ძველი ბათუმის რეაბილიტაცია ჯერ არ დასრულებულა – დაიხარჯა 180 მილიონი ლარი

ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. შენობების ნაწილი რამდენიმე ქუჩაზე ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. როგორც ადგილზე გვითხრეს, სამუშაოები შეიძლება წლის ბოლომდე გაგრძელდეს: „აივნები დაგვემატა, სადაც წყალი ჩადიოდა.“ პროექტის მენეჯერი კი დასრულებას სექტემბრის ბოლოს ვარაუდობს. 180 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, ხელშეკრულება 200 მილიონ ლარზეა გაფორმებული. სამუშაოები დიზაინ-ბილდინგის მეთოდით მიმდინარეობს.  ამ დროისთვის სრულდება 12 -სართულიანი კორპუსების …

ბათუმში ისტორიული სახლის გადარჩენის ოპერაცია დანგრევით დასრულდა – მერია დუმს

ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ისტორიული სახლი ჯერ უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრეს, შემდეგ კი „მიწასთან გაასწორეს“. ასე გათავისუფლდა ადგილი ბათუმის ისტორიულ ზონაში სამშენებლოდ. ერთ კვირაზე მეტია, რაც „ბათუმელები“ მერიისგან ელოდება პასუხს კითხვებზე: ვინ გადაწყვიტა შენობის საბოლოოდ დანგრევა და რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილება? არსებობს თუ არა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა? მერია კითხვებს არ პასუხობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მერია …

ძველი ბათუმის რეაბილიტაციაზე 179 მილიონი უკვე დაიხარჯა – რას აკეთებს მუნიციპალური განვითარების ფონდი

ძველ ბათუმში ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. შენობების დიდი ნაწილი ისევ ხარაჩოებშია ჩასმული. რამდენიმე ქუჩაზე პროცესი ნაწილობრივ დასრულებულია. ძველი ბათუმის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალური ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში ამ დოკუმენტის საფუძველზე სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს შეისყიდა. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „საბა კონსტრაქშენთან“ 2023 წელს გააფორმეს. პროექტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 200 მილიონი იხარჯება, საჯარო …

„ოცნების“ შემწირველი ბათუმში ისტორიულ სახლებს ანგრევს – ნებართვა მერიამ გასცა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ისტორიულ სახლებს ანგრევენ. შპს „ეკოლაინი“ აქ ახალი მრავალბინიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. კომპანიის წილების ასი პროცენტი შპს „ბათმშენს“ ეკუთვნის, რომლის მფლობელიც „ოცნების“ შემწირველი როინ დუმბაძეა. 2023-2025 წლებში როინ დუმბაძემ მმართველ პარტიას 118 000 ლარი შესწირა. ახალი პროექტი ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის #38, 38ა,40, 42-ში მდებარე სივრცეს მოიცავს, ქუჩის ამ ნაწილს მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული ჰქონდა …

მწყობრიდან გამოსული, ჩაუბარებელი და გაჭიანურებული პროექტები, რომელშიც მილიონები დაიხარჯა

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში მრავალმილიონიან, მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რამდენიმე პროექტი უკვე დაასრულა, თუმცა რიგი გამოწვევები ამ პროექტებთან დაკავშირებით ჯერ ისევ დღის წესრიგშია. ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ისტორიული შენობების ფასადების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია და ჯერ არ დასრულებულა.  ამავე ფონდმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ბათუმში რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნა, 2025 …

ძველი ბათუმის რეაბილიტაციაზე  დახარჯული 119 მილიონი და პროექტი, რომელიც არავის უნახავს

ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე შენობები ხარაჩოებში ჩასვეს და სამშენებლო ბადე შემოავლეს. ხელოსნების ინფორმაციით, აქ ფასადების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ადგილზე საინფორმაციო დაფას ვერ იპოვით. ვერც ამ საქმეში მონაწილე სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე იპოვით რაიმე სახის ინფორმაციას, პროექტს ან ესკიზებს მაინც. არავინ გრძნობს ვალდებულებას მოქალაქეებს აუხსნას, რა ხდება ბათუმის ისტორიულ ნაწილში. ქალაქში, სადაც ძეგლების …

როგორი იყო პლაჟი ძველ ბათუმში | ფოტოისტორია

ეს ბათუმის, ქობულეთის და ციხისძირის პლაჟების სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოებია. ცნობილია, რომ ძველ ბათუმში ცალკე იყო შემოღობილი პლაჟი ქალებისათვის და ქალები და კაცები ცალ-ცალკე ბანაობდნენ ზღვაში.

სანაპირო, იალქნიანი ნავები და ბარცხანა ძველი ბათუმის ფოტოებზე

ძველი ბათუმის ეს ფოტოები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ფონდებშია დაცული. ფოტოების უმრავლესობა გურამ შარაძის კოლექციიდანაა და ბათუმის ისტორიის სხვადასხვა ეტაპს ასახავს.

რას უპირებენ ძველ ბათუმს, გამოყოფილია 200 მილიონი – პროექტზე „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს

ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტზე „საბა კონსტრაქშენი“ მუშაობს. თუმცა კომპანიაში არ გვიპასუხეს კითხვაზე, უშუალოდ ვინ ხელმძღვანელობს სპეციალისტების ჯგუფს, რომელმაც ბათუმის ყველაზე ღირებული უბნის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი უნდა მოამზადოს. ვინ შედის ამ ჯგუფში და სარგებლობენ თუ არა ეს სპეციალისტები ნდობით საზოგადოებაში, პროფესიულ წრეებში, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებში. ამ კომპანიამ სახელმწიფოსგან, მხოლოდ ბათუმში, ბოლო 2 წლის განმავლობაში მინიმუმ 225 მილიონი …

სასტუმრო „ფრანციას“ 5 ფოტო ძველი ბათუმიდან

ძველი ბათუმი არასდროს უჩიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელების სიმცირეს და სასტუმროებზე დიდი მოთხოვნა იყო. ძველ ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო „ფრანცია“ იყო, იგივე HOTEL DE FRANCE, რომელიც, სავარაუდოდ, 1883-1884 წლებში აშენდა. სასტუმრო მიხეილის ქუჩაზე მდებარეობდა [ამჟამად ზვიად გამსახურდიას ქუჩა] და იგი 32-ნომრიანი იყო. ცნობილია ერთი დღე-ღამის აქ გატარების ფასიც – 1 მანეთი და 50 კაპიკი. …

შენობების იერსახის შენარჩუნება სავალდებულო არ არის – რა იგეგმება ძველ ბათუმში 200 მილიონად

ბათუმის ისტორიულ უბანში საქართველოს მთავრობას სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აქვს დაგეგმილი, თუმცა, რომელ ობიექტებზე – ამ დრომდე არ აკონკრეტებენ. პროექტით კი, სავალდებულო არ არის ობიექტების არსებული იერსახის შენარჩუნება და „საჭიროების შემთხვევაში“ ის შესაძლოა განაახლონ. სამუშაოებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ძველ ბათუმში „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოების ჩატარებაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება შპს …

ძველ ბათუმში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 16 და 17 სექტემბერს ძველ ბათუმში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. მერიის ტექსტური შეტყობინების თანახმად, „შეზღუდვა ევროპული მობილობის კვირეულის ფარგლებში“ 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. მოძრაობა შეიზღუდება ზ. გამსახურდიას, მელაშვილის, კოსტავას, ჟორდანიასა და ქუთაისის ქუჩებზე. ამ ქუჩებზე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა 18 სექტემბრიდან აღდგება.

200 მილიონი ძველი ბათუმისთვის – ქალაქი, რომელიც პლაჟს კარგავს

საქართველოს ხელისუფლება ბათუმში 200 მილიონი ლარის სამუშაოებს გეგმავს ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. სამუშაოები „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში“ უნდა ჩატარდეს და ეს მაშინ, როცა ბათუმი, როგორც ტურისტული ქალაქი, თანდათან პლაჟის გარეშე რჩება. შტორმის დროს ნაპირის ნგრევამ ბათუმში ბოლო წლებში შეუქცევადი ხასიათი მიიღო. წარეცხილ სანაპიროსთან ერთად ნადგურდება საპლაჟო ინფრასტრუქტურაც. სპეციალისტების დასკვნით „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა …

ძველ ბათუმში ძეგლს დააშენეს – ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გასცა

