„აზოვსტალის“ 1000-ზე მეტი ტყვე რუსეთში გადაიყვანეს – რუსული მედია

ტყვეობაში მყოფი 1 000-ზე მეტი სამხედრო „აზოვსტალიდან“ „საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად“ რუსეთში გადაიყვანეს. როგორც უკრაინული მედია წერს, ამ ინფორმაციას, რუსეთის სამართალდამცველებზე დაყრდნობით, კრემლის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. ცნობის მიხედვით, „აზოვსტალის“ დამცველებთან უკვე „აქტიურად მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები“. სავარაუდოდ, მოსკოვში ჰყავთ 100-ზე მეტი მათგანი, ძირითადად, „უცხოელები, რომლებიც მარიუპოლში ჩაბარდნენ“. ოფიციალურ მოსკოვს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. 6 ივნისს …

როგორ არიან აზოვსტალის მებრძოლები – ინტერვიუ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლთან

წყარო: Ukraynska Pravda (შემოკლებული ვერსია) პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლი, ეკატერინა, მშვიდობიან ცხოვრებაში ნიჭიერი ილუსტრატორია, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ, როგორც ყველა უკრაინელის, ისე მისი ცხოვრებაც სრულიად შეიცვალა. „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში ეკატერინა პროკოპენკო ჰყვება, როდის ელაპარაკა ბოლოს ქმარს და ვინ არის მისთვის დენის პროკოპენკო, მეთაური „რედისი“, რომელსაც მთელი უკრაინა და მსოფლიო „აზოვსტალის“ გმირად იცნობს. დავიწყებ …

ტყვეობაში მყოფი მებრძოლი აზოვსტალში გადაღებული ფოტოებისთვის დააჯილდოვეს

პოლკ „აზოვის“ ჯარისკაცი დმიტრო კოზაცკი, რომელმაც აზოვსტალში უკრაინელი მეომრების ცნობილი ფოტოსერია გადაიღო, პრესტიჟულ პოლონურ კონკურსზე, Grand Press Photo 2022-ზე სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. დმიტრო კოზაცკი ამჟამად ტყვეობაში იმყოფება თვითგამოცხადებულ დონეცკის რესპუბლიკაში. მისი, ისივე როგორც სხვა აზოველების, მომავლის შესახებ უცნობია. დმიტრო კოზაცკის „აზოვსტალში“ გადაღებული, მარიუპოლის მცველების ფოტოები  გამოქვეყნებისთანავე გავრცელდა მსოფლიო მედიაში. აზოვსტალის დატოვებამდე დმიტრომ ბოლო ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა …

გვესმოდა, რომ შეიძლება უკან ვეღარ დაბრუნდე – პილოტი, რომელიც აზოვსტალს ამარაგებდა

„აზოვსტალი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი. ლეგენდარულად იქცა უკრაინელი ჯარისკაცების გმირობა, რომლებიც ორ თვეზე მეტს იცავდნენ ქალაქს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ქალაქის მცველების დასახმარებლად აგზავნიდნენ ვერტმფრენებს, რომელთა ეკიპაჟებიც გმირულად უპირისპირდებოდნენ რუსულ ავიაციასა და ანტი-საჰაერო თავდაცვას და მიჰქონდათ ალყაში მყოფი ქარხნის მცველებისთვის იარაღი, ტყვია-წამალი, მედიკამენტები და საკვები“, – წერს უკრაინული გამოცემა „ინფორმატორი“ და აქვეყნებს ინტერვიუს ერთ-ერთ მფრინავთან, …

„აზოვსტალის“ მებრძოლის საცოლე: როცა დიმა დაბრუნდება, 4 დღით ჩავიკეტებით და ვიტირებთ

ანასა და დმიტროს 8 წელია ერთმანეთი უყვართ. ჯერ ომის დასრულებას ელოდნენ, რომ დაქორწინებულიყვნენ, ახლა კი ანა დიმას ტყვეობიდან დაბრუნებას ელოდება. ანა ნაუმენკო დმიტრო დანილოვის საცოლეა, მარიუპოლის პოლკის პირველი ასეულის პირველი ბატალიონის მეთაურის. დმიტრო, მარიუპოლის სხვა დამცველებთან ერთად, „აზოვსტალიდან“ მაისის შუა რიცხვებში გამოვიდა. მაშინ მებრძოლებმა ბრძანება მიიღეს, წინააღმდეგობა შეეწყვიტათ და საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ. ახლა დაახლოებით 1700 …

ჯოჯოხეთში ვცხოვრობ – „აზოვსტალში“ დაღუპული ცოლ-ქმრის ისტორია

წყარო: Hromadske.ua ძალიან ვღელავ. უნდა გაუძლო. ძლიერი ხარ. კი, გავუძლებთ. მთავარია, ყულფში არ მოგვაქციონ და ვიდგებით. ჩვენ ხომ „აზოვი“ ვართ. გამაგრდი, მთელი უკრაინა იბრძვის. 2022 წლის მარტი. ასეთი მიმოწერა აქვს, მთელი კვირის განმავლობაში, „აზოვის“ პოლკის ვეტერანს, როლანა ბონდარენკოს, შვილთან – ვიტალისთან და რძალთან – ალასთან. „ჩიტები, რომლებიც სულ ერთად არიან“ 2014 წლის 15 ივნისს კრასნოგოროვკიდან …

აზოვსტალიდან გაყვანილი ტყვეების ვინაობა არ გასაჯაროვდება – წითელი ჯვარი

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საჯაროდ არ გამოაქვეყნებს ინფორმაციას „აზოვსტალიდან“ გაყვანილი მარიუპოლის მცველების შესახებ. ამავე დროს, მებრძოლების ოჯახებს შეუძლიათ მიმართონ ორგანიზაციას ამ ინფორმაციის მისაღებად – ინფორმაციას უკრაინული „24 კანალი“ ავრცელებს უკრაინაში „წითელი ჯვრის“ სპიკერის, მირელა ჰოდეიბის განცხადებაზე დაყრდნობით. მირელა ჰოდეიბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაცია აზოვსტალიდან გაყვანილი უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობისა და პირადი მონაცემების შესახებ კონფიდენციალური დარჩება. „ორგანიზაციის …

„ოპერაცია გრძელდება“ – აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილის მიმართვა აზოვსტალიდან

19 მაისს, საღამოს, აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა (კალინა), მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ვიდეოს გაავრცელა. „ევაკუაციის“ გამოცხადების შემდეგ კალინა პირველად გამოჩნდა. „დღეს ომის 85-ე დღეა. მე და მეთაურები აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ვართ. მიმდინარეობს ოპერაცია, რომლის დეტალებს არ გავამხელ. მადლობა მთელ მსოფლიოს და მადლობა უკრაინას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით“ – ამბობს პალამარი ვიდეომიმართვაში. დღეს დილიდან რუსული მედია …

რუსეთის თავდაცვა: აზოვსტალიდან 1730 მებრძოლი „ჩაგვბარდა ტყვედ“  

გასული ღამის განმავლობაში აზოვის ქვედანაყოფის 770-ზე მეტი მებრძოლი ჩაბარდა რუსულ მხარეს. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განუცხადა. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია: უკრაინა აზოვსტალის მებრძოლების შესახებ არავითარ ინფორმაციას არ ავრცელებს. მათი მოტივაცია შემდეგი – არ დაზარალდეს პროცესი და საფრთხე არ შეექმნას აზოვის მებრძოლებს. კონაშენკოვის დღეს გაკეთებული განცხადების …

მებრძოლი „აზოვსტალიდან“, რომლის გადაღებული ფოტოები მსოფლიო მედიაში გავრცელდა

წყარო: hromadske.ua ___________________ დმიტრო კოზაცკი მარიუპოლში 2015 წლიდან მსახურობს. იგი აზოვის პოლკს 2017 წელს შეუერთდა. დმიტრო პირველი მარტიდან მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანას იცავს სხვა უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად. 10 მაისს დმიტრო კოზაცკიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფოტოების სერია გამოაქვეყნა წარწერით – „ჩემი ყველაზე მტკივნეული ფოტორეპორტაჟი აზოვსტალიდან“. ფოტოზე დაჭრილი უკრაინელი სამხედროები არიან ასახულნი. მარიუპოლის მცველების ეს სურათები სწრაფად გავრცელდა …

რა [არ] ვიცით „აზოვსტალის“ ევაკუაციასა და მისი დამცველების შემდგომ ბედზე

82-დღიანი მტკიცე წინააღმდეგობის შემდეგ, მარიუპოლის დამცველთა ნაწილმა დატოვა „აზოვსტალი“ – ქარხანა, რომელიც რუსეთის არმიის მიერ დაპყრობილ ქალაქში, უკრაინის ერთადერთ ციხესიმაგრედ რჩებოდა. უკრაინის ხელისუფლება „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გაყვანას „გადარჩენის ოპერაციას“ უწოდებს, რუსეთის ხელისუფლება კი – „კაპიტულაციას“. განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება ევაკუირებული სამხედროების რაოდენობაზეც. კრემლის უკანასკნელი ცნობებით, 959 მებრძოლი „ჩაბარდა“, მათ შორის, 80 დაჭრილი. უკრაინული …

ჩაბარებული უკრაინელი მებრძოლები ტოვებენ აზოვსტალის ქარხანას – „როიტერსი“

მინიმუმ შვიდმა ავტობუსმა, რომლებშიც ჩაბარებული უკრაინელი მებრძოლები იმყოფებოდნენ, პრორუსული შეიარაღებული ძალების თანხლებით დატოვეს აზოვსტალის ფოლადის ქარხანა, იუწყება „როიტერსი“. სააგენტომ ეს ინფორმაცია საქართველოს დროით 18:50 საათზე გაავრცელა. “როიტერსის” ცნობით, არ იყო დაჭრილი ზოგიერთი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც ავტობუსით გადაიყვანეს. დღეს, 17 მაისის დილას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “აზოვსტალიდან” ამ დროისთვის 264 ადამიანი რუსეთის …

რატომ ვერ ახერხებს უკრაინა აზოვის პოლკის გამოხსნას – ინტერვიუ შეიარაღების სპეციალისტთან

„იქ რუსული ძალების ისეთი კონცენტრაციაა, რომ უკრაინას რამდენიმე, მექანიზებული ბრიგადა დასჭირდება,“ – ამბობს შეიარაღების სპეციალისტი, გიგა ინაშვილი, რომელსაც ვკითხეთ: რა შემთხვევაში შეძლებს უკრაინა აზოვსტალის დაცვას? სპეციალისტის პროგნოზით, დაახლოებით შემოდგომისთვის მოახერხებს უკრაინა მარიუპოლის ბლოკადის გარღვევას, თუმცა ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამის შანსი უკრაინას მანამდე გაუჩნდეს, როცა რუსული არმია უკან დაიხევს, როგორც ეს ხარკოვის შემთხვევაში მოხდა. ან …

მარიუპოლის მცველების ცოლები და დედები ერდოღანთან შესახვედრად გაფრინდნენ თურქეთში

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ჯარისკაცების ცოლები და დედები სტამბოლში გაფრინდნენ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შესახვედრად. უკრაინული მედიის ცნობით, ისინი აპირებენ მადლობა გადაუხადონ ერდოღანს გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის და სთხოვონ, გააერთიანოს ძალისხმევა, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, „აზოვსტალში“ მყოფი ჯარისკაცების გადასარჩენად. ქალებმა თურქეთში გამგზავრების წინ ფეისბუქგვერდზე მოკლე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს. კიშინიოვისა და ვარშავის აეროპორტებიდან გაემგზავრნენ: 36-ე საზღვაო ქვეითი …

ოკუპანტებმა „აზოვსტალს“ ფოსფორის ბომბები დაუშინეს – „ჯოჯოხეთი ჩამოვიდა მიწაზე“

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ალყაში მოქცეულ „აზოვსტალის“ ქარხანაზე იერიშს ყველა არსებული რესურსით. „მარიუპოლი. აზოვსტალი. ისევ – ციდან, ზღვიდან, მიწიდან. გუშინ ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს აალებადი ან ფოსფორის ბომბები მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ (დასკვნები სპეციალისტებმა გააკეთონ)“, – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ მარიუპოლის მერის მრჩეველ პეტრ ანდრიუშჩენკოვზე დაყრდნობით, რომელიც მტკიცებულების სახით ვიდეოსაც აქვეყნებს. ანდრიუშჩენკოვის თქმით, თავად ოკუპანტები …

„აზოვსტალში“ წყალს გათბობის სისტემიდან იყენებენ, დაჭრილები იატაკზე წვანან – დენისოვა

