მთავარი,სიახლეები

„აზოვსტალში“ რუსები როკკონცერტის გამართვას გეგმავენ – უკრაინული მედია

02.08.2022
„აზოვსტალში“ რუსები როკკონცერტის გამართვას გეგმავენ – უკრაინული მედია

„აზოსვტალში“, რომელიც უკრაინის გამძლეობის სიმბოლოდ იქცა და სადაც არაერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, რუსები როკკონცერტის გამართვას აპირებენ.

როგორც 24-ე არხს მარიუპოლის მცხოვრებლებმა უთხრეს, კონცერტისთვის თარიღიც დანიშნულია – 4 აგვისტო.

ამ გეგმების შესახებ, მედიასაშუალების ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულმა რესპუბლიკებმა და „ერთიანი რუსეთის“ „ახალგაზრდულმა გვარდიამ“ განაცხადა.

________

აქტიური ბრძოლები „აზოვსტალის“ ასაღებად 18 მარტიდან დაიწყო. რუსეთი გამუდმებით ბომბავდა საბჭოთა დროის უდიდეს მეტალურგიულ კომპლექსს, 11 ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიას, რომლის მიწისქვეშა გვირაბებიც უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების თავშესაფრად იქცა.

ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ქარხნის ტერიტორიაზე შეფარებული მოქალაქეებისა და დაჭრილი სამხედროების უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. „აზოვსტალის“ დამცველებიც და მათი ახლობლებიც სამხედროების დაუყოვნებლივ ევაკუაციას ითხოვდნენ.

„აზოვსტალის“ დამცველთა ინფორმაციით, მათ, ამ სამი თვის განმავლობაში, გაანადგურეს 6 ათასი სამხედრო, მათ შორის, ერთი გენერალი, 78 ტანკი და 100 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა.

16-17 მაისს, 82-დღიანი მტკიცე წინააღმდეგობის შემდეგ, მარიუპოლის დამცველებმა დატოვეს „აზოვსტალი“ – ქარხანა, რომელიც რუსეთის არმიის მიერ დაპყრობილ ქალაქში, უკრაინის ერთადერთ ციხესიმაგრედ რჩებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: