ლეგენდარული კინოპავილიონის ახალი სიცოცხლე: NEXT-ი თბილისის ისტორიულ მემკვიდრეობას აცოცხლებს

ქართულმა საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა NEXTმა საზოგადოებას ახალი მიმართულება – Heritage Series (კულტურული მემკვიდრეობის სერია) წარუდგინა. კომპანიის სტრატეგიაში ეს ხაზი ახალ ეტაპს ნიშნავს, რომლის მიზანიც ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება და მისი თანამედროვე ცხოვრების სტილთან მისადაგებაა.

ამ სერიის პირველი პროექტი, Cinema City by NEXT, თბილისის ერთერთ ყველაზე ძვირფას კულტურულ ძეგლსკინოსტუდიაქართული ფილმის“ 1930-იანი წლების ლეგენდარული პავილიონის გაცოცხლებას გულისხმობს. ისტორიული მონუმენტის გვერდით კი ახალი, გამორჩეული  რეზიდენცია აშენდება, რითაც წლების განმავლობაში მივიწყებული სივრცე კვლავ იქცევა ქალაქის აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად.

ევროპული არქიტექტურული გავლენითა და ისტორიული ნაგებობებით დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან ჩამოყალიბდა თბილისის ერთერთ უმთავრეს კულტურულ ცენტრად.

1920-იანი წლების მიწურულს, როდესაც მსოფლიო კინემატოგრაფში ხმოვანი ფილმების ეპოქა იწყებოდა, გამოჩენილმა არქიტექტორმა მიხეილ ბუზოღლიმ დააპროექტა საქართველოს პირველი პროფესიონალური კინოპავილიონი. შეიძლება ითქვას, ამ ნაგებობამ, რომელიც ქართული კონსტრუქტივიზმისა და ეროვნული არქიტექტურის ელემენტების თამამი სინთეზით შეიქმნა, საფუძველი ჩაუყარა ქართულ კინემატოგრაფიას.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ამ კედლებში ლეგენდარული რეჟისორები და მსახიობები ქმნიდნენ შედევრებს, რომლებმაც მოგვიანებით საერთაშორისო აღიარება და პრესტიჟული ჯილდოები მოიპოვა. თუმცა, დროთა განმავლობაში კამერები გაჩერდა და კულტურული მემკვიდრეობის ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი ქალაქის რიტმს გამოეთიშა.

დღეს NEXT-ი ამ სივრცის კონსერვაციას და მისთვის ახალი ავთენტური დატვირთვის მინიჭებას იწყებს.

Cinema City-ის არქიტექტურული კონცეფცია წარსულსა და დღევანდელობას შორის გამართული საინტერესო დიალოგია. პავილიონი ზედმიწევნით აღდგება და თანამედროვე, მულტიფუნქციურ სივრცედ გარდაიქმნება. მასში განთავსდება კინემატოგრაფიის მუზეუმი, საერთო საზოგადოებრივი სივრცეები, ადგილი კინოჩვენებებისთვის და გასტრონომიული გალერია, რომელიც სარეკრეაციო ზონებთან ერთად გამორჩეულ  ინფრასტრუქტურას შექმნის.

შენობის ქვედა ნაწილის ფაქტურა და ტონალობა ზუსტად იმეორებს ძველი პავილიონის ხასიათს, ხოლო ზედა ნაწილი უფრო თანამედროვე დიზაინით გამოირჩევაპანორამული ფანჯრებით, 360-გრადუსიანი არქიტექტურული ხედვითა და საერთო სტილის შესაბამისი დახურული აივნებით. ფასადი მთლიანად ბრინჯაოსფერ ალუმინშია გადაწყვეტ. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოსფერი ფასადი ამ შემთხვევაში ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ესთეტიკური არჩევანი. საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბრინჯაო აქ თანამედროვე არქიტექტურულ ენად, NEXT-ის დახვეწილ და გამორჩეულ ხელწერად იქცევა.

ცენტრალური მდებარეობა, კულტურული იდენტობა და უნიკალური არქიტექტურული კონცეფცია Cinema City-ის მყარ საინვესტიციო მიმზიდველობას სძენს.

პროექტის წარდგენის აღსანიშნავად NEXT-მა ექსკლუზიური წინასწარ გაყიდვები გამოაცხადა.

ეს არის იშვიათი შესაძლებლობა ადრეული მყიდველებისთვის, მიიღონ საუკეთესო პირობები და წვდომა ექსკლუზიურ ფასებზე.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: next-property.com

ოდესასთან სამოქალაქო გემზე 10 მეზღვაური დაიღუპა რუსეთის დარტყმის შედეგად

უკრაინის საზღვაო პორტების სამსახურის განცხადებით, უკრაინაში, ოდესასთან ახლოს გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ მარცვლეულის სავაჭრო გემზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

„სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. გემზე ხანძარი ლოკალიზებულია. ეკიპაჟის რვა წევრი გადაარჩინეს და ნაპირზე გადმოიყვანეს. სამწუხაროდ, 10 ადამიანი, მათ შორის USPA State Enterprise-ის პილოტი, დაიღუპა“ – წერს უკრაინის საზღვაო პორტების სამსახური ტელეგრამზე.

უკრაინული მედიის ცნობით, სამოქალაქო გემი 19 ივლისს უკრაინის პორტს ტოვებდა სიმინდის ჩატვირთვის შემდეგ. ბორტზე ეკიპაჟის 17 წევრი იმყოფებოდა – სირიისა და ინდოეთის მოქალაქეები, გემის კაპიტანი კი უკრაინელი იყო.

 

ბათუმის ნავთობტერმინალმა 8-წლიანი პაუზის შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა

ბათუმის ნავთობტერმინალმა, რვაწლიანი შესვენების შემდეგ საავიაციო ნავთის გადატვირთვა განაახლა და გახდა ევროპიდან ყაზახეთში საავიაციო საწვავის მიწოდების საკვანძო დასაყრდენი წერტილი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით [შუა დერეფნით]. აღნიშნულ ინფორმაციას „ბათუმის ნავთობტერმინალი“ ავრცელებს.

​„ტერმინალმა დაიწყო ევროპული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიერ წარმოებული JET A1 მარკის საავიაციო ნავთის დამუშავება, რითაც გააფართოვა გადასატვირთი ტვირთების ნომენკლატურა.

საავიაციო ნავთის პირველი პარტია, 10 ათასი ტონის ოდენობით, ბათუმის ნავთობტერმინალში საზღვაო ტრანსპორტით, შავი ზღვის გავლით იქნა მიწოდებული. ამჟამად ტვირთი განთავსებულია ტერმინალში და ელოდება სარკინიგზო ვაგონ-ცისტერნების ჩამოსვლას ყაზახეთის რესპუბლიკაში შემდგომი გაგზავნისთვის.“ – წერს ნავთობტერმინალი.

„ბათუმის ნავთობტერმინალის“ ინფორმაციით „​საავიაციო ნავთის JET A1-ის გადატვირთვის განახლება აფართოებს ბათუმის ნავთობტერმინალის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს შუა დერეფნით გადაზიდვების განვითარებას, ზრდის საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების მდგრადობას და ამტკიცებს სს „კაზტრანსოილის“ კომპანიათა ჯგუფის სატრანზიტო პოტენციალს.

​ბათუმის ნავთობტერმინალი არის სპეციალიზებული ნავთობტერმინალი, რომელიც, საავიაციო ნავთის გარდა, უზრუნველყოფს ნედლი ნავთობის, მაზუთის, დიზელის საწვავის, საავტომობილო ბენზინის, სხვადასხვა მარკის ნავთის, გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირებისა და სხვა თხევადი ნავთობტვირთების გადატვირთვას. 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგებით, ბათუმის ნავთობტერმინალში თხევადი ნავთობტვირთების გადატვირთვის მოცულობამ დაახლოებით 725 ათასი ტონა შეადგინა.“

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მესაკუთრე ყაზახური სააქციო საზოგადოება „ყაზტრანსოილია“.

 

თაღლითობის ბრალდებით დააკავეს კაცი, რომელიც პირს მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი დაზარალებულს გარდაცვლილი მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა.  ბრალდებულმა, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაზარალებულს 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა დაპირებული სამუშაოები არ შეუსრულებია“ – წერს შსს.

კაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე.

„დაკავებულები, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირები, სხვადასხვა დროს, ბათუმში დააკავეს“ – წერს შსს.

ორივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 430 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 600. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 158 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 971 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 46 343 ერთეული [+82]
  • MLRS – 1 953 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 511 ერთეული [+6]
  • თვითმფრინავი – 438 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 418 425 ერთეული [+1 769]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 965 ერთეული [+9]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 122 894 ერთეული [+605]
  • სპეცტექნიკა – 4 433 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 933 ერთეული [+18]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ოდესასთან სამოქალაქო გემზე 10 მეზღვაური დაიღუპა რუსეთის დარტყმის შედეგად

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის ოლქს შეუტიეს. ორი სამოქალაქო ობიექტი და ნავთობის საწყობი დაბომბეს პოდოლსკისა და დომოდედოვოს მახლობლად. სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა.

მერიის განცხადებით, საღამოს 8:30 საათიდან დილის 5:00 საათამდე საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვთან 85 დრონი ჩამოაგდეს. მერის თქმით, მოსკოვის ოლქის მიმართულებით 400-ზე მეტი უკრაინული დრონი დაფრინავდა:

რუსეთში საწვავის დეფიციტი აისახა აფხაზეთზეც – გაძვირდა ბენზინი და მგზავრობა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

თუ ჯერ კიდევ იბრძვი, უნდა გაიხსენო ოდისევსი

ავტორი: ნათია კაპანაძე, ნიუ იორკი

___

The New York Eye – ნიშნავს თვალს, რომელიც ყველაფერს ამჩნევს და არაფერს იმჩნევს. ეს ნიუიორკული ცხოვრების და უსაფრთხოების ნაწილია. თუმცა შეუძლებელი იყო ბროდვეიზე, ლინკოლნ ცენტრში ხის უზარმაზარი ცხენის, რიგში მდგარი თაყვანისმცემლების არმიის, ასობით დაცვის თანამშრომლის, შავტანსაცმლიანი ფოტოგრაფების და სხვა ანტიკური რეკვიზიტების ყურადღების მიღმა დატოვება.

ქრისტეს შობამდე ჰომეროსის მიერ დაწერილი „ოდისეა“ 2026 წლის 14 ივლისს რეჟისორმა ქრისტოფერ ნოლანმა ამერიკული ბლოკბასტერის ფორმატში წარმოადგინა.

ნიუ იორკს ნახევრად გადაკეტილი ბროდვეითა და გრანდიოზული ხის ცხენითაც კი  ვერ გააკვირვებ. აქ ყველაფერი გადაითარგმნება სთორიზე დასადებ ფოტოდ ან რამდენიმეწამიან რილსად, for memory ან just for fun და როგორც ამბობენ it’s all.  

აი, პრემიერა მართლაც  მომხიბვლელი იყო. ბროდვეიზე თითოეული მსახიობი ბრწყინავდა. განსაკუთრებით, ზენდაია, ანგელოზის ფრთებითა და ანტიკური ღიმილით.

ფილმში ოდისევსის როლს მეთ დეიმონი ასრულებს – ბერძენი მეფის, რომელიც ტროას ომში ბრძოლის შემდეგ, სახლში დაბრუნებისთვის წარმოუდგენელი სირთულეებით სავსე გრძელ გზას გადის. ამ პერსონალურ ბრძოლაში ამერიკელი მსახიობების ვარსკვლავური გუნდი მონაწილეობს – ტომ ჰოლანდი (ტელემაქოსი), ზენდაია (ათენა), რობერტ პატინსონი (ანტინოოსი), ენ ჰეთევეი (პენელოპე), ლუპიტა ნიონგო (კლიტემნესტრა), შარლიზ თერონი (კალიფსო), ელიოტ პეიჯი (სინონი) და ჯონ ლეგუიზამო (ევმაიოსი).

აფიშაზე იმდენად ბევრი ვარსკვლავია ერთად, ხვდები თითოეულს თავისი თაყვანისმცემლების არმია როგორ შემოჰყავს ფილმის გაყიდვაში.

ბერძენი ავტორის, ჰომეროსის (და უკვე რეჟისორ ქრისტოფერ ნოლანის) „ოდისეა“ ნიუ იორკის კინოთეატრებში 16 ივლისიდანაა ხელმისაწვდომი. ფილმის გამოჩენამდე კრიტიკოსების ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს ავრცელებდნენ. 

როგორც ყოველთვის, ქებას (და ძაგებასაც) ნახვა სჯობს. 

პირველივე ჩვენებაზე ვიყიდე ბილეთი. სულ რაღაც 25 დოლარად და 79 ცენტად, რომ მენახა ის, რასაც საუკუნეებია გვიყვებიან პლანეტის უმამაცეს, გამჭრიახ და იღბლიან კაცზე  – როგორ იბრძოდა და როგორ გადარჩა.  

ფილმის რეცენზია ჩემი მიზანი არ არის, ეგ ისეთივე თავხედობა გამოვა, როგორც ჰომეროსის ძველი ტექსტების მარადიული ფაბულის კორექცია, თუმცა ორივე მოსალოდნელი ყოფილა. 

ზოგიერთები ამბობენ, ეკრანიზაცია მას მოეწონება, ვინც ოდისევსზე არაფერი იცისო. ფილმის ნახვის შემდეგ, კრიტიკოსების ამ ნაწილს უფრო ვეთანხმები. 

IMAX ტექნოლოგიით გადაღებული პირველი ფილმი ტექნიკურად საოცარი მოგზაურობაა, ამაღელვებელი სპეცეფექტებით, თითქმის უმაკიაჟო რეალობით, ხან ჩვეულებრივი კაცივით, ცოტა არაქარიზმატული, მოუწესრიგებელი მეფით, მსახიობებით გაპრიალებული თითების გარეშე, სადაც მელირება მხოლოდ შარლიზ სტერონს აქვს. ზენდაია კი სულ სამ-ოთხ ეპიზოდში რამდენიმე წუთით რომ ჩანს, პრეზენტაციაზე ბევრად უფრო დასამახსოვრებელია, ვიდრე ფილმში. 

ოდისევსის სპეცეფექტებით სავსე გზას რეჟისორი დროის სამ სარტყელში აჩვენებს: ტროას ომი (მოგონებებში), მოვლენები ითაკაში პენელოპესა და ტელემაქოსთან და სახლისკენ მოგზაურობა, რომელსაც ოდისევსი კალიფსოს უყვება.

რადგან ოდისევსზე ყველამ ყველაფერი იცის, სპოილერი სულ არ გამოვა, თუ გეტყვით, რომ ძირითადი ეპიზოდებში რაღაც სხვაც  დამამახსოვრდა:

  • ტროას ცხენი – ომის დასასრული, ქალაქში შეღწევის მოკლე ეპიზოდი და ტროას დაცემა. აქ წინააღმდეგობების დასაძლევად პროცესის მიყოლაც კი გონიერება შეიძლება აღმოჩნდეს;
  • ციკლოპი პოლიფემოსი  – ცალთვალა გიგანტთან შთამბეჭდავი შეხვედრა მღვიმეში გასწავლის, როგორ გაქვს ძალა მოერიო შენზე ძლიერ მტერს, თუ სწორად იპოვი მის სუსტ წერტილს;
  • ლესტრიგონები – გიგანტების თავდასხმა ფლოტზე. უკან დახევის სტრატეგიის ეფექტსა და საჭიროებაზე დააფიქრებს მაყურებელს;
  • კირკე (სამანთა მორტონი) – ჯადოქარი კუნძულზე, სადაც ოდისევსი და მისი ხალხი წელიწადს ატარებენ. ის მომენტია მეფის ამალა ჯადოქარმა ღორებად რომ აქცია და მოხერხებულმა ოდისევსმა ისევ შეძლო მათთვის ადამიანური ფორმის დაბრუნება. ამ ნაწილში სწავლობ, როგორ მართო ბოროტი ძალებიც კი და მიიღო შენთვის სასურველი შედეგი მოლაპარაკებებით;
  • ჰადესი – ბრმა წინასწარმეტყველ ტირესიასთან (ჯეიმზ რემარი) საუბარი მკვდართა სამეფოში. მგონი, ამ ეპიზოდში ბერძენი ავტორი და ამერიკელი რეჟისორი გვარწმუნებენ, რომ დიდი მიზნისთვის შეიძლება ქვესკნელში ჩასვლაც კი (და შემდეგ ამოსვლა);
  • ქალთევზები – ეს საკმაოდ ამაღელვებელი მომენტია, ანძაზე მიბმული ოდისევსი უსმენს მათ სიმღერას, გემის სხვა წევრებს კი ყურები ცვილით დაუცო და ასე გაუმკლავდნენ სიკვდილს. შენ კი გრჩება შანსი აღმოაჩინო, როგორ გადარჩე და როგორ გადაარჩინო შენი გუნდი დიდ ცდუნებებსაც კი;
  • კალიფსო (შარლიზ თერონი) – შვიდწლიანი ტყვეობა კუნძულზე, ოდისევსი აქ შარლიზ სტერონის სილამაზეზე უარის თქმით, ჩვენც გვაფიქრებს, მიზანი სილამაზეს როგორ ვამჯობინოთ.

ახლა წერენ, „ოდისეა“ საუკეთესო გაგებით დაგატყვევებსო. ბევრი ინფლუენსერი გვირჩევს, ფილმის ნახვამდე აუდიო წიგნს მოუსმინეთ, ან უფრო ყოჩაღებმა წიგნი წაიკითხოთო. ყველა მართალია, რადგან რეჟისორი დიდ დროს უთმობს ოდისევსის „მაგიურ“ ხეტიალს. ასეთ ფანტასტიკურ სპეცეფექტებში კი 2 საათი და 52 წუთი არ გყოფნის სიცოცხლისა და სიკვდილის გასააზრებლად. 

  • ვინმეს შეუძლია მეთ დეიმონისთვის უკეთესად თვალყურის დევნება? ის მუდმივად იკარგება. იქნებ AirTag მიაბან?
  • უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ცნობილი ადამიანები შეყარეს ერთად და დიდი წვნიანი გააკეთეს;
  • ჰომეროსის ნაწარმოებზე ეს „ახალი ხედვა“ ისტორიული ვანდალიზმია. 

ასეთი ენამწარე კომენტარებიცაა დატოვებული ფილმის ოფიციალურ ფეიჯზე. 

The wall street Journal რეჟისორს იმაშიც აქებს, რომ 3000 წლის შემდეგ ხალხს აიძულებს წაიკითხონ კლასიკური ნაწარმოების შესახებ გუგლში მაინც.  

აზრთა სხვადასხვაობაში ფილმმა გამახსენა მთავარი – ადამიანის მიზანდასახულობა და შრომა სტრატეგიის გარეშე სისულელეა. ახალი ამერიკის გამოგონება საჭირო არაა, როცა ოდისევსის ცხოვრებამ საუკუნეების წინ გვასწავლა – ზოგჯერ პირდაპირი გზა არაეფექტურია. ხან აუცილებლობაა გამოწვევებს გვერდიდან შეხედო. ცდუნებებმა რომ არ გაგიტაცოს, ყურები ცვილით ამოივსო, თუ მოწინააღმდეგე ციკლოპივით ძლიერია, საკუთარი ძალები დაზოგო. საჭირო მომენტში, ცხვრის ტყავიც კი უნდა მოირგო. როცა მორევი გითრევს, რაღაც შეიძლება გაწირო ნიჩბების ნაწილივით. 

Must See აი, ამ კატეგორიის ფილმებში ჩაიწერება ეს ეკრანიზაცია. რამდენადაც ამაღელვებელია, იმდენად გულდასაწყვეტიც, რომ ფილმის სპეცეფექტებში ხეტიალი ადამიანური გამოწვევების ვერცერთი სიღრმისკენ ბოლომდე ვერ გიტაცებს. არსადაა ბრძოლის ფილოსოფიური მიზანი, ცხოვრების საზრისი, სიცოცხლის მიმზიდველობა, გამძლეობის უხილავი ძაფები…

ჩვენში დარჩეს და, ფილმში ოდისევსი ჰგავს კაცს სახლისკენ ძალიან რომ ეჩქარება, რათა ვიქენდზე ოჯახთან ერთად გავიდეს. 

როგორც არ უნდა იყოს – ქრისტეს შობამდე დაწერილი ეს ღვთაებრივი ამბავი სულ შეგვახსენებს, რომ გამარჯვებამდე მისასვლელად არაერთი გზა არსებობს. მიზანდასახულობის გონიერება, მოქნილობის სირბილე და გამჭრიახობის ცბიერება ის საშუალებებია, მიზანს რომ ამართლებს.

თუ ჯერ გამარჯვებული არ ხარ, თუ ჯერ კიდევ იბრძვი, უნდა გაიხსენო ოდისევსი.

რატომ არ შენდება დანისპარაულის ხიდი, რომელიც 2025 წელს უნდა დასრულებულიყო – გამოიყო 600 ათასი ლარი

ხულოში, სოფელ დანისპარაულში, ენგენაურის ხიდი, რომელიც 2025 წელს უნდა აშენებულიყო და რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი გამოიყო, დღემდე არ აშენებულა.

ენგენაურის ხიდი ინფრასტრუქტურულად მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ხიდმა ორი სოფელი უნდა დააკავშიროს ერთმანეთს.

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრების განცხადებით, რომლებმაც ხულოში ყოფნისას ამ ხიდის მდგომარეობა გადაიღეს, აცხადებენ, რომ ხიდის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 2025 წელს 366 ათასი ლარი გამოიყო – ხიდი 3 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.

„2026 წლის აპრილში, ხიდის მშენებლობისთვის დამატებით გამოიყო 250 000 ლარი, მაგრამ აპრილის შემდეგ საერთოდ აღარ უხლიათ ხელი მშენებლობისთვის. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ ჭამს კორუფცია ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს გახარიას პარტიის წევრი.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები დანისპარაულის აუშენებელ ხიდთან.

ხულოს საკრებულოს წევრი ამავე პარტიიდან, თეონა შავაძე ამბობს, რომ ხიდის საკითხი არაერთხელ დააყენა საკრებულოს სხდომაზე, „მაგრამ საკრებულოს წევრები [„ქართული ოცნებიდან], რატომღაც თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას.

არ ხდება ზედამხედველობა ასეთ დაუსრულებელ პროექტებზე, არც იმაზე, თუ რამდენად სრულდება მათ მიერ გამოცხადებული ტენდერები“, – ამბობს თეონა შავაძე.

მათი განცხადებით, კომპანიის წარმომადგენელი რომან ბოლქვაძე, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, მაგრამ ხიდი არ ააშენა, პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავია.

ხიდის თაობაზე ვიდეოს გავრცელების შემდეგ ახსნა-განმარტება ხულოს მერიამ ფეიბუქით გაავრცელა.

მერიის განმარტებით, „აღნიშნული გარემოება“, ანუ რომან ბოლქვაძის და ანზორ ბოლქვაძის ნათესაური კავშირი, „არ წარმოადგენს რაიმე სახის კავშირს ტენდერის პროცესთან, პროექტის განხორციელებასთან ან გადაწყვეტილებების მიღებასთან“.

მერია ამ პოსტით ადასტურებს, რომ 2025 წლის 24 იანვარს ნამდვილად გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიას შპს „გიგა 2015“-ს იმავე წლის 11 მარტს ხელშეკრულებაც გაუფორმეს.

„ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება ვადაში არ განახორციელა, რის გამოც კომპანიას დაეკისრა შესაბამისი პირგასამტეხლო“.

„კომპანიამ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 60%. მიმდინარე წელს სამუშაოები არ გაგრძელებულა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიას დღემდე ერიცხება შესაბამისი პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სოფელ დანისპარაულში ენგენაურის ხიდის მშენებლობის საკითხზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ყველა პროცედურა განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში“, – წერს ხულოს მერია.

„აშშ დაიღალა ტვირთის მარტო ტარებით“ – კონდოლიზა რაისის მკაცრი გაფრთხილება პარტნიორებს

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

___

  • ფინანსური ულტიმატუმები და მოკავშირეებისგან მოლოდინები

შიდაეკონომიკური გამოწვევებით არსებული შეშფოთების ფონზე, „2026 წლის ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“ ეროვნული უსაფრთხოების სფეროს ექვსმა წამყვანმა ლიდერმა, ამერიკის საერთაშორისო ვალდებულებებზე იმსჯელა.

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა (ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია) მკაცრი გაფრთხილება გაუგზავნა საერთაშორისო პარტნიორებს: „მოკავშირეებს, რომლებიც ეყრდნობოდნენ აშშ-ის თავდაცვას და ამავდროულად მთელ ყურადღებას მხოლოდ საკუთარი სოციალური უზრუნველყოფის სისტემების გაფართოებაზე ამახვილებდნენ, არ ესმით, რა ხდება დღეს აშშ-ში. ამერიკა დაიღალა ტვირთის მარტო ტარებით.“

აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი, მარკ ესპერი (ტრამპის ადმინისტრაცია) მას სრულიად დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ნატოს პარტნიორებმა ფინანსური ტვირთი უნდა გაინაწილონ: „ჩვენ ვერ გავაგრძელებთ გლობალური უსაფრთხოების სუბსიდირებას, როდესაც სხვები საკუთარ შიდა სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნავენ.“

  • ტექნოლოგიური რეფორმები და უკრაინის ომი

როდესაც პანელური დისკუსიები რუსეთ-უკრაინის ომს შეეხო, რაისმა შეაქო უკრაინელების ბრძოლისუნარიანობა და აღნიშნა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად ართმევენ თავს საქმეს სადაზვერვო მიმართულებით“. მან ხაზი გაუსვა გეგმას, რომელიც უკრაინას საკუთარი თავდაცვითი შეიარაღების სისტემების წარმოების ლიცენზიას აძლევს, თუმცა ესპერმა რეალისტური პერსპექტივა შემოიტანა: „ქარხნების აშენებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.“

თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ მიშელ ფლორნოიმ (ობამას ადმინისტრაცია) განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი პენტაგონის მხრიდან ტექნოლოგიური მიდგომების სასწრაფო გადახედვის საჭიროებას ამტკიცებს.

„თუ პენტაგონი ვერ შეძლებს ხისტი, ინდუსტრიული კულტურიდან პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფ შესყიდვაზე გადასვლას… ჩვენ ფრონტის ხაზზე მყოფ ძალებს ვღალატობთ,“ – აღნიშნა მან.

ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი რობერტ ო’ბრაიენი (ტრამპის ადმინისტრაცია) მას დაეთანხმა და მოუწოდა მოკავშირეებს, შექმნან „ციფრული მდგრადობა ინტეგრაციის გზით“, რათა უზრუნველყონ პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოება რეგიონული საფრთხეების წინაშე.

  • დაპირისპირებული სტრატეგიები ახლო აღმოსავლეთსა და ირანში

ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტმა გამოიწვია. სენატორმა კრის მერფიმ (აშშ-ის სენატი) მკაცრად გააკრიტიკა არსებული სტრატეგია და მას „ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი საგარეო პოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. მისი არგუმენტით, ნავთობის სანქციების შემსუბუქებით მხოლოდ იმისთვის, რომ საზღვაო გზები გახსნილიყო, აშშ-მა მოლაპარაკებების საუკეთესო ბერკეტი დათმო.

ო’ბრაიენი ამ პოზიციას მკვეთრად შეეწინააღმდეგა და სამხედროებს მოუწოდა, „მიაყენონ ძლიერი დარტყმა და დაასრულონ საქმე“ ირანის ნავთობის ინფრასტრუქტურის პირდაპირ მიზანში ამოღებით.

ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა, სტივენ ჰედლიმ (ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია) ოქროს შუალედი შემოგვთავაზა: „ირანის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაგრძელდეს, თუმცა გააფრთხილა, რომ აშშ უნდა დაეყრდნოს ადგილობრივ პარტნიორებს, რადგან „ჩვენ არ ვაპირებთ სახმელეთო ჯარების გაგზავნას ირანში.“

რაისმა დისკუსია დაასრულა მკაფიო გაფრთხილებით ნაჩქარევი ბირთვული შეთანხმების წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ რეჟიმი „უნდა დარჩეს თავისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ამარა.“

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივლისის 21 საათიდან 20 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
    ღამით: 16 – 21 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
    ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 21 და 22 ივლისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 19 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 428 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 156 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 24 963 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 46 261 ერთეული [+92]
  • MLRS – 1 950 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 505 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 438 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 416 656 ერთეული [+1 858]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 956 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 122 289 ერთეული [+547]
  • სპეცტექნიკა – 4 430 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 915 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის დარტყმა ოდესასა და სუმზე – არის მსხვერპლი

რუსეთში საწვავის დეფიციტი აისახა აფხაზეთზეც – გაძვირდა ბენზინი და მგზავრობა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

საგამოძიებო აცხადებს, რომ აჭარასა და გურიაში უკანონოდ მოქმედი ვალუტის პუნქტები აღმოაჩინა

აჭარისა და გურიის რეგიონებში ფინანსთა უკანონოდ მოქმედი 22 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აღმოაჩინეს – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მოწყობილი იყო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ და საქმიანობდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

მასშტაბურად ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთდროულად ჩატარდა ჩხრეკა 22 ლოკაციაზე, რა დროსაც ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა, კომპიუტერული ტექნიკა და ვალუტის კონვერტაციისთვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი“ – წერს საგამოძიებო.

უწყების ცნობით, ამოღებული ვალუტის ფასი 500 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მკვლელობა საძოვრებზე დავის გამო – სააპელაციომ ბრალდებულს 17 წელი მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება 2025 წლის 19 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობას.

პროკურატურის ვერსიით, საზაფხულო საძოვრების ტერიტორიაზე, ბრალდებულმა საძოვრებთან დაკავშირებული დავის გამო, ძმებს, მათივე ოჯახის წევრების თანდასწრებით, მოკვლის განზრახვით არაერთხელ ესროლა მამის კუთვნილი იარაღიდან, რა დროსაც ერთმა ძმამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხოლო მეორე მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის “ლ” და “მ” ქვეპუნქტებით, ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 10 თებერვლის განაჩენით ბრალდებულის ქმედება გადაკვალიფიცირდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი 19,109-ე მუხლის “ლ” და “მ” ქვეპუნქტებიდან სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 120-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 6 თვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს,პროკურატურის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, 2026 წლის 8 ივლისის განაჩენით ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის “ლ” და “მ” ქვეპუნქტებით, ასევე 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით და საბოლოოდ, სასჯელის სახით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 18 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 427 410 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 151 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 956 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 46 169 ერთეული [+85]
  • MLRS – 1 946 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 502 ერთეული [+6]
  • თვითმფრინავი – 438 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 414 798 ერთეული [+1 914]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 943 ერთეული [+11]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 121 742 ერთეული [+526]
  • სპეცტექნიკა – 4 428 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 914 ერთეული [+5]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის დარტყმა ოდესასა და სუმზე – არის მსხვერპლი

რუსეთში საწვავის დეფიციტი აისახა აფხაზეთზეც – გაძვირდა ბენზინი და მგზავრობა

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

Georgian Broadcaster Formula TV Fined Amid Financial Crisis

The Georgian National Communications Commission has fined critical TV channel Formula 5,000 GEL.

This is the third time in the past four months that the Commission, based on its periodic media monitoring, has reviewed Formula for allegedly violating the provision of the Law on Broadcasting that concerns content regulation.

The fine comes as Formula TV faces a deep financial crisis. The broadcaster recently announced that it had been forced to cancel its morning programmes because of financial difficulties and said its journalists have long been working under extremely challenging financial conditions.

“According to the Communications Commission’s monitoring, conducted between 15 and 17 June this year, instances were identified in Formula’s news programmes where presenters and journalists expressed personal opinions, in violation of the legal requirements for impartiality,” the Commission said in a statement.

The statement says the violations identified by the Commission included assessments made by journalists and presenters in news programmes, which, according to the regulator, reflected the broadcaster’s personal stance when covering current political and public affairs, something the legislation restricts.

Formula has already been sanctioned twice over the past year for similar violations: it first received a written warning and was later fined 2,500 GEL.

“Under Georgia’s Law on Broadcasting, the company could have been fined up to 1% of its annual revenue. However, the Commission exercised its discretionary powers and imposed the statutory minimum fine of 5,000 GEL for this administrative offence,” the Communications Commission said.

It is important to note that Formula TV could also face licence suspension.

According to Formula, the Commission’s report specifically alleged that the broadcaster systematically used phrases such as “the Dream’ government,” “Georgian Dream’s president,” “the Dream’ prosecutor’s office,” “the Dream’ prime minister,” “the Dream’ Ministry of Foreign Affairs,” “repressive laws,” and “the Dream regime’s repression” in the disputed news reports.

 

„შავ დაფასა და ცარცთან დასვა თანამედროვე ბავშვი, არასწორია“ – პედაგოგები სკოლაში მობილურების აკრძალვაზე

დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, „რადისონ ბლუში“, მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ითვალისწინებდა.

კონფერენცია ორგანიზებული იყო „მოტივირებულ პედაგოგთა“ ჯგუფის ავტორი მასწავლებლების – ნატალია თურქაძისა და მზია კახაძის მიერ.

შეხვედრას ასამდე მასწავლებელი ესწრებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

მასწავლებლები ბათუმში ფიცრული ტექნოლოგიების კონფერენციაზე/ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, როლანდ შავაძის თქმით, კონფერენციის მიზანია, როგორც სკოლის, ასევე ლექტორ-მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სექტემბრიდან საჯარო სკოლებში მობილურების გამოყენება იკრძალება. სკოლები ვალდებული არიან თავად შეიძინონ სპეციალური კარადები და მოსწავლეების ტელეფონები ამ კარადებში განათავსონ. ბრძანებაში წერია, რომ სკოლებში მობილურების გამოყენების რეგულაციის მიზანი სასწავლო პროცესის უწყვეტობა და ეფექტიანობაა.

რა იქნებოდა უკეთესი სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის – აკრძალვა თუ სასწავლო პროცესში სწორად ინტეგრირება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ მასწავლებლებს.

„მე ინგლისურის მასწავლებელი ვარ, მაგრამ ვიყენებ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს შეძლებისდაგვარად. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მოსწავლეები გაჯეტების თაობაა, ბუნებრივია, ჩვენც უნდა მოვერგოთ ამ რეალობას.

მაგალითად, ის აქტივობები, რასაც აქამდე ფიზიკურ გარემოში ვაკეთებდით, გადავიტანეთ ციფრულ რეალობაში – ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ძალიან მარტივად იქმნება უამრავი პლატფორმა, სადაც მასწავლებლის სასწავლო მასალა შესაძლებელია დამუშავდეს და მიეწოდოს ძალიან მარტივად, სხვადასხვა პლატფორმით.

შეუძლებელია დღეს ამ რეალობას გავექცეთ, ამიტომ საჭიროა ადაპტირება: მოვერგოთ, დავნერგოთ და სწორად წავიყვანოთ სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტი“, – ამბობს როლანდ შავაძე.

მას და ასევე სხვა პედაგოგებსაც ვკითხეთ, თუ რა აზრის არიან სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვაზე, რამდენად სწორია ეს და რა გავლენას იქონიებს ის სასწავლო პროცესზე?

როლანდ შავაძის აზრით, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა.

„ჩემი აზრით, ეს უფრო გაურთულებს მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის ჩატარებას, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცის აკრძალვა არ არის გამოსავალი. ასე თუ ისე, ინტერნეტ სივრცე ბავშვებისთვის არის ფერადი სამყარო და ამ სამყაროს ჩამოაშორო შენ და შავ დაფასთან და თეთრ ცარცთან დასვა თანამედროვე ბავშვი, არასწორი მგონია.

ჩვენ შეგვეძლო გაჯეტები კარგ სასწავლო რესურსად გვექცია და მათი საშუალებით მოგვეწოდებინა ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლება.

ახლა კი, ამ გადაწყვეტილების მიზანია საზოგადოების მორჩილება, რომელიც სკოლის მერხიდანვე უნდათ, რომ მიიღონ. გარდა ამისა, შესაძლოა უფრო აგრესიულებიც კი გახდნენ  ბავშვები კლასში და უფრო გაურთულდებათ ეს სიტუაცია. თუ ასე არ უნდათ, მაშინ რაღაც სასწაულები უნდა მოვახდინოთ დაფაზე, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო გახდეს სასწავლო პროცესი.

