მთავარი,სიახლეები

მერია „იაფ სახლზე“ მოქალაქეების განცხადებებს ჯერ არ მიიღებს

08.02.2020
მერია „იაფ სახლზე“ მოქალაქეების განცხადებებს ჯერ არ მიიღებს

ბათუმის მერი, მომდევნო კვირის ბოლომდე [15 თებერვლამდე] გამოსცემს ბრძანებას, რომლის საფუძველზეც „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღება დაიწყება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქალაქის მერიის პრესსამსახურში უთხრეს.

აღნიშნული ბრძანება მერმა, ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის განხორციელებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ უნდა გამოსცეს. მერიის ინფორმაციით, ბრძანებაში იქნება გაწერილი განცხადების მიღების პროცედურები, თუ რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ მოქალაქეებმა.

უკვე ცნობილია ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის მონაწილე. ასევე ცნობილია იმ ბინების ფასები, რომლებიც ამჟამად უნდა განაწილდეს. ბინის საფასური მომავალმა მესაკუთრემ 15 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

მშენებარე [წინა ხედი] და უკვე აშენებული „იაფი სახლები“ ჯავახიშვილის ქუჩაზე ბათუმში. აქ პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი ასეთი კორპუსი აშენდება / ფოტო: „ბათუმელები“ / 8.02.2020

ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ, ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულდა. კორპუსებში, ყველა ბინა გარემონტებულია. ორივე კორპუსში, ჯამში, ერთ-ორ-და სამოთახიანი 40 ბინაა. სახლების მშენებლობაზე ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე იყო გაფორმებული.

იმავე მისამართზე კიდევ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. ხელშეკრულება 2 317 747 ლარზეა გაფორმებული. ამ კორპუსების მშენებლობა 2020 წლის 23 მარტს უნდა დასრულდეს.

„იაფი სახლი“ ბათუმში / 8.02.2020 / ფოტო: „ბათუმელები“

„იაფი სახლი“ ბათუმში / 8.02.2020 / ფოტო: „ბათუმელები“

„იაფი სახლი“ ბათუმში / 8.02.2020 / ფოტო: „ბათუმელები“

„იაფი სახლი“ ბათუმში / 8.02.2020 / ფოტო: „ბათუმელები“

„იაფი სახლი“ ბათუმში / 8.02.2020 / ფოტო: „ბათუმელები“

„იაფი სახლი“ ბათუმში / 8.02.2020 / ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: