სასაზღვრო პოლიცია 3 შვეულმფრენს იყიდის, რაშიც 26,5 მილიონ ევროს გადაიხდის

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია 3 ახალ შვეულმფრენს იყიდის, ხოლო  მის ბალანსზე არსებულ 1 შვეულმფრენს გაყიდის. შვეულმფრენების შეძენას სასაზღვრო პოლიცია გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე გეგმავს და თანხმობის მისაღებად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. სასაზღვრო პოლიცია მის ბალანსზე რიცხულ AS-332 L1e ტიპის შვეულმფრენს 5,5 მილიონ ევროდ გაყიდის, ხოლო 3 ერთეულ H145 ტიპის შვეულმფრენში 26,5 მილიონ ევროს …

„სიყვარული მძიმეა“ – ბულვარს უარი უთხრეს 25 ათასის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ქანდაკების – „სიყვარული მძიმეა“ დამზადება-მონტაჟისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თანხმობა არ მისცა. სააგენტოს ბულვარმა 2022 წლის 2 ნოემბერს მიმართა და ტენდერის გარეშე გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძვლით მოითხოვა. ქანდაკების ესკიზის ავტორი გელა წულაძეა. სააგენტომ ბულვარს 2022 წლის 4 ნოემბერს მოსთხოვა – დაეზუსტებინა წარმოდგენილი ინფორმაცია. „ბულვარის ადმინისტრაციის …

„სიყვარული მძიმეა“ – ბათუმის ბულვარი ქანდაკებაში 25 ათას ლარს იხდის

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბულვარში გელა წულაძის ახალ სკულპტურას – „სიყვარული მძიმეა“ დადგამენ. ესკიზის მიხედვით, ქანდაკების დამზადება-მონტაჟის სამუშაოებს ბულვარი გამარტივებული წესით შეისყიდის და შპს „ლიბერტეს“ 25 000 ლარს გადაუხდის. ამ კომპანიის მფლობელი და დირექტორი კი თავად გელა წულაძეა. ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით, 25 ათასი ლარიდან 4 ათასი ლარი საავტორო ჰონორარია. სკულპტურის დადგმა ბულვარის ადმინისტრაციას გელა წულაძემ …

„ღამის შოუს ბენდს“ 61 500 ლარს ქედა, მარტვილი, თეთრიწყარო და კასპი გადაუხდიან

ქედის მერია „ქედელობაზე“ წელს „ღამის შოუს ბენდის“ მიწვევას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ბენდს 15 ათას ლარს გადაუხდის. ტენდერის გარეშე თანხის გადახდაზე მერიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს. ქედაში ჩასვლაზე, როგორც მერიაში ამბობენ, თანახმაა ბენდიც. მერიაში ასევე აცხადებენ, რომ ბენდის მოწვევა მოსახლეობამ მოითხოვა. „ღამის შოუს ბენდი“ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღამის შოუს“ აფორმებს მუსიკალურად. სახალხო ზეიმი „შემოდგომა ქედაში“ …

865 795 ლარი ნაძვის ხისთვის ტენდერის გარეშე – ბათუმის მერიის „გადაუდებელი აუცილებლობა“

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო საახალწლო ნაძვის ხეს, ტენდერის გარეშე, 865 795 ლარად შეისყიდის და ამას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის უკვე მიმართა, თუმცა არ ასაჯაროებს ვისგან ყიდულობს ნაძვის ხეს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის სამმართველოს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიისგან უნდა შეისყიდონ ნაძვის ხე. სამმართველოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით …

რატომ ყიდულობს ბათუმის მერია საკრებულოსთვის ახალ ინვენტარს

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზისათვის ახალი ინვენტარის [საკონფერენციო მაგიდები, სავარძლები) შეძენას გეგმავს, რისთვისაც 28 880 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. მერია ამჯერად 22 სავარძელს და 12 ცალ საკონფერენციო მაგიდას იყიდის. მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის განაცხადით უკვე მიმართა. მერიის განმარტებით, ინვენტარის შეძენის აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ინვენტარის დიდი ნაწილი ჩამონგრეულმა ბათქაშმა დააზიანა, …

ბათუმის სტადიონზე ბალახის მოვლაში თვეში 47 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის სტადიონზე მინდვრის მოვლაში 2 წლის განმავლობაში 1 139 880 ლარს [თვეში 47 495 ლარს] გადაუხდიან უცხოურ კომპანიას, რომელმაც თავის დროზე სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მოაწყო. „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გააფორმებს. „აჭარაბეთ არენას“ საფეხბურთო მოედნის მინდვრის საფარის (ჰიბრიდული) ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების და მისი შემდგომი ექსპლუატაციის …

საჩინოს სკოლის სახურავის აღდგენაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

80 876 ლარი დაიხარჯება ქობულეთის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის სახურავის აღდგენაში. აჭარის განათლების სამინისტრო სამუშაოებს ტენდერის გარეშე შეისყიდის. „2022 წლის 15 იანვარს ძლიერმა ქარმა დააზიანა სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის შენობის სახურავი, რაც გამოიხატება იმაში, რომ სახურავის ნაწილი მთლიანად გადახდილია ხის კონსტრუქციასთან ერთად, შენობა დაუცველია ნალექისგან, ასევე არსებობს დაზიანებული სახურავის სკოლის ტერიტორიაზე ჩამოყრის საფრთხე.“ – აღნიშნულია …

რაში დახარჯავს 12 მილიონ ლარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წელს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით“ 2022 წელს სხვადასხვა აქტივობას გეგმავს, რაშიც 12 მილიონამდე ლარს, ტენდერის გარეშე დახარჯავს. ადმინისტრაციის განცხადებით, ძირითადი პრიორიტეტი საერთაშორისო ბაზრებსა და შიდა ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა იქნება. „ადმინისტრაცია გეგმავს საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის მიღებას, საქართველოს კომპლექსური სარეკლამო კამპანიების წარმოებას, მიზნობრივ ქვეყნებში წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას, პრეზენტაციების გამართვასა და, …

შენობა დანგრევის პირასაა და შესაძლოა დააზიანოს გვერდით კორპუსები – სამხარაული 

ბათუმში, 26 მაისის №13-ში მდებარე ჩამონგრეული სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟის სამუშაოებზე ქალაქის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს. შესაბამისი განაცხადით სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. დოკუმენტების მიხედვით, სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან  572 308 ლარი დაიხარჯება. დემონტაჟს დაახლოებით 5 თვე დასჭირდება. „2021 წლის 08 ოქტომბერს ქ. ბათუმში, 26 მაისის №13-ის …

რაში დახარჯავს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 1,3 მილიონს ტენდერის გარეშე

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2021 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, სხვადასხვა ღონისძიებებსა და მომსახურებაში 1 384 000 ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე გეგმავს. ამ მიზნით, დეპარტამენტმა თანხმობისთვის უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უნდა განხორციელდეს მომსახურებები, რომლებიც დაკავშირებულია: „აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით როგორც …

გელათის კვლევა-კონსერვაციის პროგრამისთვის ნახევარი მილიონი დაიხარჯება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის მონასტრის კვლევებისთვის 515 000 ლარს გადაიხდის. სააგენტო გეგმავს გელათის მონასტრის საკონსერვაციო სტაბილიზაციისა და გამოსასწორებელი ღონისძიებებისათვის საჭირო კვლევები მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუციების ჩართულობით ჩაატაროს. „ჩასატარებელი ღონისძიება მოიცავს ასევე გადაუდებელი ჩარევების მეთოდოლოგიური და ტექნიკის განსასაზღვრად შესაბამისი კვლევების განხორციელებას, გრძელვადიანი, კონსერვაციის მართვის ყოვლისმომცველი პროგრამისა და გეგმის შედგენას, რაც საფუძვლად უნდა …

ქობულეთის მერიის შენობაში ჭერი ჩამოინგრა

ქობულეთის მერიის შენობაში, ერთ-ერთ სამუშაო ოთახში, ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც ორ ოთახში მუშაობის პროცესი პარალიზებულია. მერიის ინფორმაციით ინფრასტრუქტურის სამსახურის ოთახში ჭერი სამუშაო საათებში ჩამოინგრა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „მიმდინარე წლის პირველ მარტს სამუშაო საათების დროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის (ინფრასტრუქტურის სამსახურის) სამუშაო ოთახში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. ჭერის ჩამონგრევის …

მოქალაქეებისგან დასაცავად „იაფი სახლის“ ფანჯრებზე ბათუმის მერია გისოსებს აწყობს

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ 4 საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე [ჯამში 121 კვ.მ] გისოსების მოწყობაზე ბათუმის ბიუჯეტიდან 6 500 ლარი დაიხარჯება. გისოსები სახლის ფანჯრებზე დამონტაჟდება. საცხოვრებელი სახლების „პირველი სართულის ღიობების რკინის გისოსებით შეფუთვის სამუშაოების შესრულება უმოკლეს ვადაში“, მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დაავალა. საცხოვრებელ სახლებში 2021 წლის 14 თებერვალს მოქალაქეები …

ბათუმელი წყალბურთელები პანდემიის გამო „პლაზას“ აუზში ვეღარ ივარჯიშებენ

ბათუმელი წყალბურთელები „მარდი პლაზას“ საცურაო აუზით ვეღარ ისარგებლებენ. პანდემიისა და დაწესებული რეგულაციების გამო წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო „პლაზამ“ წყალბურთის კლუბთან ხელშეკრულება შეწყვიტა. იმის გამო, რომ კლუბს საკუთრებაში არ გააჩნია საცურაო აუზი, შპს „წყალბურთის კლუბი ბათუმი“ შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს თანხმობას, რათა ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმოს შპს „მარი ჯგუფთან“. ბათუმელი წყალბურთელები მარტიდან, სავარაუდოდ, სწორედ „მარი ჯგუფის“ აუზში …

„მე, შენ და ბათუმის“ ბულვარში დასაბრუნებლად ბიუჯეტიდან 19 750 ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბულვარში, კომპოზიციის – „მე, შენ და ბათუმის“ დასაბრუნებლად ბულვარის ადმინისტრაცია 19 750 ლარს გადაიხდის. დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა კომპოზიციის აღდგენა-რესტავრაციას მოხმარდება. „მომსახურების ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის ქანდაკების ავტორს ერეკლე წულაძეს, რომელმაც გონივრულ ვადაში უნდა გაწიოს მომსახურება“, – აღნიშნულია ბულვარის ადმინისტრაციის განაცხადში, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს მიმართა. ბულვარი, კომპოზიციის რესტავრაციაზე, ხელშეკრულებას გამარტივებული წესით სწორედ ერეკლე წულაძესთან გააფორმებს. …

აჭარაში მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე თებერვალში ნახევარი მილიონი დაიხარჯება 

2021 წლის პირველი თებერვლიდან  26 თებერვლის ჩათვლით პერიოდში აჭარის მუნიციპალიტეტებში სკოლის მოსწავლეებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება. აჭარის განათლების სამინისტრო თებერვლის თვეში [20 სასწავლო დღე] ტრანსპორტის დაქირავებაში 529 506 ლარს გადაიხდის – ტენდერის გარეშე. ტრანსპორტი მოემსახურება ყველა იმ მოსწავლეს, ვინც სკოლიდან არანაკლებ 2 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობს – ხულოს, შუახევის, ქობულეთის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ასევე, ნაწილობრივ ბათუმში …

ყოფილი აბანოს შენობის კინოს მუზეუმად გადაკეთების პროექტში 40 000 ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვას „აჭარის მუზეუმი“ ამჯერად გამარტივებული წესით გეგმავს, რასაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. შესყიდვის ღირებულება 40 ათასი ლარია. მუზეუმის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე „აჭარის მუზეუმმა“ კონკურსი ორჯერ გამოაცხადა – 25 ათასი ლარით და 40 ათასი ლარით, თუმცა გამარჯვებული არ გამოვლენილა. „ორივე მათგანში …

რესპუბლიკური სამედიცინო ჟანგბადის წარმოებისთვის ცალკე შენობას ააშენებს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ რამდენიმე კოვიდცენტრს, მათ შორის ამ საავადმყოფოს, ჟანგბადის მწარმოებელი გენერატორები და კომპრესორები შეუძინა თანმდევი ნაწილებით, რომელსაც შესაბამისი სპეციალისტები 2020 წლის დეკემბერის შუა რიცხვებში დაამონტაჟებენ. „აღნიშნული დანადგარების განთავსებისთვის გადაუდებლად საჭიროა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდეს დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი კაპიტალური შენობა/ნაგებობა… პირველ დეკემბერს შესყიდული იქნა ზემოხსენებული შენობის საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, …

„112“-ის და „144“-ის გამართულად მუშაობისთვის 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

„112“-ის და „144“-ის გამართულად მუშაობისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 2 580 000 ლარის ინვენტარისა და კომპიუტერული ტექნიკის შეძენას ტენდერის გარეშე გეგმავს. „112“-მა შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანხმობისთვის უკვე მიმართა. „112“-ის ადამიანური რესურსების სრული მობილიზების მიუხედავად, ეპიდსიტუაციის გამწვავების პარალელურად, საგრძნობლად გაზრდილია მომართვიანობა. შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, მოხდა ადამიანური რესურსების სარეზერვო ჯგუფების მაქსიმალური მობილიზება, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა …

დეფიციტის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო ჟანგბადს უტენდეროდ შეისყიდიან

COVID19-ის მასშტაბური გავრცელების გამო, რამდენიმეჯერ გაიზარდა ჟანგბადის ხარჯი და გადააჭარბა დაგეგმილ მოლოდინს, რის გამოც დადგა აუცილებლობა სამედიცინო ჟანგბადი შევისყიდოთ გადაუდებელი აუცილებლობის წესით – აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ცენტრმა სამედიცინო ჟანგბადის ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა: „ცენტრი წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, რომ ასეთი სიხშირით გაიზრდებოდა СOVID19-ით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა, რის …

ჯოჭოში სტიქიით დაზიანებული ადგილების აღსადგენად მერია პროექტებს შეისყიდის

2020 წლის პირველ ოქტომბერს სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილების აღსადგენად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ხელვაჩაურის მერია ტენდერის გარეშე შეისყიდის, რისთვისაც 88 675 ლარია გამოყოფილი. გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის მერიამ შესყიდვების სააგენტოს დღეს, 25 ნოემბერს მიმართა. პროექტების შესაძენად საჭირო თანხა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს აჭარის მთავრობამ 19 ნოემბერს გამოუყო. „2020 წლის 01 ოქტომბერს აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ხელვაჩაურის …

სახელმწიფო 4 000 ფლაკონ რემდესივირის ყიდულობს

4 000 ფლაკონ რემდესივირს ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, 104 000 აშშ დოლარად, ტენდერის გარეშე შეიძენს. ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის დღეს, 25 ნოემბერს მიმართა. „covid 19-ის დადასტურებულად ეფექტიანი პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მსოფლიო გამოცდილებით და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამ ეტაპისთვის ყველაზე ეფექტიან და იმედისმომცემ მედიკამენტად ითვლება მედიკამენტი …

გარდაბანში მესამე თბოსადგური აშენდება – პროექტის ღირებულება 174,8 მილიონი აშშ დოლარია 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის თანხმობისთვის მიმართა. შესყიდვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობას ეხება. პროექტის ღირებულება 174 837 546 აშშ დოლარია. „აღნიშნული ღირებულება მოიცავს „ბაზრის კვლევის“ ფარგლებში დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ თბოსადგურის მშენებლობის Lump sum ფასს [144 837 546 აშშ დოლარი, ყველა გადასახადის ჩათვლით …

პჯრ აპარატი დაზიანების პირასაა, 24 საათში 200-მდე ანალიზს აკეთებენ – ბათუმის ინფექციური 

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, მათი ლაბორატორიის აპარატი გათვლილია 50 ანალიზის გაკეთებაზე, თუმცა 24 საათის განმავლობაში ამუშავებენ და ამ დროში 200-მდე ანალიზს აკეთებენ. აქედან გამომდინარე „პჯრ ბოქსი დაზიანების პირასაა, სხვა ალტერნატივა კი ბათუმის ინფექციურს არ გააჩნია.“ ინფექციურში მიიჩნევენ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე სასწრაფოდაა შესაძენი შესაბამისი აპარატურა, რასაც 270 ათას 300 ლარი დასჭირდება. აპარატურის გამარტივებული წესით შესაძენად …

48 მილიონი ლარი კოვიდის სამართავად დამატებითი საწოლების მობილიზებისთვის

სოციალური მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან 48 მილიონი ლარის ტენდერის გარეშე გამარტივებულად დახარჯვას ათანხმებს. აღნიშნული თანხა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, საჭიროა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის სამართავად დამატებითი საწოლი ადგილების მობილიზებისთვის. თანხა გათვლილია 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით [84 დღე] პერიოდზე. „ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურს გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა …

„გელათის გალავანი ვიზიტორებისთვის საფრთხის შემცველია“ – სააგენტო ჩამონგრეულ ნაწილს აღადგენს

„გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ნორმებს და საფრთხის შემცველია როგორც დამთვალიერებლებისათვის, ასევე მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის“, – აცხადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. სააგენტო, ამ ეტაპზე, გელათის სამონასტრო კომპლექსის გალავნის დასავლეთის ცენტრალური მონაკვეთის ჩამონგრეული ნაწილის გადაუდებელ რეაბილიტაციას გეგმავს. სააგენტომ სამუშაოების ტენდერის გარეშე ჩატარებაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს 24 აგვისტოს მიმართა. დოკუმენტების მიხედვით, …

ბათუმში ფესტივალისთვის ახალგაზრდობის ცენტრი 90 000 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

აჭარის განათლების სამინისტროსთან არსებული სსიპ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი 12 აგვისტოს ბათუმში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენციისა და კულტურული ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. ცენტრმა უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს 90 ათასამდე ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობის მისაღებად. „ღონისძიების პირველ ნაწილში, კონფერენციაზე, გათვალისწინებულია ახალგაზრდობის სფეროს მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული 5-წლიანი სტრატეგიის განხილვა, რომელსაც დაესწრებიან მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირები, …

სამინისტრო 15 ივნისის შემდეგ 200 000 ლარს დახარჯავს „ტელესკოლის“ პოპულარიზაციაზე

განათლების სამინისტრო 199 996 ლარად ყიდულობს პროექტს, რის შესახებაც საზოგადოება უკვე ინფორმირებულია. სამინისტრო „ტელესკოლის“ საინფორმაციო კამპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა, მომსახურებას ყიდულობს სასწავლი წლის დასრულების შემდეგ. სამინისტრო შესყიდვის აუცილებლობას ასე ასაბუთებს: „აღნიშნული საკითხი (ანუ „ტელესკოლის“ და სწავლის დასრულების შესახებ ინფორმაცია) წარმოადგენს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინტერესის ღონისძიებას… 2020 წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო წელი მთავრდება …

რას ვეღარ შეიძენენ საჯარო დაწესებულებები გამარტივებული შესყიდვით – სიახლე ტენდერებში

საქართველოს მთავრობამ ის საქონელი და მომსახურება განსაზღვრა, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები ტენდერის გარეშე – გამარტივებული წესით ვეღარ შეისყიდიან. ამ ჩამონათვალშია სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული მოწყობილობები, საოჯახო ტექნიკა, საბუღალტრო, საკანცელარიო მომსახურებები, ბეჭდვა და სხვა. სახელმწიფო შესყიდვებში გამოყენებული კლასიფიკატორის (CPV) ის კოდები, რომელთა მიმართაც 2020 წლის 14 იანვრიდან უკვე აღარ დადგინდება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად …

საზეიმო ღონისძიებებისთვის ფულის ხარჯვის მანკიერი პრაქტიკა ბათუმში – „გამჭვირვალობა“

„ყველაზე დიდი თანხა – 697 105 ლარი გამარტივებული შესყიდვების გზით ბათუმის კულტურის ცენტრმა დახარჯა,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალ კვლევაში. ორგანიზაციამ ის გამარტივებული შესყიდვები შეისწავლა, რომლითაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმში საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა. კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ საქმე „მანკიერ პრაქტიკასთან“ გვაქვს, რადგან საზეიმო ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრულია და ამ დროს საბიუჯეტო ორგანიზაციებს გამარტივებული შესყიდვა არ უნდა …

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმირებაზე 440 ათასი ლარის დახარჯვა ტენდერის გარეშე სურს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „დაგეგმილი რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის“ 440 ათასი ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით გეგმავს. სხვადასხვა მომსახურების გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის სამინისტრომ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, თუმცა სააგენტო ითხოვს სამინისტრომ დააკონკრეტოს და განმარტოს: „რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა; რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი; ასევე, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვა …

კერძო კომპანიას 500 000 ლარს „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში ექსკლუზიურად გადაუხდიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რეკლამის (საიმიჯო ვიზუალის) სარეკლამო ბანერებზე, ბილბორდებსა და მონიტორებზე განსათავსებლად, შპს „ალმას“, პროექტ „ჩექინ ჯორჯია 2018“-ის ფარგლებში, 500 ათასამდე ლარს გადაუხდის. „ალმას“ 100% წილის მფლობელი, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, არის კომპანია [Global Investors Limited], რომელიც მალტაშია დარეგისტრირებული. სარეკლამო კომპანია „ალმა“ „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდების ჩამონათვალშია. „ჩექინ ჯორჯია 2018“-ის ფარგლებში რეკლამები ქალაქ ბათუმშიც განთავსდება, იმ სარეკლამო ფართობზე, რაც „ალმას“ …

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიაში 5,9 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს საერთაშორისო ბაზრებზე „რეგიონის ცნობადობის და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით“ დაგეგმილი აქვს სხვადასხვა სარეკლამო არხის გამოყენებით ჩაატაროს მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიები, რაც რეგიონის საიმიჯო, სეზონური და სოციალური ხასიათის ვიდეორგოლების შექმნასა და გავრცელებას გულისხმობს. ამ მიზნით ბიუჯეტში 5 945 000 ლარია გათვალისწინებული, რის გახარჯვასაც დეპარტამენტი ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვებით გეგმავს. დეპარტამენტის სამიზნე ქვეყნები …

ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შესაძენად 15 მილიონი დაიხარჯება

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენას გაამრტივებული შესყიდვის წესით აპირებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 850 000 ლარია. სააგენტო აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხეს აღმოსავლეთ საქართველოშიც ხედავს. გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ასე ასაბუთებს: „მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში განახორციელა მასშტაბური ღონისძიებები საშიში ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ. დამუშავდა 120,000 ჰა ფართობი თხილის, …

ცეცხლაურთან, მდინარე ჩოლოქზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურსა და ოზურგეთის სოფელ ლაითურს შორის მდინარე ჩოლოქზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. ხიდთან ერთად გაკეთდება 6 კმ-მდე გზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც. გზისა და ხიდის რეაბილიტაციის თხოვნით დეპარტამენტს ოზურგეთის გამგეობიდან მიმართეს. „…გამყოფ სასაზღვრო ზოლში მდინარე ჩოლოქზე არსებული საავტომობილო ხიდი 2004 წლის ცნობილი მოვლენების დროს იქნა დაზიანებული და დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, …

Exit mobile version