მთავარი,სიახლეები

ექვს თვეში საქართველოში 224 ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად

25.07.2019 • 2727
ექვს თვეში საქართველოში 224 ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად

ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში 1 427 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება. ამ მუხლით გამოძიება მაშინ იწყება, როცა სახეზეა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ან სიკვდილი გამოიწვია. კანონით გათვალისწინებული სასჯელი მძიმდება, თუ კი მძღოლი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

სამი თვის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად საქართველოში დაშავდა 1 929 და დაიღუპა 108 ადამიანი. აქედან, 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს აჭარაში.

ბოლო სამი თვის განმავლობაში 108 დაღუპულიდან 7 ადამიანი ქვეითი იყო. 4 მათგანი 61 წელს იყო გადაცილებული.

შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში ავარიის გამომწვევი ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზი იყო:

  • შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 101 [დაიღუპა 12 ადამიანი]
  • სიჩქარის გადაჭარბება – 76 [დაიღუპა 14 ადამიანი]
  • საჭის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 43 [დაიღუპა 1 ადამიანი]
  • დისტანციის დაუცველობა – 43 [დაიღუპა 2 ადამიანი]
  • გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 39 [დაიღუპა 2 ადამიანი]
  • საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – 35 [დაიღუპა 2 ადამიანი]
  • სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 797 [დაიღუპა 38 ადამიანი]
  • მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ – 1 და ა.შ. 

ბოლო სამ თვეში ავარიაში მოხვდა 52 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება; 850 მსუბუქი ავტომანქანა [დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 51, სწორედ მსუბუქ ავტომანქანებზე მოდის]; 58 სატვირთო; 58 მოტოციკლი და სხვა სატრანსპორტო საშუალებები.

შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 224 ადამიანი დაიღუპა და 3 708 დაშავდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: