რეკლამა,სიახლეები

ევროპაბეთის მხარდაჭერა ქართულ სპორტს – პასუხისმგებლიანი თამაშის 6 თვე

27.07.2020 • 1767
ევროპაბეთის მხარდაჭერა ქართულ სპორტს – პასუხისმგებლიანი თამაშის 6 თვე

პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ – ეს ის სამი ძირითადი პრინციპია, რომელსაც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის ფილოსოფია  ეფუძნება.

„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სათამაშო ბიზნესი საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის შექმნაში აქტიურად მონაწილეობს.  კომპანიის მიზანი ქართულ ბაზარზე მსგავსი კულტურის დანერგვაა.

20 ივლისს ევროპაბეთმა 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე კომპანია წლის ბოლომდე 2 მილიონ ლარს დახარჯავს. 

სპორტის მხარდაჭერის პროგრამა

ევროპაბეთი ქართული სპორტის აქტიური გულშემატკივარია და სპორტის რამდენიმე ფედერაციას   მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ეხმარება. 2020 წლის პირველ კვარტალში მემორანდუმი გაფორმდა ჭადრაკის, შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა, სპორტული ნარდისა და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციებთან. 

ამ დროის განმავლობაში თანამშრომლობის შედეგად:

ჭადრაკის ფედერაციამ გამართა 20-ზე მეტი ტურნირი, 15%-ით გაიზარდა სახელფასო და საპრიზო ფონდი. 

“ევროპაბეთთან თანამშრომლობით, ორ უმნიშვნელოვანესი ტურნირის, ქალთა და ვაჟთა ჩემპიონატის საპრიზო  ფონდი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პანდემიის დროს ჩვენც ონლაინ გადავეწყვეთ და არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ახლა მიმდინარეობს ქალთა ჩემპიონატი და სექტემბერში ვგეგმავთ ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარებას,” -ამბობს გიორგი გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. 

ევროპაბეთთან ერთად, სპორტული ნარდის ფედერაციამ მოახერხა ტრადიციული ეროვნული თამაშის მთავარ გამოწვევასთან გამკლავება – ტურნირების ციფრულ სივრცეში გადატანა. თანამშრომლობის ფარგლებში ივლისის ბოლოს  ნარდში რეგიონალური ჩემპიონატი იმართება ონლაინ.

“ტურნირის საპრიზო ფონდი 50 ათასი ლარი არის და ეს თანხა 32 ადამიანზე გადანაწილდება. ტურნირში მკაცრად იქნება დაცული სამართლიანი თამაშის პრინციპები. ეს ნიშნავს, რომ მონაწილეები, რომლებიც დამხმარე პროგრამებს გამოიყენებენ, ავტომატურად მოიხსნებიან ტურნირიდან,” – ამბობს რევაზ ცხოვრებაშვილი, ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი.

სოციალური პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერაა. ევროპაბეთის დაფინანსებით, ახალგაზრდულ მედია კავშირი წელიწადში რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას მართავს სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანებისა და 

ორგანიზაციის თავმჯდომარის, ხატია გავაშელის თქმით,  მათ აქტივობებში ისეთი ადამიანები ჩართეს, რომლებიც წლებია გარეთ არ გამოსულან. როგორც ის აღნიშნავს, პროექტები ბენეფიციარებს რესოციალიზაციაში ეხმარება:

“სპორტული ღონისძიებების გარდა რამდენიმედღიან ბანაკს და სხვადასხვა ტურნირებს ვმართავთ. ეჩვენი პროექტები მათ ფსიქორეაბილიტაციაში, რესოციალიზაციასა და საკუთარი თავის რწმენაში ეხმარებათ, ასევე კონტაქტების დამყარებაში. ეს უპრეცენდენტოდ სოციალური პროექტია და ევროპაბეთის დახმარების გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა, ის ჩვენი გენერალური სპონსორია,” – ამბობს ხატია გავაშელი.

პასუხისმგებლობა ბიზნესისა და საზოგადოების მიმართ

საზოგადოების მიმართ აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში ევროპაბეთმა არაერთი საჭირო და სასარგებლო პროექტი განახორციელა.  კომპანიამ  მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქორეაბილიტაციის დააფინანსა ლუდომანებისა და   COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალისთვის. 

COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევებთან გასამკლავებლად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ევროპაბეთმა ციფრული რეკლამით დაინტერესებულ ბიზნესს სარეკლამო სივრცე POPმედიაში უფასოდ დაუთმო. პროგრამაში ჩართული ბიზნესის რეკლამა მომხმარებელმა ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახა. შეთავაზებით სარგებლობის სურვილი 30-მდე ბიზნესმა გამოთქვა. 

პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში

ბოლო წლებში, საქართველოში ხშირად საუბრობენ სათამაშო ინდუსტრიისთვის გარე რეკლამის შეზღუდვაზე. ამ თემაზე პარლამენტში კანონპროექტიცაა ინიცირებული, თუმცა საკითხი წინ არ წასულა. 

ამ ფონზე, ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში,  ევროპაბეთი იყო პირველი კომპანია, რომელმაც  პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ფარგლებში თავად თქვა უარი გარე რეკლამაზე.

„ეს გადაწყვეტილება  იყო თვითრეგულაცია და ამავდროულად უარის თქმა საკმაოდ დიდი აუდიტორიის მოცვაზე. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლიანი მიდგომა სწორედ ასეთ დაბრკოლებებზე გააზრებულ თანხმობას გულისხმობს. გვეამაყება რომ ჩვენი ნაბიჯის შემდეგ, 2020 წლის მარტიდან სრულიად სათამაშო ბიზნესმა ჩამოხსნა გარე რეკლამა. გარდა ამისა, ასევე ჩვენი თვითრეგულაციის ფარგლებში აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი ინტერნეტ რეკალამა გაკეთდეს ასაკობრივი შეზღუდვით, ესეც იმისთვის, რომ დავფაროთ მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი აუდიტორია“ – განმარტავს ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა. 

ჯამურად ევროპაბეთის მიერ 2020 წელს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე  2  მილიონი ლარი დაიხარჯება. 

 კომპანიაში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება და გარე რეკლამაში დაზოგილი თანხა კვლავ სპორტის განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობასა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების მოგვარებას მოხმარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: