ხულოში 8-სულიანი ოჯახის სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები დამხმარე შენობების გადარჩენას ცდილობენ.

ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის ინფორმაციით, ორსართულიანი ხის სახლი დაიწვა, სადაც 8 ადამიანი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ამ დროისთვის მიმდინარეობს უსაფრთხო ადგილის შერჩევა, სადაც ამ ოჯახს გადავიყვანთ, ქირის ფულს ხულოს მერია გადაიხდის… ამ სახლში 5 ადამიანი ცხოვრობდა, სამი კი, ბათუმში იყო ნაქირავებში,”- ამბობს “ბათუმელებთან” ვახტანგ ბერიძე.

დაზარალებული ოჯახი ხულოს მერიიდან ასევე მიიღებს 15 ათას ლარს.

ყოფილი პარლამენტარის მშენებლობა ქობულეთში

ქობულეთში, რუსთაველის #260 – ში, სპორტსმენი და ყოფილი პარლამენტარი ლუკა, იგივე ელდარ კურტანიძე ორ სასტუმროს აშენებს. მის სახელზე რეგისტრირებულ ერთ საკადასტრო ნაკვეთზე ორი მშენებლობა მიმდინარეობს – სამსართულიანი, შედარებით მცირე მასშტაბის შენობა მანსარდით თითქმის დასრულებულია. შედარებით მასშტაბური შენობის კარკასი კი, რომლის თავზეც ორი ლურჯი დროშა ფრიალებს, დაუსრულებელი და მოსაპირკეთებელია.

ამ პერიოდისთვის, ხელოსნები იქ გადატიხვრის სამუშაოებს ასრულებენ. მოსაპირკეთებელია ფასადიც.

ქობულეთი, რუსთაველის # 260

ქობულეთში, ისევე როგორც ბათუმში, სამშენებლო მოედანზე მშენებლებმა პასუხი თუ არ გაგცეს, ვერ გაიგებ, ვინ აშენებს და რას, რადგან უმეტეს შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფა განთავსებული არ არის, ხოლო თუ არის, სრულყოფილ ინფორმაციას არ შეიცავს.

საინფორმაციო დაფა არც ქობულეთში, რუსთაველის #260-ში დაგვხვდა. მშენებლებმა გვითხრეს, რომ ის სპორტსმენს, ყოფილ პარლამენტარს, ლუკა, იგივე ელდარ კურტანიძეს ეკუთვნის.

ქობულეთის მერიის ინფორმაცით, რუსთაველის #260 – ში ორი სასტუმროს მშენებლობის ნებართვაა გაცემული. მათივე განმარტებით, ერთი ნებართვა ოთხსართულიანი, მეორე კი ხუთსართულიანი შენობის მშენებლობას გულისხმობს.

რეესტრის მონაცემებით, ლუკა კურტანიძე ქობულეთში, აღმაშენებლის #260-ში, ზღვასთან ახლოს, 1230 კვ.მეტრ ტერიტორიას ფლობს.

რეესტრის მონაცემებით, 799 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ზღვის ხედით, შემაღლებულ ტერიტორიაზე ასევე ფლობს ლუკა კურტანიძის მეუღლე.

__

ლუკა კურტანიძე, ყოფილი დეპუტატი, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ასევე ორგზის მესამე პრიზიორი ატლანტის [1996 წ.] და სიდნეის [2000 წ.] ოლიმპიურ თამაშებში.

 

შენიშვნა: ქობულეთის მერიის მიერ მოწოდებული თავდაპირველი ინფორმაციით, მერიას სამშენებლო ნებართვა მხოლოდ ხუთ სართულზე ჰქონდა გაცემული. მოგვიანებით ქობულეთის მერიიდან ბათუმელებს აცნობეს, რომ 2019 წელს ლუკა კურტანიძემ პროექტში ცვლილება მოითხოვა და მისი ეს მოთხოვნა მერიამ დააკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლუკა კურტანიძე უკანონოდ აშენებდა, არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, გამოცვლილია სტატიის სათაურიც.

რას ამბობს ჯანმოს გამოძიება ვუჰანში ვირუსის წარმოშობის შესახებ

Covid 19-ის წარმოშობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის გუნდის ხელმძღვანელმა, ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დღეს, 9 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გამოძიებამ დაადგინა კორონავირუსის შესახებ ახალი ფაქტები, მაგრამ ახალი ინფორმაცია მკვეთრად არ ცვლის ეპიდემიის სურათს. ბრიფინგზე წარმოადგინეს კვლევის პირველი ეტაპის შედეგები.

ბრიტანული გარდიანის ცნობით, ექსპერტების ჯგუფმა შეისწავლა მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რამდენიმე მთავარი ჰიპოთეზა.

რაც შეეხება ვირუსის ლაბორატორიიდან გამოჟონის ჰიპოთეზას, რომელიც უამრავი კონსპირაციის ინსპირაცია გახდა მსოფლიოში, ჯანმოს ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელმა პიტერ ემბერკმა ის შეაფასა, როგორც – “ექსტრემალურად ნაკლებსავარაუდო” და თქვა: “ვფიქრობთ, ეს არ არის ჰიპოთეზა, რომლის შემდგომ კვლევასაც მოვიაზრებთ”.

მან თქვა, რომ ჯანმოს ექსპერტების გუნდმა, ადგილზე ვიზიტისას გამოკითხა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები, ასევე შეისწავლეს აქ მოქმედი პრაქტიკა განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად და მიიჩნიეს, რომ ინსტიტუტი კარგ მდგომარეობაში იყო და “ძალიან ნაკლებსავარაუდოა, რომ რაიმე გამოპარულიყო ამ ადგილიდან”, – წერს გარდიანი.

დამატებით დეტალებზე დასმულ კითხვას ემბარეკმა უპასუხა, რომ ექსპერტების გუნდმა განიხილა ამ ჰიპოთეზის საწინააღმდეგო და გამამყარებელი არგუმენტები და მიუხედავად იმისა, რომ “ლაბორატორიული უბედური შემთხვევები ხდება … ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა”. ასევე ითქვა, რომ ამ ჰიპოთეზის განხილვისას, გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ Covid-19 იყო სრულიად უცხო და ახალი დაავადება – “არსად მსოფლიოში არ ყოფილა პუბლიკაცია ან კვლევა ამ ვირუსის ან ამის მსგავსი ვირუსის შესახებ”.

ემბარეკის თქმით, ვირუსის ზოონოზური (ანუ ცხოველიდან პირდაპირი ადამიანზე) გადაცემის ჰიპოთეზა ღირდა საკვლევად, მაგრამ სავარაუდოდ გავრცელება მოხდა შუამავალი სახეობების გავლით, რომლებიც „პოტენციურად უფრო ახლოს იყვნენ ადამიანებთან, სადაც ვირუსმა შესძლო ადაპტირება, ცირკულირება და შემდეგ გადახტომა ადამიანებზე ”.

თუმცა, სახეობის იდენტიფიცირება მათსა ბუნებრივ გარემოში არ იყო შესაძლებელი. მკვლევარები აქამდე მიიჩნევდნენ, რომ ეს სავარაუდოდ იყო ღამურა ან პანგოლინი, მაგრამ პროფესორმა ლიან ვანნიანმა, COVID19-ის ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში თქვა, რომ ვირუსები, რომლებიც აღმოაჩინეს ამ სახეობებში, “არ იყვნენ საკმარისად მსგავსები საიმისოდ, რომ Sars-Cov-2-ის წინაპრებად იდენტიფიცირდნენ”. თუმცა წაულებისა და კატების მგრძნობელობა Covid19-ის მიმართ გულისხმობს, რომ კატისებრთა სახეობები პოტენციური კანდიდატები იყვნენ.

ამ ჰიპოთეზას უკავშირდება ვირუსის გავრცელება გაყინული პროდუქტების მეშვეობით. თუმცა აქაც ითქვა, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები გაყინული პროდუქტების შესაძლო როლის შესახებ ვირუსის შორ მანძილზე გადატანაში.

ემბარეკის თქმით, ვუჰანის ბაზრის ზუსტი როლი კვლავ უცნობია.

“ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ იმ ჰიპოთეზასთან დაკავშირებით, რომ ვირუსი შეიძლება შემოიტანა დაინფიცირებულმა პირმა და შემდეგ გავრცელდა სხვა პირებზე ბაზარში. მაგრამ, ეს ასევე შეიძლება იყოს შემოტანილი პროდუქტით. ამ მხრივ, ყველაზე საინტერესო პროდუქტბს შორის იყო მეურნეობებში გაყინული გარეული ცხოველები. ცნობილია, რომ ზოგიერთი ამ სახეობათაგანი მგრძნობიარეა ამ ტიპის ვირუსების მიმართ”.

ბრიფინგზე ითქვა, რომ 2019 წლის ბოლოს და 2020 წელს გაიტესტა ცხოველების (ღორების, ძროხების, თხების, ქათმებისა და ბატების) 11 000 სინჯი ჩინეთის 31 პროვინციაში. Sars-Cov-2-ზე არც ერთს არ უჩვენებია დადებითობა. გარდა ამისა, კიდევ 12 000 ცხოველს გაუკეთეს ნაცხის ანალიზი, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ასევე შემოწმებულია ჩინეთის სხვა 24 პროვინციიდან სხვადასხვა ცხოველისგან აღებული კიდევ 26 800 ნიმუში – არც მათგან გამოვლნილა ვირუსზე დადებით პასუხი.

გარდიანი წერს, რომ მიუხედავად ერთობლივად გადმოცემული დასკვნებისა, ჯანმოსა და ჩინეთის ჯანდაცვის წარმომადგენლების აქცენტებში მნიშვნელოვანი განსხვავებები ჩანდა. მაგალითად, ჩინური მხარე ყურადღებას ამახვილებდა ისეთ დასკვნებზე, რომლებიც მხარს უჭერდა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვირუსი თავდაპირვბელად ჩინეთს გარეთ გაჩნდა, საუბარია ვირუსის გაყინული პროდუქციით გავრცელბაზე, რომელიც ვუჰანის ბაზარში იყიდება.

გელათის კედლის მხატვრობა – რა განადგურდა და რისი გადარჩენა შეიძლება

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, რომლის რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროცესი 7 წელი მიმდინარეობდა, არასწორად მოწყობილი სახურავიდან წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დააზიანა. ის ფაქტი, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში წყალი ჩადიოდა და ტაძრის უნიკალური მხატვრობა სველდებოდა, 2020 წლის მარტში აღმოაჩინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 11 მარტს სააგენტომ სამუშაოების განმახორციელებელს – ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს მოსთხოვა დაეწყო პროექტის მომზადება, სანებართვო პირობების მიღება და სამუშაოების განხორციელება ტაძრის ყველაზე კრიტიკულ არეალებზე.

11 მარტიდან 19 ივნისამდე, როგორც მინიმუმ სამ თვეზე მეტი, გელათის მთავარი ტაძარი გადახურვის გარეშე იყო. შესაბამისად, ტაძარში წყალი ისევ ჩადიოდა.

ოფიციალურ დოკუმენტაციაში 2020 წლის 10 აგვისტოთია დათარიღებული ფოტო, სადაც ჩანს, რომ ტაძრის დაზიანებულ მონაკვეთებზე ლურჯი ტენტია გადაფარებული.

ფოტო: სქრინი სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშიდან

რამდენად მასშტაბურია დაზიანება, რისი გადარჩენა შეიძლება და რა არის საჭირო ამისთვის – სტატიაში ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცადეთ.

გელათის კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესაფასებლად სააგენტომ პირველი მისია 2020 წლის 22 მაისს განახორციელა. სააგენტოს მიერ გაგზავნილმა სპეციალისტებმა შეისწავლეს მხატვრობის მდგომარეობა. მათ იმავე დღეს განაცხადეს, რომ მდგომარეობა 2017 წლის დეკემბერში დოკუმენტირებული კედლის მხატვრობის ფოტომასალას შეადარეს. „მნიშვნელოვნად გაუარესებულია მდგომარეობა“, – წერია ორწლიანი შუალედით ჩატარებული კედლის მხატვრობის მდგომარეობის შეფასების მონიტორინგის ანგარიშში.

მასალები ჩამოცვივდა საკურთხეველში საფეხურებზე განთავსებული ხატებიდან და ტაძრის ჩრდილოეთი მკლავის ქვეშ არსებული მხატვრობიდან.

მასალები ასევე ჩამოცვენილია ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრების ქვეშ არსებული მხატვრობიდან. მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა ტაძრის დასავლეთი მკლავის კამარის და დასავლეთი მკლავის სამხრეთი კედლის ქვეშაც.

გელათის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთი მკლავის  კედლის მხატვრობა.  დაკარგული აქვს ფერი, დაწყებულია გამომარილება და სახეცვლილია.  ფოტო: სქრინი სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშიდან

„2017 წელსა და 2020 წლის მაისის მდგომარეობის ვიზუალური დაკვირვებით თვალით ხილული ძლიერი განსხვავება შეიმჩნევა. 22 მაისის მერე მდგომარეობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება. 2020 წლის 18 ივნისის მდგომარეობით დაზიანება სტაბილურია, თუმცა 10 აგვისტოს მონიტორინგმა მარილის სავარაუდო ჩამოვარდნა დააფიქსირა,“ –  ვკითხულობთ მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც ამ მონაკვეთში ტაძრის სამხრეთ მკლავში არსებულ დაზიანებაზე წერს.

გელათის კედლის მხატვრობას სერიოზულ ზიანს აყენებს ე.წ. გამომარილება. პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაძარში წყალი ჩავიდა. გადახურვის შემდეგ გამოშრობა დაიწყო. ფრესკების გამოშრობის თანმხლები პროცესი არის გამომარილება, რომელიც მხატვრობას დიდ ზიანს აყენებს. ფოტო: სქრინი სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშიდან

დაზიანებულია, გამომარილება აქვს დაწყებული ტაძრის  კამარის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მხატვრობას. 2020 წლის 11 აგვისტოს მონაცემებით, მარილის კრისტალები კამარიდან ყოველდღიურად ცვიოდა.

 

 რას ამბობენ სპეციალისტები

 

ნანა კუპრაშვილი თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის ცენტრის დირექტორია. მას გაკეთებული აქვს გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ტაძრის მხატვრობის რესტავრაცია. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით განხორციელდა ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ქვის კონსერვაცია.

მას ვთხოვეთ შეეფასებინა გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი როგორც მთავარი ტაძრის, ისე წმინდა გიორგის ეკლესიის მხატვრობის  მდგომარეობა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ ეტაპზე მიდის გამოშრობის პროცესი ღვთისმშობლის ტაძარში და ეს გაშრობის პროცესი არის ძალიან მტკივნეული მხატვრობისთვის. მხატვრობა ამ დროს უარესდება. როცა არის დაზიანებული ნესტისგან და შრება, ეს პროცესი იწვევს მის უფრო მეტად დაზიანებას.  შრობის ეტაპზე გამოიტანა ძალიან ბევრი მარილი, რომელიც დაკრისტალდა. მარილი სპობს მთლიანად ნალესობასაც და ფერწერულ ფენასაც. დაკრისტალებულის მოშორება საკმაოდ დიდი პრობლემა იქნება. უფრო სწორად, შეიძლება ვერც მოსცილდეს. საუბარია ღვთისმშობლის მთავარ ტაძარზე, დასავლეთით, იმ ადგილებში, სადაც აქტიურად ჩადიოდა წყალი.

წმინდა გიორგი ასე დეტალურად არ გვაქვს შესწავლილი, მხატვრობა ქვემოდან მაქვს ნანახი. ახლოდან არ არის მონიტორინგი ჩატარებული, მაგრამ იქაც ჩანს, რომ მხატვრობის ნაწილები დაზიანებულია. ვიზუალურად ჩანს, რომ იქ არის კერები, სადაც ეტყობა, რომ იმ ადგილას წყლის ჩაჟანგვა ხდებოდა. ჩანს წყლის ინფილტაციის კვალი სხვადასხვა ადგილას. ისე არა, როგორც ღვთისმშობლის ტაძარში, მაგრამ სხვადასხვა ადგილას ჩანს. 2010-2011 წელს ვიმუშავეთ მანდ და გავაკეთეთ მხატვრობის კონსერვაცია. დღეის მდგომარეობით, ვიზუალურად ეტყობა ცვლილება. მაგრამ ხომ გეუბნებით, სააგენტოს ანგარიშზე დაყრდნობით გესაუბრებით და სანამ ხარაჩო არ იქნება და ახლოდან არ ვნახავ, მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნანა კუპრაშვილმა.

დაზიანებული მხატვრობა ღვთისმშობლის ტაძრის კამარის ცენტრალურ ნაწილში  27/01/2021 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, აუცილებელია დამაზიანებლის ფაქტორის მოსპობა – მხატვრობა აღარ უნდა დასველდეს.

9 თებერვლის მდგომარეობით მთავარ ტაძარზე დროებითი გადახურვაა მოწყობილი და წესით, ინტერიერში წყალი აღარ უნდა ჩავიდეს. მას შემდეგ, რაც გამოშრობის პროცესი დასრულდება, უნდა დაიწყოს კვლევა.

„უნდა გამოიკვლიოს როგორც ნალესობა, ასევე ფერწერული ფენა. ეს დაზიანება უნდა იყოს აღნუსხული და შემდგომში შეირჩეს სარესტავრაციო სტრატეგია და შემდეგ უკვე მოხდეს კონსერვაცია,“ – ამბობს ნანა კუპრაშვილი.

როდესაც საქმე ისეთი მნიშვნელობის ძეგლების კონსერვაცია-რესტავრაციას ეხება, როგორიც  გელათია, სპეციალისტები ყოველთვის მიუთითებენ ვენეციის ქარტიაზე. ვენეციის ქარტია არის ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციისა და რესტავრაციის მეთოდები. ვენეციის ქარტიის მიხედვით, თუ ვიხელმძღვანელებთ და დარგის სპეციალისტების აზრსაც გავითვალისწინებთ, ის ფრაგმენტები, რომელიც გელათში კედლის მხატვრობიდან ჩამოვარდა, ვეღარ აღდგება.

ნანა კუპრაშვილს ვკითხეთ, რისი გადარჩენა არის შესაძლებელი გელათში.

„როდესაც არის დაკარგული მხატვრობა, ან რაღაც ფრაგმენტი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ერთი სანტიმეტრი თუ  ხუთი სანტიმეტრი ფრაგმენტი, ის დაიკარგა, მორჩა. შესაბამისად, გვიანია იმის აღდგენა. დღეს რომ ვიღაცამ ის მიახატოს, ჯერ ერთი, მას ფასი არ აქვს და მეორეც, თვითონ ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსაც უკარგავს ფასს.

ჩვენთან, კედლის მხატვრობის სარესტავრაციო პრაქტიკაში, ასე არ არის, საბედნიეროდ. ამიტომაც მე ხშირად ვხმარობ თქვენთან საუბარში სიტყვას – კონსერვაცია.

გელათის შემთხვევაში ნებისმიერი სანტიმეტრი არის მნიშვნელოვანი. პატარა ფრაგმენტის ჩამოცვენაც კი არის ძალიან დიდი ზიანი.

ახლა პრობლემაა, რაც არის დარჩენილი, იმის კონსერვაცია, რომელიც, ცხადია, თავდაპირველი სახით ვერ განხორციელდება. როგორც გითხარით, იქ არის მხატვრობისთვის ძალიან ცუდი მარილის გამოკრისტალება, რომელმაც შეიძლება ფერი ბევრ ადგილას მთლიანად გააფუჭოს.

ეს შემდგომი კვლევის საგანია. იმ ადგილებში, სადაც წყალი  ჩამოვიდა, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა. მე ვენეციის ქარტიას რაღაც შემთხვევაში ვეყრდნობი, რაღაც შემთხვევაში შეიძლება არ დავეყრდნო, იმიტომ, რომ ვენეციის ქარტია კიდევ უშვებს ჩარევას. მე პირადად, გელათის შემთხვევაში კედლის მხატვრობას რაც შეეხება, რეკონსტრუქცია-რესტავრაციას მაგასაც არ ვემხრობი. მოაღწია ჩვენამდე? შევუნარჩუნოთ სიცოცხლე,“ – ამბობს ნანა კუპრაშვილი.

ნანა კუპრაშვილი ამბობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, იმ ადგილებს, სადაც მხატვრობის მდგომარეობა კრიტიკულია, სჭირდება სრულმასშტაბიანი კვლევა.

„სრული  კვლევის ჩასატარებლად საჭიროა მცოდნე ადამიანები, ისეთი, ვისაც აქვთ კვლევის ჩატარების გამოცდილება. ტექნიკურად – ხარაჩო ყველგან, მთელს სივრცეში და სხვადასხვა ტექნოლოგია, რომლის საშუალებაც გვაქვს საქართველოში. ეს იქნება მულტისპექტრული გადაღებები, მიკროსკოპული კვლევა, ლაბორატორიული ანალიზები თუ სხვა,“ – ამბობს ის.

 

რას აპირებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ  სააგენტოში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ გელათში სრული ხარაჩოს მოწყობა მიმდინარე თვიდან დაიწყება. სამონასტრო კომპლექსის ინტერიერში სრული ხარაჩოს მოწყობის რეკომენდაცია პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და  კულტურის კომიტეტმა გასცა.

„სააგენტოს განესაზღვრა სამოქმედო გეგმად ის, რომ მან მიმდინარე თვის განმავლობაში უზრუნველყოს ორივე ტაძრის ინტერიერში, როგორც წმინდა გიორგის, ისე ღვთისმშობლის შობის ტაძრის, მხატვარ-რესტავრატორების მიერ განსაზღვრულ არეალებში (პრაქტიკულად მთელ სივრცეს მოვიცავთ ამით) ხარაჩოს მოწყობა.

ხარაჩო მოეწყობა მთავარ ტაძარში, როგორც საკურთხევლის, ისე მის სამ დანარჩენ მკლავში და ასევე წმინდა გიორგის ტაძარში გუმბათქვეშა სრულ სივრცეში. ჩვენ რესტავრატორებს ვაძლევთ საკმარის არეალს საიმისოდ, რომ წვდომა მხატვრობის ფენებზე იყოს აბსოლუტური და ყოვლისმომცველი,“ –  გვითხრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული  სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ.

ამავე თემაზე:

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

როგორ ვესაუბროთ მოზარდებს სქესობრივ ცხოვრებაზე – რჩევები მშობლებს

პუბერტატული, იგივე სქესობრივი მომწიფების ასაკი, გოგოებისთვის ძირითადად იწყება 10, 11-დან 14 წლამდე და ბიჭებისთვის 12-16 წლის შუალედში. ეს პერიოდი ფიზიოლოგიური, ჰორმონალური და შესაბამისად, ფსიქოემოციური ცვლილებებით ხასიათდება. გოგონებსა და ბიჭებში ცვლილებები შეიძლება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდეს.

რით ხასიათდება ეს ცვლილებები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მოზარდები სიახლეებს სხეულში და როგორ უნდა ესაუბრონ მშობლები მოზარდებს სქესობრივ მომწიფებაზე? – „ბათუმელებთან“ ამ თემებზე ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი ქეთი დევაძე საუბრობს:

ქეთი დევაძე, ბავშვთა ფსიქოლოგი

პუბერტატული ასაკის მოზარდებში მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება იწყება. ისინი ამ დროს სწრაფად იზრდებიან, რასაც თან სდევს ჭარბთმიანობა, სახეზე თმიანობა, ხმის ტემბრის ცვლილება, აკნე, ოფლიანობა და ა.შ.

ეს ცვლილებები ხშირად უსიამოვნოა როგორც მოზარდებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.

დღეს ბავშვები ადრეული ასაკიდანვე იღებენ ინფორმაციას მათი სხეულისა თუ სქესობრივი ცხოვრების შესახებ ტელევიზორიდან თუ ინტერნეტიდან. ხშირად ინფორმირებულები არიან გაცილებით ადრეც, მანამ, სანამ გარდატეხის ასაკი დაეწყებათ.

ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ მოზარდები ისეც იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან და მათი ჩართულობა ამ პროცესში არ არის საჭირო. თანაც მშობლებს ძირითადად ეუხერხულებათ  ამაზე საუბარი.

მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ როცა ბავშვი სხვადასხვა წყაროდან იღებს ინფორმაციას, განსაკუთრებით ინტერნეტიდან, დიდი რისკია, ეს წყარო შეიცავდეს ბევრ არაზუსტ ინფორმაციას, რაც დააბნევს მოზარდს და შეიძლება მას გაუჩნდეს არასწორი მოლოდინი საკუთარი სხეულისგან, ზოგადად, საკუთარი თავისგან.

უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ბავშვი თავისი სხეულის, სექსუალური ცხოვრების შესახებ სანდო წყაროებიდან იღებს ინფორმაციას და უმჯობესია ეს ინფორმაცია მათ სწორედ ჩვენ, მშობლებმა მივაწოდოთ.

  • ნუ დაელოდებით, რომ თქვენი შვილი მოვა და დაგისვამთ შეკითხვებს საკუთარი სხეულის, მასში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. ეს დღე შეიძლება არც არასდროს დადგეს
  • უმჯობესია თავად წამოიწყოთ საუბარი სქესობრივ მომწიფებასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებულ თემებზე.
  • ხშირად ბავშვმა არც იცის, რომ ამ თემებზე საუბარი ნებადართულია და მით უმეტეს, მშობლებთან საუბარი.
  • მშობელი კარგად უნდა მოემზადოს ამ დიალოგისთვის, მოემზადოს კითხვებისთვის, რაც ბავშვს ექნება. შეისწავლოს სხვადასხვა ლიტერატურა პუბერტატული ასაკისა და სექსუალური განვითარების შესახებ, მოიძიოს ინფორმაცია.
  • კარგი იქნება, თუ რომელიმე ერთი მშობელი დაელაპარაკება ბავშვს ამ თემებზე ინდივიდუალურად და არა და-ძმების, ბებია-ბაბუის ან ვინმე სხვა ადამიანის თანდასწრებით, უმჯობესია, თუ ეს იქნება საუბარი ორ ადამიანს შორის.
  • კარგი იქნება, თუ მშობელი თავის გამოცდილებასაც გაუზიარებს შვილს, ასევე მნიშვნელოვანია მშობელმა ჩვეულებრივად გამოიყენოს სასქესო ორგანოების სახელები სქესობრივ მომწიფებაზე საუბრისას და არ შემოიფარგლოს მხოლოდ მინიშნებებით.
  • ხშირად ზრდასრულებს ეუხერხულებათ ასეთ თემებზე საუბარი მოზარდებთან და ცდილობენ აარიდონ თავი „უხერხული“ სიტყვებით სახელდებას, მაგრამ ეს დროთა განმავლობაში ბარიერებს ქმნის მშობლებსა და შვილებს შორის – არ დაგელაპარაკებათ ბავშვი იმ თემებზე, რომლებთან დაკავშირებულ სახელებსაც კი არ ახსენებთ.
როგორ და რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მშობელმა მოზარდს

აუცილებელია ბავშვს ვუთხრათ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოს საკუთარ სხეულში, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სექსუალური ურთიერთობების შესახებ, ასევე უნდა ვუთხრათ როგორ გაუმკლავდნენ სხეულში მიმდინარე ცვლილებებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია პოზიტიური მუხტის მატარებელი იყოს. არ უნდა დავაშინოთ ბავშვები ცვლილებებით და ასევე, არ უნდა გადავაჭარბოთ, არ უნდა შევუქმნათ არასწორი მოლოდინი.

სქესობრივ მომწიფებასა და სქესობრივ ცხოვრებაზე ერთხელ საუბრით არ უნდა შემოვიფარგლოთ, მოზარდებთან ამ თემებზე საუბრის არხი მშობლებმა ღიად უნდა დატოვონ. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მას შეუძლია ამ თემაზე თავისუფლად გვესაუბროს და მოგვმართოს შეკითხვებით.

მოზარდობა საკმაოდ რთული პერიოდი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა ადამიანისთვის, პროცესები ყველას შემთხვევაში ერთნაირი სირთულით არ მიმდინარეობს.

როგორც ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, ხშირად ემოციური ცვლილებები და სხვადასხვა გამოვლინება  ნორმალურია ამ ასაკში, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე არ გამოგვრჩეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევის შემთხვევა, რაც შეიძლება თან ახლდეს მოზარდობის ასაკს.

ფსიქოლოგი გვირჩევს, პრევენციისთვის მივმართოთ სპეციალისტებს, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგებს მაშინ, როცა:

  • მოზარდის გუნება-განწყობილება მკვეთრადაა შეცვლილი და ის კარგავს ინტერესს ყველა იმ საქმიანობის მიმართ, რასაც აქამდე სიხარულით აკეთებდა.
  • თუ ჩაიკეტა და აღარაფერი ახარებს.
  • თუ არ სურს ურთიერთობა სხვა ადამიანებთან დიდი ხნის განმავლობაში.
  • თუ ბავშვს, მოზარდს ჰქონდა სუიციდის მცდელობა, ფიქრობს ამაზე ან ზოგადად, კარგავს ცხოვრების ინტერესს.

როცა მოზარდი იყავით, თქვენ ვინ გესაუბრათ სქესობრივი ცხოვრების შესახებ?

როგორ ხარჯავს შსს ნახევარ მილიარდს ხელფასებში | აუდიტი

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა საკასო ხარჯმა 561 633 739 ლარი შეადგინა. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში კი მითითებულია, რომ იგივე 2019 წელს, შსს-ში შრომის ანაზღაურებისთვის 90 მილიონი ლარით ნაკლები, 471 502 200 ლარია გახარჯული.

აუდიტის მიხედვით, 2019 წელს შსს-მ 561,6 მილიონი ლარი „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გასცა როგორც:

  • თანამდებობრივი სარგო – 437 241 607 ლარი
  • წოდებრივი სარგო – 9 801 526 ლარი
  • პრემია – 10 418 071 ლარი
  • დანამატი – 104 172 535 ლარი

„აღნიშნული თანხიდან [დანამატი], განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წილი უჭირავს სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის კანონით მინიჭებულ დანამატებს [წელთა ნამსახურება, წოდება, მრავალშვილიანობა და სხვა].

ამასთან, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს, ხოლო სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს,“ – აცხადებს აუდიტი.

„აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირის მიერ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმები (მათ შორის, ნამსახურები წლები) და დანამატის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით ან/და „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით,“ – თუმცა, აუდიტის დასკვნით, 2019 წელს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, რამდენიმე შემთხვევაში ზემოაღნიშნული ზღვრები დაცული არ იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები [ჯამში დაახლოებით 40 ათასი ლარის პრემია-დანამატი იყო გაცემული, რაც აჭარბებდა კანონით დადგენილ ზღვარს] არ არის მატერიალურად არსებითი და სისტემური ხასიათის, მნიშვნელოვანია სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი კონტროლის გარემოს შენარჩუნება და დადგენილი ზღვრების მონიტორინგი,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „სამინისტროს განმარტებით, პროგრამულ უზრუნველყოფას დაემატა ახალი მოდული, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურებისთვის განსაზღვრული ზღვრების კონტროლს“.

აუდიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ კანონის მიხედვით სახელფასო დანამატი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის განსაზღვრულ თანხას.

თუმცა, სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ ზოგიერთ თანამშრომელს, 2019 წლის პირველი იანვრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში, დაენიშნათ ყოველთვიური დანამატი [ამ თანხამ კი 2019 წლის მანძილზე 7 346 754 ლარი შეადგინა, რომელიც 2 686 თანამშრომელზე ნაწილდება].

„ზეგანაკვეთური სამუშაო რეჟიმი დამახასიათებელია სამინისტროს სისტემისთვის, თუმცა მინისტრის ბრძანებით არ იყო დაკონკრეტებული, თუ რა სამუშაო ან დამატებითი ფუნქცია უნდა შეესრულებინა კონკრეტულ პირს,“ – აცხადებს აუდიტი.

„გაცნობებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად გაიცა უარყოფითი დასკვნა…“ – აღნიშნულია გენერალური აუდიტორის მიერ შს მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის 2020 წლის 29 დეკემბერს მიწერილ წერილში. შესაბამისად, აუდიტმა მინისტრს რეკომენდაციებიც გაუგზავნა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროში „შრომის ანაზღაურების“ მუხლში 2020 წელს 498 მილიონი ლარი იყო გაწერილი; 2021 წლისთვის კი, სამინისტროსა და მის სტრუქტურებში დასაქმებული 30 500 თანამშრომლისთვის ჯამში 525 მილიონ 200 ათასი ლარია გაწერილი.

შეკრება სოციალური მოთხოვნებით მთავრობასთან – „15 თებერვალს იქნება მასშტაბური აქცია“

დღეს, 9 თებერვალს, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის მთავრობასთან აქციას მართავენ. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან  ითხოვენ შეხვედრას. თორნიკე რიჟვაძე თავდაპირველად  მზად იყო შეხვედროდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ითხოვეს, რომ ჟურნალისტებიც დასწრებოდნენ შეხვედრას, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამაზ ბაკურიძე აცხადებს, მათ ამ შეხვედრაზე უარი უთხრეს.

აქციაზე მხოლოდ სოციალური მოთხოვნები გაახმოვანეს – ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ ავტობანის მშენებლობის შედეგად მის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება შეუძლებელია. საქართველოს გზების დეპარტამენტმა მის ოჯახს ერთი თვით უქირავა საცხოვრებელი, მაგრამ მას შემდეგ სამი თვე გავიდა და არ იცის ახლა როგორ მოიქცეს.

კიდევ ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ ის შშმ პირია. სესხი აქვს ბანკიდან გამოტანილი და ბანკმა ბინა გაუყიდა.

აქვე არიან ოცნების ქალაქის მცხოვრებლები – ისინი თორნიკე რიჟვაძისგან ითხოვენ, გაიწეროს კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა გადაეცეთ აქ მცხოვრებლებს ბინები და ასევე, ყველასთან, ვისაც უნდა გადაეცეს ბინა, აუცილებლად გაფორმდეს ხელშეკრულება.

„პირველ ეტაპზე ვერ მივიღებ, შემდეგზე იყოს… ხან ბიძინა წავიდა, ხან მინისტრი მიდის, ისეთი რაღაცები იცვლება. მე რა ვიცი, რომელი ხელისუფლება მოვა“, – აცხადებს მარინა ბერიძე, რომელიც ოცნების ქალაქში ცხოვრობს. მისი ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ამ ეტაპზე მხოლოდ 582 ოჯახისთვის აშენებს ბინებს, ოცნების ქალაქში კი 1800-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და საჭიროა ყველამ იცოდეს თავისი რიგი, ვის როდის აუშენებენ საცხოვრებელს.

აქციაზე იმყოფება კიდევ ერთი სოციალური ჯგუფის –  თურქეთში დასაქმებული ქალების წარმომადგენელი. ისინი ითხოვენ, რომ თურქეთთან საზღვარი გაიხსნას. „ეს არ ეხება თორნიკე რიჟვაძეს, მაგრამ ვისაც ეხება, იმათ დაელაპარაკოს ამის შესახებ“, – აცხადებენ ქალები.

აქცია ისე დასრულდა, რომ მათ მთავრობის თავმჯდომარე არ შეხვდა. დღევანდელი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ დღეს აქციაზე მყოფი ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები 15 თებერვალს შეიკრიბებიან და აჭარის მთავრობასთან მასშტაბურ აქციას გამართავენ.

დღევანდელი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არ მიეკუთვნებიან არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად, მათ აქციას „თავისუფლების კვარტალში“ მყოფი აქციის მონაწილეები – პოლიტიკოსები არ შეერთებიან.

ყალბი საბანკო ამონაწერის დამზადება-გასაღებაზე ერთი პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, 750 ლარის სანაცვლოდ, ბანკიდან კრედიტის მიღების მსურველ ერთ-ერთ პირს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმადაც, მოქალაქეს ხელფასის სახით ყოველთვიურად ვითომდა ერიცხებოდა 2 740 ლარი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხა, ოც სხვადასხვა პირზე გაცემული ყალბი საბანკო ამონაწერები და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად განკუთვნილი ერთ-ერთი კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შტამპები,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 362-ე და 208-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. ამასთან, „უკანასკნელ პერიოდში, საბანკო დაწესებულებებიდან კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევები გაზრდილია“.

კოტე ანანიაშვილი მთავრობის რეგიონული პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი კოტე ანანიაშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსად დანიშნეს.

სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 9 თებერვალს, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.

გახარიამ განაცხადა, რომ  ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.

„გუბერნატორების კორპუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ კოტე ანანიაშვილი.

კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე იქნება კოტე პასუხისმგებელი. თქვენი ძირითადი საყრდენი ყოველდღიური მართვის პირობებში იქნება კოტე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კონსტანტინე ანანიაშვილი იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013-2016 წლებში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე მას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

სილქფესტი ორ რჩეულ პაკეტს ხელმისაწვდომი პირობით გთავაზობთ

10 თებერვალს, სილქფესტი მოთხოვნადი შეთავაზებებით ბრუნდება.

[checklist]

  • 3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარადკომბინაციით *202#
  • 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 10 ლარადკომბინაციით *202#

[/checklist]

პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა.

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავადერთად და ცალცალკე.
აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით მთელი ქვეყნის მასშტაბით.


პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.


*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

ხულოში სოფლის გზებზე დაბალი ხარისხის ბეტონი გამოიყენეს | აუდიტი

ხულოს მუნიციპალიტეტმა შიდა სასოფლო გზების პრობლემური ადგილების შესაკეთებლად 2018-2019 წლებში 1 515 901 ლარი დახარჯა, თუმცა გზებზე, რიგ შემთხვევაში, დაბალი მარკის მზა ბეტონი იქნა გამოყენებული – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს.

„ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლებს უნდა მიეწოდებინათ მზა ბეტონი მარკით მ-250 (B20), ხოლო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის, ბეტონის მარკის დამადასტურებელი ლაბორატორიული დასკვნის წარდგენის შემდგომ.

მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი მასალებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული დასკვნებით არ დასტურდება შესყიდული ბეტონის ხელშეკრულებით მოთხოვნილი მარკიანობა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, გადახდილია 95 568 ლარი,“ – წერს აუდიტი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხულოს კლიმატის გათვალისწინებით, დაბალი მარკის ბეტონით დაგებული გზის მალე დაზიანების ალბათობა არსებობს.

აქვე ვკითხულობთ, რომ ხულოში, აღნიშნულ გზებზე, ბეტონს აგებს ადგილობრივი მოსახლეობა და არა სპეციალისტები, რა დროსაც არ ხდება ისეთი მნიშვნელოვანი მოთხოვნების გათვალისწინება, როგორიცაა: ბეტონის საფარის სისქე, დახრა, სანიაღვრე არხების აუცილებლობა და ა.შ.

„აღნიშნული მოთხოვნების დაუცველობა გამოიწვევს მსგავსი სამუშაოების ხელახალი წარმოების აუცილებლობას, რამაც შესაძლოა განაპირობოს მუნიციპალიტეტის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევის საჭიროება,“ – წერს აუდიტი ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შერჩევით განხორციელებული ვიზუალური დათვალიერების შედეგად, რიგ შემთხვევებში უკვე გამოვლინდა გზის საფარის დაზიანება, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ბეტონის მარკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობით.

რეკომენდაციებში აუდიტი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უმჯობესია იმსჯელოს მზა ბეტონის შესყიდვის ნაცვლად გზის დაგების სამუშაოების შესყიდვაზე.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ აუდიტის დასკვნას იცნობენ და რეკომენდაციებს, შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებენ.

„აუდიტის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა. ერთ-ერთი რეკომენდაცია გაცემულია ბეტონის მარკიანობასთან დაკავშირებით. ყველა დასკვნაში მითითებულია, რომ ბეტონი იყო B20 მარკიანობის, თუმცა საჭირო სიმტკიცეს ბეტონი აღწევს 25-30-დღიანი შრობის შემდეგ. დასკვნებშიც აღნიშნულია, რომ სინჯები  7-10 დღის თავზე გვაქვს გაკეთებული, აქედან გამომდინარე, იმ პერიოდში არსებული ბეტონის სიმტკიცეა მოცემული ლაბორატორიულ დასკვნაში.

ჩვენ ამ რეკომენდაციას გავითვალიწინებთ, სინჯს ავიღებთ შემდგომში. ეს გასათვალისწინებელია“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ხულოს მერის მოადგილემ, ნადიმ ვასაძემ.

რაც შეეხება მობეტონებული გზების დაზიანებას, რაზეც ასევე საუბარია აუდიტის დასკვნაში, მერის მოადგილე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევები არის და ეს, ძირითადად, ხულოს კლიმატურ პირობებს, რიგ შემთხვევაში მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლას, ასევე მთებიდან მაღალი გამავლობის მანქანების გადაადგილებას უკავშირდება, რითაც მოსახლეობას შეშა მოაქვს.

ნადიმ ვასაძე ამბობს, რომ აუდიტის რეკომენდაცია მზა ბეტონის შესყიდვის ნაცვლად გზის დაგების სამუშაოების შესყიდვაზე და სპეციალისტების ჩართვაზე, მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„თუ ეს ჯდებოდა 95-110 ლარი, დაგვიჯდება 250-280 ლარი და უფრო ძვირიც. თუმცა გავაკეთებთ შესაბამის ანალიზს, შესაძლოა ჩვენი სპეციალისტები ჩავრთოთ ამ საქმეში. ჯერჯერობით თოვლია მთებში, თუმცა თვენახევარში დავიწყებთ სამუშაოებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“ – აღნიშნა მან „ბათუმელებთან“.

 

_________

ფოტო: ხულოს მუნიციპალიტეტის მერია

ვინ შეაკეთებს წელს ბათუმის ქუჩებს – დავა 300-ათასიანი ტენდერის მოსაგებად

ბათუმში გზების მოვლაზე ქალაქის მერიას ამ დრომდე კონკრეტული კომპანია შერჩეული არ ჰყავს. გზების სავალი ნაწილი კი მისახედია, განსაკუთრებით ქვაფენილიანი [რუსთაველის, გოგებაშვილის, მემედ აბაშიძის და სხვა] ქუჩები, სადაც ამოცვენილი ქვები ქვეითებისთვის აღარ არის უსაფრთხო.

„ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე შეძლებისდაგვარად, საკუთარი თანამშრომლების ძალებით, ვუვლით ქუჩებს“, – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში.

სააგენტოს ქუჩების მოვლა-შენახვისთვის გამოცხადებული ტენდერის გამო დავების საბჭოში უჩივიან. სატენდერო თანხა 356 700 ლარია. გამარჯვებულმა, ქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურას [ტროტუარი, ბორდიური, ქვაფენილი, ბოძკინტი] მოვლა-შენახვაზე 2021 წლის 26 დეკემბრამდე უნდა იზრუნოს.

ქალაქის გზების მოვლაზე, სერვისების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი, 2021 წლის 18 იანვარს დასრულდა. შპს „მარდი“ სააგენტოს მომსახურებას 280 ათას ლარად სთავაზობდა.

2 თებერვალს სატენდერო კომისიამ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, „მარდს“ დისკვალიფიკაცია მისცა. 3 თებერვალს კი, მომდევნო პრეტენდენტს, შპს „ნიუ სთაილს“ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა. „ნიუ სთაილ“ მომსახურებას სააგენტოს 285 361 ლარად სთავაზობს.

კომპანია „მარდმა“ 7 თებერვალს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს მიმართა.

„სააგენტოს სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადავოა, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგანაც ელექტრონული ტენდერის წესის შესაბამისად არ მოხდა კომისიის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სათანადო შესწავლა, არ იქნა დეტალურად განხილული კომპანიის ანალოგიური გამოცდილებების, შესრულებული სამუშაოების ყველა პუნქტი და მათი იდენტურობა სატენდერო პირობების შესაბამის პუნქტთან“, – აცხადებს „მარდი“.

კომპანია ითხოვს „გაუქმდეს სატენდერო კომისიის 2021 წლის 02 თებერვლის სხდომის ოქმი N3-ით მიღებული გადაწყვეტილება და დაევალოს ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ სატენდერო კომისიას უზრუნველყოს [„მარდის“ მიერ] წარდგენილი დოკუმენტების ობიექტური შეფასების საფუძველზე, სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილების მიღება“.

„მარდის“ საჩივარი ამ დროისთვის განხილვის პროცესშია, ტენდერი კი – შერჩევა-შეფასების ეტაპზე.

ტენდერში გამარჯვებულმა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს შემდეგი სამუშაოები:

  • ქვაფენილის საფარიანი ქუჩების შეკეთება-ახლის მონტაჟი (ქვაფენილის ღირებულების გარეშე)
  • ქვაფენილიანი ქუჩების ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით გამაგრება
  • დაზიანებული ბორდიურების შეცვლა/შეკეთება (ბორდიურის ღირებულების გარეშე)
  • ტროტუარებზე დაზიანებული ფილების შეცვლა-შეკეთება (ფილების ღირებულების გარეშე)
  • დაზიანებული ბოძკინტების შეკეთება
  • დაზიანებული ბოძკინტების შეცვლა-ახლის დამონტაჟება (მასალის ღირებულების გარეშე)
  • ტროტუარებზე დაზიანებული საკომუნიკაციო ჭების პოლიმერული სახურავების (არსებულის ანალოგიური) შეძენა-მონტაჟი
  • ბეტონის პარაპეტის მოპირკეთება ბუნებრივი გრანიტის ფილით (არსებულის ანალოგიური, სისქით 3-5 სმ)
  • ბაზალტის ჩამკეტი ბორდიურების მოწყობა ხე-მცენარეების ირგვლივ
  • ქვაფენილის საფარიანი ქუჩების შეკეთება-ახლის მონტაჟი სპეციალური ცემენტ-ხსნარის შემცვლელობით

ტენდერის პირობის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პერიოდი 12 თვეა სამუშაოების დასრულებიდან; თუმცა „საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზი ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან“.

მემედ აბაშიძის გამზირი / 9.02.2021

რაც შეეხება დაზიანებულ ქვაფენილებს – ტენდერის პირობის მიხედვით:

„დაზიანებული ქვაფენილის საფარიანი ქუჩების შეკეთების შემთხვევაში უნდა მოხდეს დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი და დემონტირებული ქვაფენილის ხელახალი მონტაჟი, სპეციალური ცემენტ-ხსნარის შემავსებელით (რუხი ფერის), რომელიც მდგრადია მაღალი საექსპლუატაციო დატვირთების ზონაში, კერძოდ, სადაც აქტიურად ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება (სატვირთო ავტომობილები, მუნიციპალური ტრანსპორტი და სხვა).

ცემენტ-ხსნარის შემავსებელს უნდა გააჩნდეს მაღალი მდგრადობა კერძოდ რეგიონისათვის დამახასიათებელი კლიმატური პირობებისადმი, როგორიცაა (ტენიანობა, ტემპერატურის ცვალებადობა და ა.შ). ცემენტ-ხსნარის შემავსებლით შეკეთება უნდა განხორციელდეს ბუნებრივი გრანიტის ქვების ქვაფენილის (კუბის ფორმით) საშუალო ზომით 80X120 მმ; ქვაფენილის ბუნებრივი გრანიტის ქვებს შორის საშუალო მანძილი არის 5-30 მმ; ქვაფენილის შეკეთებიდან მაქსიმუმ 72 საათის შემდეგ შესაძლებელი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.

ცემენტ-ხსნარის სპეციფიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს DIN ან/და EN სტანდარტს. ქვაფენილის შეკეთების ტექნოლოგიური პროცესის სახელმძღვანელო წინასწარ წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა განისაზღვრება სამუშაოების მიღება ჩაბარების აქტის შედგენიდან 6 თვის განმავლობაში. ასევე საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია შეტყობინებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს აღმოჩენილი ხარვეზის გამოსწორება. შემსრულებელი ვალდებულია სამუშაოს წარმოება განახორციელოს დამკვეთის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში“.

მთავარი ფოტო: ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი

____

ამ თემაზე:

მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ?

რა ბარიერები ექმნებათ ქალებს სოფლებში ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე

საქართველოში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ინდექსი 52.9%-ია. ეს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კონტრაცეფციასა და ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით დაბალია სოფლად და რეგიონებში.

ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ კონსულტაცია, როგორც წესი, მხოლოდ ფიქტიურადაა ინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ანუ ოჯახის/სოფლის ექიმის უფლებამოსილებაში, რადგან ამ სერვისის მისაღებად სოფლად მცხოვრებ ქალებს საუკეთესო შემთხვევაში რაიონულ ცენტრებში ან სულაც ახლომდებარე ქალაქში უწევთ ჩასვლა. ეს ნიშნავს, რომ გეოგრაფიულის გარდა, სერვისის მისაღებად ფინანსური ბარიერებიც ჩნდება.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა XXI“-ს ხელმძღვანელი ნინო წულეისკირი ამბობს, რომ კონტრაცეფცია და ოჯახის დაგეგმვის სერვისები  სოციალურად  დაუცველი ქალებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უნივერსალური ჯანმრთელობის პაკეტით, რისი ვალდებულებაც სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ აიღო, თუმცა არ შეუსრულებია:

2015 წელს საერთაშორისო კომიტეტებმა ადამიანის უფლებების ნაწილში საქართველოს მთავრობას მისცეს რეკომენდაციები, სადაც ხაზი გაესვა, რომ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ეს სერვისები ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომობაში იგულისხმება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც, ანუ გათვალისწინებული უნდა იყოს, სად ცხოვრობს ქალი, რომ მას არ ჰქონდეს ტრანსპორტირებაზე ზედმეტი თანხისა და დროის დანახარჯი, ასევე კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდები უნდა იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი ყველა ქალისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალებისთვის. ამაზე სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, საამისოდ  2017-2020 წლის პერიოდში უნდა გამოყოფილიყო ბიუჯეტი, რაც არ მომხდარა”, – ამბობს ის.

UNICEF: კონტრაცეფციის გავრცელების მაჩვენებელი დაქორწინებულ ქალებში 41%-ია. ქალაქად მცხოვრები ქალები სოფლად მცხოვრებ ქალებთან შედარებით უფრო მეტად იყენებენ კონტრაცეპტივებს. ქალაქის ტიპის დასახლებებში კონტრაცეფციის ყველაზე გავრცელებული მეთოდია პრეზერვატივი და სოფლად მისი გამოყენების მაჩვენებელს დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. 

გინეკოლოგი ქეთევან ფარტენაძე ამბობს, რომ მის პრაქტიკაში 100 ახალი წყვილიდან მხოლოდ 4-5 თუ მიმართავს სპეციალისტს ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე: “ხშირად არც ფარისებრ ჯირკვალს იკვლევენ წინასწარ, არც რაიმე ინფექციას. რამდენი წელია ვმუშაობ, ახლაც ძალიან ბევრი ორსული მყავს და ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირია, როცა ჯერ ორსულდებიან და შემდეგ იჩენს თავს რეალურად ეს პრობლემები. ყველა პრობლემას ფაქტობრივად ვჭრით ორსულობაში. პრობლემა ის არის, რომ ინფორმაციაზე არ აქვთ წვდომა, გაცილებით მეტია საჭირო მათი ინფორმირების მხრივ”, – ამბობს ექიმი.

არსებობს კონტრაცეფციის თანამედროვე და ტრადიციული მეთოდები. საქართველოში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის [2018] თანახმად, თანამედროვე მეთოდებს შორის ყველაზე პოპულარული კაცის პრეზერვატივია (2020 წელს საქართველოში $1362.40-ის ღირებულების პრეზერვატივი იმპორტირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე $317.600-თი მეტია), შემდეგ მოდის საშვილოსნოს შიგა სპირალი, შემდეგ კი ქალის სტერილიზაცია. 

Hera XXI-ს ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაქორწინებული ან პარტნიორთან მცხოვრები 15-49 წლამდე ქალების 65.6% არ იყენებს კონტრაცეფციის არანაირ მეთოდს.

ნინო წულეისკირი ამბობს, რომ გარდა ოჯახის დაგეგმვის სერვისებსა და კონტრაცეფციაზე შექმნილი/არსებული გეოგრაფიული თუ ფინანსური ბარიერებისა, ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ საკომუნიკაციო სტრატეგიისა და პროგრამების არარსებობა. რომ არა ეს ბარიერი, სოფლად მცხოვრები ქალები მიიღებენ მათთვის საჭირო, სწორ ინფორმაციას ამ საკითხებზე: “ასევე არ არსებობს განათლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე. განათლება, რომელიც უნდა იყოს ასაკზე მორგებული, ეს არც ფორმალური განათლების პროგრამებშია ინტეგრირებული და არც არაფორმალურში.

მაგალითად, ის ადამიანები, რომლებისგანაც შეიძლება ბავშვმა ითხოვოს კვალიფიციური პასუხი ამ საკითხებზე, მშობელი, მასწავლებელი… არანაირად არ არიან შესაბამისი ცოდნით აღჭურვილნი და არც სახელმწიფოს აქვს შემუშავებული პროგრამები, რომ მოზარდებს მათ ასაკზე მორგებული ცოდნა გადასცეს”, – ამბობს ნინო წულეისკირი.

მისივე განმარტებით, პროფესიულ წრეებსაც არ აქვთ თანამედროვე ცოდნაზე უწყვეტი წვდომა. სწორედ ამ მიზეზით სოფლის პაციენტებს ოჯახის დაგეგმვა/კონტრაცეფციის მეთოდების შერჩევის კონსულტაციისთვის გინეკოლოგთან ამისამართებენ. ამიტომ პაციენტებს უმეტესად ქალაქში უწევთ ჩამოსვლა, რადგან სოფლებთან ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პროფილის ექიმი და ტექნიკური აღჭურვილობა არ არის ხელმისაწვდომია.

“არ მუშაობს სათანადოდ დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამები იმისთვის, რომ ექიმებმა, ექთნებმა,  ბებიაქალებმა მიიღონ სათანადო ცოდნა და მიაწოდონ მოსახლეობას მაღალხარისხიანი მომსახურება რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის და კონტრაცეფციის შესახებ. ეს დარგი ძალიან სწრაფად განვითარებადია, შესაბამისად, მუდმივ და სწრაფ რეჟიმში სჭირდება ცოდნის განახლება, სახელმწიფომ ამის უზრუნველსაყოფადაც უნდა შექმნას გარკვეული მექანიზმები”.

ამასვე მოწმობს 2017-2019 წლებში განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმა, სადაც ვკითხულობთ: “სოფლად კვალიფიციური სპეციალისტების არსებობის თვალსაზრისით არსებული ხარვეზები დიდწილად განპირობებულია ქვეყანაში სავალდებულო უწყვეტი სამედიცინო განათლების ნაკლებობით, რომელიც მიჩნეულია უწყვეტი პროფესიული განვითარების ძირითად კომპონენტად”. 

გარდა ამისა, მოზარდებისა და დაუოჯახებელი ქალების სექსუალური აქტივობის მიმართ საქართველოში კვლავაც არსებობს კულტურული წნეხი და სტიგმა. ამას მოწმობს ისიც, რომ საქართველოში იშვიათია დაუოჯახებელ ქალთა მიმართვიანობა სპეციფიკურად ოჯახის დაგეგმვის სერვისისა და მათზე მორგებული კონტრაცეპტივის შესარჩევად, მათ შორის, მოზარდი ადამიანების მხრიდან. “კულტურული წნეხი სისტემის მიერაც მყარდება, როდესაც ქალებს ხარისხიანი, სტიგმისგან თავისუფალი და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიღების პროცესში ბარიერები ექმნებათ”, – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

სახალხო დამცველის აპარატის კვლევა: მოზარდი გოგონას და ქორწინებაში არმყოფი ახალგაზრდა ქალის გინეკოლოგთან ვიზიტის პრობლემურობა ყველაზე მწვავედ სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში (ხულოში) გამოიკვეთა, სადაც ფოკუსჯგუფში მონაწილე ქალებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ბარიერებზე, რასაც ამგვარი სტიგმა წარმოშობს და გოგონებსა და ქალებს აბრკოლებს, თავისუფლად ისარგებლონ არსებული სერვისებით. ერთ-ერთი მთავარი ბარიერი კი, ქალაქის, დაბისა თუ სოფლის გეოგრაფიული სიმცირეა, რომელიც ავტომატურად წარმოშობს კონფიდენციალობის დარღვევის რისკებსა და ინფორმაციის სწრაფად გავრცელებას გარშემომყოფებში.

ექიმი გინეკოლოგის განმარტებით, როცა წყვილი აპირებს ბავშვის გაჩენას, ანუ აქვთ სქესობრივი კონტაქტი და არ იცავენ თავს და ივარაუდება იქ ორსულობა, აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება, მაგალითად, ქალი დაორსულებამდე რამდენიმე თვით ადრე იწყებს ფოლიუმის მჟავის (400მკ/გრამი) მიღებას, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაც, სტომატოლოგთან ვიზიტი და სხვ.

ოჯახის დაგეგმვის სერვისებსა და კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინში.

მახინჯაურის სკოლაში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახინჯაურის საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მოსწავლეს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. ინფიცირებული მოსწავლის თანაკლასელები თვითიზოლაციაში არ გადასულან, რადგან როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, მოსწავლეს ტემპერატურა ორშაბათს, ანუ 8 თებერვალს აეწია, თუმცა ის სკოლაში 4 თებერვლის შემდეგ არ ყოფილა.

მოსწავლის მშობლები პროტოკოლის თანახმად, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

აჭარაში სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი პირველ თებერვალს განახლდა, აქედან მოყოლებული, კორონავირუსი მხოლოდ 2 მოსწავლეს და ერთ პედაგოგს აქვს დადასტურებული.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვლიდან სკოლის შენობებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება უფროსკლასელებისთვის.

___________________________

ამავე თემაზე:

სკოლებში მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება – მინისტრი

სკოლებში მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება – მინისტრი

განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებში მეხუთე კლასიდან ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

„დეტალური ინსტრუქციები დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლას ამაზე  კომუნიკაცია ექნება მშობლებთან. ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ აღარ დაგვჭირდეს დისტანციურზე გადასვლა,“- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც მინისტრი ამბობს, ახალი რეგულაცია ხვალ, 10 თებერვალს, შევა ძალაში.

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი მომავალი ორშაბათიდან განახლდება, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი სასწავლო პროცესი პირველ თებერვალს განახლდა.

 

ხოფაზე ტანსაცმლის 2 მაღაზია დაიწვა – ადგილზე საქონლის გადარჩევას ცდილობენ | LIVE

დღეს, 9 თებერვალს, ხოფის ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზია დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაიწვა მაღაზიაში არსებული საქონლის დიდი ნაწილი.

ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ბაზრობის მოვაჭრეები შეეცადნენ მაღაზიის მეპატრონეს დახმარებოდნენ გადარჩენილი საქონლის დახარისხებაში.

ხოფის ბაზრობა, ისევე როგორც სხვა ბაზრობები საქართველოში, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გუშინ გაიხსნა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ხოფის ბაზრობაზე. 9 თებერვალი, 2021 წელი
ხანძარი ხოფის ბაზრობაზე. 9 თებერვალი, 2021 წელი

დადასტურდა კოვიდის 829 შემთხვევა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი გაიზარდა

9 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 18 331 კვლევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 566 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 306 პირია გარდაცვლილი.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 4 809 ადამიანი. აქედან 2 149  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 480 მძიმე პაციენტია.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე იყო: 3.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.63%. გუშინ დადებითობის დღიური მაჩვენებელი იყო 3,09%. 

ხოფის ბაზრობაზე მაღაზიაში ხანძარია

დღეს, 9 თებერვალს, ხოფის ბაზრობაზე მდებარე ორ მაღაზიას ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.

ტერიტორიაზე შეინიშნება დაკვამლიანება.

ამ დროისათვის, 11:44 საათზე, ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე რჩება სახანძრო სამსახური.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

_______________

კოვიდის 37 ახალი შემთხვევა აჭარაში | 9 თებერვალი

9 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 37 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კოვიდისგან განიკურნა 40 პაციენტი, კლინიკა დატოვა 23-მა პაციენტმა.

დღევანდელი მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 164 პაციენტი, მათგან 4 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარაში კოვიდსასტუმროში 121 ადამიანი იმყოფება.

 

რაკეშ ნაიკი: „შუახევი ჰესის“ წარმატებულ მართვაში ქართველი ინჟინრების როლი მნიშვნელოვანია

რაკეშ ნაიკი კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორია. საქართველომდე იყო გრძელი და საინტერესო გზა „ტატა ფაუერის“ არაერთ პროექტში დამწყები ინჟინრის პოზიციიდან მსხვილი პროექტების მართვით დასრულებული. ერთი წლის წინ საქართველოში ჩამოვიდა, რათა საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტის – „შუახევი ჰესის“ ოპერირებაში შესვლის პროცესისთვის ეხელმძღვანელა.

მისია წარმატებით შეასრულა.

ჰესი თითქმის ერთი წელია წარმატებით გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. შედეგი ციფრებში იზომება – „შუახევი ჰესმა“ დაახლოებით 8%-ით გაზარდა სეზონური ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ასე საქართველოს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებაც შეამცირა.

რაკეშ ნაიკი „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი
რაკეშ ნაიკი „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი

„ელექტროენერგიის გამომუშავება 2020 წლის გაზაფხულზე დავიწყეთ. პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი ტექნიკური გამოწვევის გარეშე, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. შუახევი ჰესი, როგორც დღეს, ასევე მომდევნო ათწლეულების მანძილზე, წარმატებით გააგრძელებს ოპერირებას და ყოველთვის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების პროცესში“, – აცხადებს რაკეშ ნაიკი.

რაკეშ ნაიკი კომპანია „აჭარისწაყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორად 2020 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. ის მიიჩნევს, რომ პროექტის წარმატებაში, გამოწვევების დაძლევაში, დიდი წვლილი მიუძღვით ახალგაზრდა ქართველ ინჟინრებს, რომლებიც ყოველდღიურად, დიდი პასუხისმგებლობით, ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით, წარმატებით უძღვებიან ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.

შუახევი ჰესი, მართვის ოთახი
შუახევი ჰესი, მართვის ოთახი

„ახალგაზრდა ქართველი ინჟინრების უმეტესობა შუახევი ჰესს ჯერ კიდევ მშენებლობის ეტაპიდან შემოუერთდა. დღეს ისინი უკვე ოპერირების პროცესს უძღვებიან. ჩვენს გუნდს, სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა კომპანიიდან თუ პროექტიდან ასევე შემოუერთდნენ  ენერგოსექტორში დიდი გამოცდილების მქონე ინჟინრები. დღეს შუახევი ჰესს მართავს საუკეთესო მაღალპროფესიონალთა გუნდი, რომელიც ცოდნით, გამოცდილებით და მიზანდასახულობით მუდამ მიაღწევს წარმატებას და ნებისმიერ გამოწვევას გადალახავს“, – ამბობს რაკეშ ნაიკი.

კომპანიის თანამშრომელთა ერთი ჯგუფი ინდოეთში, TATA POWER-ის ენერგოკომპანიებში გადამზადდა, სადაც ინჟინრებმა თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ ცოდნის შეძენა უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით მუშაობა სულ გაგრძელდება.

პანდემიის დაწყების პირველივე ეტაპზე კომპანიამ განსაზღვრა ორი მთავარი მიმართულება – სამუშაო პროცესი გაეგრძელებინათ ისე, რომ თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული. მეორე მხრივ, უნდა შეემუშავებინათ გეგმა, თუ როგორ დაეჭირათ მხარი ქვეყნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

შუახევი ჰესი, ელექტროსადგური
შუახევი ჰესი, ელექტროსადგური

„პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან შევიმუშავეთ ახალი შიდა რეგულაციები, საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული რეგულაციების, საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. თანამშრომელთა დიდი ნაწილი გადავიყვანეთ ონლაინრეჟიმზე, ინჟინრებისთვის შევიმუშავეთ სპეციალური განრიგი, რათა თანამშრომელთა რაოდენობა ადგილზე მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა. მიმდინარეობს ყველა ობიექტის მუდმივი დეზინფექცია, ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილია დამცავი ფარებით, ნიღბებით, ხელთათმანებით. ყველა ობიექტზე ყოველდღიურად თანამშრომლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი, ყოველკვირეულად კი სპეციალისტები ამოწმებენ თანამშრომელთა ჯანმრთელობას პრევენციის მიზნით.

ამავდროულად, ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიამ, მონაწილეობა მივიღეთ ბათუმის ახალი საავადმყოფოს აღჭურვის პროცესში: ადგილობრივი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალისთვის შევიძინეთ პირველადი სამედიცინო აღჭურვილობა. გარდა ამისა, მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ პროექტის დაფარვის არეალში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიასთან ერთად, ჩვენმა თითოეულმა თანამშრომელმა ფინანსური მონაწილეობა მიიღო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევის, Covide19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“, – ამბობს რაკეშ ნაიკი.

კომპანიის დირექტორს მიაჩნია, რომ ელექტროენერგიის წარმატებით გამომუშავებასთან ერთად, მათთვის პრიორიტეტია მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიანი განვითარება. აქედან გამომდინარე, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად დაგეგმილი და განხორციელებული სოციალური პროექტებით, ამ პრიორიტეტის შესრულებაში მუდმივად მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

რაზე კამათობდნენ საუკუნის წინ პირველი კონსტიტუციის მიღებისას

„…მე 1000 წლებით წინ ვერ გავიხედავ, სულ დიდი 100 წლის გათვალისწინება შეგვიძლია და იქაც კი იქნება უმრავლესობა და უმცირესობა, დღეს ამის არსებობა აუცილებელია ეკონომიკური მიზეზების გამო, მაგრამ მომავალშიც იქნება უმცირესობა და უმრავლესობა სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტის დროს, სხვა ნიადაგზე, ამიტომ იქაც იქნება კრატია, უმრავლესობის ბატონობა,“ – ამ სიტყვებით სოციალისტ-ფედერალისტმა იოსებ ბარათაშვილმა 1921 წელს დამფუძნებელ კრებას მიმართა.

100 წლის წინ – 1921 წლის 21 თებერვალს – საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღეს. დისკუსიები კონსტიტუციის მიღებამდე აქტიურად იმართებოდა, რასაც იმდროინდელი პრესა აშუქებდა. მაგალითად, ეს კონკრეტული დისკუსია „ერთობის“ 1921 წლის 2 თებერვლის გამოცემაში ვიპოვეთ. პრესაში ადამიანები ეცნობოდნენ იმას, თუ რას როგორ განიხილავდა დამფუძნებელი კრება პირველი კონსტიტუციის მიღებამდე. პრესაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ადამიანებს ასევე კონსტიტუციის საკუთარ ვერსიას სთავაზობდა.

„ბარათაშვილი ამბობს: რათ არ მივცეთ ხალხს უფლება ნელ-ნელა, ევოლუციურად შესცვალოს მმართველობის ფორმაო, მაგრამ რით უნდა შეიცვალოს? შეცვლა შეიძლება მხოლოდ შინაარსის შეცვლით…“ – აღნიშნულია „ერთობის“ ერთ-ერთ რეპორტაჟში დამფუძნებელი კრების მორიგი სხდომის შესახებ. გამოცემებში პოლიტიკური კუთვნილების შესაბამისად სხვადასხვა სპიკერსა და მის შეხედულებებზე მეტი აქცენტი კეთდებოდა, თუმცა ნებისმიერი პერიოდიკიდან ჩანს დამფუძნებელი კრების მცდელობა, დამყარდეს ქვეყანაში სოციალური დემოკრატია.

დისკუსიები საქართველოს პირველ კონსტიტუციაზე 1920 წლის მეორე ნახევრიდან გაჩაღებულა. 1920 წლის 10 დეკემბრის „საქართველოს რესპუბლიკაში“ ვკითხულობთ:

„ლეო შენგელია: აღნიშნავს კონსტიტუციის მიღების დიდ ისტორიულ მნიშვნელობას და ამბობს: დღეს ჩვენს წინაშე არის „ტაბულა რაზა“ [სუფთა ფიცარი], რომელზედაც უნდა დაიწეროს არა მარტო ის, რაც ფაქტიურად არის, როგორც ეს ჟორდანიამ სთქვა, არამედ ისიც, რაც უნდა იყოს მშრომელი კლასების სასარგებლოდ, ვინაიდან ფაქტიურად ბევრი მინუსებია…“ – ვკითხულობთ საუკუნის წინ გამოცემულ გაზეთში.

ამ ძველი გამოცემის ფურცლებზე ნახავთ იმასაც, რომ დეკემბრის იმ დღეს სხვა ორატორებიც გამოსულან მშრომელთა უფლებების დაცვის სურვილით. გამოცემა თითოეულ ასეთ გამომსვლელს ორატორს უწოდებს. მაგალითად, ორატორსამსონ დადიანს გაფიცვის ჩანაწერი გაუპროტესტებია კონსტიტუციის პროექტში.

„კონსტიტუციის პროექტში გაფიცვების შესახებ ნათქვამია, რომ ის ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ინტერესებს არ ეწინააღმდეგებაო. ჩვენ ამ მუხლის ამ სახით მიღების წინააღმდეგი ვართ. თუ ეს ასე დარჩა, მაშინ შესაძლებელია ყოველგვარი გაფიცვა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართ დაისახოს და გაფიცვა საერთოდ შეუძლებელი გახდეს…“ – უთქვამს სამსონ დადიანს.

1921 წლის კონსტიტუციის 38-ე მუხლში საბოლოოდ ასე ჩაუწერიათ: „მუშათა გაფიცვა თავისუფალია“.

ამ საკითხზე სხდომაზე რეპლიკა ჰქონია ლეო შენგელიასაც.

„…შემდეგ ორატორი აღნიშნავს, რომ ნ. ჟორდანიამ კონსტიტუცია ტანისამოსს შეადარაო და თუ ეს ასეა, განაგრძობს ის, თუ კონსტიტუცია მართლა ტანისამოსია, მაშინ, ცხადია, შეუძლია ადამანმა შეიკეროს ისეთი ტანისამოსი, რომელიც მუდმივად გამოადგეს მას“, – აღნიშნა ლეო შენგელიამ.

დისკუსიის თემა ყოფილა კონსტიტუციის პროექტის შემდეგი ჩანაწერიც: „მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“.

„იოსებ ბარათაშვილის აზრით, სიტყვა მუდმივი არ უნდა დარჩეს კონსტიტუციაში, რადგანაც ამით ხალხს ერთმევა უფლება პოლიტიკური ფორმის შეცვლისო…“ – წერდა „ერთობა“.

საუკუნისწინანდელ „საქართველოში“ შეგვხვდა ეს ჩანაწერიც:

„დიდი კამათი გამოიწვია მუხლმა დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივობის და უცვლელობის შესახებ. ყველა ამბობს: დემოკრატიული რესპუბლიკა კარგია, მაგრამ მუდმივათ მისი გამოცხადება არ ვარგაო. დადიანმა სთქვა – ყველაფერი იცვლება, მაგრამ ეს საკითხი არის პირველად ყოვლისა ბრძოლის საკითხი, ნაყოფი პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ ბრძოლისა. გამარჯვებული პარტიები სცდილობენ უფლებრივადაც – განამტკიცონ გამარჯვება. საფრანგეთში მაგალითად, მხოლოდ ერთმა ხმამ გადასწყვიტა რესპუბლიკის ბედი და შემდეგ იწყო ამ რესპუბლიკამ მომაგრება. რესპუბლიკალენელები გამაგრდნენ, მაგრამ, მიუხედავათ ამისა, შეიტანეს მუხლი რესპუბლიკის ფორმის შეუცვლელობის შესახებ…“.

შეკრების მონაწილეებს აღარ სჯერათ, რომ მონარქია შესაძლოა დაბრუნდეს. „თუ მონარქიამ გაიმარჯვა, მაშინ ის სულყველანაირ კონსტიტუციას დაგიფხრეწს“, – წერია გამოცემა „საქართველოს“ 1920 წლის დეკემბრის ნომერში.

„ერთობა“ უმრავლესობაში მყოფი სოციალ-დემოკრატების მხარდამჭერი გამოცემა იყო. აქ ნახავდით სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერ შემუშავებული კონსტიტუციის პროექტების კრიტიკასაც, მაგალითად:

„ესერების პროექტი ორჭოფობით არის სავსე. მათ გადაჭრით უნდა სთქვან – რომელ გზას ადგანან – დემოკრატიის თუ დიქტატურის. ისინი ერთსაც იღებენ და მეორესაც, ეს კი მიუღებელია…“, – ვკითხულობთ „ერთობის“ თებერვლის გამოცემაში.

დამფუძნებელ კრებაში მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მიეღოთ კონსტიტუცია. ერთ-ერთი ვერსიით, კონსტიტუციის მისაღებად რეფერენდუმი უნდა მოეწყოთ. პავლე საყვარელიძე კი მიიჩნევდა, რომ კონსტიტუცია დამფუძნებელთა კრებას უნდა მიეღო, რადგან ხალხმა ნდობა ამ ორგანოს გამოუცხადა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ თათბირი გვქონია და სხვა არაფერი, რომელმაც უნდა შეადგინოს პროექტი,“ – დასძენდა იგი.

გაზეთ „საქართველოს“ 1920 წლის 29 დეკემბრის ნომრის მიხედვით ვიგებთ, რომ ერთ-ერთი ორატორი თავმჯდომარესაც შეკამათებია. დავის საგანი საგარეო პოლიტიკა გახდა.

„…„შემდეგ ორატორი [ლეო შენგელია] ეხება საგარეო პოლიტიკას და ამბობს: არსად არ არის ისეთი საიდუმლო დიპლომატია, როგორიც ჩვენში, მტრებმა იციან, ჩვენ კი არაფერი ვიცით… და ორატორმა მოითხოვა მთავრობის გადადგომა და სთქვა: თუ გინდათ, ნამდვილი სოციალისტები…“ – რეპორტაჟის მიხედვით ამ სიტყვებმა დარბაზში „დიდი ხმაურობა“ გამოიწვია და სხდომის თავმჯდომარემ გააფრთხილა ორატორი, იგივე გამოთქმები აღარ გაემეორებინა, თორემ სიტყვას წაართმევდა.

„…ხმაურობა გრძელდება, ორატორი ტრიბუნიდან ჩამოდის,“ – სრულდება რეპორტაჟი.

„ცხოვრება ქმნის ერთგვარს პირობებს, რომ ხალხი იყოს მუდამ ფხიზელი,“ – ასკვნის აკაკი ჩხენკელი, რომელსაც  დამფუძნებელი კრებისთვის 1920 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე მიუმართავს. გამოცემა „საქართველოს რესპუბლიკის“ 1920 წლის 21 დეკემბრის ფურცლებზე ვკითხულობთ:

„…დეპუტატ გვაზავას ნამეტანი დიდი წარმოდგენა აქვს იურიდიულ ნორმებზე, ბოლოს და ბოლოს ყველაფრის მეკარნახე და მბრძანებელი თვით ცხოვრებაა. მართალია, ჩვენ არ გამოგვადგება შვეიცარული მთავრობა მოხელეთა, ჩვენ გვჭირია პოლიტიკური მთავრობა, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, ცხოვრება იქა და აქ სხვადასხვაა, აქედან თვით ჩვენი ცხოვრება ქმნის ერთგვარ პირობებს, რომ ხალხი იყოს მუდამ ფხიზელი, მუდამ ცოცხალი, მუდამ მტკიცე პოლიტიკურად და მთავრობაც ამ პირობებში უაღრესად პოლიტიკური იქნება,“ – უთქვამს აკაკი ჩხენკელს.

ამ თემაზე:

რა ჩაწერეს 100 წლის წინ პირველ კონსტიტუციაში, რომელიც ბათუმში დაიბეჭდა

„არ გადავიხდით ჯარიმებს“ – სააკაშვილი დაუმორჩილებლობის აქციაზე

ფეისბუქის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი თბილისსა და ბათუმში 6 თებერვლის საპროტესტო აქციას ეხმაურება, სადაც შეკრებილმა ადამიანებმა პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. პოლიციამ ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავა და ჯამში 3-3 ათასი ლარითაც დააჯარიმეს, თბილისში კი, აქციის მონაწილეების დაჯარიმება დღეს, 8 თებერვალს დაიწყო. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ჯარიმას არავინ გადაიხდის.

„გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში. იმიტომ, რომ თუ ჩვენ მომავალშიც შევიქმნით ილუზიას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და ამ კანონებს და სახელმწიფოს უნდა დავემორჩილოთ ჩვენ, თავსაც ვიტყუებთ და პრაქტიკულად ხელს ვუწყობთ ივანიშვილს ჩვენი სახელმწიფოს ბოლომდე დასამარებაში… ჩვენ უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ გადავიხდით მათ ჯარიმებს, რომელსაც თავის თავს არ უწერენ. ჩვენ არ შევასრულებთ მათ რეგულაციებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ დავემორჩილებით მათ სასამართლოებს, რომელიც მხოლოდ მათ სასარგებლოდ განსჯიან. ჩვენ არ შეგვეშინდება არც მათი რეპრესიების, მათ შორის არც მათი დაჭერების, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სულ უფრო ბევრი და ყველას ნამდვილად ვერ დაიჭერენ და ყველას ვერ დაარეპრესიებენ – ჩვენ ასე გადავტეხავთ ხერხემალში მათ სისტემას, რომელიც ეფუძნება სრულ უკანონობას და ნამდვილ ყაჩაღობას,“ – წერს „ფეისბუქში“ მიხეილ სააკაშვილი.

ბათუმის რესპუბლიკურს ეყოლება 3 ამცრელი ბრიგადა – კოვიდზე აცრის ჩატარების წესი

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრების ჩასატარებლად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად მზად არის. კლინიკა ჯერჯერობით ერთადერთია აჭარაში, რომელიც ვაქცინაციას ამ ვაქცინით ჩაატარებს. „ფაიზერის“ ვაქცინა -70/-80​0C ტემპერატურის პირობებში ინახება.

„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეყოლება სამი ამცრელი ბრიგადა. კლინიკაში უკვე მზად არის სპეციალური კაბინეტები, სამაცივრო სისტემები, უახლოეს დღეებში პერსონალს ჩაუტარდება ტრენინგი. „ფაიზერის“ ვაქცინას კი ჩვენი სამმართველო მიაწვდის. რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, რომლებიც განსხვავებულ ტემპერატურულ რეჟიმში ინახება, ეს შემდგომი ეტაპია, თუმცა ასაცრელად ჯანდაცვის ქსელი აჭარაში დღესაც მზად არის“, – გვითხრეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოში.

ჯანდაცვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამების შესახებ დადგენილებაში მთავრობამ ცვლილებები შეიტანა, რომლითაც განისზღვრა, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კლინიკა/ექიმი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებს ჩაატარებს.

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრები ჩატარდება როგორც სამედიცინო დაწესებულებებში [სპეციალურ ამცრელ კაბინეტებში], ასევე გამსვლელი ბრიგადების მეშვეობითაც.

აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრაციის მსურველი სამედიცინო დაწესებულება/სოფლის ექიმი უნდა ფლობდეს ვაქცინების შენახვისთვის/ლოჯისტიკისთვის/ადმინისტრირებისთვის აუცილებელ პირობებს, ჰქონდეს გაკეთებული შეტყობინება აღნიშნული საქმიანობის წარმოებაზე რეგულირების სააგენტოში, სჯდ ცენტრების მეშვეობით უნდა დარეგისტრირდეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში [შემდგომში ცენტრი] და მოსარგებლეებს ვაქცინები და აცრის მომსახურება მიაწოდოს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პირობებით.

ამასთან:

[checklist]

  • ამცრელ ბრიგადაში უნდა შედიოდნენ ექიმი, ამცრელი მედდა და იმუნიზაციის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა რეგისტრატორი. ერთი ბრიგადის დღიური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 40-45 აცრას. ამასთან, აცრების რეგისტრაცია ელექტრონულ სისტემაში უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს აცრის ჩატარების დღის ბოლომდე;
  • სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაციისათვის შესაბამისი პერსონალი, რომელიც, ამცრელი ბრიგადის მიერ დაგეგმილი აცრა-ვიზიტების საფუძველზე, განახორციელებს ასაცრელი კონტინგენტის მობილიზაციისათვის საჭირო ღონისძიებებს;

[/checklist]

იმ ვაქცინისათვის, რომელიც მოითხოვს +2/+8​0C ტემპერატურის პირობებში შენახვას, აცრის მომსახურების მიმწოდებლებად, ავტომატურად ითვლებიან „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას და აქვთ ვაქცინების შენახვისათვის/ლოჯისტიკისათვის/ადმინისტრირებისათვის აუცილებელი პირობები;

ასევე, ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პირობები, არ წარმოადგენენ ზემოაღნიშნული პროგრამების მიმწოდებლებს, მაგრამ დადგენილი ფორმით დარეგისტრირდებიან ცენტრში [სჯდ ცენტრების მეშვეობით], მოსარგებლეებს კი ვაქცინებს მიაწვდიან იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული პირობებით.

იმ ვაქცინისათვის [„ფაიზერი“], რომელიც მოითხოვს -70/-80​0C ტემპერატურის პირობებში შენახვას, აცრის მომსახურების მიმწოდებლებად რეგისტრაციისთვის სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • სამედიცინო დაწესებულება უნდა იყოს განთავსებული თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში;
  • ფლობდეს სტაციონარული დაწესებულების ნებართვას და დანართს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) მომსახურებაში;
  • რეგულირების სააგენტოში ჰქონდეს გაკეთებული შეტყობინება იმუნიზაციის წარმოებაზე;
  • თბილისში განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დააკომპლექტოს, სულ მცირე 3 ამცრელი ბრიგადა, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებას − 2-2 ბრიგადა მასთან მიმართული ასაცრელი კონტინგენტის ერთი დოზით მოსაცველად არაუმეტეს 15 კალენდარული დღის განმავლობაში, ვაქცინის ინსტრუქციით დადგენილი ინტერვალის გათვალისწინებით [პირველი და მეორე დოზების მიწოდება];
  • სამედიცინო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათადარიგო ბრიგადების არსებობა, საჭიროების შემთხვევაში ძირითად ბრიგადაში ჩართული პერსონალის სრულად ჩასანაცვლებლად;
  • სამედიცინო დაწესებულებას უნდა გააჩნდეს იზოლირებული შესასვლელი ვაქცინაციაზე მისული პირებისათვის და ერთდროულად მინიმუმ 10 ვაქცინირებული პირის მოსაცდელი სივრცე აცრის შემდგომი დაკვირვებისთვის;
  • სამედიცინო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ასაცრელი სამიზნე კონტინგენტის წინასწარი აღრიცხვა მათ მობილიზაციაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და განახორციელოს აცრების წინასწარი დაგეგმვა;
  • სამედიცინო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პირველ დოზაზე აცრილი პირების მეორე დოზით რევაქცინაციის მიზნით შესაბამისი კონტინგენტის მობილიზაცია;
  • დაცული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის პირობების მოთხოვნები, რიგების მართვის, მოსაცდელი და აცრის სივრცეების მოწყობასთან მიმართებით;
  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს აცრების წარმოება უქმე და დასვენების დღეების გარეშე;

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 2021 წლის 3 თებერვალს დაამტკიცა. ამ წესის მიხედვით, განსაზღვრულია პრიორიტეტული ჯგუფები და რისკის ფაქტორები ამ ჯგუფებისთვის. როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე აცრა ჯანდაცვის სექტორში ჩატარდება.

ამავე ბრძანებით დამტკიცდა ასევე COVID-19 mRNA vaccine, Pfizer-BioNtech-ით ვაქცინაციის, ასევე AstraZeneca  ვაქცინით ვაქცინაციის სქემები და ჩატარების წესი.

 

[toggle title=”COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრას დაქვემდებარებული პრიორიტეტული ჯგუფები და რისკის ფაქტორები ნახეთ აქ:“]

პრიორიტეტული ჯგუფების ჩამონათვალი რისკის ფაქტორები ეტაპი/ფაზა*
1. ჯანდაცვის სექტორი განიხილება ინფექციის მიღების კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფად და თავის მხრივ წარმოადგენენ რისკს იმ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რომელსაც ისინი უწევენ სამედიცინო მომსახურებას.

ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები პრიორიტეტულობის მიხედვით იყოფა შემდეგ ქვეჯგუფებად:

ძალიან მაღალი და მაღალი რისკის მქონე:

SARS-Cov-2 აეროზოლთან ექსპოზიციის რისკის ქვეშ მყოფი პერსონალი, ახლო კონტაქტში დაავადებულ ან საეჭვოდ დაავადებულ პირებთან, შეხებაში ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან. კერძოდ:

ა) მოფუნქციონირე კოვიდ კლინიკებში მომუშავე ყველა პირი (სამედიცინო და არა სამედიცინო);

ბ) სხვა (არაკოვიდ) კლინიკებში მომუშავე ექიმები (მ.შ. უმცროსი ექიმი, რეზიდენტი), ექთნები, სანიტრები, მომვლელები დაკავებული შემდეგ დარგებში ანესთეზია-რეანიმაცია, კრიტიკული მედიცინა, გადაუდებელი მედიცინა, სასწრაფო დახმარება (მ.შ. მძღოლი), სამედიცინო რადიოლოგია (რენტგენოლოგია, კომპ. ტომოგრაფია), ინფექციის კონტროლი/ ეპიდემიოლოგია/ საზოგადოებრივი ჯანდაცვა (ჩართული ტესტის აღებაში, კონტაქტების მოძიებაში), ლაბორატორიის სპეციალისტები (ჩართული ტესტის აღება/ ანალიზში), დაცვის თანამშრომლები;

გ) პოტენციურ (ამჟამად არა მოქმედ) კოვიდ კლინიკებში მომუშავე ყველა პირი.

საშუალო რისკის მქონე: პერსონალი კონტაქტში მყოფი მოსახლეობასთან, რომელსაც არ მოეთხოვება კონტაქტი დაავადებულ ან საეჭვოდ დაავადებულ პირებთან; სამუშაო დაკავშირებულია ხალხმრავალ ადგილებთან, სადაც დისტანციის დაცვა გართულებულია ან მოითხოვება ახლო და ხშირი კონტაქტი თანამშრომლებთან. ყველა სხვა სამედიცინო და არასამედიცინო პირი დასაქმებული ჯანდაცვის სექტორში.

დაბალი რისკის მქონე: პერსონალი, რომელსაც არ მოეთხოვება ხშირი, ახლო კონტაქტი მოსახლეობასთან ან საეჭვოდ დაავადებულ პირებთან (მაგ. მხოლოდ ტელემედიცინაში ჩართული სამედიცინო პირები, დისტანციურად მომუშავე ადმინისტრაციული საქმიანობით დაკავებული პირები).

 

 

 

 

I/ა

2. ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების და შშმ პირების სათემო და საოჯახო ტიპის ორანიზაციების ბენეფიციარები და მომვლელები ინფექციის სწრაფი გავრცელება  

 

 

I/ა

 

 

3. 75 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა საერთაშორისო მტკიცებულებები და საქართველოს ეპიდსიტუაციის ანალიზი მიუთითებს, რომ COVID-19-ის სიკვდილიანობის ყველაზე დიდი რისკი არის მაღალი ასაკი და ასაკის მატებასთან ერთად რისკი ექსპონენციალურად იზრდება. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ COVID-19-ით გარდაცვლილთა ასაკობრივი სტრუქტურა შემდეგნაირია: >75წ ‒ 40%, 65-74 წ. ‒ 34%, 55-64 წ ‒ 18.0%. I/ა
4. 65-74 წლის მოსახლეობა საერთაშორისო მტკიცებულებები და საქართველოს ეპიდსიტუაციის ანალიზი მიუთითებს, რომ COVID-19-ის სიკვდილიანობის ყველაზე დიდი რისკი არის მაღალი ასაკი და ასაკის მატებასთან ერთად რისკი ექსპონენციალურად იზრდება. I/ბ
5. ესენციური სერვისები (1 ჯგუფი) ესენციურ სერვისების ფუნქციონირება უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, უსაფრთხოებისა და განათლების პროცესის წარმართვისთვის.

ესენციურ სერვისების პირველი ეტაპის/ ბ ფაზაში ასაცრელ კონტინგენს განეკუთვნებიან:

ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა ხაზის პერსონალი (მ.შ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური);

ბ) შორეული გადაზიდვის ოპერატორები (მძღოლები, საზღვაო / საჰაერო/სარკინიგზო გადაზიდვებში ჩართული პირები);

გ) თავდაცვის სამინისტრო (ჯარი);

I/ბ
6. 55-64 წლის მოსახლეობა საერთაშორისო მტკიცებულებები და საქართველოს ეპიდსიტუაციის ანალიზი მიუთითებს, რომ COVID-19-ის სიკვდილიანობის ყველაზე დიდი რისკი არის მაღალი ასაკი და ასაკის მატებასთან ერთად რისკი ექსპონენციალურად იზრდება. II
7. ქრონიკული დაავადების მქონე პირები 18-54 წლის ასაკის მტკიცებულებები (საერთაშორისო, ასევე დგილობრივი ეპიდანალაზი) მიუთითებს, რომ გარკვეული ქრონიკული მდგომარეობები ზრდის COVID-19-ით ავადობის მძიმე მიმდინარეობის და სიკვდილიანობის რისკს. ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი თანმხლები დაავადებების მქონე პირებისთვის:

ა) დიაბეტი (I და II ტიპის);

ბ) კარდიოვასკულური დაავადებები: გულის იშემიური დაავადება (ყველა კლინიკური ფორმა რევასკულარიზაციით და რევასკულარიზაციის გარეშე), კარდიომიოპათია, სარქვლოვანი პათოლოგია, მოზრდილი ასაკის თანდაყოლილი მანკები; წინაგულთა ფიბრილაცია (პერმანენტული ფორმა), იდიოპათიური გახანგრძლივებული QT სინდრომი (ფატალური არითმიებისა და უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკი), გულის ქრონიკული უკმარისობა“ B,C,D (ACC/AHA) სტადიის და II-IV (NYHA) ფუნქციური კლასი, ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ანამნეზში;

გ) ქრონიკული რესპირატორული დაავადებები: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ცისტური ფიბროზი, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი;

დ) ონკოჰემატოლოგიური დაავადებები;

ე) კიბო (კონკრეტული ვაქცინის უკუჩვენების გათვალისწინებით);

ვ) თირკმლის ქრონიკული უკმარისობა: დიალიზზე მყოფი პირები;

ზ) ღვიძლის ქრონიკული პათოლოგია: ღვიძლის ფიბროზი მე-3 და მე-4 სტადია;

თ) გადატანილი ინსულტი;

ი) ტრანსპლანტაციის შემდგომი მდგომარეობა;

კ) იმუნოსუპრესიული პაციენტები;

ლ) ექსტრემალური სიმსუქნე (შეფასებითი მაჩვენებელი BMI> 40 kg/m2);

II
8 ესენციური სერვისები და სხვა მომატებული რისკის ჯგუფები

(II ჯგუფი)

 

ესენციურ სერვისების და სხვა მომატებული რისკის ჯგუფების მე-3 ეტაპზე ასაცრელ კონტინგენს განეკუთვნებიან:

ა) აფთიაქის წინა ხაზის პერსონალი;

ბ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები (მძღოლი, მემანქანე, კონდუქტორი, კონტროლიორი);

გ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალი;

დ) ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებების პედაგოგები და სხვა პერსონალი (საჭიროების შემთხვევაში პრიორიტეტიზაცია მე-4 კლასამდე და მაღალი კლასის პერსონალი შემდგომ);

ე) პატიმრები/ მსჯავრდებულები (> 55 წელზე ზემოთ, 18-54 წლის ქრ. მდგომარეობის მქონე) და მათთან სამსახურეობრივად კონტაქტში მყოფი პირები;

ვ) მაღაროელები;

ზ) ტაქსის და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები;

III
9. მოსახლეობის სხვა ჯგუფები III

*ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის ზრდის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია განხორციელდება ეტაპობრივად.

[/toggle]

 

[toggle title=”mRNA vaccine, Pfizer-BioNtech-ით ვაქცინაციის სქემა და ჩატარების წესი ნახეთ აქ:“]

COVID-19 mRNA vaccine, Pfizer-BioNtech-ით ვაქცინაციის სქემა და ჩატარების წესი

 აცრების სქემა*

ვაქცინის დასახელება აცრის ასაკი აცრის ჯერადობა აცრებს შორის ინტერვალი
COVID-19 mRNA vaccine, Pfizer-BioNtech 16 წლის და ზემოთ** 2 21-28 დღე

 შენიშვნა: *ვაქცინაციის წინ აუცილებლად იხილეთ თანმხლები ინსტრუქცია;

**„საქართველოში COVID-19 -ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 21 იანვრის №67 განკარგულებით ვაქცინაცია დაგეგმილია 18 წლის და ზემოთ ასაკში.

  1. ვაქცინის დახასიათება და უსაფრთხო იმუნიზაციის წესის თავისებურებები

პრეზენტაცია: გაყინული, სტერილური, კონსერვანტების გარეშე, მრავალდოზიანი, კონცენტრირებული, გასაზავებელი ადმინისტრირების წინ.

დოზების რაოდენობა: ერთი ფლაკონი (0.45 მლ) შეიცავს 6 დოზას განზავების შემდეგ;

გამხსნელი ხსნარი: 0,9%-იანი საინექციო ნატრიუმის ქლორიდი კონსერვანტის გარეშე. 6 დოზიან ფლაკონს ესაჭიროება 1.8 მლ გამხსნელი ხსნარი. გამხსნელი ხსნარის ერთი ფლაკონი გამოიყენება ვაქცინის მხოლოდ ერთი ფლაკონისთვის.

შენახვის ხანგრძლივობა სხვადასხვა ტემპერატურაზე :

განუზავებელი ვაქცინა ინახება ‒ 90°C ‒ 60 °C ტემპერატურაზე წარმოებიდან 6 თვის განმავლობაში;

განუზავებელი გამოლღობილი ვაქცინა +2°C + 8 °C: ინახება 120 სთ-მდე (5 დღე) განზავებამდე;

განუზავებელი გამოლღობილი ვაქცინა +30 °C-მდე: ინახება 2 საათამდე;

განზავებული ვაქცინა +2 °C +30 °C:  ინახება 6 საათი განზავებიდან;

გამხსნელი ხსნარი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (+30 °C-მდე);

არ გაყინოთ გამოლღობილი ვაქცინა;

არ გაყინოთ აღდგენილი ვაქცინა;

სინათლის მიმართ მგრძნობელობა მინიმუმამდე შეამცირეთ ოთახის განათების ზემოქმედება; მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და ულტრაიისფერ გამოსხივებას;

განზავების წესი:

გამოალღვეთ განზავებამდე

ა) განზავებამდე ფლაკონები უნდა გახდეს ოთახის ტემპერატურის. ოთახის ტემპერატურაზე განუზავებელი ფლაკონის დაყოვნება შეიძლება არაუმეტეს 2 საათისა;

ბ) ულტრა დაბალ ტემპერატურაზე (- 90°C ‒ 60 °C) შენახული ვაქცინის გალღობისთვის საჭიროა 3 საათამდე დრო მაცივარის (+2°C + 8°C) ტემპერატურაზე, ხოლო 30 წუთი ‒ ოთახის ტემპერატურაზე (+25 °C);

განაზავეთ გამოყენებამდე

ა) განზავებამდე ვაქცინის ფლაკონი ფრთხილად გადაატრიალეთ 10-ჯერ. არ შეანჯღრიოთ ფლაკონი;

ბ) ამოიღეთ გამხსნელი შპრიცით 1.8 მლ გამხსნელი სითხე;

დ) შეიყვანეთ 1.8 მლ გამხსნელი სითხე ვაქცინის ფლაკონში; ფლაკონში წნევის გათანაბრების მიზნით, ნემსის ამოღებამდე ამოტუმბეთ უკვე ცარიელ შპრიცში 1.8 მლ ჰაერი;

ე) მოათავსეთ გამხსნელი შპრიცი და გამხსნელი სითხის ფლაკონი სამედიცინო ნარჩენების კონტეინერში;

ვ) განზავებული ვაქცინის ფლაკონი ნაზად გადაატრიალეთ 10-ჯერ შერევის მიზნით; არ შეანჯღრიოთ;

ზ) დარწმუნდით რომ ვაქცინა არის ერთგვაროვანი მოთეთრო ფერის სუსპენზია; არ გამოიყენოთ, თუ გაუფერულდა ან შეიცავს ნაწილაკებს;

თ) ფლაკონზე აღნიშნეთ ვაქცინის განზავების თარიღი და დრო;

ი) ვაქცინა ფლაკონიდან ამოიღეთ მხოლოდ უშუალოდ ადმინისტრირების წინ. შპრიცის წინასწარი ავსება არ არის რეკომენდებული; გამოიყენეთ განზავებული ვაქცინა 6 საათის განმავლობაში; მრავალდოზიანი ფლაკონის გამოყენების წესის შესაბამისად, გაანადგურეთ დარჩენილი დოზები 6 საათის შემდეგ განზავებიდან, ან სამუშაო დღის დასრულებისას ‒ რომელიც უფრო ადრე დგება.

  1. აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები

აცრის წინ ექიმი ვალდებულია:

ა) შეამოწმოს ბენეფიციარის აცრის სტატუსი, შეაფასოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, დაადგინოს აცრის უკუჩვენებების და სიფრთხილის მდგომარეობების არსებობა სერიოზული პოსტვაქცინური რეაქციების პრევენციის მიზნით;

ბ) ვაქცინაციამდე პაციენტს მიაწოდოს: ინფორმაცია კონკრეტული ვაქცინისათვის სპეციფიური უკუჩვენებებისა და გაფრთხილებების შესახებ და, რჩევები ‒ გავრცელებული მსუბუქი რეაქციების სამართავად, ასევე შესაბამისი გადაუდებელი დახმარების ინსტრუქციები უფრო მძიმე სიმპტომების განვითარების შემთხვევაში;

გ)  უზრუნველყოს აცრის ფიქსირებული და დროებითი უბნების და გამსვლელი ამცრელი ბრიგადის მზადყოფნა ანაფილაქსიის შემთხვევისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად;

COVID-19 mRNA vaccine, Pfizer-BioNtech-ით ვაქცინაციის უკუჩვენებები და გაფრთხილებები

უკუჩვენებები < 16 წელი
ცნობილი მძიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის ნებისმიერ კომპონენტზე განსაკუთრებით, პოლიეთილენგლიკოლზე (PEG) ან მონათესავე მოლეკულებზე
მეორე დოზისთვის ‒ დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე
მეორე დოზის ვაქცინაციის ჩატარება სხვა სახის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით
დროებითი უკუჩვენებები ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება ‒ ვაქცინაცია უნდა გადაიდოს გამოჯანმრთელებამდე
COVID ‒ 19 ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 4 თვე
პირებში, რომელთაც მიღებული აქვთ მონოკლონური ანტისხეულები ან რეკონვალესცენტის პლაზმა, როგორც COVID-19 -ის მკურნალობის ნაწილი, ვაქცინაცია უნდა გადაიდოს სულ მცირე 90 დღით, მკურნალობისა და ვაქცინინდუცირებული იმუნური პასუხების ინტერფერენციის თავიდან არიდების მიზნით
ნებისმიერ სხვა აცრასა და COVID-19 mRNA ვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 14 დღეს (გამონაკლისია ანტირაბიული პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება 14 დღიანი ვადის დაცვის გარეშე)
გაფრთხილება  (იხ. მუხლი 2. შემოკლებები და ტერმინთა განმარტებები) ორსულობა
ძუძუთი კვება
იმუნოკომპრომისული პირები, იმუნოკომპრესიულ თერაპიაზე მყოფთა ჩათვლით ‒ შეიძლება ჰქონდეთ შემცირებული პასუხი
ანამნეზში დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია სხვა ნებისმიერ ვაქცინაზე ან ინექციურ თერაპიაზე (მაგ., კუნთებში, ინტრავენურად ან კანქვეშა ვაქცინებზე ან თერაპიებზე, რომლებიც არ უკავშირდება mRNA COVID-19 ვაქცინების კომპონენტს ან პოლისორბატს). უნდა შეფასდეს ვაქცინაციის რისკი-სარგებელი და ისე გადაწყდეს აცრა. ასეთი პირები მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ ვაქცინაციიდან 30 წუთის განმავლობაში
საშუალო ან მძიმე მწვავე დაავადება
სხვა არ არის შესწავლილი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
 

შენიშვნა:

 კვებითი, კონტაქტური ან სეზონური ალერგიები, კვერცხის, ჟელატინის და ლატექსის ჩათვლით, არ განიხილება სიფრთხილის ზომად ან უკუჩვენებად

[/toggle]

 

[toggle title=”AstraZeneca ვაქცინით ვაქცინაციის სქემა და ჩატარების წესი ნახეთ აქ:“]

COVID-19 AstraZeneca ვაქცინით ვაქცინაციის სქემა და ჩატარების წესი

  1. აცრის სქემა*
ვაქცინის დასახელება აცრის ასაკი აცრის ჯერადობა აცრებს შორის ინტერვალი
COVID-19 AstraZeneca (AZD1222) 18 წლის და ზემოთ 2 4 ‒ 12 კვირა

შენიშვნა: *ვაქცინაციის წინ აუცილებლად იხილეთ თანმხლები ინსტრუქცია

 

  1. ვაქცინის დახასიათება და უსაფრთხო იმუნიზაციის წესები

ვაქცინა არის თხევადი, წარმოადგენს უფეროდან ოდნავ მოყავისფერო, გამჭვირვალე ან ოდნავ გაუმჭვირვალე სითხეს.

იგი მოწოდებულია მრავალდოზიანი ფლაკონების სახით, რომელიც შეიცავს ვაქცინის 8 ან 10 დოზას და შესაბამისად ფლაკონის შიგთავსი არის 4 მლ ან 5 მლ.

ბოლო დოზის ამოღების შემდეგ შესაძლებელია სითხე დარჩეს ფლაკონში. გაუხსნელი მრავალდოზიანი ფლაკონი ინახება მაცივარში (+2 °C დან + 8 °C-მდე).

მომზადების წესი: საინექციო დოზის ამოღებამდე შეამოწმეთ ვაქცინა ნაწილაკების შემცველობაზე ან ფერის შეცვლაზე. ის უნდა იყოს უფეროდან ოდნავ მოყავისფერომდე, გამჭვირვალე ან ოდნავ გაუმჭვირვალე სითხე. არ გამოიყენოთ, თუ შეინიშნება ნაწილაკები ან რაიმე განსხვავება აღწერილისგან.

განსაკუთრებული მოპყრობის წესებიდან აღსანიშნავია, რომ ფლაკონი საინექციო დოზის ამოღების წინ შენჯღრევას არ საჭიროებს, მაგრამ თუ ვაქცინას შემთხვევით შეანჯღრევთ, მისი გამოყენება მაინც შეიძლება, თუ არ შეიცვალა ნაწილაკების შემცველობა ან ფერი.

ვაქცინის ფლაკონზე აღნიშნეთ ფლაკონის გახსნის თარიღი და დრო. შეინახეთ გახსნილი ვაქცინა ოთახის ტემპერატურაზე (+2°C-დან +25°C- მდე) და გამოიყენეთ 6 საათის განმავლობაში. 6 საათის შემდეგ ან სამუშაო დღის დასრულებისას (რომელიც უფრო ადრე დგება) გამოუყენებელი ვაქცინა უნდა განადგურდეს.

  1. აცრის უკუჩვენებები და გაფრთხილებები

აცრის წინ ექიმი ვალდებულია:

ა) შეამოწმოს ბენეფიციარის აცრის სტატუსი, შეაფასოს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, დაადგინოს აცრის უკუჩვენებების და სიფრთხილის მდგომარეობების არსებობა სერიოზული პოსტვაქცინური რეაქციების პრევენციის მიზნით;

ბ) ვაქცინაციამდე პაციენტს მიაწოდოს: ინფორმაცია კონკრეტული ვაქცინისათვის სპეციფიკური უკუჩვენებებისა და გაფრთხილებების შესახებ და, რჩევები ‒ გავრცელებული მსუბუქი რეაქციების სამართავად, ასევე შესაბამისი გადაუდებელი დახმარების ინსტრუქციები უფრო მძიმე სიმპტომების განვითარების შემთხვევაში;

გ) უზრუნველყოს აცრის ფიქსირებული და დროებითი უბნების და გამსვლელი ამცრელი ბრიგადის მზადყოფნა ანაფილაქსიის შემთხვევისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად;

COVID-19 AstraZeneca ვაქცინაციის უკუჩვენებები და გაფრთხილებები

უკუჩვენებები < 18 წელი
ჰიპერმგრძნობელობა აქტიურ ნივთიერებაზე ან დანამატზე
 მეორე დოზისთვის ‒ დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე
მეორე დოზისთვის ‒ დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე
მეორე დოზით ვაქცინაციის ჩატარება სხვა სახის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინ(ებ)ით
დროებითი უკუჩვენებები ცხელებით მიმდინარე (38,50C -ზე მეტი) მძიმე მწვავე დაავადება
ნებისმიერ სხვა აცრსა და კოვიდვაქცინით აცრას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 30 დღეს ((გამონაკლისია ანტირაბიული პროფილაქტიკა, რომელიც ტარდება 30 დღიანი ვადის დაცვის გარეშე)
COVID ‒ 19 ინფექციის დიაგნოზის დასმიდან 4 თვე
გაფრთხილება

(იხ. მუხლი 2. შემოკლებები და ტერმინთა განმარტებები)

ანტიკოაგულაციური მკურნალობა
სისხლის შედედების დარღვევა
იმუნოკომპრომისული პირები, იმუნოკომპრესიულ თერაპიაზე მყოფთა ჩათვლით ‒ შეიძლება ჰქონდეთ შემცირებული პასუხი
ორსულობა
ძუძუთი კვება
საშუალო ან მძიმე მწვავე დაავადება
თრომბოციტოპენია
დემიელინიზაციის დარღვევები
სხვა არ არის შესწავლილი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი სხვა ვაქცინებთან ურთიერთქმედება

[/toggle]

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 24 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს 2021 წლის პირველ კვარტალში AstraZeneca-ს ვაქცინის 450-490 ათასი დოზის მიღება გარკვეულწილად გარანტირებული აქვს, წლის განმავლობაში კი მისი თქმით, ქვეყანამ დამატებით ამავე ვაქცინის 1 400 000 დოზა უნდა მიიღოს.

ვრცლად ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/516319/

 

 

 

9-11 თებერვალს რიკოთის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე,  9, 10 და 11 თებერვალს, 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

დეპარტამენტის ცნობით, ჩუმათელეთი-ხევის I ლოტის მშენებლობის ფარგლებში, ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭიროა 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის წინა სამშენებლო მდგომარეობის შემოწმება, რათა მოხდეს ბურღვა-აფეთქების შედეგად გამოწვეული ზემოქმედების შეფასება.

მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია.

ახალგადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძარში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დასველდა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება.

მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] პროკურატურას მიმართა, პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო და საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაამისამართა.

შესაბამისად, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს იმის შესახებ, რამდენად კანონიერად დაიხარჯა გელათის რეაბილიტაცია – კონსერვაციისთვის გამოყოფილი ფინანსები. ამ ტიპის გამოძიება კი ვერ გასცემს პასუხს კითხვაზე – დაზიანდა თუ არა ძეგლი და პასუხისმგებელმა პირებმა გამოიჩინეს თუ არა გულგრილობა.

ამ სტატიაში შევეცდებით გავცეთ პასუხი კითხვას – რა დაემართა გელათს და ვინ არის პასუხისმგებელი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაში.

რა მოხდა

2021 წლის 8 თებერვლის, ანუ დღეის მდგომარეობით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი, რომლის რეაბილიტაციაზე 800 ათასი აშშ დოლარი და 1 მილიონზე  მეტი ლარი დაიხარჯა, თუნუქის დროებითი გადახურვის ქვეშაა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გელათზე ორი ძირითადი პრობლემაა გამოვლენილი. პირველი საშემსრულებლო ხარვეზია. ტაძრის ქვედა რეგისტრებზე დაფენილ კრამიტის საბურველს აქვს მიკრობზარები და ზედაპირი დახეთქილია. მეორე მთავარი ხარვეზი უკავშირდება ტაძრის გუმბათის ყელისა და დასავლეთ მკლავის შეერთების ადგილზე არსებულ კირ-ხსნარის შევსებებს, რომელსაც ასევე აქვს მიკრობზარები. ამის გამო წყალი ჩავიდა ტაძრის ინტერიერში, რამაც გამოიწვია  დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელსა და სამხრეთ ფერდზე არსებული კედლის მხატვრობის ფრაგმენტული დაზიანება. რიგ შემთხვევებში რამდენიმე კვადრატულ სანტიმეტრზე ამ მხატვრობის ორიგინალური ფენის დაკარგვაც კი.

დაზიანებული სახურავი. სქრინი სააგენტოს მიერ მომზადებული ანგარიშიდან

ხარვეზების გასაჯაროებისთანავე სპეციალისტები ითხოვდნენ და დღემდე  ითხოვენ მოეწყოს კარვისებური გადახურვა, რომელიც მთლიანად ტაძარს მოაქცევს საერთო გადახურვის ქვეშ. თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ერთიანი გადახურვის მოწყობის ნაცვლად დაზიანებულ მოჭიქულ თეთრ კრამიტს ზემოდან დაახურეს თუნუქი. სააგენტო განმარტავს, რომ საერთაშორისო იკომოსისა  და საპარლამენტო  კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად ამ ეტაპზე მუშაობენ კარვისებური გადახურვის მოწყობის მიზანშეწონილების საკითხის დასაბუთებაზე არსებული რისკების გათვალისწინებით. ამ მიზნით კი მართავენ კონსულტაციებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

მთავარი ტაძარი, რომელიც ღვთისმშობლის სახელობისაა, დღეისათვის ისევ ხარაჩოებშია მოქცეული. კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი კი, რომლის გადახურვასაც ასევე ითხოვდნენ სპეციალისტები, ჯერჯერობით ისევ დროებითი გადახურვის გარეშეა.

თვეებია პასუხისმგებელი პირები („ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა“, „იკორთა 2007“, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო) ცდილობენ გამოასწორონ შეცდომა, რომელიც გელათის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესში დაუშვეს. პროცესი დროს მოითხოვს. წინასწარი მოკვლევით  ჩანს, რომ გელათი კიდევ რამდენიმე წელი იქნება ხარაჩოებში.

რა დაემართა გელათს

სახელმწიფოს, კერძო კომპანიების როლი გელათის რეაბილიტაციის პროცესში

გელათის რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის ავტორი ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობაა“, რომლის ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა, ხოლო  პროექტის განმახორციელებელი და სამუშაოების შესრულებაზე ნებართვის მფლობელი „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლის ხელმძღვანელი მაკა  დვალიშვილია. სწორედ ამ ორგანიზაციამ მოიძია საგრანტო დაფინანსება. საინჟინრო სამუშაოები უშუალოდ „იკორთა 2007“-მა შეასრულა, რომლის ხელმძღვანელი გია ხურცილავაა.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე ჩასატარებელ  ყველა სამუშაოზე ნებართვას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გასცემდა. 2014 წლის 25 თებერვლიდან დღემდე სააგენტოს ნიკოლოზ ანთიძე ხელმძღვანელობს. სააგენტოს ევალებოდა პროცესის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების ჩაბარება. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად 2020 წლის 11 მარტამდე, სააგენტოს გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებზე ხარვეზი არ აღმოუჩენია. სამუშაოების დაწყებიდან პირველი ხარვეზის აღმოჩენამდე 7 წელი გავიდა.

გელათის  რესტავრაცია-კონსერვაცია ციფრებში

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი „ბათუმელებთან“ იხსენებს პროცესს, თუ როგორ დაიწყო გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ მიმდინარე ამბები.

მისი მონათხრობის მიხედვით, რაც ასევე დოკუმენტურადაც დასტურდება, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი გელათის  მონასტრის სარეაბილიტაციო პროექტში 2013 წლიდან ჩაერთო. კერძოდ, მას შემდეგ, რაც არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა  „საქართველოს მემკვიდრეობამ“ მიმართა მათ ორგანიზაციას თხოვნით დახმარებოდა საერთაშორისო დონორებისგან ფინანსური სახსრების მოძიებაში.

„საქართველოს მემკვიდრეობის“ მიერ მომზადებულ პროექტზე დაყრდნობით დაიწყო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა საგრანტო დაფინანსების ძიება.

2013 წელს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდიდან 600 ათასი აშშ დოლარის გრანტი მიიღო პროექტისთვის – „გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია“.

საგრანტო დაფინანსება მოიცავდა გელათის მონასტრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციას, მათ შორის, მოჭიქული კერამიკის სახურავის ფილების მონტაჟს, ქვის ფილების გაწმენდას, კარნიზების კონსერვაციას, ფანჯრების შემინვას, ქვის ზედაპირზე მცენარეული და ბიოლოგიური დაზიანებების აღმოფხვრას, ტაძრის შიდა სივრცეში არსებული ფრესკების მონიტორინგსა და გადაუდებელ კონსერვაციას.

სამუშაოები „საქართველოს მემკვიდრეობის“ მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით უნდა წარმართულიყო, რომელიც 2014 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამეცნიერო საბჭოზე განიხილეს და დაამტკიცეს.

2014 წელს გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათისა და გუმბათის ყელის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ დამატებით 50 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

2016 წელს გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების და ნართექსის ქვის კონვერსაციისთვის „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ კიდევ 150 ათასი აშშ დოლარი მიიღო. ეს იყო 2013 წელს მიღებული საგრანტო დაფინანსების ერთგვარი გაგრძელება და ღვთისმშობლის ტაძრის ზედა ნაწილებში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის იყო განკუთვნილი.

2017 წლის 14 დეკემბერს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 349 075 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული 2018 წელს გამოვლინდა. ტენდერი ისევ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა მოიგო.

პრობლემები სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსების შემდგომ გაჩნდა.

2018 წელს, მას შემდეგ, რაც გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ქვედა იარუსების (ეკვდერების და იარუსების) გადახურვის სამუშაოების გასაგრძელებლად თანხა მიიღეს, შეცვალეს გადასახური მასალა – წითელი მოჭიქული კრამიტი კერამიკული თეთრი კრამიტით.

ამ ფაქტს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი იმით ხსნის, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს პროექტის დასასრულებლად მხოლოდ 8 თვე ჰქონდა გამოყოფილი. ამ მცირე დროში კი ის სახელოსნო, რომელიც მოჭიქულ წითელ კრამიტს აწარმოებდა, უარს აცხადებდა მასალის მიწოდებაზე.

წითელი თიხის მოჭიქული კრამიტი, რომლითაც გელათის მთავარი ტაძრის გუმბათია გადახურული, საქართველოში, ადგილობრივ საამქროში დამზადდა. კრამიტის იმ ოდენობის დამზადება, რომელიც ტაძრის ეკვდერების და იარუსების გადასახურად იყო საჭირო, საწარმოს წარმომადგენლებმა 8 თვეში შეუძლებლად მიიჩნიეს და საბოლოოდ უარი თქვეს.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ამის გამო მოუწიათ ახალი კომპანიის მოძებნა და კრამიტის შეცვლა. მოიძებნა კომპანია, შპს „პრიმუმი“, რომელსაც წითელი კრამიტის ნაცვლად თეთრი კრამიტის დამზადება შეეძლო. კრამიტის ნიმუშები გაგზავნეს წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ლაბორატორიაში, სადაც მანამდე ექსპერტიზა ჩატარებული ჰქონდა კრამიტს, რომელიც გუმბათის გადასახურად გამოიყენეს.

მთელს ამ პროცესს ზედამხედველიც ჰყავდა – მუნიციპალური განვითარების ფონდის [მგფ] მიერ დაქირავებული კომპანია „ეფტისა“. სწორედ მგფ-ს და „ეფტისას“ წარმომადგენლებს გაუგზავნეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც თეთრი თიხის კრამიტის დაგება დასაშვებად იყო მიჩნეული. მათგან მიღებული თანხმობის შემდეგ კი სამუშაოები განახლდა.

გელათზე სამუშაოებს 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ სცემდა დადებით დასკვნებს და იძლეოდა სამუშაოების წარმოების ნებართვას. მონიტორინგის ვერც ერთ ეტაპზე სააგენტომ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა.

„ბათუმელებთან“ ინტერვიუში როგორც სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი, ისე საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე ამტკიცებენ, რომ იმ დაზიანების აღმოჩენა/პრევენცია, რომელიც გელათის მთავარი ტაძრის სახურავზე გაჩნდა, წინასწარ შეუძლებელი იყო.

პირველი ბზარები სახურავზე და გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც ტაძრის მხატვრობას მიადგა

2019 წელს გელათის სახურავი დაზიანდა. უფრო სწორად, კრამიტი დატყდა, მთავარი ტაძრის ინტერიერში წყალი ჩავიდა. დასველდა კედლის მხატვრობა, გამოშრობის შემდეგ კი უნიკალური მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოიყარა.

სახურავის დაზიანების შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსში ვითარება ქრონოლოგიურად ასე წარიმართა:

სააგენტოს პირველი ოფიციალური ანგარიში 2020 წლის 11 მარტით თარიღდება. მაკა დვალიშვილის თქმით, რომ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა თებერვალში აღმოაჩინა დაზიანებები და დაიწყო ფოტოფიქსაცია. მასალები მიაწოდა როგორც სააგენტოს, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდს.

2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშში, უკვე საუბარია იმაზე, რომ გელათის სახურავი დაზიანებულია.

სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ბექა ბარამიძის მტკიცებით, ამის შემდეგ სააგენტომ მიმართა შემსრულებელს და მოსთხოვა დაუყოვნებლივ პროექტის მომზადება, სანებართვო პირობის მიღება და სამუშაოების განხორციელება ტაძრის ყველაზე კრიტიკულ არეალებზე დროებითი გადახურვის მოსაწყობად.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ დროებითი გადახურვა მოაწყვეს და ანგარიში სააგენტოში 2020 წლის 23 ნოემბერს წარადგინეს.

„23 ნოემბრიდან 18 იანვარამდე, სანამ მედია არ ჩავიდა ადგილზე, სააგენტოდან არაფერი მიგვიღია. მედიის ჩასვლის შემდეგ გამოაქვეყნეს გაფრთხილება, რაც ძალიან გაგვიკვირდა. თუ რამეზე  ჰქონდათ შენიშვნა, ორმა თვემ გაიარა ისე, რომ მათ არაფერი არ უთქვამთ ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ  [სააგენტოს] წარმომადგენლებიც იქ [გელათში] იყვნენ და არაერთხელ დაათვალიერეს იქაურობა,“ –  ამბობს მაკა  დვალიშვილი.

[red_box]გელათის კედლის მხატვრობა – რა განადგურდა და რისი გადარჩენა შეიძლება[/red_box]

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე კი სულ სხვა ვადებზე საუბრობს. მისი თქმით, მათ 13 ოქტომბერს გაუგზავნეს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს წერილი, რომელშიც დამატებით ტაძრის მკლავების გადახურვას სთხოვდნენ. რაზე პასუხიც 24 ნოემბერს მიიღეს სააგენტოში, რომლის მიხედვითაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისთვის გაუგებარი იყო, რატომ ითხოვდა სააგენტო მათგან ტაძრის მკლავების გადახურვას. მოგვიანებით სააგენტოში შეხვედრა გაიმართა და ამ შეხვედრის შემდეგ გადახურვის ვალდებულება სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ „იკორთა 2007-მა“ აიღო.

„20 დეკემბერს დასრულდა დროებითი გადახურვა, თუმცა ამ პერიოდში ჩვენი მონიტორინგის მისიის ფარგლებში უკვე განისაზღვრა წინასწარ ის ხარვეზები, რომლებიც დროებითი გადახურვის კონსტრუქციაზე იყო გამოვლენილი,“ –  ამბობს ბექა ბარამიძე.

საბოლოოდ პროცესი პროექტში ჩართული ორივე კომპანიის (ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და „იკორთა 2007“) დაჯარიმებით დასრულდა. თუმცა ჯერჯერობით სასამართლო პროცესი არ გამართულა და უცნობია რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ კომპანიებს ან საერთოდ დაეკისრებათ თუ არა.

იანვარში ქარმა ახადა დროებითი გადახურვის ერთი ნაწილი. მაკა დვალიშვილი ამ შემთხვევაში პროექტირების სიზუსტეზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ შესასწავლია, პროექტირებისას იყო თუ არა გათვალისწინებული მეტეოროლოგიური მონაცემები.

„ასევე იყო თუ არა პროექტში გათვალისწინებული რა მანძილებით უნდა ყოფილიყო დამაგრებული ეს სახურავი? რამდენადაც ვიცი, ახლა შეცვალეს ის [დროებითი გადახურვის] პროექტი. რადგან პროექტს ცვლიან, ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი არ იყო კარგი თავიდან.

თავად [ძირითად] პროექტსაც ცვლიან. ის პროექტი, რომელიც იყო შემუშავებული და მათ მიერ [სააგენტოს] დამტკიცებული, იმას. კარგი თუ იყო, მაშინ რატომ ცვლიან?,“ – კითხულობს მაკა დვალიშვილი.

“პროექტები, როგორც ძირითადი, ასევე დროებითი გადახურვის, სანებართვოდ წარმოადგინა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, შესაბამისად, მას თუ შეკითხვები ჰქონდა პროექტთან სანებართვოდ წარმოდგენამდე უნდა დაეკორექტირებინა. ამასთან, ტყუილია, რომ სააგენტო ცვლის რაიმე პროექტს. პროექტში შემსრულებელს ჰქონდა განსაზღვრული გადახურვის ფენილების მეთოდოლოგია, რასაც უნდა უზრუნველეყო გარემო ზემოქმედების წინაშე მათი მდგრადობა, სამწუხაროდ შემსრულებლის მიერ დროებითი გადახურვის მოწყობისას უგულვებელყოფილი იყო აღნიშნული მეთოდური გადაწყვეტები, რამაც 18 იანვარს გამოიწვია, დროებითი გადახურვის ფრაგმენტული დაზიანება,” – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ბექა ბარამიძე.

მისივე თქმით, ამჟამად დროებითი გადახურვის გამოსასწორებელი ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს პროექტიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოების გამოსწორება და ამავდროულად მათზე დამატებითი დამცავი ელემენტების მოწყობა.

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები 27/01/2021 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 შეიცვლება თუ არა პროექტი?

მაკა დვალიშვილის თქმით, შესაძლოა პროექტი შეიცვალოს.

„თუ პროექტი შეიცვლება, რაც მიდის იმისკენ, რომ ნამდვილად პროექტი იყო და არის შესაცვლელი, მაშინ ჩვენ გამოვდივართ დაზარალებულები და არა დამნაშავეები,“ –  ამბობს ის.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ვკითხეთ, არის თუ არა საუბარი იმაზე, რომ გელათის რეაბილიტაციის პროექტი შეიცვალოს. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს დასაბუთებული არგუმენტი, რომ პროექტი შეიცავს მეთოდოლოგიურ ხარვეზებს.

„არსებობს გარკვეული ვარაუდები, რომ სარეაბილიტაციო პროექტი წარიმართა მეთოდოლოგიური ხარვეზებით, მაგრამ მეთოდოლოგიური ხარვეზების შინაარსობრივი ასპექტები დადგინდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავარ ტაძარზე დაიწყება ე.წ. კვლევის ეტაპი. როდესაც გაიხსნება ეს შეერთების ადგილები, ტაძრის გადახურვის ფართობები… ერთობლივად, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, დადგინდება ყველა თანმდევი ხარვეზი, როგორც საშემსრულებლო მიმართულებით, ისე საპროექტო მეთოდლოგიის კუთხით,“ – ამბობს ბექა  ბარამიძე.

განმეორებითი ექსპერტიზა

მუნიციპალური განვითარების ფონდის მოთხოვნით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა გელათის მთავარ ტაძარზე გამოყენებული კრამიტის ხელახალი ექსპერტიზა ჩაატარა. ამჯერად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

ახალი ექსპერტიზის დასკვნით, წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნასთან შეუსაბამობა გამოვლინდა. თეთრი კერამიკის კრამიტი, რომლითაც მთავარი ტაძრის ქვედა ნაწილი გადაიხურა, დაბალი ხარისხის აღმოჩნდა. ამ ტიპის კრამიტი არ არის შესაფერისი კირის ხსნარის გადახურვისთვის.

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები 27/01/2021 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

როგორ მოიქცნენ პროექტში ჩართული ორგანიზაციები მას შემდეგ, რაც დაზიანება აღმოჩნდა

მაკა დვალიშვილის მტკიცებით, ის თავიდანვე ეჭვქვეშ აყენებდა პროექტით გათვალისწინებული კრამიტის დაგების მეთოდოლოგიას. საწყის ეტაპზევე სურდა უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა.

საქართველოს მემკვიდრეობის პროექტის მიხედვით, ორივე შემთხვევაში – ზედა იარუსებზე წითელი თიხა და ქვედა მინაშენებზე თეთრი თიხა კრამიტი დაიგო სველი ბათქაშის ორ 5 სანტიმეტრიან ფენაზე, რომელთა შუაში მოთავსდა საიზოლაციო მასალა.

მას  შემდეგ, რაც გელათის მთავარი ტაძრის სახურავი დაზიანდა, მაკა დვალიშვილმა დამოუკიდებლად მიმართა ჰიდრო ინჟინერიის წამყვან ექსპერტს იპოლიტო მასარის. „მასარიმ წარმოადგინა თავისი პირველადი მოსაზრებები, დაგების მეთოდოლოგიის (სველი ბათქაშის აირაციის შესაძლებლობის არ არსებობა) და პროექტში არსებული სხვა ხარვეზების (კედლებსა და ქანობებს შორის წყლის დამცავი გადამყვანის და ე.წ. ჟოლობების არ არსებობა) შესახებ, რაც წყლის ინტერიერში ინფილტრაციის დიდ ალბათობას იძლევა,“ – ამბობს მაკა დვალიშვილი.

ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც გელათში მოხდა

მაკა დვალიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას.

„არ უნდა მივნდობოდი იმ პროფესიონალებს, რომლებიც საქმეს აკეთებენ და უფრო მეტად უნდა ჩავრთულიყავი,“ – ამბობს ის.

„იმ პროფესიონალებში“ ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა“ და „იკორთა 2007“ იგულისხმება – პროექტის ავტორი და სამუშაოების უშუალო შემსრულებელი.

გია ხურცილავა, „იკორთა 2007“-ის მენეჯერი ამბობს, რომ სამუშაოები, რომელიც მან შეასრულა, უხარვეზო იყო. გულისხმობს ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის წითელი მოჭიქული კრამიტით გადახურვას. ხურცილავა ამტკიცებს, რომ 2016 წლის შემდეგ, მას გელათში სამუშაოები აღარ უწარმოებია.

ეს იურიდიულად მართლაც ასეა. 2018 წელს, როდესაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერი მოიგო, იურიდიულად პასუხისმგებელი პირი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი იყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან მიღებული ინფორმაცით კი, მგფ-ის პროექტის ფარგლებში ფიზიკური სამუშაოები იმავე ხელოსნების ჯგუფის მიერ განხორციელდა, რომელიც აშშ-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მუშაობდა.

გია ხურცილავა კი ამბობს, რომ 2020 წელს მას დროებითი გადახურვის მოწყობის ვალდებულბაც კი არ ჰქონია და ეს მან კეთილი ნებით გააკეთა.

„ჩემი შეცდომა დავარქვათ, თუ დანაშაული დავარქვათ, ზუსტად ის არის, რომ მე არანაირად, ხელშეკრულებებით, არ მეკუთვნოდა [დროებითი გადახურვის მოწყობა], თუ იურიდიულად მივუდგებით. ამდენი წელი გელათში ვმუშაობდი, იყო ძეგლთა დაცვიდან, სააგენტოდან თხოვნა, რომ  ზამთარი მოდის, მოდი თავი დავიზღვიოთ და გუმბათის ყელის გარშემო მოვაწყოთ გუმბათის ყელის გადახურვა. გუმბათის ყელის გარშემო მოვაწყვეთ დროებითი გადახურვა. მერე იყო არასამთავრობოებიდან, ჟურნალისტებიდან – აი, რადგან არ ვიცით, ჯერ არ არის გამოკვლეული რა და როგორ გაკეთდა, მარტო ჭერი რომ შევფუთეთ და შევინახეთ, მოდი იქნება ზედა ქანობებიც გავაკეთოთ… მაგაზედაც დავთანხმდით,“ – ამბობს გია ხურცილავა.

ახლა გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დროებითი გადახურვის ქვეშაა. სპეციალისტები კი უშედეგოდ ითხოვენ კიდევ ერთი – წმინდა გიორგის ტაძრის გადახურვასაც, რომლის კედლის მხატვრობას ინფილტრაციის გამო საფრთხე ექმნება.

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები 27/01/2021 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

წმინდა გიორგის ეკლესია

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ეკლესიაც საფრთხის ქვეშაა. სპეციალისტები ითხოვენ სააგენტომ დროებითი გადახურვის ქვეშ მოაქციოს ეკლესია, რადგან მისი კედლები სველდება და მხატვრობას საფრთხე ექმნება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ წმინდა გიორგის ეკლესიას დროებითი გადახურვა არ სჭირდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, დავით ლომიტაშვილი „ბათუმელებისთვის“ 27  იანვარს მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ „წმინდა გიორგიზე პრობლემა არ არის. დაივიწყეთ ეს!“

5 თებერვალს იგივე გვითხრა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ.

„არსებობს ექსპერტთა ფართო და წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც ასაბუთებს და წერილობით ადასტურებს იმას, რომ წმინდა გიორგის ტაძარზე დროებითი გადახურვის მოწყობა არის მიზანშეუწონავი და აბსოლუტურად არაშედეგზე ორიენტირებული ქმედება, რომელმაც შესაძლოა თანმდევად სხვა ასპექტების დაზიანება და რეგრესი გამოიწვიოს,“- გვითხრა მან.

მისივე თქმით, წმინდა გიორგის ტაძარზე საჭიროა გაკეთდეს ქვის კონსერვაცია, რომელიც ერთ-ერთი ფაქტორია ტენიანობის მომატების და წყლის შედინების კუთხით.

განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ 9 თებერვალს სააგენტომ გაავრცელა  ინფორმაცია, რომ წმინდა გიორგის ეკლესიაზე დროებითი გადახურვის სამუშაოები დაიწყო. სააგენტომ წმინდა გიორგის ეკლესიის დროებითი სახურავის ქვეშ მოქცევის გადაწყვეტილება  საპარლამენტო კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად მიიღო.

ეკლესიაზე მოწყობილია ხარაჩოები და და სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი, ამ კვირის ბოლოს უკვე დასრულებული გვექნება წმინდა გიორგის სახურავის გადახურვა, დროებითი გადახურვის იმავე პრინციპით,  რომელიც მთავარ ტაძარზეა მოწყობილი,“ –  გვითხრა ბექა ბარამიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს ვკითხეთ, არსებობს თუ არა პროექტი, რომლის მიხედვითაც წმინდა გიორგის ეკლესიაზე დროებითი გადახურვა ეწყობა. ბექა ბარამიძის თქმით გადახურვის პროექტი არის თანმდევად შემუშავების პროცესში და სამუშაოებს ადმინისტრირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უწევს.

წმინდა გიორგის ეკლესიაზე დროებითი გადახურვის სამუშაოები დაიწყო ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

რას აკეთებდა სააგენტო 7 წლის განმავლობაში და რატომ ვერ აღმოაჩინა ხარვეზი დროულად

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაცია ვალდებული იყო ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შემდეგ, სააგენტოში წარედგინა ანგარიშები.

„როდესაც ანგარიშის წარდგენის დრო მოდიოდა, ჩვენი თანამშრომლები ამუშავებდნენ შემსრულებლებთან ერთად, აი ამ ანგარიშს და ვაგზავნიდით სააგენტოში. შემდეგ სააგენტოდან მოგვდიოდა ოფიციალური წერილი, რომ სამუშაოები მიმდინარეობს პროექტთან შესაბამისობაში. გვიგრძელებდნენ ნებართვას და ვაგრძელებდით მუშაობას,“ – აღწერს სქემას მაკა დვალიშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, დავით ლომიტაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სააგენტო ინსპექტირების ნაწილში იყო ჩართული. სამუშაოებს ზედამხედველობას უწევდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაქირავებული კომპანია „ეფტისა“.

„პერიოდულად, რა თქმა უნდა, ჩვენც ჩამოვდიოდით. ვერ დაგითვლით რამდენჯერ ვარ ჩამოსული, ჯერ კიდევ კრამიტებით გადახურვა არ იყო დაწყებული. როცა აკეთებ, შეხედავ ლამაზად არის დახურული, მაგრამ იმან დროში უნდა გამომიჩინოს ხარვეზი.

დღეს ხელის გაშვერა – ეს იყო კომპანიის ხელმძღვანელობის ბრალი, არასწორი მენეჯმენტის ბრალი მათი თუ იმ ხელოსნის, რომელსაც კონკრეტულად ევალებოდა ამ კრამიტების ადგილზე დადება, ეს ყველაფერი ერთიანობაში უნდა იყოს შესწავლილი.

სად დაუშვეს შეცდომა? ვის დონეზე გადის ეს შეცდომა? არის ეს შეცდომა ხელოსნის შეცდომა?  ფირმის თუ კომპანიის ხელმძღვანელობა კედელზე ვერ იდგება. აქ უკვე მუშასთან არის დაკავშირებული –  როგორ დადო, გადააბა თუ არა სტიკებში ერთმანეთს, შემდეგ გამოგოზა თუ არა ეს ყველაფერი. მოკლედ მილიონი ფაქტორია გასათვალისწინებელი,“ – ამბობს დავით ლომიტაშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ბექა ბარამიძე ამბობს, რომ, მაგალითად, „გუმბათის ყელის ირგვლივ მკლავების შეერთების ადგილებზე წარმოქმნილი პრობლემის წინასწარ განსაზღვრა ვიზუალურად და ასევე სხვა მოწყობის ტექნოლოგიის დანახვა, იყო თითქმის შეუძლებელი“.

იურისტი სულხან სალაძე, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ მიმდინარე ამბებს, ამბობს, რომ გელათის თემის შეფასებისას ორ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – ძეგლი რომ დაზიანდა ამაზე ვინ აგებს პასუხს და ამ პროცესში იყო თუ არა სამოხელეო დანაშაული.

„მთავარი წყალგამყოფი სააგენტოს პოზიციასა და დანარჩენ საზოგადოების პოზიციას შორის არის ის, რომ სააგენტო ამ პრობლემებს, რაც დღეს გელათში არსებობს, ეძახის მხოლოდ პრობლემას. საზოგადოება კი ეძახის ამას ძეგლის დაზიანებას. არის თუ არა ეს ძეგლის დაზიანება? დიახ, ცხადია ჩვეულებრივი დამკვირვებლის თვალითაც კი ეს არის დაზიანება. ამას არ სჭირდება ხელოვნებათმცოდნეობის კვალიფიკაცია. როდესაც ფრესკა სველდება, იშლება და ცვივა, ეს უკვე არის დაზიანება. როცა ვლაპარაკობთ გელათის მხატვრობა ეს არის უნიკალური მხატვრობა, ის დაზიანება არის ძეგლის დაზიანება,“ – ამბობს სულხან სალაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი კითხვაა, ასევე ისიც, თუ რას აკეთებდა მთელი ამ დროის განმავლობაში სააგენტო.

„ყველაზე პრობლემატური ამ ამბავში არის ის, რომ თავად სააგენტო ამას არ აღიქვამს ძეგლის დაზიანებად და ცდილობს შემოგვასაღოს თითქოს ეს ტექნიკური პრობლემაა. თითქოს მხოლოდ სახურავი დაზიანდა და ამის შემდეგ არაფერი არ მომხდარა. იმასაც ვერ ხვდებიან, როგორც ჩანს, რომ სახურავის დაზიანებაც კი ძეგლის დაზიანებაა სინამდვილეში.

მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ დიახ, იყო სამოხელეო დანაშაული. სააგენტოს კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა დიდი ალბათობით არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. თუ ქვეყანაში ერთხელ მაინც არ გაჩნდება პრეცედენტი, თუნდაც გელათის მნიშვნელობის ძეგლზე, რომ ვიღაც კანონის წინაშე აგებს პასუხს (და არა ისე, ახლა მარტო კომპანიაში რომ ეძებენ დამნაშავეს და ცდილობენ ისრების გადატანას), თუ ეს არ მოხდება, რეალობა გვექნება ყოველთვის ასეთი – გუშინ საყდრისი იყო, დღეს გელათია, ხვალ სხვა ძეგლი იქნება,“ – ამბობს სულხან სალაძე.

გამოსავალი  – საერთაშორისო იკომოსის რეკომენდაცია

მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა „იკომოსმა“ 2020 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ტექნიკური მიმოხილვა, რომელიც შეიცავს მთელ რიგ რეკომენდაციებს.

კერძოდ, საერთაშორისო იკომოსის რეკომენდაციით, თუკი აღმოჩნდა, რომ თეთრი კერამიკული კრამიტი არ აკმაყოფილებს სტანდარტს, მაშინ ეს კრამიტი სრულად უნდა შეიცვალოს. დაზიანებულიც და ჯერჯერობით დაუზიანებელი ნაწილიც. ძეგლზე სამუშაოების განხორციელებისას აუცილებლად უნდა გამოიყენონ უჟანგავი რკინის ლურმანი. ჟანგვადი ლურსმნების შეცვლა უჟანგავით, არის დამატებითი მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიცვალოს სრულად სახურავზე არსებული კრამიტი.

ასევე იკომოსის რეკომენდაციაა, რომ მოეწყოს სპეციალური წყალამრიდი.

ცალკეა რეკომენდაციები კედლის მხატვრობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში საერთაშორისო იკომოსი ხაზს უსვამს, რომ მხატვრობას უნდა ჰქონდეს საჭირო დრო გასაშრობად და არ უნდა მოხდეს მისი მკვეთრი გაშრობა.

აუცილებელია ჩატარდეს კედლის მხატვრობის მდგომარეობის გრძელვადიანი მონიტორინგი მთელს  სამონასტრო კომპლექსში. გაკეთდეს ზუსტი შეფასება, რა მდგომარეობაშია კედლის მხატვრობა და ჩატარდეს გადაუდებელი გადარჩენის სამუშაოები. საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩაატაროს კედლის მხატვრობის სპეციალიზებულმა ჯგუფმა. სამუშაოების მიმდინარეობის დროს განმავლობაში კი აუცილებელია, რომ შესაბამისი კედლის გარე ზედაპირები მთლიანად მშრალად დარჩეს და დაცული იყოს წვიმისგან. ამის მისაღწევად კი საჭიროა ტაძრის სახურავის მთლიანი გარე ზედაპირის დაფარვა დამცავი დროებითი სახურავით.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “დემოკრატიული იდეების და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

რა ღირს დამლაგებლის შრომა სკოლაში – რას ამბობს სამინისტრო

კორონავირუსის პანდემიის პირობებში სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე მოთხოვნა გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა დამლაგებლების შრომაც. მათ ახლა დღეში რამდენჯერმე უწევთ ზედაპირების, იატაკის, კიბის და ფანჯრის სახელურების გადაწმენდა, ასევე სველი წერტილების დამუშავება.

„ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორს ესაუბრა ბათუმში, რომლებიც დამლაგებლების რუტინასა და ხელფასზე საუბრობენ.

მაგალითად, ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის 4-სართულიან სკოლაში 7 დამლაგებელი ჰყავს დასაქმებული. თითო სართულზე 2-2 დამლაგებელია გადანაწილებული.

„პროცედურა ასეთია: დამლაგებლები დილის ცხრის ნახევარზე მოდიან სკოლაში, გადაამოწმებენ საკლასო ოთახებს, გადაწმენდენ მერხებს ხსნარით. შემდეგ ცვლებს შორის გვაქვს დაახლოებით ერთი საათი შუალედი და ამ პერიოდში ხელმეორედ მიმდინარეობს კლასების და სველი წერტილების დალაგება,“- გვეუბნება გიორგი რუხაძე.

მისი თქმით, შესვენებებზე მოსწავლეები და პედაგოგები ძირითადად საკლასო ოთახებში არიან, თუმცა დამლაგებლები მაინც წმენდენ კიბის მოაჯირებს, ფანჯრების რაფებს, სახელურებსა და იატაკს.

„შრომა არის გაზრდილი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ დროისთვის სკოლაში დამლაგებლის ხელფასი 400 ლარია გამოწერით, ხელზე იღებს 320 ლარს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველი კვარტალის ბოლოს გავცეთ პრემია, დაახლოებით 100 ლარის ოდენობით,“ – ამბობს გიორგი რუხაძე.

ამ სკოლაში  1703 მოსწავლე სწავლობს. დირექტორის თქმით, ბავშვები მობილიზებულები არიან და პირადი ჰიგიენის საშუალებები თან დააქვთ, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში, მათ მიეწოდებათ პირბადე და სხვა საშუალებებიც.

„ერთი შემთხვევა იყო, როცა ტემპერატურა დაუფიქსირდა მოსწავლეს, გამოვიძახეთ მშობელი და გადავიდა იზოლაციაში, თუმცა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა,“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა ასევე ერთ-ერთი მაღალკონტინგენტიანი სკოლაა ბათუმში. როგორც სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ამბობს,  ამ დროისთვის სკოლაში 8 დამლაგებელი მუშაობს და ორი დამლაგებლის აყვანას კიდევ აპირებენ.

„ჰიბრიდული რეჟიმით ვმუშაობთ, მაგრამ დამლაგებლების სამუშაო იგივეა. შრომა მოემატათ, რადგან უწევთ ზედაპირების, იატაკის დამუშავება და ცვლებს შორის იმავე სამუშაოს შესრულება.

სკოლაში დაახლოებით 29 საკლასო ოთახია და ერთ დამლაგებელს დაახლოებით ორ-ნახევარი ოთახის დალაგება უწევს. 2 შტატის დამატება კი საშუალებას მოგვცემს, რომ ოთახების და სველი წერტილების დალაგების გრაფიკი დავარეგულიროთ,“ – ამბობს მეორე საჯარო სკოლის დირექტორი.

მარიზა აბაშიძის თქმით, მათ სკოლაში დამლაგებლების ანაზღაურება 350 ლარია თვეში,  „თუმცა, მოტივაციის ასამაღლებლად ვგეგმავთ დანამატის გაცემას 70-80 პროცენტის ოდენობით,“ – გვითხრა მან.

1 800-მდე მოსწავლე სწავლობს ბათუმის მე-9 საჯარო სკოლაში. ამ სკოლაშიც, როგორც დირექტორი ამბობს, დამლაგებლის 2 შტატის დამატება გახდა საჭირო და მოთხოვნა უკვე გაგზავნილია განათლების სამინისტროში.

„7 დამლაგებელი გვყავს და ვითხოვთ კიდევ 2 შტატს. დამლაგებლის ხელფასი 430 ლარია გამოწერით. ანაზღაურება, რა თქმა უნდა, დაბალია, ამიტომ ვცდილობთ კვარტალურად მაინც მივცეთ ერთი თვის ხელფასის ოდენობა,“ – ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კორონავირუსი დაახლოებით ერთი თვის წინ გადაიტანა და მკურნალობდა კლინიკაშიც. „მთავარია, დამლაგებლები არ გამიხდნენ ავად,“- ამბობს ნუგზარ სურმანიძე.

რას ფიქრობს განათლების სამინისტრო სკოლებში დამლაგებლების ანაზღაურებაზე და ხომ არ იგეგმება ხელფასის ზრდა? – განათლების სამინისტროში  გვითხრეს, რომ სკოლებს აქვთ რეკომენდაცია საჭიროების შემთხვევაში გაზარდონ დამლაგებლების რაოდენობა და „ასევე გაზრდილი სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით, სკოლის ბიუჯეტის ფარგლებში, გასცენ ხელფასზე დანამატი“.

სამინისტრო დასძენს, რომ სკოლებისთვის უმთავრეს რეკომენდაციას წარმოადგენს შენობაში მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და „დაწესებულებებმა პერიოდულად უნდა განახორციელონ შენობების დეზინფექციაც“.

________________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ცოფის შემთხვევები და კარანტინი ქობულეთის კიდევ 2 სოფელში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ცხრაფონასა და წყავროკაში ცოფის ახალი შემთხვევები დადასტურდა.

სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოში შევიდა შეტყობინება სოფელ წყავროკას მოსახლეობისგან.

ადგილობრივებმა სოფელში ძაღლის ლეში იპოვეს. სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გავიდნენ და აიღეს პათოლოგიური მასალა ლაბორატორიული კვლევისთვის, რის შედეგადაც ცოფის შემთხვევა დადასტურდა.

ასევე ცოფის შემთხვევა დადასტურდა სოფელ ცხრაფონაშიც, საიდანაც მოსახლეობამ სააგენტოს აცნობა, რომ ტურის ლეში იპოვეს. პათოლოგიური მასალის კვლევის საფუძველზე ამ შემთხვევაშიც ცოფია დადასტურებული.

სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ამ შემთხვევების შემდეგ განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც იმას გულისხმობს, რომ სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაში შინაური ცხოველების სავალდებულო ვაქცინაცია დაიწყება.

ვაქცინაცია დადგენილ ვადაში და დადგენილ პერიმეტრზე უნდა ჩატარდეს. დაწესდება გარკვეული კონტროლი ცხოველების გადაადგილებაზე.

„კარანტინი ამ შემთხვევაში არ გულისხმობს ადამიანთა გადაადგილების შეზღუდვას. საქმე ეხება მხოლოდ შინაური ცხოველების გადაადგილების შეზღუდვასა და ვაქცინაციას. ეს არის საკანონმდებლო ღონისძიება.

გარეული ცხოველების ვაქცინაციას, ცხადია, ვერ მოვახერხებთ, მგელს ტყეში ვერ გავეკიდებით. ეს იქნება შინაური, ე.წ. ,,ამთვისებელი“ ცხოველების ვაქცინაცია, სწორი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ“, – აცხადებენ სურსათის უვნებლობის სააგენტოში.

2 თებერვალს ცოფის 3 შემთხვევა ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში დადასტურდა, სადაც შინაური ცხოველები ცოფიანმა ტურამ დაკბინა.


ამავე თემაზე:

ქობულეთის სოფელი ჯიხანჯური ცოფის 3 შემთხვევის გამო კარანტინშია

სად გაითიშება 9 თებერვალს შუქი ბათუმში, ქედაში, ხელვაჩაურსა და შუახევში

ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედასა და შუახევში ხვალ, 9 თებერვალს, შუქი გაეთიშება „ენერგო-პროჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს.

კომპანიის განმარტებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

9 თებერვალს შუქი გაითიშება: 

ბათუმში – 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: სულაბერიძის, პუშკინის, გ.ბრწყინვალის, ჯორჯიაშვილის, წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებს.

ხელვაჩაურში – 15:00-დან 17:00 საათამდე ურეხის დასახლების ნაწილსა და სოფელ ზედა ღელეს.

ქედაში – 10:00-დან 13:00 საათამდე სოფლებს: დოლოგანს,ზუნდაგას, ჭალახმელასა და მიმდებარე სოფლებს.

შუახევში – 11:00-დან 17:30 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებს: ფურტიოს, ნიგაზეულს, ახალდაბას, ხიჭაურს, წაბლანას, უჩამბას, ტბეთს, ოქროპილაურსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა შუახევის ნაწილს.

კომპანიის ცნობით, აბონენტებს ელექტროენერგია მიეწოდებათ სამუშაოების დასრულებისთანავე. 

კოვიდინფიცირებულმა წყვილმა მადრიდის კლინიკაში იქორწინა

კორონავირუსის პანდემიის პირობებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ქორწილის გადახდა აკრძალულია, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. მაგალითად, ესპანეთში, მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში, კოვიდინფიცირებულმა წყვილმა იქორწინა – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

გამოცემის ცნობით, წყვილს კოვიდი ერთდროულად დაუდგინდა, მაგრამ საავადმყოფოში სხვადასხვა განყოფილებაში აღმოჩნდნენ. 70 წლის ფერნანდომ დაქორწინება 62 წლის როსარიოს whatsapp-ით შესთავაზა. მათ კლინიკაში დაქორწინების ნება დართეს.

მღვდელმა ისინი ვედეოჩართვის მეშვეობით დააქორწინა. „ევრონიუსი“ წერს, რომ წყვილის მიერ ბეჭდების გაცვლას საავადმყოფოს მედპერსონალი ტაშით შეხვდა. შედგა ტრადიციული, თაიგულის სროლის ცერემონიაც.

 

ისრაელში კოვიდის მედიკამენტმა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა | საელჩო

„უმნიშვნელოვანესი სიახლე თელ-ავივის სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრიდან: COVID19-ის სამკურნალო მედიკამენტმა გამოცდის პირველ ფაზაზე შედეგიანობის 95% აჩვენა. 30 საშუალო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტიდან 29 ხუთი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიდან გაეწერა,“ – ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს ისრაელის საელჩო საქართველოში.

საელჩოს ცნობით, პრეპარატის სახელწოდებაა EXO-CD24.

„დღეს არსებული მონაცემებით COVID19-ს აქვს ორი საკვანძო ეტაპი. პირველ ეტაპზე მის მიმართ მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა გამოიყენება. ხოლო მეორე ეტაპზე, გართულების შემთხვევაში, ვითარდება ე.წ. ციტოკინური ქარიშხალი. დღემდე ჯერ ვერც ერთმა პრეპარატმა ვერ შეძლო კორონავირუსის ამ ეტაპის მიმართ სამკურნალო საშუალების ეფექტურობის დადასტურება.

როგორც სურასკის სამედიცინო ცენტრის პროფესორი ნადირ არბერი აღნიშნავს, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ამ პრეპარატის შექმნაში, ვაქცინა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პანდემიის შესაკავებლად და გასანეიტრალებლად, მაგრამ მისი სრულად გაქრობა ძნელად წარმოსადგენია, ამიტომ სამკურნალო საშუალება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომ ამ ვირუსის საფრთხე საბოლოოდ განეიტრალდეს.

შესაბამისად, პრეპარატის პირველი ფაზის შედეგები ძალზე დამაიმედებელია და ველით, რომ გარდამტეხ ცვლილებებს შეიტანს COVID19-თან ბრძოლაში,“ – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

როგორია ალცჰაიმერის სიმპტომები და რა არის ცნობილი პრევენციაზე

დემენცია არის სინდრომი, რომლის დროსაც მეხსიერებისა და აზროვნების უნარის დეგრადაცია ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ცხოვრობს დემენციით და ყოველწლიურად 10 მილიონამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა – მასზე შემთხვევათა 60-70% მოდის.

საქართველოში ალცჰაიმერის გავრცელების ზუსტი სტატისტიკა არ მოიპოვება.

საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის ხელმძღვანელის, ნევროლოგ ნონა მინდიაშვილის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დიაგნოსტიკის საკითხი გამართული არ არის, “ამავე დროს, ამ დაავადების ძირითად პრობლემას წარმოადგენს სტიგმა, რის გამოც დაავადებულის ოჯახის წევრები არ ამხელენ დაავადების არსებობას და ბევრი პაციენტი ექიმის და აღრიცხვის გარეშე რჩება.”

ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინში განმარტებულია, რომ ალცჰაიმერის დაავადებას ახასიათებს თანდათანობითი დასაწყისი, ვითარდება 45 წლის შემდეგ, ხოლო უხშირესად 65 წელს გადაცილებულებში, მიმდინარეობს პროგრესულად და შეუქცევადია, უფრო ხშირად აღინიშნება ქალებში, ვიდრე კაცებში.

ნონა მინდიაშვილი ამბობს, რომ, მართალია, დაავადების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ მისი ზოგიერთი სიმპტომის მართვა ან დაავადების პროგრესირების შენელება შესაძლებელია.

ალცჰაიმერის ამერიკული და ბრიტანული ასოციაციების ინფორმაციით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებულმა რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება ალცჰაიმერის დაავადებისა და სხვა სახის დემენციის რისკები შეამციროს. თუმცა მანამ, სანამ რომელიმე ეს ფაქტორი განიხილება ალცჰეიმერის დაავადების პრევენციის დადასტურებულ სტრატეგიად, საჭიროა უფრო მეტი გამოკვლევა.

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, დემენციის რისკისა და კოგნიტური ფუნქციის ანუ აზროვნების უნარის დაქვეითების შემცირებაზე შეიძლება იმოქმედოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: რეგულარული ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება და ტვინის აქტიურ მდგომარეობაში შენარჩუნება, უწყვეტი სწავლის პროცესი და ასევე ის, რომ დარჩეთ სოციალურად აქტიურები.

ალცჰაიმერის ბრიტანული ასოციაცია: “კვლევები მოწმობენ, რომ ხანდაზმულებისთვის კროსვორდებისა და მსგავსი თავსატეხების კეთება პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს მათი აზროვნების უნარზე”. თუმცა იქვე განმარტავენ – ეს არ ნიშნავს, რომ სუდოკუსა თუ სხვა თავსატეხების კეთება ახდენს დემენციის პრევენციას.

მართალია ალცჰაიმერის მოლეკულური მიზეზები ჯერაც განხილვის საგანია, მაგრამ ნეირომეცნიერთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაავადება იწყება ბეტა ამილოიდის დაგროვებით. ამილოიდ ბეტა ტოქსიკური ცილაა, რომელიც, როგორც ცნობილია, ალცჰაიმერით დაავადებულების სისხლშია.

ჰარვარდის სამედიცინო უნივერსიტეტი წერს: „მტკიცებულებების თანახმად, ძილის გაუმჯობესება ხელს უწყობს ალცჰაიმერის პრევენციას და ეს დაკავშირებულია თავის ტვინიდან ამილოიდების წმენდასთან… საუბარია შვიდ-რვასაათიან ძილზე ღამით“.

რაც შეეხება დემენციის დიაგნოსტიკას, „საამისოდ მოწოდებულია – მონრეალის ფსიქიკური სტატუსის შეფასების შკალა, ასევე მინიმენტალის შკალა, ეს კითხვარი სრულიად ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის ექიმისთვისაც,” – ამბობს ნონა მინდიაშვილი.

ალცჰაიმერის დაავადების დამახასიათებელი ძირითადი ნიშნებია:

  • მეხსიერების გაუარესება – თავდაპირველად პაციენტს არ ახსოვს უახლოესი მოვლენები, რაც ახალი ინფორმაციის მიღების უუნარობას უკავშირდება (ფიქსაციის უნარის და შესაბამისად, ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერების გაუარესება). წარსული მოვლენების დავიწყება დაავადების უფრო გვიან სტადიაზე აღინიშნება
  • ენობრივი შესაძლებლობების გაუარესება-ანომია ანუ სიტყვის პოვნის პრობლემა ცუდი პროგნოზის მაჩვენებელია. მოგვიანებით სტადიაზე მოსალოდნელია მეტყველების გაუარესება
  • სივრცითი მხედველობის და შესატყვისად ორიენტაციის გაუარესება ‐ ამის მაგალითია ის, რომ დაავადებული პირი ხშირად ვერ იგნებს გზას კარგად ნაცნობ გარემოში
  • მიზანდასახული აქტივობისადმი ინტერესის დაკარგვა ‐ ეს, შეიძლება იყოს ალცჰაიმერის დაავადება მანიფესტირებული დეპრესიული გამოვლინებებით, ან საკუთრივ პირველადი დეპრესია
  • მზის ჩასვლის სინდრომი (Sundowning), ხეტიალი, ღამის აგზნება, დღე-ღამის ციკლის არევა
  • ილუზიები და ჰალუცინაციები
  • პიროვნების დაქვეითება ან სოციალური ქცევის მოშლა-დეზადაპტაცია

სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში არ არის გათვალისწინებული ცალკეულად ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანთა საჭიროებები და როგორც წესი, ასეთ პაციენტებზე მხოლოდ მათი ოჯახის წევრები ზრუნავენ.

ალცჰაიმერის ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ “ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანების ოჯახის წევრებისთვის დღეისთვის ყველაზე დიდ პრობლემას პროფესიონალი მომვლელების საკითხი წარმოადგენს, იმ ადამიანების, რომლებიც უნდა შეეხიდნონ ოჯახის წევრებს ამ რთულ საქმეში”.

განვითარებულ ქვეყნებში ალცჰაიმერის დაავადების მქონე პირებისთვის ზრუნვის უამრავი საშუალება არსებობს, მაგალითად, აშშ-ში ალცჰაიმერის ასოციაცია ამ დაავადების მქონე ადამიანებს სთავაზობს სპეციალურ სამაჯურებს, რომლებზეც დატანილია პაციენტის პირადი მონაცემები და ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ და რომლითაც ადვილდება ხეტიალისას დაკარგული ადამიანის პოვნა ან ნაპოვნი და იდენტიფიცირებული ადამიანის შინ დაბრუნება.

ასევე, არსებობს ცოტათი უფრო ძვირიანი ალტერნატივა ელექტრონული სამაჯურის სახით, რომლითაც გარკვეულ პერიმეტრზე ამ ადამიანების მდებარეობის დადგენაც შეიძლება. 

მართალია, დღეისთვის არ არსებობს მედიკამენტი, რომელიც განკურნავს პაციენტს ალცჰაიმერის დაავადებისგან, მაგრამ, ნონა მინდიაშვილი ამბობს, რომ ზრუნვითა და ყურადღებით შეიძლება თავიდან ავირიდოთ სხვა გართულებები, კერძოდ, მნიშვნელოვანია დაავადების დროული ამოცნობა, “ხშირ შემთხვევაში ალცჰაიმერის დაავადებას თან ახლავს ისეთი დაავადებები, რომლებიც ართულებენ ისედაც რთულ პროგნოზს (დეპრესია, ავიტამინოზი).

ამ დაავადებების დროული ამოცნობით მნიშვნელოვნად შევამსუბუქებთ მათ ყოფას. ასევე, ადამიანმა შეიძლება თავისი ინტელექტუალური განვითარება ცხოვრების რაღაც ასაკში შეწყვიტოს, მაგრამ მისი სოციალური განვითარება ცხოვრების ბოლომდე გრძელდება, ნუ მოვაკლებთ მათ ამ შანსს,” – ამბობს ის.

მნიშვნელოვანია, რომ დემენციის მქონე ადამიანები შინ დაკავებულები იყვნენ, მაგრამ ახალ, მათთვის უცხო აქტივობაში ჩართვა შეიძლება ძალიან რთული იყოს. ამიტომ საჭიროა მათი ჩვეული, ძველი საქმიანობის მოდიფიცირება და ადაპტირება მათ ახლანდელ შესაძლებლობებთან.

შინმოვლის სერვისების საერთაშორისო პროვაიდერ BAYADA-ს სამედიცინო სოცმუშაკი კრისტენ კინგერი, ერთ-ერთ საინფორმაციო ვიდეოში ალცჰაიმერის მქონე ადამიანების ოჯახის წევრებს ურჩევს – “თუ ისინი ადრე ძალიან კარგად ხატავდნენ, ახლა შესაძლოა ეს ვერ მოახერხონ, მაგრამ არსებობს ამის მოდიფიცირების გზები, შეიძლება ხატონ რიცხვებით, ხატონ ნაკლები ფერებით, პატარა ზომის ტილოზე/ფურცელზე… მათი შესაძლებლობის მიხედვით.

თუმცა შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ ახლა ისე კარგად ვეღარ ხატავს, საერთოდ აღარ უნდოდეს ეს საქმიანობა, ესეც უნდა დაადგინოთ, რა იმუშავებს, რა  – არა. თუ ადრე ეს ადამიანი დიასახლისი იყო, უყვარდა მზარეულობა, შეიძლება ახლა რეცეპტს ვეღარ მიჰყვეს სრულად, მაგრამ დავფიქრდეთ, რისი გაკეთება შეუძლიათ, უსაფრთხოდ იყენებენ დანას? დაჭრან ბოსტნეული.

თუ ცხობა უყვართ, მაგრამ ვერ ზომავენ ინგრედიენტებს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ საზომ ჭურჭელში მოუთავსოთ ესა თუ ის ინგრედიენტი, მიაწოდოთ და მათ ჩააყრევინოთ ჯამში, ჩართოთ მიქსერი და მოარევინოთ… დააკეცინეთ სარეცხი ან დააწყვილებინეთ წინდები. თუ ვარჯიში მოსწონთ, გაისეირნეთ, ცეკვა თუ უყვართ, მუსიკა ჩაურთეთ. შესალოა მორწყან ყვავილები… მიეცით მათ დეტალური ინსტრუქციები…”.

____

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/249647/

ბათუმში ღრუბლიანი, თუმცა უნალექო დღეებია მოსალოდნელი | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 8 თებერვლის 21 საათიდან 9 თებერვლის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ძირითადად უნალექოდ.

ხვალ, 9 თებერვალს, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 –2 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 10-11 თებერვალს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

ვის რა გზებით გააქვს თხილი ევროპაში გასაყიდად, სადაც 1 კილოგრამი 6 დოლარი ღირს

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში საქართველოდან 15.3 ათასი ტონა თხილი გავიდა გასაყიდად, რომლის ღირებულება 79.2 მლნ აშშ დოლარია. ამ სეზონზე ქართული თხილი ძირითადად ევროპის ბაზარზე გაიტანეს.

რამდენად რთულია ევროპულ ბაზარზე თხილის გატანა და რა არის საჭირო? – „ბათუმელები“ ერთ-ერთი კომპანიის, „ნათს ელის“ მფლობელსა და დირექტორს ესაუბრა. ზაზა ლორჩოშვილის კომპანიამ ევროპის ბაზარზე თითქმის 1000 ტონა თხილი გაიტანა.

  • ბატონო ზაზა, რომელ ქვეყნებში მოახერხეთ თხილის გატანა და როგორ? 

ძირითადად გერმანიაში, ჩეხეთში, ბელორუსში. როგორც წესი, გაგვაქვს გადამუშავებული თხილი – ნაჭუჭგაცლილი, თხილის ფქვილი და მოხალული – მოკლედ, ყველაფერი, რაც კეთდება თხილისგან, გარდა პასტისა. ჩვენი საწარმოო ხაზი არის მოხალული და დაქუცმაცებული პროდუქციის.

  • წინა წლებში პრაქტიკულად ვერ შეიტანეს თხილი ევროპაში და ძირითადად თურქეთში გაჰქონდათ. ევროპაში პროდუქციის შესატანად საჭირო იყო ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ეს ბარიერები ახლა როგორ მოიხსნა?

საქმე იმაშია, რომ არც ორი წლის წინ გადიოდა თხილი თურქეთში. იქ ჩვენი თხილი არავის არ უნდა. უბრალოდ, იყვნენ თურქი შუამავლები, რომლებიც აქ ყიდულობდნენ და ევროპაში ყიდდნენ, მაგრამ 2017, 2018, 2019 წლებში თხილი არც იყო საქართველოში. ამ წლებში ექსპორტისთვის ცუდი, უხარისხო მოსავალი გვქონდა. ფაროსანას გამო დაზიანდა ფართობები, გამოსავლიანობა თხილს ჰქონდა ძალიან ცუდი, ფერმერები გათვიცნობიერებულნი არ იყვნენ მოვლის სპეციფიკაში და სხვა უამრავი პრობლემა გვქონდა. წელს იმ სამ წელთან შედარებაც კი არაა და მოსავალიც ნორმალურია – გაფუჭებული თხილის პრობლემა მეტ-ნაკლებად, ალბათ 40 %-ით მოხსნილია.

რაც შეეხება ევროპაში გატანას – ჩვენ ხარისხის ISO 22 000-ის სერტიფიკატი გვაქვს. ვინც ექსპორტს ეწევა, ფაქტობრივად ყველა საწარმოში არის HACCP- ის სტანდარტი [საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა] დანერგილი. სხვანაირად ევროპაში ვერაფერს შეიტან.

სურსათის ეროვნული სამსახური განსაზღვრავს, რამდენი პარტიის შემდეგ შეგიძლია სურსათი ექსპორტზე გაიტანო. თხილიდან ნიმუშები იღება, ტესტირება კეთდება… ხშირ შემთხვევაში მეექვსე ექსპორტს ვერ გააკეთებ, თუ ქარხანა ხელახლა არ შეამოწმა სურსათის სააგენტომ, რაც მოიცავს ყველაფერს. ზოგს ეს აქვს 10 მანქანაზე, ზოგს – 20-ზე. ჩვენს ქარხანას, მაგალითად, აქვს მაქსიმუმი – 20. ჩვენი დიდი ქარხანაა და ISO-ს სტანდარტებითაა ყველაფერი. 21- ე მანქანაზე მოდის სურსათის სააგენტოს ხალხი და ხელახლა გვამოწმებს.

თუ ჰასპი არ გაქვს დანერგილი, სურსათის უვნებლობის სამსახური თუ არ გამოწმებს, სხვანაირად ევროპაში თხილს ექსპორტზე ვერ გაიტან.

  • ევროპის ბაზარზე შესვლა რამდენად რთულია და თქვენმა კომპანიამ რამდენი ტონა გაიტანა?

იანვრის ჩათვლით სადღაც 1000-მდე ტონა გადამუშავებული თხილის გული გავიტანეთ.

ჩვენი თხილი – ქართული თურქულთან და იტალიურთან შედარებით იაფია – 50 ცენტის სხვაობა არის ქართულსა და თურქულს შორის, ამიტომ სხვა სეგმენტი უჭირავს. თურქული თხილი ღირს  7 დოლარამდე, ქართული ღირს 6.5 დოლარი. ეს კარგი ფასია ევროპაში.

თურქული თხილი ხარისხითაც ჯობია ჩვენსას. იქ ეს კულტურა უფრო განვითარებულია – ფერმერიდან დაწყებული ბოლო რგოლით დამთავრებული, ყველამ იცის თავისი საქმე: იქ არ არის, მაგალითად, მოტყუება.

ქართულ თხილს სახელი გაუტყდა 3-4 წლის უკან, პროდუქციაში ურევდნენ რაღაცებს – იყო არაქისის თემა, გაფუჭებული პარტიების გაგზავნა, რომ აი, მოვატყუოთ კლიენტი. ამან ცუდად იმოქმედა ქართულ თხილზე. ჩვენს თხილს ტოქსინიც აღმოაჩნდა, სოკო, ფაროსანას გამო მწერები… არ იყო ისეთი ხარისხის. მაინც მიჰქონდათ ევროპაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ევროპიდან ბევრი თხილი დაგვიბრუნეს უკან.

ზაზა ლორჩოშვილი

იმ 2-3 წლის განმავლობაში, როცა ცუდი მოსავალი იყო, თითქმის გაჩერებული ვიყავით. 150-300 ტონაზე მეტი არც გაგვიყიდია, იმიტომ, რომ ბაზარზე არ იყო კარგი თხილი და რეპუტაციას ვუფრთხილდებოდით.

2017 წელს ჩვენი თხილი გზაზეც კი ფუჭდებოდა. მერე ჩვენთანაც დაიწყო თხილის წამლობა, 2019 წელი ცოტა უკეთესი იყო, წელს შედარებაც კი არ არის. 2021 წელსაც იმედიანად ვუყურებთ, ფერმერმაც ისწავლა წამლობა და გლეხმაც. აქამდე ეს დარგი სტიქიურად იყო მიშვებული და ევროპას კიდევ მაღალი სტანდარტი აქვს. თავიდან ამიტომაც გვიჭირდა.

  • შეიძლება ვთქვათ, რომ ევროკავშირის ბაზარზე ქართულ თხილს სტაბილური მყიდველი ჰყავს, თუ ისევ შემთხვევითი მყიდველების იმედად არის ეს სფერო?

შემთხვევითიც გვყავს და სტაბილურიც. პანდემიის პერიოდში ცოტა პრობლემები გვქონდა, მყიდველთან ვერ მივდიოდით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ რაღაც.

  • საქართველოში ამ სფეროში კონკურენცია მაღალია?

ქვეყანაში ამ პროდუქციას [დამუშავებულ თხილს] ფიზიკურად არ მოიხმარენ, გატანაზე კი ძალიან ბევრი მუშაობს – აგროკრედიტის ფარგლებშიც ბევრი ქარხანა გაკეთდა. 2000 წლიდან ვარ მე ამ ბიზნესში და მიუხედავად იმისა, რომ ქარხნის მოწყობა დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, ახლა კონკურენცია ძალიან მაღალია.

აგროკრედიტის ფარგლებში 2018 წელს 1.5 მილიონი ლარი კრედიტი ავიღე დანადგარებისთვის – შენობა და ტერიტორია გვქონდა და გავაფართოვეთ. ეს უპროცენტო სესხია და 6 წლის განმავლობაში უნდა დავფაროთ. ამ თანხით შევიძინეთ დანადგარების ნაწილი, ერთი ამდენი ჩვენი ფინანსები მოვახმარეთ ქარხანას. ზოგმა საერთოდ ნულიდან გახსნა ახალი ქარხანა აგროკრედიტის მხარდაჭერით.

  • რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

როცა სეზონია, 60-70 ადამიანი მუშაობს. მაგალითად, იანვარში ვიმუშავეთ და 40 ადამიანი იყო. თებერვალში ნედლეული არ არის. სეზონი არის აგვისტო-იანვრის ჩათვლით და 40-70 ადამიანი მუშაობს. მინიმალური ანაზღაურება არის 300 ლარი, მაქსიმალური – 1000 ლარი.

  • ნედლეული დეფიციტურიაო, ამბობთ. თხილის ფასი რამდენად მომგებიანია გლეხისთვის? ეს არის პროდუქცია, რომელიც გლეხს, სოფელს ფეხზე დააყენებს?

წელს, მაგალითად, ნედლი თხილი 6 ლარზე ნაკლებად არ იყო. ახლა გაშრა თხილი და 7-8 ლარია ფასი. ეს მგონი არ არის ცოტა თანხა. ვისაც ფართობი აქვს – ნახევარ ჰექტარზე 1.5 ტონას მაინც მოიწევს და ეს 10 ათასი ლარი მაინცაა. მსხმოიარე ჯიშების სელექციაც წავიდა, კარგი ნარგავები შეუკვეთეს. თუმცა მარტო თხილზე დამოკიდებული ვერ იქნება სოფელი. თხილი, როგორც დასაყრდენი, არის სამეგრელო-გურიაში.

მახინჯაურში დაიხსნეს 75 კატა, რომლებიც 8 კვ/მეტრ ოთახში ჰყავდათ გამომწყვდეული

7 თებერვალს ცხოველთა უფლებების დამცველებმა და აქტივისტებმა დაიხსნეს 75 კატა, რომლებიც მახინჯაურში 8 კვადრატ მეტრ ოთახში ჰყავდათ გამომწყვდეული თვეების მანძილზე.

კატები აქ მცხოვრებ მოქალაქეს ჰყავდა ოთახში გამოკეტილი. ის ამბობდა, რომ ცხოველებზე ზრუნავდა, თუმცა არ აძლევდა კატებს გარეთ გასვლის უფლებას და ვერ უზრუნველყოფდა მათ სტერილიზაცია/კასტრაციას, სათანადო კვებას, მოვლასა და ზრუნვას. ცხოველები ვიწრო სივრცეში, სიბინძურეში ცხოვრობდნენ ისე, რომ მზის შუქი ნანახი არ ჰქონდათ.

ინფორმაცია მახინჯაურში დატყვევებული კატების შესახებ ფეისბუქზე ორი თვის წინ გაავრცელა მოქალაქემ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. მის მიერ გადაღებულ კადრებში ასახული იყო, ათობით კატა როგორ ცდილობდა ოთახიდან გარეთ გამოღწევას. საუბრობდნენ იმაზეც, რომ იყო კატების მიერ დახურულ სივრცეში კნუტების შეჭმის შემთხვევაც.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ შეიქმნა ჯგუფი, რომელშიც ცხოველთა უფლებების დამცველები და ცხოველთა მოყვარულები გაწევრიანდნენ გამოკეტილი კატების დასახსნელად.

ოთხი ორგანიზაციის სახელით: „პროექტი ცხოველებისთვის (მარტო დარჩენილი ცხოველებისთვის)“; „საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბი“, „წვრილი ცხოველების ვეტერინართა საქართველოს ასოციაცია“ და „უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ მახინჯაურის პოლიციაში წინასწარ გადაიგზავნა ოფიციალური საჩივარი.

ცხოველთა უფლებების დამცველებმა, მოხალისეებმა, ტყვეობიდან დახსნილი 75 კატა 7 თებერვალს თბილისში გადაიყვანეს.

„ბათუმელები“ ესაუბრა ნათია ჩიქოვანს, ორგანიზაცია „პროექტი ცხოველებისთვის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, რომლის თქმითაც, ამჟამად კატებს იკვლევენ. პირველადი დათვალიერებით ჩანს, რომ კატების უმრავლესობას, სავარაუდოდ, რინოტრაქეიტის ვირუსი აქვს – ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადება კატებში, რომელიც მაღალი ლეტალობით გამოირჩევა. ასევე, ზოგიერთ ცხოველს აქვს სოკოს ნიშნები, არის რაქიტის შემთხვევაც.

„ვეტერინარული კლინიკა „ვეტექსია“ ჩართული დიაგნოსტირების და მკურნალობის დაგეგმვის საკითხში. ყველა ცხოველი რჩება ვეტერინარების ზედამხედველობის ქვეშ დროებით იჯარით აღებულ სივრცეში. როგორც კი დასრულდება დიაგნოსტირება, დაიწყება მკურნალობის პროცესი, სტერილიზაცია/კასტრაცია. აუცილებლად გასტერილდება ყველა კატა. ამის შემდგომ უკვე დაიგეგმება მოქმედების სტრატეგია“, – გვითხრა ნათია ჩიქოვანმა, რომელიც გუშინ თავადაც იმყოფებოდა მახინჯაურში სხვა მოხალისეებთან ერთად, კატების დასახსნელად.

იგი ამბობს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მოხალისეებმა შინაური ცხოველების დახსნა შეძლეს კანონის დაცვით, ძალადობის გარეშე, პოლიციის ჩართულობით.

შემგროვებელი – ასე უწოდებენ ცხოველთა უფლებების დამცველები პირს, რომელიც კომპანიონ ცხოველებს აგროვებს ერთ სივრცეში, იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მათთვის სათანადო პირობების შექმნა.

ნათია ჩიქოვანი ამბობს, რომ შემგროვებლობა საქართველოში სერიოზული პრობლემაა და მახინჯაურის შემთხვევა არ არის ერთადერთი:

„მაგალითად, ძალიან გახმაურებულია ერთი საქმე, კახეთში, თუ არ ვცდები. ქალს ბევრი ძაღლი ჰყავს გამოკეტილი დახურულ სივრცეში. სამწუხაროდ, არ ვყოფილვართ ჩართული ამ თემაში, ვერ მოხდა კანონის ფარგლებში რეაგირება და ჯერჯერობით გაჩერებული არიან აქტივისტები – ვერ ხდება ცხოველების დახსნა. იყო თბილისში კიდევ ერთი მსგავსი საქმე, თუმცა ასეთი მასშტაბური, დაგეგმილი პროექტი არ განხორციელებულა, როგორც ეს მახინჯაურში მოხდა.

ორი თვე ვიმუშავეთ, რომ გამოგვეკვლია, გვენახა საერთაშორისო მაგალითები, დიდი მხარდაჭერა გვქონდა ვეტერინარული კლინიკებისგან, აქტივისტებისგან და საერთო ძალისხმევით მოხდა ამ შედეგის მიღწევა. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება პრეცედენტული საქმე“.

მახინჯაურში გამოკეტილი კატების დასახსნელად ყველა აქტივობას შემოწირულობით აფინანსებენ მოქალაქეები, რომელთაც უყვართ ცხოველები. ამაში შედის ტრანსპორტირების, კატებისთვის საგანგებო ფართობის დროებით დაქირავების, მკურნალობის, რეაბილიტაციის და კვების ხარჯები. თანხის შეგროვება კატების სამკურნალოდ გრძელდება.

______________

მთავარ ფოტოზე: ოთახში გამოკეტილი კატები თბილისში გადაიყვანეს. ამჟამად მათი დიაგნოსტირება მიმდინარეობს. ფოტო: ფისომოყვარულთა კლუბი

ბათუმისა და ქობულეთის სკოლებში 2 418 მოსწავლე ონლაინ ისწავლის

აჭარაში დისტანციური სწავლების ფორმატზე დარჩენა 2 418-მა მოსწავლემ ისურვა. მათ გაკვეთილები ონლაინში დღეიდან, 8 თებერვლიდან ჩაუტარდებათ. უკვე ერთი კვირაა, რაც აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდა. მანამდე თითქმის ერთი წელი ბავშვებს გაკვეთილები ონლაინ უტარდებოდათ.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციურად სწავლას ბათუმში 25 საჯარო სკოლაში 2 350 ბავშვი გააგრძელებს , ქობულეთში კი  – სამ საჯარო სკოლაში 68 მოსწავლე.

სკოლის შენობებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ ზოგიერთმა მშობელმა უარი თქვა შვილების სკოლაში გაშვებაზე, კორონავირუსის საფრთხის გამო.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მშობელი დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ მის შვილს კერძო სკოლა დისტანციურ ფორმატზე სწავლის გაგრძელებას არ თანხმდება.

ერთ-ერთი კერძო სკოლის – „გორდას“ დირექტორმა, ნინო მურვანიძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ დისტანციურზე გადასვლას თავისი წესები აქვს. „მშობელმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ სურს დისტანციურზე დარჩეს მისი შვილი, რადგან უნდა დავუსაბუთო [სკოლამ] სამინისტროს. ჩემთვის, მაგალითად, ჯერჯერობით განცხადებით არც ერთ მშობელს არ მოუმართავს“, – ამბობს ნინო მურვანიძე.

აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ კერძო სკოლებში ეს საკითხი სკოლის ადმინისტრაციასა და მშობელს შორის ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყდეს. „როგორც ვიცით, ბევრმა კერძო სკოლამ შესთავაზა მშობლებს სწავლების ჰიბრიდული მოდელი. ისინი ერთად წყვეტენ სწავლების მოდელს“, – გვითხრეს სამინისტროში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020-2021 სასწავლო წელს ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში 34 651 მოსწავლე სწავლობს,  სულ აჭარის სკოლებში კი  – 61 273 მოსწავლე.

___

განათლების სამინისტრომ არჩევანის შესაძლებლობა მხოლოდ ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს მისცა, სოფლად მცხოვრები ბავშვები კი ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საკლასო ოთახებში.

ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციული უწოდა ერთ-ერთმა მშობელმა, რომელიც სოფელ ლეღვაში ცხოვრობს და ის აპირებს სახალხო დამცველს მიმართოს განცხადებით.

რატომ არ უხდიან ხელფასს უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას

იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის წევრებისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება არ შეუწყვეტია, ოპოზიცია ხელფასს ვერ იღებს. ოპოზიციამ უფლებამოსილების შეწყვეტა გასული წლის 21 დეკემბერს ითხოვა, თუმცა 6 დეპუტატის ეს მოთხოვნა ამ დრომდე უმაღლეს საბჭოს არ განუხილავს. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის სავარძელი მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაიკავა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებას ელოდებიან და სესიის პირველივე სხდომაზე განიხილავენ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. უმაღლესი საბჭო საგზაფხულო სესიას 2 მარტს იწყებს.

რაც შეეხება ხელფასებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელფასს არ უხდიან, რადგან ისინი რომელიმე კომიტეტის წევრები არ არიან.

უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 152-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით: „თუ უმაღლესი საბჭოს წევრი, გარდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა, არ არის არც ერთი კომიტეტის შემადგენლობაში, მიიჩნევა, რომ იგი არ ახორციელებს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი. აღნიშნული ინფორმაცია აღირიცხება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ და ეგზავნება უმაღლესი საბჭოს აპარატს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.“

პარლამენტის შემთხვევაში უკვე განიხილეს ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას მანდატების გაუქმებაზე უარი უთხრა.

Exit mobile version