მთავარი,სიახლეები

საქართველოში კოვიდის 204 ახალი  შემთხვევა  დადასტურდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა

08.02.2021
საქართველოში კოვიდის 204 ახალი  შემთხვევა  დადასტურდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა

8 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 204 ახალი  შემთხვევა  დადასტურდა, ჩატარდა 6 593 კვლევა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 736 პირი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 298 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია  4 554 ადამიანი. აქედან 2 229  ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 499 მძიმე პაციენტია.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.69%. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: