, რომლებიც დონეცკში დატოვა. „აზოვსტალში“ „კომბატი“ 26 მარტს, ქალაქის ბრძოლების დროს დაიჭრა. „ორნი ვიყავით. ასე 30-40 მეტრიდან გვესროდნენ. სადარბაზოში შევრბოდით, როდესაც პირველი ტყვია მუხლში მომხვდა და …
რუსეთის ტყვეობაში მყოფ 2 „აზოველს“ სიკვდილით დასჯა ემუქრება – უკრაინული მედია
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის დაზვერვიდან კონფიდენციალურად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსები „აზოვის პოლკის“ ორი მებრძოლის სიკვდილით დასჯას აპირებენ – ნიკოლაის, საბრძოლო მეტსახელით „ფროსტი“ (მისი გვარი უცნობია) და კონსტანტინ ნიკიტენკოსი, მეტსახელით „ფოქსი“. გამოცემის წყაროს ცნობით, ისინი კოლონიიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. „რუსი პროპაგანდისტები ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებენ – ერთნი ამბობენ, რომ მებრძოლები ჯერ კიდევ 9 ივლისს გაასამართლეს, …
Continue reading “რუსეთის ტყვეობაში მყოფ 2 „აზოველს“ სიკვდილით დასჯა ემუქრება – უკრაინული მედია”
ჩემი შვილი „აზოვსტალში“ დაიღუპა – დედა, რომელიც ქარხნის დაბომბვას ფანჯრიდან უყურებდა
წყარო: Hromadske.ua სათაურში გამოტანილი სიტყვებით დაიწყო ჩემი ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ნატალიასთან, „აზოველი“ ევგენი ლეპინის დედასთან. ევგენი ბოლომდე იცავდა მარიუპოლს. შვილზე მოყოლა ნატალიამ უკვე ირპენში გააგრძელა. ის იქ დასთან, ლარისასთან, ერთად ცხოვრობს. ქალები ოკუპირებული მარიუპოლიდან 15 მაისს წამოვიდნენ და ვიდრე რუსეთისა და ბელარუსის გავლით უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიამდე მოაღწევდნენ, ორი კვირა იარეს. „რა ტატუები?! ცხედრები უკვე ისეთ …
რას ამბობენ აზოვსტალის მცველების ახლობლები – პრესკონფერენცია
დღეს, 4 ივლისს, გაიმართა „აზოვსტალის“ მცველების ახლობლების პრესკონფერენცია. როგორც უკრაინული არხი, 24tv წერს, პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ „აზოვსტალის“ იმ მცველების ოჯახის წევრებიც, რომლებიც 29 ივნისს გაცვალეს რუს ტყვეებში და მათ სახლში დაბრუნება შეძლეს. უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინსკის დამ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებულ აზოვსტალის ყველა მცველს სერიოზული დაზიანებები აქვს. ამავე თემაზე: რას ჰყვება აზოვსტალელის …
Continue reading “რას ამბობენ აზოვსტალის მცველების ახლობლები – პრესკონფერენცია”
რას ჰყვება აზოვსტალელის ცოლი: „დაბრუნდნენ ხელების, ფეხების გარეშე, უსინათლოები”
ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული თითქმის ყველა „აზოვსტალელი“ უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაშია – ამის შესახებ ტელემარათონის პირდაპირ ეთერში ისაუბრა ნატალია ზარიცკაიამ, რომლის მეუღლეც „აზოვსტალის“ დამცველი იყო და ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება. „გაცვალეს 144 ადამიანი, მათგან 95 აზოვსტალის დამცველია. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ: ხელების ამპუტაცია, მხედველობის ნაკლებობა, ჭრილობები ორივე ფეხის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის არეში, მძიმე დამწვრობა… …
Continue reading “რას ჰყვება აზოვსტალელის ცოლი: „დაბრუნდნენ ხელების, ფეხების გარეშე, უსინათლოები””
ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვსტალის“ დამცველი, რომელსაც უკრაინაში საცოლე ელოდა
„აზოვსტალის“ გათავისუფლებულ დამცველებს შორის ერთ-ერთი კიეველი ვოლოდიმირია. მას ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში საცოლე, ალინა ელოდებოდა. ალინა მარიუპოლიდანაა. წყვილი ერთმანეთს 2021 თებერვალში, გაცნობის საიტზე შეხვდა. ვოლოდიმირი იმ დროს უკვე წელიწად-ნახევარი მსახურობდა მარიუპოლში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. შეყვარებულებმა მარიუპოლში ბინა გაარემონტეს და ერთად ცხოვრებაც დაგეგმეს. პირველ დეკემბერს ვოლოდიმირმა ალინას ცოლობა სთხოვა. ქორწილისთვის მზადება დაიწყეს – იყიდეს ბეჭდები, საქორწინო …
Continue reading “ტყვეობიდან დაბრუნებული „აზოვსტალის“ დამცველი, რომელსაც უკრაინაში საცოლე ელოდა”
როგორ სწავლობენ „აზოვსტალის“ დამცველები ხელახლა სიარულს – ფოტორეპორტაჟი
წყარო: Hromadske.ua პატარა სარეაბილიტაციო ცენტრს კიევის გარეუბანში დიდი მისია აქვს – მარიუპოლის დამცველებს ეხმარება. მებრძოლი, მეტსახელად „ბუივოლი“ პროთეზით სიარულს სწავლობს – მარიუპოლში ფეხი დაკარგა. კიდევ ერთი სამხედრო ტრენაჟორზე ვარჯიშობს – მოძრაობის კოორდინაციას ამუშავებს. მესამე – სხვადასხვა მხარეს მოძრავ მრგვალ დისკ-ტრენაჟორზე დგას – ხელახლა უნდა ისწავლოს, როგორ დაიჭიროს წონასწარობა. ცენტრი კერძოა, თუმცა „აზოველებისთვის“ რეაბილიტაცია უფასოა. „ბარსიკი“ …
Continue reading “როგორ სწავლობენ „აზოვსტალის“ დამცველები ხელახლა სიარულს – ფოტორეპორტაჟი”
ტყვეობიდან გათავისუფლდა 144 ჯარისკაცი, მათგან 95 აზოვსტალის მცველია – უკრაინის დაზვერვა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მასშტაბური გაცვლის შედეგად ტყვეობიდან გათავისუფლდა უკრაინის 144 მცველი, მათი უმრავლესობა „აზოვსტალელია“. „მოხდა პატიმართა მორიგი გაცვლა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი მცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144-დან 95 აზოვსტალის მცველია. მათ შორის არის აზოვის პოლკის 43 სამხედრო …
„აზოველი“, რომელმაც ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გამოაღწია – ჯოჯოხეთს გადარჩენილი
როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, „აზოვის“ წევრი, საბრძოლო მეტსახელით „მოლფარი“, მარიუპოლს იცავდა. 27 წლის ახალგაზრდას პრიკარპატიედან, ამ დროისთვის უკვე ჰქონდა დონბასში ბრძოლის 8-წლიანი გამოცდილება. მარიუპოლში, რომელსაც რუსები სამი თვე ბომბავდნენ, ის ქალაქის დამცველთათვის კავშირგაბმულობას უზრუნველყოფდა. მარტის შუა რიცხვებში, ერთ-ერთ დავალებაზე, „მოლფარი“ მძიმედ დაიჭრა. დაბომბვებისა და საარტილერიო თავდასხმების მიუხედავად, უკრაინელმა პილოტებმა ის და მისი კიდევ რამდენიმე დაჭრილი …
Continue reading “„აზოველი“, რომელმაც ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან გამოაღწია – ჯოჯოხეთს გადარჩენილი”
ვიმედოვნებთ, „აზოვსტალის“ დამცველთა ნაწილს მალე შინ დავაბრუნებთ – დაზვერვის უფროსი
უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი, რომელიც „აზოვსტალის“ დამცველთა გაცვლის პროცესს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ „უახლოეს მომავალში“ ტყვეთა „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ გათავისუფლების იმედი აქვს. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ბუდანოვმა ტელემარათონის დროს ისაუბრა. „ჩვენ ყველა მათგანზე გვაქვს ინფორმაცია. ვმუშაობთ ტყვეობიდან მათ გასათავისუფლებლად. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ბევრს ეყოლება საკუთარი ახლობელი უკვე სახლში… უახლოეს მომავალში, იმედი გვაქვს, რომ …
უკრაინელი პოლიციელი, რომელიც მშობლიურ მარიუპოლს ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდა
წყარო: Hromadske.ua „ბოლომდე იცავდა ქალაქს. გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუმცა უკვე მის გარეშე,“ – ცრემლებს ძლივს იკავებს პატრულის თანამშრომელი ევგენია სალნიკოვა, დანილო საფონოვის კოლეგა. ჩუმდება და სადღაც სივრცეში იყურება. ევგენია დანილოსთან ერთად სწავლობდა და მსახურობდა. ამბობს, რომ ის ძალიან გულღია, სამართლიანი და ნათელი ადამიანი იყო. ეკლესიის ეზოში, სადაც მარიუპოლის დამცველის ცხედარს ელოდებიან, დანილოს უკანასკნელ …
Continue reading “უკრაინელი პოლიციელი, რომელიც მშობლიურ მარიუპოლს ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდა”
გაცვლა თუ ტრიბუნალი – რა ელით „აზოვსტალის“ დამცველებს
წყარო: Hromadske.ua „აზოვის“ მებრძოლები, მესაზღვრეები, პოლიციელები და საზღვაო ქვეითები 16 მაისს „აზოვსტალიდან“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ამჟამად ტყვეობაში დაახლოებით 2500 უკრაინელი სამხედროა. ევაკუაციის პირველ დღეებში ხელისუფლება აცხადებდა, რომ მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლიდნენ. რუსული მხარე თავიდანვე მიანიშნებდა, რომ გათავისუფლება მხოლოდ სასამართლოს შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ხელმძღვანელები კი უკრაინელი სამხედროებისთვის საერთაშორისო …
Continue reading “გაცვლა თუ ტრიბუნალი – რა ელით „აზოვსტალის“ დამცველებს”