მთავარი,სიახლეები

203 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიით საქართველოში – ექვსი თვის მონაცემები

28.07.2020 • 2230
203 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიით საქართველოში – ექვსი თვის მონაცემები

ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში 1034 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება.

ავარიების რაოდენობა წლის მეორე კვარტალში გასულ წელთან შედარებით შემცირდა საკარანტინო ზომების გამო, რის ფარგლებშიც ავტომობილით გადაადგილება შეზღუდული იყო. მაგალითად, 2019 მეორე კვარტალში მოხდა 1 427 ავტოავარია [რომელსაც მოჰყვა ადამიანის დაშავება ან სიკვდილი], წელს, 2020 წლის აპრილიდან ივნისამდე კი – 1034.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად საქართველოში დაშავდა 1372 და დაიღუპა 69 ადამიანი. აქედან, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს აჭარაში.

ბოლო სამი თვის განმავლობაში 69 დაღუპულიდან 17 ადამიანი ქვეითი იყო, მათ შორის ერთი – 7 წლამდე ბავშვი.

შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში ავარიის გამომწვევი ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზი იყო:

  • შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 76 [დაიღუპა 5 ადამიანი]
  • სიჩქარის გადაჭარბება – 60 [დაიღუპა 12 ადამიანი]
  • საჭის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 31 [დაიღუპა 2 ადამიანი]
  • დისტანციის დაუცველობა – 40 [დაიღუპა 3 ადამიანი]
  • გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 46 [დაიღუპა 3 ადამიანი]
  • სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 496 [დაიღუპა 15 ადამიანი] და ა.შ. 

შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 203 ადამიანი დაიღუპა. გასული, 2019 წლის პირველ ექვს თვეში ეს რიცხვი 224 იყო.

_____________

ფოტოზე: ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: