უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 647 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400]
- ტანკი – 8 825 ერთეული [+10]
- ჯავშანტექნიკა – 17 348 ერთეული [+44]
- საარტილერიო სისტემა – 18 620 ერთეული [+71]
- MLRS – 1 199 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 959 ერთეული [+7]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 15 946 ერთეული [+67]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 599 ერთეული [+4]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 25 353 ერთეული [+105]
- სპეცტექნიკა – 3 190 ერთეული [+22]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 26 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 646 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 32 263 უპილოტო საფრენი აპარატი
- 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 18 356 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 464 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 15 207 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 26 510 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, ვიდრე გვგონია – ზელენსკი