როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? ეს კითხვა კონფლიქტს 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, დრონების ომის ეპოქამდე სდევს. სწორედ ამ ფუნდამენტურ საკითხზე მსჯელობდნენ ექსპერტები ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დისკუსიაზე, რომელსაც უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი უძღვებოდა.
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ანდრიი ზაგოროდნიუკმა აღნიშნა, რომ ყირიმსა და შავ ზღვაში რუსეთის პერსპექტივა „უკიდურესად მძიმეა“, თუმცა კრემლში ჯერ არ ჩანს პოლიტიკური ნება, ახლო მომავალში ომის დასასრულებლად ნაბიჯები გადაიდგას.
თუმცა, რა მოხდება, თუ ბრძოლის ველზე შექმნილი რეალობა მოსკოვს იძულებულს გახდის კურსი შეცვალოს? ნატოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, გენერალ-ლეიტენანტმა დაგლას ლუტმა ყურადღება გამახვილა იმაზე, რომ უკრაინული ძალები სისტემატურად ჭრიან რუსების მომარაგების ხაზებს. ლუტის თქმით, ტაქტიკურ ზონაში დანაკარგების თანაფარდობა დაახლოებით რვა რუსზე ერთ უკრაინელს შეადგენს, რამაც კიევს ინიციატივის ხელში ჩაგდების საშუალება მისცა.
„არმიის სრული ჩამოშლა შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური სცენარი იყოს“, – აღნიშნა ლუტმა. – „თუმცა ისტორიამ იცის მაგალითები, როდესაც მომარაგებას მოწყვეტილი, დაბალი საბრძოლო სულისკვეთების არმიები შიგნიდან იშლებოდნენ. ასე რომ, ტერიტორიების გათავისუფლება შესაძლოა არა მხოლოდ პირდაპირი იერიშებით, არამედ რუსული არმიის კოლაფსითა და კაპიტულაციით მოხდეს – ეს ისეთი ფაქტორია, რასაც კრემლი თვალს ვერ დაუხუჭავს“.
ტექნოლოგიური რბოლა და ახალი კოალიციები
მიუხედავად ოპერაციული წარმატებებისა, უკრაინის წინაშე მწვავე გამოწვევები რჩება – პირველ რიგში, რუსული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმები ენერგეტიკულ და სამოქალაქო ობიექტებზე. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა კლარა კალუდეროვიჩმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა ხარკოვისა და დნიპროს ფრონტის ხაზებიდან, აღნიშნა, რომ მძიმე ბალისტიკის ეფექტური დაბლოკვა კიევისთვის კვლავ მთავარ სუსტ წერტილად რჩება.
ამ პრობლემის საპასუხოდ, ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მრჩეველმა დებრა კეგანმა ყურადღება გამახვილა ევროპული ქვეყნებისა და უკრაინის ახალ ინიციატივაზე, რომელიც Patriot-ის სისტემებთან შედარებით ბევრად იაფი და სწრაფი საჰაერო თავდაცვის საშუალებების შექმნას ისახავს მიზნად. კეგანის თქმით, პროექტის მონაწილეებს შთამბეჭდავი და სწრაფი სამოქმედო გეგმა აქვთ, რაც იშვიათი პრეცედენტია ევროპულ-ამერიკულ პარტნიორობაში. მან ასევე დასძინა, რომ მაღალტექნოლოგიური შეიარაღების დეფიციტი მხოლოდ დასავლეთს არ აქვს – რუსეთისა და ირანის ჰიპერბგერითი და ბალისტიკური მარაგებიც ამოწურვადია.
ამასთან, კალუდეროვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შიდა ინდუსტრიული წარმოება მისაბაძი მაგალითია დასავლეთისთვის: მაგალითად, ადგილობრივი კომპანიები თვეში ათასობით დრონს აწყობენ, რაც საშუალოდ ყოველ 24 წამში ერთ დრონს შეადგენს.
ყირიმის ხაფანგი და ესკალაციის საფრთხეები
ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) წარმომადგენელმა, ჯორჯ ბაროსმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ გადაიქცა ყირიმის ნახევარკუნძული მოსკოვისთვის უსაფრთხო ზურგიდან სერიოზულ ოპერაციულ ხაფანგად. უკრაინის მიზანმიმართულმა დარტყმებმა რუსეთის საჰაერო თავდაცვისა და რადარების სისტემა მძიმედ დააზიანა, რამაც ნახევარკუნძულზე საწვავის დეფიციტი და ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვები გამოიწვია.
საჰაერო ფარის მოშლა უკრაინულ დრონებს საშუალებას აძლევს, ყირიმის სიღრმეში დაუსჯელად იმოქმედონ, რაც პირდაპირ აისახება სამხრეთ ფრონტზე რუსული დაჯგუფებების მომარაგებაზე.
რაც შეეხება შესაძლო ესკალაციას, ზაგოროდნიუკმა აღნიშნა, რომ საგარეო ფაქტორები, განსაკუთრებით ჩინეთის პოზიცია, კრემლს აკავებს ბირთვული იარაღი გამოიყენოს. თუმცა, მან გააფრთხილა, რომ ბრძოლის ველზე მარცხის შემთხვევაში, მოსკოვი ბირთვული დარტყმის ნაცვლად, დიდი ალბათობით, ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ „ჰორიზონტალურ ესკალაციას“ – ჰიბრიდულ და არაკონვენციურ შეტევებს მიმართავს დასავლეთის ყურადღების გადასატანად.
დისკუსიის დასასრულს, ატლანტიკური საბჭოდან მიროსლავა ღონღაძის კითხვაზე ირანული ბალისტიკური რაკეტების შესაძლო საფრთხის შესახებ, გენერალმა ლუტმა განმარტა, რომ თეირანის მცდელობა, გააფართოოს ომის გეოგრაფია, უფრო სიმბოლურია და რეალურ სამხედრო სურათს ვერ შეცვლის.
ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ევროპელი მოკავშირეების მიერ სტრატეგიული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უკრაინის მდგრადობის მთავარი გარანტია.
5 აგვისტოს ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი, ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.
რუსეთის თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, კიევის ოლქში 14 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა.
ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის დედაქალაქში 5 აგვისტოს, დაახლოებით 00:20 საათზე, ექვსი ძლიერი აფეთქება იყო, რასაც მოკლე ხანში კიდევ მინიმუმ 10 აფეთქება მოჰყვა. მოგვიანებით, დარტყმები განმეორდა.
ოფიციალური ცნობებით ხანძრები გაჩნდა ობოლონსკის, დესნიანსკის და სვიატოშინსკის რაიონებში, საწყობებში. ასევე, ჰოლოსიევსკის რაიონში კერძო სახლი განადგურდა და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილი. ამავე რაიონში თავდასხმის შედეგად დაზიანდა ამიაკის შემცველი ნივთიერების კონტეინერი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის კიევის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი ბროვარის რაიონში დაფიქსირდა, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. ასევე, ბუჩას რაიონში რუსეთის თავდასხმას ოთხი მშვიდობიანი მოქალაქის სიციცხლე ემსხვერპლა და ერთი ადამიანი დაიღუპა ფასტივის რაიონში.
დაშავებულთა ნაწილი კლინიკებშია გადაყვანილი. ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ზუსტდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 452 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 242 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 25 084 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 47 396 ერთეული [+65]
MLRS – 2 002 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 540 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 444 455 ერთეული [+1 715]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 134 ერთეული [+10]
გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 130 266 ერთეული [+449]
სპეცტექნიკა – 4 495 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
„ემიგრაციაში წასულმა ადამიანმა, როგორც იქნა, ბათუმში ბინა ვიყიდე… ჩავკეტე ბინა და ისევ ემიგრაციაში წავედი. ემიგრაციაში ვიყავი, როცა მითხრეს, შენს ბინაში ვიღაც შესულა, კარი გაუტეხავთო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე ზეინაბ მახარაძე.
„ვიღაც“, რეესტრის მიხედვით, ემიგრანტის ქალის მიერ შეძენილი ბინის ოფიციალური მესაკუთრე აღმოჩნდა. ბინა ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ემიგრანტმა ე.წ. შიდა განვადებით იყიდა. მას რეესტრში ბინა დარეგისტრირებული არ ჰქონდა. ვიდრე ემიგრანტი საქართველოში დაბრუნდებოდა და შიდა განვადებას საბოლოოდ დაასრულებდა, აღმოჩნდა, რომ ბინა სამშენებლო კომპანიას სხვა პირზე გაუყიდია.
სამოქალაქო საქმე სასამართლოშია 2025 წლის ნოემბრიდან, თუმცა ჯერ ერთი სხდომაც არ ჩატარებულა.
ეს არაა ერთადერთი შემთხვევა ბათუმში, როცა მოქალაქე ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიის თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა – „ბათუმელები“ ასევე წერდა მარტოხელა დედის შესახებ, რომელიც ამბობდა, რომ 15 ათასი დოლარის გადახდის მიუხედავად, ქუჩაში დარჩა.
„ქუჩაში დავრჩი შვილთან და მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად, შვილი და შვილიშვილები ნაქირავებში ახლა არიან, მე ხან ვისთან ვცხოვრობ, ხან – ვისთან, რადგან ნაქირავებში სივიწროვეა და ყველა ვერ ვეტევით… 2025 წლის ნოემბერში მივმართე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, მას შემდეგ, რაც ჩემი ბინა სხვამ გაიფორმა, სარჩელის შეტანიდან რამდენი დრო გავიდა და ერთი სხდომაც კი არ ჩატარებულა,“ – გვითხრა ზეინაბ მახარაძემ.
სამოქალაქო საქმეების განხილვას სასამართლოებში გადატვირთულობის გამო წლები სჭირდება. იმის გამო, რომ „ოცნების“ მთავრობას სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება არ სურს და სისტემაში ახალი მოსამართლეების შეშვება, მოქალაქეები ზარალდებიან, მათ შორისაა ზეინაბ მახარაძეც. მისი თქმით, არც პროკურატურა იძიებს ეფექტურად თაღლითობის შემთხვევას.
ზეინაბ მახარაძე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია. იგი გვიყვება, რომ სკოლაში არ უმუშავია, სახლში ამზადებდა ბავშვებს. ბინის შეძენის შემდეგ კი ქალი ემიგრაციაში წავიდა – ბინის საფასური რომ სრულად დაეფარა.
ბინა ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ზეინაბ მახარაძეს 2019 წელს კომპანია „ენ-დემ ჯგუფისგან“ შეუძენია – 54.9 კვ. მეტრი 15 400 აშშ დოლარად.
„მაშინ დის ბინაში ვცხოვრობდი და წამებულის ქუჩაზე შევამჩნიე შემოღობილი ადგილი, მითხრეს, რომ კორპუსის აშენებას გეგმავდნენ. ვიფიქრე, აქ შედარებით იაფი იქნება ბინები და იქნებ შევძლო ბინის-ყიდვა-მეთქი…
დაველაპარაკე კომპანიას და შევთანხმდით, რომ ნაწილ-ნაწილ ჩავურიცხავდი კომპანიას ანგარიშზე თანხას. ბინის რეესტრში რეგისტრაცია არც მიჩქარია, ვიფიქრე, დავფარავ ჯერ ამ თანხას და მერე მივიდოდით რეესტრში… ჯერ კორპუსი აშენდა, მერე რემონტი, ბინაში ნაწილობრივ ავეჯიც მქონდა შეტანილი,“ – გვიყვება ზეინაბ მახარაძე და ხაზს უსვამს იმას, რომ შეცდომა, რაც ბინის შეძენამდე დაუშვა, იურისტებთან კონსულტაციის არქონაა.
„იურისტთან დალაპარაკება აუცილებელია. არ ვიცი ეს შეცდომა როგორ დავუშვი, ალბათ ვერ წარმოვიდგინე, რომ ასე დამემართებოდა… სხვებსაც მინდა მივმართო: ნებისმერ რამეს, რასაც იყიდიან, უნდა გაიარონ შესაბამის პირთან კონსულტაციები, რადგან იმავე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, როგორც მე,“ – ამბობს ზეინაბ მახარაძე.
მოქალაქე ზეინაბ მახარაძესთან კომპანია „ენ-დემ ჯგუფს“ არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ „სამომავლო ნასყიდობის შეთანხმება“ გაუფორმებია, სადაც საერთოდ არაა საუბარი საცხოვრებელი ბინის რეგისტრაციაზე. შეთანხმებაში წერია, რომ მოქალაქეს კონკრეტული ბინის სამომავლოდ შეძენის სანაცვლოდ, ყოველთვიურად 400-400 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა წლებზე გადანაწილებული განრიგის შესაბამისად, ხოლო თუ სამომავლო მყიდველი ამ თანხას ვერ გადაიხდიდა, ბინა გასხვისდებოდა და გადახდილი თანხის 85% მას უკან დაუბრუნდებოდა.
„რომ გამიჭირდა, ამიტომაც წავედი გერმანიაში, სახლების დალაგებაზე ვმუშაობდი… იქ ვმუშაობდი წლები, რომ ჩემს შვილიშვილებს ბინა ჰქონოდათ,“ – გვიყვება ზეინაბ მახარაძე, – „ემიგრაციაში ყოფნის დროს, 2025 წელს გამოვგზავნე საყოფაცხოვრებო ნივთები ბინისთვის, მივიდნენ ბინასთან ჩემი და და ძმა – ბინის კარი დახვდათ გატეხილი, ხოლო ჩემი ნივთები სადღაც გაზიდული…
იქედანვე დავუკავშირდი კომპანა „ენ-დემ კგუფის“ ერთ-ერთ მეწილეს და დირექტორს – ჯუმბერ შოთაძეს, რა ხდება-მეთქი. დამამშვიდა, არაფერი არ ხდება, ახალი წლისთვის ბინა თავისუფალი იქნებაო… მითხრა, რომ ფინანსური კრიზისი აქვს, მევახშის თანხა დასჭირდა და ჩემი ბინა ჩადო იმისთვის, რომ ფული მევახშისგან სესხად აეღო, შემდეგ თანხა ვერ გადაიხადა და ბინა მევახშემ მიისაკუთრა.
შემდეგ გავიგე, რომ რამდენიმე სხვა ოჯახი ჩემსავე კორპუსში იგივე პრობლემის წინაშე იყო – მათი ბინა, რომელიც თითქოს შიდა განვადებით შეიძინეს იმ იმედით, რომ კომპანია გადაუფორმებდა ბინებს, მოულოდნელად სხვისი საკუთრება აღმოჩნდა.
