ენათმეცნიერი მზექალა შანიძე „ქართული ოცნების“ განათლების კონცეფციას ჩხირკედელაობას უწოდებს. ენათმეცნიერი 4 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ჩაერთო ონლაინ, რომელიც სწორედ „ოცნების“ განათლების ახალ რეფორმას შეეხებოდა. მზექალა შანიძის კომენტარს განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ავრცელებს ფეისბუქზე. „ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის გამართლებული და არ შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს!… ყოველგვარი ცვლილება უნდა ეყრდნობოდეს …
Tag Archives: განათლების რეფორმა
„დაცინვაა მშიერ ბავშვს შესთავაზო სკოლის ფორმა, საკვების ნაცვლად“- მშობელი
ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მშიერი არიან, „ქართული ოცნება“ საკვების ნაცვლად უნიფორმას სთავაზობს. რატომ არ ღირს სანახაობაზე, ანუ ფორმაზე დისკუსია მაშინ, როცა მშობლებსაც და მოსწავლეებსაც სულ სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი მოთხოვნები აქვთ, ამ დროს კი, სახელმწიფო მათ არ უსმენს. „შესთავაზო მშიერ ბავშვს ფორმა საკვების ნაცვლად, გულწრფელად გითხრათ, პირდაპირ დაცინვაა“, – ამბობს მშობელი მედეა ტურაშვილი „ბათუმელებთან“. ჩვენ მას „ქართული …
Continue reading “„დაცინვაა მშიერ ბავშვს შესთავაზო სკოლის ფორმა, საკვების ნაცვლად“- მშობელი”
„საქმე გვაქვს ფარსთან და არა წესრიგთან“ – მანანა რატიანი „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე
„იმის ნაცვლად, რომ ეთქვათ, როგორ უნდა აემაღლებინათ ხარისხი ზოგად განათლებაში, როგორ უნდა გაეკეთებინათ დიფერენცირებული, სპეციალიზებული მოდელი საშუალო საფეხურზე, აიღეს და მთლიანად გაანადგურეს არსებული სისტემაც კი“- ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი, განათლების სპეციალისტი მანანა რატიანი კონცეფციაზე, რომელიც დღეს, 2 დეკემბერს, „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ წარმოადგინა. შორდება თუ არა ამ კონცეფციით ქართული განათლების სისტემა დასავლურს …
I კლასში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ 15 სექტემბრამდე დაბადებულ 6 წლის ბავშვებს – მიქანაძე
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, პირველ კლასში მხოლოდ ის ბავშვები შევლენ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდათ. „სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. ამასთანავე, შემოგვაქვს ახალი მოცემულობა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. საყოველთაო რეგისტრაციამდე გვინდა შემოვიღოთ კიდევ ერთი სარეგისტრაციო ეტაპი, რომელიც უკავშირდება ბავშვის იმ სკოლაში რეგისტრაციას, …
„ოცნება“ მე-11 კლასში რეპეტიტორიუმს აანონსებს – „ისწავლიან იმ საგნებს, რაც უნდა ჩააბარონ“
დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის კონცეფცია წარმოადგინა. მისი თქმით, სასწავლო საფეხური საჯარო სკოლებში 11-წლიანი სწავლებით განისაზღვრება და მე-11 კლასი პროფილური გახდება. „ეს მოემსახურება იმ მიზანს, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეების მომზადებასთან დაკავშირებული, ეროვნულ გამოცდებთან …
სკოლაში სწავლა 11-წლიანი იქნება, მე-12 კლასი მსურველებისთვის გაიხსნება – მიქანაძე
დღეს, 2 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ საჯაროს სკოლების რეფორმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, სკოლის საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად – დაწყებითი იქნება I-VI კლასის ჩათვლით, საბაზო – VII-IX, ხოლო საშუალო საფეხური – X-XI კლასი. გივი მიქანაძის თქმით, მე-12 კლასი მხოლოდ იმათთვის გაიხსნება, ვისაც ამ საფეხურზე სწავლის გაგრძელების სურვილი ექნება. „განათლების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, …
Continue reading “სკოლაში სწავლა 11-წლიანი იქნება, მე-12 კლასი მსურველებისთვის გაიხსნება – მიქანაძე”
„არც ბავშვზეა ნაფიქრი და არც მასწავლებელზე“ – პედაგოგი შუახევიდან „ოცნების“ განათლების რეფორმაზე
„ვფიქრობ, ხალხსა და ხელისუფლებას შორის საერთოდ აღარ არსებობს ხიდი. ტიპური დისკრიმინაციაა სოფლად მცხოვრები ადამიანების და ჩემი აზრით, ფიქრის დონეზეც კი არ არის ნაფიქრი განათლების ამ რეფორმაზე“ – ამბობს დაბა შუახევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია ქამადაძე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმაზე. მისი შეფასებით, საჯარო სკოლებში მე-12 კლასების გაუქმება გამოიწვევს იმას, რომ …
სიმონ ჯანაშია „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე – „ძალიან დიდ ქაოსს გამოიწვევს“
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მე-12 კლასი შენარჩუნდება მხოლოდ კერძო სკოლებში, საჯარო სკოლები კი 11-წლიან სწავლებაზე გადავა. მან ასევე ისაუბრა სპეც-კლასების შექმნაზეც, ვინც მაინც გადაწყვეტს მე-12 კლასის დასრულებას. რა არჩევანი აქვს სოფლად მცხოვრებ მოსწავლეს? – მიატოვოს სოფელი და ქალაქში ჩამოვიდეს მე-12 კლასის დასასრულებლად? ზრდის თუ არა „ქართული ოცნების“ ე.წ. განათლების რეფორმა სოციალურ უთანასწორობას ქვეყანაში? …
Continue reading “სიმონ ჯანაშია „ოცნების“ სასკოლო რეფორმაზე – „ძალიან დიდ ქაოსს გამოიწვევს“”
მე-12 კლასის გაუქმების მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს – კობახიძე
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ნოემბერს „ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მე-12 კლასების შენარჩუნების საშუალება კერძო სკოლებს ექნებათ. საჯარო სკოლები კი 11-წლიან სწავლებაზე გადავა. „უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე და კიდევ, თუ არ არის აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის 12 წელი სწავლა, მაშინ, რა …
Continue reading “მე-12 კლასის გაუქმების მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს – კობახიძე”
„თბილისში სტუდენტების წილი 60-%-მდე უნდა ჩამოვიდეს. ეს არის ამოცანა“ – კობახიძე
„თბილისში სტუდენტების რაოდენობა 60-%-მდე უნდა ჩამოვიდეს“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 26 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, განათლების რეფორმა ითვალისწინებს ორი ქალაქის – ქუთაისისა და რუსთავის განვითარებას და სტუდენტების რაოდენობის გაზრდას ამ ქალაქებში. „დღეის მდგომარეობით, 85%-ზე მეტი სტუდენტების სწავლობს ქვეყნის დედაქალაქში, რაც იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და სათანადოდ არ არის …
Continue reading “„თბილისში სტუდენტების წილი 60-%-მდე უნდა ჩამოვიდეს. ეს არის ამოცანა“ – კობახიძე “
„მე ჩემდათავად არ მივდივარ რუსეთისკენ, ისინი მიდიან“ – გამოკითხვა ბათუმში „ოცნების“ რეფორმაზე
რა განზრახვა აქვს „ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების სისტემას რეფორმას? სწორია მე-12 კლასის გაუქმება? – ნახეთ, რა გვითხრეს მოქალაქეებმა ბათუმის ქუჩებში.
„სტუდენტებს აღარ ექნებათ ევროპულ უნივერსიტეტებში სემესტრის გავლის საშუალება“ – ინტერვიუ
„ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიგო, რომ „ქართული ოცნება“ რკინის ფარდას აყენებენ ჩვენსა და ევროპას შორის, ჩვენსა და ცივილიზაციას შორის“- ამბობს ისტორიკოსი ბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის საბაკალავრო და სადოქტორო და შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. ბეჟან ჯავახიას „ბათუმელები“ იმ საუნივერსიტეტო რეფორმაზე ესაუბრა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მომავალი წლიდან აანონსებს და საფრთხეს უქმნის არა …
მწვერვალზე ასვლას ჰპირდები, როცა სკოლებს დამლაგებელიც კი არ ჰყავს? – „ოცნების“ რეფორმაზე
„მე, როგორც ერთ რიგით მასწავლებელს, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყოველდღიურ საქმიანობაში მექმნება პრობლემები, არ მაქვს ელემენტარული საშუალებები იმისთვის, რომ უფრო საინტერესო გაკვეთილი ჩავატარო და რაღაც მწვერვალებზე მელაპარაკები? უკაცრავად, მაგრამ არ მჯერა“-ამბობს თამუნა მაჭარაშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. „ბათუმელები“ პედაგოგს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ სასკოლო რეფორმაზე ესაუბრა, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებას გულისხმობს. ქალბატონო თამუნა, რა აზრის ხართ მე-12 კლასის …
„მშობლები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – მასწავლებელი
„ადამიანები გვიან მიხვდებიან, რომ ეს სიჩუმე მათი შვილების სასარგებლოდ არ იყო“ – ამბობს ხელოვნების მასწავლებელი, გიორგი ლიპარიშვილი „ბათუმელებთან“. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ მიერ დაანონსებულ „განათლების რეფორმაზე“, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, კატასტროფული და უკან გადადგმული ნაბიჯია. ბატონო გიორგი, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება აპირებს სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებას, გვინდა ვიცოდეთ მასწავლებლების აზრი ამ თემაზე. რას ფიქრობთ ამ ცვლილებაზე, რას კარგავს …
„ეს ცვლილება არის ბოროტება“ – რას ამბობენ მშობლები „ოცნების“ განათლების რეფორმაზე
„ქართული ოცნება“ დაანონსებული ე.წ. განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში მე-12 კლასის გაუქმებას აპირებს, მთელი რიგი ცვლილებები შეეხება უმაღლესი განათლების სისტემასაც. რა საფრთხეს ხედავენ სკოლის მოსწავლეების მშობლები „ოცნების“ განათლების რეფორმაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამ მშობელს ესაუბრა. მეგი კავთუაშვილი მე-11 კლასის მოსწავლის მშობელია. მან გვითხრა, რომ დაანონსებული ცვლილება მოულოდნელიცაა და სახიფათოც. მისი თქმით, ამ ცვლილებას რეფორმასაც ვერ …
Continue reading “„ეს ცვლილება არის ბოროტება“ – რას ამბობენ მშობლები „ოცნების“ განათლების რეფორმაზე”
“წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან” – ლექტორების განცხადება „ოცნების“ განათლების რეფორმაზე
დღეს, 20 ოქტომბერს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. ლექტორ-მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან მათი თანამონაწილეობის გარეშე, ნაჩქარევად შემუშავებული განათლების კონცეფციის განხორცილებას, რომელიც მათი ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. „ვეხმიანებით უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციას და მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არც ერთ ეტაპზე არ უნდა იქნას მიღებული უნივერსიტეტების გარეშე, რადგან საუნივერსიტეტო …
“სიჩუმე საფრთხეა, ხოლო სოლიდარობა ძალა” – “ქართული განათლება საფრთხეშია“ აქციას აანონსებს
საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები 20 ოქტომბერს დღის 12 საათზე, რუსთაველის გამზირზე, ილიასა და აკაკის ძეგლის მიმდებარედ ბრიფინგს გამართავენ. „ჩვენ, აკადემიური საზოგადოება, ვიკრიბებით საგანგებო ბრიფინგზე, რათა ერთხმად დავგმოთ ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმა, რომელიც აძლიერებს სოციალურ უთანასწორობას, ზღუდავს უნივერსიტეტების აკადემიურ თავისუფლებას და განათლებას უქვემდებარებს პარტიულ ინტერესებს,“ – ნათქვამია პლატფორმა „ქართული განათლება საფრთხეშიას“ განცხადებაში. …
“როცა საგრანტო დაფინანსება გაუქმდება და ის ჩანაცვლება სახელმწიფო დაკვეთით,” – ნეირომეცნიერი განათლების რეფორმაზე
ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ნეირომეცნიერი ზაალ კოკაია „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას ეხმაურება და წერს, დაანონსებული რეფორმა წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესის საფუძვლების და ევროპული განათლების არაერთ ძირითად პრინციპთან. ზაალ კოკაიას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: „უკვე 35 წელია, რაც შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ვსაქმიანობ. დავიწყე როგორც დოქტორანტმა და დღეს ვარ ამავე უნივერსიტეტში კლინიკური კვლევების კათედრის პროფესორი. ამას იმის …
“რუსებს სჭირდებათ, მაგრამ არ ჰყავთ ინტელექტუალური ელიტა საქართველოში, ამის გამოსწორება სურთ” – ისტორიკოსი განათლების რეფორმაზე
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა დააანონსა. რეფორმის მიხედვით, უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ პრინციპზე „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“, რის შედეგადაც ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი ფაკულტეტი იქნება. ხოლო სკოლები 11-წლიან სწავლებაზე უნდა დაბრუნდნენ. განათლების დაანონსებულ რეფორმას განათლების სფეროს სპეციალისტთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. რეფორმას ვრცელი ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა ისტორიკოსმა ბექა კობახიძემაც, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „განათლების რეფორმაზე ბევრი …
ვხედავთ, როგორ გუდავენ უნივერსიტეტებს – მანანა რატიანი „ოცნების“ განათლების რეფორმაზე
„ოცნების“ მთავრობამ უმაღლესი განათლების ახალი რეფორმა დააანონსა, რომლის მიხედვით, სკოლები 11-წლიან სწავლებაზე უნდა გადავიდეს, უნივერსიტეტებში კი უნდა შემცირდეს ფაკულტეტები. რა საფრთხეს უქმნის ეგრეთ წოდებული რეფორმა სკოლებსა და უნივერსიტეტებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, მანანა რატიანს ესაუბრა. ქალბატონო მანანა, როგორც აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანს, რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ კობახიძის განცხადებებმა. თქვენი აზრით, რას …
„ნებისმიერს შეუძლია მე-12 კლასი საზღვარგარეთ დახუროს“ – რეფორმა, რომელიც უცხოეთში განათლებას ზღუდავს
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საშუალო და უმაღლესი განათლების რეფორმა დააანონსა. ეს რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ სკოლებში სწავლა გახდება 11-წლიანი, უმაღლეს სასწავლებლებში კი შეიზღუდება ფაკულტეტების რაოდენობა. რატომ არის დაანონსებული რეფორმა რეალურად იზოლაციისკენ მიმართული და არა პროგრესული? კობახიძის ამ განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა განათლების სფეროში დასაქმებული ძალიან ბევრი ექსპერტი, განათლების სპეციალისტი. მათი შეფასებით, ამ ცვლილებებით ქართული განათლების სისტემა …
ვისთვის რა იცვლება, როცა XII კლასელებს 4 გაკვეთილის ნაცვლად 6-7 გაკვეთილი ჩაუტარდებათ
რას ნიშნავს მე-12 კლასში საათობრივი ბადეს ზრდა და ცვლის თუ არა რეალურად ეს სწავლის ხარისხს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს შალვა ტაბატაძეს ესაუბრა. ტაბატაძის აზრით, საათობრივი ბადეს ცვლილება არსებითად ვერაფერს შეცვლის სწავლებაში, თუ არ მოხდება კომპლექსური ცვლილებები და არ შეიცვლება მისაღები გამოცდების სისტემა. „ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი სისტემა გვაქვს მისაღები გამოცდების, რომელიც მთლიანად კლავს სკოლის …
ააყვირეს ის პედაგოგებიც კი, რომლებსაც არაფერზე ხმა არ გაუღიათ – მენტორი მასწავლებელი ხელფასებზე
„დამაკლდა და რომ არ გავბრაზდე და ძალიან ბევრი არ ვიყვირო, ამიტომ მიმატებენ ამ 200 ლარს, რომელიც იბეგრება და ხელზე ავიღებ სადღაც 156 ლარს. ტყუილი არის პრობლემა“, – ამბობს მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის მენტორი პედაგოგი ნათია მანია. მას „ბათუმელები“ მასწავლებლების ახალ სახელფასო ფორმულაზე ესაუბრა, რომელმაც პედაგოგების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ხელისუფლების მიერ დაანონსებული …
შევქმნით წინააღმდეგობას, რომ სამინისტრომ „ეროვნული მიზნების“ დოკუმენტი თვითნებურად ვერ მიიღოს
განათლების სამინისტრომ ახალი ეროვნული მიზნების ცვლილებები ჯერ კიდევ გასულ წელს დააანონსა. თუმცა დოკუმენტის დონეზე ეს მიზნები არავის უხილავს. ერთადერთი, რაც საზოგადოებამ ნათლად დაინახა, სამინისტროს ულტრამემარჯვენე განცხადებები იყო ამ თემაზე. განათლების სამინისტრო ფაქტობრივად გაემიჯნა იმ დოკუმენტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების კოალიციამ“ სპეციალისტების ფართო ჩართულების შედეგად მიიღო. როგორია კოალიციის მიერ შემუშავებული განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი და რატომ …
ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი მანდატურის სამსახურში გადადის
2024 წლის 1 იანვრიდან განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი, ინტეგრირებული კლასების და საგანმანათლებლო სერვისის ფუნქციონირების სუპერვიზიის ექსპერტები, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური კონსულტანტები, მანდატურის სამსახურში გადავლენ. „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი იფუნქციონირებს ფსიქო – საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გამწევი სპეციალისტების სახით . საკანონმდებლო ინიციატივა …
Continue reading “ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი მანდატურის სამსახურში გადადის”
„ახალი სკოლის მოდელი“ სამინისტროსგან არ ყოფილა სათანადოდ მხარდაჭერილი – რას ამბობს კვლევა
გამოქვეყნდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასება. კვლევა განათლების სამინისტროს დაკვეთით, „საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა“ ჩაატარა. კვლევაში შეფასებულია მესამე თაობის ესგ-ს და ახალი სკოლის მოდელის სკოლებში დანერგვის პროცესი. კვლევის მიხედვით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის და ახალი სკოლის მოდელის შემქმნელთა მოსაზრებით, რეფორმის განხორციელების გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას წარმოადგენდა ამ რეფორმის ლეგიტიმაციის ნაკლებობა. ეს გულისხმობს იმას, …
„საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის სუსი“ – სკოლის დირექტორი რეფორმასა და არჩევნებზე
„პროცესის პოლიტიზების მე არაფერი მინახავს ნამდვილად. არ შემიმჩნევია, რადგან არ არსებობს ასეთი რამ“ – ამბობს მარინა ბერიანიძე, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, რომელიც ამავე სკოლაში წელს მეორედ გახდა დირექტორი. „ბათუმელები“ მას, როგორც განათლების სამინისტროს მიერ წელს დაჯილდოებულ მასწავლებელს, სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრა. ქალბატონო მარინა, არის თუ არა ის რეფორმები თქვენთვის გასაგები და …
Continue reading “„საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის სუსი“ – სკოლის დირექტორი რეფორმასა და არჩევნებზე”
რა მოვთხოვოთ მშიერ ბავშვებს? – პედაგოგი განათლების რეფორმაზე
„ამ მიცემულ „თავისუფლებას“ მე პირადად მაშინ დავიჯერებ, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დირექტორები, სკოლის მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები სიებით არ ირბენენ, მაგიდის ქვეშ არ დასხდებიან და საეჭვო მასწავლებლების სია ცალკე არ ექნებათ, გარანტირებულად ხმის მიმცემების სია კი – ცალკე. ვიღაცებს ოჯახებში არ მიაკითხავენ საღამოობით და არ ეტყვიან: შენ ხომ ოჯახით გვაძლევ ხმას?“ – ამბობს სოფო გოგოხია, …
Continue reading “რა მოვთხოვოთ მშიერ ბავშვებს? – პედაგოგი განათლების რეფორმაზე”
როგორი ქართველის შექმნა სურს სამინისტროს – ჯანაშია ამილახვრის რეფორმაზე
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ აპირებს შეცვალოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და დანერგოს ახალი, ეროვნული შეფასების სისტემა. პრეზენტაციის დროს მინისტრმა თქვა – „ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა, გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას“. რას ნიშნავს „ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული“ განათლების სისტემა და რატომ გააჩინა უამრავი კითხვის ნიშანი მინისტრის გამოსვლამ? – ამ თემაზე …
Continue reading “როგორი ქართველის შექმნა სურს სამინისტროს – ჯანაშია ამილახვრის რეფორმაზე”
რას ფიქრობს სკოლის დირექტორი ახალ სტანდარტზე – ინტერვიუ
რამდენიმე დღის წინ, განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორების ახალი სტანდარტი დაადგინა. სტანდარტი ეფუძნება სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს: გაზიარებული ლიდერობა და სისტემური ლიდერობა. შეცვლის თუ არა რაიმეს სკოლებში ახალი სტანდარტი, ამ თემაზე „ბათუმელები“, ხაშურის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, მორის დანდურიშვილს ესაუბრა. ბატონო მორის, რას ფიქრობთ ახალ სტანდარტზე, რამდენად განხორციელებადია ის ქართულ სკოლებში? …
Continue reading “რას ფიქრობს სკოლის დირექტორი ახალ სტანდარტზე – ინტერვიუ”
განათლების მინისტრის ახალი სქემა 4 თვის შემდეგ
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ ცვლილებების დაანონსებიდან, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას შეეხებოდა, ოთხი თვე გავიდა. დღეს პირველი აპრილია, ამ განცხადებებიდან მეხუთე თვე დაიწყო, თუმცა განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ არ აქვს კონკრეტული პასუხი, რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მის მიერვე დაანონსებული რეფორმების მიმართულებით. მინისტრმა ჯერ კიდევ პირველ დეკემბერს თქვა, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების არსებული სქემის გადახედვის …
Continue reading “განათლების მინისტრის ახალი სქემა 4 თვის შემდეგ”
რას შეცვლის პედაგოგებისთვის სასწავლო პროცესში რესურსცენტრების ჩარევა
განათლების მინისტრმა მასწავლებლის კარიერული სქემის ცვლილებები დააანონსა მომავალი წლიდან და ასევე თქვა, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე პასუხისმგებელი რესურსცენტრები იქნებიან. რას მოუტანს ცვლილებები სკოლებს და რა სჭირდება რეალურად მასწავლებელს პროფესიული განვითარებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მზია სალაძეს ესაუბრა. ის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის, კურიკულუმის დანერგვის ექსპერტია ბათუმსა და …
Continue reading “რას შეცვლის პედაგოგებისთვის სასწავლო პროცესში რესურსცენტრების ჩარევა”
რა ტოპათეულში მოხვდა საქართველო განათლების კუთხით ევროპაში? – სპეციალისტის შეფასება
საქართველო განათლების მდგრადი განვითარების მაჩვენებლით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ტოპათეულშია, ხოლო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობით უსწრებს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და ასე შემდეგ – ამის შესახებ ინფორმაციას პროსახელისუფლებო მედია ავრცელებს. განათლების კოალიციის პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი, განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია უკიდურესად შეურაცხმყოფელია, რადგან შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. ბატონო რევაზ, განათლების სამინისტრო საუბრობს, რომ წამყვანი ქვეყნების …
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრებში 23 დამხმარე ჯგუფი შეიქმნება
2020 წლის სექტემბერში, „ახალი სკოლის მოდელში“ 300 საჯარო სკოლა ჩაერთვება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ ბათუმში, სკოლის დირექტორებთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე შეიქმნება 23 ჯგუფი, თითოეულ ჯგუფში გაერთიანდება 14 სხვადასხვა საგნის სპეციალისტი, მათ შორის ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და ეს ჯგუფი მუნიციპალურ დონეზე დახმარებას გაუწევს ახალი …
Continue reading “„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში რესურსცენტრებში 23 დამხმარე ჯგუფი შეიქმნება”
რა სარგებელს მიიღებენ USAID-ის 7-მილიონიანი პროექტით მოსწავლეები და პედაგოგები
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი სახელწოდებით – „წინსვლა“ საჯარო სკოლებში ხუთი წლის განმავლობაში, 2024 წლის ჩათვლით, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. განათლების სამინისტროში ამ ეტაპზე არ საუბრობენ დეტალებზე, თუმცა წერილობით განმარტებებში აღნიშნულია, რომ „პროექტი მოწოდებულია მოსწავლეებში განავითაროს ამოცანის ამოხსნისა და კრიტიკული აზროვნების უნარები“. USAID-ისგან მიღებული ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული, მდგრადი …
Continue reading “რა სარგებელს მიიღებენ USAID-ის 7-მილიონიანი პროექტით მოსწავლეები და პედაგოგები”
პედაგოგი: 1 კრედიტქულის გამო რომ მიენიჭა სტატუსი, ის მასწავლებელი კლასში ვერაფერს შეცვლის
რა შეიცვალა სკოლებში მასწავლებლების სტატუსის ცვლილების შემდეგ? რატომ მიიჩნევს მასწავლებელი სისტემის მსხვერპლად თავს? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების ინგლისური ენის მასწავლებელს როლანდ შავაძეს, რომელიც პროგრამის – „ასწავლე მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში ასწავლის. ბატონო როლანდ, სტატუსის ცვლილებას ერთგვარი აჟიოტაჟი ახლავს ხოლმე, პედაგოგები ულოცავენ ერთმანეთს და ბევრი ამაყობს კიდეც ამით. თქვენ, …