ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ ასაშენებლად ადგილი ჯერ ვერ იპოვა

ბათუმის მერიაში ჯერ ისევ არ აქვთ პასუხი კითხვაზე დაიწყება თუ არა 2026 წელს ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობა. „2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 100 ათასი ლარი გათვალისწინებულია ე.წ. იაფი სახლის პროგრამისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისამართების შერჩევა, რის შემდეგაც განხორციელდება პროექტის შესყიდვა“ – ეს პასუხი 2026 წლის აპრილში მივიღეთ. ერთი თვის შემდეგ მერიაში ისევ არ იციან სად და …

გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის აშენებას – რა წერია 2026 წლის ბიუჯეტში

გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის მშენებლობას იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ გამოსყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ? – ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთი მხრივ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მერია მომავალ წელს ახალი სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი სოციალური სახლის მშენებლობა კი არა, ისევ ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის, ანუ „იაფი სახლის“ მშენებლობაა დაგეგმილი. ბევრი …

რატომ ვერ დაიწყო იაფი სახლის მშენებლობა ბათუმში – რას [არ] ამბობს მერია

„იაფი სახლის“ მშენებლობა ბათუმში, გოროდოკის დასახელებაში მერიამ გასულ წელს დააანონსა, რის შემდეგაც მერიის შესაბამისმა სამსახურმა, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ბაზრის კვლევაც ჩაატარა. დოკუმენტების მიხედვით, მერიას ვოლსკის ქუჩაზე, #13-ში, 200 ოჯახზე გათვლილი კორპუსი უნდა აეშენებინა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. რა გახდა შეფერხების მიზეზი? – ამ კითხვაზე „ბათუმელები“ მერიისგან პასუხს ერთი კვირის განმავლობაში უშედეგოდ …

ბათუმში 200 ოჯახისთვის „იაფი სახლის“ მშენებლობას მერია გოროდოკში გეგმავს

ბათუმის მერია მორიგი „იაფი სახლის“ აშენებას გოროდოკის დასახლებაში, ვოლსკის ქუჩის 13 ნომერში გეგმავს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბაზრის კვლევის დოკუმენტების მიხედვით, მრავალბინიანი სახლი 200 ოჯახზე იქნება გათვლილი. სამმართველო ბაზრის კვლევას იმ ფასის დასადგენად ატარებს, რაც „იაფი სახლის“ მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის, სახლის პროექტის შედგენისა და მშენებლობისთვის იქნება საჭირო. თანხის ოდენობის დადგენის შემდეგ კი …

მერია „იაფი სახლების“ ფასადებს არემონტებს – დაიხარჯება 1 მილიონი

ბათუმში, 6 საცხოვრებელი კორპუსის ფასადების რეაბილიტაციაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ კორპუსებიდან ოთხი, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი ე.წ. „იაფი სახლებია“, ხოლო ორი – ტბეთის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი კორპუსი, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ. „დაზიანებული ფასადების რეაბილიტაციაზე“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2 294 763 ლარით გამოაცხადა. ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ტბეთის ქუჩაზე მდებარე ცხრასართულიანი …

გამოიყენებს მერია საბინაო ფონდს „იაფი სახლის“ პროგრამისთვის?

ხომ არ ვიფიქროთ „იაფი სახლის“ რაღაც ნაწილის საბინაო ფონდით ჩანაცვლებაზე? – ეს წინადადება ბათუმის საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გააჟღერა. ამ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი საბოლოოდ განიხილეს და შენიშვნებით დაუბრუნეს მერიას. საკითხის მომხსენებელმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვაჟა დარჩიას უპასუხა, რომ მას, როგორც მერის სათათბირო საბჭოს წევრს აქვს ინფორმაცია, …

მერიაში არ ამბობენ, როდის განახლდება იაფი სახლის პროგრამა ბათუმში

გრძელდება თუ არა იაფი სახლის პროგრამა, როდის დაიწყება განაცხადების მიღება მესამე ეტაპისთვის, სად აპირებს მერია სახლების მშენებლობას „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში და როდის? – ეს კითხვები „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე თითქმის ყოველდღე შემოდის. მკითხველი დაჟინებით ითხოვს პასუხებს, თუმცა ამ პასუხებს მერიაში ვერ გვაწვდიან. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პროგრამა გაგრძელდება, სხვა დეტალები კი ჯერ ცნობილი არ არის. არც …

რა პრინციპით გაანაწილა მერიამ „იაფ სახლში“ ბინები – 100 შერჩეული და 20 საჩივარი

ბათუმის მერიამ დღეს „იაფი სახლის“ პროგრამით გათვალისწინებული 100 ბინა გაანაწილა. ბინების გასაღებები დღეს, 14 სექტემბერს, პომპეზურად გადასცეს შერჩეულ ბენეფიციარებს ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მერის მოადგილემ ლელა სურმანიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ტიტე აროშიძემ და სხვა თანამდებობის პირებმა. კომისიის გადაწყვეტილებას პროგრამის მეორე ეტაპზე 294 ოჯახი ელოდა. „იაფ სახლში“ ბინების რაოდენობის შესაბამისად კომისიამ …

100 ბინა და 300-მდე განაცხადი – ისევ უცნობია, ვის შეხვდება ბინა იაფ სახლში

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იაფი სახლის პროგრამის ფარგლებში აშენებულ ოთხ კორპუსში ბინები დაკეტილია. მერიაში აცხადებენ, რომ პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში განაცხადების მიღება დასრულდა და ახლა მათი გადარჩევა-გადამოწმების პროცესი მიმდინარეობს. ჯავახიშვილის ქუჩაზე, 4-ხუთსართულიან 4 კორპუსში მერიამ 100 ბინა უნდა გაანაწილოს. შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებას კი 294 ოჯახი ელოდება. მერია ამ ეტაპზე ვერ აზუსტებს დაახლოებით რა ვადაში შეძლებს კომისია …

„იაფი სახლი“ – ვის ეხება შეცვლილი კრიტერიუმები და გრძელდება თუ არა განაცხადების შეტანა

ბათუმის მერიის „იაფი სახლის“ პროგრამაში ბოლო დროს დამტკიცებულმა ცვლილებებმა პროგრამის სავარაუდო ბენეფიციარებში კითხვები გააჩინა.მოქალაქეების ნაწილს, რომლებიც ამ კითხვებით რედაქციაში მოგვმართეს აინტერესებდა ეხებათ თუ არა დამტკიცებული ცვლილებები მათ, ვინც განაცხადი გასული წლის დეკემბრამდე დაარეგისტრირა. გარდა ამისა მოქალაქეებისთვის გაურკვეველი დარჩა დასრულდა თუ გრძელდება განაცხადების მიღება. „მერია უსამართლოდ მოგვექცა“  – აცხადებენ მოქალაქეები, რომლებმაც განაცხადები იმ იმედით დაარეგისტრირეს, რომ …

ვის შეუძლია „იაფი სახლის“ პროგრამაში მონაწილეობა – შეცვლილი კრიტერიუმები

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ პროგრამაში, კონკრეტულად კი ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმებში, რამდენიმე საკითხი დააზუსტა. გარდა ამისა, მერიამ, პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე #82-ში აშენებული სახლების განაწილების დაწყებამდე, ამ სახლებში ერთი კვ.მეტრის ფასი და ყოველთვიური სახდელის ოდენობა განსაზღვრა [ბინის ღირებულება]. ცვლილებები პროგრამაში ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჯავახიშვილის ქუჩაზე, #82-ში აშენებულ კორპუსებში ერთი კვ.მეტრის ფასი …

ვის მისცემ ხმას, როცა არჩევნების წინ ბინას გაძლევენ

ბათუმის მერია ცხრა წლის განმავლობაში გაწელილი „იაფი სახლის“ პროგრამის პირველი ეტაპის ფინალში გავიდა და ეს 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე ზუსტად ათი დღით ადრე მოახერხა. 21 სექტემბერს ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, „იაფ სახლში“ ბინა 40 ოჯახს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ გადასცეს. 40-მა მესაკუთრემ  მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, …

ბათუმში 4 სოციალურ სახლს ააშენებენ – 8,3 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმის ბიუჯეტიდან 8 371 976 ლარია გათვალისწინებული ჯავახიშვილის ქუჩაზე 4 სოციალური სახლის მშენებლობისთვის. ხუთსართულიანი კორპუსები ჯავახიშვილის N82-ში [ორბელიანის ქუჩის კვეთაში] უნდა აშენდეს. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ე.წ. „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში მერიამ 4 სახლი უკვე ააშენა. ეს პროგრამა მერიამ 2013 წელს დაიწყო, თუმცა ბინები ბენეფიციარებისთვის დღემდე არ გადაუცია. როდის დაიწყება ბინების გაცემა? – „ტექნიკური დეტალების დაზუსტება …

„იაფი სახლის“ აპლიკანტ ოჯახებს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია შეისწავლის

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ბენეფიაციარებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მიზნით, აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ა[ა]იპ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ შეისწავლის. ბათუმის მერიამ ასოციაციასთან ხელშეკრულება 26 500 ლარზე გააფორმა. ანუ ერთი ოჯახის მდგომარეობის შესწავლაში მერია 53 ლარს გადაიხდის. ტენდერი 48 000 ლარით იყო გამოცხადებული. სხვა პრეტენდენტები მერიას მომსახურებას გაცილებით ძვირად სთავაზობდნენ: ააოპ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ – …

„იაფ სახლში“ 1 კვ/მეტრის ფასი 320 აშშ დოლარი იქნება – ბათუმის მერიამ ბინების ფასები დაადგინა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ იაფ სახლში 1კვ.მ. – ის ფასი 1083 ლარი იქნება, რაც დაახლოებით 320 აშშ დოლარია – მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში ცვლილებები შეიტანა და ზუსტად განსაზღვრა ბინების ფასი ფართობების მიხედვით. ასევე დაადგინა გადახდის ყოველთვიური ტარიფი. განკარგულების პროექტის მიხედვით, თითოეული ბინის ფასი და მისი ყოველთვიური გადასახადი ინდივიდუალურად დააზუსტა. შესაბამისი ინფორმაცია განკარგულების პროექტს თან …

ვინ როდის მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – ინტერვიუ ბათუმის მერის მოადგილესთან

ადამიანებმა, რომლებიც გუშინ დილით „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში შეიჭრნენ, ტერიტორია დღეს, გამთენიისას დატოვეს. მანამდე ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა შენობიდან… სოციალურად დაუცველი ადამიანები ამბობენ, რომ ისევ ეცდებიან ბინების თვითნებურად დაკავებას – მიიჩნევენ, რომ მათაც ეკუთვნით ბინები, რომლებიც ქალაქში 2013 წლიდან შენდება და უკვე ორი წელია აშენებული ბინები ცარიელია. სოციალურად დაუცველი ადამიანები აცხადებენ, რომ …

მერიამ „იაფ სახლში“ განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო, აშენებული ბინები კი ჯერ არ გაუცია

„იაფ სახლში“ 40 ბინის გადაცემას ბათუმის მერია უახლოეს პერიოდში გეგმავს. დარჩენილი კიდევ 40 ბინის ბენეფიციარების შესარჩევად კი, განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადებულია. განაცხადების მიღება 2021 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე ეტაპზე შესული განაცხადებიდან ბენეფიციარებს მერია 2021 წლის დეკემბრამდე შეარჩევს, რისთვისაც 10 მარტს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებული შეისწავლის ასევე პირველ ეტაპზე შესული განაცხადებიდან შერჩეულ ბენეფიციარებსაც. ბინები …

,,იაფი სახლის” კორპუსში მოქალაქეები ისევ შეიჭრნენ

ბათუმში, „იაფი სახლის“ ერთ-ერთ კორპუსში, რომელიც ჯავახიშვილის ქუჩის N78-ის მიმდებარედ მერიამ ააშენა, მოქალაქეები შეიჭრნენ. სამართალდამცავებმა ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. სახლის ეზოში ახლა ათობით მოქალაქე და სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ბათუმის მერიის მიერ აშენებული ხელმისაწვდომი „იაფი სახლის“ კორპუსებში, ბათუმის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის მიხედვით, 2021 წელს ქალაქის მერიამ საცხოვრებელი ბინა 80 ოჯახს უნდა გადასცეს. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ …

მოქალაქეებისგან დასაცავად „იაფი სახლის“ ფანჯრებზე ბათუმის მერია გისოსებს აწყობს

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ 4 საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე [ჯამში 121 კვ.მ] გისოსების მოწყობაზე ბათუმის ბიუჯეტიდან 6 500 ლარი დაიხარჯება. გისოსები სახლის ფანჯრებზე დამონტაჟდება. საცხოვრებელი სახლების „პირველი სართულის ღიობების რკინის გისოსებით შეფუთვის სამუშაოების შესრულება უმოკლეს ვადაში“, მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დაავალა. საცხოვრებელ სახლებში 2021 წლის 14 თებერვალს მოქალაქეები …

ბათუმის მერია იაფი სახლის კრიტერიუმებს ისევ აზუსტებს

ბათუმის მერიას იაფი სახლის კრიტერიუმებში დაზუსტებების შეტანა სურს, შესაბამისი მოთხოვნა საკრებულოში დასამტკიცებლად უკვე გადააგზავნეს. განკარგულების პროექტის მიხედვით კრიტერიუმებს რამდენიმე ახალი ჩანაწერი  ემატება . მთავარი სიახლე კი პროგრამის სავარაუდო ბენეფიარის სარეიტინგო ქულის განსაზღვრაა. ახლი ჩანაწერის მიხედვით ეგრეთ წოდებულ იაფ სახლში ბინის შეძენის მსურველი არ უნდა მიკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველთა ჯგუფს, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001 – მდეა. …

ბათუმში წელს 80 ოჯახს გადასცემენ ბინას „იაფ სახლში“

ბათუმის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამის მიხედვით, 2021 წელს ქალაქის მერიამ საცხოვრებელი ბინა 80 ოჯახს უნდა გადასცეს. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოჯახებს/ბენეფიციარებს ხელმისაწვდომი საცხოვრისის [იაფი სახლის] პროგრამის ფარგლებში შეარჩევენ. მერიაში ამ პროგრამის ფარგლებში ბინის მსურველთა 245 განაცხადია შესული. 2021 წელს, „ბენეფიციართათვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის მიზნით განხორციელდება აპლიკანტი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა – ოჯახებში ვიზიტი და ინტერვიუს წარმოება-ანკეტის …

როდის ააშენებს ბათუმის მერია 4 სოციალურ სახლს ჯავახიშვილის ქუჩაზე

ბათუმში, ჯავახიშვილის N82-ში, ქალაქის მერია ხუთსართულიანი 4 კორპუსის აშენებას გეგმავს. აქედან 1 კორპუსის პროექტი, როგორც მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, უკვე შესყიდულია. 3 კორპუსის პროექტის შესყიდვაზე კი ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. „სოციალური სახლების“ მშენებლობისთვის საჭირო თანხა ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. „თუ გამოინახება შესაბამისი ფინანსები, ეკონომიის ხარჯზე, ან სხვა კუთხით, …

ვინ [ვერ]მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერია კრიტერიუმებს ცვლის

ბათუმის მერიას „იაფი სახლის“ პროგრამაში ცვლილებები შეაქვს. მერია კრიტერიუმებს იმ დროს ცვლის, როცა 245 ოჯახის განაცხადი უკვე შესულია და მათი შესწავლა დაწყებული. მერიას გასანაწილებელი მხოლოდ 40 ბინა აქვს. „დაზუსტდა წესი, რომელმა ოჯახმა რამდენოთახიანი ბინა უნდა მიიღოს“ – გვითხრეს მერიაში. განაცხადების შეტანის ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. დოკუმენტების შესწავლა/ოჯახების შერჩევა კი, მერიის ინფორმაციით, გრძელდება. პროგრამაში ერთ-ერთი ცვლილებით, …

ბათუმში 3 სოციალურ სახლს ააშენებენ – მერია ამჯერად კორპუსების პროექტებს შეისყიდის

ბათუმის მერია ჯავახიშვილისა და ორბელიანის ქუჩების კვეთაში სამი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. სამომავლოდ ამ „სოციალურ სახლებში“ ბინები „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში გაიცემა თუ არა, ჯერ-ჯერობით მერიიდან პასუხი არ გვაქვს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ კორპუსების დაპროექტებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. 3 კორპუსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 50 ათასი ლარია გამოყოფილი. დოკუმენტაცია, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების …

„იაფ სახლში“ 40 ბინას 245 ოჯახი ითხოვს – მერიაში განცხადებებს სწავლობენ

ბათუმის მერია 245 განაცხადს სწავლობს, რომლებითაც მოქალაქეები „იაფ სახლში“ ბინებს ითხოვენ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში ბათუმში 2 კორპუსი აშენდა, ჯამში 40 ბინა. განაცხადების მიღება 30 სექტემბერს დასრულდა. „იაფ სახლში“ ბინებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. პროგრამა ბინების 15 წლის ვადაში გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი კი გადაცემული ფართობის თვითღირებულება იქნება. თავდაპირველად განაცხადების …

ვითხოვ დასაქმებას, რომ ოჯახი მშიერი არ დამეხოცოს – კაცი მთავრობის სახლთან

„პანდემიის დროს განსაკუთრებით გაჭირდა სამსახურის პოვნა. ყველგან მეუბნებიან, რომ ვაკანსია კი არა, ვინც ჰყავდათ, ისინიც შეამცირეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები აკაკი დავითაძე. მას აჭარის მთავრობის სახლთან შევხვდით. მოქალაქე სამუშაოს ითხოვს, ასევე „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვას. აკაკი დავითაძის შესახებ „ბათუმელები“ 2020 წლის იანვარშიც წერდა. მაშინ ის თირკმლის გაყიდვას აპირებდა. აკაკი დავითაძე 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა. ახლა …

ბათუმის მერიას 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს

ბათუმის მერიას, მათივე მონაცემებით, 115 ბინა აქვს, სადაც არავინ ცხოვრობს. აქედან 40 ბინა „იაფ სახლშია“ ჯავახიშვილის ქუჩაზე. დანარჩენი 75 ბინა კი, მერიას ლერმონტოვის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის, გორგასლისა და ჯავახიშვილის კვეთაში, ჟიული შარტავას გამზირზე და აღმაშენებლის ქუჩებზე აქვს. მერიის თავისუფალი ბინების საერთო ფართობი 7 161 კვ/მეტრია. ბოლო ექვს წელში კი მერიაში, ბინის მოთხოვნით, ათასამდე განცხადება შესულა. …

2000-ზე მეტი ოჯახი აჭარაში ბინის მიღებას სახელმწიფოს დახმარებით ცდილობს

მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც სამთავრობო კომისიამ შეადგინა ე.წ. ოცნების ქალაქში დაპირებულ ბინას 1607 ოჯახი ელოდება. სამთავრობო კომისიამ მუშაობა დაასრულა და მონაცემების გაფილტვრა დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა შეისწავლის ამ ოჯახებიდან რომელიმეს ხომ არ აქვს ინდივიდუალური საკუთრება, თუ დახმარება რეალურად სჭირდება. კომისიის თავმჯდომარის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით [რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა], ამ პროცესში საერთაშორისო …

„იაფი სახლის“ პროგრამა შემდეგი კვირიდან განახლდება – ლაშა კომახიძე

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით განაცხადების მიღება-გადარჩევის პროცესი განახლდება, პროგრამა კოვიდ 19-ის გამო იყო შეჩერებული.  შემდეგი კვირის დასაწყისში მერია ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ახალ ინფორმაციას გააჟღერებს, ამის შესახებ ლაშა კომახიძემ „ბათუმელებთან“ საუბრისას განაცხადა. ოჯახები, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, პროგრამის ფარგლებში მერიამ ხელმისაწვდომი საცხოვრისით უნდა უზრუნველყოს. პროგრამა ბინების გადაცემას 15 წლის ვადით, გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი …

40 ბინა, 560 მსურველი და 2 განაცხადი – „იაფი სახლზე“ საბუთების მიღება გრძელდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 11 მარტის მდგომარეობით, სერვისცენტრებს „იაფ სახლში“ ბინის მისაღებად 560-მა მოქალაქემ მიმართა. სერვისცენტრებმა კი მხოლოდ 2 მოქალაქის განაცხადი დაარეგისტრირეს. „სერვისცენტრებმა მიიღეს მხოლოდ ის განაცხადები, რომლებსაც თან ახლდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის წარმოდგენაც შესაბამისი პროგრამით აუცილებელია“, – გვითხრეს მერიაში. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამაში ჩართვის მიზნით განაცხადების მიღება ბათუმის მერიის სერვისცენტრებში 2020 წლის 2 მარტს დაიწყო …

როგორ ჩავერთოთ „იაფი სახლის“ პროგრამაში – ინსტრუქცია

„იაფ სახლში“ ბინის მსურველი, ხელმისაწვდომი საცხოვრისის [„იაფი სახლის“] პროგრამაში რომ ჩაერთოს, პირველ რიგში უნდა აკმაყოფილებდეს ამ პროგრამის კრიტერიუმებს, შემდეგ კი, ბათუმის მერიის ნებისმიერ სერვისცენტრში უნდა აიღოს და შეავსოს სპეციალური განაცხადის ფორმა. [toggle title=”კრიტერიუმები ნახეთ აქ:“] „ხელმისაწვდომი საცხოვრისის” პროგრამაში მონაწილეობისთვის ოჯახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ოჯახის საერთო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 1-სულიანი ოჯახებისთვის 1200 ლარს, 2-სულიანისთვის …

რა ღირს ბინა „იაფ სახლში“

ბათუმის მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღებას 2020 წლის 2 მარტიდან დაიწყებს. განცხადებების მიღება 29 მაისს დასრულდება. ამ თემაზე ვრცლად: ბათუმის მერია „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღებას 2 მარტიდან დაიწყებს ნახეთ „იაფი სახლის“ ფარგლებში ამ ეტაპზე გასანაწილებელი 40 ბინის ფასი: მისამართი: ბათუმი, ივანე ჯავახიშვილის ქ. #78ბ [კორპუსი „გ“]: მისამართი: …

ვინ მიიღებს „იაფ სახლს“ – ლაშა კომახიძემ კომისია შექმნა

„იაფ სახლთან“ დაკავშირებით ბათუმის მერის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც შევლენ. აღნიშნული კომისია განიხილავს კონსულტანტის მიერ წარმოდგენილ შედეგებს და ქალაქის მერს მისცემს რეკომენდაციას ამ შედეგების დამტკიცებასა და პროგრამით მოსარგებლე ოჯახების განსაზღვრაზე. რაც შეეხება კონსულტანტს, მერია მას სახელმწიფო შესყიდვების [ტენდერის] საშუალებით შეარჩევს. სწორედ კონსულტანტი შეისწავლის-გადაარჩევს მერიაში შესულ განაცხადებას [რომლებიც ფორმალურად აკმაყოფილებენ პროგრამით სარგებლობის …

ბათუმის მერია „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღებას 2 მარტიდან დაიწყებს

ბათუმის მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღებას იწყებს. მერიის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 2020 წლის 2 მარტიდან დაიწყება და 29 მაისს დასრულდება. აპლიკანტებმა მერიის სერვისცენტრებში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: შევსებული განაცხადის ფორმა ოჯახის წევრთა პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლები ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები (პირადობის მოწმობის არარსებობის …

მერია „იაფ სახლზე“ მოქალაქეების განცხადებებს ჯერ არ მიიღებს

ბათუმის მერი, მომდევნო კვირის ბოლომდე [15 თებერვლამდე] გამოსცემს ბრძანებას, რომლის საფუძველზეც „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღება დაიწყება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქალაქის მერიის პრესსამსახურში უთხრეს. აღნიშნული ბრძანება მერმა, ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის განხორციელებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ უნდა გამოსცეს. მერიის ინფორმაციით, ბრძანებაში იქნება გაწერილი განცხადების მიღების პროცედურები, თუ რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ მოქალაქეებმა. უკვე …

როდის დაიწყება „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღება – მერიის განმარტება

ბათუმის მერიისგან მოწოდებული ინფორმაციით, ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მუშავდება ქალაქის მერის ბრძანების პროექტი. მერია პროგრამის ფარგლებში ბინის შეძენის მსურველთა განცხადებების მიღებას, სწორედ ამ ბრძანების მიღების შემდეგ გამოაცხადებს. „ბრძანებაში იქნება გაწერილი განცხადებების მიღების პროცედურები, თუ რა უნდა წარმოადგინონ და ა.შ. ბრძანება დაახლოებით 10 დღის შიგნით მომზადდება. ამიტომ, კონკრეტული თარიღი, …

Exit mobile version