Batumelebi | სად გაითიშება 9 თებერვალს შუქი ბათუმში, ქედაში, ხელვაჩაურსა და შუახევში სად გაითიშება 9 თებერვალს შუქი ბათუმში, ქედაში, ხელვაჩაურსა და შუახევში – Batumelebi
RU | GE  

სად გაითიშება 9 თებერვალს შუქი ბათუმში, ქედაში, ხელვაჩაურსა და შუახევში

ბათუმში, ხელვაჩაურში, ქედასა და შუახევში ხვალ, 9 თებერვალს, შუქი გაეთიშება „ენერგო-პროჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს.

კომპანიის განმარტებით, ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

9 თებერვალს შუქი გაითიშება: 

ბათუმში – 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: სულაბერიძის, პუშკინის, გ.ბრწყინვალის, ჯორჯიაშვილის, წერეთლისა და მიმდებარე ქუჩებს.

ხელვაჩაურში – 15:00-დან 17:00 საათამდე ურეხის დასახლების ნაწილსა და სოფელ ზედა ღელეს.

ქედაში – 10:00-დან 13:00 საათამდე სოფლებს: დოლოგანს,ზუნდაგას, ჭალახმელასა და მიმდებარე სოფლებს.

შუახევში – 11:00-დან 17:30 საათამდე პერიოდში, მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება სოფლებს: ფურტიოს, ნიგაზეულს, ახალდაბას, ხიჭაურს, წაბლანას, უჩამბას, ტბეთს, ოქროპილაურსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა შუახევის ნაწილს.

კომპანიის ცნობით, აბონენტებს ელექტროენერგია მიეწოდებათ სამუშაოების დასრულებისთანავე. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com