მთავარი,სიახლეები

საპროტესტო აქციაზე პოლიციელების ფოტოები გამოფინეს

19.12.2020
საპროტესტო აქციაზე პოლიციელების ფოტოები გამოფინეს

დღეს, 19 დეკემბერს აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იმ პოლიციელების ფოტოები მიიტანეს, რომლებიც, მათი თქმით, მოძალადე  პოლიციელების რიგებს მიეკუთვნებიან.

„ამ ადამინების შესახებ ბევრჯერ ვილაპარაკეთ. ესენი არიან პოლიციელები, რომლებიც გამოირჩევიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ აგრესიული ქმედებით. განსაკუთრებით უნდა გამოვყო პოლიციელი რეზო ხარაზი, რომელიც 22 დაკავებულიდან 15 საქმეში ფიგურირებს. ამ აქციების დროს სულ 22 ადამიანი დააკავეს და აქედან 15 პირის საქმეზე რეზო ხარაზია ოქმის შემდგენი და წარმომადგენელი სასამართლოში.

ამჟამად მიმდინარეობს 15-მდე პოლიციელის იდენტიფიკაცია, რომლებიც აქციების დროს განსაკუთრებულ სისასტიკეს იჩენენ,” – უთხრა “ბათუმელებს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბონდო თედორაძემ.

მისი თქმით, ორშაბათს ის პროკურატურაში შეიტანს განცხადებას და პოლიციელების საქმიანობის გამოძიების დაწყებას სთხოვს.

დღევანდელი საპროტესტო აქცია ოპოზიციური ერთობის ფარგლებში შექმნილი ე.წ. “სახალხო გენინსპექციის” მიერ იყო ორგანიზებული.

საპროტესტო აქციები აჭარაში 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო და დღემდე გრძელდება. ოპოზიციური პარტიები და საინიციატივო ჯგუფები აპროტესტებენ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: