გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს, 8 თებერვლის 21 საათიდან 9 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ძირითადად უნალექოდ.
ხვალ, 9 თებერვალს, დღისით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 12 – 17 გრადუსი სითბო
- ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
- დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 –2 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 10-11 თებერვალს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.