600-მდე დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მძიმე მდგომარეობაში რჩება – წერს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ფეისბუქზე. „ერთ ოთახში რამდენიმე ათეული ორსართულიანი საწოლია, სხვა დაშავებულები სრულ ანტისანიტარიულ პირობებში, იატაკზე წვანან. წამლები აღარ არის. საკვები და წყალი პრაქტიკულად არ არის. საავადმყოფო იყენებს წყალს, რომელიც მოდის გათბობის სისტემიდან“ – იუწყება დენისოვა. მისივე განცხადებით, „აზოვსტალში“ ბევრი დაჭრილი …

აზოვსტალში დაღუპული მებრძოლის მეუღლეს მე-3 შვილი გაუჩნდა, მას ქმრის მეგობრები დახვდნენ

„აზოვის“ პოლკის დაღუპული მებრძოლის ცოლს, ტატიანას ზაპოროჟიეს სამშობიაროდან გამოსვლისას რამდენიმე ადამიანი დახვდა. თავად მამა შვილის დაბადებას ვერ მოესწრო – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“. ქალმა მესამე ბავშვზე იმშობიარა და მას სრულიად მარტოს მოუწევს შვილების გაზრდა. უნიანის თქმით, ეს არ არის ამ ქალის ცხოვრებაში ერთადერთი განსაცდელი: მან ომში დაკარგა დედა და ძმა. ახლა ის სრულიად მარტოა სამ …

მათი გმირული სიკვდილი ან ტყვეობა უკრაინის კრახია – მარიუპოლის მცველის საცოლე

უკრაინული 24-ე არხი აქვეყნებს მარიუპოლის პოლკის პირველი ბატალიონის ასმეთაურის საცოლის, ანა ნაუმენკოს მიმართვას. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ თარგმანს. _________________________________ „ჩვენ 2014 წელს შევხვდით ერთმანეთს, 2018 წელს დაქორწინება შემომთავაზა. წელს უნდა გვექორწინა. მე შევეჩვიე ლოდინს, მაგრამ ახლა ყოველდღიური ლოდინი აუტანელია. როცა რუსეთი 2014 წელს თავს დაგვესხა, ამ ბიჭებმა დატოვეს ნორმალური ცხოვრება, სწავლა, სპორტი და წავიდნენ ქვეყნის, ჩვენი …

უკრაინა გეგმავს მძიმედ დაჭრილების გამოყვანას აზოვსტალიდან – შუამავალი თურქეთია

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან, „აზოვსტალიდან“, ევაკუაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, პროცესი კი მძიმედ დაჭრილების გადარჩენით დაიწყება. ვერეშჩუკმა წუხელ უკრაინულ ტელევიზიას განუცხადა, რომ მოლაპარაკების ახალი რაუნდი უკვე დაწყებულია და წითელი ჯვრის წარმომადგენლები რუსებთან შეხვედრას დღეს, 13 მაისს, გამართავენ. მინისტრის თქმით, მოლაპარაკების ამ რაუნდში შუამავალი თურქეთი იქნება. ვერეშჩუკი პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და საზოგადო მოღვაწეებს პროცესის …

ჩემი შვილი ჯოჯოხეთში უკვე იყო, მიეცით ნება დაბრუნდეს  – 21 წლის მარიუპოლის მცველის დედა

უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მიწისქვეშა თავშესაფარში, ასობით უკრაინელი ჯარისკაცია, რომლებიც ალყაში არიან. ქარხანა განუწყვეტლივ იბომბება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ. უკრაინელი ჯარისკაცები, მათი ცოლები და ნათესავები მებრძოლების გაყვანას ითხოვენ მწვანე დერეფნის საშუალებით. უკრაინული 24-ე არხი პერიოდულად აქვეყნებს მარიუპოლის მცველების ოჯახის წევრების მიმართვებს. ტატიანა და სტავრ ვიშნიაკოვების შვილი, უმცროსი სერჟანტი, 21 წლის არტემი, ახლა „აზოვსტალშია“. …

„აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლების ცოლებმა რომის პაპს სთხოვეს დახმარება

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში შეხვდა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების ცოლებს და „მედიაზონას“ გამომცემელს, პიოტრ ვერზილოვს. ამის შესახებ ვერზილოვი ტვიტერზე წერს და ფოტოს აქვეყნებს. ვერზილოვი წერს, რომ რომის პაპს შეხვდა პოლკ „აზოვის“ მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლი, კატია პროკოპენკო და „აზოვსტალში“ მყოფი დაჭრილი მებრძოლის ცოლი, იულია ფედოსიუკი. „შევხვდით რომის პაპს, რომ გვეთხოვა მისთვის მონაწილეობა მიეღო აზოვსტალის დამცველების …

საზღვაო ქვეითი ვოლინა მსოფლიოს მიმართავს და „აზოვის პოლკის“ გადარჩენას სთხოვს – ფოტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა ფეისბუქის პირად გვერდზე მსოფლიოს ცივილიზებულ სამყაროს მიმართავს და მათ მარიუპოლის გარნიზონის გადარჩენაში დახმარებას სთხოვს. ვოლინას დანაყოფი „აზოვსტალში“ იბრძვის. „თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ შერჩა საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანები ჯერ კიდევ ახერხებენ სხვისი ტანჯვისა და ტკივილის განცდას, თუ დახმარების მუდარას შეუძლია გამოიწვიოს მოქმედება, …

ტყვედ არ ჩაბარდებიან, რუსები მათ მოკლავენ – „აზოვსტალში“ დაჭრილი მებრძოლის ცოლი

უკრაინული 24-ე არხი აქვეყნებს „აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლის ცოლის, იულია ფედოსიუკის ნაამბობს. იულიას ქმარი ფეხშია დაჭრილი. _____________________________ „29 წლის ვარ. ომამდე რადას დეპუტატის თანაშემწედ ვმუშაობდი. ჩემი ქმარი, არსენ ფედოსიუკი, მარიუპოლის მცველი პოლკის მებრძოლია, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებიდან, 2014 წლიდან იბრძვის. ომში ის კიევ-მოგილიანსკის აკადემიის დასრულებისთანავე წავიდა. პროფესიით ისტორიკოსია, აქტიურად მონაწილეობდა მაიდანის აქციებში. მაიდანის შემდეგ წავიდა ომში. …

ჩვენთვის ქვეყნის ინტერესები სიცოცხლეზე მაღლა დგას – „კალინა“ მარიუპოლის დაცვაზე

მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლის მცველები 2 თვეზე მეტია მტრის ალყაში იმყოფებიან, მაინც აგრძელებენ რუსი ოკუპანტების მოგერიებას. ისინი ამას საკუთარი სიცოცხლის ფასად აკეთებენ. ამის შესახებ უკრაინულ „24-ე არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა მარიუპოლის მცველმა, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა, რომელსაც იცნობენ მეტსახელით – „კალინა“. „ჩვენთვის ქვეყნის ინტერესები ჩვენს სიცოცხლეზე უპირატესია. რატომღაც ასე მოხდა. დაჭრილების, ჩვენი დაღუპული ძმების სიცოცხლეზე მეტად …

აზოვის მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილს ნიშნავს – ოფიცერი აზოვსტალიდან

დღეს, 8 მაისს, აზოვსტალიდან მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს „აზოვის“ პოლკის ოფიცრებმა, სადაც ბევრ საკითხთან ერთად პოლკის  გადარჩენის ვერსიები განიხილეს. აზოვის პოლკის დაზვერვის ოფიცრის, ილია სამოილენკოს თქმით, პოლკის მებრძოლებისთვის დანებება სიკვდილის ტოლფასია. მისი თქმით, რუსები ავრცელებენ პროპაგანდისტულ ვიდეოებს, სადაც უკრაინელ სამხედროებს დანებების შემთხვევაში ღირსეულ მოპყრობას ჰპირდებიან, თუმცა შემდეგ მათ კლავენ. ოფიცრის თქმით, ამ სიტუაციაში მათთვის არსებობს რამდენიმე …

„არიან ჯარისკაცები, ვინც ოჯახის გამო წუხს, მაგრამ არა მე“ – აზოვის პოლკის ოფიცრების პრესკონფერენცია 

მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში თავშეფარებულმა მებრძოლებმა დღეს, 8 მაისს, პრესკონფერენცია გამართეს. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მარიუპოლს 24 თებერვლის შემდეგ იცავენ, ბლოკადაში არიან. რუსეთის შეიარაღებული ძალები განუწყვეტლივ ბომბავს აზოვსტალის ტერიტორიას. პრესკონფერენციის ტრანსლაცია უკრაინულმა გამოცემა „Hromadske“-მ უზრუნველყო.  ჟურნალისტების კითხვებს „აზოვსტალის“ ბუნკერიდან აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და დაზვერვის ოფიცერი ილია სამოილენკო პასუხობდა. ილია სამოილენკო დაადასტურა ღალატის ამბავი …

დრო არ გვაქვს, ხალხი კვდება – ექიმი მარიუპოლიდან ერდოღანს მიმართავს

უკრაინული მედიასაშუალებები ავრცელებენ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი ახალგაზრდა ექიმის მიმართვას. მედიის ცნობით, მარიუპოლელი მედიკოსი ყირიმელი თათარია და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიმართავს. ექიმი „აზოვსტალიდან“ ერდოღანს ხალხის გაყვანაში დახმარებას სთხოვს. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ არც კი ახსოვს ომის დაწყებიდან რამდენი დღე გავიდა, მის ხელებში კი ხალხი იხოცება: ტყვიების, შიმშილის, არასაკმარისი წამლების, საშინელი პირობების გამო. „ჩვენ …

აზოვსტალის საიდუმლო გვირაბები ოკუპანტებს ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა აჩვენა – გერაშჩენკო

რუსებმა იპოვეს აზოვსტალის მოღალატე ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მათ საწარმოს საიდუმლო მიწისქვეშა შესასვლელები აჩვენა. ოკუპანტებს ახლა შტურმი ამ გვირაბებზე მიაქვთ. ამის შესახებ მედიას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განუცხადა. „არამზადა რუსებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის იპოვეს მოღალატე, რომელიღაც ელექტრიკოსი. მან აჩვენა გვირაბები, რომლებიც მიწისქვეშ გადის ქარხნის ტერიტორიაზე. მოღალატისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გუშინ რუსებმა ამ გვირაბებზე …

რუსეთი დემონსტრაციულ უარს აცხადებს ნებისმიერ კომპრომისზე – პოდოლიაკი მარიუპოლის შესახებ

მსოფლიო გვთავაზობს მარიუპოლელი ხალხის გადასარჩენად დახმარებას, თუმცა რუსეთი ყველა შეთავაზებას გამორიცხავს – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსები ჰუმანიტარული კომპონენტის თვალსაზრისით, დემონსტრაციულად აცხადებენ უარს ნებისმიერ კომპრომისზე. გუშინ აზოვის პოლკის მეთაურის მოდგილემ, სერგეი ვოლინამ განაცხადა, რომ აზოვსტალის ტერიტორიაზე „600-მდე სამხედრო მოსამსახურე გვყავს სხვადასხვა დაზიანებით, რომელთაც სამედიცინო …

დაჭრილი სამხედროები და მოქალაქეები „აზოვსტალში“ უმძიმეს პირობებში არიან | ფოტო

მარიუპოლის ქარხანაში ადამიანები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან. „აზოვსტალში“ დაახლოებით 2 ათასი მოქალაქეა – ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები, მათ შორის არიან დაჭრილებიც – ამ ინფორმაციას ტელეგრამის არხზე მარიუპოლის საქალაქო საბჭო ავრცელებს. „ისინი ანტისანიტარიასა და საშინელ პირობებში არიან. მედიკამეტების გარეშე. უმძიმესია ვითარება სასმელი წყლისა და საკვების თავსაზრისით. მათ დაუყოვნებლივ შველა სჭირდებათ“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში. უწყებამ ასევე გაავრცელა …

„აზოვსტალი“ მარიუპოლის 1/5-ია, როგორ აიღეს ქალაქი? – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის მტკიცება მარიუპოლის აღებასთან დაკავშირებით სიყალბეა, რადგან მათ არ აუღიათ „აზოვსტალი“, რომელიც „ქალაქის 1/5 ნაწილს მოიცავს“. ორთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი ამბობს, რომ „მარიუპოლი აიღო“. ერთი შესწორებით: „გარდა აზოვსტალისა“. მაგრამ საქმე იმაშია, რომ „აზოვსტალი“ მარიუპოლის 1/5 ნაწილს მოიცავს. ან უფრო სწორად, 22 ვატიკანს, ან  ნიუ-იორკის 3 ცენტრალურ პარკს. ქალაქი …

Exit mobile version