30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას სესიას თიბისის და საბას Facebook გვერდების დახმარებით. სესია ასევე ხელმისაწვდომი იქნება გამომცემლობა ინტელექტის და მწერალთა სახლის Facebook გვერდებზე.
სესია დიალოგის რეჟიმში ჩატარდება და მისი მოდერატორი მთარგმნელი – ლანა კალანდია იქნება.
ინტერვიუ თიბისის ორგანიზებით, გამომცემლობა „ინტელექტთან“ და მწერალთა სახლთან პარტნიორობით დაიგეგმა. სესიის ფარგლებში მწერალი საკუთარი ბიოგრაფიისა და შემოქმედების საინტერესო დეტალებზე ისაუბრებს.
მარიო ვარგას ლიოსა სამხრეთ ამერიკელი მწერალი, ესეისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტია. 2010 წელს ნობელის პრემია „ძალაუფლების სტრუქტურის დეტალური აღწერისა და ამბოხებული, მებრძოლი და დამარცხებული ადამიანის ხატოვანი ასახვისათვის” მიიღო.
საყოველთაოდ აღიარებული და მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულადაც, ნათარგმნია მისი რომანები: „ქალაქი და ძაღლები“ (1966), „საუბარი კათედრალში“ (1975), „დეიდა ხულია და სცენარისტი“ (1982), „ბოლო ჟამის ომი“ (1984), „ცუდი გოგოს ოინები“ (2007).
მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა ძალაუფლება და სისტემის წინააღმდეგ აჯანყებული ადამიანია. სწორედ ამას ეძღვნება როგორც მისი ადრეული რომანები, ასევე ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი „ვაცის ნადიმი“ (2001) და „ხუთი კუთხე“ (2018). გარდა ლიტერატურისა, ლიოსა პოლიტიკოსის რანგშიც დაუპირისპირდა დიქტატურას, თუმცა პერუს მაშინდელ დიქტატორთან – ფუხიმორისთან 1990 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა.
საქართველოში მისი რომანები „ინტელექტსა“ და „სულაკაურის გამომცემლობას“ აქვთ გამოცემული, მთარგმნელები კი ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი, ელისაბედ ყვავილაშვილი და ამირან გაბესკირია არიან.
მარიო ვარგას ლიოსა თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი და ინტელექტუალია, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მუდმივად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მოიჯარეებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალური ქონებით სარგებლობენ, უფლება ექნებათ იჯარის ხელშეკრულებებში კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილებების შესატანად მერიას განცხადებით 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართონ. ცვლილება მოიჯარეებისთვის ითვალისწინებს შეღავათს, რაც ქირის, საზღაურის და სხვა გადასახადების შემცირებას გულისხმობს.
ცვლილება საკრებულოს მიერ 30 აპრილს მიღებულ დადგენილებაში შედის. ამ დადგენილებით, მოიჯარეებს, რომლებსაც პანდემიის გამო შეჩერებული ჰქონდათ საქმიანობა, ხელშეკრულებებში ცვლილების შესატანად მერიისთვის განცხადებით უნდა მიემართათ „პირველი ვადამოსული სარგებლობის საფასურის გადახდის თარიღამდე“.
„ბევრმა მოიჯარემ განცხადებით ვერ მოგვმართა იმ დრომდე, ვიდრე არ დადგა მათი გადასახადის გადახდის დრო. ბევრს ალბათ ინფორმაცია არ ჰქონდა, ბევრი ადგილზე არ იყო, ან არასწორად გაიგო და ამიტომ ამ შეღავათით ვერ ისარგებლებდნენ. მუშაობა ფაქტობრივად გაჩერებული ჰქონდათ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ მათ მიერ განცხადების წარმოდგენის თარიღი შეგვეცვალა და ყველასთვის 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განგვესაზღვრა. სწორედ ეს თარიღი უნდა შეიცვალოს აპრილის დადგენილებაში. სხვა ყველაფერი რჩება უცვლელი. ცვლილება საკრებულომ უნდა დაამტკიცოს“, – გვითხრა დავით კოპინაძემ, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.
საკითხს ბათუმის საკრებულო 31 ივლისის სხდომაზე განიხილავს.
საკრებულოს დადგენილებით, მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე განცხადების არარსებობა, განიხილება „ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებისადმი მისადაგებაზე“ უარის თქმად და სახელშეკრულებო ურთიერთობები გაგრძელდება არსებული პირობებით. ანუ, მოიჯარე შეღავათით ვერ ისარგებლებს.
შეღავათით, წლიურ საფასურს ჯამში გამოაკლდება თანხა იმ თვეებზე გადაანგარიშებით, რა თვეებშიც მოიჯარეს შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა პანდემიის გამო:
„ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ახალი კორონავირუსის (COVID-19) მიერ გამოწვეული შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მიზნით, განხორციელდეს ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის (ქირა, საზღაური და სხვა) შემცირება ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების მოქმედების განმავლობაში (ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების ვადით) გადასახდელი თანხის ოდენობით, შემდეგი წესით: წლიურ სარგებლობის საფასურს გამოაკლდება ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების პერიოდისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, თვეების გაანგარიშებით [ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების დაწყების და დასრულების თვეები იანგარიშება სრულად, მიუხედავად ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების დაწყების და დასრულების თარიღისა] – აღნიშნულია საკრებულოს მიერ აპრილში მიღებულ დადგენილებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ვ.პ., 1994 წელს დაბადებული ა.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ი., 1998 წელს დაბადებული ლ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.მ., 1982 წელს დაბადებული ე.ფ., 1989 წელს დაბადებული დ.მ. და 1993 წელს დაბადებული რ.ა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 94 შეკვრა „ჰეროინი“, ასევე, ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი”, 16 000-მდე ლარი თანხა და მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 273-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
31 წლის ფეხბურთელის, შოთა მამინაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალებიდან სამი წელი ახლოვდება, ოჯახი კი ამ დრომდე არ არის დაზარალებულად ცნობილი და არც საქმის მასალებზე აქვთ წვდომა.
ფეხბურთელი შოთა მამინაშვილი 2017 წელს მცხეთის სტადიონზე დაგეგმილ მატჩამდე, „მოთელვის“ დროს გახდა ცუდად და გარდაიცვალა. შოთა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ თამაშობდა და იმ დღეს მის კლუბს „ვიტ ჯორჯიასთან“ უნდა გაემართა შეხვედრა.
ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებიდან ერთ წელში საქმე დახურეს, თუმცა ოჯახმა მოახერხა ახალი გარემოებების აღმოჩენა და საქმის გამოძიება ისევ განახლდა.
ბათუმელი შოთა მამინაშვილის დედა, ლოლიტა იაშვილი გვიყვება, რომ მისმა ოჯახმა ადვოკატის დახმარებით, ფაქტობრივად, თავად გამოიძია საქმე და ისინი დარწმუნებული არიან, რომ მისი შვილი უცოდინარობისა და გულგრილობის გამო დაიღუპა, ამის გადასაფარად კი მისი საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ დოკუმენტებს აყალბებს.
„ჩვენ შევისწავლეთ დოკუმენტები და დავადგინეთ, რომ გაყალბებულია დოკუმენტები. პროკურორს მივაწოდეთ შოთას ხელმოწერების ასლები ბანკებიდან. ახლა მათ უნდა გამოითხოვონ დედნები და დანიშნონ ექსპერტიზა, მაგრამ პროკურორი გვეუბნება, რომ გამომძიებელი არ ჰყავს თავისუფალი, რადგან შაქარაშვილის საქმის გამოძიებაზეა ყველა გადართული. ჩვენ რიგში უნდა დავდგეთ, რომ გამომძიებელი გამოგვიყონ? თუ რიგითობაზეა საქმე, ჩემი შვილი სამი წლის წინ დაიღუპა“, – აცხადებს ლოლიტა იაშვილი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახისთვის მოწოდებული დოკუმენტი, რის მიხედვითაც დასტურდება, რომ შოთა მამინაშვილი ნამდვილად ირიცხებოდა კლუბ „ზუგდიდში“. დოკუმენტს ხელს აწერს, როგორც ექიმი, ისე კლუბის დირექტორი. ეს ხელწერები ადასტურებს იმას, რომ კლუბის ფეხბურთელებს, მათ შორის შოთა მამინაშვილს სამედიცინო შემოწმება აქვთ გავლილი.
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დოკუმენტის მიხედვით, რომელიც გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახს მიაწოდეს, შოთა მამინაშვილს სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია.
სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახისთვის გაცემული დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ შოთა მამინაშვილს სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია და საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“ ექიმიც კი არ ჰყავს.
„ეს ფეხბურთელი მე არ მომიყვანია, შუა სეზონი იყო… ყველა გადის ჩვენთან სამედიცინო შემოწმებას“, – გვითხრა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრეზიდენტმა ზაზა ჯანაშიამ. მას კონკრეტულად სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნის შესახებ ვკითხეთ, სადაც აღნიშნულია, რომ ფეხბურთელს, რომელიც სათამაშო მოედანზე გარდაიცვალა, „სამედიცინო შემოწმება არ ჩატარებია“.
„მე არ მიმიღია ასეთი დასკვნა და თქვენ სად ნახეთ? არა მგონია, გავლილი არ ჰქონოდა. ეს გამოძიების საქმეა, მე ვერაფერს გეტყვით,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ზაზა ჯანაშიამ.
ლოლიტა იაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის „საქმის ჩაფარცხვაში“ მონაწილეობენ კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი: „ზაზა ჯანაშია [საფეხბურთო კლუბის მფლობელი] ცდილობდა შეექმნა ისეთი განწყობა, თითქოს ჩემი შვილი წინა დღით ნასვამი იყო. სამხარაულის ექსპერტიზამ კი ის დაადგინა, რომ შოთიკო იყო სუფთა, მაგრამ სამი წლის ხანდაზმულობით რამდენიმე მიკროინფარქტი ჰქონდა გადატანილი. თუ სამედიცინო შემოწმებას ატარებდნენ, რისთვისაც ფულია გამოყოფილი, მაშინ ეს მიკროინფარქტები რატომ ვერ შენიშნეს? ან ადრენალინი რატომ ვერ გაუკეთეს სტადიონზე, როცა ცუდად გახდა. ეს შოთიკოს გადაარჩენდა. ზაზა ჯანაშია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, ფლობს ზუგდიდში კლუბს. ეგ, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი საფეხბურთო სამყაროს ერთი თაობაა. ბიუჯეტიდან გამოიყოფა მილიონები ამ კლუბისთვის და რა როგორ იხარჯება არავინ იცის“.
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის სეზონის წინ შოთა მამინაშვილს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება.
ლოლიტა იაშვილის თქმით, საფეხბურთო სამყაროში ძალიან კარგად იციან, რომ შეიძლებოდა შოთას გადარჩენა, მაგრამ საჯაროდ ამის აღიარება არ სურთ, რადგან ფიფა და უეფა კლუბს დიდი თანხით დააჯარიმებს:
„საქმეში დევს ფირი, რომელშიც საუბარია, როგორ შეიძლებოდა შოთას გადარჩენა. ჩემი ქმარი შემთხვევით დაესწრო ტრენინგს თბილისის „დინამოში“, როცა ჩემი შვილის გარდაცვალების კადრებზე ასწავლიდნენ, მსგავს შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ და რა შეცდომები დაუშვეს მაშინ სტადიონზე. ჩემი მეუღლე [იური მამინაშვილი] ტრენინგზე წვერებში იყო და ვერ იცნეს. ჩემი მეუღლე ფეხბურთელია. ის 1981 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობის მეკარე იყო, ოთარ გაბელიას ცვლიდა. აი, ეს ფირი დევს საქმეში“.
შოთა მამინაშვილის ოჯახის განცხადებებზე პასუხის მისაღებად დღეს, 29 ივლისს, „ბათუმელები“ დაუკავშირდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს და აწ უკვე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ლევან კობიაშვილს. მან მოგვწერა, რომ „ტელეფონზე პასუხის შესაძლებლობა არ აქვს“. ჩვენ მას სმს შეტყობინებით გავუგზავნეთ კითხვები და პასუხის მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.
ლოლიტა იაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალება ფეისბუქით შეიტყო და არა ოფიციალურად: „გვითხრეს, რომ მაშინვე, ადგილზე გარდაიცვალა. ამან ეჭვები და კითხვები გამიჩინა და მას შემდეგ, მე, შაოსანი დედა, ვცდილობ გამოვიძიო ჩემი შვილის საქმე, რომ სხვა ახალგაზრდებს არ დაუდგეთ იგივე შედეგი“, – ამბობს ის და დასძენს: „მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ერთხელ და სამუდამოდ ყოველ ექვს თვეში აუცილებლად ჩაუტარონ სამედიცინო შემოწმება და არა ისე, როგორც ახლა ხდება. გარდა ამისა, თუ გვცნობენ დაზარალებულად შოთას ცოლს ან მშობლებს, მაშინ კლუბი ვალდებული იქნება, შოთას შვილს 18 წლამდე პენსია დაუნიშნოს“.
გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა კიდევ ერთ ფაქტობრივ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, „ზუგდიდი/ვით ჯორჯიას“ შეხვედრაზე სტადიონზე არ იმყოფებოდა არც ექიმი და არც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, რაც შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა: „თავდაპირველად გვითხრეს, რომ ჩემი შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მაგრამ მერე აღმოვაჩინეთ, რომ ესეც ტყუილი იყო. შოთიკოს ცუდად გახდომიდან 55 წუთში კობიაშვილი ჩავიდა თბილისიდან მცხეთაში, თან სასწრაფოს ორ მანქანა ახლდა. არც ერთ მათგანს არ ჰქონდა საკაცე. ფეხბურთელებმა ხელით შეიყვანეს შოთიკო სასწრაფოში, მაშინ როცა მისი განძრევა არ შეიძლებოდა. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგაც ცოცხალი იყო. ჩვენთვის რომ დაერეკათ, ჩვენ გადავარჩენდით. სამაგიეროდ ფეისბუქით გავიგეთ მისი გარდაცვალების შესახებ, რაც ჩვენთვის იყო შოკისმომგვრელი“.
ლოლიტა იაშვილი ლევან კობიაშვილს და ასევე ყოფილ ფეხბურთელსა და მოქმედ პარლამენტარს მიხეილ ყაველაშვილს კითხვით მიმართავს: „თქვენ ხომ ევროპაში თამაშობდით. არ იცით, რომ თუ სტადიონზე არ დგას სასწრაფოს მანქანა და არ არის ექიმი, მატჩის ჩატარება აკრძალულია. თუ სტადიონზე იდგა სასწრაფო, მაშინ რატომ ჩაიყვანა თბილისიდან ლევან კობიაშვილმა სასწრაფოს მანქანა. თუ სტადიონებზე არ იდგა სასწრაფო, მაშინ რა გააკეთა ფეხბურთის ფედერაციამ? ის ხომ ამ ფედერაციის პრეზიდენტია“.
გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის პრეტენზიაზე, რომ გამოძიება ჭიანურდება, „ბათუმელები“ გენერალურ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებისგან ამ საკითხზე ჯერ პასუხი არ მიგვიღია.
ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩის მონაკვეთი – პუშკინის ქუჩიდან შევჩენკოს ქუჩამდე, ცალმხრივი გახდება. შესაბამისი დადგენილება ბათუმის საკრებულომ უნდა მიიღოს. დადგენილების პროექტით, ავტომობილები ამ მონაკვეთში იმოძრავებენ მხოლოდ შევჩენკოს ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით.
საკრებულო საკითხს 31 ივლისს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს. დადგენილების მიღებიდან 15 დღეში კი, ქალაქის მერიამ უნდა უზრუნველყოს საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის, ქუჩაზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება.
თემურ ფალავანდიშვილის ქუჩა ბათუმში წერეთლის ქუჩიდან იწყება, კვეთს პუშკინის ქუჩას და შევჩენკოს ქუჩასთან მთავრდება. ამ ქუჩაზეა განთავსებული ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი [„კეთილი საქმე“ – ყოფილი 23-ე სკოლის მიმდებარედ] და არაერთი სხვა სავაჭრო ობიექტი.
ცალმხრივი მოძრაობის დაწესების საფუძველი, როგორც მერიისგან საკრებულოში გადაგზავნილი დოკუმენტებიდან ჩანს, ამ ქუჩის მცხოვრებლების კოლექტიური განცხადებაა. წერილში აღნიშნულია, რომ გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობის გამო შექმნილია გაუსაძლისი მდგომარეობა.
„გარდა იმისა, რომ სავაჭრო ცენტრში დასაქმებული მოვაჭრეები თავიანთ პირად მანქანებს მთელი დღით ტოვებენ, მათთან მისული კლიენტები ასევე ცდილობენ სადმე მანქანის დატოვებას და, რაც მთავარია, ახალაშენებული კორპუსის მცხოვრებლებს არ გააჩნიათ პარკირების ადგილი და ისინიც ცდილობენ სადმე გააჩერონ მანქანა. წარმოუდგენლად პატარა ქუჩაზე… საჭიროების შემთხვევაში ვერც სასწრაფო, სახანძრო და ვერც ტაქსი ვერ შემოდის“, – აღნიშნულია მოქალაქეების განცხადებაში.
წყარო: ბათუმის საკრებულო
ბათუმის მერიას მოძრაობის გაცალმხრივებაზე თანხმობა საპატრულო პოლიციამ 22 ივლისს მისცა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.
„ერთი დადასტურებული შემთხვევის წყაროა ლილოს ბაზრობა, ერთის – გაჩიანი, ერთის – დაავადებულთან კონტაქტი, ერთი არის სამედიცინო პერსონალი, ოთხი შემთხვევა არის შემოტანილი და აქედან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ დღეს, 28 ივლისს, ჟურნალისტებთან.
დღევანდელი მონაცემებით 240 პაციენტი მკურნალობს საქართველოს კოვიდცენტრებში.
28 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი.
საქართველოში სულ კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 927 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი – გარდაიცვალა.
ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში 1034 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება.
ავარიების რაოდენობა წლის მეორე კვარტალში გასულ წელთან შედარებით შემცირდა საკარანტინო ზომების გამო, რის ფარგლებშიც ავტომობილით გადაადგილება შეზღუდული იყო. მაგალითად, 2019 მეორე კვარტალში მოხდა 1 427 ავტოავარია [რომელსაც მოჰყვა ადამიანის დაშავება ან სიკვდილი], წელს, 2020 წლის აპრილიდან ივნისამდე კი – 1034.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად საქართველოში დაშავდა 1372 და დაიღუპა 69 ადამიანი. აქედან, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს აჭარაში.
ბოლო სამი თვის განმავლობაში 69 დაღუპულიდან 17 ადამიანი ქვეითი იყო, მათ შორის ერთი – 7 წლამდე ბავშვი.
შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში ავარიის გამომწვევი ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზი იყო:
შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 76 [დაიღუპა 5 ადამიანი]
სიჩქარის გადაჭარბება – 60 [დაიღუპა 12 ადამიანი]
საჭის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 31 [დაიღუპა 2 ადამიანი]
დისტანციის დაუცველობა – 40 [დაიღუპა 3 ადამიანი]
გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 46 [დაიღუპა 3 ადამიანი]
სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 496 [დაიღუპა 15 ადამიანი] და ა.შ.
შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 203 ადამიანი დაიღუპა. გასული, 2019 წლის პირველ ექვს თვეში ეს რიცხვი 224 იყო.
_____________
ფოტოზე: ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ტრაილერის მძღოლს, თურქეთის მოქალაქეს. სამინისტროს ცნობით, მან უკვე დატოვა საქართველო საკუთარი სურვილით და თურქეთში გადავიდა.
28 ივლისის მონაცემებით, ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 15 პაციენტს მკურნალობენ.
პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ – ეს ის სამი ძირითადი პრინციპია, რომელსაც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის ფილოსოფია ეფუძნება.
„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის შექმნაში აქტიურად მონაწილეობს. კომპანიის მიზანი ქართულ ბაზარზე მსგავსი კულტურის დანერგვაა.
20 ივლისს ევროპაბეთმა 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე კომპანია წლის ბოლომდე 2 მილიონ ლარს დახარჯავს.
სპორტის მხარდაჭერის პროგრამა
ევროპაბეთი ქართული სპორტის აქტიური გულშემატკივარია და სპორტის რამდენიმე ფედერაციას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ეხმარება. 2020 წლის პირველ კვარტალში მემორანდუმი გაფორმდა ჭადრაკის, შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა, სპორტული ნარდისა და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციებთან.
ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობის შედეგად:
ჭადრაკის ფედერაციამ გამართა 20-ზე მეტი ტურნირი, 15%-ით გაიზარდა სახელფასო და საპრიზო ფონდი.
“ევროპაბეთთან თანამშრომლობით, ორ უმნიშვნელოვანესი ტურნირის, ქალთა და ვაჟთა ჩემპიონატის საპრიზო ფონდი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პანდემიის დროს ჩვენც ონლაინ გადავეწყვეთ და არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ახლა მიმდინარეობს ქალთა ჩემპიონატი და სექტემბერში ვგეგმავთ ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარებას,” -ამბობს გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.
ევროპაბეთთან ერთად, სპორტული ნარდის ფედერაციამ მოახერხა ტრადიციული ეროვნული თამაშის მთავარ გამოწვევასთან გამკლავება – ტურნირების ციფრულ სივრცეში გადატანა. თანამშრომლობის ფარგლებში ივლისის ბოლოს ნარდში რეგიონალური ჩემპიონატი იმართება ონლაინ.
“ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარი არის და ეს თანხა 32 ადამიანზე გადანაწილდება. ტურნირში მკაცრად იქნება დაცული სამართლიანი თამაშის პრინციპები. ეს ნიშნავს, რომ მონაწილეები, რომლებიც დამხმარე პროგრამებს გამოიყენებენ, ავტომატურად მოიხსნებიან ტურნირიდან,” – ამბობს რევაზ ცხოვრებაშვილი, ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი.
სოციალური პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერაა. ევროპაბეთის დაფინანსებით, ახალგაზრდულ მედია კავშირი წელიწადში რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას მართავს სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანებისა და
ორგანიზაციის თავმჯდომარის, ხატია გავაშელის თქმით, მათ აქტივობებში ისეთი ადამიანები ჩართეს, რომლებიც წლებია გარეთ არ გამოსულან. როგორც ის აღნიშნავს, პროექტები ბენეფიციარებს რესოციალიზაციაში ეხმარება:
“სპორტული ღონისძიებების გარდა რამდენიმედღიან ბანაკს და სხვადასხვა ტურნირებს ვმართავთ. ეჩვენი პროექტები მათ ფსიქორეაბილიტაციაში, რესოციალიზაციასა და საკუთარი თავის რწმენაში ეხმარებათ, ასევე კონტაქტების დამყარებაში. ეს უპრეცენდენტოდ სოციალური პროექტია და ევროპაბეთის დახმარების გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა, ის ჩვენი გენერალური სპონსორია,” – ამბობს ხატია გავაშელი.
პასუხისმგებლობა ბიზნესისა და საზოგადოების მიმართ
საზოგადოების მიმართ აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში ევროპაბეთმა არაერთი საჭირო და სასარგებლო პროექტი განახორციელა. კომპანიამ მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქორეაბილიტაციის დააფინანსა ლუდომანებისა და COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალისთვის.
COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევებთან გასამკლავებლად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ევროპაბეთმა ციფრული რეკლამით დაინტერესებულ ბიზნესს სარეკლამო სივრცე POPმედიაში უფასოდ დაუთმო. პროგრამაში ჩართული ბიზნესის რეკლამა მომხმარებელმა ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახა. შეთავაზებით სარგებლობის სურვილი 30-მდე ბიზნესმა გამოთქვა.
პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში
ბოლო წლებში, საქართველოში ხშირად საუბრობენ სათამაშო ინდუსტრიისთვის გარე რეკლამის შეზღუდვაზე. ამ თემაზე პარლამენტში კანონპროექტიცაა ინიცირებული, თუმცა საკითხი წინ არ წასულა.
ამ ფონზე, ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში, ევროპაბეთი იყო პირველი კომპანია, რომელმაც პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ფარგლებში თავად თქვა უარი გარე რეკლამაზე.
„ეს გადაწყვეტილება იყო თვითრეგულაცია და ამავდროულად უარის თქმა საკმაოდ დიდი აუდიტორიის მოცვაზე. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლიანი მიდგომა სწორედ ასეთ დაბრკოლებებზე გააზრებულ თანხმობას გულისხმობს. გვეამაყება რომ ჩვენი ნაბიჯის შემდეგ, 2020 წლის მარტიდან სრულიად სათამაშო ბიზნესმა ჩამოხსნა გარე რეკლამა. გარდა ამისა, ასევე ჩვენი თვითრეგულაციის ფარგლებში აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი ინტერნეტ რეკალამა გაკეთდეს ასაკობრივი შეზღუდვით, ესეც იმისთვის, რომ დავფაროთ მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი აუდიტორია“ – განმარტავს ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა.
ჯამურად ევროპაბეთის მიერ 2020 წელს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება და გარე რეკლამაში დაზოგილი თანხა კვლავ სპორტის განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების მოგვარებას მოხმარდება.
შეიძინეთ აქციის ფარგლებში ბინა წინასწარი შემოტანისა და შემოსავლების დადასტურების გარეშე, შიდა 0%იანი, 36-თვიანი განვადებით, მომხმარებელზე მორგებული პირობებით.
[checklist]
ზღვისა და ქალაქის ხედები
1400 მ² მწვანე ეზო და უფასო პარკინგი
ნათელი ბინები / აივნებით
სახანძრო უსაფრთხოება
ტევადი ლიფტი
შენობა მდებარეობს ცენტრალურ ქუჩაზე /ირგვლივ ყველა საჭირო პუნქტით
[/checklist]
შეიძინე ბინა შენზე მორგებული პირობებით!
მშენებლობა უკვე დაწყებულია, მოგვწერე ან დაგვირეკე და გაეცანი პირობებს!
ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვაჟა ანანიძემ დღეს, 27 ივლისს, საზღვაო აკადემიის წინ მორიგი ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამართა. იგი მეოთხე დღეა დგას საზღვაო აკადემიის წინ ტრანსპარანტით და რექტორის სამეცნიერო ნაშრომის საკითხის გარკვევას ითხოვს. ვაჟა ანანიძემ ცოტა ხნის წინ საზღვაო აკადემიის რექტორს, ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსს და, ასევე, სხვა აკადემიურ პერსონალს, პლაგიატში დასდო ბრალი. ვაჟა ანანიძე აკადემიიდან გაათავისუფლეს. საკუთარი უფლებების დაცვას იგი სასამართლოში აპირებს.
„სამი მოთხოვნა გვექნება. სარჩელი შეეხება ვაჟა ანანიძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, შრომის ანაზღაურებას და პოზიციაზე აღდგენას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, რომელიც ვაჟა ანანიძის ინტერესებს დაიცავს სასამართლოში.
იურისტის თქმით, ანანიძის გათავისუფლების ბრძანება დაუსაბუთებელია და მასში დისციპლინური გადაცდომა არ არის აღწერილი.
„რატომ არ მიეცა საყვედური ან გაფრთხილება ან რაში გამოიხატა ანანიძის მიერ დისციპლინური გადაცდომა და უკანასკნელი ზომა – სამსახურიდან გათავისუფლება რატომ იყო შეფარდებული, ბრძანებაში საერთოდ არ არის ამაზე მსჯელობა. აკადემია ვაჟა ანანიძეს ედავება არაკოლეგიალურობას, სტუდენტების შეურაცხყოფას და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ არაკორექტული წერილების გაგზავნას, თუმცა მთელი 12 წლის მანძილზე ვაჟა ანანიძის პირად საქმეში არც ერთი დისციპლინური გადაცდომა არ იძებნება“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.
მას შემდეგ, რაც აკადემია ანანიძის გათავისუფლების შესახებ დასაბუთებას ოფიციალურად მიაწვდის ადვოკატს, სარჩელი სასამართლოში შევა. ეს დოკუმენტი ვაჟა ანანიძეს აკადემიიდან ჯერ კიდევ არ მიუღია.
ვაჟა ანანიძემ პლაგიატის საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაისში მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. მიმართვაში ნათქვამია, რომ არ მიეცეს აკადემიას დოქტორანტურის გახსნის ნებართვა, რასაც აკადემია დაჩქარებული წესით ითხოვს. ვაჟა ანანიძე ამბობს, რომ აკადემიაში პლაგიატის კიდევ არაერთი მაგალითის დასახელება შეუძლია. მისი თქმით, საზღვაო აკადემიაში 73 აკადემიური პერსონალიდან 8 ადამიანი თუ აკმაყოფილებს სტანდარტებს.
„მეცნიერებაში რაღაცას რომ წარმოადგენს და ელემენტარული საკითხები რომ არ ეშლება, სულ ცოტა 7-8 ადამიანია ასეთი აკადემიაში. საუბარი იცით რაზეა?! 2-3-გვერდიან ნაწერს მათივე სფეროში, შინაარსიდან გამომდინარე, სათაური რომ მოარგონ, ან შინაარსიდან გამომდინარე, დასკვნა რომ გააკეთონ, ან ეს 3 გვერდი რომ არ იყოს დაკოპირებული. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა სათაურიან, შინაარსიან, დასკვნებიან, გამოყენებულ ლიტერატურიანად სხვისგან რომ აქვთ გადაწერილი. ეს იმდენად თვალსაჩინოა, ნებისმიერი წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი შეამჩნევს“, – ამბობს ვაჟა ანანიძე.
ვაჟა ანანიძე 2017 წლიდან აკადემიის სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო და სწორედ მას ევალებოდა სამეცნიერო კონფერენციების გამართვის წინ შეემოწმებინა ნაშრომები და ის ნაშრომები, რომლებიც არ პასუხობდა საყოველთაოდ მიღებულ მოთხოვნებს, არ დაეშვა.
„შესაბამისად, რექტორს ვაყენებდი საქმის კურსში ყოველწლიურად, მაგრამ მან ეს არ გაითვალისწინა და ასეთი მძიმე მეცნიერული მდგომარეობის მიუხედავად დოქტორანტურის შემოღება გადაწყვიტა. არაფერი არ გაითვალისწინეს და გადავიდნენ აბსოლუტურ გაყალბებაზე. პირდაპირ შემიძლია გითხრათ დისერტაციების კორუფციულ სქემაზე და ეს ყველაფერი პირადად ვუთხარი რექტორს წერილობით ჯერ კიდევ თებერვალში“, – ამბობს ვაჟა ანანიძე.
მისი თქმით, არც ის არის მისთვის ცნობილი, შეისწავლა თუ არა ეს საკითხი ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს იმის გასარკვევად, შეისწავლეს თუ არა ვაჟა ანანიძის განცხადება. ცენტრის კომენტარს ამ საკითხზე „ბათუმელები“ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ვაჟა ანანიძის თქმით, ამ ხნის მანძილზე აკადემიას არც იმის მცდელობა ჰქონია, დაენერგა პლაგიატის ამომცნობი პროგრამა, რომელიც საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში უკვე დანერგილია.
„საუბარი იყო უნივერსიტეტის ელექტრონული ჟურნალის დანერგვაზეც, სადაც აიტვირთებოდა საუკეთესო ნაშრომები და ვერც მას მოაბეს თავი“, – ამბობს ვაჟა ანანიძე.
შეგახსენებთ, რომ ვაჟა ანანიძემ პლაგიატში აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე ამხილა. დავა შეეხება შარაბიძის მიერ 2015 წელს დაცულ სადისერტაციო ნაშრომს.
„ინტერნეტში ხელმისაწვდომია მერაბ ჯიბლაძის სამეცნიერო ნაშრომი „შავი ზღვის სიღრმული წყლებიდან გოგირდწყალბადის მიღება და ფიზიკო-ქიმიური ანალიზი“, რომელიც 2014 წელსაა გამოცემული. ორივე სამეცნიერო ნაშრომში [ჯიბლაძის და საზღვაო აკადემიის რექტორის] იდენტური ტექსტებით აღწერილია კონკრეტული მეთოდი, რომელიც ტექსტის მიხედვით დაპატენტებულია. ორივე ნაშრომში წერია, რომ პატენტის ავტორი არის ნაშრომის ავტორი“, – ამბობს ვაჟა ანანიძე „ბათუმელებთან“.
ვაჟა ანანიძის თქმით, პლაგიატს შეიცავს აკადემიის ხარისხის სამსახურის უფროსის, ნინო ყურშუბაძის ინგლისურენოვანი ნაშრომიც.
„ბათუმელები“ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციას ამჯერადაც დაუკავშირდა და ჰკითხა, 23 ივლისის შემდეგ ხომ არ შეიკრიბა ეთიკის საბჭო და ხომ არ იმსჯელა იმ ნაშრომებთან დაკავშირებით, რომლებშიც პლაგიატზეა საუბარი. „საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი არის კონფინდენციალური“, – გვიპასუხეს აკადემიაში.
ვაჟა ანანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიაში 2008 წლიდან მუშაობს. ის იყო სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორი.
კაფე „რვაფეხას“ [იგივე კაფე „ფანტაზია“], კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიმართა.
კაფე „ფანტაზია“, იგივე „რვაფეხა“, ბათუმის ბულვარში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.
რომ არა ბათუმელი აქტივისტების, კულტურული მემკვიდრეობის დამცველების აქტიურობა და აქციების სერია, „რვაფეხას“ 2014 წელს დაანგრევდნენ და ამ ადგილას სასტუმრო „ჰილტონი“ ორ საცურაო აუზს ააშენებდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის კ.ლ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მედიკამენტები [5,8 კგ.] აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4 700 ლარი შეადგინა.
„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4700 ლარის ოდენობით შეეფარდა“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
_________
რამდენიმე დღის წინ საბაჟო საზღვარზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილეს, რომელმაც საბაჟო წესის დარღვევით შემოიტანა 1768 შეკვრა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი და მცირე რაოდენობით სამრეწველო დანიშნულების საქონელი.
მოიჯარეებს, რომლებსაც 10 ჰექტარამდე სახნავი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოსგან იჯარით აქვთ აღებული, მათივე განცხადების საფუძველზე, ამ ნაკვეთებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადასცემენ. სახნავი მიწის საბაზრო ფასს დამოუკიდებელი აუდიტორი/ექსპერტი დაადგენს. მოიჯარემ საპრივატიზებო თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 24 ივლისიდან ამოქმედდა და მას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
მოიჯარეს უფლება აქვს პირდაპირი შესყიდვით შეიძინოს ის სახნავი მიწა [არაუმეტეს 10 ჰა], რომელზეც იჯარის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს ამ პროგრამის ამოქმედებამდე არანაკლებ 6 თვით ადრე [ანუ, 2020 წლის 24 იანვრამდე] და მის მიერ მიწის შეძენაზე განცხადების წარდგენის დროისთვის იჯარის ეს ხელშეკრულება [საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე] არის მოქმედი.
მოიჯარის მიერ სააგენტოსათვის განცხადების წარდგენის ვადა არის პროგრამის ამოქმედებიდან 3 წელი [ანუ 2023 წლის 24 ივლისამდე].
პროგრამა ამ ეტაპზე ეხება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახნავ მიწებს, თუმცა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, რითაც შესაძლებელი იქნება მოიჯარეებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული და მათზე იჯარით გაცემული სახნავი მიწებიც გადაეცეთ საკუთრებაში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
[toggle title=”პროგრამის სრულად სანახავად დააწკაპუნეთ აქ:“]
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის ხელშეწყობა, მოიჯარეებისათვის იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემის გზით.
2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ პროგრამის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
ბ) უძრავი ნივთი − სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც მოიჯარეს იჯარის უფლებით აქვს გადაცემული;
გ) მოიჯარე − საქართველოს მოქალაქე ან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც უძრავი ნივთი იჯარის უფლებით აქვს გადაცემული;
დ) იჯარის ხელშეკრულება − ამ პროგრამის ამოქმედებამდე არანაკლებ 6 (ექვსი) თვით ადრე დადებული, განცხადების წარდგენის დროისათვის მოქმედი და სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ მოიჯარე და სააგენტო (მათ შორის, უფლებამონაცვლეობის საფუძველზე);
ე) პრივატიზება − უძრავი ნივთის მოიჯარისათვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის დამოუკიდებელი აუდიტორის/ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნით დადგენილი ფასის (საბაზრო ფასი) ოდენობით საპრივატიზებო თანხის გადახდის სანაცვლოდ;
ვ) განცხადება − მოიჯარის მიერ, ამ პროგრამის ფარგლებში, უძრავი ნივთის პრივატიზების თაობაზე სააგენტოში წარდგენილი განცხადება;
ზ) საჯარო რეესტრი − სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
თ) ნასყიდობის ხელშეკრულება − ამ პროგრამით დადგენილი წესით, მოიჯარესა და სააგენტოს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულება.
მუხლი 3. პროგრამაში მონაწილეობის პირობები
1. მოიჯარე უფლებამოსილია, ამ პროგრამით დადგენილი წესით, უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით, წარადგინოს სააგენტოში განცხადება, თუ:
ა) განცხადების წარდგენის დროისათვის მოქმედი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება;
ბ) იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარისათვის იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთის ფართობი არ აღემატება 10 (ათი) ჰექტარს;
გ) განცხადების წარდგენის მომენტისათვის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადამოსული ყველა ვალდებულება შესრულებულია (მათ შორის, სრულად გადახდილია საიჯარო ქირა განცხადების წარდგენამდე პერიოდისთვის), ხოლო თუ განცხადების წარდგენამდე დარღვეული იყო იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება, განცხადების წარდგენისათვის დარღვევა აღმოფხვრილია და გადახდილია იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ან, კანონმდებლობის შესაბამისად, მოიჯარე გათავისუფლებულია შესაბამისი ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან;
დ) უძრავ ნივთთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს სასამართლო დავა, მათ შორის, მოიჯარესა და სააგენტოს შორის არ არის მიმდინარე სასამართლო დავა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე;
ე) განცხადების წარდგენის დროისათვის, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით;
ვ) არ მიმდინარეობს/დასრულებულია უძრავ ნივთზე მემკვიდრეობის მიღების/მოიჯარის ჩანაცვლების თაობაზე პროცედურები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობ(ებ)ის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს პროგრამის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობებიდან რომელიმეს დაუკმაყოფილებლობის ან მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემთა ზედდების აღმოფხვრის შემთხვევაში, მოიჯარე უფლებამოსილია, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, განმეორებით წარუდგინოს განცხადება სააგენტოს, იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი განცხადების წარდგენისას დაკმაყოფილებული იქნება შესაბამისი წინაპირობები, გარდა პროგრამის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. პირს, რომელიც წარმოადგენს მოიჯარეს სხვადასხვა იჯარის ხელშეკრულებაში, უფლება აქვს, თითოეული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარადგინოს დამოუკიდებელი განცხადება, ამ პროგრამით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4. განცხადების წარდგენის წესი და ვადა
1. მოიჯარის მიერ სააგენტოსათვის განცხადების წარდგენის ვადა არის პროგრამის ამოქმედებიდან 3 (სამი) წელი.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს მოთხოვნას უძრავი ნივთის პრივატიზების თაობაზე საკადასტრო კოდ(ებ)ის მითითებით და თანდართული უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) იჯარის ხელშეკრულების ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში);
გ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილი, რომლითაც მარწმუნებლად უნდა დასტურდებოდეს იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ უძრავი ნივთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების ფაქტი;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, თუ ეს საჭიროა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისათვის.
3. მოიჯარე განცხადების წარდგენით, ამავდროულად, ადასტურებს თანხმობას პროგრამით დადგენილ წესსა და პირობებზე.
მუხლი 5. განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა
1. სააგენტო განიხილავს განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას და იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მოიჯარეს განუსაზღვრავს ვადას 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ოდენობით, განცხადების დაზუსტების/შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის მიზნით. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოიჯარის მიერ განცხადების დაუზუსტებლობის/შესაბამისი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრივატიზების საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირებაზე უარის თქმის შესახებ.
3. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება წარდგენილი იქნება ამ პროგრამით დადგენილი წესით და დაკმაყოფილებული იქნება პროგრამით დადგენილი პირობები, სააგენტო მიმართავს დამოუკიდებელ აუდიტორს/ექსპერტს უძრავი ნივთის ფასის დადგენის მიზნით.
4. დამოუკიდებელი აუდიტორის/ექსპერტის მიერ შესაბამისი უძრავი ნივთის ფასის დადგენის მიზნით დასკვნის მომზადების შემდგომ, სააგენტო მოიჯარეს აწვდის ინფორმაციას საპრივატიზებო თანხის ოდენობის შესახებ და შესაბამისი თანხმობის წარდგენის მიზნით განუსაზღვრავს ვადას 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ოდენობით.
5. მოიჯარის მიერ საპრივატიზებო თანხის ოდენობაზე თანხმობის წარდგენის შემდგომ, სააგენტო უზრუნველყოფს მოიჯარისათვის შესაბამისი უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით საქართველოს მთავრობის წინაშე საკითხის ინიციირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, ხოლო საქართველოს მთავრობა ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.
6. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოიჯარის მიერ საპრივატიზებო თანხის ოდენობის თაობაზე თანხმობის წარუდგენლობის შემთხვევა განიხილება მოიჯარის მხრიდან პროგრამაში მონაწილეობაზე უარად. ასეთ შემთხვევაში მოიჯარე ინარჩუნებს უფლებას, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განმეორებით წარუდგინოს განცხადება სააგენტოს, ხოლო სააგენტო განმეორებით განცხადებას განიხილავს ამ პროგრამით დადგენილი წესით.
7. სააგენტო უფლებამოსილია, განცხადების განხილვის მიზნით, უძრავი ნივთის პრივატიზების თაობაზე პოზიცია გამოითხოვოს შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებ(ებ)იდან.
8. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პრივატიზების საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირებაზე უარის თქმის შესახებ, თუ:
ა) უძრავი ნივთის პრივატიზებასთან ან სარგებლობასთან მიმართებით არსებობს კანონმდებლობით, მათ შორის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით ან საჯარო უწყების მიერ დადებული შეთანხმებით (რომლის შესახებაც ინფორმაცია მიწოდებულია სააგენტოსთვის) გათვალისწინებული შეზღუდვა ან აკრძალვა;
ბ) უძრავი ნივთის პრივატიზებამ შესაძლოა, შეაფერხოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და ეს დასტურდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილით;
გ) უძრავი ნივთი იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან აღნიშნული სამინისტროების სისტემაში შემავალი უწყების ბალანსზე;
დ) უძრავი ნივთი მდებარეობს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში;
ე) უძრავი ნივთი მდებარეობს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სასაზღვრო ზონაში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ სააგენტოში წარდგენილი იქნება უარყოფითი პოზიცია უძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ;
ვ) უძრავი ნივთი მდებარეობს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ წიაღის ფონდში და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ სააგენტოში წარდგენილი იქნება უარყოფითი პოზიცია უძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ ან/და გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან/და წიაღით სარგებლობის ლიცენზია და სააგენტოში წარდგენილია შესაბამისი ლიცენზიანტის უარყოფითი პოზიცია უძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ;
ზ) უძრავი ნივთი მდებარეობს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სააგენტოში წარდგენილი იქნება უარყოფითი პოზიცია უძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ;
თ) უძრავი ნივთი მდებარეობს „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სააგენტოში წარდგენილი იქნება უარყოფითი პოზიცია უძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ;
ი) უძრავ ნივთზე ფიქსირდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკადასტრო მონაცემების ზედდება.
9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული უარყოფითი პოზიცია, შეზღუდვა ან აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ უძრავი ნივთის ნაწილზე ან უძრავი ნივთის ნაწილის პრივატიზებამ შესაძლოა, შეაფერხოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება უძრავი ნივთის ამგვარი ნაწილის პრივატიზების საკითხის საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო დარჩენილი ნაწილის მიმართ გამოიყენება ამ პროგრამით დადგენილი წესი.
მუხლი 6. იჯარის უფლების შეწყვეტა
1. პროგრამით დადგენილი წესით, მოიჯარისათვის უძრავი ნივთის, მათ შორის, პროგრამის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უძრავი ნივთის ნაწილის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემის მომენტიდან წყდება უძრავ ნივთზე იჯარის უფლება, ხოლო მოიჯარის მიერ გადახდილი ბე მოიჯარეს არ დაუბრუნდება. ეს არ გამორიცხავს მოიჯარის უფლებას, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, ბე ჩაითვალოს საბოლოო ანგარიშსწორებაში აღნიშნული განკარგულების გამოცემამდე.
2. თუკი იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარისათვის, სახნავი კატეგორიის მიწის ნაკვეთთან ერთად, ასევე გადაცემულია სხვა კატეგორიის სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხვა კატეგორიის მიწის ნაკვეთებზე ნარჩუნდება მოიჯარის სარგებლობის უფლება.
მუხლი 7. საპრივატიზებო თანხა და გადახდის წესი
1. პროგრამით დადგენილი წესით მოიჯარისათვის უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო თანხა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი მიწის ნაკვეთისა (მასზე არსებული ნარგავების ღირებულების ან/და მოიჯარის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურის გარეშე) და იჯარის ხელშეკრულების დადებისას ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის საბაზრო ფასის ოდენობით.
2. მოიჯარემ უძრავი ნივთის საპრივატიზებო თანხა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში.
მუხლი 8. ხელშეკრულების გაფორმება
პირდაპირი მიყიდვის თაობაზე საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდება იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარის მიერ სრულად გადახდილია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული პერიოდისათვის საიჯარო ქირა/პირგასამტეხლო და შესრულებულია იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ყველა ვადამოსული ვალდებულება.
მუხლი 9. უძრავი ნივთის ნაწილის გასხვისების დაუშვებლობა
დაუშვებელია იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახნავი კატეგორიის უძრავი ნივთის ნაწილის პრივატიზება, გარდა ამ პროგრამის მე-5 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 10. უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება
1. იმ შემთხვევაში, თუ იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით, მოიჯარე უფლებამოსილია, განცხადების წარდგენის მიზნით, მიმართოს სააგენტოს უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტების მიზნით პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვით ადრე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მოიჯარის მიერ სააგენტოსათვის უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტების თაობაზე მიმართვის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოიჯარე კარგავს ამ პროგრამაში მონაწილეობის უფლებას.
3. მოიჯარის მიმართვის საფუძველზე უძრავი ნივთის დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების დადგენის მიზნით, სააგენტო მიმართავს შესაბამის მუნიციპალიტეტს. შესაბამისი მუნიციპალიტეტი ვალდებულია, მიმართვიდან ერთი თვის ვადაში მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრების გავრცელების თაობაზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ არ დგინდება უძრავი ნივთის კატეგორია, სააგენტო მიმართავს შესაბამის მუნიციპალიტეტს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უძრავი ნივთის კატეგორიის დაზუსტების მიზნით.
5. შესაბამისი მუნიციპალიტეტი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვის შემთხვევაში, სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია უძრავი ნივთის კატეგორიის შესახებ მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. შესაბამისი მუნიციპალიტეტისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის კატეგორიის რეგისტრაციის საფუძველს. შესაბამისი მუნიციპალიტეტისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შორის შეუსაბამობის არსებობისას უპირატესობა მიენიჭება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.
მუხლი 11. სადავო საკითხების განხილვა
ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.
[/toggle]
_________________
ფოტო აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფეისბუქგვერდიდან
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ახალი კამპანია – „ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში“ დაიწყო, რომელიც საქართველოს საპარლამენტსა და აჭარის უმაღლესი საბჭოში, როგორც პროპორციული სიის, ასევე მაჟორიტარი დეპუტატების შერჩევის საჯარო პროცესს ითვალისწინებს.
ეს არის ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აქამდე ჩატარებულა. ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გამოგვრჩეს არცერთი ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს კამპანიაში ჩართვის.
თქვენი ჩართულობა და აზრის გამოხატვა არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი გუნდი, რომელიც იქნება ახალი ძალა, ახალი იმედი საქართველოს პარლამენტში. ეს შეიძლება ვიყო მე, შეიძლება იყო შენ, ან ნებისმიერი შენი რჩეული. ამისთვის შემოგვიერთდით და და მონაწილეობა მიიღეთ მონაწილეობა საყოველთაო გამოკითხვაში Lelovote.ge.
„ლელო საქართველოსთვის“ ამომრჩეველს მოუწოდებს აქტიურობისკენ, რადგან გამარჯვება ჩვენს ხელშია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, 28 ივლისს, დღის ბოლოდან, 30 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი. სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია აღინიშნოს ჭექა-ქუხილი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ზღვაზე მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.
COVID19-თან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს, დიაგნოსტიკური ცენტრის მნიშვნელობის ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობს და აცხადებს, რომ ლუგართან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული პოზიტიური შეფასებები გადაჭარბებულია.
მაგალითად, კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ 12 მარტს სტატია, სათაურით “ერთუჯრედიანი “ნაცები” და “ლუგარის ლაბორატორია”გამოაქვეყნა, სადაც ავტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის დიაგნოზის დადგენას ასეთივე წარმატებით ნებისმიერი ინფექციური კლინიკა შეძლებდა და რომ ლუგარის ლაბორატორიის დადებითი როლის გადაჭარბება არ შეიძლება. ამასთანავე იგივე გამოცემა 21 მარტის პუბლიკაციაში ამტკიცებს, რომ ამერიკა კი არა, საქართველოს რეალურად ჩინეთი ეხმარება.
News Front Georgia: “ასეთივე წარმატებით ნებისმიერი ინფექციური კლინიკა შეძლებდა კორონავირუსის დიაგნოზის დადგენას. არც მეზობელ სომხეთს და აზერბაიჯანს უჭირთ კორონავირუსის დიაგნოზის დადგენა, ისევე როგორც დიდ მეზობელს – რუსეთს. ასე რომ, რბილად რომ ვთქვათ, ლუგარის ლაბორატორიის დადებითი როლის გადაჭარბება არ შეიძლება, თუმცა კარგ საქმეში იქ მომუშავე მედპერსონალსაც სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა. ეს კი არ ეხება მთლიანობაში ამ ლაბორატორიის ფუნქციონირებას და იმ ეჭვებს, რომლებიც საზოგადოებაში ამ დაწესებულების მიმართ სამართლიან საფუძველზე არსებობს”.
ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით News Front Georgia-ს შეფასებები უსაფუძვლოა, რადგან ლაბორატორია, რომელიც აშშ-ის 300 მილიონი დოლარის დაფინანსებით აშენდა, კორონავირუსის დიაგნოსტირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
“მითების დეტექტორთან” კომენტირებისას ლუგარის ცენტრის მენეჯერი მაია ალხაზიშვილი იმ 6 მიზეზს ასახელებს, რაც ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და კორონავირუსთან ბრძოლას აიოლებს:
[checklist]
ლაბორატორიას აქვს რეგიონში უნიკალური ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
რეგიონში ერთადერთი ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მაღალი დონით (BSL 3).
ლაბორატორიაში ფუნქციონირებს გენომის ცენტრი.
დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით.
საუკეთესო სასწავლო რესურსია დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ცოდნის მისაღებად.
ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობას.
[/checklist]
რა უპირატესობა აქვს ლუგარის ლაბორატორიას ნებისმიერ სხვა კლინიკასთან მიმართებით?
მაია ალხაზიშვილის განმარტებით, უახლესი ტექნოლოგიები, მაღალკვალიფიციური პერსონალი და ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდები უზრუნველყოფს იმას, რომ ლაბორატორია ნებისმიერი ახალი გამოწვევისას დროული რეაგირებისათვის მზად არის.
ლუგარის ლაბორატორიის გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების ლაბორატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აკრედიტებული და ის რეფერენს ლაბორატორიას წარმოადგენს.
“ნებისმიერი ახალი ინფექციის დიაგნოსტიკის პირველი ტალღა ყოველთვის რეფერენს ლაბორატორიის ჩართულობას აძლიერებს, და როცა მეთოდები ვალიდირებული და ვერიფიცირებულია, პროტოკოლები და ალგორითმები შექმნილია, ეპიდსიტუაციასთან კორელაციაში პერიფერიული და კლინიკური ლაბორატორიების წილი იზრდება”, – აცხადებს ალხაზიშვილი, რომელიც შემდგომ ეტაპზე დაიგნოსტიკის სხვა ლაბორატორიებში გაშლის შესაძლებლობაზეც საუბრობს, რა დროსაც ლუგარის ცენტრი შეასრულებს რეფერენს ლაბორატორიის ფუნქციას: დადებითი შემთხვევების პერიოდულ დადასტურებას, ლაბორატორიების ხარისხის გარე კონტროლს, მეთოდურ მითითებებს და გენომის სექვენირებას.
ექიმი ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე საუბრისას შემდეგ უპირატესობებს გამოყოფს:
[checklist]
უსაფრთხოების დაცვის მაღალი ხარისხი;
ინფექციების აღმოჩენის, დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის ძალიან სწრაფი შესაძლებლობა;
ყველაზე თანამედროვე მოლეკულური დიაგნოსტირების შესაძლებლობა;
ბიოსამეცნიერო კვლევების ჩატარების პოტენციალი;
ე.წ გენეტიკური გაშიფვრის მოწყობილობა.
[/checklist]
რა უპირატესობა აქვს ლუგარის ლაბორატორიას მეზობელი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) ლაბორატორიებთან შედარებით?
მაია ალხაზიშვილის თქმით, კორონას დიაგნოსტიკა მეზობელ ქვეყნებშიც შესაძლებელია, მაგრამ მათგან განსხვავებით ლუგარის ლაბორატორიას აქვს აღჭურვილობის მრავალფეროვნება და გენომის ცენტრი, რომელმაც უკვე გამოაქვეყნა საქართველოში დადასტურებული COVID19-ის შემთხვევების გენომის სექვენირების მონაცემები GISAID -ის კვლევაში.
მაია ბუწაშვილის განმარტებით, გენეტიკური გაშიფვრის მოწყობილობას “შეუძლია, მაგალითად, მიკროორგანიზმების გენეტიკური სტრუქტურა გაშიფროს. ანუ დაადგინოს, რომელი ქვეტიპის კორონავირუსი ცირკულირებს საქართველოში, რაც ჩვეულებრივ ლაბორატორიას არ შეუძლია”.
ლაბორატორიას აქვს რესურსი, შეადაროს ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებული ტიპი რომელი ქვეყნისას ჰგავს, შესაბამისად იმსჯელოს, რა ჯაჭვია ამ ინფექციის გავრცელების და აწარმოოს შესაბამისი კვლევები.
“თანამედროვე ეპოქაში ბიოსამეცნიერო სფეროში რაც კვლევებისთვის საჭიროა, ლუგარის ლაბორატორიას ყველანაირი აღჭურვილობა აქვს”, – აცხადებს ბუწაშვილი.
წყარო: GISAID
რა არის BSL 3?
ლუგარის ცენტრში ბიოუსაფრთხოების მე-2 დონესთან ერთად (BSL-2) არსებობს მესამე დონის (BSL-3) ლაბორატორიაც, რაც კავკასიის რეგიონში მას უნიკალურს ხდის. თუ BSL-2-ში ბაქტერიოლოგიის გარდა, ვირუსოლოგიას, სეროლოგიას ( სისხლში ანტისხეულების დადგენა წითელა, ჰეპატიტები და ა.შ), მოლეკულურ ეპიდემიოლოგიას/გენომს, პარაზიტოლოგიას და ენტემოლოგიას (სწავლობს მწერებს და მათ როლს სოფლის მეურნეობასა და ადამიანების ჯანმრთელობის საკითხებში) იკვლევენ, პათოგენების ეროვნული საცავი მოთავსებულია BSL-3 ზონაში, სადაც ბრუცელოზს, ჯილეხს, შავ ჭირს, მალარიას და სხვა საშიშ ინფექციებს იკვლევენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, “BSL-3 ზონა წარმოადგენს მრავალ მომხმარებელზე გავლილ ლაბორატორიას და აღჭურვილია თანამედროვე სპეციალური საინჟინრო აღჭურვილობით და განგაშის სისტემებით, როგორიცაა ერთმიმართულებიანი ჰაერის ნაკადის სისტემა, დიფერენციული ჰაერის წნევის კონტროლის სისტემა, ორმაგკარიანი საჰაერო შლუზები, საშხაპეებით აღჭურვილი ვესტიბულები, ორკარიანი ავტოკლავები, იზოლირებული დეკონტამინაციის სისტემა და შესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობა”.
დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ წელს სახალხო დღესასწაული ბეშუმობა ფართომასშტაბით არ აღინიშნება.
„მომეტებული რისკებიდან გამომდინარე, წელს არ გვექნება ხალხმრავალი ბეშუმობა, სამწუხაროდ. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლები, გაგებით მოეკიდებიან და მაქსიმალურად დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც გვაქვს შესაბამისი უწყებებიდან. თუმცა, აუცილებლად მივულოცავთ,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა თურქეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებასა და საზღვრის გადაკვეთაზე.
თორნიკე რიჟვაძეს ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის შესაძლო გადადგომის შესახებაც ჰკითხეს.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ხვამლის ციხე-ქვაბულს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ძეგლის კატეგორია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა.
„ძეგლს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან“ – „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი.
ხვამლი, იგივე ხომლი — კირქვული მასივია ლეჩხუმის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი [შესასვლელი წიფლის ფუღუროდან] და ყინულოვანი მღვიმე ბოგა.
10 კილომეტრი სიგრძისა და 7 კილომეტრი სიგანის ხვამლის მთა ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარეობს.
დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ჰკითხეს ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის შესაძლო გადადგომის შესახებ.
„პარასკევს ქობულეთის მერთან ერთად მქონდა ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციას“, – განაცხადა რიჟვაძემ.
ქობულეთის მერის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც თანამდებობა დატოვა ბათუმის არჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ.
„თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის ოფიციალური მიწვევის საფუძველზეა შესაძლებელი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობის ბრიფინგზე.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლიდან მიიღებენ სამთვიან ოფიციალურ მიწვევას, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი.
„მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს მოძრაობა, ყველა ეს გადადინება საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლების და მიზნების გათვალისწინებით.
ამიტომ ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ, ვალდებული იქნება წარმოადგინოს 3-თვიანი ოფიციალური ცნობა, რომელიც გაცემული იქნება თურქეთიდან, შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან“, – განაცხადა რიჟვაძემ ბრიფინგზე.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო საქართველო-თურქეთის საზღვარი 16 მარტის შემდეგ ჩაკეტილია. თურქეთში საქართველოს მოქალაქეები არამარტო სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული, ასევე, სამომხმარებლო სექტორში მუშაობდნენ.
საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეები პერმანენტულ აქციებს მართავდნენ აჭარის მთავრობასთან, მერიასთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ ყოველგვარი შემოსავლის წყარო დაკარგეს და მათი ოჯახები შიმშილის ზღვარზე იმყოფება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების ინფიცირების წყაროები ცნობილია.
27 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 პაციენტი.
„ოთხი შემთხვევა გახლავთ შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა, ერთი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ერთის წყარო არის გაჩიანი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
დღეის მონაცემებით საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 237 პაციენტი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 27 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 16 მილიონს აღემატება. 4 დღის წინ, 23 ივლისს, ეს რიცხვი იყო 15 239 805, შესაბამისად, ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 023 728 -ით გაიზარდა.
2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე, 27 ივლისამდე, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 16 263 533 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად. ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.
იანვრიდან დღემდე, ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 648 966 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 146 935 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 87 004 – ბრაზილიაში და 45 837 – დიდ ბრიტანეთში.
კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 4 234 021 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 2 419 091 ინფიცირებული და ინდოეთი – 1 435 616 ინფიცირებული.
მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 9 407 777 ადამიანი.
___________
ფოტოზე: ნიუ იორკი კორონავირუსის პანდემიისას. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.EPA/JUSTIN LANE
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილესთან აკაკი ძნელაძესთან ერთად კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პერიოდში ღონისძიებების, საგანმანათლებლო აქტივობების დისტანციურ რეჟიმში განხორციელებისათვის და აქტიურობისთვის. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები და მათი განხორციელების გზები. აქტიურად მიმდინარეობს სამუზეუმო საქმიანობა და იგეგმება ახალი პროექტების განხორციელება. თეატრებმა დაიწყეს ღია ცის ქვეშ, ადაპტირებულად სპექტაკლების თამაში. მუშაობა განაახლა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა. შეხვედრაზე იმსჯელეს აგვისტოსა და სექტემბერში დაგეგმილი ღონისძიებების გამართვისას შესაბამისი რეკომენდაციების დაცვის საკითხებზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას მონაწილეთა და მსმენელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ივლისის 21 საათიდან 28 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 28 – 33 გრადუსი
ღამით: 20 – 25 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 26 – 31 გრადუსი
ღამით: 15 – 20 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 29 გრადუსია, მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 29-30 ივლისს, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.
„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.“ – აცხადებს პროკურატურა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
სამსახურები, რომლებსაც, წესით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა ემუშავათ, ახლახან შექმნილი ფეისბუქგვერდების მიხედვით, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობენ. რუსულ დეზინფორმაციასთან და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ რამდენიმე უწყებაშია შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი. პანდემიის დროს საქართველოში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდა. გაძლიერდა ე.წ. სტრატკომებიც – საქართველოს მთავრობამ, შინაგან საქმეთა, თუ თავდაცვის სამინისტროებმა ფეისბუქგვერდები შექმნეს, სადაც რუსულ დეზინფორმაციაზე ვერაფერს ნახავთ, ან იშვითად შეგხვდებათ კრიტიკა. ხელისუფლება ამ გვერდებით ქართული კრიტიკული მედიას „ამხელს“.
[red_box]თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდის შექმნიდან [თებერვალი] დღემდე ერთი პოსტიც არ უდევს რუსულ პროპაგანდაზე[/red_box]
ყველაზე აქტიურად სამთავრობო უწყებებს შორის სტრატკომის ფეისბუქგვერდს თავდაცვის სამინისტრო იყენებს. ფეისბუქგვერდი 6 თებერვლიდან, ანუ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ამოქმედდა და თითქმის ყველა რეზონანსულ საქმეს ეხმაურება, რაც მედიაში ირაკლი ღარიბაშვილის, ან თავდაცვის სამინისტროს შესახებ ვრცელდება. შექმნიდან დღემდე გვერდზე 27 პოსტია გამოქვეყნებული. ღარიბაშვილის სტრატკომი საერთოდ არ იმჩნევს იმას, რომ რუსული პროპაგანდა და, მათ შორის, პრორუსული ქართული მედიასაშუალებები აქტიურად ცდილობენ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ღარიბაშვილის უწყება ძირითადად „მთავარ არხს“ და „TV პირველს“ აკრიტიკებს.
მაგალითად, 5 ივნისს, თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჯარისკაცებისთვის შეძენილი ფეხსაცმლის ხარისხის შესახებ.
„კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე პარტიების, კერძოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მასთან დაკავშირებული პირებისა და მედია საშუალებების მხრიდან მზადდება მორიგი, სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. საქმე ეხება, ისტორიაში პირველად შემოტანილი უმაღლესი ხარისხის, ევროპული წარმოების სამხედრო ფეხსაცმელებისა და ბათინკების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას…“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.
სქრინი თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდიდან
თავდაცვის სამინისტრო „პოლიტიკურად ანგაჟირებულს“ უწოდებს ტელეკომპანია „მთავარს“, მაგალითად, უხარისხო ხორცით ჯარის მომარაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც.
„კონკრეტული ოპოზიციური, რევანშისტული პარტიების მართული მედიასაშუალებების მიერ ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია ჯარის გაუყინავი, ქართული, დარბილებული ღორის ხორცით მომარაგებასთან დაკავშირებით და თითქოს თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს იმ კომპანიისგან, რომლის ერთ-ერთი მეწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას და ცდილობს დამატებითი წვლილი შეიტანოს იმ ორკესტრირებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაში, რაც ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მიმართ ხორციელდება მიმდინარე წარმატებული რეფორმებისა და სიახლეების საპასუხოდ... “ – ვკითხულობთ ფეისბუქპოსტში.
ამავე პოსტში თავდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ „გარე პროპაგანდის წინააღმდეგ“ იბრძოლებს, თუმცა არც ამ პოსტამდე და არც მის შემდეგ „გარე პროპაგანდის“ შესახებ ვერაფერს ნახავთ.
სქრინი თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდიდან
„თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს, როგორც გარე პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური სუბიექტების ტყუილში მხილებას და საზოგადეობის ჯეროვან ინფორმირებას,“ – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ფესიბუქპოსტში.
ღარიბაშვილის უწყება გამოეხმაურა ღარიბაშვილის მიერ „ვილის“ შეძენის ამბავსაც. თავდაცვის სამინისტრომ ჩათვალა, რომ სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილია იმის გაგება, ღარიბაშვილი „ვილას“ რეკრეაციულ ზონაში იშენებს, თუ არა. ფეისბუქპოსტიდან ვიგებთ, რომ „მთავარმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა, რადგან „მიწა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა კერძო სექტორში მუშაობის პერიოდში კერძო პირისგან შეიძინა, არ მიეკუთვნება რეკრეაციულ ზონას,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.
სქრინი თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდიდან
თავდაცვის სამინისტრო პოსტების მიხედვით, სიმართლე ისაა, რასაც თავად წერენ, თუმცა ამის მტკიცებულება არ აქვთ წარმოდგენილი. შესაბამისად, სამინისტროს ფეისბუქპოსტით შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენად ზუსტია მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მით უფრო, რომ სამინისტრო და კონკრეტული მინისტრი მხარეა, რომელსაც ამ შემთხვევაში მედია აკრიტიკებს.
თავდაცვის სამინისტრო სტრატკომის ფეისბუქგვერდზე არსად ხნის, თუკი ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაა მისთვის მნიშვნელოვანი, რატომ არ მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, როგორც ნეიტრალური ინსტრუმენტს სიზუსტის, ან ჟურნალისტიკის სხვა პრინციპების დარღვევის დასადგენად.
თავდაცვის სამინისტროში სტრატკომის ფეისბუქგვერდი 6 თებერვლიდან მუშაობს.
შსს – ში იციან, რაცაა სტრატკომი, მაგრამ აქაც ქართული მედიის „გაშავება“ ურჩევნიათ
ბოლო ამბავი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდზე აქვს გამოქვეყნებული ისაა, რომ დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს ,,Facebook”- ის ადმინისტრაციამ ვერიფიკაცია მიანიჭა. უწყებამ გვერდი ფეისბუქში 5 ივნისიდან აამოქმედა და ამ დროისთვის 14 პოსტი აქვს გამოქვეყნებული.
„შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ,,Facebook”-ის ოფიციალური გვერდის მიზანია ყალბ და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან ბრძოლა, ყალბი ამბების გავრცელების პრევენცია და დეზინფორმაციის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება,“ – ვკითხულობთ ამავე ფეისბუქპოსტში.
სხვა სამთავრობო უწყებებისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის გვერდზე წერია, რომ ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგაც უნდა იმუშაონ. ამის დასტური 2 ივლისს გამოქვეყნებული პოსტი.
„დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირის მიერ შექმნილი სპეციალური სამსახურის, East StratCom Task Force-ის მიერ, პანდემიასთან დაკავშირებული ყალბი ამბების გავრცელება იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც ანტიდასავლური, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი იარაღი, რომლის მიზანი, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისა და სახელმწიფოების მიმართ მოსახლეობის უნდობლობის გამოწვევა და მათში დაუცველობის განცდის დათესვა წარმოადგენდა,“ – ვკითხულობთ ფეისბუქპოსტში. თუმცა არც მანამდე და არც მას შემდეგ ვერ იპოვით ერთ პოსტს მაინც, სადაც ევროპულ ქვეყნებში შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის მსგავსად რუსულ პროპაგანდას გააკრიტიკებდნენ.
სქრინი შს სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდიდან
ოდნავ ქვემოთ ჩამოდით და აი, ეს პოსტი შეგხვდებათ.
„…გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში დღეს გასულ სიუჟეტს, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას… მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეზე თეიმურაზ კუპატაძეზე “მთავარმა არხმა” სრულიად აბსურდული და უსაფუძვლო ინფორმაცია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაავრცელა, ეს არის ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი. ტელეკომპანია “მთავარი არხის” ზემოხსენებული, ყალბი სიუჟეტი ემსახურება სასაზღვრო პოლიციის, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი რგოლის, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას,“ – ვკითხულობთ აქ.
„კიდევ ერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და სკანდალის აგორების მორიგი მცდელობა. ამჯერად “მთავარი არხი” ფაქტობრივი გარემოებების დამახინჯებით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და პოლიციის დისკრედიტირება მოახდინოს…“ – ეს 7 ივნისის ფეისბუქპოსტია.
შსს-ს სტრატკომზე ასევე ნახავთ რჩევებს, როგორ უნდა ამოვიცნოთ დეზინფორმაცია. შსს-მ ეს ფეისბუქგვერდი 5 ივნისიდან აამოქმედა.
მთავრობა ყალბი ინფორმაციის წყაროს კრემლში არა, პოლიტიკურ ოპონენტებში ხედავს
საქართველოს მთავრობის სტრატკომის ერთ-ერთ ბოლო პოსტში მთავრობა გვეკითხება – „რა სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება ყალბი ახალი ამბების გავრცელება?“ პასუხად მთავრობა ორ ვერსიას გვთავაზობს. ერთი კომერციული ამბავია. მეორე – პოლიტიკური. მთავრობა ყალბი ამბების გავრცელების საფრთხეს პოლიტიკურ ოპონენტებში ხედავს.
„პოლიტიკური მიზნები – ყალბი ახალი ამბების გავრცელებით მარტივია კონკურენტის რეპუტაციის შელახვა და ამ გზას განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ პოლიტიკოსები წინასაარჩევნო პერიოდის დროს. ასევე, ყალბი ახალი ამბების გავრცელებითა და ფაქტებით მანიპულირებით შესაძლებელია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მათში ცრუ მოლოდინების გაჩენა,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.
სამინისტროებისგან განსხვავებით აქ შეგხვდებათ პოსტებიც, სადაც დეზინფორმაციის წყაროდ რუსეთია მიჩნეული. მაგალითად, ნიუსი კაცზე, რომელიც თითქოს ღამურის მოსაძებნად გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
სქრინი საქართველოს მთავრობის სტრატკომის ფეისბუქგვერდიდან
„ოკუპანტი რუსეთის მხრიდან გავრცელდა მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მღებრიშვილი, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა ღამურების მოსაძებნად, შემდგომში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რეალიზაციის მიზნით. ეს არის რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მორიგი მიზანმიმართული დეზინფორმაციული შეტევა საქართველოს სტრატეგიულ ობიექტზე – ლუგარის ლაბორატორიაზე, რომლის როლიც საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით არის განუზომლად დიდი,“ – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის სტრატკომის ფეისბუქგვერდზე.
აქვე ნახავთ პოსტს ლუგარის ლაბორატორიაზეც.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორიგი დეზინფორმაციული შეტევა განახორციელა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე, რომელიც წარმოადგენს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითს.
სწორედ ლუგარის ცენტრის თანამშრომლების, საქართველოს ექიმების, ეპიდემიოლოგების, ხელისუფლებისა და მთელი საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია დღეს არსებული წარმატება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მხრივ, რომლის დამსახურებითაც, ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქმე გვაქვს ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან,“ – ვკითხულობთ ფეისბუქპოსტში.
მთავრობა, სამინისტროების მსგავსად, კრიტიკული მედიის კრიტიკულ სიუჟეტებსაც ეხმაურება. მაგალითად, 23 ივნისის ფეისბუქპოსტში, ისე, რომ არ დაუდგენია თურქეთის მეჯლისის წევრის სიტყვების ინტერპრეტაცია მოხდა თუ არა, მთავრობამ ბრალი დასდო ნიკა გვარამიას დეზინფორმაციის გავრცელებაში.
„1 ივნისს „მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟში ნიკა გვარამიამ გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს ტრაბზონის დეპუტატი თურქეთის მილი მეჯლისში – აჰმედ კაია, საქართველოს მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს. 22 ივნისს, თავად აჰმედ კაია გამოეხმაურა გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ იმ პირებს, რომლებიც თურქი მძღოლებისგან ქრთამს ითხოვდნენ, არაფერი აქვთ საერთო საქართველოს მთავრობასთან და მაღალჩინოსნებთან. ნიკა გვარამიამ კი მისი სიტყვების ინტერპრეტაციით სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ვერდიქტი: შესაბამისად ტელეკომპანია „მთავარი არხის” რეპორტაჟი არის მორიგი ფეიკ ნიუსი“.
მთავრობის სტრატკომი ძირითადად ორი მედიასაშუალების კრიტიკითაა დაკავებული – „მთავარი არხი“ და „TV პირველი“.
„ტელეკომპანია „ტვ პირველი” აგრძელებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ…“ – აღნიშნულია 18 ივნისის ფეისბუქპოსტში.
მთავრობამ სტრატკომის ფეისბუქგვერდი 2019 წლის ივლისში შექმნა და დღემდე 28 პოსტი აქვს გამოქვეყნებული. საგულისხმოა, რომ პირველი პოსტი ეხებოდა რუსულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას – gazeta.ru -მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც „თავისუფალი ზონის“ აქტივისტები რუსულნომრიან ავტომობილს აჩერებენ და მძღოლს კატეგორიულად სთხოვენ, მოხსნან „გეორგიევსკის ლენტები“. მთავრობამ თავის ფეისბუქპოსტში ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ამბავი 5 წლის წინ მოხდა.
„სინამდვილეში ეს ფაქტი მოხდა 5 წლის წინ და ინტერნეტსივრცეში 2014 წელს გავრცელდა (https://bit.ly/2NuU8B0). ვიდეოში ასახულია, როგორ აჩერებენ “თავისუფალი ზონის” აქტივისტები რუსულ ნომრიან ავტომობილს, მძღოლს კატეგორიულად სთხოვენ მოხსნან ე.წ. “გეორგიევსკის ლენტები” და აკრავენ სტიკერებს,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.
მთავრობას ამავე პოსტში ჰქონდა მცირე შეფასებაც, რომ ამ ვიდეოს ტირაჟირება „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და „მიზნად ისახავს მცდარი საზოგადოებრივი აზრის შექმნას“. მთავრობას მაშინ არ დაუკონკრეტებია, რა არის ეს „მცდარი საზოგადოებრივი აზრი“.
რატომ გადაწყვიტა მთავრობამ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ნაცვლად, რა მიზნითაც ძირითადად შექმნეს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები, ქართული მედიის კრიტიკით დაკავდეს? – კითხვით ჩვენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ. მთავრობის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ „დადგენილ ვადაში“ გვიპასუხებდნენ, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტეს, რა ვადაა ეს ეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარისგან თავის შეკავება არჩიეს, თავდაცვის სამინისტროში კი, ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხეს.
რა არის სტრატკომი და რას აკეთებს მთავრობა?
ამერიკის შეერთებულ შტატების პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების აუცილებლობაზე ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების ფონზე დაფიქრდნენ, როცა ჩათვალეს, რომ საინფორმაციო ომს აგებდნენ. კონკრეტულად რუსულ პროპაგანდას კი, როგორც რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ მექანიზმს, დასავლეთმა ყურადღება მიაქცია 2014 წლის შემდეგ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. გამოწვევასთან გასამკლავებლად ევროპულმა საბჭომ 2015 წლის მარტში გადაწყვიტა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის (East StratCom Task Force) შექმნა, ნატო-ში კი სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრი ფუნქციონირება.
2018 წელს, როცა ნეტგაზეთი ამ თემაზე წერდა, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო ყველა მნიშვნელოვან, მათ შორის, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში საუბრობდა რუსულ ჰიბრიდულ გამოწვევებზე, განსაკუთრებით რბილ ძალაზე და საინფორმაციო ომზე.
„…უკვე იკვეთება, რომ მთავრობა ცდილობს „სტრატკომები“ საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებად აქციოს – ფეისბუქზე, პოსტებსა და კომენტარებში დასდევენ პოლიტიკურ ოპონენტებსა და კრიტიკულ მედიებს, ამხელენ მათ ვითომ ჟურნალისტურ გადაცდომებსა თუ დეზინფორმაციებში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ მოხსენებებში რუსეთის ფედერაციის, ოკუპანტი სახელმწიფოს მოხსენიებაც კი გვიჭირს და ამ დრომდე არაფერი ვიცით „სტრატკომების“ მხრიდან რუსული პროპაგანდის ან დეზინფორმაციული კამპანიების წარმატებული მოგერიება-გაბათილების შესახებ,“ – გვიყვება გიორგი მოლოდინი, იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ ხელმძღვანელია და თავდაცვის სამინისტროოში მუშაობის დროს სტრატკომის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა.
გიორგი მოლოდინის თქმით, საქართველოში „სტრატეგიული კომუნიკაციების“ განვითარება 2015 წელს დაიწყო ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ნატოს უელსის სამიტზე მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოსთან დიალოგის ინტენსივობის გაზრდა გადაწყვიტეს.
„სწორედ ამ პაკეტში იყო „სტრატკომი“, როგორც ერთ-ერთი მიმართულება, რაც თავისთავად უკვე ბევრის მთქმელი უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფალისთვის,“ – იხსენებს გიორგი მოლოდინი და ასევე აღწერს, თუ რა გააკეთეს ქვეყნის მოკავშირეებმა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად.
„ნატოს წევრი და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები მხოლოდ ჩანაწერს არ დაჯერებულან და ამისთვის ქართულ მხარეს სასწავლო კურსები, მრჩევლები, კონსულტაციები და ექსპერტიზა შესთავაზეს. ეს ყველაფერი გადმოგვეცა საჩუქრად და ეს იყო ძალიან ძვირფასი და პერსპექტიული საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. თავდაცვის სამინისტროში, ხიდაშელის მინისტრობის დროს, 2015 წელს შეიქმნა პირველი ფუნქციური დეპარტამენტი, რომელიც ცდილობდა დასავლურ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ამ ცოდნის გაზიარებით შეექმნა ძლიერი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ჩადგებოდა უწყების, შეიარაღებული ძალების და სახელმწიფო ინტერესების სამსახურში.
„სტრატეგიული კომუნიკაცია“, როგორც საინფორმაციო დისციპლინა, მიზნად ისახავს ინფორმაციის, როგორც ეროვნული ძალის (National Power) გამოყენებას სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისთვის – ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. მაგალითად, საზოგადოებაში კონსენსუსის შენება სხვადასხვა ღერძულ თემებზე, როგორებიცაა ოკუპაცია, ტოლერანტობა, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები, დემოკრატია და სხვა. ასევე, საზოგადოების მედეგობის ხარისხის გაზრდა მტრული პროპაგანდისა და ნარატივების წინააღმდეგ და სხვა. აქვე, უნდა აღვნიშნოთ: მცდარია მოსაზრება, რომ „სტრატკომი“ მხოლოდ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტია,“ – აღნიშნავს გიორგი მოლოდინი „ბათუმელებთან“.
თავდაცვის სამინისტროს უკვე ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ლევან იზორიას მინისტრობის დროს ამ სტრუქტურული ერთეულის „მიზანმიმართული ნგრევა“ დაიწყო, რასაც მაშინდელი პრემიერი – გიორგი კვირიკაშვილიც უწყობდა ხელს. ამ დროს თავდაცვის სამინისტროში გაუქმდა სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი და ის, როგორც სამმართველოს დონის ერთეული, ისე შეუერთდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
„ეს იყო მთავრობის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება „არსებითი პაკეტის“ იმ მიმართულებისადმი, რომლის დანერგვა-განვითარებაშიც ასე აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთი… თუმცა, ეს არ ყოფილა ფსკერი,“ – დასძინა გიორგი მოლოდინმა.
გიორგი მოლოდინს ასევე ვკითხეთ სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების დებულებების შესახებ, სადაც არაა ნახსენები რუსულ დეზინფორმაციასთან, ან რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა.
„არ არის საჭირო, რომ დეპარტამენტებმა და სამმართველოებმა დებულებებში ჩაწერონ, რომ „სტრატკომის“ მთავარი ამოცანა რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. ქვეყნის 20% რომ ოკუპირებულია და კრემლი რომ მთავარი გამოწვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ამის დეპარტამენტის დებულებაში ჩაწერის აუცილებლობა არ არის. მთავარია პოლიტიკური ნება და სისტემა, რომელიც პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში „სტრატეგიული კომუნიკაციების“ მიზნებთან და ამოცანებთან. ყველაფერთან ერთად, „სტრატკომი“ ხომ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და მეტი დემოკრატიაა, რის მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი, როგორც ჩანს, მთავრობაში არ აქვთ. სამწუხაროა, რომ რეგიონში მზარდი გამოწვევების პირობებში, სადაც საინფორმაციო სივრცე ლამისაა ბრძოლის ტრადიციულ ველად მოგვევლინოს, საქართველოში ფაქტობრივად არ გვაქვს გამართული სტრატეგიული კომუნიკაციების არც სტრუქტურა და არც გაგება,“ – გვითხრა გიორგი მოლოდინმა.
წინასაარჩევნოდ ხუთი ადვოკატი, რომლებიც ბათუმში მუშაობენ, პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდა. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ სახელით დეპუტატობას აპირებენ შემდეგი ადვოკატები: დავით ჯაფარიძე, ვაჟა მელაძე, მერი ცინარიძე, პაატა ნაკაიძე, მზია დიასამიძე.
„ჩვენ გვინდოდა ახალი პარტიის დაფუძნება, რომელსაც ექნებოდა ასეთი სახელი „დამცველთა ერთობა – მესამე ძალა“, მაგრამ ეს პროცედურულად ვერ მოვასწარით… ამიტომ ვარჩიეთ იმ პარტიასთან თანამშრომლობა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს. მართალია, არაა აქტიური პარტია, მაგრამ ვიცით მთავარი – ის არაა გარიგებული არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენი მთავარი მიზანია ნაცქოცური კანონმდებლობის შეცვლა,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. ის „ქართველ ნაციონალისტთა ერთობიდან“ მაჟორიტარ დეპუტატობას პარლამენტში ბათუმიდან აპირებს.
ამავე პარტიიდან აჭარის მაღალმთიანეთში დეპუტატობის კანდიდატია ვაჟა მელაძე, ქობულეთში კი – მერი ცინარიძე.
რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს, ბათუმში „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ კანდიდატი ადვოკატი პაატა ნაკაიძეა, აჭარის მაღალმთიანეთში – მზია დიასამიძე, ქობულეთში კი – ლაურა ტაკიძე. ის არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს.
ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, ჯერ უცნობია ეყოლება თუ არა ამ პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სხვა რეგიონებში, თბილისში კი, მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ ხელმძღვანელი – გაიოზ მამალაძე იქნება.
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა, ფეხის არეში მიყენებული ჭრილობა დაუმუშავდა და იმავე ღამით გაწერეს კლინიკიდან.
„…ეს იყო გუშინწინ, დაახლოებით ღამის სამ საათზე შემოიყვანეს. მას დასჭირდა მცირე ქირურგიული ჩარევა და კლინიკიდან გავწერეთ,“ – ამბობს „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტლის დირექტორი, ირინე დოლიძე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის ძმაა. ამ ინფორმაციას რამდენიმე წყარო ადასტურებს. სამაშველო სამსახურის უფროსი ქობულეთში მამუკა ხაბაზია. მან „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაჭრილი სამაშველო სამსახურის უფროსის – მამუკა ხაბაზის ძმაა. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის დაკავებული არავინაა და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება] და 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, გამოყენება] მუხლების შესაბამისად.
ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, მათ შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს და შესაბამის მკურნალობის კურსს გადის.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, ორივე მამაკაცი, რომლებსაც დღეს covid19 დაუდასტურდა, აქამდე საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული, ისინი საშუალო ასაკის საქართველოს მოქალაქეები არიან.
„მათ შორის, ერთ-ერთი უკვე მე-13 დღეა იყო კარანტინში, უკვე გაშვებას აპირებდნენ და დაუდასტურდა კორონავირუსი… ორივე მათგანი ყაზახეთიდან არის შემოსული, იქ მუშაობდნენ,“ – გვითხრა გია კიკაბიძემ.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში ამ დრომდე 10 პაციენტი მკურნალობდა. დღეს, 26 ივლისს ეს მაჩვენებელი 14-მდე გაიზარდა – ბათუმში კიდევ ორ პაციენტი მცხეთიდან გადმოიყვანეს.
„მათ ადრე დაუდასტურდათ კორონავირუსი, რადგან ბათუმელები არიან, ითხოვეს ბათუმში გადმოყვანა და ჩვენთან მოვათავსეთ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.
სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, 26 ივლისის 11 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 131 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო 24 საათში შემთხვევევბის რაოდენობა 14-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი.
დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 920 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია – 16. საკარანტინო სივრცეებში 6 ათასზე მეტი ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 302.
ქუთაისთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, მძღოლმა წრიულთან სავარაუდოდ ავტომანქანა ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანა ჯებირთან შეჯახების შედეგად აალდა, ხოლო მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. დაწყებულია ადმინისტრტაციული სამართალწარმოება.
მთავარი ფოტო: ავტომანქანას ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა. როინ გუნდაძის ფოტო
ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ ოქრუაშვილებში, სადაც 150 ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყლის სისტემა ბათუმში თურქეთის საკონსულოს მხარდაჭერით გაკეთდა. ამ პროექტის ღირებულება, როგორც ბათუმში თურქეთის საკონსულოდან გვაცნობეს, 130 ათასი ლარია. გუშინ წყლის სისტემა ოქრუაშვილებში კონსულმა – მაქბულე ქოჩაკმა დაათვალიერა.
ამ სოფელში წყლის პრობლება წლობით გადაუჭრელი იყო.
საკონსულოში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში წყლის სათავეებთან შემკრები რეზერვუარი მოეწყო, სოფლამდე მიიყვანეს წყლის 5 კილომეტრი სიგრძის მილი, სოფლის ცენტრში გაკეთდა სასმელი და სახანძრო წყლის 20-ტონიანი ბეტონის რეზერვუარი. პროექტის ბოლო ეტაპზე კი, რეზერვუარიდან სახლებამდე მიიყვანეს წყალი.
გუშინვე ხულოს სოფელ ოქრუაშვილებში წყლის რეზერვუარის და, ზოგადად, შესრულებული სამუშაოების დასათვალიერებლად მაქბულე ქოჩაკთან ერთად იმყოფებოდა თურქეთის მეჯლისის ორი დეპუტატი.
კონსულთან და თურქ დეპუტატებთან ერთად ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ ქედის კულტურის ცენტრშიც. ქედის კულტურის ცენტრს ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინიციატივით გამოუცვალეს სახურავი, განაახლეს სცენა და მოაწყვეს გათბობა-გაგრილების სისტემა. თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, პროექტზე 180 ათასი ლარი დაიხარჯა.
თურქეთის საკონსულოში აცხადებენ, რომ ორივე პროექტი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ( TİKA) თბილისის საკოორდინაციო ოფისის მხარდაჭერით განახორციელეს.