„აუცილებლად დაათვალიერე ძველ ბათუმში კოპწია აივნები“ – ურჩევს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფეისბუქზე ქალაქის სტუმრებს და ამ „კოპწია აივნების“ ფოტოს აქვეყნებს. ძველი ბათუმის არქიტექტურა, თავისი აივნებით, ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი დეტალია ბათუმში ტურისტებისთვის იმ გამოკითხვების მიხედვით, რაც ამ დრომდე „ბათუმელების“ არქივში დაგროვდა. თუმცა ასეთ მოწოდებას ალბათ უკვე კიდევ ერთი მინაწერი სჭირდება, მაგალითად, ასეთი: „ამ კოპწია აივნების დათვალიერებისას …

4 ფოტო ძველი ბათუმიდან

ბათუმი, 1915 – ასეა დათარიღებული ფოტო, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისშია გადაღებული ბათუმში. ეს სანაპიროს, ამჟამად გოგებაშვილის ქუჩის ამსახველი ერთ-ერთი იშვიათი ფოტოა. ოთხივე ფოტო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და აღწერის თანახმად, ფოტოების ორიგინალი ინგა გაბაშვილის კოლექციაშია დაცული.

5 კადრი ბათუმის ისტორიიდან | ფოტოამბავი

ეს 5 ფოტო ბათუმში სხვადასხვა წელსაა გადაღებული და ყველა მათგანი ქალაქის განვითარებისა და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ასახავს. ამ ადგილს იოლად იცნობთ – ამჟამინდელი მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთა. 1960-იანი წლები.  ეს ფოტო 1930 წლის 5 სექტემბერსაა გადაღებული ბათუმის პლაჟზე და მასზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტები არიან გამოსახული. ფოტოს მფლობელი ირაკლი ვართაგავაა.  …

სამი ფოტო 1905 წლის ბათუმიდან | ფოტოამბავი

ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტოარქივში 3 ფოტო იძებნება, რომელიც 1905 წლით არის დათარიღებული. ორი ფოტო ბათუმის ბაზარშია გადაღებული, ერთ ფოტოზე კი ცნობილი მწერალი, დავით კლდიაშვილია გამოსახული ოფიცრების ჯგუფთან ერთად. ფოტოზე „თურქული ბაზარია“, რომელიც დღევანდელი ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში მდებარეობდა, მოედანზე. ფოტოები ერთი და იმავე ადგილზეა გადაღებული, ჩანს ფეხსაცმლის მწმენდავები, სავარაუდოდ, გამყიდველი – თეთრი წინსაფრით, ფოტოატელიეს აბრა, კაცები …

1716 წლის რუკა, რომელზეც ბათუმი თანამედროვე ქალაქის სახელწოდებით პირველადაა აღბეჭდილი

იურისტმა სულხან სალაძემ, რომელიც ძველი რუკების შეგროვებითაცაა დაკავებული, იტალიაში, კერძოდ, ქალაქ გენუაში, ანტიკური რუკებისა და წიგნების მაღაზიაში მიაკვლია 1716 წლით დათარიღებულ რუკას, რომელზეც ბათუმი თანამედროვე სახელწოდებით პირველად არის აღნიშნული. სულხან სალაძის თქმით, ზოგადად „ბათუმს“ ვხვდებით ძველ ევროპულ რუკებზე, მაგრამ ეს ძირითადად  მდინარე ყოროლისწყლის სახელწოდებას აღნიშნავს ხოლმე და არა ქალაქს. „ამ შემთხვევაში Batunum ქალაქის სახელია, იმიტომ, …

რიჟვაძე პირობას დებს, რომ დაიწყება ძველი ბათუმის რეაბილიტაცია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გვპირდება, რომ ძველ ბათუმში მშენებლობაზე „შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი“ და უახლოეს მომავალში რეაბილიტაცია-აღდგენის პროცესი დაიწყება. „საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერ-სახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების …

ბათუმში სამედიცინო ცენტრის შენობა დაანგრიეს, რა შენდება აქ | ფოტო

შესწორება: მასალაში შესულია ცვლილება. ბოლო მონაცემებით, ბარათაშვილის #30-ში 4-სართულიან შენობას აშენებს შპს საოჯახო მედიცინის ცენტრი. ბრძანებას პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ ქალაქის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა 2022 წლის 25 თებერვალს მოაწერა ხელი, საბოლოო ნებართვა კი 2022 წლის 13 მაისს გაიცა.  ბათუმში, ბარათაშვილის №30 მდებარე შენობა დაანგრიეს, ძირითადად დარჩა მხოლოდ შენობის ფასადი. ამ შენობაში წლების განმავლობაში იყო განთავსებული …

100 წლის სახლი ბათუმში, რომლის ფასადიდან ნაწილები ცვივა და სახურავიდან წყალი ჩადის  

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და მარჯანიშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე ძეგლის ფასადის ნანგრევები სადარბაზოს შესასვლელებშია დალაგებული. აქ მცხოვრებლებმა იციან, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი ფასადის ჩამონგრეული ნაწილებიც კი მნიშვნელოვანია, ამიტომაც შენობის ფასადის ჩამოვარდნილ ნაწილებს საგულდაგულოდ ინახავენ. სამსართულიანი სახლი ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობაა თავისი არქიტექტურით, მისი ფასადი შემკულია ძველი მასკარონებითა და ჩუქურთმებით. გარდა ამისა, ამ …

ძველ ბათუმში ლურჯი ტენტის უკან უკანონო მშენებლობას მალავენ | ფოტო

ბათუმში, მაზნიაშვილის #26-ში, #5 საბავშვო ბაღის გვერდით, ხუთსართულიან კორპუსზე სართულს აშენებენ. მერიის ინფორმაციით კი, „დაშენება არ არის, კონსტრუქციაა“. საჯარო რეესტრის მიხედვით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც 6-სართულიანი კორპუსი დგას, 207 კვადრატული მეტრია. კონსტრუქციაა თუ რაღაც სხვა, ერთი მხრიდან თუნუქით არის შეფუთული და მზიან ამინდში თვალისმომჭრელად ელავს, წინა ფასადის მხარეს კი სამშენებლო პროცესის შეფუთვა/„დამალვა“ ლურჯი ტენტით უცდიათ. თუმცა …

ბათუმში მოდერნის სტილის შენობის რეკონსტრუქციას გეგმავენ – ნებართვა გაცემულია

ბათუმში, კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძველი შემნახველი სალაროს შენობა, სამშენებლო ღობით შემოღობეს. შენობის ახალი მესაკუთრე, სააქციო საზოგადოება „სოდი ინვესტმენტი“,  XIX საუკუნეში აშენებული, მოდერნის სტილის შენობის გადაკეთებას გეგმავს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან, ფონური ნაგებობის გვერდით ახალი შენობის აშენებასაც ითვალისწინებს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, პროექტზე ნებართვა ძეგლების საბჭოს ყველა წევრის თანხმობით გაიცა. …

მაზნიაშვილის რაზმი და არა იუნკრები – ვისი საფლავია ბათუმში, გმირთა სკვერში

ბათუმში, გმირთა სკვერში მდებარე საერთო საფლავს ხშირად უწოდებენ „ქართველი იუნკრების საფლავს“, თუმცა აქ არა საქართველოს პირველი რესპუბლიკის იუნკრები, არამედ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმის წევრები არიან დაკრძალული.  ბათუმში 1921 წლის მარტში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის რაზმმა, რომელშიც შედიოდნენ როგორც რეგულარული ჯარის ჯარისკაცები, ასევე, ბათუმელი და ახლო-მახლო სოფლებიდან ჩამოსული მოხალისეები, შეძლო ბათუმის გათავისუფლება ოსმალებისგან. ბრძოლაში 84 ადამიანი დაიღუპა, …

ძველ ბათუმში 245 კვ.მ ფართობს მერია 1,2 მილიონ ლარად უპირობო აუქციონზე ყიდის

ძველ ბათუმში, ოთარ ჭილაძის [ყოფილი ელიავას] ქუჩაზე მდებარე სახლში, 245 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობს მერია აუქციონზე უპირობოდ ყიდის. ელექტრონული აუქციონი გასულ წელსაც იყო გამოცხადებული, თუმცა არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ქონების [არასაცხოვრებელი ფართობისა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის] საწყისი გასაყიდი ფასი უცვლელია – 1 217 176 ლარი, ბიჯი – 35 000 ლარი. აუქციონი დაწყებულია …

ძველ ბათუმში კიდევ ერთი ბელეტაჟი დაანგრიეს

დღეს, 19 დეკემბერს, ძველ ბათუმში, კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ბელეტაჟის ტიპის სახლი დაანგრიეს. სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ ის ისტორიული დაცვის ზონაშია, დასანგრევად სჭირდებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული ზონალური საბჭოს თანხმობა. მაზნიაშვილისა და მელაშვილის ქუჩის კუთხეში [#7/19] მდგარი ერთსართულიანი სახლის ნაცვლად მეპატრონე აქ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებს. ამ …

რა ხდებოდა ბათუმში, როცა ქალაქს ბრიტანელები მართავდნენ – 18 თვე ისტორიიდან

„ეს მსხვერპლი მშვიდობისთვის იყო გაღებული,“ – აღნიშნა ბათუმში ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავთან დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა. ელჩმა, რომელიც ბათუმის მერთან და განათლების მინისტრთან ერთად გუშინ, 11 ნოემბერს მოინახულა მემორიალი, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პატივი მიაგო თანამეგობრობის ქვეყნების დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. 68 ბრიტანელი ჯარისკაცის საფლავი ბათუმში 2013 წელს აღმოაჩინეს და მემორიალიც მოაწყვეს. დადგინდა, რომ ბრიტანელების …

დიახ, ასეთი განაშენიანება გვქონდა ანუ „გაიგე ბათუმზე მეტი“ 

ბათუმში, ევროპის მოედანზე, ისტორიული შენობების ფოტოები გამოფინეს. აქ მოსულ დამთვალიერებელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ გამოფენა სხვა ქალაქის ფოტოებსაც აერთიანებდა, სინამდვილეში კი ასე არ ყოფილა. „ვუხსნიდი, რომ დიახ, ეს ბათუმია და ასეთი განაშენიანება გვქონდა“, – გვიყვება აზა გაბუნია, ავტორი პროექტისა – „გაიგე ბათუმზე მეტი“. ისტორიული შენობების ფოტოგამოფენა ბათუმში მეორე აქტივობაა, რაც ამ პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. „პროექტი ხორციელდება …

ძველი ბათუმის ფოტოების გამოფენა ევროპის მოედანზე

ხვალ, 9 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაიმართება გამოფენა „ძველი ბათუმის ცნობილი და ნაკლებცნობილი ფოტოები“. ფოტოგამოფენა, რომელიც დაიწყება 17:00 საათზე, ეწყობა პროექტის – „გაიგე მეტი ბათუმზე“ ფარგლებში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერის, შოთა გუჯაბიძის პირადი არქივიდან. ღონისძიების ხელმძღვანელის, აზა გაბუნიას თქმით, გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ძველი ბათუმის როგორც ცნობილი, ასევე აქამდე უცნობი კადრების ნახვაც: „სხვადასხვა …

5 სახლის ისტორია ბათუმში

ბათუმში სეირნობისას ალბათ არაერთ ძველ შენობასთან შეჩერებულხართ და გიფიქრიათ – როდის აშენდა ეს სახლი? ვის ეკუთვნოდა? რა ამბებს ინახავს ძველი კედლები? ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით ბათუმის 5 ძველი სახლის შესახებ, რომელთაც ქალაქის ისტორია უკავშირდება. ატლანტები თეთრ შენობაზე – ნიკოლოზ საბაშვილის სახლი ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე  თეთრი სახლი დგას, ფასადზე გამოსახული ატლანტებით. …

ინსტალაცია – „ქალაქი ბეტონის ყუთში“

ინსტალაცია – „ქალაქი ბეტონის ყუთში“ დღეს, 23 ოქტომბერს, სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმის ბულვარში, თეთრი კოლონადების გვერდით განათავსეს. პერფორმანსი გამოხატავს დღევანდელი ბათუმის მდგომარეობას. იმას, თუ როგორ იკარგება სივრცეები და როგორ იქცა სამშენებლო ხმაური ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად. „ინსტალაციაში მოქცეულია ძველი ბათუმის ექსპოზიცია, რაც  ერთგვარი სიმბოლოა იმის, როგორი იყო ეს ქალაქი და რად იქცა. მიტაცებული სივრცეების, სამშენებლო პროცესების გამო …

ყველა სართულზე გამოყენებული შპრიცები და მარიხუანის „ბონგები“ – კიდევ 1 კორპუსი ბათუმში

ეს სახლი ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე დგას, პიაცას გვერდით, №35-ში. როგორც აქ მცხოვრებლები ჰყვებიან, 2013 წელს კომპანიამ „სახლი პიაცასთან” დაანგრია ორი იტალიური ეზო და ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ ინვესტორმა ვეღარ დაასრულა სახლი, ბინების განშლა ვერ მოახერხა და დარჩა ერთმანეთთან უბრალოდ კიბით დაკავშირებული სართულები. პიაცასთან მშენებარე კორპუსში შესახლებულებმა მას შემდეგ მომართეს „ბათუმელებს“ პრობლემის გაშუქების თხოვნით, …

იტალიელი დიპლომატი ბათუმზე: საერთო შფოთის მიუხედავად ხალხი სეირნობს და „კარმენს“ უსმენს

იტალიელი ისტორიკოსი, დიპლომატი და მოგზაური, ლუიჯი ვილარი, 1876 წელს დაიბადა. ის იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის პარალელურად საგაზეთო გამოცემების კორესპონდენტადაც მუშაობდა. იყო იტალიის ვიცე-კონსული 1906-1910 წლებში ამერიკის სამ ქალაქში: ნიუ ორლეანში, ფილადელფიასა და ბოსტონში. ამერიკაში გამგზავრებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე კი რუსეთის იმპერიაში იმოგზაურა და 1905 წელს საქართველოში ჩამოვიდა. ვილარის ბევრი წიგნი აქვს დაწერილი მოგზაურობაზე. …

კულინარიული თავგადასავალი ძველ ბათუმში

ავტორი: ზაურ მარგიევი რა ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ და რა კერძებს მიირთმევდნენ ბათუმში საუკუნის წინ? მოდით, მოვაწყოთ პატარა გასეირნება არც თუ ისე შორეულ წარსულში, გავისეირნოთ ჩვენი ქალაქის დუქნებში, რესტორნებსა და ლუდხანებში. გადავხედოთ მენიუს, რას გვთავაზობდნენ ბათუმური კაფეები. მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ლონდონში“, ამავე სახელწოდების პირველი კლასის სასტუმროსთან მდებარე რესტორანში, მიხაილოვისა და ოგლობჟინსკის ქუჩების კვეთაში. …

ბათუმის ყველაზე ძველი ფერადი ჩანახატი კაპიტან ჰაიდ პარკერისგან

1853 წელს დიკინსონის გამომცემლობამ ლონდონში 11 სურათისგან შემდგარი ალბომი გამოაქვეყნა. ალბომს ერქვა „ჩანახატები შავიზღვისპირეთიდან“. ჩანახატების ავტორი ბრიტანელი საზღვაო კაპიტანი, ჰაიდ პარკერი იყო. ჩანახატების მიხედვით, მერე მაღალპოლიგრაფიულ დონეზე შექმნილი ფერადი ლითოგრაფიებიც დაიბეჭდა. პუბლიკაცია „ბათუმი და შავიზღვისპირეთი ბრიტანული საზღვაო კაპიტნის ჰაიდ პარკერის ჩანახატებში“ ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრმა გამოსცა, პუბლიკაციის ავტორი მკვლევარი გიორგი სორდიაა. „ბათუმი – საქართველოს …

„თავდასხმა“ ქალაქის უფროსის სახლზე – ნამდვილი დეტექტივი ძველი ბათუმიდან

ძველი გაზეთების დათვალიერებისას ერთ საინტერესო ცნობას წავაწყდი. 1883 წლის მაისში „დროებას“ პირველ გვერდზე გამოუქვეყნებია ტელეგრამა ბათომიდან, რომელშიც იუწყება, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, კოწია ერისთავი და ძმები შაშიკაშვილები გაამართლეს, ადვოკატი ხელში აყვანილი გამოიყვანეს დარბაზიდანო. ტელეგრამა აღელვებული კორესპონდენტის ნაწერს ჰგავს. უცებ მიხვდები, რაღაც განსაკუთრებულ ამბავთან უნდა გვქონდეს საქმე. და ასეცაა. ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში …

Exit mobile version