დავბრუნდი 2025 წლის ოქტომბერში, მაგრამ ჩემს ბინაში ვეღარ შევედი. 112-ს დავურეკე, მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, ვერ შეხვალთ, ეს საციხო საქმეა, ამ ბინას სხვა მესაკუთრე ჰყავსო.
შევხვდი რეესტრში დაფიქსირებულ მესაკუთრეს, რომელიც ამბობს, რომ კეთილსინდისიერი შემძენია, მაგრამ დოკუმენტებით ჩანს, რომ 2022 წელს შეუძენია ჩემი ბინა, ანუ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და 2025 წელს დარეგისტრირდა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. 2022 წელს რომ შეიძიბა ბინა, არ დაინტერესდა, რა ბინა შეიძინა, სად შეიძინა? მე ამ ბინიდან სარგებელი უნდა მივიღო: ან გავაქირავო, ან გავყიდოო, ასე მითხრა,“ – ამბობს ზეინაბ მახარაძე.
მისივე თქმით, კომპანია წერილობით არ უდასტურებს იმას, რომ მევახშემ ჩაიგდო ხელში მისი ბინა და ამ გზით დასაკუთრებული ქონება უკანონოა.
სასამართლო სხდომა არ გამართულა, თუმცა მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილს დაუკმაყოფილებია ბინის დაყადაღების მოთხოვა: სასამართლო სხდომის დასრულებამდე რეესტრში დაფიქსირებულ მესაკუთრეს აღარ აქვს უფლება, ბინა გაასხვისოს, ან გაყიდოს.
მესაკუთრე, რომელსაც წამებულის ქუჩაზე ემიგრანტის ბინა შეუძენია, სასამართლოს შესაგებელში ამბობს, რომ იგი კეთილსინდისიერი შემძენია. მან პირიქით მოსთხოვა ემიგრანტს ზიანის ანაზღაურება იმ კუთხით, რომ კეთილსინდისიერად შეძენილ ბინას ვერ იყენებს. ეს მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ზეინაბ მახარაძე სასამართლოში ბინის დაბრუნებას ითხოვს და მესაკუთრესა და კომპანიას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად მიჩნევას. მისი მოპასუხეა, როგორც კომპანია „ენ-დემ ჯგუფი“, ასევე, ბინის მესაკუთრე.
„მე 2300 დოლარი მქონდა კომპანიისთვის მისაცემი. თუ მაგვიანდებოდა თანხის გადახდა, წინასწარ ვაფრთხილებდი ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელს, ჯუმბერ შოთაძეს. ის ვერ იტყვის, რომ თანხას მე არ ვიხდიდი, რადგან ბანკით ვრიცხავდი თანხას კომპანიის ანგარიშზე და მითითებულია დანიშნულებაც, რომ ჩემი ბინის ფულს ვიხდიდი. მე საბანკო ამონაწერებიც წარვადგინე სასამართლოში.
როცა ჩემს ბინაში პოლიცია არ მიშვებს, მე კითხვა მაქვს პოლიციასთანაც: როგორ გატეხეს ჩაკეტილი ჩემი ბინის კარი და შევიდნენ? ჩემი ნივთები და ავეჯი თურმე სადღაც ცალკე დააწყვეს და რა უფლებით? არავითარი აღსრულება არ იყო ამ პროცესში ჩართული.
ისევ უსამსახუროდ ვარ, მაგრამ ვერ წავალ ისევ ემიგრაციაში, ვიდრე ბინას არ დავიბრუნებ.
არ ვიცი, რატომ არ გვაქცევს ყურადღებას სასამართლო, ეტყობა, არ სცალიათ, ან არ თვლიან საჭიროდ, რომ მოქალაქეების პრობლემები მოაგვარონ, მით უმეტეს, როცა ქუჩაში რჩება ადამიანი,“ – გვითხრა ზეინაბ მახარაძემ.
როგორ აღმოჩნდა ემიგრანტის მიერ შეძენილი ბინა სხვა პირის საკუთერება? – „ბათუმელებმა“ სცადა სამშენებელო კომპანია „ენ-დემ ჯგუფთან“ დაკავშირება, თუმცა მითითებულ ტელეფონის ნომერზე არავინ გვიპასუხა. საჯარო რეესტრის მონაცემემით, კომპანია „ენ-დემის“ 50 % ჯუმბერ შოთაძეს ეკუთვნის, 50% – ნათელა ცინცაძეს.
ჯუმბერ შოთაძის მობილური ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა, მასთან ზარი გავიდა watsapp-ის აპლიკაციით, თუმცა ჩვენს ზარსა და შეტყობინებას არავინ უპასუხა.
ზეინაბ მახარაძის თქმით, კომპანიის კიდევ ერთი მესაკუთრე ნოდარ ცინცაძეა.
„ვერაფერს გეტყვით, არაფერი არ ვიცი ამ შემთხვევის შესახებ, მე აღარ ვარ ამ კომპანიაში, გამომაძევეს, მიმართეთ ჯუმბერ შოთაძეს… მე აკრძალული მაქვს მასთან მიახლოვება, სასამართლოშია საქმე, 118-ე მუხლზე,“ – მხოლოდ ეს გვითხრა ტელეფონით დაკავშირების დროს ნოდარ ცინცაძემ.
სსკ-ის 118-ე მუხლი, რაზეც ნოდარ ცინცაძემ მიგვითითა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
„მე არ ვიცი, ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის? მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა,“ – ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს, რომ ავრცელებს რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი, 26 წლის ლანა ლატარიას დედის თხოვნას საზოგადოებისადმი.
ლანა ლატარია 30 ივლისს გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არაა.
ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს, სანამ შესაბამისი ექსპერტიზის პასუხი არ იქნება, თავი შეიკავონ გარდაცვალების მიზეზის სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისგან.
„ჩემი შვილი მონათლული იყო. ზუგდიდის დადიანების ეკლესიაში ჰყავდა მამაო, იქ მსახურობს დედაჩემიც. ორი შვილი ჰყავდა. ორივე მონათლული. ჯვარი დაწერილი ჰქონდა. იმ მამაომ აუგო წესი, რომელმაც ჯვარი დაწერა.
კიდევ ორმა მამაომ აუგო წესი.
არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა.
გინეკოლოგთან ბოლოს 3 თვის წინ იყო.
გთხოვ, ყველას გადაეცი, სანამ დასკვნა არ იქნება ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ.
მატირონ შვილი. მამამისს ატირონ შვილი,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლანა ლატარიას დედის თხოვნას საზოგადოებისადმი.
გუშინ, 3 აგვისტოს, ლანა ლატარიას მამამ, ზაალ ლატარიამ დაწერა, რომ მას გარდაცვლილი შვილის ეკლესიაში დასვენების უფლება არ მისცეს. ზაალ ლატარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ მიიღო.
ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
ზაალ ლატარიას სტატუსს დღეს, 4 აგვისტოს, ფეისბუქზე გამოეხმაურა ერთ-ერთი სასულიერო პირი მიქაელ ბრეგვაძე.
სასულიერო პირმა საკუთარ ფეისბუქ სტატუსში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზად აბორტი დაასახელა, უცნობია რის საფუძველზე და რატომ. ამ ინფორმაციას ოჯახი არ ადასტურებს.
პროკურატურის ცნობით, აჭარაში საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობის დროს, მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც მძიმე შეცდომა დაუშვა და ჩაჭრას ექვემდებარებოდა, ფულადი თანხა შესთავაზა გამომცდელს და სთხოვა, გაეგრძელებინა გამოცდა.
გამომცდელმა უარი განაცხადა თანხის აღებაზე, ელექტრონულ ბაზაში დააფიქსირა უარყოფითი შედეგი და მომხდარის შესახებ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს“ წერს პროკურატურა.
უწყება წერს, რომ შეტყობინების შემდეგ, „გადაუდებელი და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიმცემი პირი ბრალდებულად დააკავეს“.
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩაქვში მატარებელი 35 წლამდე კაცს დაეჯახა, იგი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა წუხელ, 3 აგვისტოს მოხდა.
შსს-ს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7 წლამდე.
დაბა ქედაში, რკინა-ბეტონის დამცავი ჯებირი, რომელსაც „პარკი და მოსახლეობა წყალმოვარდნისგან უნდა დაეცვა“, 2025 წლის სექტემბერში მდინარე აკავრეთამ დაანგრია.
ადიდებულმა მდინარემ გარკვეულ მონაკვეთში დამცავ ჯებირთან ერთად მოშალა ლითონის მოაჯირი, გარეგანათება, ველო და სასეირნო ბილიკები, რომლებიც ცენტრალურ პარკს ახალმოწყობილ სკვერთან აკავშირებდა.
მას შემდეგ ეს ადგილი დაუცველი და მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია.
ქედა. მდინარე აკავრეთას მიერ 2025 წელს დანგრეული ნაპირსამაგრი კედელი / დანგრეული ველო და საფეხმალო ბილიკი, რომელიც ცენტრალურ პარკს და იქვე მდებარე სკვერს ერთმანეთთან აკავშირებდა / 1.08.2026
ქედის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ არსებული ნაპირდამცავი კედელი საგარანტიო ვადის გასვლიდან მალევე დაინგრა, ახალი ნაპირსამაგრი კედლის აშენება კი ადგილობრივ ბიუჯეტს მინიმუმ 950 ათასი ლარი დაუჯდება.
ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ხელვაჩაურის საგზაოსთან“ უნდა გააფორმონ.
„ქედის მუნიციპალიტეტში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი კედელი 2018 წელს აშენდა, რომელსაც საგარანტიო ვადა სამი წლის წინ გაუვიდა. კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.
გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადების პროცედურები. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომპანია დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება,“ – მოგვწერეს ქედის მერიის პრესსამსახურიდან 2026 წლის 2 აგვისტოს.
„დაბა ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე“ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 13 მაისს დასრულდა. ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა.
აქედან ორს: „მარეთი 777“-ს და „მთაგორი“-ს დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
სატენდერო კომისიის 29 ივლისის ოქმით კი გამარჯვებულად გამოვლინეს „ხელვაჩაურის საგზაო“, რომელთანაც ხელშეკრულება 949 899.60 ლარზე უნდა დაიდოს.
ახალი ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „სამუშაოს შესრულების ვადაა 120 დღე ხელშეკრულების დადების თარიღიდან. სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში. სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობით ეცნობოს შემსყიდველს.“
ამ ფოტოთია საპროექტო ტერიტორიის არსებული სიტუაცია ასახული დოკუმენტში, რომელიც სატენდერო განცხადებას ახლავს. დანგრეული ჯებირის ადგილი, სადაც ახალი უნდა ააშენონ ამ ფოტოზე უკანა ფონზეა და ფაქტობრივად არ ჩანს.
ქედის მერიის პრესსამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციითა და შესყიდვების პორტალის მიხედვით „დაბა ქედაში მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყალის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე“ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „გზები“ გამოავლინეს, რომელთანაც ხელშეკრულება – 2018 წლის მაისში დაიდო. სამუშაოების დასრულებაზე მიღება-ჩაბარების აქტი კი ამავე წლის 10 სექტემბერსაა გაფორმებული.
სატენდერო დოკუმენტებით ირკვევა, რომ მდინარე აკავრეთას პრობლემები მშენებლობის მიმდინარეობის დროსაც შეუქმნია. „ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს ტექნიკური საბჭოს 2018 წლის 07 აგვისტოს #37 სხდომის ოქმის თანახმად მდინარე აკავრეთას ადიდების შედეგად დაზიანდა ობიექტზე მოწყობილი საძირკველი და ყალიბი, რის გამოც დაირღვა ხელშეკრულების ვადები და მიზანშეწონილად ჩაითვალა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება 2018 წლის 26 ოქტომბრამდე.“ – წერია 2018 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების დოკუმენტში.
ორივე მდინარის კალაპოტში ნაპირგამაგრ სამუშაოებში კომპანიისთვის ჯამში 212 051 ლარი გადაუხდიათ.
თუ ქედის მერიას დავეყრდნობით, „გზების“ მიერ აშენებული და უკვე დანგრეული ნაპირდამცავი კედლის ხელახლა ასაშენებლად ამჯერად 949 900 ლარია საჭირო [თუმცა, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით, ახალ ტენდერში გამარჯვებულმა საფეხმავლო და ველობილიკებიც უნდა აღადგინოს, უნდა მოაწყოს ბორდიურები და არსებული ღობე, გარეგანათება. ასევე ევალება გაზონის გამწვანება].
დაბა ქედა / სკვერიდან ცენტრალური პარკისკენ მიმავალი ბილიკები ამ ადგილზე წყდება. აქ ნაპირსამაგრი კედელი წყალმა დაანგრია და ხელახლა უნდა ააშენონ / ფოტო: 1.08.2026
რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე აკავრეთასგან ნაპირის დამცავი კედლის სხვადასხვა მონაკვეთებს სხვადასხვა ადგილებში ქედის მერია ეტაპობრივად აშენებს.
შესყიდვების პორტალზე, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრ სამუშაოებზე გამოცხადებული კიდევ ოთხი ტენდერი მოვიძიეთ:
„დაბა ქედაში მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყალის ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – ტენდერი გამოაცხადეს 2015 წელს, მიღება-ჩაბარების ბოლო აქტი შედგენილია 2017 წელს. გამარჯვებულ კომპანია „ზიმო 7“-ზეგადახდილია 1 728 316 ლარი.
„დაბა ქედაში მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – ტენდერი გამოცხადებულია 2019 წელს, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2019 წელს. გამარჯვებულ „გაბიონი 2000“-ზე გადახდილია 360 563 ლარი.
„დაბა ქედაში მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – ტენდერი გამოაცხადეს 2019 წლის დეკემბერში, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2020 წელს. გამარჯვებულ „ნიკა“-ზე გადახდილია 382 834 ლარი.
„დაბა ქედაში, მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – ტენდერი გამოაცხადეს 2021 წელს, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2021 წელს. გამარჯვებულ „ძმები“-ზე გადახდილია 430 867 ლარი.
ქედა. მდინარე აკავრეთას მიერ დანგრეული ნაპირსამაგრი კედელი / 31.07.2026
ამ ყველაფრის მიუხედავად 2026 წელს გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „საპროექტო მონაკვეთზე დღევანდელი მდგომარეობით აშენებული ხელოვნური ნაგებობები [ჰიდროლოგიური კვლევის მიხედვით] ვერ აკმაყოფილებს მდინარის მაქსიმალური დონის დაფარვის პარამეტრებს, რის გამოც მდინარემ სტიქიის დროს გამოურეცხა არსებულ ნაპირსამაგრს საძირკველი“.
