გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 იანვრის 21 საათიდან 24 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად, დღისით – ზოგან წვიმა. მთაში მოთოვს.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 232 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 599 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 23 946 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 36 549 ერთეული [+33]
MLRS – 1 623 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 282 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 113 277 ერთეული [+449]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 190 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 75 556 ერთეული [+140]
სპეცტექნიკა – 4 050 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
110 812 უპილოტო საფრენი აპარატი
646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 279 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 650 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 775 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
52 611 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
2026 წლის 28 იანვარს ბათუმის საკრებულომ მერიის მიმართვა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, გაძვირდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ბათუმში. ახლა მგზავრობის ფასი 30 თეთრია, მერია აცხადებს, რომ მგზავრობის ფასი 70 თეთრი უნდა გახდეს, რადგან საწვავის ფასი გაიზარდა. რას ამბობს ხალხი ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის გაძვირებაზე? – ნახეთ „ბათუმელების“ ქუჩის გამოკითხვა.
A first precedent has been set regarding sidewalk protest cases. Citizen Rezi Dumbadze was declared to have committed an administrative offense solely for standing on the sidewalk during a protest.
However, Judge Tornike Kapanadze issued him only a verbal warning and did not impose administrative detention. This information was shared by Dumbadze himself and his lawyer, Marika Arevadze.
According to the most recent amendments to the law on assemblies and demonstrations, it is now mandatory to notify the Ministry of Internal Affairs (MIA) at least five days before holding a gathering or demonstration in a public space. If the MIA decides, it has the authority to assign an alternative time and place for participants. The repressive law introduced by the “Georgian Dream” stipulates up to 15 days of detention (up to 20 days for organizers) and, in case of repeat offenses, criminal liability, which can carry up to one year of imprisonment.
Since the law came into force on December 12, numerous citizens have been issued administrative offense protocols and summoned to court for protesting on the sidewalk.
რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს კანონით გათვალისწინებული „ვადამდე გათავისუფლება“, ე.წ. უდოს მექანიზმი სინდისის პატიმრებს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ერთ-ერთი სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა, რომელიც პროფესიით ადვოკატია.
ზურაბ ცეცხლაძე განმარტავს, რით განსხვავდება ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შეწყალებისგან და ვინ როგორ განიხილავს პატიმრების საქმეებს.
ბატონო ზურაბ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმზე რას ფიქრობთ? დაახლოებით თვე-ნახევარში სასჯელის ნახევარი მოხდილი ექნება ზვიად ცეცხლაძეს და მასაც შეიძლება შეეხოს ეს მექანიზმი.
პირდაპირ გაცხადებული აქვს რეჟიმს, რომ ბრალის აღიარების და მონანიების გარეშე ერთ დღესაც კი არ აპატიებენ სინდისის პატიმრებს. ასე რომ, გამორიცხულია, ჩემი აზრით, ე.წ. უდოს კომისიის გზით გამოუშვან რომელიმე სინდისის პატიმარი.
ჩემი პოზიცია ასეთი იყო და ჩვენი ოჯახების პოზიცია გაცხადებული იყო, რომ კანონით დადგენილი უდო როგორიც არის, მხოლოდ პატიმრის თანხმობით და არა ბრალის აღიარებით ან მონანიებით, ჩვენ თანახმა ვიყავით, რომ სინდისის პატიმრები გამოსულიყვნენ.
პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის აუცილებელია მსჯავრდებულის თანხმობა. სინდისის პატიმრებს, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელის ნახევარი, ისეთი ტექსტი მიაწოდა ციხის ადმინისტრაციამ, რომელსაც თითქოს თანხმობის განცხადება ჰქვია, მაგრამ სინამდვილეში გამოდის, რომ ინანიებენ და აღიარებენ დანაშაულს. მე არ მინახავს ეს განცხადება, კონკრეტულად ტექსტი ციხიდან არ გამოსულა, მაგრამ თქვეს პატიმრებმა, რომ არ მოაწერეს ხელი ამ განცხადებას, რადგან ეს რეალურად თანხმობა კი არა, მონანიებაა.
თანხმობა გულისხმობს მხოლოდ იმის დადასტურებას, რომ მსჯავრდებული თანახმაა, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისმა საბჭომ განიხილოს მისი საქმე.
თანხმობის წერილები რომ არ არსებობს, ამის მიზეზი არის ის ტექსტი, რაზეც ცდილობდა ციხის ადმინისტრაცია ხელი მოეწერათ სინდისის პატიმრებს.
მე როგორც ვიცი, სინდისის პატიმრებს ამ წერილზე ხელი არ მოუწერიათ. შესაბამისად, არც საბჭოს განუხილავს რომელიმე სინდისის პატიმრის საქმე, ვისაც სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს.
როცა მსჯავრდებულს სასჯელის ნახევარი უკვე მოხდილი აქვს, კანონის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა. ეს არ არის დამოკიდებული მსჯავრდებულის მოთხოვნაზე. კანონის მიხედვით, საბჭო ვალდებულია დაუყოვნებლივ ამოიღოს ეს დოკუმენტები.
ე.წ. უდოს კომისიამ რომ განიხილოს პატიმრის საქმე, ამისთვის არც ბრალის აღიარებაა საჭირო?
არ არის საჭირო ბრალის აღიარება. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელის მოხდის გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ [ვადები დანაშაულის სიმძიმის მიხედვით კანონითაა განსაზღვრული] და პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, დოკუმენტაცია მიაწოდოს შესაბამის საბჭოს. ამის შემდეგ იწყება ოფიციალური წარმოება.
არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, მაგალითად, როგორია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ხომ არ აქვს მას ადმინისტრაციული გადაცდომები? აქვს თუ არა პრობლემები ადმინისტრაციასთან? როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა? ამ კრიტერიუმების შეჯერებით იღებს საბჭო გადაწყვეტილებას.
ე.წ. უდო იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გამოუშვან პატიმარი ციხიდან. შესაძლებელია პატიმრობა, მაგალითად, შინაპატიმრობით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეიცვალოს.
რით განსხვავდება პირობით ვადამდე გათავისუფლება შეწყალებისგან?
შეწყალებისგან განსხვავებით, ე.წ. უდოს მექანიზმი მსჯავრდებულზე ვრცელდება ავტომატურ რეჟიმში, როცა მოიხდი სასჯელის ნახევარს. თუ საბჭო იღებს დადებით გადაწყვეტილებას, ის უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან ან შემსუბუქდეს სასჯელი, მაგალითად, ელექტრონული სამაჯურით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით….
შეწყალება კი პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. პრეზიდენტი იწყალებს არა უდანაშაულოს, არამედ დამნაშავეს და მოიცავს იმას, რომ მსჯავრდებულმა უნდა აღიაროს ბრალი. ამის მიუხედავად, ჩვენ პრაქტიკაში ვნახეთ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძეს ბრალი არ უღიარებიათ და შეწყალებით გამოუშვეს.
რაც შეხება ისევ ე.წ. უდოს მექანიზმს, როგორ არჩევენ საბჭოს წევრებს?
ე.წ. უდოს საბჭო ხუთი წევრისგან შედგება: პენიტენციური სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითო წარმომადგენელი, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი სასწავლებლის ორი წარმომადგენელი. საბჭოს წევრები ერთი წლის ვადით ინიშნებიან.
რამდენიმე საბჭო არსებობს პენიტენციურ დაწესებულებების მიხედვით. არსებობს ცალკე საბჭოები ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის.
საბჭო განიხილავს საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშეც.
ანუ შესაძლოა საბჭო ფიზიკურად არც შეიკრიბოს. რამდენად დამოუკიდებელია ეს საბჭო თავის გადაწყვეტილებებში?
დამოუკიდებლობის ხარისხი, რა თქმა უნდა, ძალიან დაბალია. ძირითადად გადაწყვეტილებები მიიღება გავლენებით, პატრონაჟით, ასევე, არჩევნების მოახლოების შემთხვევაში პირდაპირ პატიმრების ოჯახებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ აი, შეუძლიათ, უდოთი გამოუშვან მისი შვილი, ქმარი, ასე შემდეგ.
ამ გზით საარჩევნო ხმებზე მონადირეებად აქციეს პატიმრების ოჯახები.
ამ ქვეყანაში დარჩა დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ორგანო? შესაბამისად, ისინი ვერ მიიღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რეჟიმის თანამდებობის პირები თავიანთი განცხადებებით პირდაპირ მიანიშნებენ ასეთ სამუშაო ორგანოებს, რაც უნდა გააკეთონ. ზეწოლას ახდენენ გარედან.
წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ სასამართლოს ბრალდებულისთვის მისჯილი ჯერ არა აქვს, გამოდის პრემიერი და ამბობს, რომ ის დამნაშავეა. უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს ამ ქვეყანაში. ბევრი რამ არ არსებობს. შესაბამისად, არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში არ არის.
რა გამოჩნდა თქვენთვის 19 იანვარს, როცა „ოცნების“ პრეზიდენტის შეწყალების აქტს ელოდით?
„ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უბოროტესი და ძალიან ვერაგი ძალაა, რომელმაც ყველა ინსტიტუტი მიითვისა, დამოუკიდებლობა დაუკარგა ყველა ინსტიტუტს და დამოუკიდებლობა დაუკარგა ლამის ქვეყანასაც.
ის, რაც იმ დღეს გააკეთეს, მთელი დღის განმავლობაში აქტი არ გამოაქვეყნეს, ხომ? ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანების წამება, პატიმრების ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც გარეთ ქარში, ბუქში, სიცივეში, ყინვაში იდგნენ, განხორციელდა წამების, არაადამიანობის უპრეცედენტო მაგალითები. მე არ ვგულისხმობ მარტო იმას, რომ მაინცდამაინც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები იყვნენ იქ, სხვა პატიმრების ოჯახის წევრებიც ლამის დილამდე ელოდნენ თავიანთ პატიმრებს.
სიამოვნებდათ იმის დანახვა, როგორ იქნებოდნენ სინდისის პატიმრები და პატიმრების ოჯახის წევრები გარეთ. პირდაპირი მნიშვნელობით და ხაზგასმით ვამბობ – ესენი არიან სადისტები და მანიაკალური აზრებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ სხვისი ტანჯვა და წამება.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აქტის გამოცემიდან დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინათ ისინი საპატიმროებიდან და ეს მეორე დღეზე არ უნდა გადასულიყო. ფაქტობრივად, რეჟიმმა გარეთ ხალხი აწამა, ხოლო ციხის შიგნით უკანონო პატიმრობაში ჰყავდათ 12-13 საათის განმავლობაში შეწყალებული და ბრალისგან უკვე გათავისუფლებული პირები. ისინი მსჯავრდებულები აღარ იყვნენ ისე ისხდნენ 12-13 საათი ციხეებში. მსგავსი რამ წინა წლებში, როცა ასობით სხვა პატიმარი შეიწყალეს, არ ყოფილა.
„პირველი ფაქტორია: დაინახო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ექნება მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა – მაღალი დემოკრატიული ლეგიტიმაცია შეიძლება დავარქვათ ამას და მეორე ფაქტორია მომენტი, როცა ეს ადამიანები გასაგებად დახატავენ გზას – როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. თუ ეს ორი ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე. ამ შემთხვევაში გარისკავენ ადამიანები და გამოვლენ,“ – მიიჩნევს ზურაბ ჯაფარიძე.
მასთან ინტერვიუ ბათუმში დღეს, 22 იანვარს ჩავწერეთ და საუბარი, პირველ რიგში, რეგიონებზე დავიწყეთ – არის თუ არა ოპოზიციონერი ლიდერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრების არქონა?
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ქუჩის პროტესტი აუცილებლად უნდა გაფართოვდეს და გაჩუმება გამოსავალი არ არის:
„მოდი, გამოვიზამთროთ ცოტა ხანი, შევიკეტოთ სახლებში და მერე, როცა რეჟიმი გეოპოლიტიკური ცვლილების გამო შეიძლება დასუსტდეს, გავაქტიურდეთ – ასე გამოდის, რომ არ გვესმის ამ რეჟიმის ბუნება. სახლში შესვლა ნიშნავს იმას, რომ ეს რეჟიმი, უბრალოდ, შეგჭამს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რეჟიმი გაჩერდება და შეტევაზე აღარ იქნება – არა, ეს რეჟიმი ნებისმიერ შემთხვევაში შეტევაზე იქნება და თავისუფლების ნებისმიერ კერას გაანადგურებს,“ – გვითხრა ზურაბ ჯაფარიძემ.
რა შანსი არსებობს, რომ ამ ვითარებაში დამარცხდეს „ქართული ოცნება“? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს.
გუშინ გვქონდა შეხვედრა „კოალიცია ცვლილებებისთვის” ბათუმის ოფისში, სადაც ძირითადად ამ კოალიციის წარმომადგენლები იყვნენ. როცა საჯარო გახდა ინფორმაცია ამ შეხვედრის შესახებ, კონკრეტულ ადამიანებს კითხვები ჰქონდათ, მოვიდნენ და ვისაუბრეთ. შემდეგ გვქონდა ბათუმელებთან შეხვედრა, თემური [თემურ გორგაძე] ჩვენი წარმომადგენელია აჭარაში და მას დაუკავშირდნენ ადამიანები…
არა მგონია, ჩემი ამომრჩევლები იყვნენ მაინცადამაინც, ძალიან მრავალფეროვანი საზოგადოება იყო, დაახლოებით 20 ადამიანი, კაფეში შევხვდით. აინტერესებდათ, თბილისში რა ხდება, პოლიტიკური პარტიები რას აკეთებენ, ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. გვეშველება რამე? – ეს იყო ძირითადი ლაიტმოტივი ამ დისკუსიის.
მასწავლებელი იყო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო… ყველა ჰყვებოდა თავის სფეროში დაახლოებით რა სიტუაციაა. კარგი სიტუაცია რომ არ არის, გასაგებია. ცხადია, ეს ხალხი ოპტიმიზმით სავსე არაა, მაგრამ რომ გითხრათ, წლის წინ გადასარევი იყო სიტუაცია და ახლა მნიშვნელოვანი გაუარესებაა – ასეც არ არის.
ზოგადი სურათი ერთია მთელ ქვეყანაში, სადაც არ უნდა წახვიდე, თუმცა სპეციფიკური მომენტებია რეგიონებში: დაცლილია რეგიონები. ვინც ადგილზეა, სოციალურად შეჭირვებულია, ან პენსიონერია, ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული, ამიტომაც, ზეწოლის ბერკეტი არსებობს ხელისუფლების ხელში. ადგილზე თუ რაიმე ბიზნესი არსებობს, ყველაფერი არის ბიძინასთან დაახლოებული რომელიმე პირის ხელში, ვინც დასაქმებული ჰყავთ, ისინიც შეშინებულები არიან, გაჩუმებულები. ყველას ეშინია რაღაცის დაკარგვა. აი, დაახლოებით ეს სურათია, რაც მოვისმინე.
ამას გარდა, საღამოს აქციაზე ვიყავი საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რომელიც ბათუმში იმართება ყოველდღიურად, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო, სხვათა შორის, ფოტოებიდან უფრო ნაკლები მეგონა.
არ ფიქრობთ, რომ თქვენი და საერთოდ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობაა? ადამიანებს ინდივიდუალურად არ ხვდებით ქალაქებსა თუ სოფლებში.
კი, ოღონდ ეს არ არის მარტო. პრობლემად ვაღიარებ, მაგრამ ეს არ არის მარტივად მოსაგვარებელი. არ მგონია ხარჯთეფექტური თუნდაც რეგიონებში ახლა სიარული მოსახლეობასთან შესახვედრად. ფიზიკურად შეუძლებელია მოსახლეობას შეხვდე.
რატომ არის შეუძლებელი?
იმიტომ, რომ ადამიანები არიან შეშინებულები.
ფიქრობთ, რომ არ შეგხვდებიან, მაგალითად, რომ ახვიდეთ ხულოს რომელიმე სოფელში?
არ შეგხვდებიან. გამოცდილება მაქვს: თითო-ოროლა ადამიანი თუ გამოგელაპარაკება. რასაც ჩვენ ვუყურებთ ტელემედიით, ეს არის შეხვედრები ძირითადად საკუთარ პარტიულ წარმომადგენლებთან…
ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება გქონდეს რეგიონებში სიარულით, არის ის, რომ საკუთარი პარტიის ან კოალიციის წარმომადგენლებს ხვდები, ისმენ პრობლემებს და მათ რაღაცნაირად ამხნევებ, უყვები, რას ვაკეთებთ თბილისში და ასე შემდეგ.
არ ფიქრობთ, რომ სათანადო ძალისხმევა არ გაგიწევიათ ამ კუთხით და სინამდვილეში ადამიანებს ძალიან უნდათ უშუალო შეხვედრები პოლიტიკოსებთან? „ბათუმელების“ გამოკითხვების დროს, განსაკუთრებით სოფლებში არაერთხელ უთქვამთ მოქალაქეებს, რომ სოფელში ოპოზიციონერი ლიდერი საერთოდ არ უნახავთ.
კვლევებშიც ასე ჩანს, მაგრამ სინამდვილეში, როცა ჩადიხარ ადგილზე, მერე პრობლემაა… აჭარაშიც იგივე თემურთან [თემურ გორგაძე, „გირჩის“ ლიდერი ბათუმში] ერთად მივლია ქედაში, ხულოში, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანს შევხვედრივარ… აგრესია არ არის, თუ ეს დაორგანიზებული არ არის რეჟიმის მხრიდან, მაგრამ პრობლემაა ადამიანების თავშეყრა. თუ მიხვალ სოფლის ბირჟაზე, სადაც რამდენიმე ადამიანი ზის, არავინ არ გაგაგდებს და დაგელაპარაკებიან, ძალიან ზრდილობიანადაც დაგელაპარაკებიან და მოგიკითხავენ, მაგრამ ადამიანების რაღაც ჯგუფი შეიკრიბოს და დაელაპარაკო – ამის მოხერხება ძალიან რთულია.
ჯგუფის შეკრება შეიძლება იყოს პრობლემა, მაგრამ პრობლემა არ არის ინდივიდუალური შეხვედრები.
ეს ხერხდება ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, რუსთავში. მეტი პრინციპში არსად არ ხერხდება. თელავსა და ზუგდიდშიც კი, უკვე პრობლემაა.
ამ ეტაპზე მგონი, შიშის ფაქტორი იმდენად ძლიერია, უბრალოდ არაა ეფექტური მაგის კეთება. შეგიძლიათ უფასოდ ჩართოთ ტიკ-ტოკზე ლაივი ან ფეისბუქზე და შეიძლება 10 000-მა ადამიანმა გიყუროს. ამას გააკეთებ ორ საათში. წარმოიდგინეთ, რომ ორ საათში შეგიძლია ესაუბრო 10 000 ადამიანს და რაღაც გააგებინო მაშინ, როდესაც შეიძლება ორი დღე დახარჯო სოფლებში სიარულში და სულ ჯამში ნახო 50 ადამიანი, ვისაც ფიზიკურად მართლა დაელაპარაკები.
მაგრამ ყველა სოციალური ჯგუფი არ არის ტიკ-ტოკში. გარდა ამისა, ერთია ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება, მეორეა მათთან უშუალო შეხვედრა…
მაგაზე არ ვკამათობ. უშუალოდ კომუნიკაციას არაფერი არ ანაცვლებს, ხელის ჩამორთმევას, ადამიანთან პირისპირ საუბარს. ლაივი და ტელევიზიიდან ლაპარაკი მაგას ვერ ჩაანაცვლებს.
უბრალოდ იმას ვიძახი, რომ ამ ეტაპზე ეგ არ არის ხარჯთეფექტური, ხალხი შეშინებულია.
მაგალითად, ბათუმში ფიქრობთ, რომ შეშინებულია ხალხი?
არა, ბათუმში არ არის მაგის პრობლემა.
მაშინ ბათუმში მაინც რატომ არ ხვდებით ინდივიდუალურად ადამიანებს?
გუშინ სამი შეხვედრა მქონდა, სადაც ვისაც სურვილი ჰქონდა, მოვიდა, მათ შორის, საჯაროდაც გავახმოვანე, რომ აი, აქ ვიქნები. ინდივიდუალურად მაინც არ ვხდები, ფიზიკურად შეუძლებელია. დღეში რომ დათვალო რამდენი ოჯახი შეიძლება მოასწრო? – ეს არავის არ უღირს.
რეგიონებში სიარულის აზრი არის ის, რომ ვისაც უნდა მოსვლა და საუბარი, იმ ადამიანთან გქონდეს კომუნიკაცია. რასაც თქვენ ამბობთ, აი, კარდაკარ რომ იარო, მაგას სჭირდება სხვა ეტაპი: უნდა გადავიდეთ იმ ეტაპზე, როცა ადამიანებს რაღაც შიში დაძლეული აქვთ და უკვე აღარ ეშინიათ.
შიშის საფუძველი შექმნა „ოცნებამ“ არაერთი რეპრესიული კანონით, როცა ტროტუარზე დგომასაც კი კრძალავენ, თუმცა იმავე „ბათუმელების“ გამოკითხვებით ჩანს, რომ პასიურობის მიზეზი უფრო არის არა შიში, არამედ იმედგაცრუება, ნიჰილიზმი, რომ პოლიტიკური ლიდერები არ არიან, ოპოზიცია ვერ ახერხებს გაერთიანებასაც კი, არ არსებობს პოლიტიკური სტრატეგია, პოლიტიკური გამარჯვების მიღწევა კი, პოლიტიკოსების გარეშე, ვერ გამოვა… თქვენ რამ შეგიქმნათ განწყობა, რომ ხალხს ეშინია?
სხვა ადამიანები გვიყვებიან იმას, რაც ვახსენე. გუშინ შეხვედრაზეც განხილვის საგანი ეს იყო. ყველა შეხვედრაზე მაგას გიყვებიან, რომ მათ გარშემო ადამიანები ბევრად უფრო შეშინებულები არიან, ვიდრე იყვნენ, ვთქვათ, სამი – ოთხი წლის წინ, რომ რეპრესიულმა კანონმდებლობამაც იმუშავა.
რამდენიმე ათასი ადამიანი გამოდიოდა აქციებზე, ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ გამოდის იმის გამო, რომ მათზე ინდივიდუალურად იმუშავეს საგამოძიებო თუ უსაფრთხოების სამსახურებმა. ძალიან გაიზარდა ფასი საჯაროდ გამოსვლის და პროტესტის.
შიშის დაძლევის მთავარი გზა არის ორი ფაქტორი, რომელიც დასაკმაყოფილებელია, მათ შორის, პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან. პოლიტიკურ მოთამაშეებს ვუწოდებ არამხოლოდ მათ, ვისაც პარტია და პოლიტიკოსი ჰქვია, არამედ ყველას, ვინც დღეს რეჟიმის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდის. ეს შეიძლება სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენელი იყოს.
პირველი ფაქტორია – დაინახო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ექნება მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა – მაღალი დემოკრატიული ლეგიტიმაცია შეიძლება დავარქვათ ამას და მეორე ფაქტორია მომენტი, როცა ეს ადამიანები გასაგებად დახატავენ გზას – როგორ მივდივართ გამარჯვებამდე.
თუ ეს ორი ფაქტორი დაიდო, ეს გზა მართლა მიდის გამარჯვებამდე. ამ შემთხვევაში გარისკავენ ადამიანები და გამოვლენ.
ზურაბ ჯაფარიძე
რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე მკაფიო ხედვის და გეგმის შემუშავება?
ხერხდება, ჩემი აზრით.
მე რაც გამოვედი ციხიდან, ამით ვარ დაკავებული. რაღაც პროცესები დაწყებულიც დამხვდა და რაღაც ნაწილში ჩართული ვარ. ამ წუთშიც მიდის დისკუსიები, როგორც პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, ისე სამოქალაქო ჯგუფებში. თბილისში ყოველდღიურად არის შეხვედრები – მაგაზე მიდის ზუსტად საუბარი, რომ რაღაც ტიპის შეთანხმებები დაიდოს: როგორ მივდივართ გამარჯვებამდე, სტრატეგია რა უნდა იყოს. მეორეა – გამარჯვების შემდეგ ტრანზიციული პერიოდი როგორი იქნება და ამ პერიოდში რა უნდა გაკეთდეს? მესამე საკითხი: ამ ტრანზიციული პერიოდის შემდეგ რა უნდა მოხდეს? როგორი შეიძლება იყოს, მაგალითად, ქცევის წესები?
შეიძლება, უბრალოდ მოხდეს ისე, რომ ჯერ პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ ცალკე და სამოქალაქო საზოგადოება – ცალკე. ეს არ არის, ჩემი აზრით, რაღაც დიდი ხნის საქმე.
ჩემი პოზიცია ეს არის – დიდი ძალების გაერთიანების გარეშე ამ რეჟიმთან ბრძოლა რთულია.
ერთობის აუცილებლობას ყველა იაზრებს, მაგრამ პარტიებს აქვთ დათქმები. გაჩნდა შანსი, რომ პოლიტიკოსებმა გაერთიანება შეძლოთ?
იმ პერიოდამდე, ვიდრე მე დამიჭერდნენ, არის იმის გააზრება შეცვლილი, რომ ერთობის გარეშე ქვეყნის შიგნით და გარეთ ბრძოლა, ჩვენ პარტნიორებთან პოზიციონირება, იქნება ბევრად რთული და გამარჯვებამდე მისვლა იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი. ამის გააზრება ძალიან მაღალია. ამიტომაც, ალბათობა იმისა, რომ კონსენსუსი შედგეს მოთამაშეებს შორის, როგორც პოლიტიკურ, ისე არაპოლიტიკურ ნაწილში, გაცილებით მაღალია, ვიდრე იყო თუნდაც თვეების წინ. ამას ვხედავ ცალსახად. რაზე შეთანხმდებიან, რაზე ვერ შეთანხმდებიან, ეს გამოჩნდება, შეიძლება, არ დაიდოს იდეალური სურათი, როგორც მე წარმომიდგენია.
ივანიშვილის რეჟიმი ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდება. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა დრო დასჭირდება ამას. ივანიშვილის რეჟიმი კი არა, გაცილებით უარესი რეჟიმები ჩამოშლილა და დამარცხებულა. ამიტომაც, ეს გარდაუვალი ამბავია, საუბარია იმაზე, რამდენ ხანში მოვასწრებთ ამას.
ეს პროცესი რომ დაჩქარდეს, აუცილებელია ძალების კონსოლიდაცია.
გამორიცხავთ, რომ ივანიშვილმა ბოლომდე შეძლოს ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია და სრულად გაანადგუროს შემორჩენილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მედია?
მაგ შემთხვევაშიც კი, მაინც დამარცხდება. ივანიშვილის რეჟიმი ვერ გაძლებს ისე, როგორც გაძლო საბჭოთა კავშირმა 70 წელი… ათწლეულები ვერ გაძლებს ეს რეჟიმი. ნებისმიერი რეჟიმი აჩვენებს მოსახლეობას, რომ ის მყარად დგას და საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ეს არ არის რეალობა.
ივანიშვილის ხელშია სრულად სახელისუფლებო ვერტიკალი – ნებისმიერი საჯარო მოხელე იქნება ეს, თუ მოსამართლე. რას ეფუძნება თქვენი ოპტიმიზმი?
ასადის რეჟიმიც ასე იყო. ნებისმიერი რეჟიმი ბოლო მომენტამდე ხატავს სურათს, რომ ის ძალიან მყარია და მონოლითური, რომ საფრთხე არ ემუქრება. ერთ დღეს, როდესაც ჩამოიშლება, უცებ ჩანს სურათი: თურმე, გარდაუვალი იყო მისი ჩამოშლა. ეს ყოველთვის ასე ხდება და ამათაც რასაც ვუყურებ, ვერ ვხედავ იმას, რომ მონოლითური იყოს.
იმდენად პანიკურ და პარანოიდულ მდგომარეობაშია ამ წუთში ივანიშვილი, დაერია თავის უერთგულეს ადამიანებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშინია. როგორ უნდა ჩავთვალოთ, რომ მონოლითური არიან, როცა ასეთი ბზარებია. სამწუხაროდ, ყურადღებას არავინ აქცევს, მაგრამ ასეთი ბზარი, რაც ღარიბაშვილის დაჭერამ გააჩინა „ოცნების“ ფლანგზე, აქამდე არასოდეს ყოფილა. სინამდვილეში ღარიბაშვილი უფრო ორგანულად იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ვიდრე კობახიძე. კობახიძე არავინ არაა.
თქვენი დაკვირვებით, რატომ დასჭირდა ივანიშვილს ღარიბაშვილის, ან ლილუაშვილის დაპატიმრება?
მიუხედავად პროპაგანდისა და პროპაგანდაში ჩასხმული ასობით მილიონი ლარისა, კვლევებში ჩანს, რომ ადამიანების უკმაყოფილება მაინც მზარდია. ეს პროპაგანდა მუშაობს ბირთვზე, რომელიც მოაქციეს ამ პროპაგანდაში იმიტომ, რომ რეჟიმის ძალაუფლებაში ყოფნაზეა მათი კეთილდღეობა დამოკიდებული.
ამის მიღმა ეს პროპაგანდა არ მუშაობს და ხალხი გაღიზიანებულია ბევრი რაღაცის გამო: ეს იქნება ფასები თუ ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა. შესაბამისად, ნებისმიერმა ერთმა ადამიანმა, ან ჯგუფმა, ვისაც შეიძლება ჰქონდეს დიდი ფინანსური რესურსი, შეიძლება ისარგებლოს ამ გაბრაზებული ხალხით, ამ ატმოსფეროთი და სცადონ ძალაუფლების ხელში ჩაგდება.
თქვენი აზრით, რა ეტაპზეა ახლა წინააღმდეგობა – გაძლიერდა თუ დასუსტდა?
მგონი, წინააღმდეგობის ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ამას ვერ ვზომავთ. მაგალითად, ციხის საკნიდან რაც ჩანდა, არის ის, რომ ჩვენ კი ვლაპარაკობთ, რომ სამი სტრატეგიული ხაზია: ართანამშრომლობა, გარედან წნეხი და პროტესტი, მაგრამ ვერ ვზომავთ, ვერ ვაჩვენებთ სინამდვილეში წინ მივდივართ, ერთ ადგილს ვტკეპნით, თუ რას ვაკეთებთ.
ეს პროცესი დასაწყებია, სადაც გაზომვა იქნება შესაძლებელი. ჩემი აზრით, გაზომვა შესაძლებელია: ხალხის მობილიზება და ამ ხალხის, მათ შორის, დათვლა, რომ ქუჩაში იყოს პროტესტი მზარდი და ვხედავდეთ, რომ რაოდენობა მუდმივად იზრდება.
ყოველდღიურად თბილისში აღარ გამოდის იმ რაოდენობის ადამიანი, როგორც მანამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროტესტი სადღაც წავიდა. ასე ხდება იმავე ფაქტორების გამო, რაზეც ვსაუბრობდით. შაბათის მარშებია, სადაც გამოდის 2-3 ათასი ადამიანი და შესაძლებელია ამ რაოდენობის ზრდა. ისეთი პროცესია დასაწყები, სადაც შევძლებთ ამის გაზომვას. როცა პროგრესს დაინახავენ მოქალაქეები, დაინახავენ, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ, უფრო მეტად ჩაერთვებიან ამ პროცესში.
რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ რეჟიმთან წინააღმდეგობის პროცესში, თქვენ რას გამოყოფდით?
ნომერ პირველი შეცდომა იყო ძალების გაერთიანება, რაც ვერ შევძელით დიდი ხნის წინ, წლების წინ.
სამწუხაროდ, რეალობა არის ის, რომ ნდობა არ არსებობს პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. იმის გამო, რომ ნდობა არ არსებობს, კომუნიკაცია არ არსებობს, ხოლო კომუნიკაციის გარეშე ნდობა ვერ აღდგება. ეროვნული მოძრაობა რომ იყო 80-იანების ბოლოს და ყველა ერთმანეთს სუკის აგენტს ეძახდა, ეს მახსენდება. რაღაც მსგავსი სიტუაციაა ახლაც – საბოლოო ჯამში არავინ არავისი ბოლომდე არ ენდობა, ამის გამო ერთმანეთთან აღარ აქვთ ურთიერთობა.
ბევრად უფრო ინტენსიური, იმედის მომცემი პროცესები დამხვდა დაწყებული, ვიდრე მანამდე იყო: პოლიტიკური ძალები ერთმანეთში ლაპარაკობენ უფრო მეტად. ნდობა ვერ აღდგება სწრაფად, მე მაგის არ მჯერა და ტყუილების თქმას აზრი არა აქვს. უბრალოდ, თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ.
რაც მოხდა 4 ოქტომბერს: რაღაც ნაწილი პოლიტიკური ჯგუფებისა შევიდა ე.წ. არჩევნებში, რაღაც ნაწილი – არ შევიდა. აქეთა ფლანგს მიაჩნია, რომ ეს სერიოზული შეცდომა იყო და დღემდე მიგვაჩნია, რომ არის შეცდომა. იქითა ფლანგს კი, მიაჩნია პირიქით, რომ შეცდომა დავუშვით ჩვენ. ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ უსასრულოდ, მაგრამ ასე წინ ვერ წავალთ.
ერთადერთი გზა არის ის, რომ შევთანხმდეთ მსგავს სიტუაციებში როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, ხალხს უნდა ვკითხოთ და ხალხი თუ იტყვის, მას ყველა ვემორჩილებით. ამ წესზე თუ შევთანხმდებით, მსგავსი ტიპის პრობლემები აღარ გვექნება.
რამდენადაც არ უნდა მჯეროდეს, მართალი ვიყავით თუ არა, ამით მოიგო რუსულმა რეჟიმმა, იმიტომ, რომ გავიყავით, ნებისმიერი ჩვენი გაყოფა კი რეჟიმის ბედნიერების წყაროა. უხარიათ და ბედნიერები არიან ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვიყოფით – ისინი ძლიერდებიან.
დღეს რეალურად ვისთან, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ხედავთ ერთობას?
ალბათ ყველა უნდა იყოს მანდ. არ ვიცი, გახარია გამოეთიშა მაგ თამაშს, ჩემი აზრით…
„ლელო“?
„ლელო“ აუცილებლად, კი.
გახარია გამოეთიშა იმიტომ, რომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება… არ მგონია, რომ სერიოზული განწყობა ჰქონდეთ, ეს პოლიტიკური პარტია შეინარჩუნონ. მგონი თვითონაც ესმით, თუ ეს ე.წ. პარლამენტი მივიდა ვადის ბოლომდე, რაღაც რაოდენობის ადამიანებს მაღალი ხელფასები ექნებათ პარლამენტში და ამით დამთავრდება ეს პოლიტიკური მოძრაობა.
ცხადია, წინააღმდეგობაში მთავარი გამწევი ძალა იქნებიან პარტიები. საბოლოო ჯამში კი ამაში უნდა ჩაერთოს ყველა ის ადამიანი, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოდიოდა. პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მეტი ხალხი გამოვიყვანოთ ქუჩაში. ამის გარეშე ვერ წარმოიდგენია, როგორ უნდა მივაღწიოთ მიზანს…
მე ამ ტერმინს ვიყენებ ხოლმე – „გაერთიანებული დემოკრატიული ძალები“. ეს ორი სიტყვა მგონია, რომ ამ საერთო ქოლგის ქვეშ ბრენდში უნდა ფიგურირებდეს: გაერთიანებაც ძალიან მნიშვნელოვანია და დემოკრატიულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქვეყნის შიგნით ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მართლა მათ ხელშია ძალაუფლება და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც გარეთ, ჩვენი დასავლეთ პარტნიორებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ აქ არსებობს გაერთიანება.
ამ დრომდე ოპოზიციის გაერთიანების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად „ნაციონალური მოძრაობა“ სახელდებოდა არგუმენტით: „ნაციონალებთან არ დავდგები“. რა შეიცვალა ამ კუთხით?
ეგ გადალახულია, ჩემი აზრით. რა დროს „ნაციონალური მოძრაობაა“…
პოლიტიკური პარტიები, ჯამში, არიან გამოცდილები და ორგანიზებულები ასეთი ტიპის საქმიანობაში და გასაგებია, რომ უფრო კონკურენტულები არიან, ვიდრე სამოქალაქო ჯგუფები, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ რომელიმე პარტია, როგორც პარტია ფუნქციონირებს სრულფასოვნად, ამ წუთში არ არსებობს უბრალოდ.
ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, „ოცნების“ პროპაგანდამ აქტიურად იმუშავა ჩემ წინააღმდეგ და გამაშავესო. რატომ ჩათვალეთ, რომ ეს შეიძლება იყოს თქვენი ლიდერობის საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელი ოპოზიციონერის გაშავება არ სცადა „ოცნებამ“?
იქ საუბარი იყო იმაზე, შესაძლებელია თუ არა ამ პროცესს ჰყავდეს ერთი ლიდერი – ამის პასუხი იყო ის, რომ დღეს მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ მაგის შანსს, რომ ერთი ლიდერი დაიბადოს-მეთქი.
საზოგადოების რაღაც ნაწილის თვალში ყველა მეტ-ნაკლებად გაშავებულია სხვადასხვა არგუმენტით და დეზინფორმაციით, ამიტომ მოლოდინიც კი არა მაქვს, რომ შეიძლება ერთი ვიღაც გამოჩნდეს – იმასაც ორ დღეში გაგიშავებენ. ეროვნული მასშტაბის ლიდერად ვიღაცის წარმოჩენა ძალიან გაჭირდება.
როცა ერთობა მიღწეული არ არის, სტრატეგია არ გვაქვს და არ ჩანს ცვლილების რეალურობა, მოქალაქეები სხვამენ შეკითხვებს: რა შეგვიძლია? რატომ არის მნიშვნელოვანი ქუჩის პროტესტი? – რას ეტყოდით მათ?
ქუჩაში დგომა ერთადერთი საჯარო გამოხატულება იმისა, რომ ეს ქვეყანა არ შეეგუა დიქტატორულ რეჟიმს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება და თავისუფლებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. ამისი საჯარო დემონსტრაცია ერთადერთი ხდება ქუჩაში, სადაც გამოვდივართ და ვდგავართ – ბათუმში, ზუგდიდსა თუ თბილისში. მართალია, რაოდენობა აღარ არის ისეთი თვალში საცემი, მაგრამ რამდენიმე ათასი ადამიანი, თუნდაც როტაციით, თბილისში მაინც გამოდის და ყოველ დღე დგას.
ეს აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ ჯერ კიდევ, ჩვენ ჯერ კიდევ გვესმის თავისუფლების ფასი და არ ვეგუებით, მიუხედავად კატასტროფულად რეპრესიული კანონმდებლობისა – პრაქტიკულად ტერორის ატმოსფეროში ვცხოვრობთ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ქვეყანაში არსებობს თავისუფალი საზოგადოება, რომელიც აგრძელებს ბრძოლას. მაგით განვსხვავდებით, მაგალითად, ბელარუსისგან. საქართველოს და ბელარუსიის რეჟიმებს შორის დიდი განსხვავება უკვე აღარ არსებობს, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ აქ ჯერ კიდევ არსებობს თავისუფალი საზოგადოება, რომელიც ბრძოლას აგრძელებს მიუხედავად იმისა, რომ ტროტუარზე გაჩერების გამო ვიღაცებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი ემუქრებათ.
ქუჩაში პროტესტის გამოხატვა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ჩვენმა მეგობრებმაც დაინახონ – აქ ჯერ კიდევ არის თავისუფალი საზოგადოება.
მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ გავიმარჯვებთ ნებისმიერ შემთხვევაში. ეს ქვეყანა გადარჩება, როგორც თავისუფალი ქვეყანა და, მათ შორის, როგორც თავისუფალი საზოგადოება.
მიუხედავად ბევრი ნეგატივისა და იმედგაცრუებისა – და ეს იმედგაცრუება, ხელის ჩაქნევა მარტო პოლიტიკურ კლასს არ უკავშირდება – ადამიანები გარბიან ქვეყნიდან, მათ შორის, ჩემი მხარდამჭერებიც წავიდნენ. ამ ხალხთან როცა მაქვს საუბარი, შეიძლება პირველი იყოს ის, რომ პოლიტიკოსებმა რაღაც ვერ მოახერხეს, მაგრამ ჯამში იმედგაცრუება არის ქართული საზოგადოებით, ანუ ვიღაცებმა იმედი დაკარგეს, რომ აი, ჩვენგან, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, საეჭვოა, კარგი ქვეყანა გამოვიდეს.
მაგრამ მე მჯერა.
ეს ქვეყანა ათასწლეულებია არსებობს, ჩვენ კი თავისუფლებისთვის ყოველთვის ვიბრძოდით. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე წარსული 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის, როცა ჩვენს გადაკეთებას, სხვა ადამიანის გამოყვანას ცდილობდნენ. ეს არ არის მარტივი მემკვიდრეობა, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გამოგვყვა. ეს მემკვიდრეობა აისახება ბევრ რამეში.
შეუგუებლობა, გარდა იმისა, რომ არის პროტესტი და ღირებულება, ფიქრობთ, რომ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი?
პროტესტი არის ის, რაზეც დაშენდება ყველაფერი და ეს მოხდება აუცილებლად. ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა მივამატოთ ჩვენ ამ ბრძოლას, პროტესტი იქნება მაინც მისი საფუძველი.
ეს არის ქვეყანა, სადაც უკვე დიქტატორული რეჟიმია: ჩვენ აღარ გვაქვს დემოკრატიის მინიმალური სტანდარტები, ამ ქვეყანაში აღარ არის არჩევნები, როგორც ძალაუფლების ცვლილების ლეგიტიმური გზა, პარტიებს აუქმებენ, პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში სვამენ, არჩევნებზე დაკვირვება აიკრძალა… მილიონი რამ შეიძლება ჩამოვთვალოთ მარტო ბოლო წლის განმავლობაში, რაც მოხდა. ერთადერთი ბრძოლის გზა, ასეთ პირობებში, არის ქუჩა, ადამიანები, რომლებიც გამოდიან ქუჩაში და არ ეშინიათ იმის, რომ დააფიქსირონ საკუთარი პროტესტი.
ეს პროტესტი უნდა გაფართოვდეს და ყველაფერი ამაზე უნდა დაშენდეს.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეიძლება სტრატეგია იყოს გაჩუმება – „მოდი, გამოვიზამთროთ ცოტა ხანი, შევიკეტოთ სახლებში და მერე გავაქტიურდეთ, როცა რეჟიმი გეოპოლიტიკური ცვლილების გამო შეიძლება დასუსტდეს“ – გამოდის, რომ არ გვესმის ამ რეჟიმის ბუნება. გაჩერება და სახლში შესვლა ნიშნავს, რომ ეს რეჟიმი უბრალოდ შეგჭამს.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რეჟიმი გაჩერდება და შეტევაზე აღარ იქნება – არა, ეს რეჟიმი ნებისმიერ შემთხვევაში შეტევაზე იქნება და თავისუფლების ნებისმიერ კერას გაანადგურებს. ამიტომაც, პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანები ისევ გააქტიურდნენ, ქუჩაში გამოვიდნენ.
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რადიო „მარნეული“ წერილობით გააფრთხილა ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია NED-იდან მიღებული გრანტის გამო.
„32 542 ლარი, რის გამოც გაგვაფრთხილეს, იყო 12 ადამიანის 4 თვის ხელფასი“ – უთხრა რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა კამილა მამედოვამ „ბათუმელებს“.
„აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ გამონაკლისს, როგორიცაა კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროგრამაში პროდუქტის განთავსება. კანონის თანახმად, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება,“ – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
კამილა მამედოვას თქმით, 22 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება არის მეორე გაფრთხილება.
„პირველი გაფრთხილება ნოემბერში მივიღეთ. „დოიჩე ველეს“ გრანტი გვქონდა მულტიმედია კონტენტის წარმოებისთვის, რომელიც ვებს ეხებოდა. მე ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს არ ეხებოდა მაუწყებლობას. მაგრამ მაინც დაუყოვნებლივ კონტრაქტის შეწყვეტა მოითხოვეს, რისი აღსრულებაც დაგვჭირდა.
რაც შეეხება NED-ის, იცით, რომ რაღაც პერიოდი შეჩერებული ჰქონდა მუშაობა. NED-თან გვქონდა ორწლიანი კონტრაქტი. ამ კონტრაქტის პირველი წელი სრულდებოდა ივლისში, როდესაც NED-მა მოიგო სასამართლო აშშ-ში და დაბრუნდნენ. რადგან სრულდებოდა პროექტი, მე ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა… იცით, როგორი კრიზისია რეგიონულ მედიაში.
მე ჩავარიცხინე ეს თანხა და კომუნიკაციების კომისიასაც ეს ვუთხარი, რომ ეს იყო პროექტის დასრულება, ბოლო ტრანში. შეღავათი იყო ის, რომ უბრალოდ გაგვაფრთხილეს და არ დაგვაჯარიმეს. გაფრთხილება მივიღეთ, იმიტომ, რომ პირდაპირ უცხოურ დაფინანსებად არის აღქმული ეს თანხა.
NED -ის გრანტი იყო სამენოვანი რადიომაუწყებლობის მხარდაჭერა, ძირითადად ხელფასებზე გათვლილი,“ – უთხრა კამილა მამედოვამ „ბათუმელებს“.
პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციაც სადავოა, 2025 წლის 1-ელ აპრილს მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელი ცვლილებითაც აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა).
ამავე კანონით ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.
სადავო პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, უცხოურ ძალად მიიჩნევა უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
„ვინაიდან „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) დაფუძნებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგი წარმოადგენს უცხოურ ძალას, ხოლო მისგან მიღებული თანხა – უცხოური ძალისგან პირდაპირ დაფინანსებას,“ – ასე დაასაბუთა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს მიღებული გადაწყვეტილება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 23 იანვრიდან რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შეიზღუდება. გადაწყვეტილების მიზეზი საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
კერძოდ, ავტომანქანებისთვის გადაადგილება შეიზღუდება:
აკაკი წერეთლის ქუჩაზე, იმედაშვილის ქუჩიდან ესენინის ქუჩამდე მონაკვეთში – მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
იოსებ იმედაშვილის ქუჩაზე, წერეთლის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით – მოძრაობა სრულად აიკრძალება.
ბაქოს ქუჩაზე, შავშეთის ქუჩიდან საბაგირომდე მონაკვეთში – სავალი გზის მარცხენა ზოლში დროებით ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა იქნება.
მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება სულაბერიძისა და პუშკინის ქუჩების გარკვეული მონაკვეთებისა და იმედაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რაც გულისხმობს მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და განათების სისტემის განახლებას.
პროექტის შედეგად ამ მონაკვეთებზე არსებითად უნდა გაიზარდოს სანიაღვრე ქსელის გამტარუნარიანობა.
სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში შევიდა.
22 იანვრის 16:00 საათის მდგომარეობით, სუსი შევიდა „დეილი ჯგუფსა“ და „აგროჰაბში“.
„ტვ პირველის“ ინფორმაციით, სუსი ასევე შევიდა სადისტრიბუციო ქსელ „დაფნაში“.
„კი ბატონო, არიან ჩვენთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა მუშა პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, არანაირი არაფერი ზედმეტი არ არის, ამ ეტაპზე დანარჩენი ზედმეტი კომენტარისგან თავს ვიკავებთ, თუ რამე მნიშვნელოვანი იქნება, მომავალში გავაჟღერებთ,“ – უთხრა „დეილი ჯგუფის“ წარმომადგენელმა „ტვ პირველს“.
სუსის შევიდა „აგროჰაბშიც”. კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა, რომ სუს-მა მათგან დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვა.
„სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ მოსულები, ანტიკორუფციულიდან. დოკუმენტები და პროგრამული ბაზები მოითხოვეს. თარიღების მიხედვით არის რაღაცები გასაკეთებელი, გავამზადებთ დოკუმენტაციას და მივაწვდით,“ – თქვა გიორგი ჯაშიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა კომპანიაში წინასწარ დარეკეს და იკითხეს, იყვნენ თუ არა ოფისში ხელმძღვანელი პირები.
„დაგვირეკეს წინასწარ, თუ ხართ ოფისში, რაღაც საკითხები გვინდა გავიაროთო და მოვიდნენ. [მოვიდნენ] ფასებთან დაკავშირებით, რაზეც არის ეს პერიოდი საუბარი, მაღალ ფასებთან დაკავშირებით, მაგასთან კავშირშია ზუსტად,“ – თქვა გიორგი ჯაშიაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა სახის დოკუმენტაცია აინტერესებდათ, ჯაშიაშვილმა უპასუხა, რომ სუს-ს „აგროჰაბიდან“ შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა ტიპის დოკუმენტაცია აინტერესებდა. კონკრეტულად, რა ფასად იყიდება თითოეული პროდუქტი.
როგორც „ნეტგაზეთს“ სუს-ში განუცხადეს, „ათობით განჩინებაა და სხვადასხვა კომპანიისგან ხდება დოკუმენტების ამოღება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით“.
სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ქსელურ მარკეტებს, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე ეხება სურსათის ფასებს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სწავლობს.
სუსი-ის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „რითეილ ასოციაციამ“, რომელიც სუპერმარკეტების ქსელებს აერთიანებს.
„22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი გაჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.
ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით.
გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა,
დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს. შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება“, – ნათქვამია განცხადებაში.
21 იანვარს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა ფასების დაწევის საკითხზე სასაუბროდ.
კობახიძემ ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სუპერმარკეტების გაზრდილი რაოდენობა დაასახელა.
ტაივანელი თომას შუ, რომელიც 2022 წლის მაისში ბათუმის „დინამოს“ საპატიო პრეზიდენტად დასახელდა და ბათუმს მსხვილ უცხოელ ინვესტორად გაეცნო, სინამდვილეში ტაივანიდან 2014 წელს გაქცეული და ძებნაში მყოფი ნარკოდამნაშავე აღმოჩნდა.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ინვესტორი, რომელიც თომას შუს სახელით არის ცნობილი, სინამდვილეში ტაივანში დაბადებული მინგ ჩინ ჰსუა.
მან ტაივანი 2014 წელს მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლომ ის მეტამფეტამინის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნო.
ტაივანის დატოვების შემდეგ მან ფილიპინებისა და კამბოჯას მოქალაქეობა მიიღო და სახელიც შეიცვალა.
სამი ქვეყნის პოლიცია თომას შუს 2016 წელს 364 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკების გადაზიდვის დაფინანსებაშიც ეჭვმიტანილად მიიჩნევს, რაც აზიის მსხვილ ნარკოსინდიკატს – „სემ გორს“ (Sam Gor) უკავშირდება (შუსთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ტაივანსა და კამბოჯას შორის ექსტრადიციის ხელშეკრულება არ არსებობს).
შუ საქართველოში 2021 წელს ჩამოვიდა, როგორც კამბოჯური უძრავი ქონების გიგანტის, „ლიქსინ გრუპის“ (Lixin Group) წარმომადგენელი. ის კომპანიის სახელით, მაღალი დონის ღონისძიებებს ესწრებოდა.
თუმცა, დღეს Lixin Group-ის ადვოკატები ყველაფერს უარყოფენ და აცხადებენ, რომ შუს მათ ჯგუფთან კავშირი არ ჰქონია;
Lixin-ის ყველაზე ამბიციური პროექტი საქართველოში „ჰალსიონის კოშკები“ (Halcyon towers) უნდა ყოფილიყო – ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში.
თუმცა, პროექტის დაანონსებიდან 4 წლის შემდეგ მშენებლობა დაწყებულიც კი არ არის. უფრო მეტიც, როგორც ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, Lixin-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული არქიტექტურული ვიზუალიზაციები მნიშვნელოვნად ჰგავს ჩინეთისთვის შექმნილი სხვა პროექტის დიზაინს, რომლის ავტორი ბრიტანელი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი იყო.
ჟურნალისტური გამოძიების სრულად წაკითხვა შეგიძლიათ ამ ბმულზე:
„ქალთა მოძრაობა“, პოლიტიკოსი ქალები, ექიმები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და პატიმარი ქალების მხარდასაჭერ აქციას აანონსებენ სამშაბათს, 27 იანვარს, 18:00 საათზე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან.
განცხადებაში ვკითხულობთ:
„სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები არ სრულდება, წერილობითი პასუხი არ არსებობს, ხოლო მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
თუმცა ეს მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, ორივე ქალის მიმართ ადგილი აქვს ღირსების შემლახავ და არაადამიანურ მოპყრობას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას და ზრდის იზოლაციას.
ანასტასია ზინოვკინას საქმეში ვხედავთ გაუმჭვირვალე და დამამცირებელ გადაწყვეტილებებს – ის გაურკვეველი საფუძვლით გადაიყვანეს დახურული ტიპის დაწესებულებაში, რის შედეგადაც მკვეთრად შეეზღუდა სატელეფონო ზარებისა და პაემნების უფლება. ანასტასია სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, საკანში მარტო იმყოფება, ხოლო კომუნიკაციის შეზღუდვამ კიდევ უფრო გაამძაფრა მისი სოციალური იზოლაცია.
ნანა სანდერი კი საჯაროდ საუბრობს ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე – მკურნალობის შეფერხებაზე ან უარზე, საჭირო მედიკამენტების დაგვიანებაზე, აგრესიულ და დამამცირებელ დამოკიდებულებაზე ადმინისტრაციის მხრიდან, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და ლახავს მის ღირსებას.
„ქალთა მოძრაობა“, პოლიტიკოსი ქალები, ექიმები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ვითხოვთ სახელმწიფოსგან კანონით დაკისრებული ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულება.
ჩვენი მოთხოვნებია:
▪️ დაუყოვნებლივ ჩატარდეს სრული და კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები, მათ შორის:
– აუცილებელი აპარატურული კვლევები (MRI, CT, რენტგენოლოგიური, ნევროლოგიური და სხვა სპეციალიზებული კვლევები);
– შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასებისა და დიაგნოზის დაზუსტებისთვის;
– ყველა საჭირო ვიწრო პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია დამოუკიდებელი და ობიექტური სამედიცინო შეფასების უზრუნველსაყოფად.
▪️ სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა განხორციელდეს შესაბამის სამოქალაქო კლინიკაში, ხოლო შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში №18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული დაცვით.
▪️ ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციები სრულად და უწყვეტად შესრულდეს, დაიწყოს რეალური სამკურნალო პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს:
– აუცილებელი მედიკამენტოზური თერაპია;
– მკურნალობის პროცესის უწყვეტობა და ეფექტური სამედიცინო მონიტორინგი;
– ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების პრევენცია.
▪️ დაუყოვნებლივ შეწყდეს ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობა პატიმართა მიმართ“.
ნანა სანდერი 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. „ოცნების“ პროკურატურა მას ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება (226-ე მუხლი) და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (317-ე მუხლი).
ნანა სანდერი ბრალს არ აღიარებს და ციხეში მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.
ანასტასია ზინოვკინა რუსეთის მოქალაქეა. ის, არტემ გრიბულთან ერთად, 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული საშუალებას ფლობას ედავება. ისინი ბრალს არ აღირებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
ზინოვკინას, ასევე მასთან ერთად დაკავებულ არტემ გრიბულსა და ანტონ ჩეჩინს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 8,5- წლიანი პატიმრობა გასულ წელს მიუსაჯა.
ანასტასია ზინოვკინა, რომელიც რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშია, ციხიდან გამოგზავნილ წერილში საკანში არსებულ ანტისანიტარიასა და რთული პირობების შესახებ რამდენიმე თვეა საუბრობს. მან მიმართა სახალხო დამცველსაც. თუმცა ომბუდსმენმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მანდატში არ შედის ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსების ადგილის განსაზღვრა, „მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა“.
თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A-ს შეთავაზებების ფარგლებში, სათხილამურო სპორტის მოყვარულები შერჩეულ ონლაინ პლატფორმებზე ოთხივე კურორტის 7 და 10 დღიანი მულტისკი სეზონური აბონემენტების თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით შეძენისას, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
შეთავაზება ეხება ზრდასრულების აბონემენტებს და არ ვრცელდება მხოლოდ კონკრეტული კურორტის აბონემენტის შეძენისას. ფასდაკლებით სარგებლობისთვის, აბონემენტები უნდა შეიძინოთ ონლაინ პლატფორმებზე: SKIPASS.GE | TKT.GE | SuperApp | Biletebi.ge. ერთი ბარათით შესაძლებელია, მაქსიმუმ ორი ზრდასრულის აბონემენტის შეძენა.
აბონემენტების რაოდენობა ლიმიტირებულია, ამიტომ შეძენის სურვილის შემთხვევაში, იჩქარეთ. შეთავაზებით სარგებლობისთვის, იხელმძღვანელეთ შერჩეულ ონლაინ პლატფორმებზე (SKIPASS.GE | TKT.GE | SuperApp | Biletebi.ge) მითითებული ფასდაკლების მიღების მექანიკით.
შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
გახდით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი და ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და შეთავაზებებით.
დღეს, 22 იანვარს, ბათუმის მერიასთან ბაგრატიონის #113-ში მშენებარე კორპუსის ბინათმესაკუთრეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.
100-ზე მეტი ოჯახი თავს დეველოპერებისგან დაზარალებულად მიიჩნევს და ბათუმის მერს დეველოპერებთან მოლაპარაკებაში დახმარებას სთხოვს.
„2018 წელს შევიძინე ბინა. შემდეგ ორჯერ შეიცვალა ინვესტორი. ახლა სხვა დეველოპერია. 2018 წლიდან დღემდე არის აშენებული მხოლოდ ათი სართული. გაჩერებულია მშენებლობა. მეშვიდე წელია შენდება, წელიწადში ერთი სართულიც არ გამოდის.
ბოლო რვა თვეა საერთოდ შეჩერებულია.
ვითხოვთ გაგრძელდეს მშენებლობა და აშენდეს ჩვენი ბინა. ვითხოვთ, რომ შეთანხმდნენ ეს დეველოპერები ერთმანეთში. ბათუმის მერიასთან მოვედით ამიტომ, რომ მერიამ რამე გავლენა მოახდინოს მათზე. შეუძლებელია ამდენი წელი ქუჩაში ვიყოთ. საზღვარგარეთ მივდივართ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევიძინოთ ბინა და ასე გამოდის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ჟანა პაპუნაიშვილმა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მიმდინარეობის პარალელურად ბათუმის მერიაში ბაგრატიონის #113-ის მობინადრეების რამდენიმე წარმომადგენელი შევიდა მოლაპარაკებაზე.
აქციის მონაწილეებს ბათუმის მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მერიის პრესსამსახურმა „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის პოზიცია მიაწოდა ბაგრატიონის #113-ში მიმდინარე დაუსრულებელი მშენებლობის შესახებ
„ბათუმის მერი, ასევე მერიის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ ბაგრატიონის 113-ში, დაუსრულებელ კორპუსში არსებული ფართების მფლობელებს, რომლებიც მშენებლობის დასრულებას და საკუთარი ფართების მიღებას ითხოვენ.
საკითხი არის კერძო დავის საგანი – პროექტი რამდენჯერმე გაიყიდა, თუმცა, მშენებლობა ვერც ერთმა კომპანიამ ვერ დაასრულა. გარდა ამისა, ყოფილ და ამჟამინდელ მფლობელებს შორის ვერ შედგა შეთანხმება პროექტის ცვლილებასთან დაკავშირებით, რაც აფერხებს მშენებლობის გაგრძელებას.
საკითხის გადაწყვეტაში ხელშეწყობის მიზნით, მერიამ უზრუნველყო სამივე მხარის შეხვედრის ორგანიზება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეები შეთანხმდებიან, მერია შეძლებს ხელშემწყობი ღონისძების გამოყენებას საკითხში ჩარევის სხვა იძულებითი მექანიზმი მერიას არ გააჩნია,“ – ნათქვამია ბათუმის მერიის განმარტებაში.
ნახეთ პირდაპირი ეთერი ბათუმის მერიასთან გამართული აქციიდან.
22 იანვრის დილის მონაცემებით, უკრაინის დედაქალაქში, კიევში, დაახლოებით 3000 საცხოვრებელი კორპუსი გათბობის გარეშე რჩება. ელექტროენერგია კვლავ გათიშულია რუსეთის ენერგოობიექტებზე თავდასხმის შედეგად. ჰაერის ტემპერატურა კიევში დღეს -2, -8 გრადუსია.
20 იანვარს, რუსეთის დარტყმის შემდეგ, კიევში 5635 მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა გათბობის გარეშე დარჩა. ქალაქის მარცხენა სანაპიროც გარკვეული პერიოდის განმავლობაში წყლის გარეშე იყო.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ჯერ კიდევ 9 იანვარს მოუწოდა დედაქალაქის მცხოვრებებს, თუ შესაძლებლობა ჰქონდათ, დროებით დაეტოვებინათ ქალაქი ალტერნატიული ელექტროენერგიისა და სითბოს წყაროების მოსაძებნად, რადგან კიევის შენობების ნახევარი რუსული თავდასხმის შემდეგ გათბობის გარეშე დარჩა. მოგვიანებით კლიჩკომ განაცხადა, რომ იანვრის პირველ ნახევარში კიევი 600 ათასმა ადამიანმა დატოვა.
დღეს, 22 იანვარს, უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის კომენტარს იმის შესახებ, რომ თუ უკრაინა ამ ზამთარს გადარჩება, ომში უპირატესობა მის მხარეს იქნება და არა რუსეთის.
„მესმის, რომ ეს რთული ზამთარია. მესმის, რა ხდება კიევში, ვიცი ტემპერატურა. მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ თუ უკრაინა ამ ზამთარს – იანვარს, თებერვალს – გადაურჩება და მარტსა და აპრილში შევალთ, უპირატესობა თქვენს მხარეს იქნება, უკრაინის მხარეს და არა რუსეთის“, – აღნიშნა კელოგმა.
____________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/MAXYM MARUSENKO
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 230 810 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 596 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 23 943 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 36 516 ერთეული [+53]
MLRS – 1 623 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 282 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 112 828 ერთეული [+669]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 190 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 75 416 ერთეული [+178]
სპეცტექნიკა – 4 049 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
110 524 უპილოტო საფრენი აპარატი
646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 248 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 648 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 731 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
52 462 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სერ ნიკოლა ბრატცამ, რომელიც „კლუნების ფონდმა“ სასამართლო პროცესების მონიტორინგის ექსპერტად მიიწვია, მზია ამაღლობელის საქმე შეისწავლა.
ექსპერტის შეფასებები ერთვის კლუნების ფონდის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ვრცელ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, ქართულ სასამართლოში დაირღვა მზია ამაღლობელის დაცვის ძირითადი უფლებები, მათ შორის:
ბრალდებულის მიერ საკუთარი არჩევანით შერჩეულ ადვოკატებთან ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უფლება;
უფლება, ყოფილიყო ინფორმირებული იმ ბრალდების შესახებ, რომელშიც საბოლოოდ იქნა მსჯავრდებული – როგორც ცნობილია, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენის გამოტანისას ბრალი გადაუკვალიფიცირა.
ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, სერ ნიკოლა ბრატცა წერს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია – სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას მაღალი თანამდებობის პირები წინასწარ ავრცელებდნენ მიკერძოებულ განცხადებებს.
ასევე დაირღვა სასამართლო პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის უფლება. 8 თვის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესების დროს მზია ამაღლობელი რკინის გისოსებით შემოსაზღვრულ მინის კაბინაში იყო მოთავსებული და ისე ესწრებოდა პროცესებს.
ექსპერტის ეს შეფასებები ერთვის კლუნების ფონდის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ვრცელ ანგარიშს. ანგარიშის თანახმად, მზია ამაღლობელის სასამართლო არ იყო სამართლიანი. 85-გვერდიან ანგარიშში ვრცლადაა აღწერილი ყველა ის დარღვევა, რომელთა ერთობლიობითაც მზია ამაღლობელს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა.
სერ ნიკოლა ბრატცა – ბრიტანელი იურისტი და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტია. ის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ექსპერტად იყო მოწვეული კლუნების ფონდის მიერ.
„მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის წარმოებაში გამოვლინდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების მრავალი დარღვევა, რომლებმაც სერიოზულად შეარყია როგორც მისი დაკავებისა და სასამართლო პროცესის სამართლიანობა, ისე მის მიმართ გამოყენებული მსჯავრის სამართლიანობა – მსჯავრის, რომელიც დადებულ იქნა იმ დანაშაულის ჩადენისთვის, რომლის ჩადენაც მისთვის ბრალად არ წაუყენებიათ,“ – წერს თავის შეფასებაში სერ ნიკოლა ბრატცა.
სასამართლო პროცესების მონიტორინგის ექსპერტმა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი შეაფასა D – კატეგორიით.
TrialWatch მის მიერ შესწავლილ სასამართლო საქმეებს ხუთი – A, B, C, D, E კატეგორიით აფასებს. სადაც A საუკეთესო ქულაა, ხოლო E – ყველაზე უარესი. „D“ კატეგორია TrialWatch-ის მეთოდოლოგიაში ყველაზე უარესის E-ის წინა შეფასებაა.
„D“ კატეგორიით საქმის შეფასება მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესმა ვერ დააკმაყოფილა სამართლიანი სასამართლოს ძირითადი საერთაშორისო მოთხოვნები. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესების „D“ კატეგორიით შეფასება, ცხადყოფს სერიოზული და სისტემური პროცედურული ხარვეზების არსებობას, რაც უარყოფითად აისახება პროცესის სამართლიანობასა და უფლებების დაცვაზე.
ბათუმის მერია ავტოტრანსპორტით მოძრაობის მარშრუტს ისევ ცვლის. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც საკრებულოში დასამტკიცებლად არის გადაგზავნილი ცვლილება გულისხმობს როგორც ცალკეული მოძრაობის მარშრუტების გაუქმებას, ასევე ახალი მარშრუტის დამატებას.
ბათუმის მერიის პროექტის მიხედვით უქმდება N24, 30, 32 და 36 მარშრუტები და ემატება ახალი, N35 მუნიციპალური მარშრუტი, რომელიც იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: თევდორე მღვდლის ქუჩა – ხახულის ქუჩა – ლეონიძის ქუჩა – შარტავას ქუჩა – აბუსერიძის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა (საბაგირომდე).
პროექტის განმარტებით ბარათში განმარტებული არ არის, რამ გამოიწვია დაგეგმილი ცვლილება. არადა თვითმმართველობის კოდექსი პროექტის განმარტებითი ბარათის მომზადებას სწორედ იმისთვის ითვალისწინებს, რომ დასამტკიცებელი საკითხების შესახებ ამომრჩევლისთვის გასაგებად იყოს ინფორმაცია მიწოდებული. ამიტომაც ითხოვს კოდექსი განსახილველი საკითხების საჯაროდ გამოქვეყნებას.
ცვლილება ამოქმედდება მას შემდეგ, როცა საკრებულო პროექტს სხდომაზე დაამტკიცებს. სხდომა 28 იანვარსაა ჩანიშნული.
ბათუმის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას 70 თეთრამდე გეგმავს და ამისთვის საკრებულოს თანხმობას სთხოვს. ამ დროისთვის ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი 30 თეთრია.
გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად მერია საწვავის ფასის გაზრდას ასახელებს.
განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მგზავრობის ტარიფის ცვლილება გამოწვეულია ასევე M3 კატეგორიის მუნიციპალური ავტობუსების ავტოპარკის განახლებით და მარშრუტებს შორის მანძილის გაზრდით.
„აღნიშნული გარემოებების გამო გაზრდილი ხარჯების ნაწილობრივ კომპენსირების მიზნით მიზანშეწონილია დადგინდეს ახალი ტარიფი“ – განმარტავს მერია.
ის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე უფასო პლასტიკური ბარათებით სარგებლობდნენ, ისევ უფასოდ იმგზავრებენ.
„დადგინდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფები შემდეგი ოდენობით:
ა) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით 1 სტანდარტული მგზავრობა – 0,70 ლარი;
ბ) სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით ნულოვანი ტარიფით მგზავრობა – უფასო“ – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო ბარათით სარგებლობენ მოსწავლეები, მასწავლებლები, სტუდენტები, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები, პენსიონერები, ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები.
ასევე, მგზავრობა უფასოა შშმ პირებისთვის, ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარებისთვის, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის და 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარებისთვის.
განკარგულების პროექტის მიხედვით უფასო მგზავრობისთვის დანაკლისი „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მერიამ უნდა შეუვსოს.
„ბათუმის ტერიტორიაზე ავტობუსებით [M3 კატეგორია] მგზავრთა საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების საკითხი საკრებულომ მომავალი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.
კიდევ ერთი პროექტის მიხედვით, მერია ცვლის ასევე სამარშრუტო ტაქსებისთვის დაწესებულ ტარიფებს და ფასს 50 თეთრიდან 70 თეთრამდე ზრდის, თუმცა ეს ცვლილება მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის, რადგან დიდი ხანია სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ბათუმის მასშტაბით 70 თეთრი ღირს – მძღოლებმა ფასი თვითნებურად გაზარდეს ჯერ კიდევ 4 წლის წინ.
ბათუმის საკრებულოს სხდომა 28 იანვარს უნდა გაიმართოს.
„მე უფრო გამიკვირდებოდა, საქართველოსთვისაც რომ გამოეგზავნა მოწვევა ტრამპს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი. მას „მშვიდობის საბჭოზე“ ვესაუბრეთ, სადაც ტრამპმა სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან საქართველოს მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანიც მიიწვია.
„ჩვენი ქვეყნის თვითიზოლაცია საერთაშორისო პროცესებისგან არაფერ კარგს არ უქადის საქართველოს. სერიოზულ შესაძლებლობებს ვკარგავთ ყველა მიმართულებით… ადრე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ იმაზე, რომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. მე ვფიქრობ, ვკარგავთ კი არა, დავკარგეთ უკვე,“ – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი, რომელიც იმედოვნებს, რომ ამერიკელები საქართველოსთან მიმართებით ისევ გააქტიურდებიან.
„საქართველო თავის ადგილს ამერიკელების ინტერესების პრიორიტეტებში აუცილებლად დაიკავებს“, – მიიჩნევს იგი.
როგორ და რა შემთხვევაში მოხდება ეს? – „ბათუმელებმა“ ვალერი ჩეჩელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ მმართველობის წევრია.
ბატონო ვალერი, ტრამპმა აზერბაიჯანი და სომხეთიც კი მიიწვია ღაზას სექტორის აღსადგენად მშვიდობის საბჭოს დამფუძნებელ წევრებად და ამ შემთხვევაშიც აუარა გვერდი საქართველოს. როგორ ფიქრობთ, რატომ?
მე უფრო გამიკვირდებოდა, საქართველოსთვისაც რომ გამოეგზავნა მოწვევა. ისიც გაურკვეველია ჯერ, რა მოხდება სომხეთთან დაკავშირებით: ტრამპის მოთხოვნაა, რომ ერთი მილიარდი შესატანი უნდა იყოს. აზერბაიჯანმა უკვე თანხმობა განაცხადა საბჭოს წევრობაზე, გასაგებიცაა, მას შესაბამისი ამბიციები აქვს. ერთი მილიარდი არ არის აზერბაიჯანისთვის ტრაგიკული თანხა, სომხეთთან მიმართებაში კი, ცოტა საეჭვოა, რას იზამს.
საქართველოსთან მიმართებაში, აბა, როგორ უნდა გამოეგზავნა ტრამპს მიწვევა? მას პირადი კონტაქტი საქართველოში არავისთან არ აქვს. ტრამპს მიღებული აქვს წერილი, რომელმაც მაინცდამაინც ბედნიერება არ მოუტანა. იმ ცნობილ წერილზე ვამბობ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ რომ გაუგზავნა, შემდეგ თურმე კიდევ რაღაც სხვა წერილი ყოფილა, როგორც ელჩმა დანიგანმა გვითხრა, რომელიც კიდევ უფრო უარესი იყო. რაც ჩვენ ვიცით, იმაზე უარესი რა იყო, ეს აღარ ვიცი. ის წერილი რომ წავიკითხე ჯერ ქართულად და მერე ინგლისურად, მე ჩემი დამემართა.
ვალერი ჩეჩელაშვილი
მერე კიდევ შათირიშვილის გაუთავებელი ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ტრამპიც არის „დიპ სტეიტის“ და „გლობალური ომის პარტიის“ აგენტი. ამ ყველაფრის ფონზე, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს? გარწმუნებთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში არის ეს მთელი ინფორმაცია, იმიტომ, რომ კარგად თარგმნიან და აწვდიან მიმდინარე მოვლენების თაობაზე ინფორმაციას ამერიკის საელჩოდან ტრამპის ადმინისტრაციას.
ამიტომაც, არავითარი შანსი იმისა, რომ ჩვენ დავეპატიჟებინეთ, არ იყო.
ასევე, არა მგონია, ჩვენ ერთი მილიარდის გადახდის მაინცდამაინც დიდი სურვილი გვქონდეს. მთავრობას ჯერ ის თავსატეხი აქვს ამოსახსნელი, როგორ გადაიხადოს ENKA-თან წაგებული 400 მილიონი დოლარი, რომელიც თავისთავად უდიდესი თანხაა. 400 მილიონი დოლარი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, იქნება ეს ჩვილი თუ პენსიონერი, ყველამ უნდა გადავიხადოთ 100 დოლარზე მეტი.
მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი რეპუტაცია და ავტორიტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში კნინდება. ჩვენ ყოველ შემთხვევაში აღარ ვჩანვართ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, როგორც ღირებული მოთამაშე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია.
ტრამპი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიით, საუბარია შუა დერეფნის სამხრეთის განშტოების მოწყობაზე, ამავე დროს ტრამპი არ ხედავს საქართველოს, სადაც აშშ-მ ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო. ეს რაზე მიუთითებს?
მე დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი ხედავს საქართველოს. ვერ წარმომიდგენია დიპლომატების ის ჯგუფი, რომელიც მუშაობდა აზერბაიჯან-სომხეთის შეთანხმებაზე [რომელსაც ხელი მოეწერა გასული 8 აგვისტოს ვაშინგტონში], არ ხედავდეს საქართველოს, მის გეოპოლიტიკურ ადგილს, როლს და მდებარეობას.
ხედავს, რა თქმა უნდა, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაც დონის, თუნდაც მინიმალური ურთიერთობები ჩამოყალიბდეს ტრამპის ადმინისტრაციასთან, უნდა შესრულდეს ელემენტარული წინაპირობები. ეს წერილები „ოცნებიდან“, დიდაქტიკური ტონი ურთიერთობებში ამერიკასთან სრულიად წარმოუდგენელია.
„ოცნების“ გზავნილი – „მოდით, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ“, რას ნიშნავს? იმ რამდენიმე მილიარდ დოლარს, რომელიც ჩადო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გამყარებაში, სამხედრო ძალების ჩამოყალიბებაში, ჰუმანიტარულ დახმარებაში, ეკონომიკის აღორძინებაში –ამას ჩვენ ხაზი უნდა გადავუსვათ? მე, როგორც მოქალაქე საქართველოსი, არ ვარ თანახმა, „სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ“. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აშშ-თან ძალიან კარგად აწყობილი სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები გვქონდა და ჩვენ უნდა ვისაუბროთ პარტნიორობის აღდგენაზე და არა ცარიელი ფურცლიდან ან სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებაზე.
ამიტომაც, მსგავსი განცხადებებიც კი, ძალიან საწყენია ამერიკელებისთვის. ვიდრე ელემენტარული ნაბიჯები არ გადაიდგმება „ქართული ოცნების“ მხრიდან, აქ ძირითადად ორი მიმართულებაა: პატიმრები და კანონები. თუ არ არის „ქართულ ოცნება“ მზად გარკვეული კომპრომისებისთვის, ლაპარაკი ნებისმიერ ურთიერთობების აღდგენაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, უადგილოა.
რამდენად გაიზარდა იმის საფრთხე, რომ ჩიხად ვიქცეთ?
ჩვენი ქვეყნის თვითიზოლაცია საერთაშორისო პროცესებისგან არაფერ კარგს არ უქადის საქართველოს. ჩვენ სერიოზულ შესაძლებლობებს ვკარგავთ ყველა მიმართულებით…
ადრე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ იმაზე, რომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ვკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. მე ვფიქრობ, ვკარგავთ კი არა, დავკარგეთ უკვე ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. ამის აღდგენას დასჭირდება ძალიან სერიოზული ძალისხმევა, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არ არის და ამას ვერ განახორციელებს.
ბატონი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რჩება ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად და ჩვენ მივყვებით ასოცირების გზას. გააკვირვა ბევრმა ამ განცხადებამ აბუ-დაბიში. მეც გამიკვირდა, სიმართლე გითხრათ, იმიტომ, რომ არ არის თანხვედრაში რიტორიკასთან, რომელსაც მიმართავს „ქართული ოცნება“ ევროპელებთან მიმართებაში.
დასავლეთი ხედავს სამხრეთ კავკასიას, როგორც რეგიონულ აქტორს, საქართველოს გარეშე. ეს შესაძლებელია?
არა, ეს ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, რაღაც ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ამერიკელების პოლიტიკა გააქტიურდება. იქ არის ჯგუფი, განსაკუთრებით კონგრესში, რომელიც არის დაკავებული საქართველოს პრობლემატიკით. მხედველობაში მაქვს ჯგუფი სენატორ უილსონის ხელმძღვანელობით, რომელიც „მეგობარი აქტის“ შემოქმედია. სხვათა შორის, ეს არის ორპარტიული ჯგუფი. რაღაც დონის ყურადღება ახლაც არის საქართველოსთან მიმართებაში ჩამოყალიბებული ამერიკაში. ჯერ არ გააქტიურებულა ეს.
მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან სერიოზული პალიტრა პრობლემებისა ყველა მიმართულებით, რასაც ბოლო პერიოდში დაემატა კიდევ ერთი დიდი გამოწვევა: ევროპასთან ურთიერთობა გრენლანდიის კონტექსტში.
ამიტომაც, რაღაც დრო კიდევ დასჭირდებათ ამერიკელებს, მოუბრუნდეს სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკას. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, საქართველო თავის ადგილს ამერიკელების ინტერესების პრიორიტეტებში აუცილებლად დაიკავებს.
საითკენ მიდის პროცესი ირანში, თქვენი დაკვირვებით, ახერხებს რეჟიმი პროტესტის ჩახშობას?
ამ ეტაპზე ჩანს, რომ, რეჟიმმა შეინარჩუნა საკუთარი პოზიციები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ფუნდამენტური პრობლემები, რის გამოც დაიწყო პროტესტი, გაუჩინარდა. 47 წლის განმავლობაში რეჟიმმა ვერ გამოავლინა თავისი კომპეტენტურობა, ვერ უზრუნველყოს ირანელი ხალხისთვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და განვითარების პერსპექტივები. ეს ცხადია. სამივე მიმართულებით არის ძალიან სერიოზული ჩავარდნა. ამ კრიზისიდან ძალიან დასუსტებული გამოვიდა რეჟიმი. ჯერ სრულიად არ არის დამთავრებული ეს ისტორია და აუცილებლად იქნება შემდგომი განვითარება. ვფიქრობ, ეს არის დროებითი პაუზა და ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ მოვლენების დინამიკურ განვითარებას
საბოლოო ჯამში, ეჭვი მეპარება, რომ შეინარჩუნოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ირანში ჰეგემონია. ყოველ შემთხვევაში 2026 წელს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება თეირანი.
ჩვენს ინტერესშია, როგორც მთლიანად სამხრეთ კავკასიის, ისე ცალკე აღებული ქვეყნების, რომ გვერდით გვყავდეს ერთიანი, დემოკრატიული, ეკონომიკურად განვითარებული და კარგი პერსპექტივების მქონე ირანის სახელმწიფო, რომელსაც ექნება თურქეთთან და სამხრეთ კავკასიასთან პარტნიორული და პრაგმატული ურთიერთობები. ეს მნიშვნელოვანწილად გაზრდის ასევე სამხრეთ კავკასიის, როგორც რეგიონის მიმზიდველობას და მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.
„მშვიდობის საბჭოზე“ მინდა გკითხოთ: რისთვის დასჭირდა, თქვენი აზრით, ტრამპს ეს საბჭო, თანაც პუტინის მონაწილეობით? მით უმეტეს მაშინ, როცა არსებობს გაერო?
აქ არის ბევრი გაურკვევლობა. ეს არის მშვიდობის საბჭო ღაზასთან დაკავშირებით. მშვიდობის საბჭო, რომელმაც შეიძლება გაერო ჩაანაცვლოს – ეს მეორე საკითხია. კი ბატონო, ტრამპმა პუტინი დაპატიჟა, მაგრამ პუტინის თვალით რომ შევხედოთ: რაში აინტერესებს ეს პუტინს, რუსეთში სერიოზული ფინანსური გამოწვევების ფონზე, ერთი მილიარდი დოლარი შეიტანოს საბჭოში, გახდეს მისი რიგითი წევრი, ამ საბჭოს სამუდამო თავმჯდომარედ კი, გამოცხადებულია ტრამპი. ვფიქრობ, რუსები რაღაც პაუზას აიღებენ ამ საკითხზე.
ამ საბჭოში არ არის დაპატიჟებული ჩინეთი. როგორ წარმოუდგენია ტრამპს, სამშვიდობო, დიდი ინიციატივა მსოფლიოში მეორე ეკონომიკის და პრაქტიკულად მეორე ისეთი გეოპოლიტიკური მოთამაშის გარეშე, როგორიც ჩინეთია?
ბევრი რამ არ არის გარკვეული. მაგალითად, თუ ქვეყანა ვერ გადაიხდის მილიარდს, ხმის მიცემის უფლების გარეშე იქნება წარმოდგენილი? როგორ მიიღებენ ეს ქვეყნები იმ ფაქტს, რომ სამუდამოდ ტრამპი უნდა იყოს თავმჯდომარე? რა მოხდება 2028 წლის შემდეგ, როცა ტრამპი უკვე პრეზიდენტი არ იქნება? როგორ მიიღებს გადაწყვეტილებებს ეს საბჭო, თუ არ იქნება კონსენსუსით მიღებული გადაწყვეტილებები? რა იქნება აღსრულების მექანიზმი?
გაეროს სისტემა, როგორც არ უნდა ვაკრიტიკოთ, გაცილებით უფრო დემოკრატიულად არის მოწყობილი, ხომ?! თავმჯდომარეობა როტაციულია, არსებობენ მუდმივი წევრები, დროებითი წევრები ორწლიანი ვადით და ასე შემდეგ. ვხედავთ, რომ ეს ვერ მუშაობს, იმიტომ, რომ კონსენსუსის პრინციპზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ამ შემთხვევაში, თუ არ იქნება კონსენსუსი, გამოდის, რომ იქ გაწევრიანებული ქვეყნები იღებენ თავის თავზე ვალდებულებას, რომ დაემორჩილონ უმრავლესობას. შეეკითხეთ ახლა რუსეთს: ეს მისაღებია მისთვის?
ამერიკული დიპლომატია საერთოდ ძალიან კარგად ინსტიტუციონალიზებული სტრუქტურაა თავისი სერიოზული სკოლით, ხედვებით და ასე შემდეგ. ამისთანა ნედლი, დაუმუშავებელი წინადადების წარდგენა, სადაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, ვფიქრობ, არ იყო მაინცდამაინც მიზანშეწონილი, მაგრამ ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ. იმაზე ანგარიში, რომ ეს საბჭო უმალ ამოქმედდება და ყველაფერი დალაგდება ამ საბჭოს მეშვეობით, სერიოზული ილუზია იქნება. ეს ვარდისფერი სათვალე, ვფიქრობ, არავის არ აქვს არც ევროპაში და, მათ შორის, არც რუსეთში, ჩინეთზე რომ საერთოდ არაფერი ვთქვათ.
საითკენ მიდის დღეს ეს საერთაშორისო წესრიგი? თქვენ გრენლანდია ახსენეთ და გუშინ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა: ყირიმი არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთის უსაფრთხოებისთვის, ვიდრე გრენლანდია ამერიკის შეერთებული შტატებისთვისო.
ჩვენ ამ რიტორიკას ველოდებოდით კიდეც. მაგრამ ფუნდამენტური განსხვავება არის ის, რომ ამერიკელები ძალით არაფერს არ აკეთებენ. ამერიკელები კონსულტაციებს აწარმოებენ დანიელებთან და ევროპელებთან. მე სრულად გამოვრიცხავ ამერიკელების რაღაც სახის სამხედრო ოპერაციას გრენლანდიაზე არა იმიტომ, რომ ახლა ამერიკელები მაინცდამაინც საერთაშორისო სამართლის გამო შეიკავებენ თავს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ამერიკის მოწყობა, ინსტიტუციური, კანონმდებლობა და ის ფაქტი, რომ აუცილებლად დასჭირდება ტრამპს კონგრესის თანხმობა სამხედრო ოპერაციაზე, ის ამ თანხმობას ვერ მიიღებს ვერანაირად.
ბეწვის ხიდზე გაიარა რეზოლუციამ სენატში, სადაც სენატორები უკრძალავდნენ ტრამპს მათი ნებართვის გარეშე ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. წარმოიდგინეთ, 50-50-ზე იყო ხმები, რამდენიმე რესპუბლიკელმა მხარი დაუჭირა დემოკრატებს… და ეს მოხდა ვენესუელასთან ბრწყინვალე ოპერაციის შემდეგ, რომელიც ამერიკელებმა განახორციელეს.
გრენლანდიასთან დაკავშირებით კი, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრით, ამერიკელების 80% მხარს არ უჭერს გრენლანდიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებენ ევროპელები და ამერიკელები.
გრენლანდიის ფართობი არის 2 მილიონ 166 ათასი კვადრატული კილომეტრი. შედარებისთვის: მთლიანად სამხრეთ კავკასიის ფართობი არის 185 ათასი კვადრატული კილომეტრი – ანუ გრენლანდიის ერთი მერვედი. არსებობს ხელმოწერილი ხელშეკრულება დანიელებს და ამერიკელებს შორის. ბოლო-ბოლო შეიძლება მონიშნოს ტრამპმა ის ნაწილები გრენლანდიის, რომელიც განსაკუთრებულად ესაჭიროება, ვთქვათ, უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და იყიდოს არა მთლიანად გრენლანდია, არამედ ვთქვათ 100 000 კვადრატული კილომეტრი… მოკლედ, აქ ბევრი შესაძლებლობა არსებობს და მეორეს მხრივ, არც ამერიკელებს და არც ევროპელებს ახლა ურთიერთდაპირისპირება არანაირად არ აძლევს ხელს – ისინი ძალიან არიან დამოკიდებული ერთმანეთზე.
ეს ტრილიონობით ვაჭრობა, გინდა საქონლით, გინდა მომსახურებით, წარმოიდგინეთ, მარტო ევროკავშირი ფლობს საფინანსო ვალდებულებებს ამერიკის შეერთებული შტატების 8 ტრილიონი დოლარის ოდენობით. ამას დაუმატეთ დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია.
მეორეს მხრივ, ამერიკელები უზრუნველყოფენ პრაქტიკულად ევროპის თხევადი გაზით მომსახურებას. ევროატლანტიკური სივრცე ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, იმდენად ინტეგრირებულია, რომ სხვა გამოსავალი, ვიდრე რაღაც დიპლომატიური ხერხებია, არ არსებობს. ყველას ძალიან კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ეს ურთიერთქმედება.
ამასთან ერთად,მაგალითად, კანადელები დემონსტრირებენ, რომ მათ სხვა გამოსავალიც გააჩნიათ. კანადამ ახლახან მოაწერა სერიოზული სავაჭრო შეთანხმებას ხელი ჩინეთთან. ევროკავშირმა გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ამჯერად კი, სერიოზულად მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ინდოეთთან. ინდოეთი გახდა მეოთხე ეკონომიკა მსოფლიოში, იაპონიას გაუსწრო – თუ არ გაუსწრო, ძალიან მიუახლოვდა და მეხუთე ეკონომიკა მაინც არის.
ყველა მხარეს – ევროპელებსაც და ამერიკელებსაც, კანადელებსაც [კანადა 2-ტრილიონიანი ეკონომიკაა, მერვე ეკონომიკაა მსოფლიოში], აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტები ერთმანეთზე ნეგატიური და პოზიტიური ზემოქმედების.
ბალანსის ანალიზისას, ვფიქრობ, ატლანტიკური ოკეანის ორივე ნაპირი ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, მივა იმ დასკვნამდე, რომ ევროატლანტიკური პარტნიორობა არის უალტერნატივო.
მე ამის ძალიან მწამს და მჯერა. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს და გლობალური უსაფრთხოების სისტემისთვის – თავისთავად.
დღეს, 21 იანვარს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა ფასების დაწევის საკითხზე სასაუბროდ.
მან დღეს ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სუპერმარკეტების გაზრდილი რაოდენობა დაასახელა.
„ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში – 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც“ – თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, როდესაც ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლად აწარმოებს საქმიანობას, ეს ეხმარება ეკონომიკას, დასაქმებას, „თუმცა ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე სოციალური ტვირთი შემოდის მოსახლეობისთვის, რომ გადავწყვიტეთ, კონსულტაციების საფუძველზე გვეცადა გარკვეული ცვლილებების შეტანა მთლიანად საერთო სურათში.
რეალურად არის შემთხვევები, სადაც ორმაგი, სამმაგიც კი არის სხვაობა ფასებს შორის. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს, რაც საკმაოდ მაღალია“- განაცხადა კობახიძემ.
პრესრელიზის თანახმად, შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირაკლი კობახიძე მარკეტების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობს და ამ საკითხს ფასების გაზრდას უკავშირებს. მსგავსი განცხადება „ოცნების“ პრემიერმა 2025 წლის დეკემბერშიც გააკეთა. მაშინ მან მსხვილ სუპერმარკეტებს ირიბი ბრალდება წაუყენა და თქვა, რომ აქვს ეჭვი კარტელურ გარიგებაზე
რა ბედი ელის სასკოლო საგანს, „მოქალაქეობას“ და რატომ გაუჩნდათ განათლების სპეციალისტებს განცდა, რომ შესაძლოა „ოცნების“ ხელისუფლებამ ეს საგანი საერთოდ ამოიღოს საათობრივი ბადიდან? რა იციან ამის შესახებ თავად ამ საგნის მასწავლებლებმა და რას დაკარგავს სკოლა, თუკი ეს საგანი გაუქმდება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ესაუბრა.
„მეც მქონდა რაღაც მსგავსი მოლოდინები ამ საგანთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შიშები დადასტურებული არ არის. არ ვიცით დაზუსტებით, რომ შეიძლება ეს საგანი მართლა გააუქმონ, მაგრამ თუ ასე მოხდება, ეს გამოიწვევს უამრავი მასწავლებლის დატოვებას საათების გარეშე, წყალში ჩაიყრება ამდენი მასწავლებლის მძიმე შრომა, რადგან ყველაფერი გავაკეთე ჩემი პროფესიული განვითარებისთვის, გავხდი მენტორი მასწავლებელიც და ვიზრუნე იმისთვის, რომ ფეხზე დამდგარიყო ჩემი სკოლა და ახლა უნდათ, რომ ასე უცბად, ხელის ერთი მოსმით გააუქმონ ეს ყველაფერი?
ბოლო წლებში, მოქალაქეობრივი ცნობიერება ძლივს გაიზარდა და დღეს სულ სხვა ახალგაზრდა თაობა დგას ჩვენს წინაშე – მაღალი ცნობიერებით, მაღალი პასუხისმგებლობით, პატრიოტიზმით სავსე ადამიანები და იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოჰყვეს „მოქალაქეობის“ გაუქმებას“- ამბობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ჟანა ხაჩატურიანი, რომელიც ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში ასწავლის სამოქალაქო განათლებას და მოქალაქეობას.
მისი თქმით, სამოქალაქო განათლება მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ჩამოყალიბდეს პიროვნებად, შეძლოს საკუთარი უფლებების დაცვა და გაიღრმაოს ცოდნა ადამიანის უფლებების სფეროში, ასევე, წარმოდგენა შეექმნას როგორც ეკონომიკურ საკითხებზე, ასევე სახელმწიფოს მოწყობის და მისი განვითარების მოდელზე.
„ამ ყველაფერში ლომის წილს თამაშობს სამოქალაქო განათლება და ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ ჩვენც, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები.
საგანი – მოქალაქეობის გაქრობა, ნიშნავს თავისუფალი აზრის გაქრობას! რაც მძიმე შედეგად აისახება ქვეყანაზე“ – ამბობს ჟანა ხაჩატურიანი.
მას ვკითხეთ, თუ რატომ გაუჩნდა მსგავსი მოლოდინები „მოქალაქეობის“ შესაძლო გაუქმებაზე. მასწავლებელმა გვითხრა, რომ ეს ეჭვები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
„რაღაცნაირად, ისე გამოვიდა, რომ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები თითქოს უფრო კრიტიკულები ვართ და ასევე კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდებს ვზრდით, მაგრამ ჩვენი ეროვნული სასწავლო მიზნებიც ხომ ეს არის, რომ კრიტიკულად მოაზროვნე თაობები გავზარდოთ? ასეთი ხალხი კი, ყოველთვის პრობლემაა სისტემებისთვის“ – ამბობს ჟანა ხაჩატურიანი.
ვესაუბრეთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ კიდევ ერთ პედაგოგს, ლადო აფხაზავასაც. მისი თქმით, შესაძლოა „ოცნებამ“ ეს გადაწყვეტილება ფსევდო-ღირებულებებით გადაფუთოს.
„ეს ხელისუფლება თუ ერთ რამეს აკეთებს, მეორეს ყოველთვის ძირი ეთხრება. სწორედ ასე მოიქცევიან სამოქალაქო განათლების შემთხვევაშიც. ერთი ის ვიცი, რომ ყველაფერს, რაც დემოკრატიას უკავშირდება, ძირს უთხრიან.
დიმიტრი უზნაძემ გვითხრა, რომ სკოლა არის პატარა სახელმწიფო, რომლის მოქალაქეებიც არიან მოსწავლეები. სკოლა უნდა იყოს დემოკრატიული და თავისუფლებას უნდა პასუხობდესო და აი, ამ დიმიტრი უზნაძეს უთხრიან ძირს, მაგრამ მუდმივად ხომ არ იქნებიან ხელისუფლებაში?!
თუმცა ისეთი ჰონორი აქვთ, თითქოს მთელი დარჩენილი ცხოვრება ხელისუფლებაში იქნებიან.
თუ ამ ყველაფერს მოშლიან, ახალი თაობა, მომავალი თაობა ასეთ სისულელეების გაკეთებას ნამდვილად არ აპატიებს. უნდა დაფიქრდნენ, რომ მათი მიღებული გადაწყვეტილებები არ იყოს დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის“ – ამბობს ლადო აფხაზავა.
მას ვკითხეთ, ხომ არ აქვს მოლოდინი, რომ „მოქალაქობა“ არაფორმალურ განათლებაში შეიძლება გადაიტანონ და ასე შეეცადონ საათობრივი ბადიდან ამოღებას?
ლადო აფხაზავას თქმით, არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვან ღირებულებებს უყალიბებს ახალგაზრდებს, მაგრამ „მოქალაქეობის“ ამ სივრცეში გადმოტანით, შესაძლოა უკანა პლანზე გადავიდეს დემოკრატიული ღირებულებები და ადგილი დაუთმონ ფსევდო პატრიოტიზმს.
„ან რომელ ღირებულებებზე უნდა გვესაუბრონ ესენი, როცა ციხეში ჰყავთ ქალი გამოკეტილი იმის გამო, რომ რაღაც ფურცელი გააკრა კედელზე?
ან რა ღირებულებებზე უნდა გველაპარაკონ, როცა პატიმარს აფურთხებს პოლიციელი. რომელ ღირებულებებზე მელაპარაკებიან, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი აქვთ მიტაცებული და მართალი დამნაშავედ გამოჰყავთ. ამ ღირებულებებით უნდათ სკოლაში შემოსვლა?
ჩვენ მოსწავლეებს აზროვნებას, ფიქრს ვასწავლით, ვაჩვენებთ სწორ გზას და შემდეგ მისი არჩევანია, რა გზას დაადგება.
ერთხელ სიმულაციური თამაშიც გავაკეთეთ არჩევნებზე და ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი მე. სპეციალურად წარვადგინე სუსტი პროგრამა და წავაგე კიდეც არჩევნები, რადგან მოსწავლეებმა მითხრეს, კი ხარ ჩვენი მასწავლებელი, მაგრამ სხვისი პროგრამა უფრო მოგვეწონაო.
ამ ბავშვებმა იციან რა არის თავისუფალი არჩევანი და ამ ხელისუფლებას უნდა, რომ ეს ახალგაზრდები რაღაც მორჩილ, თავდახრილ მონებად აქციოს?!
ასე არ ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ამიტომ, თუ „მოქალაქეობის“ გაუქმებით უნდათ, რომ ეს ღირებულებები წაშალონ, ვფიქრობ, დააგვიანდათ“- ამბობს ლადო აფხაზავა.
მისი თქმით, პოლიციელის პროფესიის გაცნობაც შეიძლება ბავშვისთვის და სასულიერო პირის შემოყვანაც სკოლაში, თუ ეს ყველაფერი არ არღვევს დემოკრატიისა და თავისუფლების პრინციპებს.
„ყველა ხელისუფლების დროს დაგვყავდა მოსწავლეები პოლიციაში და ამაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ სახელმწიფო არის დემოკრატიული. მაგრამ ეს ყველაფერი, ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევად არ უნდა გადაიქცეს“ – ამბობს ლადო აფხაზავა.
მისი თქმით, სამწუხაროა ის, რომ დაანონსებული განათლების რეფორმის მიუხედავად, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები არ არიან პროცესებში ჩართული და მათ აზრი რეფორმის ავტორებს არ აინტერესებთ.
„ისიც არ ვიცით, რა ფოკუს-ჯგუფები შექმნეს და ვინ მუშაობს სახელმძღვანელოების საკითხზე.
მე მსგავსი რამ არ მსმენია, არც არავის უკითხავს ჩემთვის ან სხვა კოლეგებისთვის, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენი საგნის სახელმძღვანელო.
ჩვენ სამოქალაქო მასწავლებლების ფორუმიც გვქონდა სადაც საქართველოს 800 სკოლიდან გვყავდა მასწავლებლები მოწვეული და ვმსჯელობდით ამ საკითხებზე. თითქმის ყველასთან მაქვს კომუნიკაცია და არავისთვის უკითხავს მათთვის, რას ფიქრობენ სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებზე და არც იმაზე, რაიმე ჯგუფები იქმნება თუ არა სამინისტროში ამ საგნის ირგვლივ. ჩვენთვის არაფერი შემოუთვლიათ“ – ამბობს ლადო აფხაზავა.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა კიდევ ერთ მასწავლებელს და ტრენერს, სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორს, მანანა ჯინჭარაძეს და მას ჰკითხა, ხომ არ აქვს ინფორმაცია „მოქალაქეობის“ შესაძლო გაუქმების შესახებ ან ხომ არ მიუწვევიათ განათლების სამინისტროში, მაგალითად, ახალ სახელმძღვანელოზე კონსულტაციისთვის.
მანანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, სამოქალაქო განათლების გაუქმება არ იგეგმება.
„გაუქმებას არ ველოდები, რადგან სამოქალაქო განათლება არის ძალიან საინტერესო საგანი.
თქვენ სწორად მიუთითეთ ის, რომ ვარაუდები და მოსაზრებებია ამ საკითხზე და არ გითქვამთ, რომ ფაქტია. ფაქტი არის ის, რომ დღეის მდგომარეობით გაუქმებული არაფერი არ არის და არც სამომავლოდ არის რაიმე ასეთი დაგეგმილი, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი“ – გვითხრა მანანა ჯინჭარაძემ.
20 ინვარს განცხადება გაავრცელა სამოქალაქო მასწავლებლების პედაგოგთა ფორუმმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დღეებში აპირებენ წერილობით მიმართონ განათლების სამინისტროს და ასე მიიღონ პასუხი კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სამოქალაქო განათლების გაუქმება სკოლებში.
„ამ საკითხთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა არაოფიციალური მოკვლევა ჩაატარა, სამინისტროს სიპების წარმომადგენლებთან და საგნის ექსპერტებთან.
მოწოდებული ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმიდან საგნის მოქალაქეობა ამოღება დღის წესრიგში არ დგას.
ფორუმი უახლოეს დღეებში გეგმავს წერილობით მიმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა მივიღოთ ოფიციალური პასუხი აღნიშნულ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით“ – ნათქვამია განცხადებაში.
ზამთარში სოციალურად დაუცველი ზოგიერთი ოჯახი შეშით უზრუნველყოფას სთხოვს ბათუმის მერიას. რამდენმა ადამიანმა მოითხოვა წელს შეშა? – ბათუმის მერიაში ეს არ დაგვიზუსტეს, აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ 2025 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, „შეშით დაკმაყოფილებულია 50 ოჯახი“.
მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეშას გადასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამწვანების სამსახური მოჭრილი ხეების დამუშავებით საშეშე მასალას მიიღებს.
თუმცა წინა წლებში მერია გვწერდა, რომ მსგავსი ოჯახებისთვის შეშის გარკვეული მარაგი გათვალისწინებული იყო.
„სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეშის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაგროვდება გამწვანების სამსახურის მიერ გადაბელილი ან საჭიროებიდან გამომდინარე მოჭრილი ხეების დამუშავებით მიღებული საშეშე მასალა.
სოციალურად დაუცველი ოჯახების შეშით დაკმაყოფილება გრძელდება შემოსული განცხადებების შესაბამისად, სოციალური ქულების გათვალისწინებით. 2025 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით შეშით დაკმაყოფილებულია 50 ოჯახი“- მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.
დღეს, 21 იანვარს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და განათლების მკვლევრებმა განცხადებით მიმართეს განათლების სამინისტროს და მოითხოვეს უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტის წარდგენა.
მიმართვის ტექსტი გამოქვეყნდა ფეისბუქგვერდზე „ქართული განათლება საფრთხეშია“.
მიმართვის ტექსტს გთავაზობთ სრულად.
„უმაღლესი განათლების რეფორმა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და საჭიროებს გამჭვირვალე პროცესს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიზს და ფართო აკადემიურ/საზოგადოებრივ არსებით განხილვას.
2025 წლის 1 დეკემბერს დამტკიცებულ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით დღემდე არ არის საჯაროდ წარმოდგენილი მისი ანალიტიკური საფუძველი, არ არის ცნობილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელმაც იმუშავა კონცეფციის დაწერაზე, არ არის წარმოდგენილი ექსპერტული/აკადემიური შეფასებები შესაძლო შედეგებისა და რისკების შესახებ, კონცეფციას არ ახლავს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა და ფინანსური გათვლები.
ამასთან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, კონცეფციის საფუძველზე უმაღლესი განათლების კანონში განხორციელებული ცვლილებების შინაარსი და ის ფაქტი, რომ განმარტებით ბარათში ასევე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ანალიზი, დასაბუთება და ექსპერტული შეფასება.
არსებული ფორმით კონცეფციის დანერგვა ქმნის მნიშვნელოვან რისკებს:
▪️ უნივერსიტეტის ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ბოლონიის პროცესის პრინციპებსა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას;
▪️ უნივერსიტეტების ინსტიტუციური მდგრადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობების დაზიანება;
▪️ „ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი“ მიდგომით ხარისხის გაუარესება, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის დასუსტება და ფრაგმენტაცია;
▪️ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შემცირება (კვოტების შემცირება ან ხარისხის გაუარესება, თუ უმაღლესი განათლების დაფინანსება არსებითად არ გაიზრდება);
▪️ სასკოლო განათლების პრაქტიკულად 2 წლით შემცირების ფონზე, 3+1+1 მოდელზე ხისტად გადასვლით კრიტიკული პრობლემების შექმნა მოსწავლეებისა და სტუდენტების ცოდნის და კომპეტენციების განვითარების, ასევე სწავლის შედეგებზე გასვლის თვალსაზრისით; პროგრამების ხარისხის დაზიანება და კვალიფიკაციების საერთაშორისო აღიარებისთვის საფრთხის შექმნა.
▪️ ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ და ევროპულ სტანდარტებთან წინააღმდეგობების შექმნა და ევროპულ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესების დაზიანება
▪️ აკადემიური პერსონალის მართვის პოლიტიკის გაუმჭვირვალობა, პოლიტიკური გავლენების გაზრდა, და შესაბამისად, აკადემიური და სამეცნიერო განვითარების პოტენციალის დასუსტება.
ამასთან, მიმდინარე პროცესის და ცვლილებების ბუნდოვანება მნიშვნელოვნად აფერხებს უნივერსიტეტების და აკადემიური პერსონალის აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის დაგეგმვას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვითხოვთ სამინისტროსგან კონკრეტულ და საჯარო პასუხებს ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებზე და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენას.
კონცეფციის შემუშავების პროცესი, ანალიტიკური საფუძველი და დანერგვის გეგმა
▪️ წარმოგვიდგინეთ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელმაც შეიმუშავა რეფორმის კონცეფცია.
▪️ წარმოგვიდგინეთ მკვლევრებისა და ექსპერტების ჩამონათვალი, რომლებიც ჩართულები იყვნენ რეფორმის კონცეფციის განხილვასა და შეფასებაში, ასევე მათი მოსაზრებები და შეფასებები კონცეფციაში მითითებულ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.
▪️ გვაცნობეთ რეფორმის კონცეფციის შემუშავების პროცესში რომელ დაინტერესებულ მხარეებთან (უნივერსიტეტების პროფესორები, ადმინისტრაცია, სტუდენტები, აბიტურიენტები, მშობლები, მასწავლებლები) ჩატარდა შეხვედრები და კონსულტაციები და როდის? წარმოგვიდგინეთ შეხვედრებისა და კონსულტაციების ოქმები.
▪️ მოგვაწოდეთ არსებული კვლევები, შეფასებები, პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტები, რომლებსაც დაეყრდნო რეფორმის კონცეფცია.
▪️ წარმოგვიდგინეთ რეფორმის კონცეფციის შემუშავებისა და განხორციელებისთვის ჩატარებული კონკრეტული ახალი კვლევები, ანალიზი და შეფასება.
▪️ რეფორმის კონცეფციის შემუშავების პროცესში იყო თუ არა გათვალისწინებული/გაანალიზებული საერთაშორისო გამოცდილება? ასეთის არსებობის შემთხვევაში წარმოგვიდგინეთ ანალიზის დოკუმენტი.
▪️ წარმოგვიდგინეთ დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმა კონცეფციის განსახორციელებლად ვადებით, პასუხისმგებელი პირებით და ფინანსური გათვლებით.
▪️ წარმოგვიდგინეთ კონცეფციის განხორციელების მოსალოდნელი შედეგებისა და რისკების ანალიზი.
ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი
▪️ წარმოგვიდგინეთ ანალიზი და კვლევები, რომელსაც ეფუძნება „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის ჩამოყალიბება, მათ შორის, აღნიშნული მოდელის ოპტიმალურობისა და რისკების ანალიზი. განგვიმარტეთ, თუ რას გულისხმობს „ფაკულტეტი“ კონცეფციის ფარგლებში.
▪️ წარმოგვიდგინეთ კრიტერიუმები რომელთა მიხედვითაც შეირჩევა, თუ რომელი ფაკულტეტი რომელ უნივერსიტეტში იფუნქციონირებს.
▪️ წარმოგვიდგინეთ თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტში თითოეულ ფაკულტეტზე განხორციელებული პროგრამების, ასევე მათი ადმინისტრაციული, ინფრასტრუქტურული და აკადემიური შესაძლებლობების, არსებული სტუდენტთა მომავალი სტუდენტთა კონტინგენტის ანალიზი, იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდება თითოეულ უნივერსიტეტში ფაკულტეტების გადანაწილება/გაერთიანება.
▪️ წარმოგვიდგინეთ დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა ამ ცვლილების განსახორციელებლად.
▪️ წარმოგვიდგინეთ მიდგომა იმის შესახებ, თუ როგორ დაასრულებენ სწავლას უკვე ჩარიცხული სტუდენტები თავიანთ უნივერსიტეტებში იმ შემთხვევაში, თუკი მათი ფაკულტეტები გაუქმდება. როგორც საჯარო განცხადებებში იქნა ნათქვამი, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმ უნივერსიტეტებში დაასრულონ სწავლა, სადაც ჩაირიცხნენ. ასეთ შემთხვევაში, როგორ მოხდება იმ პროგრამებისთვის აკადემიური და ინფრასტრუქტურული რესურსის უზრუნველყოფა და შენარჩუნება, რომლებიც თითქმის მილევად რეჟიმში გადავლენ.
▪️ აღნიშნული პრინციპის განხორციელების შემთხვევაში, როგორია მიდგომა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებით?
სამწლიანი ბაკალავრიატი
▪️ წარმოგვიდგინეთ ანალიზი, თუ რას ეფუძნება სამწლიან ბაკალავრიატზე გადასვლა სასკოლო წლების შემცირების ფონზე, რომელიც განიხილავს აღნიშნული ცვლილებების შედეგებს მოსწავლეებისა და სტუდენტების აკადემიური პროგრესიისა და მიღწევები გაუმჯობესების თვალსაზრისით, და უმთავრესად აღნიშნული მოდელის შემთხვევაში, რა შეფასება და გარანტიები არსებობს, რომ სტუდენტებისა და მოსწავლეების აკადემიური მიღწევები არ გაუარესდება.
▪️ წარმოგვიდგინეთ კრიტერიუმები რომლის მიხედვითაც განისაზღვრება თუ რომელი პროგრამები გახდება სამწლიანი და რომელი პროგრამები დარჩება 4 წლიანი.
▪️ წარმოგვიდგინეთ საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების ამ კრიტერიუმების მიხედვით ჩატარებული ანალიზის შედეგები.
▪️ წარმოგვიდგინეთ გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება თითოეულ პროგრამაზე ოთხ წელზე გათვლილი სასწავლო კურსების სამ წელზე დაყვანა.
აკადემიური პერსონალი
▪️ წარმოგვიდგინეთ კრიტერიუმები, თუ როგორ მოხდება სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შერჩევა მიმართულებების მიხედვით.
▪️ წარმოგვიდგინეთ გეგმა, თუ როგორ განაწილდება სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ პრინციპის დანერგვის შემთხვევაში.
▪️ წარმოგვიდგინეთ გეგმა უნივერსიტეტებისა და მიმართულებების მიხედვით სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორების რაოდენობის შესახებ. ასევე, განგვიმარტეთ, აღნიშნულ კონტექსტში რას გულისხმობს „მიმართულება“.
▪️ წარმოგვიდგინეთ თითოეული აკადემიური პოზიციის გათვალისწინებით სახელფასო სქემა.
▪️ წარმოგვიდგინეთ აკადემიური პერსონალის დაწინაურების სქემა, კრიტერიუმები და შესაძლებლობები.
სტუდენტთა კვოტების განსაზღვრა
▪️ წარმოგვიდგინეთ მეთოდოლოგია და კრიტერიუმები თუ როგორ მოხდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში თითოეულ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის რაოდენობის განსაზღვრა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.
▪️ წარმოგვიდგინეთ უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და ინფრასტრუქტურული ანალიზი და გეგმა, რომელსაც ეფუძნება თითოეულ პროგრამაზე მისაღები სტუდენტების კონტინგენტის რაოდენობის განსაზღვრა.
▪️ წარმოგვიდგინეთ შემდეგი 3 წლის განმავლობაში პროგრამების მიხედვით დაგეგმილი მისაღები კონტინგენტის შესახებ გათვლები.
შრომის ბაზრის ანალიზი
▪️ წარმოგვიდგინეთ შრომის ბაზრის ანალიზისთვის გაწერილი მეთოდოლოგია, რომელსაც დაეფუძნება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის და თითოეულ მათგანზე მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრა.
▪️ წარმოგვიდგინეთ ჯგუფი, რომელიც მუშაობს შრომის ბაზრის ჩატარებაზე და როდის გახდება შრომის ბაზრის კვლევის შედეგები ცნობილი საზოგადოებისათვის.
▪️ წარმოგვიდგინეთ მიდგომა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო გამოიყენებს ბაზრის კვლევის შედეგებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალისა და მათზე მისაღები სტუდენტთა კონტინგენტის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.
დაფინანსება
▪️ წარმოგვიდგინეთ ანალიზი, რომელსაც ეფუძნება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი რეფორმის ფარგლებში, ასევე თავად დაფინანსების ახალი მოდელი და დაფინანსების წესი.
▪️ წარმოგვიდგინეთ რეფორმის განხორციელებაზე გაწერილი ბიუჯეტი. რა თანხაა გამოყოფილი უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემდეგი 3 წლის განმავლობაში.
▪️ დაფინანსების ახალი მოდელის მიხედვით, რამდენია ერთი სტუდენტის მომზადების თვითღირებულება საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებების და საფეხურების მიხედვით? რა თანხაა გათვალისწინებული უმაღლესი განათლების ბიუჯეტში ერთი სტუდენტის მომზადებაზე საგანმანათლებლო პროგრამების და საფეხურების მიხედვით?
ხარისხის უზრუნველყოფა
მიმდინარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მიხედვით უნივერსიტეტები თავიანთი სტრატეგიისა და პრიორიტეტების ფარგლებში თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი მიმართულებების და სტუდენტების კვოტების განსაზღვრის თაობაზე.
უმაღლესი განათლების კანონში განხორციელებული ცვლილებები უნივერსიტეტებს ართმევს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით (და არა მხოლოდ) ავტონომიას და წინააღმდეგობაში მოდის ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედ სტანდარტებთან და პრინციპებთან. როგორია მიდგომა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით? აღნიშნული საკითხების ცენტრალიზებულად მთავრობის მიერ განსაზღვრის შემთხვევაში რა მექანიზმების და კრიტერიუმების მიხედვით უზრუნველყოფს სახელმწიფო უმაღლესი განათლების ხარისხს?
საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა
წარმოგვიდგინეთ რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული გეგმა თბილისის და რეგიონების უნივერსიტეტების განვითარების შესახებ შესაბამისი ვადებითა და ფინანსური გათვლებით.
საერთაშორისო სტუდენტების მიღების შეზღუდვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში
წარმოგვიდგინეთ გეგმა, ფინანსური და ეკონომიკური გათვლები და საერთაშორისო სტუდენტების ნაკადების სტრატეგია სახელმწიფო უნივერსიტეტებში საერთაშორისო სტუდენტების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით“.
„ქართული განათლება საფრთხეშია“ საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების გაერთიანებაა, რომელიც, მათივე განმარტებით, ქმნის პლატფორმას განათლებისა და მეცნიერების წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების წინ წამოსაწევად და განსახილველად.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სასკოლო და უმაღლესი განათლების რეფორმის დაწყება გასულ წელს დააანონსა. მათი განცხადებით, სკოლებში გაუქმდება მე-12 კლასი და სწავლა გახდება 11-წლიანი.
ძირეული ცვლილებები აქვთ დაგეგმილი უმაღლეს განათლებაშიც, რაც სპეციალისტების თქმით, საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტების ავტონომიურობას და განათლებაზე ხელმისაწვდომობას. იზოლაციაში აქცევს ქართული განათლების სისტემას და ფაქტობრივად, მთლიანად აფერხებს უმაღლესი განათლების განვითარებას.
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance – თიბისი, კიდევ ერთხელ დაასახელა საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო მიმწოდებლად. რიგით 26-ე დაჯილდოების ფარგლებში, გამოცემამ გამარჯვებულები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში გამოავლინა.
თიბისიმ საერთაშორისო აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.
Global Finance-ის ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც თიბისის 45%-ზე მეტი წილი უჭირავს, მთლიანი პორტფელი კი 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს.
“Global Finance-ის ჯილდო თიბისის გუნდის ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა – ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს, რომ გავამარტივოთ ვაჭრობის დაფინანსების პროცესები და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევთავაზოთ. აქცენტს პროცესების გაციფრულებასა და ხელოვნურ ინტელექტზე ვაკეთებთ. მიმდინარე წელს ინტერნეტ და მობაილ ბანკში გარანტიების ციფრულად გაცემის სერვისს დავნერგავთ, რაც კიდევ უფრო გაზრდის პროდუქტზე ხელმისაწვდომობას, პროცესებს კი დააჩქარებს. სწორედ მომხმარებელზე ორიენტაცია და თიბისის გუნდის ექსპერტიზა განაპირობებს ბაზარზე ჩვენს ლიდერობას და ამყარებს თიბისის მიმართ მომხმარებელთა ნდობას, რომელთა რიცხვი იზრდება და დღეისთვის 1000-ზე მეტ კლიენტს აერთიანებს”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.
„გლობალური ვაჭრობის დაფინანსების სექტორი სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეტაპზეა – ბანკები და სერვისის მიმწოდებლები აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ბლოკჩეინ ტექნოლოგიასა და ციფრულ პლატფორმებს, რათა გაამარტივონ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა და გაზარდონ გამჭვირვალობა. წელს ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებლების ჯილდოები იმ კომპანიებს გადავეცით, რომლებიც თავიანთ მომხმარებლებს უმაღლესი დონის სერვისით, ტექნოლოგიებითა და რისკების მართვით ხელს უწყობენ ეფექტიან ვაჭრობაში”, – ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 21 იანვარს, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
კერძოდ, ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზის ფარავნის უღელტეხილზე და კმ110-კმ146 მონაკვეთზე
ნაქერალას უღელტეხილზე
საჩხერე-რაჭის გზაზე
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზის ოფიტარა-მელეს მონაკვეთზე
ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის ქორენიში-შოვის მონაკვეთზე
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:
საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის კმ21-კმ49 მონაკვეთზე
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, კორშა-შატილის მონაკვეთზე
უშგული-ლასდილის მონაკვეთზე
მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ბათუმი-ახალციხის გზის კმ50-კმ102 მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამავე დროს, დეპარტამენტის ცნობით, გუდაური–კობისა და რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთებზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და მოძრაობა თავისუფალია ყველა სახის ტრანსპორტისთვის.
2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ.
აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა ბოჩელის საკონცერტო გამოსვლა ამშვენებდა. მაესტრომ მიწვევა პირადად პრეზიდენტისგან მიიღო.
ღონისძიება თეთრი სახლის ისტორიულ, აღმოსავლეთ დარბაზში გაიმართა. ანდრეა ბოჩელის კონცერტს წინ უძღოდა თბილი წინასაკონცერტო მიღება, სადაც ცოცხალ სადღესასწაულო მუსიკას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ორკესტრი ასრულებდა. წინასაკონცერტო მიღებამ საღამოს მხიარული და საზეიმო განწყობა შექმნა, სადაც სტუმრები საუბრობდნენ და თეთრი სახლის კულინარიული გუნდის მიერ მომზადებულ სეზონურ კოქტეილებს აგემოვნებდნენ.
დამსწრეთა რაოდენობა 150-მდე სტუმრით იყო შეზღუდული, რომლებიც ბიზნესის, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს წარმოადგენდნენ. მოწვეულთა შორის იყვნენ: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო; გენერალური პროკურორი; აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი; თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი უაილსი; ასევე კაბინეტის სხვა გამორჩეული წევრები.
უაილსი, რომელიც თანამედროვე ამერიკულ პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე დისციპლინირებულ და ეფექტურ ლიდერად არის მიჩნეული, მთელი საღამოს განმავლობაში აქტიურად ესაუბრებოდა სტუმრებს და ზრუნავდა, რომ შეკრება თბილი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. მთელი საღამოს განმავლობაში, საუბრები მიმდინარეობდა ბუნებრივად და არაფორმალურად, რაც ასახავდა საშობაო სულისკვეთების, კულტურისა და ტრადიციებისადმი საერთო სიყვარულს, ყოველგვარი ოფიციალური დღის წესრიგის გარეშე.
საღამოს თანაპროდიუსერი იყო დიდი ხნის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი მარკ ადვენტი, რომელიც დეველოპერი და გლობალური ბიზნესის, უძრავი ქონებისა და ტურისტული კომპანიების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო დონეზე აღიარებული, გავლენიანი ფიგურაა. ადვენტი ცნობილია ისეთი მასშტაბური პროექტებით, როგორიცაა ლას-ვეგასის New York New York Hotel & Casino, რომელმაც 1997 წელს გახსნისთანავე შეცვალა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის სტანდარტები.
„ეს იყო მშვენიერი საშობაო საღამო, რომელიც მუსიკის, მეგობრობისა და მადლიერების გარშემო გაერთიანდა. ირაკლი და თორნიკე მოწვეულნი იყვნენ, როგორც სტუმრები, რათა მონაწილეობა მიეღოთ ამ გამორჩეულ კულტურულ გამოცდილებაში. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან რუბიოს ნახვა, რომელიც ირაკლისთან და თორნიკესთან ურთიერთობისას გულწრფელად იღიმოდა – ეს იყო შესანიშნავი მომენტი, რომელმაც ზუსტად ასახა საღამოს სითბო და განწყობა”, – განაცხადა ადვენტმა.
თავის მხრივ, ირაკლი კვერღელიძემ აღნიშნა, რომ „მაესტრო ბოჩელის შესრულების მოსმენა ასეთ გარემოში საოცრად ემოციური გამოცდილება იყო. მთელი საღამო, დაწყებული მშვენიერი წინასაკონცერტო მიღებით და დასრულებული თავად შესრულებით, ზუსტად ასახავდა შობის ნამდვილ სულს.“
ირაკლი კვერღელიძის ხელმძღვანელობით Orbi Group-ი ქმნის და მართავს მსოფლიოს უმსხვილეს სასტუმრო ობიექტებს, მათ შორის ფლაგმან პროექტს „Orbi City“ ბათუმში. Block Group-თან პარტნიორობით, კომპანია აგრძელებს მასშტაბური პროექტების განვითარებას საერთაშორისო დონეზე, მათ შორის დაგეგმილ პროექტებს თბილისსა და ბათუმში, ასევე გეგმავს თანამშრომლობას ლეგენდარულ იტალიურ ბრენდთან, Cipriani-სთან და Advent Allen International-თან.
„ეს საღამო განსაკუთრებული გახადა მისმა ენერგიამ და სითბომ, არაჩვეულებრივმა მუსიკამ, გულთბილმა გარემოცვამ და სეზონის ერთად აღნიშვნის სიხარულმა“, – დასძინა თორნიკე ჯანაშვილმა.
ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ, კვერღელიძე და ჯანაშვილი შეუერთდნენ ადვენტს და მის პარტნიორს, ლოს-ანჯელესისა და ლას-ვეგასის სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ლეგენდას, ბილ ალენს, წინასწარ დაგეგმილ ბიზნეს შეხვედრებზე. Advent Allen International-ი, Orbi Group-თან და Block Group-თან პარტნიორობით, ლას-ვეგასში მასშტაბური ინტეგრირებული კურორტისა და კაზინოს პროექტის დასაანონსებლად ემზადება და აქტიურად განიხილავს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე დალისტვის შესაძლებლობას.
მათ ახალ პროექტებს შორისაა 190 მილიონი დოლარის ღირებულების გასართობი ცენტრი ლას-ვეგასში, რომელიც შთაგონებულია Paramount Pictures-ისა და ტომ კრუზის ფილმებით, Top Gun-ითა და Top Gun: Maverick-ით. ეს იქნება მაღალტექნოლოგიური და ადრენალინით სავსე ადგილი, რომელიც ფილმების მასშტაბურობას გადმოსცემს.
საღამო ისე დასრულდა, როგორც დაიწყო: მადლიერებით მუსიკის, მეგობრობისა და შობის მარადიული სულის მიმართ.
„ირაკლისა და თორნიკეს ჩვენთან ერთად ყოფნა თეთრ სახლში მართლაც არაჩვეულებრივი იყო,“ – დასძინა ადვენტმა. „ისინი ქართულ ბიზნესს საუკეთესო ფორმით განასახიერებენ და ჩემი ნამდვილი მეგობრები და გამორჩეული ლიდერები არიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. უკვე დიდი ენთუზიაზმით ველოდებით მათ აშშ-ში დაბრუნებას, როდესაც შეერთებული შტატები 4 ივლისს, 250-ე იუბილეს იზეიმებს.“
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ბრალდებულს, რომელიც გონიოში ავარიაში მოყვა, ამ ავარიის შედეგად კი, ბრალდებულის ავტომანქანაში მყოფი სამი ქალი დაიღუპა.
საუბარია 2025 წლის 14 ივნისის შემთხვევაზე. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
დაკავებულს ბრალი სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„ბოლო 5 წლის განმავლობაში ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად, დღეს საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია,“ – ეს სტატისტიკური ინფორმაცია 24 დეკემბრის დილას, სპეციალური ვიდეორგოლით მიაწოდა საქართველოს მოსახლეობას „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ იქვე მსხვილ სუპერმარკეტებს ირიბი ბრალდება წაუყენა და თქვა, რომ აქვს ეჭვი კარტელურ გარიგებაზე.
„ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და, შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს.
მაგალითად, ესაა ე.წ. ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ.
რაც მთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
„ბათუმელებმა“ 2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოში მოქმედ რამდენიმე მსხვილ ქსელურ მარკეტს მიმართა შეკითხვებით. „ორ ნაბიჯს“, „ნიკორას“, „კარფურს“, „აგროჰაბს“, „დეილი ჯგუფს“ ვკითხეთ, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე როგორი იქნება მათი რეაგირება.
სუპერმარკეტებს ასევე ვკითხეთ:
აქვთ ქსელში ისეთი პრაქტიკა, როგორიცაა ე.წ. „ქსელის ქეშბექი“, მაღაზიაში შესვლის საფასური და მომწოდებლებისთვის გადახდის გადავადება?
არსებობს ქსელსა და სხვა დიდ სუპერმარკეტებს შორის რაიმე ფორმალური ან არაფორმალური შეთანხმება ფასებთან ან მომწოდებლების პირობებთან დაკავშირებით?
თუ ბაზარზე რეალურად არსებობს კონკურენცია, რატომ არის ფასები უმეტეს შემთხვევაში თითქმის იდენტური დიდ სუპერმარკეტებს შორის, მათ შორის აქციების პერიოდშიც? როგორ ხსნის თქვენი კომპანია ამას?
ხომ არ გეგმავს თქვენი კომპანია ქსელში არსებულ პროდუქტებზე ფასების შემცირებას?
თითქმის ერთი თვის თავზე არც ერთი ქსელური მარკეტიდან ინფორმაცია არ მიგვიღია.
ვინ ფლობს ქსელურ მარკეტებს საქართველოში
თიბისი კაპიტალის FMCG სექტორის კვლევის თანახმად, 2024 წელს გაყიდვების მოცულობით ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია სს „ნიკორა ტრეიდი“.
2025 წლის 30 ივნისის მონაცემებით, სს „ნიკორა ტრეიდი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობდა 654 მაღაზიას და ჰყავდა 8 600-ზე მეტი თანამშრომელი.
კომპანია თავის სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელს 20 000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის 500-მდე დასახელების პროდუქტი „ნიკორას“ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერაა წარმოებული.
სააქციო საზოგადოება „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯმენტის ქვეშაა ჰიპერმარკეტი „ლიბრე“, „ნუგეშის“ სუპერმარკეტების ქსელი და „ჰოთ-დოგ რუმი“.
სს „ნიკორა ტრეიდის“ ძირითადი აქციონერია სს „ნიკორა“, რომელიც ამჟამად ფლობს კომპანიის აქციების 96.60021%-ს. დამფუძნებელი ვასილ სუხიაშვილი ამავდროულად არის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (23%).
სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარეა ვასილ სუხიაშვილი. წევრები არიან: ტარას ნიჟარაძე, ირაკლი ბოქოლიშვილი, გია პეტრიაშვილი, ირაკლი ნიკოლაიშვილი, რუსეთის მოქალაქეები – ვასილ ტარადინი და ოლეგ გუბანოვი.
ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მიხედვით, 2024 წელს კომპანიის დაუბეგრავი მოგება 11.3 მილიონი ლარი იყო.
„ნიკორა ტრეიდის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი ბოქოლიშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე 21 იანვარი, 2026
ორი ნაბიჯი
შპს „ორი ნაბიჯი“ ადგილობრივი ბრენდია და ის 2009 წელს დაარსდა.
შპს „ორი ნაბიჯის“ წილის მფლობელები არიან გოჩა ცქიტიშვილი (33.34%), გიორგი ჩხეიძე (33.33%) და კახა ბექაური (33.33%). კახა ბექაური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა.
2024 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯს“ ქვეყნის მასშტაბით 529 საცალო მაღაზია ჰქონდა, მათგან 291 მდებარეობდა თბილისში, 43 – ქვემო ქართლში, 49- იმერეთში, 38 – კახეთში, 22 – აჭარაში, 28 – სამეგრელოში, 14 – მცხეთა-მთიანეთში, 22 – შიდა ქართლში და 22 – საქართველოს სხვა რეგიონებში.
2024 წლის ბოლოს კომპანიაში დასაქმებული იყო 4 800- მდე თანამშრომელი.
2024 წლის ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების მიხედვით, „ორი ნაბიჯის“ დაუბეგრავი მოგება 2024 წელს 64.4 მილიონი ლარი იყო.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, “ორი ნაბიჯის” ერთ-ერთი მეწილე, კახა ბექაური მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე 21 იანვარი, 2026
აგროჰაბი
შპს „აგროჰაბი“ 2016 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანია 2015 წელსაა დაარსებული, თუმცა სახელის ცვლილებამდე შპს „ფერმა მარკეტი“ ერქვა.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „აგროჰაბს“ თბილისში აქვს 7 ჰიპერმარკეტი/სუპერმარკეტი, ხოლო ბათუმში – ერთი. დასაქმებული ჰყავდა 2 146 თანამშრომელი.
2025 წელს ,,აგროჰაბმა” კიდევ ერთი სუპერმარკეტი ქუთაისში გახსნა.
კომპანიის 100 % წილს აკაკი ახვლედიანი ფლობს.
,,აგროჰაბს” აქვს საკუთარი ფერმები, აწარმოებს რძეს, ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატებს, სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტით შემოაქვს თევზი და ზღვის დელიკატესები, აქვს საკუთარი სასათბურე მეურნეობა, სადაც წლის განმავლობაში 200-მდე ტონა ბოსტნეული მოჰყავს. აწარმოებს ჯემებს და მურაბებს. ცალკე აქვს საკონდიტრო ხაზი და პურ-ფუნთუშეულის საამქრო.
„აგროჰაბის“ დაუბეგრავი მოგება 2024 წლისთვის 25.8 მილიონი ლარი იყო.
დეილი ჯგუფი
„დეილის ჯგუფი“ ამჟამად აერთიანებს „სპარის“, „იოლის“, „დეილის“, „კალათას“, „გვირილასა“ და „მაგნიტის“ ქსელებს. ეს ნიშნავს, რომ „დეილი ჯგუფი“ საქართველოს მასშტაბით ფლობს დაახლოებით 1 700 სავაჭრო წერტილს, რაც ორგანიზებული ბაზრის 30%-ია.
შპს „დეილის“ სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის შემადგენლობაში შედიან უტა მაზიაშვილი, არჩილ გეგენავა, დავით კუხალაშვილი, ზურაბ ზაქარიაძე და ცეზარ ჩოჩელი.
2023 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიას ამ წელს 5.4 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი ახალი ანგარიში, რომელიც 2024-2025 წლებში კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ასახავს.
კარფური
„კარფური“ ფრანგული საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში Majid Al Futtaim Group-ის მეშვეობით ოპერირებს.
„კარფურის“ პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში 2012 წელს გაიხსნა.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „კარფურს“ საქართველოში ჰქონდა ექვსი ჰიპერმარკეტი, 19 სუპერმარკეტი და 72 არასპეციალიზებული მაღაზია. ამავე პერიოდისათვის კომპანიაში დასაქმებული იყო 2 725 ადამიანი.
კარფური არის შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტსის“ შვილობილი საწარმო, რომელიც კომპანიის საწესდებო კაპიტალის 100%-ს ფლობს.
შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ კაპიტალის“ მფლობელია მაჯიდ ალ ფუტაიმის ოჯახის 9 წევრი, ხოლო საკონტროლო წილის მფლობელია თარიქ ალ ფუტაიმი.
2024 წელს კომპანიამ 34 მილიონზე მეტი ლარი იზარალა.
„2024 წელს კომპანიის ზარალი განაპირობა როგორც საერთო მოგების შემცირებამ, ისე საოპერაციო ხარჯების, კერძოდ თანამშრომლებზე გაწეული დანახარჯებისა და კომპანიის შიდა გადანაწილებული ხარჯების ზრდამ, ასევე საპროცენტო ხარჯის გაზრდამ, რაც გამოიწვია მშობელი საწარმოს ნასესხები სახსრების მოდიფიცირებებმა და საკურსო სხვაობით განპირობებულმა ზარალმა,“ – ნათქვამია „კარფურის“ 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში.
ევროპროდუქტი
„ევროპროდუქტი“ 2004 წელს დაარსებული ადგილობრივი ბრენდია.
ანგარიშგების პორტალზე გამოქვეყნებული 2024 წლის რეპორტის თანახმად, კომპანიის ძირითად ბიზნესსაქმიანობას წარმოადგენს საბითუმო და საცალო ვაჭრობა საკვები და არასაკვები პროდუქტით. კომპანია 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამარაგებდა 2600-მდე მაღაზიას და ოპერირებას უწევდა 38 მაღაზიას.
2024 წელს კომპანიაში დასაქმებული იყო 748 ადამიანი.
2025 წლის 31 იანვრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ევროპროდუქტის“ უშუალო მფლობელი იყო ნინო ბრეგვაძე 50%-იანი წილით და შპს „ჯი-თი-გრუპი“ 50 %-იანი წილით.
2025 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ჯი-თი-გრუპში“ წილები სამ პირზე ნაწილდებოდა თანაბრად. გიორგი გველესიანი, გიორგი თავდიშვილი და თემურ უსტიაშვილი კომპანიაში თანაბარ – 33%-იან წილებს ფლობენ.
„ევროპროდუქტს“ ორი აღმასრულებელი დირექტორი მართავდა – დავით ოსეფაშვილი და გიორგი თავდიშვილი.
„ევროპროდუქტის“ დაუბეგრავი მოგება 2024 წლისთვის 19 523 391 ლარი იყო.
დავით ოსეფაშვილი და გიორგი თავდიშვილი 21 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციაში, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრაზე
კომისია სურსათის ფასების შესასწავლად
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულებით, შეიქმნა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელიც სურსათის ფასების საკითხზე იმუშავებს. კომისიას თავად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
20 იანვარს ირაკლი კობახიძემ კომისიის პირველი სხდომა გამართა.
ამ შეხვედრის ოფიციალური რელიზის მიხედვით, მომდევნო კვირიდან გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
დღეს, 21 იანვარს კი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა.
„როგორც ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს განვუცხადე, მათთან ერთად გვინდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, როგორ შეიძლება გარკვეული პრაქტიკები შეიცვალოს იმისათვის, რომ მოვახერხოთ ფასების დაწევა. მთლიანობაში ჯამური საშუალო ფასნამატი ჩვენი დაანგარიშებით შეადგენს 86 პროცენტს.
ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია. ხუთი წლის განმავლობაში მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში არის გაორმაგებული. საქართველოში 100 000 კაცზე 113 მარკეტია, მაშინ, როდესაც გერმანიაში 45-ია იგივე მაჩვენებელი, ავსტრიაში – 62. არის კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებლები. ეს ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება ფასზე და ტვირთად აწვება მოსახლეობასაც.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები გაიმართება როგორც დისტრიბუტორებთან, ისე ადგილობრივ მწარმოებლებთან. ასევე, კომისია იმუშავებს მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც,“ – დაწერა შეხვედრის შემდეგ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე „ქართული ოცნების“ პრემიერმა.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მსხვილი საცალო სასურსათო ქსელური მარკეტების 15-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2003 წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მიერ, ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების სისტემების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
„სამართალდამცველებმა რ.ს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – იუწყება შსს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან.
„გამჭვირვალობის“ ცნობით, იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან მიიღეს 7 736 986 ლარი.
„გამჭვირვალობა“ წერს:
„7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი;
13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 301 გამარტივებული შესყიდვა;
იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, ტენდერების მოგების შემდეგ მიიღეს 465,900,569 ლარი.
მოქმედ დეპუტატებს 2012 წლიდან შეწირული აქვთ 2 738 586 ლარი. აქედან, 66 500 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას“, 39 000 ლარი „ხალხის ძალას“, ხოლო 2 633 086 ლარი „ქართულ ოცნებას“ და მის საპრეზიდენტო კანდიდატს (სალომე ზურაბიშვილი)“.
„გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, კვლევა ეყრდნობა საჯარო წყაროებს. კვლევაში არსებული მონაცემები არის 2025 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით და მოიცავს იმ დეპუტატების მონაცემებს (87 დეპუტატი), რომლებიც ამ დროისათვის მონაწილეობდნენ პარლამენტის საქმიანობაში.
„კვლევაში განხილულია პარლამენტის წევრების ბიზნეს კავშირები (წილები კომპანიებში), გამარტივებულ შესყიდვებსა და ტენდერებში დეპუტატების კომპანიების მონაწილეობა, წინასაარჩევნოდ დეპუტატების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დონაციები“ – წერს ორგანიზაცია.
აღნიშნული კვლევის მიხედვით, 87 დეპუტატიდან 41 კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლის შესახებ დეკლარაციაში უთითებს მხოლოდ 17.
საანგარიშო პერიოდში ბოლოს წარდგენილი დეკლარაციების შესაბამისად, ბიზნესებიდან მილიონი ლარი და მეტი შემოსავალი მიღებული აქვთ შემდეგ დეპუტატებს:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 229 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 587 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 23 938 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 36 463 ერთეული [+70]
MLRS – 1 621 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 279 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 112 159 ერთეული [+1 019]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 190 ერთეული [+27]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 75 238 ერთეული [+171]
სპეცტექნიკა – 4 049 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
110 524 უპილოტო საფრენი აპარატი
646 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 248 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 648 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 731 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
52 462 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ზუსტად მზია ამაღლობელი, როგორც სიმბოლო წინააღმდეგობის მოძრაობისა, მათ აშინებთ… ივანიშვილის რეჟიმი მილიონებს ხარჯავს, რომ მზია ამაღლობელით დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი სინდისის პატიმრით, ასევე, თქვენით და ჩემით დამთავრებული – არ იყოს არანაირი თანაგრძნობა. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენ მათთვის ვიყოთ საძულველები. ისინი ჩვენ არ მიგვიჩნევენ ადამიანებად. ეს არის დეჰუმანიზაცია,“ – მიიჩნევს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელსაც ნათლისღებასთან დაკავშირებულ შეწყალებაზე ვესაუბრეთ.
რა გამოჩნდა 2026 წლის 19 იანვარს, ნათლისღებას, როცა თოვაში, ციხეების გამოსასვლელებთან მთელი დღე-ღამით მყოფ ადამიანებს ქრისტიანულ ღირებულებებზე მოსაუბრე „ოცნების“ მთავრობამ არც კი უთხრა, ვინ შეიწყალეს? – სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ მწერალ ლაშა ბუღაძეს.
ბატონო ლაშა, რა გამოჩნდა თქვენთვის ყაველაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებულ პროცესში? „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა, რომელიც საუბრობს ეკლესიურობასა და ტრადიციებზე, ციხეებთან თოვაში მთელი დღე და მთელი ღამე უპასუხოდ ტოვებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს…
ალბათ ილუზია არავის ჰქონია, ან ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გვქონდეს ივანიშვილის მხრიდან გულმოწყალების, საერთოდ რაღაცნაირი ემპათიურობის თვისების ქონის. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენ მათთვის ვიყოთ საძულველები. ისინი ჩვენ არ მიგვიჩნევენ ადამიანებად. ეს არის დეჰუმანიზაცია, ამ სიტყვის ძალიან გამოცდილი მეთოდით.
ვისაც შეიძლება კიდევ ჰქონდეს განცდა, რომ „ოცნებას“ იქნებ რაღაც შერჩა – თქვენი თქმისა არ იყოს, ქრისტიანული, ან ქართული, რაც ქართული ტრადიციებისა და ეთიკის გარკვეულ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს [ისინი ხომ თავს ასეთად დეკლარირებენ], ცხადია, ეს გულუბრყვილობაა.
ვიმეორებ, ივანიშვილის რეჟიმი მილიონებს ხარჯავს, რომ მზია ამაღლობელით დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი სინდისის პატიმრით, ასევე, თქვენით და ჩემით დამთავრებული – არ იყოს არანაირი თანაგრძნობა.
ეს დიქტატორულ რეჟიმებს, ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ.
თქვენი დაკვირვებით, „ოცნების“ ამომრჩეველს მოსწონს ასეთი სასტიკი დამოკიდებულება სინდისის პატიმრების მიმართ?
კვლევები, რაც მინახავს, რაც მსმენია, „ოცნების“ ამომრჩეველსაც, რომელიც მერყეობს სადღაც 35 %-მდე, აწუხებს სინდისის პატიმრების ციხეში ყოფნა, თუმცა მათ თანაგრძნობის განცდა არ აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, ეს ადამიანები პატიმრობაში არ იყვნენ.
თუკი ამას შევხედავთ ივანიშვილის პერსპექტივიდან, მდარე, მაკიაველური პერსპექტივიდან – რაში სჭირდება მას შეწყალება? ერთადერთი იმისთვის, რომ ქოცებს აი, ეს დისკომფორტი არ ჰქონდეთ? ეს ჩანდა, მაგალითად, საპატრიარქოს სიგნალებიდანაც, ხომ?! ცნობილია ეს განცხადებები.
მაგრამ „ოცნების“ თვალთახედვით, პროტესტი დღეს არ არის საფრთხის მომტანი – ტროტუარზეც კი აღარ გვაყენებენ, ისეთი დრაკონული კანონები მოქმედებს. პრინციპში აღიარება ვერ მიიღეს. ყაველაშვილმა თქვა კიდეც, მაღიარონ და კი ბატონოო.
რა გამოდის, რაში გაცვალონ მაშინ ეს შეწყალება? ამიტომაც, ვახსენე პრიმიტიული, მაკიაველისტური ლოგიკა.
ანუ ივანიშვილმა სინდისის პატიმრების შეწყალების საკითხი ვერ გამოიყენა პოლიტიკური ვაჭრობისთვის, ლეგიტიმაციისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ?
ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] ვაჭარია. მისთვის მორალი მართლაც მგლის თავზე სახარების კითხვაა. რაში სჭირდება ეს? იმიტომ, რომ კეთილი იყოს? – არ არის კეთილი, ბოროტია, რუსულია მთელი თავისი ცნობიერებით. პირიქით, ღამესაც გაგათენებინებს, ღამეებსაც და კიდევ უფრო უარესს იზამს.
წუხელ ყველაზე ხშირად ახსენებდნენ ადამიანები სოციალურ ქსელში სიტყვა „სადისტს“…
დიახ.
მოგეხსენებათ, როგორია ირანული რეჟიმი: მკვლელობებამდე ჯერ არ მისულან პირდაპირი მნიშვნელობით… ირანელებმა დახოცეს ახალგაზრდები და ახლა ავაჭრებენ მშობლებს გვამების გაცემაზე.
ბოლომდე გადაჯეგვაა მიზანი. სტალინური ტერორიც ეს იყო: ხის მორებზე აწერდნენ გამქრალი ხალხის სახელებს და გვარებს… ვიღაც გვეტყვის, რომ ეს პარალელები ძალიან შორია და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს პარალელები პირდაპირი გახდეს. მაგრამ ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც მუშაობს დეჰუმანიზაციაზე, ჩვენ დეჰუმანიზაციაზე. ისინი ჩვენ მიგვიჩნევენ არარაობებად, არაფრად.
ჩვენ „ოცნებისთვის“ პრობლემა ვართ. მზია ამაღლობელი მათი რეჟიმისთვის ცალსახად პრობლემაა. საფრთხეა მზია ამაღლობელი და ეზიზღებათ, არც მეტი, არც ნაკლები. საერთოდ, ამ ტერმინის, „შეწყალების“ გამოყენებაც, არა მგონია, რელევანტური იყოს. აქ ტყვეობიდან გათავისუფლების მცდელობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.
ზუსტად მზია ამაღლობელი, როგორც სიმბოლო წინააღმდეგობის მოძრაობისა – ევროკავშირის ჯილდო სწორედ ამაზე მეტყველებს – მათ აშინებთ. ნებისმიერი ჩვენი წელში გამართულობა, რასაც გამოიწვევს ნებისმიერი კარგი აქტი, ანუ ჩვენ ხომ გავბედნიერდებოდით დღეს მზია ან სხვა პატიმრები რომ გარეთ ყოფილიყვნენ, მათ აშინებთ.
ამიტომაც, ივანიშვილის შეკითხვაა: რატომ უნდა შეიწყალოს? არც აღიარება, არც პატივისცემა, არც ლეგიტიმაცია, არც მონანიება – არაფერი. გუშინდელი ღამე კიდევ ერთი შეხსენებაა: არანაირი, მინიმალური მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს, რომ მათში ვიღაც არის ადამიანი. არ არის.
ამ ბანდის ნებისმიერი წევრის უკან დგას ივანიშვილი, რომელსაც არანაირი ემპათია და თანაგრძნობის აუცილებლობა არ უდგას.
გამოვა დეჰუმანიზაცია ჩვენს მოცემულობაში? საზოგადოების რეაქცია რას აჩვენებს?
ყველაზე მძიმე არის ის, რომ ასეთ რეჟიმებს ეს გამოსდით. არსებობენ კონფორმისტები, აგრესიული ადამიანები, სეირის მაყურებლები ან ესკაპისტები, რომლებიც საერთოდ გაურბიან რეალობის დანახვას.
ვიცით არაერთი პროპაგანდისტული ფორმულა, რომელსაც ამეორებინებენ ხალხს. მაგალითად, ელენე ხოშტარია ქოცმა კი არ დაიჭირა, არამედ „თავი დააჭერინა“. ელენე ხოშტარიამ რაღაც ფლომასტერით მიახატა კალაძის ფოტოს – ამის გამო რომ ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს, ეს არგუმენტი ქრება და ანაცვლებს არგუმენტი: „თავი დააჭერინა“.
თუმცა წინააღმდეგობა არ არის გატეხილი. ეს წინააღმდეგობა ვერც გატყდება. ეს არის ჩემი განცდა და მოლოდინი.
მეორე მხრივ, ივანიშვილის ავტოკრატია არ არის ძლიერი. მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ისეთი რაღაც გააკეთონ ჯერჯერობით, რაც გააკეთა ლუკაშენკომ, მით უმეტეს პუტინმა, ან თუნდაც ალიევმა. აქ სხვადასხვა ფაქტორია.
ივანიშვილის დღევანდელ წერილში [მას ერთ-ერთი პროპაგანდისტი ავრცელებს თავისი სახელით, ვგულისხმობ შათირიშვილის მორიგ წერილს], ჩანს ივანიშვილის წუხილები. ივანიშვილმა ვერ გაიგო თავისი ადგილი ამ სამყაროში ტრამპისა და პუტინის პირობებში, ეწუწუნება პუტინს: აგერ, შენს მოკავშირეებს არ იცავ და მე რა ვქნა ახლაო?!
„ოცნებას“ კრიზისი აქვს – გაღატაკებული ქვეყანა, კლანებს შორის დაპირისპირება, ღარიბაშვილი ციხეშია – ეს ნამდვილად არ სიამოვნებთ, ვინაიდან ღარიბაშვილი ბნელ საქოცეთში იყო პოპულარული, ხოლო კობახიძე რაღაც გაურკვევლობაა მათთვისაც. ბნელი საქოცეთისთვის ღარიბაშვილია ავტორიტეტი და არა კობახიძე.
ხშირად ჩვენ მათი კრიზისები გვავიწყდება, იმდენად მოცულები ვართ მორალური თვალსაზრისით, შოკით, გვიჭირს ამდენი ამბის გადახარშვა, მაგრამ კრიზისი აქვს ივანიშვილს: უპირველეს ყოვლისა, აქცენტს მაინც სწორედ მის უიდეობაზე გავაკეთებდი. ეს არის უმთავრესად მათი სისუსტის საფუძველი.
„ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი – „აბა, ომი გინდათ?“ თვლით, რომ აღარ იქნება საკმარისი ივანიშვილისთვის მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად?
გარანტია არც ივანიშვილისთვის არ არსებობს, რომ უსაფრთხოდ არის. ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, რომ საქართველოს უსაფრთხოება კიდევ უფრო ფხვიერი გახდეს. პირიქით, დამოკლეს მახვილი თუ ვინმეზე კიდია, მასზე კიდია, როგორც ნებისმიერ ტირანზე, მით უმეტეს მისნაირ ტირანზე, რომელიც უბრალოდ ორიენტირებულია იმაზე, რომ თავისი კაპიტალი როგორმე არ დაკარგოს და მისი პირადი უსაფრთხოება იყოს შენარჩუნებული.
ამიტომაც, ჩვენ თუ არ ვართ მშვიდად, ქოციც არ არის მშვიდად და კიდევ უფრო მეტად არ არიან მშვიდად, ვიდრე ჩვენ, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები მაინც ვართ.
ცალკე თემაა, რატომაა საზოგადოების ნაწილი პასიური: ალტერნატივა არ ჩანს, აპათია იზრდება. მარცხის სინდრომის კულტივირებაში, ხელჩაქნეულობაში ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს ივანიშვილის რეჟიმი, იმაში, რომ აპათია გაჩნდეს.
ამ ყველაფრის პირისპირ წუხელაც იგრძნობდა სოლიდარობა, მაგალითად, სინდისის პატიმრის, თორნიკე სხვიტარიძის ძმა სოლიდარობის ნიშნად გლდანის ციხიდან რუსთავის ციხესთან გადავიდა, აქ ქალი პატიმარია და იქნებ ის მაინც შეიწყალონო…
დიახ, სწორედ სოლიდარობით არის ჩვენი პროტესტი ძლიერი, ჩვენთან არის სოლიდარობის და მხარდაჭერის წარმოუდგენელი მაგალითები. ამით ვართ ბედნიერი და ეს გვაცოცხლებს პირდაპირი მნიშვნელობით.
ჩვენ ვხედავთ, რა არის მათი სოლიდარობა: ღარიბაშვილები, ლილუაშვილები და მთელი მათი მინისტრები, რომელთაც ასე პანტაპუნტით ყრიან ციხეში – ერთი კაცი არ მიდის მათ სასამართლო სხდომაზე. ისევ და ისევ ქართულ ტრადიციებშია ის, რომ ვინმე ნათესავი მაინც იჯდა სასამართლოზე, ყოფილი მდივანი მაინც. ეს არის ამორალურობის და მექანიკურობის ფაბრიკა.
აქეთ კი, არის ხალხი, რომელიც აძლიერებს და ამაგრებს ერთმანეთს თავისი დიდი მორალური იმპერატივებით. იქეთ მხარეს სრულ არარაობებს ვხედავთ, დაცლილებს ინდივიდუალიზმისაგან, ზნეობისაგან.
ფსიქოლოგიაში არის ასეთი ცნება, რომ განწყობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მოლოდინები სხვა რამეა. განწყობა კარგი უნდა გქონდეს, მაგრამ მოლოდინები არ უნდა შეიქმნა.
არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მზია რახან ქალია, მას შეიწყალებენ. ამათთვის ეს არ არსებობს. მზია მათთვის არის პრობლემა და ჯობია, განადგურდეს. აი, ასე პირდაპირ! მაგრამ ეშინიათ, რომ ეს უფრო დიდი საფასური არ აღმოჩნდეს ივანიშვილისთვის.
„ადამიანები დალეწეთ, მაგრამ არ მოკლათ“ – შარშან დეკემბერ-იანვარში ეს იყო ხომ მათი ბრძანება, როცა „მინივენებში“ ადამიანებს სისხლს ანთხევინებდნენ, მაგრამ არ კლავდნენ. ბრძანება რომ ყოფილიყო, მოკალითო, მოკლავდნენ კიდეც, მაგრამ უფრო საშიშია საქართველოში ზღვარის გადასვლა: კაცმა არ იცის, მერე მართლაც რა შეიძლება მოხდეს.
1989 წლის 9 აპრილის დილას საბჭოთა კავშირი საქართველოში უკვე დამთავრებული იყო და ამ დროს პირიქით ეგონათ. ამიტომაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია ამ დროს, თქვენი აზრით, როცა დე ფაქტო ხელისუფლება კანონს და მორალს მიღმა მოქმედებს?
მოგეხსენებათ, რომ სოციალურ ქსელებში, სახელდობრ, ფეისბუქში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პლატფორმა, განწყობის კონსტრუირება ძალიან ადვილია: იმას ვიჯერებთ და ვხედავთ, რისი დანახვა და დაჯერებაც გვინდა. ალგორითმი განაპირობებს ჩვენს განწყობებს იმგვარად, რომ როდესაც ეს არ მართლდება, უარეს აპათიაში ვვარდებით. ამიტომაც, მართვა უნდა ვისწავლოთ.
„ბათუმელები“ კარგი და სანდო გამოცემა არამხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის გადამოწმებულ ინფორმაციას ავრცელებთ და მადლობა ღმერთს, ასეთი რამდენიმე მედია საქართველოში არსებობს, არამედ განწყობასაც სწორად აყალიბებს. ტრადიციული, კარგი მედია ამიტომაა მნიშვნელოვანი.
ყველას გვახსოვს, სასამართლო პროცესებზე მზიას ეჭირა ხელში მარია რესას წიგნი – „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“. ბევრმა გადააზიარა ეს, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, რამდენმაც ეს ფოტო დადო, იმდენს წაეკითხა მარია ეს წიგნი, რომელიც სწორედ ამაზე წერს: შეიძლება ტრადიციული მედია კი არა, საერთოდ დემოკრატია, თავისუფლება გაუქმდეს ალგორითმების პირობებში, რომელიც ჩვენ არარეალურ განწყობებს აყალიბებს.
რამდენი ასეთი მოლოდინი გაჩნდა თუნდაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოში, საქართველოში? ეს „ნგრევა“ საბოლოოდ ბრძოლაზე აისახება, იბნევი ასეთ რეალობაში და იკეტები. აი, ესკაპიზმიც აქედან ჩნდება – მიმდინარე პროცესებიდან გათიშვა გინდა იმიტომ, რომ მოტყუვდი, არ დაემთხვა შენი მოლოდინი რეალობას, ირჩევ იმ კუთხეს, სადაც თერაპიული დოფამინის მიღების შესაძლებლობა უფრო გაადვილდება და ასე შემდეგ.
არ გამიგოთ, რომ ვიღაცას მივმართავდე: პირველ რიგში, საკუთარ თავს ვგულისხმობ, იმიტომ, რომ მეც ამ სამყაროს მძევალი ვარ. საკუთარი მოლოდინების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. განწყობა არ არის არგუმენტი. აი, გავბრაზდი და ამიტომ მართალი ვარ, ან გამიხარდა და ამიტომაც ასე მოხდება – ეს არ არის არგუმენტი.
ბოლოს წინააღმდეგობაზე მინდა გკითხოთ: თქვენი აზრით, სად არის ყველაზე მეტად დღეს წინააღმდეგობის გადარჩენის და მისი გაძლიერის რესურსი?
საკუთარი რესურსის გაფრთხილებასა და სწორად გამოყენებაში. ეს სერიოზული ბრძოლაა და გვჭირდება ფსიქიკური და ფიზიკური რესურსი, ინტელექტუალური რესურსი, რომ გავძლოთ.
გავძლოთ იმიტომ, რომ დადგება მომენტი, როდესაც ეს ყველაფერი დაემხობა. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერად ამ დროს.
_______________
ფოტოზე – ლაშა ბუღაძე; მზია ამაღლობელის ძმა, მალხაზ ამაღლობელი რუსთაველის ქალთა ციხესთან – ფოტო: Mo Se
A citizen detained during protests against the so-called “Russian Law” has won a case against the Georgian government at the European Court of Human Rights in Strasbourg.
Giorgi Mekvabishvili was detained in 2023, when Georgian Dream first initiated the “Russian Law” [Law on transparency of foreign influence]. His rights were defended by the Georgian Young Lawyers’ Association (GYLA).
On 7–8 March 2023, a protest held near the Parliament building was dispersed by the authorities using police force. It is also noteworthy that police actively resorted to the practice of indiscriminate detention of protesters. According to GYLA, during the dispersal of the protest, Giorgi Mekvabishvili was filming on his phone an alleged instance of violence by law enforcement officers against another individual and was urging the police not to use force against a protest participant. At that moment, he was detained by the police on the basis of Articles 166 (petty hooliganism) and 173 (failure to comply with a lawful order or demand of a law enforcement officer) of the Code of Administrative Offences.
According to the police explanation, the applicant was detained for failing to comply with a lawful police order to clear the roadway, despite the fact that he was moving on the sidewalk. The applicant spent more than 35 hours in a temporary detention facility, and, according to GYLA, the state failed to substantiate the reasons for extending the duration of his detention. This issue was not examined by the judge during the consideration of the administrative offence case either. The applicant was held administratively liable under the Code of Administrative Offences adopted in 1984 and was fined 2,000 GEL.
In his application to the European Court of Human Rights, the applicant alleged violations of several articles of the European Convention on Human Rights.
The ECHR found that two articles of the Convention had indeed been violated in Mekvabishvili’s case: Article 6 (the right to a fair trial) and Article 11 (freedom of assembly).
Under the Court’s judgment, the state is obliged to pay the applicant:
EUR 665 in respect of pecuniary damage;
EUR 1,600 in respect of non-pecuniary damage;
any tax that may be chargeable on these amounts.
“This is the first case in which a judgment has been delivered in the context of the 2023 protests against the ‘Russian law.’ The Strasbourg Court condemns the Georgian courts for issuing a ‘conviction’ (finding of an administrative offence) against a demonstrator based almost exclusively on the unsubstantiated testimony of the police.
According to the Strasbourg Court, the domestic courts completely ignored the protest context when examining the administrative offence case.
This is precisely how GYLA assessed this practice in its documentation reports on the 2023 protests. As a result of this practice, hundreds of people were affected — found administratively liable without a fair trial,” – commented GYLA Chairperson, Tamar Onian in Social media post.
On January 20, Judge Tamar Mchedlishvili reviewed the use of pre-trial detention as a preventive measure for 11 defendants detained in connection with the October 4 case. However, the judge ruled to keep all 11 in custody.
The defendants are Abo Naveriani, Vakhtang Pitskhelauri, Guriel Kardava, Beka Kelekhsashvili, Mamuka Labuchidze, Giorgi Muladze, Avtandil Surmanidze, Temur Kurtsikidze, Aleksandre Khabeishvili, Nana Sander, and Anton Uper.
The latter is currently wanted and had previously been remanded in custody in absentia. Another defendant in the same case, Mariam Mekantsishvili, was released on bail shortly after her arrest in October last year on the grounds that she has a young child.
During the hearing, particular attention was drawn to Nana Sander, who has health problems. She told the court about the conditions she faces in prison, citing denial of medical care, delays in receiving essential medication, and what she described as aggressive and inhuman treatment by prison director Nestan Verulashvili. Despite these claims, Judge Mchedlishvili ruled that Nana Sander would remain in custody.
ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ, რამდენიმე მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი დანიშნა.
მერიის ინფორმაციით, შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე თემურ ჯიბლაძე დაინიშნა, ის ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა.
უწყების ყოფილი დირექტორი დავით ლეკვეიშვილი კი ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებს“ უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობაზე ჯუმბერ კობალაძე მუშაობდა; ის ჯერჯერობით არსად გადაუყვანიათ.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის პოზიციაზე ნატალია ძიძიგური დაინიშნა, რომელიც 2025 წლის ოქტომბრამდე ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობდა.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ამ დრომდე ჯონი საბაშვილი ხელმძღვანელობდა, როგორც თავად გვითხრა, შეთავაზება აქვს, მაგრამ ჯერ არ ამხელს, თუ სად განიხილება მისი დანიშვნა.
„ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს“ ხელმძღვანელად თამარ გაბაიძე დანიშნეს, რომელიც მანამდე აჭარის მთავრობის სსიპ-ში – „ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრში“ სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. სერვისების სააგენტოს ამ დრომდე მამუკა შამილიშვილი ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით უცნობია, სად დანიშნავენ მას.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ჯერ არსად დაუნიშნავთ თამაზ სალუქვაძეც, რომელსაც „მწვანე ბათუმის“ ხელმძღვანელის პოზიცია დაატოვებინეს და შეთავაზებას ელოდება დავით დიასამიძეც „ბაღების გაერთიანების“ ყოფილი უფროსი. თამაზ სალუქვაძემ გვითხრა, რომ ის კადრების განყოფილებაშია და მისთვის ჯერ არაფერი შეუთავაზებიათ.
შპს „მწვანე ბათუმს“ ახლა ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, არჩილ კონცელიძე ხელმძღვანელობს, მუნიციპალურ ინსპექციას კი – დავით მჭედლიძე.
გათავისუფლებულებმა რეორგანიზაციის პირობებში განცხადებები თავად დაწერეს და ახალ მერს საშუალება მისცეს, როგორც ერთ-ერთმა რესპონდენტმა გვითხრა, „ისე დაალაგოს ყველაფერი, როგორც თავად სურს“.
ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც. ირაკლი არჩაიას წასვლის შემდეგ ამ თანამდებობაზე თენგიზ ტარიელაძე დანიშნეს.
ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი ჩაქვის დასახლებაში, თამარ მეფისა და თბილისის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე უნდა მოაწყონ. ეს ადგილი ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებთან ახლოს [ჩაქვის მხარეს] მდებარეობს.
მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარზე ბათუმის მერია მეექვსე წელია საუბრობს, რამდენჯერმე ტენდერიც გამოაცხადეს, მაგრამ შეწყვიტეს.
მონიშნულია თავშესაფრის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია
ამჯერად „ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოებზე“ – ხელშეკრულება მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შპს „მტმ“-თან 8 მილიონ 944 ათას 444 ლარზე აქვს გაფორმებული.
ტენდერში „მტმ“-ის გარდა კიდევ ხუთი კომპანია მონაწილეობდა.
„მტმ“-თან 2026 წლის 13 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით თავშესაფარი 2026 წლის 11 დეკემბრამდე უნდა მოეწყოს.
საპროექტო ტერიტორია ბათუმში [ჩაქვის დასახლებაში] სადაც მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი უნდა ააშენონ / ფოტო პროექტიდანცალკე ტენდერია გამოცხადებული თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაზე 96 ათას 85 ლარით, სადაც წინადადებების მიღება 25 იანვარს დაიწყება და 27 ინვარს დასრულდება.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაზე ბათუმში ბოლო ექვსი წელია ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა პროგრამას და თავშესაფრის [ძაღლთსაშენის] მშენებლობას აანონსებდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ განხორციელებულა.
დაპირებების 6-წლიანი ქრონოლოგია
2020 წლის თებერვალში ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ მერია იწყებდა საპილოტე პროგრამა „კუპატას“ განხორციელებას, რომლის ფარგლებში, პირი, რომელიც ქალაქიდან აღრიცხულ უპატრონო ძაღლს აიყვანდა და მას შესაბამის პირობებში მოუვლიდა, წელიწადში 720 ლარს მიიღებდა. პროგრამა არ დაწყებულა.
ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობაც 2020 წელს დააანონსეს. „გამოვდივარ ინიციატივით, რომ ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.
მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].
ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზეგააფორმა.
ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ასევე პოლიგონის და სხვა ინფრასტრუქტურის] აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი 2023 წელში გამოაცხადეს, თუმცა, ის სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნული იყო, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებდა დაზუსტებას [წინა ტენდერი კი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო].
2025 წლის ივლისის ბოლოს [„ოცნების“ მიერ ჩანიშნული 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ] ბათუმის მერიას კიდევ ერთხელ „გაახსენდა“ მიუსაფარი ძაღლები და ჩაქვში თავშესაფრის მშენებლობისთვის ამჯერად 1 მილიონი ლარი გაწერეს ქალაქის ბიუჯეტში.
მერიამ განმარტებაც დაურთო, რომ „ჩაქვის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობა, მრავალწლიანი პროექტია [2025-2026 წწ.], რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 14 მილიონ ლარს“, თუმცა უშუალოდ ეს პროგრამა 2025 წლის ბიუჯეტის პროგრამების ჩამონათვალში არ იყო.
მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფარი ჩაქვში / გეგმა პროექტიდან
ჩაქვის დასახლებაში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობაზე ტენდერი ამჯერად 9 608 515 ლარით იყო გამოცხადებული.