თუ ტელეფონები არ უნდათ, მაშინ ყველა კლასი სმარტ-დაფებით აღეჭურვათ. ცარცი და დაფა კი, ჯადოქარიც რომ იყოს მასწავლებელი, ვერაფერს ვერ მოახდენს. იმ ეპოქაში, სადაც სასწაულებს სჩადიან ბავშვები – კოდირებებს წერენ და გამომგონებლობით არიან გატაცებული, ცარცით ვეღარ დავაინტერესებთ. სამინისტრო ცდილობს, რომ ჩვენი პროგრესული თაობა უკან გადასწიოს, ერთი საუკუნით“, – ამბობს როლანდ შავაძე.

ციფრული ტექნოლოგიების კონფერენცია ბათუმში მასწავლებლებისთვის.

თეა გაგუა ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში ასწავლის ისტორიას, სკოლაში ინოვაციური ჰაბიც აქვს და ამბობს, რომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ძალიან აქტიურად იყენებს სასწავლო პროცესში.

„ისტ-ჯგუფი გაწევრიანებული არიან მოსწავლეები, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ ამ მიმართულებით. დოკუმენტურ ფილმებს ვიღებთ რა თქმა უნდა, ისტორიული კონტექსტით.

აქტიურად მუშაობენ ბავშვები PowerPoint-შიც, საერთოდ ნებისმიერი მიმართულებით, რაშიც კი შეიძლება გამოიყენო ტექნოლოგია და მეც, ჩემს მრავალწლიან პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებდი ყოველთვის ამ მიმართულებას“, – ამბობს თეა გაგუა.

ამის მიუხედავად, თეა ამბობს, რომ ხარისხიანი ინტერნეტის ქონა სკოლებში, მაინც რჩება გამოწვევად. „ინტერნეტზე მაინც გვაქვს ხოლმე ხარვეზი, მაგრამ ჩემი სკოლა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

ტელეფონების აკრძალვას რაც შეეხება, მე ოფიციალურად ვეწინააღმდეგები ამ მოსაზრებას – ჩემს გაკვეთილზე აქტიურად ვიყენებ ტექნოლოგიებს. ამიტომ, ეს მეც შემიქმნის პრობლემას და დიდი დისკომფორტი იქნება.

მე, პირადად, ტელეფონის არამიზნობრივად გამოყენების უფლებას მოსწავლეს არ ვაძლევ. ამიტომ ჩამორთმევის დებულებას ვეწინააღმდეგები“, – ამბობს თეა გაგუა.

თინათინ გიორგაძე ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მისი კოლეგების მსგავსად მიიჩნევს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების იგნორირებით სასურველი შედეგების მიღწევა დღეს გაკვეთილზე შეუძლებელია.

„იმისთვის, რომ შინაარსი აქტუალური გახდეს მოსწავლისთვის, მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი გზებისა და ხერხების გამოყენება და ამაში გვეხმარება სწორედ ტექნოლოგიები.

ჩვენს დღევანდელ კონფერენციასაც AI ტექნოლოგიების ხელშეწყობით პედაგოგიური წარმატებების მიღწევის კონტექსტში განიხილავენ ჩვენი კოლეგები, მოხსენებებიც აღნიშნულ შინაარსს მიემართება. ეს იმდენად ბუნებრივი და ჩვეულებრივი პროცესია, რომ შეუძლებელია სხვა მხარე აღმოვაჩინოთ“, – ამბობს თინათინ გიორგაძე.

მისი აზრით, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მასწავლებლების ნაწილი მომხრეა სკოლაში მობილურების გამოყენების და ამას მხარი განათლების სამინისტრომაც აუბა.

„ოდესღაც პრეისტორიულ სამყაროშიც ვცხოვრობდით, მაგრამ ახლა ციფრულ ეპოქაში ვართ. ამიტომ ეს ვერ იქნება არგუმენტი, რომ ადრე არ გვქონდა მობილურები, მაგრამ მაინც ვატარებდით თურმე გაკვეთილებს. ზოგჯერ მასწავლებლებს უჭირთ წამოეწიონ საკუთარ მოსწავლეებს განვითარებაში – ჩვენი მოსწავლეები დღეს უდიდესი ღია ინფორმაციის ველში იბადებიან და იწვრთნებიან.

ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელთა კომპეტენციები პასუხობდეს მოსწავლეთა საჭიროებებს“, – ამბობს თინათინ გიორგაძე.

ვესაუბრეთ კიდევ  ერთ პედაგოგს ხობიდან – ნინო ჯიშკარიანს, რომელიც მათემატიკის მასწავლებელია. მისი თქმით, მათემატიკაში ძალიან ბევრი აქტივობის გაკეთება შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიებით, მაგრამ სკოლას არა აქვს კომპიუტერები.

„გვინდა პროექტორი, გვინდა კომპიუტერები, რომ შეიყვანო ბავშვი და რაღაც აჩვენო, ხომ? ბევრი თვალსაჩინოება ბავშვს უხარია. მით უმეტეს, როცა ყველაფერი ვიზუალიზაციაზეა გადასული. ტექნოლოგიები კი ნამდვილად ეხმარება ბავშვს, რომ კარგად გაიაზროს მასალა“, – გვეუბნება ნინო ჯიშკარიანი.

_________________

მსგავს თემაზე:

„მობილურის აკრძალვით მოსწავლეს ვერ გააჩერებ, თუ მას საგანი არ აინტერესებს“ – მასწავლებელი

„უნდათ მიაღწიონ თვითცენზურას… ეს შეუძლებელია“ – ინტერვიუ მიშა მშვილდაძესთან

„დავუშვათ, „ოცნების“ პრემიერს“ თუ არ იტყვის ჟურნალისტი და იტყვის, რომ „ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო პრემიერია“ – მერე ირონია აიკრძალება?… ასე რომ, ეს სიმბოლური აქტია – კისრის მოგრეხის ამბავია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მიშა მშვილდაძე, „ფორმულას“ დირექტორი. დღეს, 17 ივლისს, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 5 000 ლარით დააჯარიმა. „ფორმულა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის ორჯერ დასანქცირდა – კომპანიამ ერთხელ წერილობითი გაფრთხილება მიიღო, მეორედ კი 2 500 ლარით დააჯარიმეს.

„ფორმულას“ განცხადებით, მოხსენებით ბარათში მითითებული იყო, რომ ტელეკომპანია სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“…

რას ცდილობს ამ სვლით ივანიშვილი? არის ეს „ფორმულას“ და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ „ოცნების“ ხელისუფლების ახალი ეტაპი?

„რა სიტყვითაც არ უნდა ჩავანაცვლოთ ეს ფრაზები, მერე იმაზე დაგვაჯარიმებენ. ამათ ჩვენი სიტყვები და ტერმინები კი არ აღიზიანებთ, შინაარსი აღიზიანებთ – იმ სიმართლის აკრძალვა უნდათ, რასაც ჩვენ ვმაუწყებლობთ.

ჩვენ აქ ჯიუტი ბავშვებივით კი არ ვიქცევით – ეს რწმენის, სინდისის, ყველაფერთან კომპრომისია, რისთვისაც, რა იდეალებისთვისაც ადამიანებს აქვთ არჩეული ეს პროფესია,“ – ამბობს მიშა მშვილდაძე.

„ბათუმელებმა“ ფორმულას დირექტორსა და ერთ-ერთ დამფუძნებელთან, მიხეილ მშვილდაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო მიხეილ, მოგვიყევით, კონკრეტულად რას გედავებოდათ კომუნიკაციების კომისია ამჯერად და რა ხდებოდა სხდომაზე? 

დღევანდელ სხდომას ჩვენ და ჩვენი იურისტი არ ვესწრებოდით – ამაში აზრს ვერ ვხედავთ, თუმცა სხდომა „ლაივში“ გადმოიცემა ხოლმე. მოსალოდნელი რაც იყო, ის მოხდა: რაღაც გაუგებარი ახსნა-განმარტებებით არის ახსნილი ის, რომ თითქოს კონკრეტული ფრაზები არის მიკერძოებული, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპი დაირღვაო.

ეს საკითხი ყოველთვის იყო ხოლმე შიდა რეგულაციის ამბავი. ამათ კანონის სახე მისცეს ახლა და უკვე მერამდენედ ცდილობენ, რომ გავფილტროთ სიტყვები – ლეგიტიმაციის კომპლექსი აქვთ, თუ რისთვის იბრძვიან, არ ვიცი. გასაგებია, რისთვისაც აკეთებენ ამას, მაგრამ თავისთავად ეს ამოცანა, რაც აქვთ დასახული და მისი მიღწევის ეს გზა, საკმაოდ ტრაგიკომიკურად გამოიყურება, სამწუხაროდ. უბედურება ის არის, რომ ეს ჩვენ გვეხება.

  • თქვენი დაკვირვებით, რა ამოცანა აქვს ამჯერად „ოცნებას“: მედიამ აღარ გამოიყენოს რეალობის ამსახველი ტერმინები, რაც მას არ მოსწონს, თუ პირდაპირ და ხისტად, მაგალითად, ლიცენზია შეუჩეროს „ფორმულას“? 