არადა, ქედის მერია 2020 წელსწერდა, რომ „დაბა ქედაში, მდინარე აკავრეთაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. გრძელვადიანი პროექტი საბოლოოდ მომავალ წელს დასრულდება და დაცული იქნება წყალმოვარდნისაგან როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე ცენტრალური პარკი და მიმდებარედ განთავსებული სხვადასხვა ორგანიზაციები.“
ქედა, მდინარე აკავრეთა, ადგილი სადაც მდინარემ ნაპირსამაგრი კედელი დაანგრია. მარჯვნივ – ქედის ცენტრალური პარკი. 1.08.2026
ქედაში იმ ადგილიდან, სადაც მდინარე ნაპირს ანგრევს, რამდენიმე ათეულ მეტრში „ოცნების“ დეპუტატის კომპანია 19,5 ათას კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშსულიცენზიოდ იღებს. შესაბამისად, არავის შეუსწავლია როგორ აისახება ამ რაოდენობის მასალის ამოღება მდინარე აკავრეთაზე/გარემოზე.
მდინარე აკავრეთას კალაპოტიდან ხრეში ულიცენზიოდ გააქვთ / 1.08.2026
წიაღისეულის ულიცენზიოდ გაცემის ბრძანებებს ხელს „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.
მდინარე აკავრეთას კალაპოტიდან ხრეში ულიცენზიოდ გააქვთ / აქ ახლოს მდინარემ ნაპირდამცავი კედელი დაანგრია / 1.08.2026
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველა განკარგულება მდინარიდან თუ მთაში წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებაზე, არის უკანონო. თუ რატომ, ნახეთ ამ ბმულზე:
და ბოლოს. 2020-23 წლებში ქედის მერიამ მდინარის ნაპირის გასწვრივ, რომელიც დღეს, როგორც აღმოჩნდა, ისევ დაუცველია წყალდიდობისგან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჯამში 1,6 მილიონი ლარი დახარჯა.
მათ შორის:
„დაბა ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ქედის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა“ – შპს „ჯორჯიან სტოუნი“ – გადახდილია 493 943 ლარი
„ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის მოწყობა“ – შპს „მშენებელთა ჯგუფი“ – 177 912 ლარი
„დაბა ქედაში რუსთაველის ქ. № 13 და № 15-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა“ [ახალი სკვერის მოწყობა] – შპს „მ.მ.“ – გადახდილია 951 829 ლარი.
ნაპირსამაგრი კედლის საპროექტო ტერიტორია ქედაში [მონიშნულია წითელი ხაზით]
დღეს, 4 აგვისტოს, 20:30 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, წინააღმდეგობის მოძრაობის აქციაზე აჩვენებენ ელენე ასათიანისა და სოსო დუმბაძის ფილმს – „ვაგადასული საქმე”.
სინოფსისის თანახმად, ფილმი 1992 წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე, თბილისის ცენტრში პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას ასახავს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა – ე. წ. თბილისის ომი ორი კვირა გაგრძელდა.
მიუხედავად მწირი ტექნიკური შესაძლებლობებისა, ამ ომს თან ახლავს მედიალურობა. მაშინ კამერას ფაქტების და დანაშაულის კვალის დოკუმენტირებისთვის იყენებდნენ. ფილმში წარმოდგენილია სამთავრობო, ოპოზიციური და საერთაშორისო მედიის პერსპექტივები.
30 წლის შემდეგ, ფილმი „ვადაგასული საქმე” მაყურებელს გადასააზრებლად სთავაზობს ამბებს საქართველოს უახლესი ისტორიიდან და ერთ-ერთ მთავარ კითხვად სვამს, თუ რამდენად არის შესაძლებელი საარქივო მასალების გამოყენებით ისტორიის რევიზია?
ჩვენებას დასწრება ფილმის ერთ-ერთი ავტორი, ელენე ასათიანი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს და ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრიდან, სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე რეალიზაციას უწევდნენ.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ უკანონოდ იქნა მოპოვებული 343 608 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რომლის ღირებულება 2 138 771 ლარს შეადგენს. აღნიშნული ქმედებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2 235 507 ლარი შეადგინა.
ამასთანავე, ბრალდებულებმა უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული, 2 138 771 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს“ – წერს საგამოძიებო სამსახური.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან, ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
ანტიკორუფციულის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში დაკავებულის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა კლასის სამშენებლო ობიექტის კონტროლი, ასევე, უნებართვოდ მიმდინარე და უკვე უკანონოდ განხორციელებულ სამუშაოებზე კანონით განსაზღვრული რეაგირების მოხდენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
4 აგვისტოს ღამეს, დრონით თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქის სოფელ კრასნი ბორში და მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში მდებარე საწყობების ტერიტორიებზე, სადაც კომპანია Wildberry-ის ლოჯისტიკური ცენტრები მდებარეობს.
ტელეგრამის არხებზე ხანძრის ამსახველი არაერთი ვიდეო ქვეყნდება.
მედიის ცნობით, დრონებმა რუსეთში ასევე შეუტიეს ნოვოსოლკის სამრეწველო ზონას, ჩეხოვის რაიონში, მოსკოვის ოლქში, სადაც ხანძარი გაჩნდა. ოლქის გუბერნატორის განცხადებით, დაზიანდა ელექტროქვესადგური და ადმინისტრაციული შენობა.
რუსეთის ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 451 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 237 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 25 079 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 47 331 ერთეული [+55]
MLRS – 2 000 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 538 ერთეული [+5]
თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 442 740 ერთეული [+1 792]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 124 ერთეული [+12]
გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 129 817 ერთეული [+379]
სპეცტექნიკა – 4 492 ერთეული [+0]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
მოსკოვის რეგიონში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე Wildberries-ის საწყობზეც იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორ აისახა მეზღვაურთა დასაქმებაზე ბოლო პერიოდში გემებზე გახშირებული თავდასხმები? – ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურთ საკრუინგო კომპანიებს ბათუმში, მეზღვაურები კი ამბობენ, რომ დასაქმების მაჩვენებელმა, სავარაუდოდ, იკლო, თუმცა მასშტაბურად – არა.
„მეზღვაურებს ჩვენ ვაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, მათ იციან რისკების შესახებ… ვერ ვიტყვით, რომ შემცირდა ნაკადი, ასე არ არის,“ – გვითხრეს, მაგალითად, კომპანია „ალფა ნავიგეიშენ მერითაიმში“. სხვა საკრუინგო კომპანიებში კი თქვეს, რომ რისკის ზონაში არ მოძრაობენ ის გემები, სადაც ისინი ქართველ მეზღვაურებს ასაქმებენ.
„სპარსეთის ყურე მთლიანად საფრთხის შემცველია და ომის არეალად ითვლება – საშიშ ადგილად. ეს ტრანზიტული ზონაა და ფაქტობრივად გემების 80 % სინგაპურში უნდა შევიდეს. ნებისმიერი გემი ევროპიდან აზიისკენ როცა მიდის, მას უწევს სუეცის სრუტის გავლა, მაგრამ ოფიციალურად როცა შედის გემი საომარ ზონაში, ეს კიდევ სხვა ამბავია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მეზღვაური მერაბ ჯიხაძე.
მისი თქმით, მეზღვაურების დიდი ნაწილი სამსახურზე, სადაც საფრთხეები გაიზარდა, უარს მაინც არ ამბობს, რადგან დამსაქმებელი კომპანიები ამ დროს საბაზოსო ხელფასის გაორმაგებულ, ან გასამმაგებულ ოდენობას იხდიან.
„ბოლო კონტრაქტის დროს დროზე ადრე მომიწია გემის დატოვება იმის გამო, რომ ეს გემი შეიძლება შესულიყო შავ ზღვაში, ნოვოროსიისკიში,“ – გვიყვება მერაბ ჯიხაძე. – „კაპიტანმა იკითხა, ვინმე თუ იყო წინააღმდეგი. გემი როცა მიდის საომარ მხარეში, ვალდებულია, ჰქონდეს თითოეული მეზღვაურის თანხმობა. მე როცა მაქვს ბეისიქი 1300 დოლარი [საბაზისო ხელფასი, რასაც ემატება სხვა ანაზღაურება და დანამატები] 2600 დოლარს მთავაზობდნენ იმ დღეების განმავლობაში. ამ დროს მინიმუმი არის ხუთი დღე, როცა უნდა იმუშაო.
მე უარი განვაცხადე და წამოვედი. რუსეთის გამო ვთქვი უარი, თორე სპარსეთის არეალი რომ ყოფილიყო, წავიდოდი. ჰორმუზში თავისთავად არ წავიდოდი.
ზოგადად, რისკები მაღალია, მაგრამ ვიცით, რომ ძირითადად ბომბავენ გემებს, რომლებიც უშუალოდ ჰორმუზში შედიან. ასე არ არის, რომ ყველა გემს ურტყამენ. მაგალითად, თურქეთში თუ დატვირთეს გემი და მიდიხარ სინგაპურში, დარტყმის რისკი ნაკლებია.
სპეციალური კონვენციებია, რომლებიც ზრუნავენ მეზღვაურთა უსაფრთხოებაზე. SOLAS-ი [Safety of Life at Sea], ანუ მეზღვაურთა სიცოცხლის გადარჩენა ზღვაში – არის ასეთი საერთაშორისო კონვენცია. ერთ-ერთი პუნქტი არის ის, რომ როდესაც გემი მუშაობს საომარ არეალში, უნდა დაენიშნოთ მეზღვაურებს ორმაგი საბაზისო ხელფასი. კარგი კომპანიები ამ დროს სამმაგსაც იხდიან,“ – უთხრა მერაბ ჯიხაძემ „ბათუმელებს“.
ბათუმის გარეუბანში, სოფელ ფერიაში მოსახლეობა ხიდის მშენებლობის განახლებას ითხოვს. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ბათუმიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზეა.
მიმდინარე წლის მაისში ფერიაში დაანგრიეს ხიდი, რომელიც მოსახლეობას ბათუმთან აკავშირებდა. როგორც ადგილობრივები „ბათუმელებს“ უყვებიან, ხიდის დანგრევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროექტი კორექტირებას საჭიროებდა.
კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა და უკვე ორ თვეზე მეტია მოსახლეობა ითხოვს პასუხს კითხვაზე – როდის აშენდება ახალი ხიდი, თუმცა – უშედეგოდ.
სოფელ ფერიაში მცხოვრები თამუნა აბაშიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ 15 წუთის გზა, რომელიც სოფელს ბათუმთან აშორებდა იქცა 45 წუთიან გზად, იმის გამო, რომ მოსახლეობას შემოვლითი გზებით უწევს სოფლიდან გამოსვლა.
„როდესაც გზის რეაბილიტაცია დაიწყო, მოვიდნენ და გაგვაფრთხილეს – ორი-სამი თვე დასჭირდება ხიდის მშენებლობასო. გზა აყარეს, ხიდი დაანგრიეს და მის შემდეგ არავინ არ ჩანს. ორი თვეა ასე ვართ. აღარავინ მოსულა ხიდის დაგნრევის შემდეგ, რომ ეთქვა რა მოხდა – როდის აშენდება ხიდი და როდის მოგვხედავენ,“ – ამბობს თამუნა აბაშიძე.
მისი თქმით, მოსახლეობამ გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისგან შეიტყო, რომ ხიდის რეაბილიტაციის თავდაპირველი პროექტი გადასაკეთებელი აღმოჩნდა და ახლა ყველა ამ პროექტის გადაკეთებას ელოდება.
იგივე უთხრეს „ბათუმელებს“ ფერიის გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმაც. მათი თქმით, როგორც მათთვის ცნობილია, პროექტს სჭირდება კორექტირება და სწორედ ამის გამო შეფერხდა მშენებლობა.
სოფელ ფერიაში მცხოვრებლები შიშობენ, რომ შეჩერებული სამუშაოების გამო ხიდის მშენებლობა სკოლის დაწყებამდე ვერ დასრულდება, ხიდის გარეშე კი ბავშვებს სკოლამდე სახიფათო გზის გავლა მოუწევთ.
გზა, რომლის გავლაც ბავშვებს მოუწევთ, თუკი სწავლის დაწყებამდე ფერიაში ხიდი არ აშენდება
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ-ერთი დაპირება იყო ამ სოფლის გზის მოწესრიგება. ახლა არის უფრო ცუდი მდგომარეობა. რეაბილიტაციის დაწყებამდე ჭირდა გადაადგილება, მაგრამ მაინც შეიძლებოდა.
ახლა კი შეუძლებელია სოფელში მისვლა.
ეს რამ გამოიწვია? იმან, რომ სანამ სამუშაოები დაიწყებოდა, არ მომზადდა გეოლოგიური დასკვნა, არ შეისწავლეს ფერდის დახრილობა, რამდენად ჩაკეტავდა კალაპოტს და შესაბამისად ამან გამოიწვია დაგუბება. ეს დაგუბება დამატებით პრობლემას გამოიწვევს, რადგან გვერდით სოფლის წყაროა, რომელიც ზიანდება,“ – ამბობს მუხრან გორგაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „31 დეკემბრის ქუჩა – ფერია – მნათობი“ მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 722 ათას 812 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა 6-მა კომპანიამ მიიღო. ეს კომპანიებია: შპს „კოხტა ძირი 2010“, „ზიმო-7“, „გზა“, შპს „პალადა“, „პარალაინი“ და შპს „არ სი ქონსთრაქშენი“.
გამარჯვებულად შპს „პალადა“ გამოაცხადეს და 1 669 999 ლარზე გაუფორმეს ხელშეკრულება. კომპანიამ ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, რომ სამუშაოებს 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეასრულებდა.
„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის მიმართა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 31 დეკემბრის ქუჩა – ფერია – მნათობის მიმართულებით, 1,4-კილომეტრიან მონაკვეთზე, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტის მიხედვით აშენდება სამი საავტომობილო ხიდი და მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი.
სამივე ხიდის მშენებლობისთვის ამჟამად მიმდინარეობს პროექტის კორექტირება. სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება.
ამ ეტაპზე აღნიშნულ საავტომობილო გზაზე, სავალ ნაწილზე მიმდინარეობს გრუნტის შეცვლის სამუშაოები. ასევე, ეწყობა სანიაღვრე არხები და წყალგამტარი მილები.
სამუშაოებს ახორციელებს შპს „პალადა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის გზების დეპარტამენტში.
„მე მინდა ჩვენების მოცემა,“ – უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებუმა გიორგი ხ.-მ, რომელსაც პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება.
დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კანონიერ ქურდ „ყურშასთან“ დაკავშირებულმა რამდენიმე ბრალდებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა. საქმე დასკვნით ეტაპზეა და მოსამართლის განაჩენს მხარეები მალე მოისმენენ.
საუბარია 2025 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცა: 49 პირი დააკავეს, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის, 5 „კანონიერი ქურდია“. ამ საქმიდან 11 ბრალდებულის საქმე განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მათ შორის, ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი „ყურშაა“, იგივე გოჩა ჯინჭარაძე. იგი ძებნილია.
ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა ქალი – ლიანა ჯ.-ც. მას „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვას ედავებიან. ამ ბრალდებულმა ცოტა ხნის წინ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს ისე, რომ ციხეში არ გაუშვიათ.
ლიანა ჯ. ბათუმის საქმეში ცენტრალური ფიგურაა: მან სასამართლოს უთხრა, რომ ფულს აგროვებდა, საკუთარი არასრულწლოვანი შვილის შეყვარებულმა კი, ფული მიითვისა. ამ ფულის დასაბრუნებლად ქალს ე.წ. კანონიერი ქურდისთვის გიორგი ხ-თვის მიუმართავს, რომელიც დღეს ასევე ბრალდებულის სკამზეა და მოსამართლეს უთხრა, თქვენთვის ჩვენების მოცემა მინდაო.
„გიორგიმ ლიანა ჯ-ს უთხრა, რომ თანხა დაგიბრუნდება, ოღონდ ნახევარი მე უნდა მომცე, ასეთია წესებიო,“ – აღნიშნა თავის დასკვნით სიტყვაში პროკურორმა თემურ გურამიშვილმა და დეტალურად აღწერა, გამოძიების ვერსიით, როგორ შედგა „ქურდული გარჩევა.“ პროკურორის თქმით, სწორედ „ყურშამ“ მისცა დავალება გიორგი ხ.-ს, როგორ უნდა ემოქმედა მისი სახელით.
ამ „გარჩევის“ მონაწილე ყოფილა ლიანა ჯ.-ს ყოფილი ქმარიც – ბესიკ ნ, რომელიც ამ საქმეში ასევე ბრალდებულია, პატიმრობაშია და მოსამართლის განაჩენს ელის.
„ტყუილია ეს ყველაფერი, გაუგებარია, რატომ თქვა ეს,“ – ყოფილი ცოლის ჩვენებაზე პროკურორის შეკითხვას ამ სიტყვებით უპასუხა ბრალდებულმა ბესიკ ნ.-მ.
პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ლიანა ჯ.-ს აღიარებითი ჩვენების გარდა ფარული სატელეფონო ჩანაწერებია. ექსპერტიზით დასტურდება, რომ ხმები ბრალდებულებს ეკუთვნით, ბრალდებულები კი, წარდგენილ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ სატელეფონო ჩანაწერები რეალური არ არის.
„რის გამოც ვარ დაკავებული, უმეტესი წილი აბსურდია – არანაირი „ქურდული“… ბრალი ისეა წარდგენილი, ვერ დავეთანხმები ვერაფერში,“ – უთხრა მოსამართლეს გიორგი ხ.-მ და დასძინა, რომ „შემთხვევით“ მოხვდა შეხვედრაზე, სადაც მეგობრულად თანხის დაბრუნების საკითხი განიხილებოდა.
„მომმართეს და მივედი, ასე არ იყო,“ – პროკურორს გამოხედა ბრალდებულმა. მისი თქმით, იგი გოჩა კახიძეს [ადვოკატების თქმით, გოჩა კახიძე იგვე გოჩა ჯინჭარაძეა, მეტსახელად „ყურშა“] საერთოდ არ იცნობს.
„ექსპერტმა თქვა, რომ ეს იყო გიორგი ხ-ს, ანუ თქვენი ხმა…,“ – პროკურორმა ბრალდებულს ჩანაწერის იმ მონაკვეთზე მიუთითა, სადაც საუბარი თანხის აღებაზეა.
„არ ვადასტურებ, რა თანხა, რის თანხა,“ – ხალხით სავსე დარბაზს გამოხედა ისევ ბრალდებულმა.
„მოხდა ბავშვებს შორის გაუგებრობა და დავილაპარაკეთ მეგობრულად, დავილაპარაკეთ ადამიანურად, არ გვიჩხუბია… ქურდული ჩარევა გაuგებარია ჩემთვის საერთოდ,“ – აღნიშნა ბესიკ ნ.-მ, რომლის ყოფილი ცოლის ჩვენებითაც, „ქურდული გარჩევა“ ნამდვილად მოეწყო. ამ ბრალდებულსაც შეახსენა პროკურორმა ის ამბავი, ექსპერტმა სატელეფონო ჩანაწერში თქვენი ხმის ტემბრი დაადგინაო.
„მე რაც მოვისმინე, არ არის რეალური… ასეთი საუბარი არ ყოფილა,“ – თქვა ბრალდებულმა.
„მეძინა და ხმაურზე გამეღვიძა, ავტომატიანი ხალხი იყო უკვე ჩემს საძინებელში,“ – დაკავების დღე გაიხსენა ბრალდებულმა გიორგი კ.-მ. მას „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვასაც ედავებიან. ჩხრეკის დროს ბრალდებულის ბინაში უკანონო ნივთი არ აღმოუჩინათ, თუმცა პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა იარაღი საძინებლის ფანჯრიდან გადააგდო.
„მიზეზი არ უცნობებიათ, რის გამო დამაკავეს… მე-2 თუ მე-3 დღეს იზოლატორიდან აქ რომ მოგვიყვანეს, მერე გავიგე ადვოკატისგან, რასაც მედავებოდნენ… არასდროს არ მქონია კომუნიკაცია, არ ვიცნობ,“ – აღნიშნა ბრალდებულმა „ყურშას“ ნაწილში. მის წინააღმდეგაც აქვს პროკურატურას სატელეფონო საუბრები „ყურშასთან“.
ბრალდებულების ნაწილმა დღესაც დუმილი არჩია, მაგალითად, მურმან ც.-მ. მის წინააღმდეგაც ძირითადად სატელეფონო ჩანაწერებია. მას „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას ედავებიან. საქმეში არ არის სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ამ ბრალდებულმა კონკრეტული ქმედებით გამოუხატა მხარდაჭერა „ქურდულ სამყაროს“.
——-
ბათუმის საქალაქო სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლე: ნინო სახელაშვილი და ვიქტორ მეტრეველი ცალ-ცალკე განიხილავენ ე.წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების საქმეს. საუბარია ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, როცა ერთდროულად 72 პირი დააკავეს. ამ საქმეების არსებითი განხილვა სექტემბერში გაგრძელდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისგან 145,4 ჰექტარი [1,45 მილიონი კვადრატული მეტრი] ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს. ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოებში განიხილავენ.
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადების ორგანიზებისთვის“ ბათუმის საკრებულოში, დაახლოებით ერთი თვის წინ, დროებითი სამუშაო ჯგუფი შექმნეს. შუამდგომლობით კი შემდეგ პარლამენტს უნდა მიმართონ.
საუბარია თავის დროზე ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული [ქალაქს შემოერთებული] ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მდებარეობს ხელვაჩაურის მერიის/საკრებულოს და სხვა ადმინისტრაციული შენობები. მათ შორის ხელვაჩაურის სასამართლო, პოლიციის განყოფილება, კულტურის სახლი, საბავშვო ბაღი და სხვა.
ხელვაჩაურის მერიამ მუნიციპალიტეტების „საზღვრების დემარკაციის რუკა“ და სხვა დოკუმენტებიც დაამზადებინა ტენდერში გამარჯვებულ შპს „იდეა დიზაინ ჯგუფს“, რაშიც 7 670 ლარი გადაუხადა. ტენდერი კი 9 300 ლარით იყო გამოცხადებული.
ტენდერში გამარჯვებულს ევალებოდა:
„დაახლოებით 1 454 081 კვ.მ. ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში დარჩენილი და შემოსაერთებელი ტერიტორიების საზღვრების დადგენა და შესაბამისი დემარკაციის რუკის დამზადება.
საზღვარი უნდა გადიოდეს კერძოდ: ქ. ბათუმი, გრიგოლ რობაქიძის ქუჩისა და ზაზა ფანასკენტელი-ციციშვილის კვეთიდან ჩაუყვება 1 ქუჩას და შეუერთდება ფრიდონ ხალვაშის გამზირს, რომელიც გაგრძელდება მახოს ხიდამდე, მახოს ხიდიდან გაუყვება ჭოროხის ქუჩას, შეუერთდება ზაზა ფანასკენტელი-ციციშვილის 1 შესახვევს, გადავა ზაზა ფანასკენტელი-ციციშვილის ქუჩაზე და შეუერთდება გრიგოლ რობაქიძის ქუჩას.
საზღვრების დემარკაციის რუკა წარმოდგენილი უნდა იქნეს საზღვრების დადგენის მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, რუკებისა და საზღვრების ტექსტური აღწერის, კარტოგრაფიისა და ელექტრონული ვერსიის (პროგრამა ArcGIS), UTM 37/38 პროექტის და WGS 84 კოორდინატთა სისტემის სახით.
დემარკაციის რუკა, კარტოგრაფია და საზღვრების ტექსტური აღწერა წარმოდგენილი უნდა იქნეს ნაბეჭდი ვერსიით A1 ფორმატით – 3 ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით – CD დისკზე ჩაწერილი 1 ეგზემპლარად…“
სიტუაციური რუკა ტენდერიდან. თეთრი ფერით მონიშნულია ის ტერიტორია, რომელიც დღეს ბათუმის საზღვრებშია და რომლის დაბრუნებასაც ხელვაჩაური ითხოვს.
შესყიდვების პორტალის მიხედვით, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები ტენდერში გამარჯვებულს ხელვაჩაურის მერიისთვის გადაცემული აქვს. მიღება-ჩაბარების აქტი 2026 წლის 18 მაისს არის გაფორმებული.
მარცხნივ: ტერიტორია, რომლის დაბრუნებასაც ხელვაჩაური ითხოვს; მარჯვნივ: იგივე ტერიტორია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში [წითლად]. მწვანე ხაზით აღნიშნულია ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი.გარკვეულ ინფორმაციას და დოკუმენტაციას ორთავე მუნიციპალიტეტიდან ადრე „ბათუმელებიც“ ითხოვდა თუმცა არ მოგვაწოდეს.
ტერიტორია კი, რომლის ნაწილიც ამჯერად ხელვაჩაურის საზღვრებში უნდა დააბრუნონ, ბათუმს წინა ხელისუფლების დროს [2011 წელს] გადაეცა [მაშინ შემოუერთეს ბათუმს ხელვაჩაურის სხვა ტერიტორიებიც, მათ შორის: კვარიათი, გონიო, მახინჯაური, მწვანე კონცხი].
სხვათა შორის, ორ მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას „ოცნების“ ხელისუფლება წლებია ცდილობს, თუმცა საკითხი ბოლომდე მაინც ვერ მიჰყავს.
მაგალითად, 2019 წლის 5 მარტის სხდომაზე განხილული პროექტის მიხედვით, ბათუმის საკრებულო თანახმა იყო საზღვრის შეცვლაზე. რა [ვერ] გააკეთეს მაშინ საკითხის გადასაწყვეტად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
Latest report in a series of Russia Tomorrow examined how a Russian full-scale invasion of Ukraine in 2022 was followed by a massive exodus of Russian artists and cultural leaders abroad. A panel at the Atlantic Council in Washington DC moderated by Brian Whitmore, nonresident senior fellow at the Atlantic Council noted that the war “has moved the center of gravity of Russian culture out of the Russian Federation” while a vibrant, globally connected community of leaders emerged in its place that author Mikhail Zigar called Outer Russia.
A Digitally Connected Diaspora
Unlike past historical emigrations, modern technology keeps this new exile community seamlessly linked across borders.
“It is not only millions of people who left Russia, but the center of gravity of Russian-language culture has left as well,” Zigar explained.
“A lot of people all over the world are on the same page. They are following the same news… listening to the same stand-up comedians or musicians.”
Independent Media as a Bridge
Independent newsrooms operating from European hubs serve as a critical lifeline back into the homeland. Medusa CEO Galina Timchenko noted that 70% of their 15 million readers remain inside Russia, relying on VPNs to bypass censorship.
“We are a bridge between those two Russias,” Timchenko stated. “Putin’s regime… just want to jump back to the Soviet Union. We want to jump into the 21st century. We want to have more freedom.”
The Baltic Experience & Host Cities
Freedom House’s Vytas Jurkonis provided perspective on how host nations, particularly Baltic states like Lithuania, navigate welcoming émigré figures while opposing the Kremlin regime. He highlighted how these exiled artists engage audiences while taking a clear stance against the war:
“Lithuania is combining this clear no to those who support war in Ukraine… but those who give hope, those who have a clear civic position are okay,” Jurkonis explained. “They are showing to the Russian-speaking audience that the other Russia exists, that there are voices who are not afraid to speak up against Putin.”
Domestic Silence vs. Cultural Boom Abroad
Inside Russia, domestic art has largely stalled as artists refuse to produce state propaganda. “A lot of cultural figures in Russia are waiting for this period to end,” Zigar observed. “They are trying not to lose their face.” Meanwhile, émigré writers, directors, and filmmakers are building thriving careers abroad. Zigar recalled a message from the late opposition leader Alexei Navalny, who urged exiled creators to stay active:
“You all need to continue working. You need to integrate, you need to be part of the Western intellectual life.”
The Domestic Void
Timchenko reinforced this stark divide, pointing out that the regime’s retrogressive ideology has left the domestic scene entirely empty. Because authorities offer no compelling future vision and artists inside remain silenced, she argued that nothing of value is being produced inside Russia today.
According to Georgia’s Ministry of Economy, dredging works are set to begin in Anaklia.
The dredging vessel Tristão da Cunha has already arrived in Georgia’s territorial waters and, once it completes the required procedures, will begin work on the port’s breakwater channel.
“The seabed in Anaklia’s maritime area will be dredged to a depth of 17.5 metres. In the next phase, a 1,380-metre-long breakwater will be constructed. These works are being carried out in line with the pre-approved development plan.
Construction is progressing actively in the future port’s maritime area. The works are being carried out by internationally renowned Belgian company Jan De Nul N.V., one of the world’s leading marine engineering contractors, in partnership with Georgian companies,” the ministry said in an official statement.
This is the second time since the launch of the Anaklia Deep Sea Port project that a dredging vessel of this scale has arrived in Anaklia.
The first was Athena, one of the world’s largest dredging vessels, which arrived at the future port site in September 2018.
ფსკერის დამაღრმავებელი გემი “ათენას” შემოსვლა ანაკლიაში, 2018 წლის სექტემბერი
According to publicly available information, Athena operated in Anaklia for several months.
During those dredging works, around 5 million cubic metres of sand were removed from the seabed, raising a 110-hectare area by eight metres using the reclaimed material.
However, the original Anaklia Deep Sea Port project, led by the Anaklia Development Consortium (ADC), officially collapsed in early 2020 after years of disputes and mutual accusations between the consortium and the Georgian government.
On 6 July 2026, Economy and Sustainable Development Minister Mariam Kvrivishvili announced that the Anaklia Deep Sea Port would instead be developed under a landlord model, under which the state will retain ownership of the core maritime and port infrastructure.
“The landlord model will allow the state to develop Anaklia Port in partnership with multiple countries and companies simultaneously, rather than relying on a single partner. This will create the best conditions for attracting cargo and ensuring the port operates at maximum efficiency,”the ministry said in an official statement.
The ministry also said that new transport infrastructure, including a highway and railway connection to Anaklia, is planned.
Notably, before the government decided to proceed under the landlord model, a Chinese-Singaporean consortium emerged as the only remaining bidder at the final stage of the 2024 international tender for the project.
However, no contract was ever signed with the consortium.
For two years, successive economy ministers — first Levan Davitashvili and later Mariam Kvrivishvili — repeatedly told the public that an agreement with the Chinese-Singaporean consortium would be signed soon.
As recently as 22 May this year, Kvrivishvili said she remained optimistic and hoped that a Chinese state-owned company would become the main investor in the Anaklia Port project.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 450 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 232 ერთეული [+1]
ჯავშანტექნიკა – 25 075 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 47 276 ერთეული [+80]
MLRS – 1 996 ერთეული [+8]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 533 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 440 948 ერთეული [+1 657]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 112 ერთეული [+4]
გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 129 438 ერთეული [+485]
სპეცტექნიკა – 4 492 ერთეული [+6]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ბათუმისა და მთლიანად აჭარის სანაპირო ზოლში იყო და არის ადგილები, სადაც ზღვაში ბანაობა აკრძალულია ან არ არის რეკომენდებული.
„ბათუმელებმა“ ასეთი ადგილების ჩამონათვალის განახლება სცადა, თუმცა კომპეტენტურ უწყებას ვერ მივაგენით.
შესაბამისად, ვერც ის დავადგინეთ, ვინ არის პასუხისმგებელი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე – ვინ უნდა განათავსოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები და ვინ უნდა მიაწოდოს მათ ინფორმაცია, თუ რატომ არის აკრძალული ან არარეკომენდებული კონკრეტულ ადგილებში ზღვაში ბანაობა.
ხუთი წლის წინ ასეთი ადგილების ჩამონათვალი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა და მოგვაწოდეს კიდეც.
მას შემდეგ აღნიშნულ სამსახურში ხან გვეუბნებოდნენ, რომ ჩამონათვალში არაფერი იყო შეცვლილი, ხან კი – არ გვპასუხობდნენ.
2026 წლის 31 ივლისს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ანალოგიურ კითხვაზე გვიპასუხეს, რომ საბანაო ადგილების აკრძალვა მათ სამსახურს არ ეხება და ასეთი ადგილების მონიშვნა შესაბამისი მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა.
აჭარის სანაპირო ზოლი სამი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებშია – ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის. ბანაობისთვის აკრძალული თუ არარეკომენდებული ადგილების შესახებ ინფორმაცია სამივე მუნიციპალიტეტის მერიას ვთხოვეთ.
ხელვაჩაურის მერიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ ასეთი ადგილების დადგენა/მონიშვნას მუნიციპალიტეტი არ ახდენს.
„ჩვენი საკრებულო მხოლოდ სკუტერების, კატერების და იახტების ზღვაში შესვლის დერეფნებს ადგენს, ისიც სანაპირო დაცვასთან შეთანხმებით,“ – გვითხრეს ქობულეთის მერიაში.
ბათუმის მერიაში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მუნიციპალიტეტი ბანაობისთვის უსაფრთხო ადგილების დადგენას 2026 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყებს „შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებით“. სხვა ინფორმაცია მერიაში ვერ დაგვიკონკრეტეს.
ასეთი ადგილების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აქვთ და არც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.
„იმ ტერიტორიაზე, რაც ჩვენს მართვაშია გადმოცემული, ზღვაში ბანაობა ყველგან დაშვებულია,“ – გვითხრეს „ბათუმის ბულვარში“.
ჩამონათვალი, რომელიც სამაშველო სამსახურიდან მოგვაწოდეს 2021 წელს
სარფში, წმ. ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერის მოპირდაპირე ზღვის სანაპირო ზოლში
კვარიათის სანაპირო ზოლის დასასრულს, სადაც იწყება კლდეები
ქალაქ ბათუმის ნავსაყუდელის ტერიტორიის მიმდებარედ ზღვის სანაპირო ზოლში
მახინჯაურის სანაპირო ზოლზე განთავსებული სამაშველო სამეთვალყურეო კოშკურის მოპირდაპირედ
მწვანე კონცხის სანაპირო ზოლში კლდეებთან
სასტუმრო „კასტელო-მარეს“ მიმდებარედ
ციხისძირის სანაპირო ზოლში კლდეებთან
მდ. კინტრიშისა და ზღვის შესართავთან
ბანაობა არარეკომენდებულია:
კვარიათი-სარფის საზღვართან საზღვაო სანაპირო მონაკვეთზე
მწვანე კონცხი-ბოტანიკური ბაღის სანაპირო მონაკვეთზე
სასტუმრო ,,კასტელო-მარეს” მიმდებარე ტერიტორიიდან ციხისძირის საპირო ზოლამდე – რადგან აღნიშნული სანაპირო ზოლი ძირითადად არის კლდოვანი
ასევე არ არის რეკომენდებული ბანაობა მდინარეების [ჭოროხი, ჩაქვისწყალი, კინტრიში] და ზღვის შესართავთან, რადგან წყლის დინების სიჩქარე ძლიერია
„დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენს განცხადებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფთან ერთად მუშაობს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტზე – „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც უფრო დეტალურად დაარეგულირებს წყალზე უსაფრთხოების ნორმებს“, – მოგვწერეს 2021 წელს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან.
მთავრობის ასეთი დადგენილება, დღემდე [2026 წლის 2 აგვისტო] არ იძებნება არც „ოცნების“ მთავრობის ოფიციალურ გვერდზე და არც „საკანონმდებლო მაცნეზე“.
ამასთან, 2023 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი – „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომლის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულია:
„მოსახლეობის სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებების არსებობისას, მუნიციპალიტეტები, ამ კანონის საფუძველზე, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:
[საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის] სამინისტროსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით განსაზღვრავენ ადგილებს, სადაც ბანაობა აკრძალულია“
აღნიშნული კანონის ეს მუხლი 2023 წლის ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ, როგორც ირკვევა არ ამოქმედებულა. მოგვიანებით, უფრო ზუსტად დაახლოებით ერთი თვის წინ, 2025 წლის 24 ივნისს „ოცნების“ პარლამენტმა კანონში შეიტანა ცვლილება, რომელიც ამავე წლის 2 ივლისიდან ამოქმედდა.
ამ ცვლილებით კი, ზემოთ აღნიშნული მე-15 მუხლის ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ელ სექტემბრამდე გადაწიეს.
ბათუმის მერიისგან მოწოდებული ინფორმაცია, რომ ბანაობისთვის აკრძალულ ადგილებს 1-ლი სექტემბრიდან დაიწყებენ, ჩვენი აზრით აღნიშნულ კანონთანაა კავშირში.
ბანაობისთვის საფრთხის შემცველ, ადრე დადგენილ ადგილებს რომ თავი დავანებოთ, დღეს „ოფიციალურ დონეზე“ არავის დაუდგენია რა საფრთხეებს შეიცავს [ან შეიცავს თუ არა] ბათუმის ნაპირსამაგრი ზოლის გასწვრივ ბანაობა, სადაც ზღვას და ქვის უზარმაზარ ლოდებს შორის პლაჟი აღარაა.
ბათუმი, ახალი ბულვარის გაგრძელება / აქ არც პლაჟია და ზღვა ნაპირდამცავი ლოდების კონსტრუქციასაც შლის / ფოტო: 10.06.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით კი, ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 აგვისტოს 21 საათიდან 3 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
დღეს, 2 აგვისტოს, საქართველოში სარფის საზღვრის გავლით დაბრუნდა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარია.
მას სარფში ოჯახის ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ზაალ ლატარიას 30 ივლისს 26 წლის შვილი, ლანა ლატარია გარდაეცვალა. ახალგაზრდა ქალს ორი შვილი დარჩა.
ამბის გაგების შემდეგ, მამა შვილის დაკრძალვაზე დასასწრებად წამოვიდა უკრაინიდან. ზაალ ლატარიას მეგობრები ეჭვობდნენ, რომ უკრაინაში ბრძოლის გამო შესაძლოა მას საქართველოში დაბრუნებისას, საზღვარზე პრობლემები შეჰქმნოდა.
ზაალ ლატარიამ სარფში საზღვარი დღეს ადრე დილით გადმოკვეთა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 449 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 500. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 231 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 25 070 ერთეული [+10]
საარტილერიო სისტემა – 47 196 ერთეული [+69]
MLRS – 1 988 ერთეული [+8]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 529 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 439 291 ერთეული [+1 788]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 108 ერთეული [+11]
გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 128 953 ერთეული [+456]
სპეცტექნიკა – 4 486 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ქვეყნიდან ხალხის მასობრივი გადინება მოჰყვა. ვაშინგტონში, „ატლანტიკურ საბჭოში“ გამართული დისკუსიის მოდერატორმა, ჟურნალისტმა და საბჭოში მთავარმა მკვლევარმა, ბრაიან უიტმორმა შეხვედრის გახსნისას აღნიშნა, რომ ამ ომმა რუსული კულტურის სიმძიმის ცენტრი, უბრალოდ, რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ გადაიტანა“.
შეხვედრაზე წარადგინეს ახალი ანგარიში და უცხოეთში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ემიგრირებულ კულტურის მოღვაწეებზე ისაუბრეს. ამ პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა სრულიად ახალი, გლობალურად დაკავშირებული საზოგადოება, რომელსაც მწერალმა მიხეილ ზიგარმა „გარე რუსეთი“ უწოდა.
ციფრული ტექნოლოგიებით გაერთიანებული დიასპორა
წარსულში არსებული ემიგრაციის ტალღებისგან განსხვავებით, თანამედროვე ტექნოლოგიები ახალ დევნილობას საშუალებას აძლევს, საზღვრებს მიღმაც ერთიან სივრცეში დარჩეს.
„საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ მილიონობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა, არამედ თვითონ რუსულენოვანი კულტურის სიმძიმის ცენტრმაც იცვალა ადგილი“, – განმარტავს ზიგარი. – „მთელ მსოფლიოში გაფანტული ეს ხალხი ერთსა და იმავე ტალღაზეა: იღებენ ერთსა და იმავე სიახლეებს, უსმენენ იმავე სტენდაპ კომიკოსებსა თუ მუსიკოსებს“.
დამოუკიდებელი მედია – ხიდი ორ სამყაროს შორის
ევროპულ ჰაბებში მომუშავე დამოუკიდებელი რედაქციები სამშობლოში დარჩენილებისთვის ინფორმაციის მისაღებ სასიცოცხლო წყაროდ იქცა. გამოცემა Medusa-ს გენერალურმა დირექტორმა, გალინა ტიმჩენკომ ხაზი გაუსვა, რომ მათი 15-მილიონიანი აუდიტორიის 70% კვლავ რუსეთშია და ცენზურის გვერდის ავლით, VPN-ის საშუალებით კითხულობს მათ მასალებს.
„ჩვენ ვართ ხიდი ამ ორ რუსეთს შორის“, – აღნიშნა ტიმჩენკომ. – „პუტინის რეჟიმს, უბრალოდ, საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურს. ჩვენ კი 21-ე საუკუნეში ნაბიჯის გადადგმა და მეტი თავისუფლება გვაინტერესებს“.
მიმღები ქვეყნების როლი და ლიეტუვის გამოცდილება
ორგანიზაცია Freedom House-ის წარმომადგენელმა, ვიტას იურკონისმა ყურადღება გამახვილა იმაზე, თუ როგორ იღებენ ემიგრანტ ხელოვანებს ევროპული ქალაქები -კერძოდ ვილნიუსი. მან აღნიშნა, რომ ლიეტუვა აერთიანებს მკაცრ პოზიციას კრემლის რეჟიმის მიმართ და ამავდროულად მხარს უჭერს რეპრესირებულ არტისტებსა და უფლებადამცველებს:
„ლიეტუვა მკაფიო სიგნალს უგზავნის მათ, ვინც მხარს უჭერს ომსა და კრემლს, თუმცა კარს უღებს იმათ, ვინც იმედს იძლევა და მკაფიო სამოქალაქო პოზიცია აქვს“, – განმარტა იურკონისმა. – „ეს ხელოვანები აჩვენებენ რუსულენოვან აუდიტორიას, რომ არსებობს სხვა რუსეთიც. ხმები, რომლებსაც არ ეშინიათ პუტინისა და ომის წინააღმდეგ ხმის ამაღლების“.
დუმილი შინ და კულტურული ბუმი გარეთ
რუსეთის შიგნით კულტურული ცხოვრება ფაქტობრივად გაყინულია, რადგან ხელოვანთა უმრავლესობა უარს ამბობს იქცეს სახელმწიფო პროპაგანდის იარაღად. რუსეთში დარჩენილი კულტურის მოღვაწეების დიდი ნაწილი, უბრალოდ, ელოდება, როდის დასრულდება ეს პერიოდი“, – დასძენს ზიგარი. – „ისინი ცდილობენ, სახე და რეპუტაცია შეინარჩუნონ“.
ამ დროს კი, ემიგრაციაში წასული მწერლები, რეჟისორები და კინემატოგრაფისტები უცხოეთში წარმატებულ კარიერას აშენებენ. ზიგარმა ალექსეი ნავალნის მიერ ციხიდან გამოგზავნილი გზავნილიც გაიხსენა, სადაც ოპოზიციონერი დევნილ მოღვაწეებს მოუწოდებდა, ხელი არ ჩაექნიათ: „ყველამ უნდა გააგრძელოთ მუშაობა, უნდა ინტეგრირდეთ და დასავლური ინტელექტუალური ცხოვრების ნაწილი გახდეთ“.
შიდა ცარიელი სივრცე
დისკუსიის ბოლოს გალინა ტიმჩენკომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ ღრმა უფსკრულს. მისი თქმით, კრემლის რეტროგრადულმა იდეოლოგიამ ქვეყნის შიდა კულტურული სივრცე სრულიად გამოფიტა. მისი თქმით, დღევანდელ რუსეთში ღირებული და მნიშვნელოვანი, უბრალოდ, არაფერი იქმნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 ივლისს მომხდარი დანაშაულში ორი პირი მონაწილეობდა, მათგან ერთი კი არასრულწლოვანი იყო.
უწყების განცხადებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს, მეორე პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, დაკავებულმა არასრულწლოვანმა მოტოციკლით ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა მეორე პირი, სადაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა კაცს და ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებული რუსთავში დააკავეს, მეორეს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა“, – წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან 9 მასრა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დაჭრილს – ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა მძიმე იყო და ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოათავსეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა იყო მიერთებული. მას რამდენიმე ტყვია მუცლის არეში ჰქონდა მოხვედრილი და რამდენიმესაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. მოგვიანებით, დაჭრილი მკურნალობის გაგრძელების მიზნით, თბილისში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შსს თავის განცხადებაში არაფერს ამბობს.
“გასაოცარი ფაქტია – ციხე დავითანხმეთ, რომ ლექციები მოეწოდებინათ და საკუთარი უნივერსიტეტი ვერა”, – სინდისის პატიმარი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აგზავნის და იმ სირთულეების შესახებ წერს, რომელიც სწავლის პროცესში ექმნება.
საზოგადოებისადმი ზვიად ცეცხლაძის მიმართვას მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ :
„ჩვენი საზოგადოება უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია – ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა ის, რომ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ადამიანური დამოკიდებულებები ან შეურყვნა, ან საერთოდ გაუნადგურა და გაუქრო.
ჩემდა სამწუხაროდ, მსგავსი დამოკიდებულება ჩემივე დედა-უნივერსიტეტიდან მივიღე.
ბევრს, ალბათ, მოგეხსენებათ, რომ ციხიდან ვაგრძელებ უნივერსიტეტში სწავლას, რაც საკმაოდ რთულად მიდის, რადგან არ არსებობს სწავლის ონლაინ სისტემა და სასაწავლო მასალები მხოლოდ ბეჭდვითი ფორმით შემოდის.
შესაბამისად, თუ რამის სწავლას ვახერხებ, ისიც მამაჩემის დახმარებით.
ის ჩემთვის არა მხოლოდ მამა, არამედ ერთგული მეგობარი, თანამებრძოლია და ახლა უკვე ლექტორის ფუნქციაც შეითავსა.
გასაოცარია, რომ ამ სირთულეების მთავარი წყარო არა ციხე, არამედ ჩემივე უნივერსიტეტი გახლავთ (თსუ), რომელიც მაქსიმალურად ხელს მიშლის იმაში, რომ საფუძვლიანი განათლება მივიღო, რისი სრული უფლებაც გამაჩნია საქართველოს კონსტიტუციითა და პენიტენციური კოდექსით.
ამ მიზნით, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას შევუთანხმდი და ნება დამრთეს, ვიქონიო მეხსიერების ბარათი, სადაც პენიტენციური სამსახური ჩამიტვირთავს საგანმანათლებლო ლექციებს, როგორც უშუალოდ ჩემი ფაკულტეტისთვის დამახასიათებელს, ასევე, ზოგად შემეცნებითს.
ერთადერთი, რასაც პენიტენციური სამსახური ითხოვს, არის ის, რომ ვიდეო მასალა (ლექციები) უნივერსიტეტმა გაუგზავნოს პენიტენციური სამსახურის სოციალურ მუშაკს, უნივერსიტეტის საკონტაქტო პირის მეშვეობით.
2 თვეა ვცდილობთ თსუ-სთან გავიაროთ ეს საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კონსულტაციებს აწარმოებდა მამაჩემი, როგორც ჩემი მინდობილი პირი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. ორჯერ შეხვდა ფაკულტეტის დეკანს, ასევე უნიუვერსიტეტის რექტორს.
ავუხსენით, რომ თავად ციხემ დაგვრთო ნება, ნებისმიერი სახის შემეცნებითი ლექცია მიეღოთ და მოეწოდებინათ ჩემთვის, რომ უნივერსიტეტის მხრიდან ზედმეტი სიფრთხილე (ანუ, შიში ჩემთან რაიმე სახის კონტაქტის ქონის), იყო გადაჭარბებული.
თუმცა უნივერსიტეტმა ძალიან თავშეკავებული პოზიცია დაიჭირა და არ ისურვა ჩემთვის შემეცნებით-სამეცნიერო ლექციების გამოგზავნა.
დასაწყისში გვითხრეს, რომ მხოლოდ ფაკულტეტის საგნებთან დაკავშირებული ლექციების გამოგზავნა შეეძლოთ. შემდგომში თქვეს, რომ არც ზოგად ლექციებში იყო პრობლემა, ახლა კი საერთოდ უარით გამოგვისტუმრეს.
გვითხრეს, რომ უნივერსიტეტი არ არის ვალდებული ასეთი ღონისძიება განახორციელოს.
ის, რომ მე მაქვს სრულფასოვანი განათლების მიღების უფლება, განმტკიცებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
შესაბამისად, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის და უნივერსიტეტის რექტორის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია, არამედ უკანონოც არის და უსამართლოც.
გასაოცარი ფაქტია – ციხე დავითანხმეთ, რომ ლექციები მოეწოდებინათ და საკუთარი უნივერსიტეტი – ვერა.
ძალიან მძიმეა, როცა ჩემ საყვარელ უნივერსიტეტს – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს – ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში ვხედავ.
ერთდ დროს, როცა ქვეყანას სჭირდებოდა, თავად ივანე ჯავახიშვილი გამოვიდა და მოუწოდა მისსავე სტუდენტებს, რომ დროებით კალამი გადაედოთ გვერდით და სამშობლოს დასაცავად გამოსულიყვნენ.
დღეს კი მისი სახელით გამოდის უნივერსიტეტი (თსუ) და სამშობლოს დაცვის სულისკვეთების გამო დაჭერილი სტუდენტისთვის, რექტორი, პოლიტიკური ხელისუფლების შიშის გამო, საგანმამათლებლო ლექციის ჩაწერასა და გაგზავნას ვერ ბედავს.
ეს არა მხოლოდ ჩემი, როგორც სტუდენტის, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სულის შეურაცხყოფაა“.
ზვიად ცეცხლაძე მეორე წელია პატიმრობაში იმყოფება. ის 2024 წლის დეკემბერში დააკავეს.
2025 წლის 2 სექტემბერს, ზვიად ცეცხლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2,5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა .
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ანაკლიაში ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება.
საქართველოს საზღვაო აკვატორიაში უკვე შემოსულია დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha, რომელიც დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხი არხის მოსაწყობად.
„ანაკლიაში ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს,“ – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ რელიზში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დაწყების შემდეგ ეს არის მეორე შემთხვევა როდესაც ანაკლიაში მსგავსი შესაძლებლობის გემი შემოდის.
პირველად, ანაკლიის მომავალ პორტში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ 2018 წლის სექტემბერში შემოვიდა.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ათენამ“ რამდენიმე თვე იმუშავა ანაკლიაში.
დამაღრმავებელი სამუშაოების შედეგად ზღვის ფსკერიდან ამოიღეს 5.0 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა და 110 ჰექტარი ტერიტორია ამაღლდა 8 მეტრით – ზღვიდან ამოღებული ქვიშის ხარჯზე.
ფსკერის დამაღრმავებელი გემი “ათენას” შემოსვლა ანაკლიაში, 2018 წლის სექტემბერი
თუმცა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თავდაპირველი პროექტი, რომელსაც შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (Anaklia Development Consortium – ADC) ახორციელებდა, რამდენიმეწლიანი დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში ოფიციალურად ჩაიშალა.
2026 წლის 6 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Land lord-ის მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.
„ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და, შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის,“ – განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მათივე ცნობით, დაგეგმილია ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის – საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობა.
ცნობისათვის, სანამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილებას „ლენდლორდის“ პრინციპით მიიღებდნენ, 2024 წლის 29 მაისს საერთაშორისო ტენდერში უპირატეს მონაწილედ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გამოაცხადეს. დაანონსდა, რომ უპირატესად მიჩნეულ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება დაზუსტდებოდა.
„ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა – შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), (ქვეკონტრაქტორები – China Road and Bridge Corporation და -Qingdao Port International Co., Ltd).
მათ 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა. ამ პერიოდში ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ორივე კომპანიასთან, მაგრამ წინადადებები მივიღეთ მხოლოდ ჩინური კონსორციუმისგან. მინდა გითხრათ, რომ Qingdao Port ტვირთბრუნვის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტია მსოფლიოში და მისი მმართველი კომპანია კონსორციუმის წევრია“, – ამბობდა 2024 წლის მაისში მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.
ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ “უახლოეს დღეებში დაზუსტდებოდა შემოსული წინადადების დეტალები”, ამის შემდეგ გამოცხადდებოდა გამარჯვებული და საპარტნიორო შეთანხმებისა და საკონცესიო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების პროცესი დაიწყებოდა.
ეს “უახლოესი დღეები” ორი წელი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ეკონომიკის ორი მინისტრი – ჯერ ლევან დავითაშვილი და შემდეგ მარიამ ქვრივიშვილი საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ „ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან“ კონტრაქტი მალე გაფორმდებოდა.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 22 მაისს მარიამ ქვრივიშვილი ამბობდა, რომ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იმედოვნებდა, რომ ჩინეთის სახელმწიფო კომპანია ანაკლიის პორტის მთავარი ინვესტორი გახდებოდა.
საბოლოოდ, 2026 წლის 6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს „ლენდლორდის“ მოდელით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 447 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 470. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
ტანკი – 12 231 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 25 060 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 47 127 ერთეული [+82]
MLRS – 1 980 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 527 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 437 503 ერთეული [+1 838]
სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 097 ერთეული [+16]
გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 128 497 ერთეული [+463]
სპეცტექნიკა – 4 484 ერთეული [+1]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 005 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
ვაშინგტონის პოლიტიკურ კულუარებში უკრაინაში შეჭრას ხშირად განიხილავენ, როგორც ცივსისხლიან გეოპოლიტიკურ ნაბიჯს. თუმცა, ვაშინგტონში, კენანის ინსტიტუტში ისტორიკოს მაიკლ კიმიჯთან საუბრისას, ამერიკელმა დიპლომატმა სტივენ სესტანოვიჩმა – „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ (CFR) წამყვანმა მკვლევარმა და პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის ყოფილმა საგანგებო ელჩმა – სრულიად განსხვავებული დიაგნოზი დასვა.
მისი თქმით, ეს ომი არა ძლიერების დემონსტრირება, არამედ პარანოიით გამოწვეული უხეში შეცდომა იყო.
სესტანოვიჩის შეფასებით, პოსტსაბჭოთა რუსეთის მთავარი ტრაგედია ის გახდა, რომ ქვეყნის უშიშროების აპარატი და „ძალოვანი სტრუქტურები“ რეფორმირებას გადაურჩნენ. ხელისუფლებაში მოსვლისას ვლადიმერ პუტინმა კრემლში მხოლოდ პირადი, კგბ-ის ოფიცრის აზროვნება კი არ მიიტანა, არამედ ხელუხლებლად ჩაიბარა მთელი ინსტიტუციური კულტურა.
ეს უწყებები სამყაროს მტრულად უყურებენ და მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი რეგიონული დემოკრატიული პროცესი დასავლეთის ფარული შეთქმულებაა.
დიპლომატმა გაიხსენა, რომ 2004 წელს, უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს, მოსკოველმა ოლიგარქებმა მას პირადად დაუდასტურეს კრემლის შიდა შიშები. სპეცსამსახურები პუტინს აჯერებდნენ, თითქოს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მაიდანზე მდგარ მომიტინგეებს დღეში 20 დოლარს პირდაპირ ბანკომატებიდან ურიცხავდა.
ზომიერების გრძნობის დაკარგვა
ამერიკელი ექსპერტი არ იზიარებს მოსაზრებას, თითქოს იმპერიული ექსპანსია რუსული საზოგადოების უცვლელი კოდია. მისი თქმით, 2022 წლის გადაწყვეტილება იყო იზოლირებული ლიდერის პირადი შეცდომა, რომელმაც პოლიტიკური ზომიერების განცდა სრულიად დაკარგა. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ რომ გაჩერებულიყო, პუტინი დროსთან ერთად აღადგენდა დიპლომატიურ კავშირებს და დასავლეთში პრაგმატულ მოთამაშედ დარჩებოდა.
ამის ნაცვლად, კრემლის ლიდერი ისტორიულ ილუზიებში გადაეშვა, რაც ყველაზე ნათლად გამოჩნდა მის 2021 წლის ესეში, სადაც მან უკრაინელი ხალხის არსებობა საერთოდ უარყო და მას „რუსული ოჯახის ღალატი“ უწოდა. სესტანოვიჩმა ამ ტექსტს პირდაპირ „სრულიად გიჟური ნაშრომი“ უწოდა, რომელმაც ქვეყანა რეალობას მოწყვიტა.
დანგრეული სტრატეგიული მომავალი
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებით პუტინმა რუსეთის სტრატეგიული ბრენდი საბოლოოდ გაანადგურა. ქვეყანა ეკონომიკურად დასუსტდა, ევროპას ჩამოშორდა და მთლიანად ჩინეთზე გახდა დამოკიდებული.
სესტანოვიჩი ასკვნის, რომ პუტინის ისტორიული მემკვიდრეობა სტალინის ბედს გაიზიარებს. რუსეთის მომავალი თაობები მას მკაცრად დაგმობენ და განიხილავენ, როგორც ლიდერს, რომელმაც საკუთარი პარანოის გამო რუსეთის მომავალი დაანგრია.
გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ქონებრივი დეკლარაცია, სადაც აღარ ფიგურირებს მისი მეუღლე, ნატალია მოწონელიძე. დეკლარაცია 2026 წლის 31 მაისშია შევსებული.
დეკლარაციაში მითითებულია ირაკლი კობახიძის შვილები.
2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნატალია მოწონელიძე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ თავმჯდომარედ მუშაობდა და მისი წლიური ხელფასი 9 929 ლარი იყო.
მოწონელიძე 2024 წელს [კობახიძის 2025 წლის დეკლარაციის თანახმად], თსუ-შიც იყო დასაქმებული, საიდანაც 36 830 ლარი აუღია ხელფასის სახით.
ირაკლი კობახიძე მეუღლესთან ერთად საჯარო სივრცეებში თითქმის არასდროს ჩნდებოდა, თუმცა ამჯერად ის ქონებრივი დეკლარაციიდან გაქრა, რაც შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძე ნატალია მოწონელიძესთან ერთად აღარ ცხოვრობს.
2026 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კობახიძის სახელზე კვლავ ფიქსირდება თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე არსებული 157.8 კვ.მეტრი საცხოვრებელი ბინა და 20კვ.მეტრი ავტოფარეხი, რომელიც კობახიძეს 2016 წელს საჩუქრის სახით მიუღია.
პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2025 წელს კობახიძეს ხელფასის სახით 140 860 ლარი აქვს აღებული.
დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კობახიძე თავადვე იხდის ორი შვილის სწავლის საფასურსაც. მაგალითად, 2025 წელს მას გადაუხდია 2026-27 სასწავლო წლის საფასური, რაც მთლიანობაში 72 887 ლარია.
2026 წლის დეკლარაციის მიხედვით, კობახიძეს საბანკო ანგარიშებზე „თიბისი“ ბანკში 30 000 დოლარი და 61 261 ლარი აქვს.
რასთან გვაქვს საქმე, როცა ქვეყანაში ადამიანები მასობრივად არიან დაკავშირებული „ქურდულ სამყაროსთან? როცა მხოლოდ ხელვაჩაურში ჩატარებული ერთი სპეცოპერაციით „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებით 72 პირს აკავებენ?
შსს ხშირად აქვეყნებს სტატისტიკას, როგორ დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ათეულობით ადამიანი. ეს სტატისტიკა მზარდია: წელს ექვს თვეში უკვე 333 პირს წარუდგინე ბრალი „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე, გასულ წელს კი – ერთი წლის განმავლობაში – 228 პირს.
„როდის გაიზარდა კრიმინალი? – როცა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში ჩაერთო ეს ადამიანები. შტაბის უფროსს აუცილებლად გვერდით უნდა ჰყოლოდა მოძალადე ელემენტი, რომელიც ქუჩას „დაულაგებდა“. პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში საარჩევნო ოლქი, სადაც „ოცნება“ ამ ე.წ. მოშავო ელემენტებით არ ატარებს არჩევნებს.
არჩევნების დასრულების შემდეგ კი, ამ ადამიანებს ეუბნებიან: ახლა ქვეყანა უნდა დატოვოთ! ამას ეუბნებიან განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ავტორიტეტით გამოირჩევიან ამ სფეროში. ივანიშვილი „ქურდებს“ კონკურენტებად აღიქვამს ამ ნაწილში,“ – ამბობს პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე.
„ბათუმელებმა“ ამ თემაზე პარტია „ახალს“ აღმასრულებელ მდივანთან, გიორგი კირთაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
ბატონო გიორგი, შსს-ს ბრიფინგების მიხედვით, 2026 წელს უკვე 333 პირს წარუდგინეს ბრალი „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო. 2025 წელს კი, შსს-ს მონაცემებით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 228 პირის მიმართ. რას აჩვენებს თქვენთვის ეს გაზრდილი სტატისტიკა?
პირველი, ალბათ, იმით უნდა დავიწყოთ, რომ როგორც ჩემს ირგვლივ, ალბათ თქვენს ირგვლივ, უფრო და უფრო ხშირად გაიგონებთ ამბავს იმის შესახებ, რომ ადამიანები ფინანსური დავის გადასაწყვეტად სასამართლოში კი არ მიდიან, არამედ „ქურდებთან“, ე.წ. კრიმინალური სამყაროს ჩართულობით აპირებენ საქმეების გარჩევას. ეს რეალობა, პირდაპირ „ქართული ოცნების“ რეჟიმის დამსახურებაა – ნდობა სასამართლოს მიმართ, ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ, ყოველდღიურ რეჟიმში იკლებს.
მივედით იქამდე, როცა, შესაძლოა, ეს ციფრები უახლოვდებოდეს იმას, რაც იყო, მაგალითად, შევარდნაძის დროს, როცა ყველა ადამიანი, ელემენტარული დავის გადასაწყვეტად ე.წ. ქურდებს ეძებდა.
ამიტომაც, არის, ჩემი აზრით, ეს სტატისტიკა გაზრდილი.
ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ საქმეები „ქურდებმა“ გაარჩიონ და არა მისმა სასამართლომ – ასე ნამდვილად არ არის. ივანიშვილს უნდა, ყველაფერში თვითონ იყოს გადაწყვეტილების მიმღები, მათ შორის, იგი „ქურდებს“ კონკურენტებადაც აღიქვამს ამ ნაწილში. ჩვენ ვიცით, როგორ რთავენ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირებს არჩევნებში. ამას „ოცნება“ აკეთებს საარჩევნო ხმების მობილიზების ნაწილში. პრაქტიკულად, ყველა არჩევნებში ამას აკეთებდა. არჩევნების დასრულების შემდეგ კი, ამ ადამიანებს ეუბნებიან: ახლა ქვეყანა უნდა დატოვოთ!
ამას ეუბნებიან განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ავტორიტეტით გამოირჩევიან ამ სფეროში.
გიორგი კირთაძე
მაგალითად, 2021 წლის არჩევნებში [ამ არჩევნებში გიორგი კირთაძე ბათუმის მერობის კანდიდატი იყო და „ოცნებას“ მეორე ტური, შესაბამისად, ხმების განსაკუთრებული მობილიზება დასჭირდა], ქვეყნიდან გაშვებული ადამიანები მეორე ტურისთვის სპეციალურად ჩამოიყვანეს. პატარა ქალაქია ბათუმი და იგებ ამ ამბებს.
მეორე ტურში ამუშავეს ეს ხალხი და შემდეგ ისევ უთხრეს, დატოვეთ ახლა ქვეყანაო. სხვათა შორის, რამდენიმემ არ დატოვა ქვეყანა და აღმოჩნდა ციხეში. მერე დასჭირდა „ოცნების“ საარჩევნო შტაბს სირბილი პროკურატურაში თუ სხვაგან, რომ ეს ხალხი ციხიდან გამოეშვათ იმ პირობით, რომ ქვეყანას ისევ დატოვებდნენ. ეს არის აპრობირებული მეთოდი – ასე მუშაობს „ქართული ოცნება“ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან.
ამას გარდა, ბოლო დროს იმდენად გართულებულია კრიმინოგენური ვითარება, ეს ივანიშვილის ისედაც დასუსტებულ რეიტინგს კიდევ უფრო მეტად ურტყამს. ამ დროს ვხედავთ მოჩვენებით დევნას კრიმინალურ სამყაროსა და ნარკოტიკებზე. ამით ცდილობს, ეფექტური მთავრობის როლი მოირგოს. რეალურად ამით არც კრიმინალური გარჩევების რაოდენობა მცირდება, არც ნარკოდანაშაული.
გვახსოვს 2020 წლის არჩევნებზე, თქვენი თანაგუნდელის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბზე თავდასხმა… საარჩევნო ხმების მობილიზების, ამომრჩევლის დაშინების გარდა, „ქურდული სამყაროს“ ამოცანა არჩევნებში არის ოპოზიციონერებზე თავდასხმა და დევნა?
პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში საარჩევნო ოლქი, სადაც „ოცნება“ ამ ე.წ. მოშავო ელემენტებით არ ატარებს არჩევნებს. ამას ნებისმიერი დილეტანტი ამჩნევს, რა ხდება უბნებზე.
ყველაზე უფრო ნათლად ამ ჩართულობის მასშტაბი [„ქურდულ სამყაროს“ და „ოცნებას“ შორის] გამოჩნდა გლდანის არჩევნებზე, როცა გასროლაც იყო – ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში შევარდნები, დარბევები და ასე შემდეგ. მაშინ ნიკა იყო პროდასავლური ოპოზიციის გამოკვეთილი კანდიდატი და გახსოვთ, რომ მან პირველივე ტურში დაამარცხა „ოცნების“ კანდიდატი. მერე იქ ბიძინაც ჰყავდათ მიყვანილი გლდანის ოლქში.
პრაქტიკულად ყველა არჩევნებზე ვხედავდით ჩვენ ამ ჩართულობას – არ ვამბობ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ „ქუჩის მოხოდვის ამბავში“ [„ქურდულ სამყაროს“] თავისი წვლილი აქვს.
როცა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით ადამიანებს აპატიმრებენ, აჩვენებს იმას, რომ ბიძინა გადამგდებია. ბიძინა გადამგდებია ყველგან და ყველაფერში, მათ შორის, ამ ხალხთან ურთიერთობაში.
მეორე მხრივ, ივანიშვილი ხედავს, რომ კრიმინოგენური ვითარება საერთოდ ვეღარ გააკონტროლა და ყველა კვლევაში მას ნარკოტიკთან ერთად ეს ამოუვიდა მთავარ პრობლემად. ამიტომაც, ცდილობს, რომ დაჭერებით ხალხს აჩვენოს, რომ ის ამ მიმართულებით მუშაობს. მაგრამ როგორც ბათუმის ყველა ქუჩასა და ეზოში, ისე მთელ ქვეყანაში იგრძნობა, რომ საქმის გარჩევები და უბედურება ხდება.
საზოგადოებისთვის კი მორიგი სპექტაკლია დადგმული: დაიჭერს ერთს და ათი რჩება გარეთ. ივანიშვილი ამ ადამიანებს ჯერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს, მერე კი, ასე მარტივად ვეღარ გააქრობს.
ხელვაჩაურის სპეცოპერაციის დროს დააკავეს 72 პირი, მათ შორის, სამი ქალი იყო. ერთ-ერთმა მათგანმა მოსამართლეს უთხრა, რომ უძრავი ქონების აგენტია, ნასყიდობის შეთანხმებიდან წილი ვერ მიიღო და ამიტომაც მიმართა „ქურდს“… ეს რაზე მიუთითებს, როცა „ქურდულ გარჩევებში“ ქალებიც ერთვებიან?
ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან იზრდებოდა კრიმინალური სამყაროს გავლენები ამ ქვეყანაში. იზრდება, მათ შორის, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც, მაგალითად, ფინანსური დავის გადასაწყვეტად სასამართლოს კი არა, არამედ ამ ხალხს მიმართავს.
როგორ შეიძლება ამაზე ვინმე სხვას ჰქონდეს პასუხისმგებლობა, თუ არა ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს? მათ მიაღწიეს იმას, რომ ნულოვანი ნდობაა სასამართლოსა და მართლმსაჯულების მიმართ ამ ქვეყანაში. ქალი იქნება, თუ კაცი, ნებისმიერი პირი, დავის გადასაწყვეტად სასამართლოში კი არ მიდის და კანონიერ გზებს კი არ მიმართავს, არამედ ამ ხალხს უკავშირდება.
რამდენიმე დღის წინ ცაგერის საკრებულოში დააკავეს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით, მანამდე „ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით შარაშიძის საქმეში“ პროკურორის თქმით: „ბრალდებულს [დავით შარაშიძეს] თან ახლდა ორი პირი. ამ ორი პირიდან ერთ-ერთი ესაუბრებოდა დაზარალებულს [პოლიციელს] და გამოხატა მხარდაჭერა „ქურდული სამყაროს“ მიმართ… „ოცნების“ დეპუტატი ქეიფობდა რესტორანში „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებთან ერთად. ეს რაზე მიუთითებს?
ჩვენ გვყავს თბილისის მერი, რომელიც თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებდა იმით, რომ თავს იწონებდა „კანონიერ ქურდებთან“ მეგობრობით. ის ამაზე ღიად საუბრობდა. „ოცნების“ წევრებში ბევრია ისეთი, ვინც თავს იწონებს „კანონიერ ქურდებთან“ მეგობრობით, რომ მათთან ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარეკვა და ასე შემდეგ.
ეს მენტალობა დააბრუნა ივანიშვილმა. ჩვენ ხომ უამრავი მაგალითი გვახსოვს – დაწყებული მშენებლობის ნებართვებიდან, დამთავრებული ქვა-ღორღის მოპოვებით, როგორი იყო ჩართული „კრიმინალური სამყარო“ გადაწყვეტილების მიღებაში, როგორ იმართებოდა მათი ჩართულობით ტენდერები, როგორ იგებდნენ შემდეგ შესყიდვებს მათ მიერ ლობირებული ადამიანები.
ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი კრიმინალურია და ეს ითვალისწინებს კრიმინალებთან ახლო ურთიერთობას. თუ ვინმე ხელს შეუშლის, დაიჭერს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სამყაროს ივანიშვილი ებრძვის. ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებაში კრიმინალურ სამყაროს არ აქვს გადამწყვეტი, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი როლი.
ფიქრობთ, რომ პერიოდულად ივანიშვილი კონკურენციას გრძნობს და „ქურდული სამყაროს“ გავლენიანი ფიგურების დასუსტებას, ჩამოცილებას ცდილობს?
თუ ვინმე მისი კონკურენტი იქნება, რა თქმა უნდა, ამ კონკურენტის განეიტრალებას ცდილობს. ასევე, თუ ვიღაცამ იმაზე მეტი მოიპარა, ვიდრე მას აქვს დაშვებული, დაიწყებს ეჭვიანობას იმაზე, რომ ეს ფული შეიძლება სხვა საქმისთვის იქნას გამოყენებული, ანუ მისი ძალაუფლების შესასუსტებლად. ამ ადამიანებს მერე სვამს ციხეში.
წელს არ გვაქვს საარჩევნო წელი და მკვეთრად იზრდება „ქურდული სამყაროს“, ასევე ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებულთა რაოდენობა. ეს კრიმინალთან ბრძოლის იმიჯის შექმნას სჭირდება?
„ოცნებას“ ვინც მხარს უჭერს, ათიდან ორი კაცი, ის ხალხიც ამბობს: ყელში ამოსული გვაქვს კრიმინალი და ნარკოტიკიო. მათი მხარდაჭერაც რომ არ დაეკარგოთ, ამისთვისაა ეგ ნაბიჯები გადადგმული, თუმცა ეს არ გადის შედეგზე: ამით არც ნარკოდანაშაული მცირდება და არც კრიმინალი.
სასამართლო საქმეები აჩვენებს, რომ სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ მოზარდებშიც გავრცელებულია „ქურდული სამყაროს“ შეხედულებები… სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი?
ახალგაზრდების რაღაც ნაწილი შეიძლება იყოს მიდრეკილი ამისკენ, მაგრამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი სწორად აფასებს ვითარებას, ისინი განსაკუთრებით კარგად არჩევენ შავს და თეთრს, კარგად ხვდებიან, რატომ სჯობია კრიმინალს პატიოსანი ცხოვრება. მე შეიძლება ამას ახლა ჩემი შვილების და მათი მეგობრების მაგალითით გიყვებით, მაგრამ მაინც მჯერა, რომ უფრო ასეა.
თუ ხელისუფლება არ თანამშრომლობს კრიმინალთან, თუ ხელისუფლება ხელს არ უწყობს კრიმინალს და არ იყენებს სათავისოდ, კრიმინალი ამ დროს სუსტდება. როდის გაიზარდა კრიმინალი? – როცა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს ყველა საარჩევნო ოლქში ჩაერთო ეს ადამიანები. შტაბის უფროსს აუცილებლად გვერდით უნდა ჰყოლოდა მოძალადე ელემენტი, რომელიც ქუჩას „დაულაგებდა“.
ყველა სფეროში ქვეყანაში არის პრობლემები და ყველა მიმართულებაზე არის ერთი და იგივე ხელწერა. სათავე ამ პრობლემისა არის დამპალი რეჟიმი, რომელიც ზრუნავს არა ხალხზე, არამედ ნებისმიერი მისი სიტყვა, საქმე, გადაწყვეტილება მიმართულია მხოლოდ იქითკენ, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ეს ძალაუფლება იმისთვის კი არ სჭირდებათ, რომ რამე იდეა აქვთ და ეს იდეა უნდა განახორციელონ, არამედ მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფული მოიპარონ, რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ ხელისუფლებაში, რომ კიდევ უფრო მეტი მოიპარონ.
ვამბობ 10-დან 2 უჭერს მხარს „ოცნებას“-მეთქი, მაგრამ მივალთ იქამდე, რომ ეს ადამიანებიც აღარ დაუჭერენ მხარს. რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა პროტესტის სწორად ორგანიზება.
მთავარი ფოტო: „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების სასამართლო ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა“ [CCIIR] საქართველოში, საჯარო სკოლის მასწავლებლების ხელფასების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, 2025 წლის მდგომარეობით, განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 1 888 ლარია, რაც ეროვნული საშუალო ხელფასის მხოლოდ 55-60%-ია.
რა ხდებოდარეფორმამდე,ანუ 2005 წლამდე
კვლევის მიხედვით, სერტიფიცირების რეფორმამდე მასწავლებელთა ხელფასები საქართველოში უკიდურესად დაბალი იყო და შეადგენდა დაახლოებით 80-150 ლარს თვეში სრული დატვირთვის მასწავლებლისთვის.
„ხელფასები გაიცემოდა სკოლების კონსოლიდირებული ბიუჯეტებიდან, გამჭვირვალობისა და სტანდარტიზაციის ნორმები გათვალისწინების გარეშე. 2005 წლის განათლების კანონმა კი შექმნა საფუძველი სულადობრივი დაფინანსებისა და ახალი სახელფასო ჩარჩოსთვის.
2007 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით, საბაზო ხელფასი განისაზღვრა 165 ლარით. 2008 წელს ეს მაჩვენებელი რამდენიმეჯერ შესწორდა და გაუტოლდა 195 ლარს, ხოლო წლის ბოლოსთვის 220 ლარამდე გაიზარდა.
მასწავლებლის პირველი სასერთიფიკაციო გამოცდები 2010 წლის 13 ივლისს გაიმართა. ამ დროს შემოიღეს სერტიფიცირების დანამატი – 75 ლარი, მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის.
მასწავლებელს, რომელსაც ასევე ჰქონდა ჩაბარებული ინგლისური ენისა და საბაზო კომპიუტერული უნარების გამოცდა, დანამატის ჯამური ოდენობა 200 ლარამდე ეზრდებოდა (75+125 ლარი).
ამასთან, სერტიფიცირებული მასწავლებლების საუკეთესო 25%-ის ხელფასი, რომელთაც ასევე ჰქონდათ ინგლისურისა და კომპიუტერული უნარების სერტიფიკატი, მთლიანობაში 1000 ლარამდე ივსებოდა“ – ნათქვამია კვლევაში.
სქრინი CCIIR-ის კვლევიდან.
2012 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი დაახლოებით 330 ლარს შეადგენდა. ამ პერიოდისთვის მოქმედებდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც სამ კატეგორიად იყო განსაზღვრული: სერტიფიცირებული, პირველი, უმაღლესი.
ეს სიტემა 2015 წლამდე შენარჩუნდა, 2015 წელს კი შეიქმნა სახელფასო დანამატების ახალი სისტემა, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ამოქმედებულ სქემას ეფუძნებოდა.
სქემის საფეხურების შესაბამისად, „უფროსი მასწავლებლის” სტატუსის დანამატი განისაზღვრა 160 ლარით, „წამყვანი მასწავლებლისა” – 250 ლარით, ხოლო „მენტორის” სტატუსის დანამატი კი – 300 ლარით.
2015-2023 წლებში მთავარი აქცენტი კეთდებოდა არა მასწავლებლის საბაზისო ხელფასის ზრდაზე, არამედ მასწავლებელთა პროფესიული სტატუსის შესაბამისი დანამატის გაზრდაზე. 2023 წლისთვის მასწავლებლის ყველა სტატუსის დანამატები თითქმის ხუთჯერ გაიზარდა 2015 წელთან შედარებით.
2024 წლის რეფორმის შედეგები კი სხვადასხვა ჯგუფისთვის განსხვავებული აღმოჩნდა.
„ყველაზე დიდი სარგებელი მიიღეს უფროსმა მასწავლებლებმა, სრული ან მაღალი დატვირთვის მქონე მასწავლებლებმა, დიდი სკოლების პედაგოგებმა, იმ მასწავლებლებმა, რომლებიც კვირაში 18-25 საათს ასწავლიან.
იმ პერიოდში, უფროსი მასწავლებლები წარმოადგენდნენ სისტემის ყველაზე დიდ ნაწილს – დაახლოებით 41 700 პედაგოგს. ამიტომ რიცხობრივად სწორედ ისინი გახდნენ რეფორმის მთავარი ბენეფიციარები“- ნათქვამია კვლევაში.
ამავე წყაროს მიხედვით, 2024 წლის ცვლილებებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ შემდეგი კატერორიის მასწავლებლები: წამყვანი, მენტორი, ნაწილობრივი დატვირთვის მქონე პედაგოგები, დაწყებითი კლასების მასწავლებლები, სოფლისა და მცირე სკოლების მასწავლებლები, მაღალმთიანი და არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლები.
ამ ცვლილებას მასწავლებლების პროტესტიც მოჰყვა. მათი ნაწილი ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა და ხელფასების მატების ნაცვლად დააკლდათ.
2023 წლისთვის სტატუსის დანამატები შეადგენდა: უფროსი მასწავლებელი – 795 ლარი; წამყვანი მასწავლებელი – 1 175 ლარი; მენტორი მასწავლებელი – 1 475 ლარი.
2024 წლის რეფორმის შემდეგ უფროსის სტატუსის დანამატი გაუქმდა; წამყვანის დანამატი 150 ლარამდე შემცირდა; მენტორის დანამატი 300 ლარამდე შემცირდა.
„ეს ნიშნავს, რომ ყველაზე მაღალი პროფესიული სტატუსების დანამატები დაახლოებით 80-85%-ით შემცირდა. შესაბამისად, კარიერული წინსვლის ფინანსური სტიმული მნიშვნელოვნად შესუსტდა“ – წერია კვლევაში.
პედაგოგების ნაწილმა სქემაში შეტანილი ბოლო ცვლილება მასწავლებლების დაცინვად შეაფასა.
კვლევის მიხედვით, ბოლო ცვლილებები ნეგატიურად აისახა მაღალმთიანის დანამატის წილზე საბაზო ხელფასთან მიმართებით.
„მაღალმთიანის დანამატი ამჟამად შეადგენს 150 ლარს.
2016 წელს იგი საბაზო ხელფასის დაახლოებით 35%-ს და საშუალო ხელფასის 11%-ს შეადგენდა, ხოლო დღეს საშუალო ხელფასის მხოლოდ დაახლოებით 8%-ს წარმოადგენს“ – ნათქვამია კვლევაში.
CCIIR-ი წერს, რომ საქართველოში მოქმედი მოდელი უფრო მეტად წაახალისებს ჩატარებული გაკვეთილის საათობრივ რაოდენობას, ვიდრე მასწავლებელთა პროფესიულ კომპეტენციას თუ ჩატარებული გაკვეთილების ხარისხს.
საქართველოს სახელფასო ფორმულა მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგალითად, OECD-ის ქვეყნებში [ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები] არსებული სისტემისგან, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება სტაბილურ საბაზო ხელფასზე და პროფესიული გამოცდილება და კარიერული წინსვლა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასწავლებლის ხელფასის ფორმირებაში.
„საქართველოში მოქმედი მოდელი კი ახალისებს საათობრივ დატვირთვაზე ორიენტირებულ პრაქტიკას და ფოკუსირდება უშუალოდ ჩატარებულ გაკვეთილზე, ხოლო უგულებელყოფს სასკოლო პოლიტიკასა და იმ აქტივობებს, რომლებიც სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვისთვის არის აუცილებელი“ – ნათქვამია კვლევაში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც მთელი წელი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულიად უფასო იქნებოდა, ახლა დანაპირებს ცვლის.
„ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად დაფარავს სახელმწიფო, თუმცა იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, „ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი“ – ამბობს ზვიად გაბისონია.
„ასეთ შემთხვევაში მისი სრული დაფინანსება გაგრძელდება, ხოლო თუ ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან უზრუნველყოფს კრედიტების 80%-ზე მეტის დაგროვებას, სახელმწიფო გააგრძელებს მისი სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას.
ეს გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში და გახლავთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაცია.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან მხოლოდ ერთ საგანში ვერ მიიღებს კრედიტს, მაგრამ მომდევნო სემესტრში ყველა კრედიტს დააგროვებს, სრული დაფინანსება კვლავ აღუდგება“- ამბობს გაბისონია.
მისი თქმით, აქ საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე, აკადემიურ მიღწევებსა და ქულებზე.
„საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე. საგანში 51-ქულიანი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში იგულისხმება, რომ სტუდენტს კრედიტი უკვე მოპოვებული აქვს.
მნიშვნელოვანია, რომ თუ სტუდენტი, 50%-იანი დაფინანსების მიღების შემდეგ, აღადგენს 100%-იან საკრედიტო შედეგს, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს მისი სწავლის ღირებულების სრულ დაფინანსებას“, – ამბობს ზვიად გაბისონია.
ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა კოტე მჟავიამ, რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან და მსახიობ გიორგი შანიძესთან ერთად ე.წ. „ეროვნული ფასეულობების დაცვის“ მოტივით, საინიციატივო ჯგუფი დააფუძნა.
ამის შესახებ ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 30 ივლისს განაცხადეს. მათი თქმით, გამოხატვის თავისუფლება თითოეული ადამიანის უმთავრესი ღირებულებაა, თუმცა, „ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს“.
ამავე დროს, ბრიფინგზე მათ გამოიყენეს „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელი ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „გარედან მიღებული დავალება“, „მართული ჯგუფები“ და ასე შემდეგ.
საინიციატივო ჯგუფის წევრების აზრით, უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა და „სიწმინდეების“ შეურაცხყოფა კანონის დონეზე აიკრძალოს.
„ბათუმელებს“ ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორისთვის, კოტე მჟავიასთვის უნდოდა ეკითხა, რატომ ჩათვალა მან, რომ ამ ქვეყანაში ვინმე ებრძვის სიწმინდეებს – ეკლესიას, ისტორიულ გმირებს ან ეროვნულ ფასეულობებს და რაში გამოიხატება ეს; ან რა ფორმით წარმოუდგენია ამ ყველაფრის დაცვა?
კოტე მჟავიასთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა, როგორ წარმოუდგენია თეატრის მუშაობა შეზღუდვების პირობებში, როცა შეიძლება ცენზურა ხელოვნებას შეეხოს და რა ფუნქცია დარჩება თეატრს, კინოს, მწერლობას, თუ დაცენზურდება და აიკრძალება იუმორი, სარკაზმი და სატირა?
„ბათუმელების“ ეს კითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ დარჩა, რადგან ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა, კოტე მჟავიამ სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა [პასუხის მიღების შემთხვევაში მის პოზიციას აქვე შემოგთავაზებთ].
ამავე დროს, ახალი ჯგუფის ინიციატივის დაანონსებას სოციალურ ქსელებში მოჰყვა კოტე მჟავიას მოკლე ვიდეოს გავრცელება, სადაც სანქცირებული „იმედის“ იუმორისტულ გადაცემაში ის ასეთ რამეს ამბობს:
„ზესტაფონში მყავს უამრავი სამეგობრო, ერთ ჩვენს მეგობარს ღვინის ქარხანა ჰქონდა და დაგვპატიჟა. …აწია სადღეგრძელო და მეო, თქვენს ღვინის ქარხანას, დავარქვი ქრისტეს მარანიო, უთხრა.
გაუხარდა ამ კაცს, ჭარმაგი კაცი იყო… 4 თვის თავზე ერთ-ერთ სუფრაზე ჰკითხა, ბიძია, საიდან მოგივიდა, რომ ქრისტეს მარანი დაგერქმია ჩემი მარნისთვისო. საიდან მომივიდა და ერთი ქრისტემ გადააქცია წყალი ღვინოდ, მეორეო თქვენო…“
კოტე მჟავიასთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა, რა მოხდებოდა მისი აზრით, თუ მსგავსი ხუმრობის ავტორი იქნებოდა ადამიანი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ? ეს შეფასდებოდა, როგორც „სიწმინდის შეურაცხყოფა“ თუ იუმორზე ცენზურა მხოლოდ „ოცნების“ პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს ეხება?
კოტე მჟავია ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორად 2025 წლის ნოემბერში დანიშნეს.
მის სახელთან ამ თეატრში დაკავშირებულია გახმაურებული ამბავი – მან პრემიერამდე ორი დღით ადრე სპექტაკლ DARK WEB-ის რეჟისორ გეგა გაგნიძეს პრემიერა გაუუქმა და დასმა ამის შესახებ თეატრის ფეისბუქის პოსტიდან შეიტყო.
მაშინ კოტე მჟავია ამბობდა, რომ პრემიერის გაუქმების მიზეზი სპექტაკლის რეჟისორის მიერ დაგეგმილი „პოლიტიკური აქტი“ იყო. ეს შემთხვევა საზოგადოებამ და თეატრის კრიტიკოსებმა ხელოვნების ცენზურად შეაფასეს.