დემოკრატიის ინსტიტუტი 1188 ყოფილ პატიმარს და მათი ოჯახის წევრებს დაეხმარა – NGO-ს 3 წლის შედეგი

29 ნოემბერს რედისონ ბლუ ბათუმში ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ შეხვედრა გაიმართა, სადაც ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების“ მხარდაჭერის პროგრამა შეაჯამეს. პროექტი სამი წლის განმავლობაში ეხმარებოდა ბენეფიციარებს ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები ჩართულები იყვნენ დასავლეთ საქართველოს ოთხი რეგიონიდან: აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელო – ზემო სვანეთიდან. პროექტის მრავალფეროვანი სერვისებით  ჯამში 1188 …

გურიაში ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დასასაქმებლად ორი საწარმო გაიხსნა

ნოემბრის მიწურულს გურიაში ორი სოციალური საწარმო გაიხსნა, სადაც, ქართულ რეალობაში პირველად, მხოლოდ ყოფილი პატიმრები, მათი ოჯახის წევრები და პრობაციონერები დასაქმდნენ. ქაღალდის პარკების საამქრო გურიაში ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს აწარმოებს. საწარმოში ყოფილი პატიმრები კონკურსის წესით დასაქმდნენ. მოთხოვნის შესაბამისად, საწარმოს ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზება ძირითადად გურიისა და ახლომდებარე რეგიონების ბაზარზე იგეგმება. მეორე სოციალური საწარმოში, გურიაში, სადაც ყოფილი პატიმრები …

გურიაში 2 სოციალური საწარმო ყოფილი პატიმრებისთვის ვაკანსიებს აცხადებს

გურიაში 25 ნოემბრიდან ერთ სივრცეში განთავსებული ორი სოციალური საწარმო იხსნება – ერთ საწარმოში ქაღალდის პარკებს დაამზადებენ, მეორეში კი – ქვის გრავირებაზე იმუშავებენ. საწარმოები ვაკანტური სამუშაო ადგილების დასაკავებლად საჯარო კონკურსს აცხადებენ. დასაქმების მსურველი ყოფილი პატიმარი უნდა იყოს და ბოლო ათი წლის განმავლობაში ციხეში არანაკლებ 6 თვე უნდა ჰქონდეს გატარებული, დასაქმება შეუძლიათ ასევე პირობით მსჯავრდებულებს – პრობაციონერებსა …

ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისას ოჯახის მხარდაჭერა გადამწყვეტია

საპატიმროშივე მზადება თავისუფლებისთვის, დასაქმების ხელმისაწვდომი სამედიცინო და იურიდიული სერვისები – ეს იმ კომპონენტების არასრული ჩამონათვალია, რაც ყოფილ პატიმრებს უპირობოდ სჭირდებათ გათავისუფლების შემდეგ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისთვის, საზოგადოებაში დასაბრუნებლად. ზემოთჩამოთვლილი სერვისების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია ყოფილი პატიმრებისთვის იზოლაციისშემდგომ პერიოდში ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხარდაჭერა. მეტიც, ამგვარი მხარდაჭერის არარსებობის დროს მხოლოდ სახელმწიფოსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შეთავაზებული ინსტრუმენტები უფუნქციო ხდება. როგორც …

10 წელი ვიყავი პატიმარი, მაგრამ ვიცოდი, გათავისუფლების შემდეგ რას გავაკეთებდი

საპატიმროში გიორგი აზნაუროვმა თითქმის ათი წელი გაატარა. თავისუფლების მრავალწლიანი აღკვეთის შემდეგ, ძირითადად, გარემოსთან ადაპტაცია ძალიან უჭირთ, თუმცა გიორგი ამ მხრივ გამონაკლისია. როგორც გვეუბნება, მისი წინაპრები დურგლები იყვნენ და გათავისუფლების შემდეგ თავადაც ზუსტად იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. საკუთარ სახლში ხის სახელდახელო საამქრო მოაწყო, მართალია, ოზურგეთში, სადაც ის ცხოვრობს ხის ავეჯს იშვიათად ყიდულობენ, მაგრამ როგორც თავად ამბობს, …

მარწყვისა და ჟოლოს მეურნეობა ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების დასასაქმებლად

კენკროვანების მეურნეობა, სადაც ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები საქმდებიან ,,გაუმართლა ჩემს ქმარს, რომ ხელოსნობა იცის, რემონტის გაკეთება შეუძლია. როცა რემონტი სჭირდება ვინმეს, ნასამართლობის ცნობას არ სთხოვენ. ეს საქმე რომ არა, ვერსად იმუშავებდა,“ – ამბობს ნინო (სახელი შეცვლილია). ნინოს მეუღლე ყოფილი პატიმარია და მუშაობის დაწყების ყოველი მცდელობისას, ყველა ტიპის სამსახურში, როგორც ნინო ამბობს, ნასამართლობის ცნობას …

ვიცი, ეს ხალხი როგორი დათრგუნულიცაა – ფიზიკოსი, რომელიც ყოფილ პატიმრებს ასაქმებს

,,ფუტკრები მყავდა, ათი სკა. ვმეგობრობდით მე და ეს ფუტკრები. მერე დამიჭირეს. ციხიდან რომ გამოვედი, აღარ დამხვდნენ, გაფრენილან. იყო სოფლის მეურნეობის პროგრამა, დავწერე პროექტი და არ დამიფინანსეს. დაპატიმრებამდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მობილური ოპერატორის დასავლეთ საქართველოს მიმართულების ენერგეტიკული სამსახურის მენეჯერი ვიყავი. დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აჭარაშიც, ანძების თითქმის 90 % ჩემი გაკეთებულია. გათავისუფლების შემდეგ ნასამართლობის გამო კომპანიაში …

სოციალური საწარმოები, სადაც ყოფილი პატიმრები დასაქმდებიან

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ იმერეთში „გათბობა-გაგრილების მომსახურების სერვისი“ გახსნა ფონდ ,,აფხაზინტერკონტთან“ ერთად.  საწარმოში, სადაც მომხმარებელს სისტემის დამონტაჟების უსაფრთხო და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობენ, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები არიან დასაქმებულები. საწარმო „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში მოეწყო. დასაქმება საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ყოფილი პატიმრებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. საწარმოს გახსნის იდეაც ამ საჭიროებამ გააჩინა. სოციალური საწარმოა „აგამაც“, სადაც ასევე …

„როცა ოჯახის შექმნაზე მიდგება საქმე, ყოველთვის ახსენდებათ ჩემი ნასამართლობა“

გიორგით მოვიხსენიოთ, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა სახელი ჰქვია. აჭარის მაღალმთიანეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, 31 წლისაა და საპატიმროში ორი წელი გაატარა. ეს წლები მისთვის ხან დასაქმებისას იქცევა პრობლემად, ხანაც  წინაღობად, როცა საქმე ოჯახის შექმნას ეხება – ამიტომ პირობითად „გიორგი” გვთხოვს, მისი სახელი და გვარი არ გავთქვათ. ციხიდან ახალგამოსული იყო, როცა ერთ-ერთმა ბენზინგასამართმა სადგურმა ვაკანსია გამოაცხადა და …

როგორ დაკარგა მშენებარე კორპუსის გამო ოჯახმა შემოსავალი – მოქალაქე კომპანიის წინააღმდეგ

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ორსართულიანი, კერძოს სახლის გვერდით მშენებარე 16-სართულიანი კორპუსი რომან დუმბაძის ოჯახისათვის შემოსავლის დაკარგვის მიზეზი გახდა. რომან დუმბაძე ყოფილი პატიმარია. იგი 2018 წელს, შელაპარაკების საფუძველზე, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. მან საპატიმროში ერთი წელი გაატარა. აქამდე რომანის ოჯახი თავს ოთახების სეზონური გაქირავებით ირჩენდა და პარკინგისთვის აქირავებდა დიდ ეზოსაც. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ რომანი ვერც სახლს …

ინტერნეტპლატფორმები და ბიზნესის რეკლამა – ტრენინგი ყოფილი პატიმრებისთვის

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ციფრული ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მორიგი ტრენინგი ჩაატარა მსმენელებისთვის, რომლებიც ამავე ორგანიზაციის ბენეფიციარები არიან. ყოფილმა პატიმრებმა და პრობაციონერებმა, ასევე მათი ოჯახის წევრებმა, Facebook-ისა და სხვა ინტერნეტ პლატფორმების გამოყენებით, საკუთარი ბიზნესსაქმიანობის რეკლამის შესაძლებლობებზე მიიღეს ინფორმაცია. „Facebook-ის გამოყენება და ფოტოების ატვირთვა დღეს ყველას შეუძლია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ქსელი მიზნობრივად გამოიყენო შენი საქმიანობის რეკლამისთვის. …

ცნობილი ადამიანები ციხის გამოცდილებით

„აუტანელი იყო ციხეში ყოფა, რომ არ დავეძინებინეთ დარაჯები შუქს მთელი ღამის განმავლობაში არ აქრობდნენ, დღისით ძალიან ცხელოდა, ტემპერატურა დაახლოებით 40 გრადუსს აღწევდა. დღეში ერთ საპარსს გვაძლევდნენ, რომლითაც 44 კაცს საკნების განყოფილების ბოლოში მდგარ საშხაპეში უნდა გვესარგებლა. საშხაპე ნიჟარის ძირს დაახლოებით ოთხი ინჩის სისქის სიბინძურე ფარავდა. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც იქ ვიყავი, არც გამიპარსავს და …

საუკეთესო ფილმები ციხის ცხოვრებაზე

ციხის ცხოვრებაზე გადაღებული ფილმების უმრავლესობა ბოევიკია, იშვიათად, მაგრამ ამ თემაზე კომედიებსაც იღებენ. ციხესთან ასოცირდება ადამიანურ შიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი – თავისუფლების დაკარგვის შიში. მოცემულ ფილმებში  პატიმრების თვალით შიგნიდანაა დანახული ციხის ცხოვრება. ყველა თანხმდება, რომ დანაშაულისთვის სასჯელის მოხდა ლოგიკურია, მაგრამ ციხის თემაზე გადაღებულ ფილმებში ნაჩვენები გარემოებები მოვლენებს სულ სხვა მხრიდან წარმოაჩენს და მთავარი გმირების, პატიმრების …

როგორია იყო ყოფილი პატიმრის დედა

ოთხსულიან ოჯახში მარტო თვითონ მუშაობს. ამბობს, რომ ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის დაძლევა ორი საკერავი მანქანით და ერთი უთოთი შეძლო. კერავდა ყველაფერს, რასაც შეუკვეთდნენ. ასე გაუმკლავდა შვილის ექვსწლიან პატიმრობას. ამ დროს მეორე შვილი სტუდენტი ჰყავდა და მასაც უამრავი რამ სჭირდებოდა. ციცო ბოლქვაძე 40 წლისაა და ახლა საკუთარი, მცირე სამკერვალო აქვს. თუმცა მანამდე დიდ სამკერვალო კომპანიაში იყო …

მაჭახელას ხეობაში ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ექსკურსია გაიმართა

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარებმა  მაჭახელას ეროვნული პარკი დაათვალიერეს. მაჭახელასკენ მიმავალ გზაზე მათ მაჭახელას თოფის მონუმენტი, II მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი, ცხემლარას თაღოვანი ხიდი, დუნგას ჩანჩქერი და მუზეუმი მოინახულეს. მაჭახელას ხეობაში ბევრი მათგანი პირველად იყო. როგორც ყოფილი პატიმრები აღნიშნავენ, მათ დრო და შესაძლებლობა იშვიათად ეძლევათ ექსკურსიებისა და დასვენებისთვის. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ოთხ …

ყოფილი პატიმრების თექის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში

ბათუმის ცენტრალურ პარკში დღეს, 19 აგვისტოს, ფესტივალი „არგანი“ იხურება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კინოჩვენებები, წარმოდგენილია ფოტოების, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფოთოლა ლაგვილავას და ფატი გვიდიანს ამ გამოფენაზე საკუთარი კუთხე აქვთ და თექის შარფები, ნახატები, ხელნაკეთი ჩანთები და სუვენირები აქვთ წარმოდგენილი. ორივე მათგანისთვის ხელსაქმე შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. 62 წლის ფოთოლა ლაგვილავამ ხელსაქმე საპატიმროში ისწავლა და …

„თავისუფალ სივრცეში” ზურა გოგიბერიძის გამოფენა გაიხსნა

ბათუმის ,,თავისუფალი სივრცე“ (მის.: ქ. ბათუმი, ზ. გამსახურდიას #6) ზურა გოგიბერიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე ნახატები, ხატები და ჯვრებია წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრობითა და ნახატების შეძენით წვლილს შეიტანთ სიმბოლურად ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში დაბრუნების საქმეში, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. მხატვარი ზურა გოგიბერიძე ყოფილი პატიმარია,  ხატვით რვა წლის წინ, საპატიმროში დაინტერესდა, დღეს პირველად …

როგორ ეხმარება პატიმრების ოჯახებს დემოკრატიის ინსტიტუტი 

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს, რაც დასაქმების ხელშეწყობას, სამედიცინო და იურიდიულ მხარდაჭერას, რესოციალიზაციას გულისხმობს, თუმცა არა მხოლოდ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვისაც. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია – კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი ბავშვები, ხშირად მტკივნეულად განიცდიან მშობლების მდგომარეობას და განსაკუთრებულ, გულისხმიერ დამოკიდებულებას საჭიროებენ რთული პერიოდის …

თავიდან დაწყებული ცხოვრება – ყოფილი პატიმრები

„დემოკრატიის ინსტიტუტი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“  საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობას მცირე ბიზნესის წახალისების გზით, ტრენინგ-სემინარებში ჩართვას ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, უფასო იურიდიულ კონსულტაციებსა და სამედიცინო დახმარებას, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას. პროგრამის მიმდინარებისას ბენეფიციარები აღნიშნავენ, რომ …

ადამიანებს ვერ ვუგებ, ასე მოხდა ციხის შემდეგ – ვხატავ და სხვაგან ვარ

ვან გოგი და ლადო გუდიაშვილი გამორჩეულად უყვარს. ხუთი წლიდან ხატავს, სამხატვრო აკადემია დაამთავრა და მას შემდეგ ზეთით, გუაშით, ნახშირით, აკრილით მუშაობს. საპატიმროში ყოფნისას, სადაც საღებავები არ იყო, ასანთით ხატავდა მუყაოსა და კედლებზე. ციხიდან ნახატებს არ ატანდნენ და იქვე ჩუქნიდა პატიმრებს. მიშა ვაზაგაშვილი სასჯელს თითქმის 3-წელიწადნახევარი იხდიდა. „ციხის წლები? ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ვისთვის როგორ, მაგრამ …

ყოფილი პატიმრების ნახევარს უნვერსიტეტი და კოლეჯი აქვს დამთავრებული – კვლევა

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – დასაქმება მრავალი მიზეზითაა გამოწვეული: სამუშაო ადგილების სიმცირე, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისადმი დამსაქმებელთა დიდი ნაწილის დისკრიმინაციული დამოკიდებულება, განათლების დაბალი მაჩვენებელი, პროფესიული უნარჩვევების დეფიციტი და ა.შ. დემოკრატიის ინსტიტუტი წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარებს სწორედ დასაქმებით რეაბილიტაციაში ეხმარებიან ტრენინგ-სემინარებით, გადამზადების კურსებითა და მატერიალური თანადგომით – …

ბიზნესის მართვის სწავლება

როგორ უნდა მოვამზადოთ ბიზნესგეგმა, რა საკანონმდებლო ბაზის ცოდნაა აუცილებელი საქმიანობის სწორად დასაგეგმად, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის სახელის სწორად შერჩევა და შესაძლებელია თუ არა მსგავსი ბიზნესგეგმით დაფინანსების წყაროების მოპოვება – ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რის შესახებაც “დემოკრატიის ინსტიტუტის” ტრენერმა ისაუბრა. ტრენინგი “დემოკრატიის ინსტიტუტმა” ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის ჩაატარა. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში …

როგორ ცხოვრობენ ქალი პატიმრები ციხის შემდეგ

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში“ ჩართულია არაერთი ქალი, რომლებიც ხშირად თანხმდებიან ღიად ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებაზე, ციხის წლებსა და გათავისუფლებისშემდგომ სირთულეებზე. ყველა მათგანი „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარია. პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში. ჯულიეტა ფხაკაძემ საპატიმროში 6 წელი გაატარა. რთული …

ვინ ისარგებლა ყოფილ პატიმართაგან უფასო სამედიცინო გამოკვლევებით

გაუარესებული ჯანმრთელობა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, რაც ყოფილ პატიმრებს აწუხებთ. დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად  2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაც ყოფილი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩართვა შეუძლიათ როგორც ყოფილ პატიმრებს, ასევე მათ ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. პროექტის ბენეფიციართა საჭიროებები თავიდან მათი …

კრიმინალური წესებით ცუდი ტონია განათლების პროგრამებში ბენეფიციართა ჩართვა – კვლევა

თავისუფლების აღკვეთის მთავარი მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია რეაბილიტაციაა. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს აქვს ვალდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამები დროთა განმავლობაში მიუახლოვოს და დაუქვემდებაროს სტანდარტს. რამდენად შეესაბამება ყოფილი პატიმრების სარეაბილიტაციო პროგრამები სტანდარტებს საქართველოში, მოცემულია კვლევაში, რომელიც ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“ ჩაატარა. კვლევის დიდი ნაწილი ეთმობა პენიტენციურ სისტემაში და მის …

რა უნდა იყოს ციხის შემდეგ პირველი ნაბიჯი – დახმარების მსურველის პოვნა შესაძლებელია

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები სარგებლობენ სამედიცინო და იურიდიული მომსახურებით, დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით. სწორედ დასაქმებაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის. ყოფილი პატიმრები, რომლებსაც უკვე აქვთ პროფესია, მცირე ბიზნესის დაწყება სურთ ან აქვთ ასეთი საქმე და დახმარება სჭირდებათ – ხშირად …

„12 წლის შემდეგ ექიმთან პირველად ვარ“

„35 წლის ვარ, ექიმთან გამოკვლევებზე 12 წლის შემდეგ პირველად ვარ. ექიმთან ვიზიტი, კონსულტაცია თითქოს არ ღირს ძვირი და ხელმისაწვდომია, მაგრამ ვერ იმეტებ საკუთარი თავისთვის. კონსულტაციას ექოსკოპია, დანიშნულება და წამლები მოყვება, რასაც ვეღარ წვდები“, – ამბობს ყოფილი პატიმრის მეუღლე, ნინო (სახელი შეცვლილია) რომელსაც 25 აპრილს უფასოდ ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები ,,ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების გაძლიერების …

ბავშვები, რომლებიც კინოთეატრში პირველად მივიდნენ – „დემოკრატიის ინსტიტუტის” აქცია

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“ წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა. ეს კი, გარდა დასაქმების ხელშეწყობის, იურიდიული და სამედიცინო მხარდაჭერისა, გულისხმობს ბენეფიციართა წამახალისებელ, გასართობ და კულტურულ აქტივობებში ჩართვასაც. 26 აპრილს „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ბენეფიციართა შვილებისთვის სასიამოვნო საღამო მოაწყო. 20-მდე პატარა ბათუმის სამხატვრო სკოლაში …

რა უნდა შეიცვალოს ყოფილ პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამებში – რეკომენდაციები

დანაშაულის მიმართ ტრადიციული, კონსერვატიული მიდგომა უპირველეს მიზნად ისახავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის იზოლირებას, ლიბერალური მიდგომა კი გულისხმობს, რომ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებას, რომელმაც ვერ უზრუნველყო დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორების შემცირება (როგორებიცაა: სიღარიბე, უმუშევრობა და სხვ). ლიბერალური მიდგომის მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესი გულისხმობს არა სამართალდამრღვევის გამოსწორებას, არამედ მისი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას. არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის …

როგორ უბრუნდებიან საზოგადოებას დიდ ბრიტანეთში ყოფილი პატიმრები [კვლევა]

არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“-ის (ASB) 2017 წლის კვლევაში „ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია: საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“ დაწვრილებითაა განხილული, თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში პენიტენციური სისტემები. მათ შორის ინგლისისა და უელსის სისტემა. კვლევის მიხედვით, ინგლისსა და უელსში ყოფილი პატიმრების რეინტეგრაციაში აქტიურად არიან ჩართულები სათემო რეაბილიტაციის კომპანიები. ასე ეწოდება კომპანიებს, რომლებიც ყოფილ პატიმრებს ვაკანსიებს და საჭიროებებზე მორგებულ სარეაბილიტაციო სერვისებს …

თუ ხისგან რაიმეს დამზადებას აპირებთ, დაურეკეთ ყოფილ პატიმარს 

ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მცხოვრები 29 წლის გიორგი ვარდია ხის ოსტატია. ამზადებს ნებისმიერი ტიპის ავეჯს, საეკლესიო ნივთებს, თუმცა ხეზე მუშაობა არ კმარა ოჯახის სარჩენად და როცა შეკვეთები არ აქვს, გიორგი კაფელსაც აგებს შეკვეთით, ელექტრიკოსობასაც ითავსებს, ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. ყოფილ პატიმარს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი და პენსიონერი მამა ჰყავს. გიორგის პატარა კუთხე სახელოსნოსთვის შინ …

დასაქმება, ბინა და განათლება – რას სთავაზობენ ნორვეგიაში ყოფილ პატიმრებს [კვლევა]

ნორვეგიული ციხეები ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ საპატიმრო დაწესებულებად მიიჩნევა მსოფლიოში. აქვთ ყოფილ პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამებისა და განაჩენის გამოტანის ეფექტური პრაქტიკა. პენიტენციური სისტემის გამართულობასა და ეფექტურობაზე მიუთითებს ის, რომ ნორვეგიაში განმეორებითი დანაშაულის ყველაზე მცირე მაჩვენებელია მსოფლიოში. არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“-ის (ASB) 2017 წლის კვლევაში „ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია: საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“ დაწვრილებითაა განხილული, თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს …

ხელსაქმით გაყვანილი 7 წელი საპატიმროში

„ქუთაისში სადაც დასაქმება მოვინდომე, ხელფასი ყველაგან 300 ლარია, როგორ უნდა იცხოვრო ამ ხელფასით? ბაზარში ორჯერ წასვლას არ ეყოფა, თან თუ ორი მცირეწლოვანი გყავს შინ“ – ამბობს ყოფილი პატიმარი და ამით ხსნის, რომ თვითდასაქმება ურჩევნია. 62 წლის ფოთოლა ხისგან ჩარჩოებს, საქანელებს, სკამებს ამზადებს, თექაზე მუშაობს, ქსოვს, ქარგავს და ნამუშევრებს შეძლებისდაგვარად ყიდის. 7 წელი გაატარა საპატიმროში და …

რა სთავაზობენ პატიმარს დანიის ციხეში

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამას დემოკრატიის ინსტიტუტი საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. როგორია ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის საერთაშორისო პრაქტიკა? ამ კითხვაზე პასუხს ASB-ის 2017 წლის კვლევა სცემს, სადაც ევროპის ხუთი ქვეყნის მაგალითია მოყვანილი. ამჯერად დანიის პენიტენციური სისტემის თავისებურებებს შევეხებით. დანიაში თავისუფლებააღკვეთილი პირი ინარჩუნებს სამოქალაქო უფლებებს, შეუძლია არჩევნებში ხმის მიცემა და აქვს გამოხატვის თავისუფლება. …

როცა ყოფილი პატიმარი ათსულიან ოჯახს არჩენს

48 წლის ბადრი გობრონიძის ათსულიან ოჯახში, სადაც ის მეუღლესთან, დასთან, დედასთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს, მხოლოდ ორი ადამიანი მუშაობს – თავად ბადრი და მისი და. 8 წელი სახანძრო სამსახურში მუშაობდა და ინდმეწარმეობასაც ეწეოდა. 2009-2012 წლებში კი ბადრი ციხეში აღმოჩნდა – ფინანსური გადაცდომების ბრალდებით მიუსაჯეს პატიმრობა. ერთი მუხლით რვა წელს უსჯიდნენ, მერე მუხლით – ხუთს. …

პრობაცია ევროპაში [კვლევა]

  [checklist] ნორვეგია [/checklist] ნორვეგიაში არასაპატიმრო სასჯელი შეიძლება გამოიხატებოდეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ანაზღაურების გარეშე, ან სხვა სახის აქტივობებში (მაგალითად, განათლება, სხვადასხვა უნარების ტრენინგი, სამუშაო გამოცდილების შეძენა, მკურნალობა, მედიაცია და სხვ.). ამან ხელი უნდა შეუწყოს განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას. პრობაციის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო და პროფესიული განათლების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან და ასევე მუნიციპალიტეტებთან, რაც ხელს უწყობს არასაპატიმრო …

Exit mobile version