დღეს, 27 ივლისს, თურქეთში, ავტობუსის გადატრიალების შედეგად 6 პირი დაიღუპა. დაღუპულია მძღოლი და 5 სამხედრო პირი.
შემთხვევა მერსინში მოხდა. თურქული მედიის ცნობით, ავტობუსში სამხედრო პირები ისხდნენ, ავტოკატასტროფის შედეგად 10 ადამიანია დაშავებული.
ოფიციალური პირების განცხადებით, ავტოკატასტროფა შესაძლოა მუხრუჭის გაუმართაობამ გამოიწვია, თუმცა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
___________
ფოტოზე: ავტოკატასტროფის ადგილი. ფოტო: milliyet.com.tr