„ოცნების“ მთავრობა მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდის საკითხს კვლავ დაუბრუნდა. ჭოროხზე ხიდის მშენებლობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიგეგმა, თუმცა პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა. ამჯერად „ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის/მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი 5,5 მილიონი ლარით გამოაცხადა. საკონკურსო დოკუმენტების მიხედვით: „პროექტის მიზანია ქალაქ ბათუმში არსებული ბულვარის პრომენადის, სარეკრეაციო სივრცის, როგორც კულტურული …
Tag Archives: ბულვარი
ელექტროსკუტერები ბულვარის ველობილიკზე ისევ ივლიან – ბათუმის მერია აკრძალვას კვლავ აჩერებს
ბათუმის საკრებულო 29 მაისის სხდომაზე ბულვარში ელექტროსკუტერების საკითხს განიხილავს. წელს ბულვარის ტერიტორიაზე ელექტროსკუტერების გამქირავებლებს უთხრეს, რომ სკუტერების გადაადგილება ბულვარში საერთოდ აიკრძალა, რასაც ამ ადამიანების პროტესტი მოჰყვა. სკუტერების მფლობელებმა აკრძალვის შემდეგ ათზე მეტი საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობის უფლება მოითხოვეს. ვრცლად: რატომ მივიდნენ კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის წინ პროევროპულ აქციაზე აღსანიშნავია, რომ ბათუმის საკრებულოს 2019 წელს …
ქორწინების სახლის ადგილზე 181 ათას ლარად მოაწყობენ შადრევანს – გენგეგმაში კი სულ სხვა რამ წერია
ბათუმის ბულვარის შესასვლელში, სადაც ქორწინების სახლი დაანგრიეს, შადრევანს და აუზს მოაწყობენ. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 181 ათას 575 ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა გენგეგმა აქ არც აუზს ითვალისწინებს და არც შადრევანს. ბულვარის გენგეგმით, ქორწინების სახლის და აუზის დანგრევასთან ერთად, ამ ადგილზე ქვედა დონეზე გახსნილი სივრცის მოწყობაცაა რეკომენდებული, თუმცა აღნიშნულ რეკომენდაციას ბულვარის ადმინისტრაცია …
ბულვარში გამწვანებულ ადგილს აბეტონებენ – 374 ათასი ლარი საბავშვო კუთხისთვის
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ბულვარში გამწვანებული ადგილის ჩაბეტონებას და საბავშვო კუთხის მოწყობას გეგმავს. რკინა-ბეტონის ფილით და კაუჩუკით სულ მცირე 500 კვადრატული მეტრი ფართობი დაიფარება. მოეწყობა ბეტონის სკამები. სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 374 ათას 201 ლარია. ადგილი, სადაც საბავშვო კუთხის მოწყობაა დაგეგმილი [ატრაქციონებით, სკამებით, განათებით და სხვ.], ახალი ბულვარის მწვანე ზოლია – …
Continue reading “ბულვარში გამწვანებულ ადგილს აბეტონებენ – 374 ათასი ლარი საბავშვო კუთხისთვის”
ბათუმის ბულვარის დირექტორს და მოადგილეებს უკონკურსოდ დანიშნავენ – ცვლილება
ბათუმის ბულვარის დირექტორისა და მისი მოადგილეების დასანიშნად ამიერიდან კონკურსს აღარ გამოაცხადებენ. ამ თანამდებობებზე დასანიშნად დღემდე მოქმედი წესით კონკურსები უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, ეს წესი აჭარის არალეგიტიმურმა მთავრობამ გააუქმა. შესაბამის დადგენილებას აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილმა ხელი 2025 წლის 13 მაისს მოაწერა. დადგენილება 19 მაისიდან ამოქმედდა. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორი 2022 წლის ივნისიდან დღემდე ლაშა მიქელაძეა. …
Continue reading “ბათუმის ბულვარის დირექტორს და მოადგილეებს უკონკურსოდ დანიშნავენ – ცვლილება”
ბათუმის მერია სანაპიროზე 300 ათასი ლარად საგუშაგოებს მოაწყობს და შსს-ს გადასცემს
ბათუმის მერია ზღვისპირა ზოლში სტაციონალურ საგუშაგოებს მოაწყობს და მათ შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველო სამსახურს გადასცემს. 10 საგუშაგოს მოწყობაში ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 390 ათას 243 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2025 წლის 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა 10 ჯიხური ივლისამდე უნდა …
Continue reading “ბათუმის მერია სანაპიროზე 300 ათასი ლარად საგუშაგოებს მოაწყობს და შსს-ს გადასცემს”
შეზლონგების „ღობე“ კვარიათის სანაპიროზე [ფოტო]
იმის გამო რომ, სამართალდარღვევაზე რეაგირებას არავინ ახდენს, კვარიათში ზღვის სანაპიროზე ვერ ჩამოჯდებით, თუ იქ ჩამომწკრივებულ რომელიმე შეზლონგს არ დაიქირავებთ. ეს პრობლემა წლებია არსებობს ბათუმის სანაპიროზეც – მოიჯარეებს ბათუმის ბულვარი აუქციონის გარეშე იჯარით გადასცემს ტერიტორიას პლაჟზე, მოიჯარეები კი, სანაპიროსთან ახლოს ისე აწყობენ შეზლონგებს, რომ დამსვენებელი ან შეზლონგებს შორის დარჩენილ ვიწრო სივრცეში უნდა მოთავსდეს და ბუნების სილამაზის …
Continue reading “შეზლონგების „ღობე“ კვარიათის სანაპიროზე [ფოტო]”
619 ათასი ლარი ბათუმის პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელებისთვის
ბათუმის ბულვარი პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელების მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი გამოაცხადა. დაგეგმილია საზოგადოებრივი დანიშნულების 29 ახალი გასახდელისა და შშმ პირებზე ადაპტირებული 3 ახალი გასახდელის მონტაჟი. გასახდელების შესყიდვა-მონტაჟში კი, ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 619 ათას 860 ლარს გადაიხდის დღგ-ს ჩათვლით [თუმცა, ეს თანხა ტენდერში შესაძლოა შემცირდეს]. პირობის მიხედვით, გასახდელების შესყიდვა-მონტაჟი ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა განხორციელდეს. …
Continue reading “619 ათასი ლარი ბათუმის პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელებისთვის”
ბულვარი ახალ სკვერს მოაწყობს – გამოყოფილია 324 ათასი ლარი
ბათუმის ბულვარში, საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ, ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ე.წ. მექსიკურ სკვერს მოაწყობს, რისთვისაც 340 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით ადმინისტრაციამ ტენდერი „ახალი თემატური სკვერის მოწყობის სამუშაოს შესყიდვაზე“ უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 28 იანვარს დაიწყება და 2 თებერვალს დასრულდება. ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტს „2021 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს …
Continue reading “ბულვარი ახალ სკვერს მოაწყობს – გამოყოფილია 324 ათასი ლარი”
ბულვარში ველობილიკს შეაკეთებენ და მწვანედ შეღებავენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი
ბათუმის ბულვარში ველობილიკის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 998 ათას 40 ლარი დაიხარჯება. სწორედ ამ თანხაზე გააფორმა ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება კომპანია „არალისთან“. პროექტის მიხედვით, შეკეთებული ველობილიკი ბულვარის ტერიტორიაზე [იახტკლუბიდან ახალი ბულვარის ამფითეატრამდე] მწვანედ შეიღებება. ახალი ბულვარის ამფითეატრიდან აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმართულებით კი, ველობილიკი წითლად დარჩება შეღებილი, ვინაიდან ეს მონაკვეთი არ არის გადაცემული ბულვარის მართვაში და არც ქალაქის …
Continue reading “ბულვარში ველობილიკს შეაკეთებენ და მწვანედ შეღებავენ – დაიხარჯება 1,9 მილიონი ლარი”
ბათუმში „სან რემოს“ შენობა და პირსი დაანგრიეს | ფოტოამბავი
ბათუმში რესტორან „სან რემოს“ შენობა და პირსი უკვე დანგრეულია. ამ ადგილზე ახალი შენობისა და პირსის მშენებლობაა დაგეგმილი. ტერიტორია ბათუმის მერიას იჯარით აქვს გაცემული. 2023 წლის 9 დეკემბერს, პლაჟზე დემონტაჟის და მშენებლობის სამუშაოები შეიძლება ითქვას, ერთად მიმდინარეობდა [გრძელდება დემონტაჟი, პარალელურად ეწყობა სამშენებლო ღობე, პლაჟზე შეაქვთ ლოდები, პერიოდულად იკეტება ბულვარში ფეხით მოსიარულეთა სასეირნო ბილიკი…] „სან რემოს“ პირსი …
Continue reading “ბათუმში „სან რემოს“ შენობა და პირსი დაანგრიეს | ფოტოამბავი”
ბათუმის ბულვარი 3 კიოსკის მოწყობაში 221 ათას ლარს გადაიხდის
„3 ერთეული საექსპოზიციო კუთხის [კიოსკი] მოწყობის სამუშაოს შესყიდვაზე“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი 221 ათას 433 ლარით გამოაცხადა. ანუ, 1 კიოსკის მოწყობაში ბულვარი მაქსიმუმ 73 ათას 811 ლარს გადაიხდის [თუმცა, საბოლოო ფასი ტენდერის შედეგად დადგინდება]. სამუშაოებში შედის ბულვარის ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის ფილის/საძირკვლის მოწყობა, მასზე მეტალის კარკასის, შემინული ჯიხურის დადგმა; გადახურვა; სტაციონარული გასაჭიმი ტენტის [სამაგრი უჟანგავი დეტალებით] დამაგრება …
Continue reading “ბათუმის ბულვარი 3 კიოსკის მოწყობაში 221 ათას ლარს გადაიხდის”
„მე მიყვარს ბულვარი“ – ახალი ინსტალაციის პროექტზე ტენდერია გამოცხადებული
„მე მიყვარს ბულვარი“ – ბათუმის ბულვარში ამ ინსტალაციის დადგმას გეგმავენ. ინსტალაციას, სავარაუდოდ, ახალი ბულვარი განათავსებენ. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი 2 966 ლარით უკვე გამოაცხადა. ტექნიკური დავალების მიხედვით, ინსტალაცია/მონუმენტი – „მე მიყვარს ბულვარი“ უნდა დაპროექტდეს შემდეგი ზომებით: „სიგრძე – არანაკლებ 15 მეტრი, სიმაღლე – არანაკლებ 1,8 მეტრი; მოცულობითი ასობგერის სისქე – არანაკლებ 30 სანტიმეტრი, …
Continue reading “„მე მიყვარს ბულვარი“ – ახალი ინსტალაციის პროექტზე ტენდერია გამოცხადებული”
ბათუმის ბულვარი მექსიკური სკვერის მოწყობას გეგმავს
ბათუმის ბულვარში „მექსიკური სკვერის“ მოწყობაა დაგეგმილი. ახალი სკვერის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სკვერი გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების კვეთის მიმდებარედ [საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ], 400 კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს. „საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ბულვარის ერთ-ერთ დატვირთულ ლოკაციაზე, გრიბოედოვის ქუჩის შესასვლელში. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ განთავსებულია პარკირების ზონა, ავტობუსის მოსაცდელი, სავარჯიშო მოედანი და რამდენიმე რესტორანი“, …
Continue reading “ბათუმის ბულვარი მექსიკური სკვერის მოწყობას გეგმავს”
ბათუმში, საზაფხულო თეატრთან მოზაიკური ფილების დასაგებად 1,6 მილიონი დაიხარჯება
ბათუმის ძველ ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ არსებული ფილების შესაცვლელად ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 652 772 ლარია. პირობის მიხედვით, აქ არსებულ გრანიტის ფილებს ახალი მოზაიკური ფილებით ჩაანაცვლებენ. ფილების სამი დიზაინი ბულვარის ადმინისტრაციამ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა და მოქალაქეებს მათთვის სასურველი ვარიანტისთვის ხმის მიცემა სთხოვა. 2023 წლის 11 მაისს, ბულვარის ადმინისტრაციამ გაავრცელე ინფორმაცია, რომ …
Continue reading “ბათუმში, საზაფხულო თეატრთან მოზაიკური ფილების დასაგებად 1,6 მილიონი დაიხარჯება”
ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
დღეს 3 ივნისს, ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის სლოგანი – „ზაფხული იწყება აქ“, წელსაც უცვლელია. ღონისძიებები ძირითადად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. 16:00 საათიდან დაიწყო ქართველი შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიებაზე დაუკრავენ DJ-ები და ბენდები. წელს, სეზონის გახსნაზე ბიუჯეტიდან 330 ათას 364 ლარი დაიხარჯება. გასართობი-მუსიკალური პროგრამისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე 162 ათასი ლარია გათვალისწინებული. ღონისძიებისთვის …
Continue reading “ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა”
ახალ ბულვარში ზღვის ხელოვნური კვება დასრულდა – მოაწყობენ თუ არა პლაჟს
ბათუმის სანაპიროზე, აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ახალი ბულვარის მიმდებარედ, ხრეშის შეტანის პროცესი დასრულდა. მოაწესრიგებენ თუ არა სანაპირო ზოლს წელს საბანაო სეზონისთვის და მოაწყობენ თუ არა საპლაჟე ინფრასტრუქტურას? – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას არ გეგმავენ და ქალაქის მერიას მივმართოთ. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში კი, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზღვის მიერ დანგრეული/დაზიანებული ინფრასტრუქტურის …
Continue reading “ახალ ბულვარში ზღვის ხელოვნური კვება დასრულდა – მოაწყობენ თუ არა პლაჟს”
ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება
ბათუმის ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოწყობას ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 1 167 949 ლარად გეგმავს. სკეიტპარკი უკრაინის მოქალაქის პროექტის მიხედვით მოეწყობა, სამუშაოებს კი ბულვარი ტენდერით შეისყიდის. ტენდერის გამოცხადებამდე ბულვარის ადმინისტრაცია ბაზარს იკვლევს. „ელექტრონული ტენდერის დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, მიმდინარეობს წინასწარი ბაზრის კვლევა, პოტენციური მიმწოდებლის გამოცდილების დადგენის მიზნით“ – აღნიშნულია ბულვარის განაცხადში და ის დაინტერესებული პირებისგან …
Continue reading “ახალ ბულვარში სკეიტპარკის მოსაწყობად 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება”
როგორი იქნება კაფეები ბათუმის ბულვარში – გამარჯვებული ესკიზები
ბათუმის ბულვარს ესკიზები და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები ზღვისპირა ზოლში ახალი კაფეების ასაშენებლად მზად აქვს. კაფეებს თავად ბულვარის ადმინისტრაცია მოაწყობს და შემდგომ იჯარით გასცემს. ახალი დიზაინის მიხედვით, პლაჟის გასწვრივ დღეს არსებული კაფეები უნდა ჩაანაცვლონ. როდის დაიწყება ეს პროცესი და გააფრთხილეს თუ არა ახლანდელი მოიჯარეები, ბულვარის ადმინისტრაციაში ვერ გვითხრეს. ახალი დიზაინის კაფეები ბულვარის განაშენიანების გეგმითაა გათვალისწინებული. ეს გეგმა …
Continue reading “როგორი იქნება კაფეები ბათუმის ბულვარში – გამარჯვებული ესკიზები”
გარდაიცვალა 19 წლის კაცი, რომელიც წუხელ ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
გარდაიცვალა კაცი, რომელიც წუხელ ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას კლინიკა „მედცენტრი“ ადასტურებს. კლინიკის პრესცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის მამაკაცია. ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთი-ერთ რესტორანთან, წუხელ შეიარაღებული კონფლიქტის დროს სულ 4 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი თავის და გულ-მკერდის არეში იყო დაჭრილი. კლინიკა „მედცენტრის“ პრესცენტრის ინფორმაციით, დაჭრილი კაცი კლინიკაში შეყვანიდან დაახლოებით ერთ საათში გარდაიცვალა. კლინიკაში კიდევ ორი …
Continue reading “გარდაიცვალა 19 წლის კაცი, რომელიც წუხელ ბულვარში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს”
ბათუმის ბულვარში 51 პირი სხვადასხვა დარღვევისთვის დააჯარიმეს
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში ბათუმის ბულვარში 51 პირი დაჯარიმდა, შვიდს კი სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. ველობილიკის მიღმა მოძრაობისთვის დაჯარიმდა 51 ადამიანი. დარღვევა ითვალისწინებს 20 ლარით დაჯარიმებას, განმეორების შემთხვევაში კი – 50 ლარით დაჯარიმებას. იმავე ოდენობის თანხით დაჯარიმდება პირი, რომელიც კვადროციკლით ან მოტოციკლით მოძრაობის წესებს დაარღვევს ბულვარში. ადმინისტრაციის თქმით, ბულვარში დაამონტაჟეს გამაფრთხილებელი ბანერებიც. ამავე …
Continue reading “ბათუმის ბულვარში 51 პირი სხვადასხვა დარღვევისთვის დააჯარიმეს”
ბულვარის სანაპირო ზოლის გადასარჩენად ბათუმში ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც გაარკვევს, რა გზით არის შესაძლებელი ბათუმის სანაპიროს გადარჩენა. გუშინ, 5 თებერვალს, მორიგი შტორმის დროს, ბათუმის ახალი ბულვარში პრომინადის ნაწილი შტორმმა ჩამოშალა, დაზიანდა პლაჟის ინფრასტრუქტურა. „ამ დროს ქალაქის მერი გამოვიდა და თქვა, რომ პრომინადი და პლაჟი დაასუფთავეს… სასწრაფო წესით საჭიროა, რომ შეჩერდეს ეს პროცესი. ჩვენ ვითხოვთ სამუშაო ჯგუფის შექმნას, …
გამოცვლილი ქვაფენილი და ახალი პლაჟი შშმ პირებისთვის – კიდევ რას აკეთებენ ბულვარში
ბათუმის ბულვარი მიმდინარე სეზონზე შშმ პირებისთვის კიდევ ერთ ადაპტირებულ პლაჟს მოაწყობს. ბულვარის ინფორმაციით, ადაპტირებული პლაჟი იქნება როგორც რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირედ, სადაც ადრეც იყო, ასევე გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, მოპირდაპირედ. აქ შესაბამისი სამუშაოები [ადაპტირებული საშხაპეების მოწყობა და სხვა] უკვე დაწყებულია. „შშმ პირებისთვის განკუთვნილი ტივტივა ეტლები, რაც გვაქვს, ამ ორ ლოკაციაზე გადანაწილდება და მათით სარგებლობა …
Continue reading “გამოცვლილი ქვაფენილი და ახალი პლაჟი შშმ პირებისთვის – კიდევ რას აკეთებენ ბულვარში”
რას ფიქრობენ მოიჯარეები ბულვარის გენგეგმაზე
„სინამდვილეში მათ ჩვენი გაყრა უნდათ ბულვარიდან, რომ შემდეგ პლაჟები და სხვა ადგილები დიდ სასტუმროებს დაუკანონონ. ასე არ გამოვა. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით“, – ამ განწყობით მივიდნენ ბულვარის განაშენიანების გეგმის პრეზენტაციაზე მოიჯარეები, რომლებიც წლების განმავლობაში ბათუმის ბულვარში კომერციულ საქმიანობას ეწევიან. მათ უმეტესობას ბულვარში ძირითადად სეზონური ბიზნესი აქვს. ბევრს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა ან მოკლევადიანი შეთანხმება აქვს, ზოგ შემთხვევაში …
Continue reading “რას ფიქრობენ მოიჯარეები ბულვარის გენგეგმაზე”
გამოაცხადებენ თუ არა აუქციონს ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე
ბათუმის ბულვარის მიმდებარე პლაჟზე საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ნაკვეთების გასაცემად აუქციონი წელს არ გამოცხადდება. ყოფილ მოიჯარეებთან ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ხელშეკრულებებს პირდაპირი წესით გააფორმებს. რაც შეეხება გონიო-კვარიათის პლაჟებს, რა ფორმით გადაეცემა ის დაინტერესებულ პირებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ. „პირდაპირი წესით იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება იმ მოიჯარეებთან, რომლებსაც პლაჟის კონკრეტული მონაკვეთები იჯარით 2020 …
Continue reading “გამოაცხადებენ თუ არა აუქციონს ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე”
უქმეები ბათუმში | ფოტო
რაც მეტად თბება ჰაერი, მით მეტი ადამიანი შლის საპიკნიკე პლედს ბათუმის ბულვარში და მით მეტი ადამიანი გადის სანაპიროზე რუჯის მისაღებად. იმის გამო, რომ მაისი არც მთლად გაზაფხულია და არც მთლად ზაფხული, შეგიძლია არჩევანი გააკეთო რუჯის მიღებასა და აყვავებული ხეების ქვეშ ჯდომას შორის. ანდაც რა საჭიროა არჩევანის გაკეთება, როცა უქმეებია? ამ სტატიაში გიწვევთ მზით გამთბარ ბათუმში …
რა კავშირშია ჭოროხის დელტას მართვის გეგმა ბათუმის ბულვარის გაგრძელებასთან
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიის [ჭოროხი დელტას] მართვის გეგმის შედგენაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარია. მიმწოდებელი ვალდებულია ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ანგარიში სამინისტროს 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე წარუდგინოს. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა მიმოიხილოს ტერიტორიაზე არსებული კვლევები და ლიტერატურა; ტერიტორიის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობასთან კომუნიკაცია და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობა; სხვა შესაბამისი …
Continue reading “რა კავშირშია ჭოროხის დელტას მართვის გეგმა ბათუმის ბულვარის გაგრძელებასთან”
საპროტესტო აქცია ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით | Live
ბათუმში დღეს, 13 მარტს, „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია იმართება. „ლაშქრობა ამბასადორთან“ – ასე ეწოდება აქციას, რომელსაც დღეს მუსიკოსებიც შეუერთდნენ. აქციის მთავარი მოთხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის შეჩერებაა. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის დაუკრავენ ადგილობრივი DJ-ები: Mari, Dj EKNR, Guro Dolidze, Cheeky, Babba, Jibuti, Beka, Spl 13 და Dj Nugo. „ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და …
„მე, შენ და ბათუმის“ ბულვარში დასაბრუნებლად ბიუჯეტიდან 19 750 ლარი დაიხარჯება
ბათუმის ბულვარში, კომპოზიციის – „მე, შენ და ბათუმის“ დასაბრუნებლად ბულვარის ადმინისტრაცია 19 750 ლარს გადაიხდის. დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა კომპოზიციის აღდგენა-რესტავრაციას მოხმარდება. „მომსახურების ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის ქანდაკების ავტორს ერეკლე წულაძეს, რომელმაც გონივრულ ვადაში უნდა გაწიოს მომსახურება“, – აღნიშნულია ბულვარის ადმინისტრაციის განაცხადში, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს მიმართა. ბულვარი, კომპოზიციის რესტავრაციაზე, ხელშეკრულებას გამარტივებული წესით სწორედ ერეკლე წულაძესთან გააფორმებს. …
Continue reading “„მე, შენ და ბათუმის“ ბულვარში დასაბრუნებლად ბიუჯეტიდან 19 750 ლარი დაიხარჯება”
მოძრაობა ,,დაიცავი ბათუმის ბულვარი” პეტიციას ავრცელებს
მოძრაობა ,,დაიცავი ბათუმის ბულვარი” პეტიციას ავრცელებს ბულვარში დაგეგმილი 16 სართულიანი სამშენებლო პროექტის წინააღმდეგ. პეტიციის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ: ბათუმის ძველი ბულვარში, რომლის განაშენიანებაც ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში დაიწყო და კულტურული მემკვიდრეობის საბაღე–საპარკო ხელოვნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, შპს „ამბასადორი ბათუმი“ 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ 16-სართულიანი სასტუმრო სრულიად შეუსაბამოა ბულვარისთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, …
Continue reading “მოძრაობა ,,დაიცავი ბათუმის ბულვარი” პეტიციას ავრცელებს”
ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეს ახალი ბინადრები ჰყავს [ვიდეო]
ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეს ახალი ბინადრები ჰყავს. იშვიათი ჯიშის თუთიყუშები ბულვარს ამირან მურვანიძემ აჩუქა, იგი წლებია ზოოკუთხის მოვლა-პატრონობას ხელმძღვანელობს და თითოეული ბინადარი საკუთარი ოჯახის წევრივით უყვარს. თუთიყუშების კუთხეს ბევრი დამთვალიერებელი და მოყვარული ჰყავს ბათუმის ბულვარში. მათი მხიარულება და ფერები განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს.
ბათუმში ზღვამ წარეცხა 1 კილომეტრი პლაჟი, აქ ნაპირდაცვისთვის 55 მილიონი დაიხარჯა [ფოტო]
ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსები რომ შენდება, ახალი ამბავი არ არის. აქ სიახლე ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი იყო, თუმცა ის, ერთკილომეტრიან მონაკვეთში, ზღვამ უკვე წარეცხა, ზოგან მთლიანად. ზღვამ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ზოგიერთ ადგილზე ნაპირის დაცვის მიზნით ჩალაგებული ლოდების წყობის დაშლაც დაიწყო. ამ ხელოვნური პლაჟის მოწყობაზე ქვეყანამ უკვე დახარჯა 55 მილიონი ლარი. „ბათუმელებს“ …
რა სამუშაოებს ატარებენ ბათუმის ბულვარში
ბათუმის ახალ ბულვარში უკვე ხალხმრავლობაა – ადამიანები ვარჯიშობენ, ისვენებენ, სეირნობენ, მათ შორის, ველოსიპედებით, თუმცა აქ ველობილიკი მოშლილია. ველოსიპედების ტრასა რესტორან „აჭარული სახლიდან“ აკვაპარკამდე გადათხრილია. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება და 15 დღეში დასრულდება. ქვაფენილის ნაცვლად აქ ბეტონის ბილიკის მოწყობაა დაგეგმილი. „აქ მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ვინაიდან ველობილიკი ისედაც ამორტიზებული …
ბულვარი გავლენიანი ფინანსური ჯგუფების სამიზნეა, ეს არ დაუშვათ – მიმართვა გახარიას
„ბულვარი კვლავაც სამიზნედ რჩება გავლენიანი ფინანსური ჯგუფებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვის ბულვარი წარმოადგენს მნიშვნელოვან და ღირებულ ზღვისპირა პარკს და საზოგადოებრივ სივრცეს, რომლის დასაცავად არაერთი მოქალაქე არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში. სწორედ ამ პროცესს მოჰყვა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება, რისთვისაც ნახევარ-მილიონამდე ლარია გამოყოფილი აჭარის ბიუჯეტიდან“, – ბათუმში მოქმედი 5 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართავენ …
Continue reading “ბულვარი გავლენიანი ფინანსური ჯგუფების სამიზნეა, ეს არ დაუშვათ – მიმართვა გახარიას”
„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა
შპს „ამბასადორ ბათუმი“, რომელიც ბათუმის ბულვარში ოთხსართულიან გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს და ამავე სამშენებლო პროექტის 15 სართულამდე გაზრდას ითხოვს, ბულვარში კიდევ გაფართოვდება, კომპანია მერიისგან კიდევ 341 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს და მასზე დამაგრებულ შენობას ითხოვს. თანხმობის შემთხვევაში მერიას 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჰპირდება. მერია თანახმაა, თანახმაა „ბათუმის ბულვარიც“, ახლა გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს. გასხვისების …
Continue reading “„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა”
ბათუმის ბულვარში განთავსებული ობიექტები შეღავათით ისარგებლებენ
ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტები შეღავათით ისარგებლებენ. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 19 მარტს, გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მან უკვე მისცა დავალება აჭარის ფინანსნთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება „ბათუმის ბულვარს“ იმაზე, რომ „მოახდინოს საშეღავათო პირობების შემუშავება ბულვარში განთავსებულ ობიექტებთან დაკავშირებით“. „ვეცდებით მაქსიმალურად, რომ გავითვალისწინოთ მეწარმეების, მოიჯარეების ინტერესები, შექმნილი ფორსმაჟორული …
Continue reading “ბათუმის ბულვარში განთავსებული ობიექტები შეღავათით ისარგებლებენ”