ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

აშშ-ში, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის წინ, დღეს, 18 იანვარს,  ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. “სახელმწიფო დეპარტამენტის წინ შევიკრიბეთ საქართველოს წარმომადგენლები, ქართველები, ვაპროტესტებთ რეჟიმს და მოვითხოვთ სინდისის ყველა პატიმრის გათავისუფლებას. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება და სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმრის მიმართ”, – თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნათია სირაბიძემ.

„კობახიძე გულგახეთქილი უყურებს ალბათ ირანის მოვლენებს“ – ინტერვიუ თინა ხიდაშელთან

„ჩიხად ქცევის საფრთხე შეგვაძლებინებს, გადავლახოთ პარტიული, კორუფციულ-ელიტისტური ამბიციები და ცოტა ქვეყანაზეც ვიფიქროთ… ჯერჯერობით კიდევ გვაქვს შანსი… რაღაც მომენტში გავერკვევით, რომ შიდა პოლიტიკური ამბების გარდა, უზარმაზარი პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე და შეიძლება ჩიხად ვიქცეთ,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მას ინტერვიუს დროს რუბიოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებაც ვკითხეთ: როცა ტრამპი …

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი სომხეთის საგარეოს მინისტრს ხვდება, სად არის საქართველო – ინტერვიუ

„შეერთებული შტატები არანაირ იზოლაციონიზმს არ აპირებს, ის ჩართულია მსოფლიოს და განსაკუთრებით კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა არსებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ამჟამად „ოცნება“ აღრმავებს ევროიზოლაციას და საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. გიორგი მელაშვილს ვესაუბრეთ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ …

აშშ საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციოს ვიზების გაცემას დროებით აჩერებს – Fox News

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესს აჩერებს. 75 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც. სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც პირველად Fox News Digital-მა მოიპოვა, საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უარი თქვან საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე, სანამ უწყება სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს გადახედავს. Fox News-ის თანახმად, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ აპლიკანტებისთვის ხელის შეშლას, …

მედვედევის პასუხი აშშ-ის: არ ეთამაშოთ რუსეთს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი X-ზე აქვეყნებს საშობაო მილოცვას და ქარდს წარწერით – „არ ეთამაშოთ რუსეთს“. როგორც ჩანს, მედვედევი პასუხობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 იანვარს X-ზე გაზიარებულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოტოს, რომელზეც ეწერა: „არ ითამაშოთ პრეზიდენტ ტრამპთან“. მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს მედვედევის პასუხია უშუალოდ აშშ-ის ადმინისტრაციისადმი, შინაარსის გარდა, ადასტურებს ვიზუალური მსგავსებაც. …

ვენესუელის სასამართლოს გადაწყვეტილებით პრეზიდენტის მოვალეობას დელსი როდრიგესი შეასრულებს

შაბათს დილით ვენესუელაზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ვენესუელის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. თუმცა, მან მიანიშნა, რომ ზოგიერთი ჯარისკაცი დაიჭრა. აშშ-ის გენერალმა, დენ კეინიმ განაცხადა, რომ ცეცხლი გაუხსნეს აშშ-ის იმ ვერტმფრენებს, …

მადუროს აშშ-ში გაასამართლებენ – სენატორი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნიკოლას მადურო ნარკოკარტელის ხელმძღვანელია და არა ვენესუელას პრეზიდენტი. მადურო აშშ-ის სამხედრო ძალებმა დღეს, 3 იანვარს დააკავეს. „მადურო არ არის ვენესუელას პრეზიდენტი და მისი რეჟიმი არ არის ლეგიტიმური მთავრობა. მადურო არის ნარკოკარტელ Los Soles-ის ხელმძღვანელი, ორგანიზაციისა, რომელმაც ქვეყანა ხელში ჩაიგდო. მის წინააღმდეგ მიდის გამოძიება აშშ-ში ნარკოტიკების იმპორტზე“, …

ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელას პრეზიდენტი მადურო დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, 3 იანვარს, სოციალურ ქსელ truthsocial-ზე წერს, რომ ვენესიულას პრეზიდენტი მადურო ქვეყნიდან გაძევებულია. „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავებთან ერთად განხორციელდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრესკონფერენცია დღეს, დილის 11 საათზე, მარ-ა-ლაგოში …

აფეთქებები კარაკასში – ვენესუელა აცხადებს, რომ ესაა აშშ-ის სამხედრო აგრესია

ვენესუელის დედაქალაქში, კარაკასში აფეთქებები მოხდა – მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამიზნეებზე, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე, დარტყმების ბრძანება გასცა. ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვენესუელამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა და აშშ-ს პასუხისმგებლობის აღება მოითხოვა და აშშ-ის ქმედებას „სერიოზული სამხედრო აგრესია“ უწოდა. „ბიბისი“ აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, …

„სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე… ევროპა ვალდებულია გადაჯგუფდეს“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან

„ტრამპის პრეზიდენტობამ, საერთაშორისო წესრიგის კრიზისმა, დააჩქარა საერთაშორისო წესრიგის დაშლა. გამოდის, რომ ამან უფრო კონფლიქტური სამყაროს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ევროპისთვის ეს ქმნის ვალდებულებას – უკვე არამხოლოდ მიზანი, არამედ ვალდებულება ხდება, ის გადაჯგუფდეს. სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე, ევროპამ ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და გახდეს სრულფასოვანი უსაფრთხოების აქტორი… ეს პროცესი ევროპას უსაფრთხოების დაცვასთან ერთად აკისრებს ვალდებულებას, ბოლომდე დაიცვას …

„ბარათით ვერ ჩაასხამ“ – „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე მხოლოდ ნაღდი ფულით შეიძენთ საწვავს

„ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე პლასტიკური ბარათით ვეღარ გადაიხდით. საწვავის შეძენა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებითაა შესაძლებელი. „ბარათით ვერ ვასხამ, ნაღდით ვასხამ, გააუქმეს ბარათები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ „ლუკოილის“ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც პრემიუმ ხარისხის ბენზინის ჩასასხმელად მივედით. კითხვაზე, რამდენი ხანია, რაც პლასტიკური ბარათებით გადახდა აღარ ხორციელდება, გვითხრეს, რომ ეს შეზღუდვა მეხუთე დღეა ამოქმედდა. „ინკასაცია მოდის და იმას მიაქვს ფული,“ …

„ევროპელები დასხდნენ უკრაინელებთან ერთად და ტექსტი თავიდან ბოლომდე გადაამუშავეს“ – ინტერვიუ

„ევროპა ახდენს გადააზრებას საკუთარი როლისას მსოფლიოში. ისინი ხვდებიან, რომ ვერ იქნებიან მუდმივად ჩამოკიდებული ამერიკაზე,“ – ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე. მას ევროპის ახალ პოლიტიკურ რეალობაზე ვესაუბრეთ – მოსალოდნელია ევროპა დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე გახდეს? ყოფილ ელჩს უკრაინასთან „სამშვიდობო შეთანხმების“ პროცესზე ვესაუბრეთ. ამ პროცესში ვისმენთ, რომ ევროპელი ლიდერების პოზიციები უფრო და უფრო კატეგორიული გახდა. რა …

ტრამპი კონგრესმენ ჯო უილსონს აქებს – „ჯო უილსონს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  მხარდაჭერას უცხადებს კონგრესმენ ჯო უილსონს არჩევნებში. მის მიერ დაფუძნებულ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში ტრამპი წერს: „კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც თავიდანვე იდგა ჩვენ გვერდით, არის სამხრეთ კაროლინას მე-2 კონგრესის ოლქის უდიდესი ჩემპიონი! სამხრეთ კაროლინას არმიის ეროვნული გვარდიის პენსიაზე გასული პოლკოვნიკი და წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრი, ჯომ იცის ის გონიერება და …

რა ელის რუსულ „ლუკოილს“ საქართველოში – კომპანია საერთაშორისო აქტივებს ყიდის

ფინანსური სანქციები, რომელიც აშშ-მ რუსულ ნავთობკომპანია „ლუკოილს“ დაუწესა, საქართველოში რეგისტრირებულ მის შვილობილ კომპანია „ლუკოილ-ჯორჯიასაც“ შეეხება. აშშ-ს სანქციები „ლუკოილის“ საერთაშორისო აქტივებზე 21 ნოემბრიდან შევა ძალაში. 21 ნოემბრის შემდეგ რუსეთს გარეთ „ლუკოილის“ ვერცერთი შვილობილი კომპანია, მათ შორის „ლუკოილ-ჯორჯია“ – სადაც წილის 50 პროცენტზე მეტს პირდაპირ ან ირიბად თავად რუსული „ლუკოილი“ ფლობს – საბანკო გადარიცხვებს ვეღარ განახორციელებს. იმ …

„გიერთდებით, თავგანწირვისა და სიმამაცის გახსენებაში“- აშშ-ს საელჩო აფხაზეთის ომზე

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სოხუმის დაცემის დღის გამო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვებულია სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე. სოხუმის დაცემის დღეს გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. განცხადებაში, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნეს ნათქვამია, რომ აშშ-ი, ქართველ ხალხთან ერთად პატივს მიაგებს ომში დაღუპულთა ხსოვნას. „სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღის 32-ე წლისთავს გიერთდებით, იმ ადამიანთა თავგანწირვისა …

„ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს“ – ყაველაშვილის ღია წერილი ტრამპს

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს: „ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულება ბატონ დონალდ ტრამპს. პირველ რიგში, მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი, როგორც ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული ლიდერისადმი. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მოუტანს მეტ კეთილდღეობას ამერიკელ ხალხს, აგრეთვე …

„ევროპა ცდილობს უკრაინის დაზღვევას“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ევროპა ცდილობს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რაც მთავარია, დააზღვიოს ის, რომ შეიძლება გარიგება შედგეს უკრაინის ხარჯზე, ანუ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ინტერესების ხარჯზე – ამისგანაც დაზღვევას ცდილობს ევროპა. ევროპის ასეთი მასშტაბური ყოფნა ამ შეხვედრაზე ძალიან მეტყველია ამ თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი შოთა კაკაბაძე. მას ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებაზე ვესაუბრეთ: რა გზავნილია აშშ-ს …

არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც უკრაინის სამშვიდობო გარანტიებში – ინტერვიუ

„მესამე ვარიანტია ყველაზე ეფექტიანი – ეს არის უშუალოდ დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის შეყვანა უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს ამერიკული, ბრიტანული ან ერთობლივი. მე არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც – ჩინელების მონაწილეობის შემთხვევაში, პუტინისთვის ძნელი იქნება ამაზე უარის თქმა და დასავლეთისთვისაც მისაღები იქნება,“ – თავის ვარიანტებს გვაცნობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის თეთრ სახლში გამართული შეხვედრების შემდეგ შესაძლებლად მიიჩნევს …

როგორია თეთრ სახლში დღევანდელი შეხვედრების განრიგი საქართველოს დროით

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდება, შეხვედრაში მონაწილეობას ევროპისა და NATO-ს წამყვანი ლიდერებიც მიიღებენ. განხილვის მთავარი თემა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ალასკას სამიტზე წამოყენებული პირობებია. აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში 20:00 საათზე სტუმრად მივლენ ევროპული ქვეყნების ლიდერები, ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელები. მათ შორის: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ …

ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან ერთად აშშ-ში მიდიან მისი პოზიციების გასამყარებლად – Politico

უკრაინის ევროპელი მოკავშირეები გეგმავენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში გაჰყვნენ, რათა გააძლიერონ მისი პოზიციები დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს და თავიდან აიცილონ თეთრ სახლში კონფლიქტის გამეორება. ამის შესახებ „უკრაინსკა პრავდა“ გამოცემა Politico-ზე დაყრდნობით წერს. ევროპელი დიპლომატებისა და ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ევროპა ცდილობს თავიდან აიცილოს „ჩასაფრება“ ზელენსკისთვის, რამაც შესაძლოა პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა დააზიანოს ამ მგრძნობიარე …

„სამხედრო მოქმედების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა კიევსა და ევროპას“ – მედვედევი ალასკის შეხვედრაზე 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ექსპრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თავის შეფასებას აქვეყნებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შესახებ. მისი აზრით, ალასკაში გამართულ შეხვედრაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის აღდგა მაღალი დონის დიალოგის მექანიზმი. მისი თქმით, საუბარი „მშვიდ გარემოში, ულტიმატუმებისა და მუქარების გარეშე“ წარიმართა. მედვედევის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს პირადად და დეტალურად გააცნო მოსკოვის პირობები …

აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას განაახლებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას განაახლებს. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო რუსეთის გააქტიურებული სამხედრო მოქმედებების ფონზე. „როიტერსის“ ცნობით, ვაშინგტონი კიევს გადასცემს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის Stinger-ისა და Patriot-ის ტიპის შეიარაღებას. იარაღის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარეებს შორის მოლაპარაკება მოიცავს არა მხოლოდ იარაღის მიწოდებას, არამედ ერთობლივ წარმოებასაც. …

ტრამპმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა 12 ქვეყნის მოქალაქეებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც კრძალავს აშშ-ში შესვლას აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ზღუდავს კიდევ შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლას. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ში შესვლა აკრძალულია ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერიტრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანის და იემენის მოქალაქეებისთვის. აკრძალვა ძალაში 9 ივნისს შევა. აშშ-ში შესვლა …

ჯო ბაიდენს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 82 წლის ასაკში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. საუბარია კიბოს აგრესიულ ფორმაზე, ბაიდენის ოფისის განცხადების თანახმად, მეტასტაზები ძვლებშიც გავრცელდა. მკურნალობის ვარიანტებს ბაიდენი ოჯახთან ერთად განიხილავს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და დაწერა, რომ ის და პირველი ლედი, მელანია ტრამპი, დამწუხრებულები არიან ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გამო და მას …

349 მომხრე, 42 წინააღმდეგი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა

5 მაისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა.„მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას და აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადასინჯვას, მათ შორის ყველა დახმარების პროგრამის. 5 მაისს გამართულ კენჭისყრაზე კანონპროექტ მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 42-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. მხარდამჭერებს შორის 168 რესპუბლიკელი კონგრესმენია და 181 – დემოკრატი. მანამდე, 27 მარტს, „მეგობარი აქტი“ აშშ-ის …

რა შეცვალეს ანაკლიის პორტის პროექტში – კონსულტანციებში 3,4 მილიონი დაიხარჯება

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს. პარალელურად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო კონსულტანტების დაქირავებაში მიმდინარე წელს 3,4 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს უტენდეროდ. კიდევ ერთმა სახელმწიფო კომპანიამ – „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა“კი პორტის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შეიტანა. „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ ინფორმაციით, პროექტში შეტანილი ცვლილებების გამო საჭირო გახდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების …

ჟურნალისტები ომშიც კი დაცულად გრძნობენ თავს, მაგრამ არა საქართველოში – ემიგრანტი აშშ-დან

პროფესიით ჟურნალისტია და საქართველოდან წასვლამდე პროფესიით მუშაობდა. 33 წლის თამარ ღამბაშიძე გამოცემა On.ge-ს ყოფილი მთავარი რედაქტორია. ის ახლა ემიგრანტია და ბოლო რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. თამარმა „ბათუმელებს“ უამბო, რატომ გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა; რატომ იყო მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და როგორი იყო საპარლამენტო არჩევნების დღე ნიუ იორკში. თამარ, რატომ და როდის გადაწყვიტეთ …

„ამ მთავრობის მომხრეც კი ცდილობს შვილი მექსიკის გავლით გადმოიყვანოს“ – ემიგრანტი აშშ-დან

საფრთხის შემცველი და არაჯანსაღი გარემო, მომეტებული აგრესია და შვილისთვის კარგი განათლების მიცემის სურვილი – ის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები იყო, რის გამოც ნინია კაპანაძემ და მისმა მეუღლემ 5 წლის წინ საქართველო დატოვეს და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ. ნინია გვიყვება, რომ პრობლემები, რომლებიც ახლა ქვეყნის დღის წესრიგში მწვავედ დგას, ხუთი წლის წინაც ხილული იყო მისთვის. ნინია უკვე ხუთი …

პესკოვი ამბობს, რომ პუტინი მზადაა ტრამპს წინაპირობების გარეშე შეხვდეს

პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, ტრამპს პირობების გარეშე შეხვდეს და ამისთვის აშშ-ის პოლიტიკური ნებაა საჭირო. „პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ღიაა კონტაქტისთვის საერთაშორისო ლიდერებთან, მათ შორის, აშშ-ს პრეზიდენტთან და მათ შორის დონალდ ტრამპთან. ამისთვის არ არის საჭირო არავითარი პირობები. საჭიროა ორმხრივი სურვილი და პოლიტიკური ნება პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრისთვის“ …

ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს მასთან შეხვედრა სურს

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დაიწყო მზადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის. მედიის ცნობით, ტრამპმა ამის შესახებ რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა, ფლორიდაში, 9 იანვარს. მან თქვა, რომ პუტინმა გამოთქვა შეხვედრის სურვილი და ახლა ამ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. „მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამას ვამზადებთ“, – თქვა ტრამპმა. მას მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ …

აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს დასასანქცირებელთა სია, მათ შორისაა რიჟვაძეც – „რადიო თავისუფლება“

რადიო „თავისუფლება“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ. „თავისუფლების“ ცნობით,  სიაშია „ოცნებასთან“ დაკავშირებული 25 პირი, რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, …

რას წერს აშშ-ში ყოფილი ელჩი ჯო უილსონის მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე

2016 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნისას, კონგრესმენი ჯო უილსონის მხარდაჭერით, რომელსაც ახლა პროპაგანდა ქვეყნის მტრად წარმოაჩენს, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო ამერიკული ჯილდო “თავისუფლების მოკავშირე” და ამით გახდა პირველი ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელიც ამ სტატუსს ფლობს.სამხრეთ კაროლინაში მოქმედი „თავისუფლების ფონდის“ სახელით თავისუფლების მოკავშირე 2016 წელს ჯილდო საქართველოს მაშინდელ ელჩს არჩილ გეგეშიძეს კონგრესმენმა ჯო უილსონმა გადასცა. სწორედ ამ …

ვასანქცირებთ ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას „ქართული ოცნების” დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით. „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” ქმედებებმა ჩამოშალა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების შელახვას …

„სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს“ – მაიკლ კარპენტერი

მაიკლ კარპენტერმა, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა სასწორზე დევს საქართველოს დემოკრატია. „სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს. მართლაც, ახლა სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს. ის, რასაც ქუჩებში ვხედავთ, შემაძრწუნებელია – ძალადობა, მთავრობის მიერ დაფინანსებული მოქმედი პირების გამოყენება, ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც დემონსტრანტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს სცემენ. ეს შემაძრწუნებელია. ყველაფერი, რისკენაც …

„აშშ გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“ – სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20 პირს, რომლებიც „საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან“, დღეს, 13 დეკემბერს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა. „სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიიის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი ქმედება მიემართება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, …

აშშ ემზადება გამოიყენოს დამატებითი სანქციები – ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებას ავრცელებს და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. „შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მომიტინგეების, მედიის წევრებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების …

Exit mobile version