„იაფი სახლის“ 40 ბინა – თითოეულის ფართობი, ღირებულება და ყოველთვიური გადასახადი

ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროგრამის ფარგლებში გასანაწილებელი 40 ბინის შესახებ მონაცემები ბათუმის მერიამ ქალაქის საკრებულოში გადააგზავნა. საკრებულო საკითხს დღეს, 30 იანვარს, განიხილავს. დამტკიცების შემთხვევაში კი, მერია ბინების ბენეფიციარებზე გაცემას დაიწყებს. ამ თემაზე: ვინ და რა ფასად მიიღებს ბინას „იაფ სახლში“- მერიამ კრიტერიუმები დააზუსტა „პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ ფარგლებში, პირველი ეტაპის დასრულების [ამ განკარგულების ძალაში შესვლის …

ვინ და რა ფასად მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – მერიამ კრიტერიუმები დააზუსტა

ბათუმის მერიამ დააზუსტა ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროგრამის ფარგლებში შეირჩევა ოჯახები, რომლებსაც ბინები გადაეცემათ. განისაზღვრა ყოველთვიური გადასახადის ოდენობა და პერიოდი, თუ რა დროში გამოისყიდიან ბინებს ახალი მესაკუთრეები. შესაბამისი კანონპროექტები მერიამ ქალაქის საკრებულოში უკვე გადააგზავნა დასამტკიცებლად. საკითხი საკრებულოს ხვალინდელი, 30 იანვრის, სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. დოკუმენტების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში 4 კორპუსი …

გასულ წელს მოვიფიქრე, თირკმელს გავყიდი-მეთქი – არ მინდა, ჩემი შვილებიც ქუჩაში დარჩნენ

ავტორი: აკაკი დავითაძე 6 წლიდან ქუჩაში ვცხოვრობ. არ მინდა, ჩემი შვილებიც ქუჩაში დარჩნენ. გოგო უკვე 9 წლისაა, ბიჭი – 7 წლის… თქვენთან მოსვლამდე ბათუმის მერთან ვიყავი და მთავრობაშიც. მე ვითხოვ თავშესაფარს, ან ბინას, რომელსაც ნელ-ნელა შევისყიდი. ბათუმში ვცხოვრობ. აჭარის მთავრობაში მითხრეს, ბინა რომ მიიღო, ან ლტოლვილი უნდა იყო, ან ეკომიგრანტიო. მერიაშიც მასე – სტაბილური შემოსავალი …

“ასე ჩავრჩით ჩვენ აქ”- გია ერმაკოვის რეპლიკა მოწმეს

“Point Bank-ი არ იყო ბანკი… შეეძლოთ ეკითხათ და ვეტყოდით მერიის თანამშრომლებს რჩევის სახით,” – ეს ერთ-ერთი პოზიცია იყო, რომელიც დღეს, 31 ოქტომბერს, “მერიის მაღალჩინოსნების პროცესზე” მოწმე ოთარ გზირიშვილმა გააჟღერა. იგი”ბაზის ბანკის” იურისტია. ამ ბანკმა დაადასტურა “იაფი სახლის” პროექტზე საბანკო გარანტიის ნამდვილობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “კონვენტ ჯორჯიამ” ბათუმის ბიუჯეტიდან თანხა მიიღო ავანსის …

მოწმე: „ერმაკოვის მეგობარი კომპანიას იაფი სახლის ტენდერის მოგებაში დაეხმარა, ასე მითხრეს“

“ანარ ალაკბაროვს ტენდერის მოგებაში გიორგი ერმაკოვის მეგობარი, ირაკლი ხარაძე დაეხმარა… მისი და ერმაკოვის მამებიც მეგობრები იყვნენ, ასე ვიცი, ასე მითხრეს…” – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა. ის კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” მრჩეველი იყო, შემდეგ – თბილისის ფილიალის დირექტორი. “კონვენტ ჯორჯია” აზერბაიჯანში რეგისტრირებული ის კომპანიაა, რომელსაც “იაფი სახლის” პროექტი უნდა გაეკეთებინა და მას ბათუმის მერიამ …

იაფ სახლში ბინის მისაღებად რეგისტრაცია ერთ თვეში დაიწყება – ბათუმის მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე შემუშავებულია განაცხადის სპეციალური ფორმა, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა ოჯახებმა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ: „ამ დროისთვის მხოლოდ მცირე დეტალები ზუსტდება.“ დაზუსტების შემდეგ მერია სპეციალურ ფორმას საკრებულოში გადააგზავნის დასამტკიცებლად,  შემდეგ კი მოქალაქეები პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებას შეძლებენ. ამ ყველაფრისთვის მერიას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება. განაცხადებს შესაბამისი კომისია წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით …

ბათუმის მერია „იაფი სახლის“ მსურველთა განცხადებების მიღება-გადარჩევას იწყებს

ბათუმის მერია ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება-გადარჩევის დაწყებას გეგმავს. პროგრამის ფარგლებში ოჯახები, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მერიამ ხელმისაწვდომი საცხოვრისით უნდა უზრუნველყოს. პროგრამა ბინების გადაცემას 15 წლის ვადით, გამოსყიდვის უფლებით ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი კი გადაცემული ფართობის თვითღირებულება იქნება. გამოსყიდვის შემდეგ მუნიციპალიტეტმა გადაცემული საცხოვრებელი ბინა ოჯახებს საკუთრებაში უნდა დაურეგისტრიროს. თუმცა პრობლემას ქმნის ის, რომ …

„მეტი გულისყურია საჭირო“ – აუდიტორის ჩვენება „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„ტენდერში გამოვლენილი კომპანიის დისკვალიფიკაცია არ მოხდა. ასევე დაფინანსდა ისეთი ღონისძიებები, რაც არ უნდა დაფინანსებულიყო,“ –  უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ჰენრი სანიკიძემ. იგი სახელმწიფო აუდიტის წამყვანი აუდიტორია და  დღეს, 16 სექტემბერს, „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ მან ჩვენება მისცა სასამართლოს – აუდიტის დასკვნის საფუძველზე მისცა პროკურატურამ პასუხისგებაში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები „იაფი სახლის პროექტთან“ დაკავშირებით, მათ შორის, ბათუმის …

სასამართლოში ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დაკითხეს

ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს, 16 აგვისტოს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ედნარ ნატარიძე დაკითხეს. ბათუმის მერიის ყოფილ 7 მაღალჩინოსანს, მათ შორის ბათუმის ყოფილ მერს თანხის მითვისებას და ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე ეხება ე.წ. იაფი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის და ავანსად ჩარიცხული 1 მილიონი ლარის დაკარგვას, ისე რომ სამუშაოების ნაწილიც …

“ჩვენ ვყოფილვართ თურმე დამნაშავეები” – გია ერმაკოვი მოსამართლეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დილით დაიწყო და ამ დრომდე [19:45] გრძელდება “შვიდი მაღალჩინოსნის საქმის” განხილვა. მოსამართლე ლევან გელოვანმა უნდა გადაწყვიტოს, დაკავებულებს პატიმრობაში დატოვებს, თუ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლებს. პროკურორ რამაზ შავაძის თქმით, გამოძიებამ ამ საქმეში აუდიტის ანგარიშის გარდა, მოიპოვა ელექტრონული ფოსტის მიმოწერებიც. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებაა მერიის სხვა თანამშრომლების ჩვენებები. ადვოკატმა რამინ პაპიძემ თავის …

ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ – საუბარია კიდევ ერთ ტენდერზე, რომელიც ასევე 2015 წელს ჩატარდა. ამ ტენდერში გამარჯვებული “აჭარგანათებაა” და ბიუჯეტიდან 470 ათასი ლარი დაიხარჯა. “აჭარგანეთება” პროკურორმა რამაზ შავაძემ დღეს ახსენა, როცა ის დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ასაბუთებდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ დამატებით ახალი საქმე მიმალვის რისკს ზრდის. “დეტალებს ვერ …

„მძიმე იყო ეს ჩემთვის, როგორც მერისთვის“ – ლაშა კომახიძე მაღალჩინოსნების დაკავებაზე

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, პირველი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან გუშინ, 30 მაისს, ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით. „მძიმე იყო ეს ჩემთვის, როგორც მერისთვის, ვინაიდან თითოეული დაკავებული ადამიანი იკავებს საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციას მუნიციპალიტეტში, ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის კადრები, შესაბამის სფეროებში მრავალწლიანი გამოცდილებით. აბსოლუტურად მესმის ბრალდებების სიმძიმე, რომელიც ჩვენს კოლეგებს აქვთ წაყენებული, ამიტომ, ვიმედოვნებ, სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას, რომელიც …

ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება – თორნიკე რიჟვაძე 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსანი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია, რომ ვინმემ ისარგებლოს პრივილეგიებით, თუმცა ამავე დროს ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია …

დაკავებულია აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე

აჭარის პროკურორის ნათია სონღულაშვილის ინფორმაციით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე. ნათია სონღულაშვილის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით თანხის მითვისება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. “იაფი სახლის” პროექტთან დაკავშირებით ბათუმის …

ბათუმში 7 მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის განათლების მინისტრი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურამ აჭარაში თანამდებობის 7 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე. ბათუმის მერიაში თენგიზ პეტრიძის გარდა მერიის კიდევ სამი მაღალი თანამდებობის პირია დაკავებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს. ხელმისწავდომი საცხოვრისის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. “იაფი სახლის” …

ორი 5-სართულიანი კორპუსი აშენდა, ორი კიდევ აშენდება – „იაფი სახლი“ ბათუმში

ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ, ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულდა. კორპუსები, სადაც ყველა ბინა გარემონტებულია, ქალაქის მერია 15 აპრილამდე ჩაიბარებს. ორივე კორპუსში, ჯამში, ერთ-ორ-და სამოთახიანი 40 ბინაა. სახლები კომპანია „მტმ“-მ ააშენა, რომელთანაც ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე იყო გაფორმებული. იმავე მისამართზე კიდევ ორ ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს ამჯერად ტენდერში გამარჯვებული შპს …

1,6 მილიონი ლარის ზარალი ბიუჯეტს – ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ სასამართლოში უჩივის

„იაფი სახლის“ მშენებლობის საწყის ეტაპზე ბათუმის ბიუჯეტს, ოფიციალური მონაცემებით, 1 644 341 ლარის ზიანი მიადგა. ქალაქის მერია ამ თანხის ანაზღაურებას სასამართლოში „ბაზისბანკისგან“ ითხოვს. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“  2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 430 342 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა. შესაბამის ტენდერში წარდგენილი საბანკო გარანტია ფორმალურად ავიზირებული იყო სს „ბაზისბანკის“ მიერ. …

რა იცვლება „იაფი სახლის“ კრიტერიუმებში და ვინ ისარგებლებს პროგრამით

ბათუმის მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ „იაფი სახლის“, ანუ ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესი დაიწყება. საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ბათუმის მერია მიზანშეწონილად თვლის დამტკიცდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმები და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტი“, რის შემდეგადაც მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისით მოსარგებლეთა შერჩევის პროცესის დაწყების მიზნით, უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა …

ბათუმში კიდევ ორი „იაფი სახლის“ მშენებლობა იწყება – 2,4-მილიონიანი ტენდერი

ბათუმში ორი ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი გამოაცხადა. სახლების მშენებლობისთვის სატენდერო თანხა 2 461 751 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 23 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება. ოთხი კორპუსი, ე.წ. იაფი სახლები, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ აშენდება. აქ ორი [„გ“ და „დ“] კორპუსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, …

ვის შეუძლია ბათუმში „იაფი სახლის“ ყიდვა – მერიამ კრიტერიუმები წარმოადგინა

დღეს, 25 მაისს, ბათუმის მერიამ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“, ე.წ. „იაფი სახლის“ კრიტერიუმები წარმოადგინა. შემაჯამებელ შეხვედრაზე ითქვა, რომ მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში ბინის შესყიდვა შეეძლებათ პირებს: ვისი ოჯახის მინიმუმ ერთი წევრი მაინც არის რეგისტრირებული ბათუმში; ერთსულიანი ოჯახებისთვის თვეში შემოსავლების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები დადგენილია დაახლოებით 400-1200 ლარის ფარგლებში; ორსულიანი ოჯახებისთვის – 400-1800 ლარის, ხოლო სამსულიანი ოჯახებისთვის …

1 430 342 ლარის ზიანი – „იაფი სახლის“ აუდიტის მასალები მთავარ პროკურატურაში

ბათუმის მერიის „იაფი სახლი-სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამის ფინანსური აუდიტის მასალები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. საქმე ეხება ბათუმის მერიის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. „მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1 430 342 ლარის ზიანი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომლის მასალებიც …

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობა უკვე მეორედ დაიწყო

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ქალაქის მერიამ ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა მეორედ დაიწყო. სამუშაოებს ამჯერად ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი ასრულებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში გააფორმა. სატენდერო თანხა კი 2 478 444 ლარი იყო. ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა. ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ოთხი [„ა-ბ-გ-დ“ კორპუსი] ხუთსართულიანი …

დაკარგული 1,4 მილიონი – „იაფი სახლის“ პროექტში გარანტორ ბანკს შემოსავლები არ ჰქონდა 

ბრიტანული ბანკი, რომელიც „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გარანტორი იყო, როგორც აღმოჩნდა, სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა და, შესაბამისად, არც შემოსავლები ჰქონდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ კი 2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 621 185 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტამდე კომპანიამ  მხოლოდ ერთი შუალედური მიწოდება განახორციელა 251 109 …

ბათუმის მერი ამბობს, რომ იაფი სახლის აშენება მისი პირადი ღირსების საკითხი გახდა

„იაფი სახლის სატენდერო დოკუმენტაცია წესრიგდება და შევძლებთ ამ პროექტის ბოლომდე მიყვანას. ბენეფიციარების შერჩევაც მალე დაიწყება,“ – თქვა ლაშა კომახიძემ დღეს, თავისი 100 დღის ანგარიშის წარდგენისას. ბათუმის მერია უკვე რამდენიმე წელია პირობას დებს, რომ იაფ სახლს ააშენებს. მერიამ რამდენჯერმე გამოაცხადა ტენდერი და გამარჯვებულიც კი გამოავლინა. ერთ-ერთი ბოლო ტენდერი 2018 წლის თებერვალში ჩაიშალა. მთელ ამ პროცესში უპრეცედენტო ფაქტიც …

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე და ერთი კორპუსის საძირკვლის მოწყობაზე ბათუმის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებში მერია მაქსიმუმ 2 478 444 ლარს გადაიხდის, რაც წინა ტენდერთან შედარებით 444 ლარით მეტია. ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ოთხი [„ა-ბ-გ-დ“ კორპუსი] ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. მოცემული ეტაპისათვის კი დაგეგმილია ორი …

„იაფი სახლი“ ბათუმში – ტენდერი ისევ არ შედგა

ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ხელმისაწვდომ საცხოვრისთან, ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, არ შედგა.  ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავარაუდოდ არც ერთი კომპანია არ დარეგისტრირდა – მერიას ე.წ. „ნატ ტენდერი“ ჰქონდა გამოცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესის საბოლოოდ დასრულებამდე სრული ინფორმაცია კონკურენტებსა და მათ მიერ დაფიქსირებულ ფასებზე არ გამოჩნდება. ამ დროისთვის ტენდერს უკვე მინიჭებული აქვს სტატუსი – …

„იაფი სახლი“ ბიუჯეტში უკვე მეხუთედ

დღეს, 10 ნოემბერს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბათუმის მერიის 2018 წლის პროგრამების განხილვისას, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ისევ არის გათვალისწინებული „იაფი სახლის“ მშენებლობა. პროექტის განხორციელება უკვე მეხუთედ იგეგმება. პირველად პროექტის განხორციელება 2014 წელს დაიგეგმა, თუმცა  როგორც მერიაში ამბობენ, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განხორციელდა. 2016 წელს მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „კონვენტ …

მერია „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტს არ ასაჯაროებს

მზად არის, მაგრამ არ არის მზად – დაახლოებით ასე ჟღერს ბათუმის მერიის პასუხი ე.წ. იაფი სახლის კრიტერიუმების პროექტთან დაკავშირებით. მერიამ „ბათუმელებს“  ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ის „არაკონკრეტულია“, „დასამუშავებელია“, „პროექტის სახე აქვს“, „საკრებულოს არ დაუმტკიცებია“ და მასში შეიძლება ჯერ კიდევ შეიტანონ ცვლილებები. ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „მ“ ქვეთავი, რომელზეც მერიამ მიუთითა, …

ბათუმის მერიისგან ბინას 4567 ოჯახი ითხოვს

ბათუმის მერიისგან თავშესაფრითა თუ საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას ათასობით ოჯახი ითხოვს. მერიიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2013 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ასეთი 4567 განცხადებაა შესული. რა კატეგორიის ადამიანები ითხოვენ ბინებს? – მერიაში ამით არ ინტერესდებიან. „როცა განცხადებას წერენ, მიზეზს არ ასახელებენ. ძირითადად წერენ – არ გამაჩნია საცხოვრებელი ფართობი, გთხოვთ მომცეთ ბინა. იქედან გამომდინარე, …

უსახლკაროები ხელისუფლების დახმარების მოლოდინში [ვიდეო]

რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან უსახლკაროდ დარჩენილ იმ ოჯახებს, რომლებიც საკუთარი რესურსით ბინის შეძენას ვერ ახერხებენ, წლების განმავლობაში ახლობლებს აფარებენ თავს, ან უკანონოდ ცხოვრობენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობებში. რას ნიშნავს ბათუმის მერიის „იაფი სახლი“ და რას უპირებს აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქს“? ბათუმის მერიაში ბინის მოთხოვნით უკვე 5 ათასამდე განცხადებაა შესული. მერიაში კი ამბობენ, რომ მოქალაქეთა ბინით …

მოქალაქე: „იაფი სახლის“ საძირკველი ჩემს სახლს აზიანებს”

დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. განხილვას მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. ჯავახიშვილის ქუჩის 78ა ნომერში მცხოვრებმა მოქალაქემ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. იაფი სახლის მშენებლობის პროცესი შეწყდა, მისი საცხოვრებელი სახლი ზიანდება, კერძოდ კი საფრთხეს წარმოადგენს “ხელმისაწვდომი საცხოვრისის” ამოთხრილი საძირკველი, რომელშიც წყალი დგება. შეგახსენებთ, რომ „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებელი კომპანია „კონვენტ ჯორჯია“, …

“იაფი სახლის” ასაშენებლად მერია ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს

„კომპანიები მონაწილეობენ ტენდერში და ბევრ შემთხვევაში მოკლებული ხარ შესაძლებლობას, ტენდერში მონაწილე კომპანიის სამომავლო განზრახვები გქონდეს შესწავლილი. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ხდება,“ – ამბობს ბათუმის მერი გაუჩინარებულ კომპანიაზე, რომელიც ბათუმში „იაფ სახლს“ აშენებდა. გიორგი ერმაკოვმა “ბათუმელებთან” საუბრის დროს თქვა, რომ მერიამ ყველა სამართლებრივი პროცედურა დაიწყო, რაც საბანკო გარანტიებს უკავშირდება. ხელმისაწვდომი საცხოვრისი, ანუ ე.წ. „იაფი სახლი“ ბათუმში კომპანია “კონვენტ …

“იაფი სახლის” მშენებელი კომპანია, რომელსაც მერიამ ორ მილიონამდე ლარი გადაუხადა, გაუჩინარდა

კომპანიის სახელწოდება, რომელსაც ბათუმის მერია ეძებს, არის „კონვენტ ჯორჯია“. ზუსტად ერთი წლის წინ, სწორედ მან მოიგო ბათუმის მერიიის მიერ გამოცხადებული „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობის ტენდერი. კომპანიამ არც მუშების ხელფასი გადაიხადა და არც ნისიად წამოღებული სამშენებლო მასალების თანხა. მშენებლობაზე დასაქმებული პირები „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მათ ხუთი თვის ხელფასი აქვთ ასაღები, რაც დაახლოებით 18 ათასი ლარია. ბათუმის მერიას …

გაჩერდა თუ არა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობა ბათუმში

ენმ-ის ბათუმის  მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში გიორგი კირთაძე ჯავახიშვილის 78 ნომერში „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებს. მისი განცხადებით, მშენებლობა 2015 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა ჯერ კიდევ შეჩერებულია. „დღეს ვიყავით იმ  ადგილზე, სადაც „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო. ჯერ თქვეს რომ მშენებლობა 2014 წელს დასრულდებოდა, შემდეგ ითქვა 2015 წელსო, ახლა გვეუბნებიან რომ 2016 წელს დამთავრდებაო. …

ვინ შეძლებს ბათუმში ბინის იაფად ყიდვას

ბათუმის მერიის პროგრამას, რომელსაც ბათუმში „იაფი სახლის“ სახელით იცნობენ, რამდენიმე წელია ათასობით ბათუმელი ელოდება. პროგრამამ სახელი შეიცვალა, ახლა მას „ხელმისაწვდომი სახცოვრისი“ ჰქვია, გაირკვა ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში აგებულ კორპუსებში ბინის შეძენას არა სოციალურად დაუცველები, არამედ გადახდის უნარის მქონე ადამიანები შეძლებენ, რომელთაც ხელფასი იმდენი არ აქვთ, რომ ახალი ბინა იყიდონ, თუმცა შეუძლიათ მინიმალური ყოველთვიური შენატანი უზრუნველყონ. …

„იაფი სახლის“ პროგრამა ახალი სახელით და კრიტერიუმების სამუშაო ვერსიით

7 ივლისს ბათუმის მერიაში პროგრამის – „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის წარდგენა-განხილვა მოეწყო. პროგრამა „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ „იაფი სახლის“ პროგრამის ახალი სახელწოდებაა. კრიტერიუმებისა და შერჩევის ინსტრუმენტის შემუშავებაზე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი მუშაობდა მერიის დაკვეთით. განახლებული სახელწოდებით წარმოდგენილი პროგრამისათვის კრიტერიუმები პროგრამის სპეციალური კომისიის წევრებს იაგო კაჭკაჭიშვილმა და მამუკა ნადარეიშვილმა წარმოუდგინეს. „პროგრამის სამიზნე ჯგუფი …

Exit mobile version