პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის აპრილში გაიხსნება – ღონისძიებაში კმდს 19 000 ლარს დახარჯავს

ქობულეთში პეტრას ციხის გახსნა ვიზიტორებისთვის 2021 წლის 18 აპრილს იგეგმება, თუმცა ნალექიანი ამინდის შემთხვევაში გახსნის ღონისძიების ჩატარების თარიღი შეიძლება შეიცვალოს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] „განახლებული პეტრას ციხის გახსნის ღონისძიების ორგანიზებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. მომსახურებას სააგენტო მაქსიმუმ 19 ათას ლარად შეისყიდის. ტენდერის პირობით, მომსახურებაში შედის: „ორი ვიდეორგოლის გადაღება და მონტაჟი; ფოლკლორული, ქალაქური და კლასიკური სიმღერების …

შოთა გუჯაბიძე ძეგლების საბჭოდან დათხოვნაზე: ახვლედიანმა და რიჟვაძემ გული მოიფხანეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული ძეგლების საბჭოდან დღეს დათხოვნილი შოთა გუჯაბიძე იხსენებს, რომ ასეთი მცდელობა სააგენტოს სხვა დირექტორებსაც ჰქონდათ, ზაურ ახვლედიანმა კი ეს მოახერხა და ამით რიჟვაძესთან ერთად „გული მოიფხანა“. ზაურ ახვლედიანი შოთა გუჯაბიძეს სააგენტოს დისკრედიტაციაში სდებს ბრალს. როგორ აფასებს ამ გადაწყვეტილებას თავად რეჟისორი შოთა გუჯაბიძე, რომელიც ძეგლების საბჭოში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა და როგორია მისი …

ნიგაზეულის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ნიგაზეულის ციხეს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სააგენტომ ავარიულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულება უკვე გააფორმა კომპანიასთან.  ხელშეკრულების ფასი დაახლოებით 34 650 ლარია. პროექტის მიხედვით მოხდება ძეგლის რეაბილიტაცია-კონსერვაცია. კომპანიას ასევე ევალება სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისთვის ჩაატაროს საჭირო კვლევები. დოკუმენტაცია კომპანიამ სააგენტოს დეკემბრის დასაწყისში უნდა ჩააბაროს. …

პეტრას ციხის ტერიტორიაზე შშმ პირებისთვის ლიფტებს დაამონტაჟებენ

ქობულეთში, პეტრას ციხის ტერიტორიაზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ლიფტების დამონტაჟებას გეგმავს. ძეგლთან, შშმ პირებისთვის განკუთვნილი 5 ლიფტის შეძენა-მონტაჟისთვის, სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 180 ათასი ლარია. პეტრას ციხესთან 2 ცალი დახურული და 3 ცალი ღია ტიპის ლიფტი დამონტაჟდება. პირველი ორი – პეტრას ციხის ადმინისტრაციულ შენობასა და ეზოში, ხოლო დანარჩენი …

მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერსა და მთავრობას

საზოგადოება – „მე მიყვარს ბათუმი“ ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი სახლების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ გიორგი გახარიას და მთავრობის სხვა წევრებს მიმართავს. საქმე იმაშია, რომ ხვალ, 13 მარტს, ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ, „გეოგრაფიკის“ მიერ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად რეკომენდებული 23 სახლის საკითხი უნდა განიხილოს. შესაბამისად, ხვალინდელ სხდომაზე გადაწყდება, მიანიჭებენ თუ არა …

„ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან საკუთარი ნაკვეთის ამოღებას ითხოვს

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარის საზღვრებიდან იმ ტერიტორიის ამოღებას ითხოვს, სადაც 15-სართულიანი შენობის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. ასე კომპანია შეძლებს თავიდან აირიდოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოსთან შეთანხმების ვალდებულება, რაც მისთვის ერთგვარი ბარიერია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსგან სასურველი ნებართვის მისაღებად. სააგენტოში განგვიმარტეს, რომ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მისი განხილვა დღის წესრიგში დგას. შპს „ამბასადორი …

რას ფიქრობენ ხელისუფლების წევრები ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენებაზე

მიიღებს თუ ვერა შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში 15-სართულიანი შენობის აშენების უფლებას? – ეს  საკითხი ბათუმში ისევ მწვავე განხილვის საგანია. მოქალაქეები, რომლებიც გასულ წლებში ბულვარში ერთ-ერთი ხეივნის გაუქმების შესაძლო გადაწყვეტილებას აქციებით აპროტესტებენ, ამბობენ, რომ ამ მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში ბულვარის დასაცავად ქუჩაში ისევ გამოვლენ. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, არ გასცეს ამ მშენებლობაზე ნებართვა. რას ფიქრობენ ისინი, რომლებიც …

ბათუმში, კლდიაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ სახლს ანგრევენ – ნებართვა გაცემულია

ბათუმში, კლდიაშვილის #11-ში, ძველ, ორსართულიან სახლს ანგრევენ. ტერიტორია უკვე შემოღობილია და  დემონტაჟის სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე გვითხრეს, რომ მხოლოდ მუშები არიან და კითხვებზე ვერ გვიპასუხებენ, გვირჩიეს ეზოში შევსულიყავით და მეპატრონეს გავსაუბრებოდით, თუმცა ჭიშკარი საგულდაგულოდ დაკეტილი დაგვხვდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით კლდიაშვილის #11-ში რვასართულიანი სახლის მშენებლობა 2015 წელსაა შეთანხმებული და მერიამ მშენებელ კომპანიას ნებართვის ვადა სამი …

ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია ქობულეთის პლაჟთან მასშტაბურ მშენებლობას გეგმავს

შპს „კ ენდ ლ ინვესტმენტი“  ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, აბაშიძის #90-ის მიმდებარედ, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს. პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ განიხილა, რადგან ტერიტორია, სადაც  ინვესტორს კომპლესის მშენებლობა სურს, ძეგლის დაცვის ზონაშია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი, სადაც კომპანია კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, 10 495 კვადრატული მეტრია, რაც იმას …

ბათუმში მოქალაქე ძეგლის ხელყოფისთვის მესამედ დააჯარიმეს – ის მაინც არ ჩერდება

ბიზნესმენ ენრიკო ბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო. მომჩივანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, ხოლო დავის საგანი ბათუმში ორი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფაა. ეს პირველი საქმეა ვაჟა-ფშაველას #13- ის შემდეგ, როცა ბათუმში ძეგლზე უკანონო სამუშაოების გამო სისხლის სამართლის კოდექსით გამოძიება დაიწყო. ბიზნესმენი ენრიკო ბერიძე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფისთვის მემედ აბაშიძის #9 – სა და …

კმდს: საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობაზე დაშენებას ითხოვენ და არა დემონტაჟს

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, შპს „ სახლი ბარათაშვილზე“  ბათუმში ბარათაშვილის #30 -ში მდებარე ისტორიული შენობის დემონტაჟს არ გეგმავს და მხოლოდ დაშენების უფლებას ითხოვს. რვასართულიანი შენობის აგებას პროექტი გორგასლის ქუჩის მხრიდან ითვალისწინებს, აქ არსებულ სახლსა და სხვა დამხმარე შენობებს კი ნებართვის მიღების შემთხვევაში დაანგრევენ. რეესტრის მონაცემებით, საპროექტო ტერიტორია სულ რვა შენობა-ნაგებობას აერთიანებს, თუმცა მათ შორის, როგორც …

უნებართვო მშენებლობა ძეგლში – გამოკითხვა პოლიციაში გაგრძელდა

„მეგონა, პრობლემა არ იქნებოდა, რადგან ფასადს არ ვეხებით და მხოლოდ შიდა სამუშაოებს ვაწარმოებთ“, – ასე აუხსნა მშენებლობის დიზაინერმა თეა გასვიანმა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს ძეგლზე უნებართვო სამუშაოების წარმოება. „ვთქვათ, გეგონათ. მას შემდეგ, რაც გაფრთხილება მოგეცით და დაგაჯარიმეთ, რატომ არ გაჩერდით, ხომ აღარ გეგონათ უკვე. პრინციპი გაქვთ, რომ სააგენტოს მოთხოვნას არ უნდა დაემორჩილოთ?“- ისევ …

ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების საკითხი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

ბათუმის მერიაში ისევ ვერ ასახელებენ კონკრეტულ ვადას, თუ როდის განაახლებენ  ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცების პროცედურებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები კომპანია  „გეოგრაფიკს“ კონსულტაციების გავლის მიზნით ორჯერ შეხვდნენ და ისევ გეგმავენ შეხვედრას. „გეოგრაფიკთან“ ერთად მერიის სპეციალისტები ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასთან დაკავშირებით, ამავე კომპანიის მიერ ისტორიული ბათუმის  უკვე დადგენილი საზღვრების გადახედვას გეგმავენ. …

ბათუმის ცენტრში მშენებლები ერთი კვარტალის ათვისებას გეგმავენ

ბათუმში, გორგილაძის #22-დან 26 მაისის ქუჩის გადაკვეთამდე და ამ გადაკვეთიდან მემედ აბაშიძემდე დაბალსართულიანი სახლების ათვისებას და ახალი მრავალბინიანი სახლების მშენებლობას გეგმავენ. ამ უბანში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად რამდენიმე კომპანია იბრძვის, მათ შორის, ორს ერთ ეზოზე აქვს პრეტენზია. გასულ ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ისინი ერთმანეთს ზონალური საბჭოს სხდომაზე დაუპირისპირდნენ. გორგილაძის #22-სა და #24-ში მშენებლობის ნებართვის მოპოვებას შპს „მინი …

რა გავლენას მოახდენს 500-მილიონიანი პროექტი ფიჭვნარის ნაქალაქარსა და ქობულეთის ნაკრძალზე

ქობულეთში 180 ჰექტარი ტერიტორია აჭარის მთავრობამ კერძო კომპანია „გრინ რეზორტს“ 2019 წლის მარტში 6 040 265 ლარად მიჰყიდა. კომპანიში მიიჩნევენ, რომ მათთვის გადაცემული ტერიტორია „სახეშეცვლილი, დეგრადირებული გარემოა, რომელსაც ამჟამად არანაირი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ფუნქცია არ გააჩნია“. თუმცა ეს ტერიტორია უშუალოდ ესაზღვრება ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს, ნაწილობრივ ფიჭვნარის ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიასაც მოიცავს. „გრინ რეზორტს“ მისთვის გადაცემულ …

კმდს-ს მიერ გამსახურდიას #12-ში მანსარდის ამაღლებაზე გაცემული ნებართვა სამინისტრომ გააუქმა

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას N12-ში, მანსარდის ამაღლებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა განათლების სამინისტრომ გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა დაგვიდასტურა. მან გვითხრა იმის შესახებაც, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა ინფორმაცია, თითქოს საბჭომ ახალი მანსარდის დაშენების ნებართვა მისცა კომპანიას: „იყო მხოლოდ არსებული მანსარდის 67 სანტიმეტრით წამოწევისა და ოთხი სამერცხლულის მოწყობის ნებართვა გაცემული. ეს საბჭოს …

ძველ ბულვარში კერძო კომპანია ორსართულიან რესტორანს აშენებს

ბათუმის ძველ ბულვარში [ე.წ. ტექნოლოგიურის შენობის უკან] ორსართულიანი რკინის კონსტრუქცია შენდება. ადგილზე მომუშავეთა თქმით, აქ კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რესტორანს აშენებს. კომპანიის მფლობელები რუსეთის მოქალაქეები: ელგუჯა ქებურია  და ვართან ვართანოვი არიან. კომპანიის დირექტორად ელგუჯა ქებურიაა დაფიქსირებული. საინფორმაციო დაფის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2019 წლის 8 თებერვალს არის გაცემული. მშენებლობის დასრულების დროდ კი …

ავანსად გადარიცხული 93 990 ლარი – გონიოში რომაული ბანაკი ვერ მოეწყო

გონიოს ციხეში რომაული ბანაკის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სახელშეკრულებო თანხა – 93 990 ლარი წინასწარ, ავანსად გადაურიცხა, თუმცა კომპანიამ ვალდებულება არ შეასრულა. სააგენტომ „ჭედა 2012“-ს ხელშეკრულება შეუწყვიტა, 18 407 ლარით დააჯარიმა და დაწყებული სამუშაოების დასრულების მიზნით ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. სატენდერო თანხა 31 ათასი ლარია. შესყიდვების სააგენტოს პორტალზე ატვირთული დოკუმენტებიდან ჩანს, …

338 ათასი ლარი გორგასლის ქუჩაზე ძეგლის სარეაბილიტაციოდ

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, N24-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ორსართულიანი სახლის სარეაბილიტაციოდ 338 ათასი ლარია გათვალისწინებული. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ძეგლზე სამუშაოები 2020 წლის პირველ მარტამდე უნდა დასრულდეს. სახლის რეაბილიტაცია იმ პროექტის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს. რესტავრაცია-რეაბილიტაციის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია …

140 ათასი ლარი ბათუმში საბაევის სახლის „მცირე რეაბილიტაციისთვის“

ბათუმში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. საბაევის სახლის „მცირე რეაბილიტაციისთვის“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. წინა ტენდერი, რომელშიც სააგენტოს ერთ-ერთი კომპანია მომსახურებას 128 267 ლარად სთავაზობდა, უარყოფითი შედეგით დასრულდა – კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს. ამჯერად სატენდერო თანხა 140 ათასი ლარია. შენობაში, რომელიც ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთაში მდებარეობს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის …

ბათუმში მე-19 საუკუნის ბელეტაჟი აღადგინეს [ ფოტო]

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩის #38-ში, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა. ხელოსნები ბოლო დეტალებზე მუშაობენ. შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, სარდაფის, შიდა კონსტრუქციების მოწყობისა და გადახურვის ჩათვლით. შენარჩუნებული და აღდგენილია ძველი ხის იატაკი და ფანჯრები. ამ სახლის რესტავრირებისთვის ჯამში  615 209 ლარი დაიხარჯა. აქედან 487 576 ლარი უშუალოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაუხადეს, 10 726 ლარი რეაბილიტაციის …

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სააგენტომ ტენდერი წელს მესამედ გამოაცხადა

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი წელს მესამედ  გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება კვლავ 1 მილიონ 750 ათასი ლარია. თებერვალში გამოცხადებული ტენდერი თავად სააგენტომ შეწყვიტა. აღნიშნული ტენდერის გამო აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორმა კერძო კომპანიამ დავების საბჭოშიც უჩივლა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ბმულზე: რატომ შეწყვიტა სააგენტომ პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მოწყობის ტენდერი. რაც შეეხება აპრილში …

ორ წელზე მეტია „ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში ოთხსართულიანი შენობისთვის საძირკველს თხრის

წელს ბათუმში ჩამოსულ ტურისტს ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე ისევ სამშენებლო სამუშაოები დახვდება. კომპანია „ამბასადორ ბათუმს“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმებით, მშენებლობა 2018 წლის მარტში უნდა დაესრულებინა, თუმცა ჯერ არც კი დაუწყია. სამშენებლო მოედანი მაღალი ღობითაა შემოსაზღვრული და ობიექტის დაცვა  მასთან მიახლოებაზეც კი რეაგირებს, თუმცა მაინცაა შესაძლებელი იმის ნახვა, რომ ჯერ …

გამსახურდიას N39-ში ძეგლს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

ბათუმში,  ზვიად გამსახურდიას #39-ში მდებარე ორსართულიან ძეგლს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, აღადგინეს ამორტიზებული აივანი. სამუშაოები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაკვეთით შპს „ბეგურმა“ ჩაატარა. შესყიდვის ღირებულება 33 333 ლარია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, მიმდინარე წელს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა გამსახურდიას ქ N36-ში და ნოე ჟორდანიას ქ.N24- ში მდებარე ძეგლებსაც, ეს სამუშაოებიც იგივე შესყიდვით დაფინანსდა. სახლი, …

ვაჟა-ფშაველას #13 – აქ დანგრეული ძეგლის ნაცვლად კორპუსის აშენებას აპირებენ

შპს „ბათ ინვესტი“ ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ეს ის კომპანიაა, რომელსაც ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ. კომპანიამ მხოლოდ სახელი და დირექტორი შეიცვალა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს, სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს. „ბათ ინვესტმა“ ამჯერად პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ …

ლითონის ღობე გონიოს ციხის დასაცავად – ციხე ნაწილობრივ შეიღობება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის გალავანს ერთი მხრიდან ლითონის ღობეს შემოავლებს. ღობე ციხის ერთ კედელთან [კვარიათის მხარეს, სასაფლაოსა და ციხის გალავანს შორის] მოეწყობა. სააგენტო „გონიოს ციხის მიმდებარედ დამცავი ღობის მოწყობის სამუშაოებს“ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 14 500 ლარია. „საპროექტო წინადადებით განსაზღვრულია გონიო-აფსაროსის სამხრეთ კედლის გარე პერიმეტრზე, სამანქანე გზის მიმდებარედ გარემო ფაქტორებისაგან დამცავი …

ახალი პროექტები ერთსართულიანი სახლების ნაცვლად

ჰაიდარ აბაშიძის #8-ში, ერთი ორსართულიანი სახლისა და ორი ბელეტაჟის დემონტაჟის ხარჯზე ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავენ. ეს ადგილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია. შესაბამისად, პროექტის შეთანხმების თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მოქალაქე ოთარ ჭეიშვილმა მიმართა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის ამავე მისამართზეა რეგისტრირებული. შეითანხმებს თუ არა სააგენტო ამ ადგილზე ათსართულიან მშენებლობას, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. …

მემედ აბაშიძის #44-ში ბელეტაჟს კულტურული ობიექტის სტატუსი მიანიჭეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში არსებულ ერთსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიანიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ობიექტების მიმართ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ყველა დამცავი რეჟიმი ამუშავდება. ეროვნული სააგენტოს იურისტის, ალექსანდრე ჩიხრაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაცემულია რაიმე სახის სამშენებლო ნებართვა შენობასთან მიმართებაში, მერიამ გადაწყვეტილება უნდა შეაჩეროს, …

14-სართულიანი კორპუსი 4 ბელეტაჟის ნაცვლად ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, გორგასლისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე, შპს „ნეოპოლი“ 14-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. ახალი მშენებლობა ამ ადგილზე ოთხი ერთსართულიანი ბელეტაჟის, ერთი სამსართულიანი სახლისა და ერთი ორსართულიანი სახლის დანგრევას ითვალისწინებს. მათ შორისაა ისტორიული, კრამიტით გადახურული სახლებიც. მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაშია დაგეგმილი, რაც  იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილზე მშენებლობის უფლება კომპანიას მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს თანხმობით …

პეტრას ციხეზე გამოცხადებული ტენდერის გამო სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლეს

კერძო კომპანია შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს დაავალოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს „შეიტანოს ცვლილება და სატენდერო დოკუმენტაცია ჩამოაყალიბოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის პრინციპების შესაბამისად“. კომპანია აცხადებს, რომ სააგენტოს სატენდერო კომისიის მოთხოვნა, პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, არის არაპროპორციული, კონკურენციის შემზღუდავი და დისკრიმინაციული. დავის საგანია პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა 1,75 მილიონი ლარია. ამ თემაზე: რა იგეგმება …

ფესენკოს აგარაკის [ყოფილი ბავშვთა სახლი] სარეაბილიტაციოდ სააგენტო პროექტს შეისყიდის

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში მდებარე ე.წ. ფესენკოს აგარაკის [ყოფილი ბავშვთა სახლი] რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. სატენდერო თანხა 40 ათასი ლარია. შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია აგებული და დღეს ავარიულ მდგომარეობაშია. მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა. სატენდერო პირობის მიხედვით, კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს „კულტურული მემკვიდრეობის …

ბათუმის დამცავ ზონებზე სადავო დოკუმენტის ორ ვარიანტს 15 თებერვალს თბილისში განიხილავენ

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის  ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო ბათუმის მერიის მიერ წარდგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენისთვის შემუშავებულ დოკუმენტს 15 თებერვალს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაავრცელა. დოკუმენტის განხილვასა და მის დამტკიცებას ბათუმში გასული წლის მეორე ნახევრიდან ელიან, თუმცა საკითხზე მსჯელობა ცენტრალურ უწყებებში მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ორგანიზაცია …

რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ადმინისტრაციული შენობა, არქეოლოგიური მუზეუმი, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს – ეს არის ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რის მოწყობასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხისძირში, პეტრას ციხეზე გეგმავს. პროექტით გათვალისწინებულია ლიმონარიუმის რესტავრაციაც. პროექტის განსახორციელებლად სააგენტოს 1 მილიონ 750 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. სააგენტომ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის …

24-დან არც ერთი – ისტორიული სახლები ბათუმში უკვე ერთი წელია ძეგლის სტატუსს ელიან

თითქმის ერთი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი 24 შენობიდან ერთის გაძეგლებაც ვერ შეძლო. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ამ შენობების გამოსავლენად ბათუმის მერიამ სამი წლის წინ ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დახარჯა. ვიდრე სააგენტოში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, გასაძეგლებლად წარდგენილი შენობების დასაცავად არავინ არაფერს აკეთებს, მათი რიცხვი თანდათან მცირდება. წარდგენილი შენობებიდან რამდენიმე …

როგორი იქნება რომაული ბანაკი გონიოს ციხეში

გონიოს ციხის ტერიტორიაზე რომაული ბანაკისთვის ანგარისა და ამფითეატრის მოწყობა იგეგმება, ასევე დაიდგმება კარვები და განთავსდება რომაული ბანაკისთვის დამახასიათებელი საბრძოლო და სხვა ინვენტარი. ბანაკის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 220 ათასზე მეტი ლარი აქვს გამოყოფილი. „რომაული ბანაკი, ეს არის კონცეფცია. ისტორიულად ციხეში რომაული გარნიზონები იდგა და როგორი ტიპის კარვებშიც ცხოვრობდნენ, იმის ანალოგიური გაკეთდება. შევისყიდით შესაბამის …

ნიკოლოზ ანთიძე ვაჟა-ფშაველას #13-სთვის ძეგლის სტატუსის მოხსნაზე: გარდაცვლილი უნდა დაკრძალო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი  მოუხსნა. ამ ადგილზე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ორსართულიანი სახლი მშენებელმა კომპანიამ უნებართვოდ დაანგრია. საქმეს პროკურატურა იძიებს. რა არგუმენტები ჰქონდა და როგორ დაასაბუთა საბჭომ გადაწყვეტილება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა. როგორ დაასაბუთა საბჭომ ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13- სთვის ძეგლის სტატუსის …

Exit mobile version