მთავარი,სიახლეები

აფეთქებები კარაკასში – ვენესუელა აცხადებს, რომ ესაა აშშ-ის სამხედრო აგრესია

03.01.2026 •
აფეთქებები კარაკასში – ვენესუელა აცხადებს, რომ ესაა აშშ-ის სამხედრო აგრესია

ვენესუელის დედაქალაქში, კარაკასში აფეთქებები მოხდა – მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამიზნეებზე, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე, დარტყმების ბრძანება გასცა.

ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვენესუელამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა და აშშ-ს პასუხისმგებლობის აღება მოითხოვა და აშშ-ის ქმედებას „სერიოზული სამხედრო აგრესია“ უწოდა.

„ბიბისი“ აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ  ტრამპმა ვენესუელაზე დარტყმა ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე დაამტკიცა.

ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ თვითმხილველებსა და სოციალურ მედიაში გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქებები, თვითმფრინავები და შავი კვამლი კარაკასში დღეს, 3 იანვარს, დაახლოებით დილის 2 საათიდან დაიწყო დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

პენტაგონს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

განახლებული ინფორმაცია:  აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, 3 იანვარს, სოციალურ ქსელ truthsocial-ზე წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ და პრეზიდენტი მადურო ქვეყნიდან გაძევებულია.

ამავე თემაზე: 

ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელას პრეზიდენტი მადურო დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: