მთავარი,სიახლეები

4 დღეში Covid19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში ერთი მილიონით გაიზარდა

27.07.2020
4 დღეში Covid19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში ერთი მილიონით გაიზარდა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 27 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 16 მილიონს აღემატება. 4 დღის წინ, 23 ივლისს, ეს რიცხვი იყო 15 239 805, შესაბამისად, ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 023 728 -ით გაიზარდა.

2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე, 27 ივლისამდე, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 16 263 533 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად. ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.

იანვრიდან დღემდე, ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 648 966 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 146 935 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 87 004 – ბრაზილიაში და 45 837 – დიდ ბრიტანეთში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 4 234 021 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 2 419 091 ინფიცირებული და  ინდოეთი – 1 435 616 ინფიცირებული.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 9 407 777 ადამიანი.

___________

ფოტოზე: ნიუ იორკი კორონავირუსის პანდემიისას. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო.EPA/JUSTIN LANE

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: