მთავარი,სიახლეები

დეფიციტის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო ჟანგბადს უტენდეროდ შეისყიდიან

27.11.2020 • 1507
დეფიციტის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო ჟანგბადს უტენდეროდ შეისყიდიან

COVID19-ის მასშტაბური გავრცელების გამო, რამდენიმეჯერ გაიზარდა ჟანგბადის ხარჯი და გადააჭარბა დაგეგმილ მოლოდინს, რის გამოც დადგა აუცილებლობა სამედიცინო ჟანგბადი შევისყიდოთ გადაუდებელი აუცილებლობის წესით – აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

ცენტრმა სამედიცინო ჟანგბადის ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა:

„ცენტრი წინასწარ ვერ განსაზღვრავდა, რომ ასეთი სიხშირით გაიზრდებოდა СOVID19-ით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა, რის გამოც გაიზარდა გამოძახებათა რიცხვი და რამაც ასევე გავლენა იქონია ჟანგბადის დიდი რაოდენობით მოხმარებაზე, დაგეგმილთან შედარებით.“

2020 წლის 3 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ცენტრი გეგმავს შეისყიდოს შემდეგი მომსახურება:

10-ლიტრიანი მოცულობის ბალონის დატუმბვა – 230 ცალი;
5-ლიტრიანი მოცულობის ბალონის დატუმბვა – 150 ცალი;
3-ლიტრიანი მოცულობის ბალონის დატუმბვა – 350 ცალი;
40-ლიტრიანი მოცულობის ბალონის დატუმბვა – 280 ცალი.

„სამედიცინო ჟანგბადის შესყიდვის მიზნით, ცენტრის მიერ გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერები, რომლის ფარგლებშიც გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება სამედიცინო ჟანგბადის მიწოდება… ვინაიდან გაიზარდა ჟანგბადის მოხმარების ხარჯი და გადააჭარბა დაგეგმილ მოლოდინს, სამედიცინო ჟანგბადის შესყიდვისთვის განკუთვნილი თანხა, აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში იწურება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჟანგბადის დეფიციტი, საჭიროა გადაუდებელი აუცილებლობის წესით სამედიცინო ჟანგბადის შესყიდვა. რადგან მიმდინარე საფინანსო წლის დასრულებამდე დარჩენილ დროში, ვერ ესწრება ახალი ტენდერის გამოცხადება, საჭიროა სამედიცინო ჟანგბადი შეძენილი იქნას წლის ბოლომდე“, – აღნიშნულია გადაუდებელი დახმარების ცენტრის განაცხადში.

ცენტრი ჟანგბადის შესყიდვას შპს „ცისკარისგან“ გეგმავს, რომელიც ტენდერებში იყო გამარჯვებული და ცენტრს ჟანგბადს იანვრიდან დღემდე აწვდის. ხელშეკრულებები ცენტრს ამ კომპანიასთან ჯამში 37 300 ლარზე აქვს გაფორმებული.

კომპანიას ეტაპობრივად, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის უნდა მიეწოდებინა შემდეგი ოდენობის ჟანგბადი:

წყარო: ხელშეკრულებები

კორონავირუსის შემთხვევების მატების პარალელურად სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება კლინიკებშიც ხუთჯერ და მეტად გაიზარდა. მთავრობამ თხევადი ჟანგბადის წარმოებისთვის საჭირო აირგენერატორების შესყიდვა სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას“ დაავალა.

ამ თემაზე:

„მოხმარება 5-ჯერ გაიზარდა“ – ქვეყანა სამედიცინო ჟანგბადის მწარმოებელ გენერატორებს ყიდულობს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: