აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, 3 იანვარს, სოციალურ ქსელ truthsocial-ზე წერს, რომ ვენესიულას პრეზიდენტი მადურო ქვეყნიდან გაძევებულია.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს.
ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავებთან ერთად განხორციელდა.
დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პრესკონფერენცია დღეს, დილის 11 საათზე, მარ-ა-ლაგოში გაიმართება. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის“ – წერს დონალდ ტრამპი.
დღეს, 3 იანვარს, დილით, გავრცელდა ცნობები ვენესუელაში აფეთქებების შესახებ და რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამიზნეებზე, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე, დარტყმების ბრძანება გასცა.
___________
ფოტოზე: დონალდ ტრამპი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YURI GRIPAS
ამავე თემაზე:
აფეთქებები კარაკასში – ვენესუელა აცხადებს, რომ ესაა აშშ-ის სამხედრო აგრესია