მექანიკის თვალსაზრისით ეს პროცესი რომ მანდ მიიყვანონ, შეუძლიათ. თუმცა შეუძლიათ, ასეც არ ქნან. ფაქტი ის არის, რომ ცენზურის და სიტყვების დავარცხნის ეს მცდელობა ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. რეპრესიულობის ეს ფორმა ჩვენი მხრიდან არ ტოვებს არავითარ გზას კონსტრუქციული გადაწყვეტისთვის.

ადამიანები სინდისზე ხელის აღებად შეიძლება განიხილავენ იმას, როცა სინდისის პატიმრად ვისაც თვლიან, მათი სინდისის პატიმრად მოხსენიების უფლებას აუკრძალავენ. ეს ბევრად ფუნდამენტური უფლებაა, ვიდრე ნებისმიერი იდეა, რაც კი შეუძლია დაწეროს ფურცელზე კობახიძემ.

ჩვენ აქ ჯიუტი ბავშვებივით კი არ ვიქცევით – ეს რწმენის, სინდისის, ყველაფერთან კომპრომისია, რისთვისაც, რა იდეალებისთვისაც ადამიანებს აქვთ არჩეული ეს პროფესია და მიუხედავად უამრავი სირთულისა, რაც ამ პროფესიას თან მოჰყვება, თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.

მარეგულირებელი გვაჯარიმებს და შენ გაფილტრე სიტყვა – გაუგონარი ამბავია, სრულ კოშმარში ვართ. ეს პროცესი შეუძლებელია, რომ სადმე არ მივიდეს – ისეთ მომენტამდე, როცა მძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ.

  • არსებული კანონმდებლობით, შეუძლიათ, რომ ლიცენზიაც შეუჩერონ სადავო ფრაზების გამოყენებისთვის „ფორმულას“? 

შეიძლება, პროცესი აქამდეც მივიდეს, მაგრამ ეს ძალიან რთული გზაა იურიდიულადაც, ასე მარტივად არ მოხდება, მაგრამ ეს პროცესი ნათელია: ფრაზისთვის „ოცნების პრემიერ-მინისტრი“ რატომ უნდა დაგაჯარიმონ, იქნებ „ოცნების პრემიერ-მინისტრში“ ვგულისხმობ იმას, რომ საოცნებო პრემიერ-მინისტრია?

მგონია, რომ ჯერ კიდევ აქვთ დრო, დაფიქრდნენ და შეაჩერონ ეს პროცესი, რადგან ლიცენზიის შეჩერება ეგრე არ არის. ლიცენზიის შეჩერებას სჭირდება ბევრად მძიმე საფუძველი, ვიდრე ის, რომ რაღაც ჩათვალა კომისიამ: რაღაც სიტყვებს არასწორად ამბობენო. ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება [ლიცენზიის შეჩერება] იქნება, თუ ამას მიიღებენ.

არ მგონია, რომ თუნდაც ამ კომისიაში ადამიანები მზად იყვნენ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. ცხადია, ამას მოჰყვება ძალიან მძიმე შეფასება ყველა იმ ადგილიდან, სადაც მძიმე შეფასებები ჯერ კიდევ სინდისისა და გონიერების კარნახით კეთდება და არა კორუფციული ინტერესებით.

  • თქვენი აზრით, „ოცნება“ ამ გზით უფრო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული ფრაზების, მაგალითად, „ოცნების“ პრეზიდენტი“, ან „სინდისის პატიმრები“ გაქრობას ცდილობს საჯარო სივრციდან? 

უნდათ მიაღწიონ თვითცენზურას. ასე სიტყვების გაფილტვრა არ შეიძლება. არსებობს სიტყვის თავისუფლება, სინდისის, შეფასების თავისუფლება არსებობს. ეს გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა, რწმენის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა: როგორ შეიძლება, ადამიანს არ ჰქონდეს იმის შეფასების უფლება, რაშიც ცხოვრობს? როგორ შეიძლება, ადამიანს არ ჰქონდეს შეფასების უფლება იმ პოლიტიკური წყობილებისა, რომელსაც ის განიცდის საკუთარ თავზე.

ეს მთავარი პოლიტიკური უფლებაა და ერთ-ერთი ფუნდამენტური ადამიანური უფლება, რომ გქონდეს შენი აზრის გამოხატვის უფლება იმაზე, რაც ხდება შენს გარშემო.

აქამდე არსებული ინტენსივობა ჰგავდა იმას, რომ თვითცენზურისთვის მიეღწიათ, მაგრამ მე ეს შეუძლებელი მგონია. მედია გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას – თვითონაც ამ საზოგადოების ნაწილი. ამიტომაც, ამაში ჩარევა ფუნდამენტურად არასწორია. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს და ამას უნდა მივაღწიოთ.

  • რა სტრატეგიით აპირებთ ამ ვითარებაში მუშაობის გაგრძელებას? 

სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია ამ არჩევანის გაკეთება – პრაგმატული, რაციონალური გზები მოვძებნოთ და სიტყვები გავფილტროთ. რა სიტყვითაც არ უნდა ჩავანაცვლოთ ეს ფრაზები, მერე იმაზე დაგვაჯარიმებენ. ამათ ჩვენი სიტყვები და ტერმინები კი არ აღიზიანებთ, შინაარსი აღიზიანებთ – იმ სიმართლის აკრძალვა უნდათ, რასაც ჩვენ ვმაუწყებლობთ.

პოლიტიკური პატიმრები რომ არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ასეთია უდიდესი ევროპული ინსტიტუციების შეფასებები. მეტი სხვა რა ავტორიტეტული წყარო უნდა არსებობდეს? ფაქტობრივად, გააუქმეს არასამთავრობო სექტორი, ვისაც შეეძლო კომპეტენტური აზრი გამოეთქვა ქვეყნის შიგნით. მიუხედავად ამისა, გადარჩენილი ნაწილი ამ სექტორისა, ცალსახად იცავს გამოხატვის თავისუფლებას და ნათლად გამოხატავს ამ შეფასებებს.

ადამიანს აქვს უფლება, რომ ეს შეფასებები იყოს მისი რწმენის ნაწილი. ცხადია, რომ ეს ასეა და თუ ასეა, მაშინ რაზე გვედავებიან, რატომ გვიფილტრავენ სიტყვებს. დავუშვათ, „ოცნების“ პრემიერს“ თუ არ იტყვის ჟურნალისტი და იტყვის, რომ „ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო პრემიერია“ – მერე ირონია აიკრძალება?

ასე რომ, ეს სიმბოლური აქტია – კისრის მოგრეხის ამბავია. მე მიჭირს ამაზე კორპორატიული გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს ძალიან პერსონალური საკითხია თითოეული ადამიანისთვის. მე, როგორც დირექტორი, ვფიქრობ, რთული იქნება კორპორატიული გადაწყვეტილების მიღება. საქმე ეხება პროფესიულ თავმოყვარეობას, ადამიანების სინდისს, რწმენას, იმას, რის გარეშეც შეუძლებელია მათ განახორციელონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.

  • რამდენიმე დღის წინ „ფორმულა“ ასევე დააჯარიმა სასამართლომ „ოცნებასთან“ დაახლოებული გოგა ხაინდრავას სარჩელის გამო. მთლიანობაში ეს გააქტიურება შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის ახალი ეტაპია „ფორმულას“ და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ? 

უფრო გახშირდა ასეთი ამბები, თორემ დაჯარიმების მიზეზებს აქამდეც პოულობდნენ. ფაქტია, რომ ახლა დაჯარიმებების ინტენსიობა გაზრდილია.

შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს საკადრო ცვლილებას – ახალი ხელმძღვანელი ჰყავს კომისიას, რომელიც „იმედის“ თანამშრომელი იყო ადრე. ვფიქრობ, ეს ხაზი ამ შემთხვევაში რაღაცნაირად მნიშვნელოვანია – კორელაცია შეინიშნება ამ ორ ამბავს შორის.

ამავდროულად, კომისიაზე დავალება და ზეწოლაც არის, რომ რაც შეიძლება მკაცრი გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა, ისიც მგონია, რომ მაქსიმალურ სიმკაცრეს ამ მომენტისთვის კომისია არ იჩენს, რადგან რაღაც შემაკავებელი ფაქტორებიც არსებობს. ამ შემაკავებელი ფაქტორების გაძლიერებაზე ავაწყობდი მე სტრატეგიას.

  • მაგალითად, რას შეიძლება უფრთხილდებოდეს კომისია?  

მაგალითად, დასანქცირების შიშს, აგრეთვე, აფერხებთ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, რომ ამ ადამიანებს ამ გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფებათ.

7 წლამდე პატიმრობა ემუქრება კაცს, რომელიც პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით დააკავეს

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი, რასაც თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა და დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 16 ივლისს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა წერს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„კანონიერ ქურდ“, ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული საქმე – რეპორტაჟი სასამართლოდან

„როცა დამაკავეთ ღამის სამ საათზე, კარზე დამიკაკუნეთ და მწოლიარე ავდექი, 20 სპეცრაზმელით დამადექით თავზე, კარი გაგიღეთ თუ არა, მაშინვე ძირს დამაგდეთ, წინააღმდეგობა როგორ გაგიწიეთ?“ – ჰკითხა ბრალდებულმა რამაზ ჭ.-მ უფროს გამომძიებელს – ვლადიმერ ნაკაშიძეს. მან დღეს, 17 ივლისს, სასამართლოს ჩვენება მისცა ე. წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან კავშირში მყოფი ბრალდებულების საქმეზე.

უფროსი გამომძიებლის თქმით, რამაზ ჭ.-მ სპეცოპერაციის ჩატარების დროს სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთი პოლიციელი დააზიანა. ეს ბრალდებული შუაღამით ორი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ დააკავეს. გამომძიებლის თქმით, რამაზ ჭ.-ს ბავშვები მას დაკავების დროს არ ახსოვს.

საუბარია 2026 წლის 17 მარტის სპეცოპერაციაზე, რის შედეგადაც 72 პირი დააკავეს. 

შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. „დაკავებულები უკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – თქვა „ქართული ოცნების“ შს მინისტრმა, გელა გელაძემ 2026 წლის 17 მარტს.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ბრალდებულია 3 ქალი. ქალი ბრალდებულები გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. კიდევ 5 პირს ამ საქმეზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

სპეცოპერაციის დროს დაშავდა ქალი თამარ მიქელაძე. ის ერთ-ერთი ბრალდებულის დედაა, შარაბიძეების დასახლებაში ცხოვრობს, სადაც ეს სპეცოპერაცია ჩატარდა და ამბობს, რომ მას სპეცრაზმელმა ფეხში ესროლა.

უფროსი გამომძიებელი, ვლადიმერ ნაკაშიძე კონკრეტულად რამაზ ჭ.-ს ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილეობდა. მისი თქმით, ბრალდებულთან ბინაში ღამით მივიდნენ.

„როგორ გამოიყურებოდა მონაცემები წინასწარ მქონდა… ვუთხარით, რომ განჩინების საფუძველზე ხდება მისი დაკავება“, – თქვა უფროსმა გამომძიებელმა და ჯერ ბრალდებულებს გახედა, მერე დაკავებულების ახლობლებით გადავსებულ დარბაზს.

„ჩხრეკის შედეგად რა ამოიღეთ?“ – გამომძიებელს მიმართა შეკითხვით ადვოკატმა მზია ზოიძემ.

„მობილური ტელეფონი“, – თქვა მოწმემ და აღნიშნა ისიც, რომ ბრალდებულს ჩხრეკის დროს „შორტი ეცვა“.

„რა ეცვა გახსოვთ და ბავშვები რომ უყურებდნენ ამ ყველაფერს, არ გახსოვთ?“ – ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი ადვოკატს.

უფროს გამომძიებელს აღარ უპასუხია.

მოწმემ ვერ დააკონკრეტა, რა ფორმით გაუწია წინააღმდეგობა ბრალდებულმა სამართალდამცველებს: „გაძალიანება იყო, მოგვიწია ძალის გამოყენება…“ – დასძინა მოწმემ.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის კიდევ ერთი მოწმე, კიდევ ერთი უფროსი გამომძიებელი, ლიზი ბაჯელიძე იყო. მოსამართლეს ამ მოწმემ უთხრა, რომ მან ვიდეო და აუდიო ჩანაწერები დაათვალიერა და გამოძიებისთვის საინტერესო ეპიზოდები მოინიშნა.

„რას ეხებოდა ეს საქმე?“ – ჩააცივდნენ ადვოკატები უფროს გამომძიებელს.

„არ მახსოვს… ძალიან ბევრი დრო გავიდა, შეიძლება კონკრეტული მონაკვეთი მახსოვდეს“, – თქვა მოწმემ.

„რამდენი წლისაა?“ – უფროსი გამომძიებლის ასაკზე შეკითხვა გაჟღერდა დაცვის მხრიდან.

„2000 წელსაა დაბადებული, მარტივია გამოთვლა“ – ბრალდებულებს გახედა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

ადვოკატებმა იმის წარმოჩენა სცადეს, რომ სინამდვილეში ამ გამომძიებელს არ დაუმუშავებია ჩანაწერები, რაც ახლა ამ საქმის მთავარი მტკიცებულებებია და რაც სხვადასხვა „ქურდულ შეკრებას“ ასახავს.

„დრო რამდენი დაგჭირდათ ამ მასალის სრულად მოსასმენად?“ – ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

„არ მახსოვს“ – მიმართა მოწმემ ადვოკატს.

როგორ დაადგინა გამოძიებამ, რომ კონკრეტული ფინანსური დავა მოქალაქეებს შორის იყო „ქურდული გარჩევა?“ – ამ საკითხზე კითხვები გამომძიებელ დავით ზოიძეს ბრალდებულ გია ლ.-ს ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ დაუსვა.

„ისინი არ ამბობდნენ იმას, რომ მოდი, მივმართოთ სასამართლოს… თითოეული მათგანი, ასე ვთქვათ, დალაგებას ცდილობდნენ ქუჩური კანონებიდან გამომდინარე, ასევე, ახსენებდნენ ტერმინებს, მაგალითად, „ბლატნოი“.

„ბლატნოი“ რას ნიშნავს თქვენი გაგებით?“ – გამომძიებელს ჰკითხა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ. სხვა ადვოკატებმაც სცადეს გამოძიების მიდგომის გამოკვეთა: რატომ გვაქვს საქმე „ქურდულ სამყაროსთან“, თუ ვინმე ამბობს, მაგალითად: „მე ბლატნოი ვარ“.

ირაკლი ფაღავას შეკითხვა მოსამართლემ განარიდა. ამ ადვოკატმა გამომძიებელს ისიც უთხრა, რომ ის „ქურდული სამყაროს“ საქმეების პირველი გამომძიებელი იყო აჭარაში, ყველაფერი იცის და „დაპყრობილი აქვს დუნია“:

„ახლა გეკითხებით საქმეზე და არ მახსოვსო, ამბობთ. რაც უნდათ, ახსოვთ, რაც არ უნდათ – არ ახსოვთ“, – მოსამართლეს გახედა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ.

„შეურაცხმყოფელია, როცა მოდიხართ გამომძიებლები და ამბობთ, არ მახსოვს, არ მახსოვსო“, – დაამატა ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ.

„ამ საქმის მთავარი გამომძიებელი მე არ ვიყავი, ამიტომაც გპასუხობთ ასე“, – მიმართა ადვოკატებს გამომძიებელმა, დავით ზოიძემ.

„აღარ მაქვს კითხვა, აზრი?“ – მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა ირაკლი ფაღავამ.

ამ საქმეზე დაკავებულებს შორის 38 ბრალდებულის საქმე განიხილება ორ ჯგუფად ბათუმის საქალაქო სასამართლოში. პროკურატურამ ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება დაახლოებით ერთი თვის წინ შესთავაზა, თუმცა საპროცესოს მხოლოდ ერთი ბრალდებული დათანხმდა.

საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

__

ამ თემაზე:

„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

„შენზე ვფიქრობდი ახლა” – ბათუმში, წინააღმდეგობის აქციაზე კინოჩვენებები გრძელდება

ბათუმში, წინააღმდეგობის აქციაზე, ქართული დოკუმენტური კინოს დღეები გრძელდება.

დღეს და ხვალ, 17-18 ივლისს, კინოჩვენება საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აჭარის მთავრობის შენობის მიმდებარედ, 21:00 საათზე დაიწყება.

17 ივლისს აქციაზე აჩვენებენ რეჟისორ მაკა გოგალაძის ფილმს – „შენზე ვფიქრობდი ახლა”. დოკუმენტური ფილმი ეძღვნება 90-იანი წლების ქუთაისის ყოველდღიურობას, კოლექტიურ მეხსიერებას, რომელიც ირეკლება საზოგადო და ოჯახურ არქივებში.

18 ივლისს კი  ნაჩვენები იქნება ნინო ორჯონიკიძის და ვანო არსენიშვილის 2019 წლის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი” – ფილმში აღწერილია საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე ახალი გვირაბის მშენებლობის პროცესი.

„ამ გვირაბმა ჩინეთიდან ევროპამდე გზა უნდა შეამციროს. აქამდე თითქოს დროში გაყინული სივრცე დიდი ცვლილებების მოლოდინით ივსება, თუმცა იმედებისა და დაპირებების მიუხედავად, უკეთესი მომავალი არ ჩანს. სოფელში შემოჭრილი გვირაბი ახალი გამოწვევების მიზეზი ხდება. ამბოხს ჯერ ადამიანები იწყებენ, შემდეგ კი ბუნება”, – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

ჩვენებები 21:00 საათზე დაიწყება.

„შუახევში დაგვახვედრეს პროვოკატორები“ – გიორგი შარაშიძე გახარიას პარტიიდან

დღეს, 17 ივლისს,  გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათი პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდნენ აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში ყოფნისას, რამდენიმე პირი დაუპირისპირდა.

„სცადეს პროვოკაციის მოწყობა, დაგვახვედრეს პროვოკატორები შუახევში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი შარაშიძე.

მისი თქმით, სამი ადამიანი, რომელიც მათთან დაპირისპირებას ცდილობდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

„შუახევში ხიდზე რომ გადადიხართ იმ ტერიტორიაზე ვიყავით და ამ ძველი ხიდის ამბავიც გავაშუქეთ სხვათა შორის, რომ 100 წლის ხიდია და უკვე საფრთხის შემცველია.

იქვეა ძველი წვენების ქარხანა და აქ მოგვადგა ერთი ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ აგრესიული ადამიანები. დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მათგანი არაფხიზელ მდგომარეობაშიც იყო.

ჩვეულებრივი, გაწვრთნილი პროვოკატორები იყვნენ, როგორიც ჰყავს ხოლმე „ოცნებას“, დაზეპირებული ტექსტებით, რომ თითქოს ჩვენ მოღალატეების პარტიას წარმოვადგენთ და ასე შემდეგ. მიზანი იყო ხელი შეეშალათ ჩვენთვის.

მოგვიანებით დავადგინეთ კიდეც მათი სახელები. ერთ-ერთი იყო შუახევის სპორტსკოლის თანამშრომელი ენვერ ბერიძე, ასევე, შუახევის საგზაო მექანიზატორი, მირზა დიასამიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ფრიდონ ფუტკარაძის ნათესავი იყო მესამე, ვინმე სურმანიძე. ვეტერანი ვარო რომ იძახდა.

ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პროვოკაცია არ გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში, თუმცა ყველა მათგანი დაფიქსირებულია ფოტოზე და ვიდეოზე.

როგორ გაბედეთ და ამოხვედით შუახევში და როგორ ლაპარაკობთ პრობლემებზეო, მაშინ როცა, სოფლები დაცლილია ადამიანებისგან და ხალხი გაქცევაზეა. ეს არის რეალობა“, – ამბობს გიორგი შარაშიძე.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ წახალისებული აქვს ძალადობა და ამის დასტური იყო ეს ფაქტიც.

„რადგან პარლამენტში ჩვენს გუნდზე განხორციელებული თავდასხმა დატოვეს დაუსჯელი, ამ კრიმინალური თავდასხმის გაგრძელებაა ესეც. დაუსჯელობის სინდრომი და გარანტიები, რომ თუ „ოცნების“ საქმეს გააკეთებ, ყველაფერი გეპატიება, ამ პრობლემის გაგრძელებაა და განსხვავებული აზრის ჩახშობის მორიგი მცდელობა“, – ამბობს შარაშიძე.

18 ივლისიდან ბათუმში პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივი იქნება

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, ბათუმში, 2026 წლის 18 ივლისიდან ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

„ავტოტრანსპორტის“ ცნობით, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მიზნით ქუჩაზე დამონტაჟდა ახალი და მოიხსნა ძველი საგზაო ნიშნები; განახლდა საგზაო მონიშვნები (მიმმართველი ისრები, გზაგამყოფი ზოლები და სხვა) და, ასევე,  შუქნიშნები გადაეწყო ახალი, ორმხრივი მოძრაობის რეჟიმზე.

„გთხოვთ, გადაადგილებისას ყურადღება მიაქციოთ განახლებულ საგზაო ნიშნებს, საგზაო მონიშვნებს, შუქნიშნების სიგნალებს და დაიცვათ საგზაო მოძრაობის წესები“ – აფრთხილებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მოქალაქეებს.

პუშკინის ქუჩაზე, პარმენ ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში, ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობის აღდგენაზე გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2026 წლის 30 ივნისს მიიღო.

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის პუშკინის ქუჩაზე, მოძრაობის წესები, მერიის წინადადებით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 დეკემბრიდან შეიცვალა.

რუსეთის დარტყმა ოდესასა და სუმზე – არის მსხვერპლი

17 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდასხმების შედეგად ქვეყნის რამდენიმე რეგიონში არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის ბავშვები. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მონაცემებით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 8 რაკეტა და 130 დრონი გაუშვა. უკრაინელმა სამხედროებმა 5 რაკეტისა და 115 დრონის ჩამოგდება შეძლეს.

ოდესა კიდევ ერთხელ გახდა რუსეთის სამიზნე. ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის არის ქალი, რომელიც თავდასხმის დროს პარკში შვილებთან ერთად სეირნობდა. „ბავშვები გადარჩნენ“, — განაცხადა კიპერმა.

ბოლო მონაცემებით, ოდესაში დაშავებულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ასევე, უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა 17 ივლისის ღამეს ქალაქი სუმი დაბომბეს 5 მართვადი კასეტური ავიაბომბით. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ გრიგოროვის განცხადებით, დაფიქსირდა რამდენიმე დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათგან ორი — ქალაქის ცენტრში.

გრიგოროვის ცნობით, წინა დღის განმავლობაში სუმის რაიონზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი.

ამავე დროს, უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები აგრძელებენ მუშაობას ზაპოროჟიეში, რუსული დარტყმების ადგილებზე, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.

____________

ფოტო: ოდესის საგანგებო სიტუაციების სამსახური

ბათუმში გაზის ჩართვა დაწყო და დღის ბოლომდე დასრულდება

„დილის 10 საათიდან დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად დღის ბოლოს, დაახლოებით 6 საათამდე დასრულდება,“ – გვითხრეს კომპანია „სოკარის“ ცხელ ხაზზე.

ბათუმში 19 037 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა ბოლო 5 დღეა – 13 ივლისიდან.

გაზი ბათუმში 39 ქუჩაზე იყო გათიშული. მიზეზი ხიდის მშენებლობაა გოროდოკის უბანში. ამ ხიდის მშენებლობა 2026 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო – მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ხიდთან მდებარე გაზსადენის მილების გადატანა კი, ბათუმის მერიამ გაზაფხულის დასრულების შემდეგ, შუა სეზონზე წამოიწყო.

აუცილებელია, რომ გაზის ჩართვამდე მოწყობილობები (გამათბობელი, ქვაბი, ქურა) გამორთულ მდგომარეობაში უნდა იყოს.

ამ თემაზე:

ბათუმში 19 ათას აბონენტს 5 დღით გაზის მიწოდება შეუწყდება

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივლისის 21 საათიდან 18 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15  – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 19 და 20 ივლისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

შსს: ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეს ბინის ყიდვასა და რემონტს დაჰპირდა და 171 000 ლარი მიითვისა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცობით, ბათუმში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა  მოქალაქე  მოტყუებით  დაარწმუნა, რომ მას ბათუმში, საცხოვრებელი ბინის შეძენასა და  სარემონტო სამუშაოების განხორციელებაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც ეტაპობრივად  მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრა მისი კუთვნილი 171 000 ლარამდე  ოდენობის თანხა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს“ – წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

________________

ფოტო შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 17 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 425 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 148 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 24 946 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 46 084 ერთეული [+65]
  • MLRS – 1 943 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 496 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 437 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 412 884 ერთეული [+1 879]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 932 ერთეული [+13]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 121 216 ერთეული [+489]
  • სპეცტექნიკა – 4 424 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 909 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთში საწვავის დეფიციტი აისახა აფხაზეთზეც – გაძვირდა ბენზინი და მგზავრობა

უკრაინის დრონებმა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 20 გემს დაარტყეს – ბროვდი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნებას“ აქვს გზავნილი: მეტი უნდა მოიპარო, მეტი ქსელი გააბა“ – ინტერვიუ უფლებადამცველთან

„ხვალ ვინმე მშენებელმა, რომელსაც ჩაბარდება სხვა სკვერის რეაბილიტაცია და სხვა შადრევანზე იქნება პასუხისმგებელი, მან რა გზავნილი მიიღო? – მან მიიღო გზავნილი, რომ თუ ხელს არ დაადებს, მაგალითად, ქალაქის მერს, თუ იქნება ჩუმად, თუ ზემდგომებს არ დაასახელებს, თუ საზოგადოება ძალიან აღშფოთებული იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს, მაგრამ ეს სასჯელიც ძალიან მალე შეუმცირდება და ციხის უკანა კარიდან გამოიყვანენ,“ – ამბობს იურისტი ანა ნაცვლიშვილი.

მას „ვაკის პარკის საქმეზე“ მსჯავრდებულის გათავისუფლების შემთხვევაზე ვესაუბრეთ, ასევე ხაშურის მაგალითზე: „ოცნების“ ყოფილ დეპუტატს 5 მილიონის მითვისებას ედავებიან, თუმცა იგი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ დროს გირაოს საფუძველზე სასამართლომ არ გაათავისუფლა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციელზე სილის გაწვნას ედავებოდა გამოძიება.

მზია ამაღლობელი არც ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. ამ კომისიამ მზია ამაღლობელის შემთხვევა 2026 წლის მარტში განიხილა და გადაწყვიტა: „პატიმარი არ შეიძლება ვადაზე ადრე გათავისუფლდეს“.

უდოს კომისიამ არც რომელიმე სხვა სინდისის პატიმარი გაუთავისუფლებია. მოქმედი კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულები შესაძლებელია პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ, თუკი სასჯელის ნახევარი მოიხადეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის კანონი არ ითხოვს დანაშაულის აღიარებას ან სინანულს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ე.წ. უდოს მექანიზმით ძირითადად „ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანები სარგებლობენ.

ამ თემაზე „ბათუმელებმა“ უფლებადამცველთან, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრთან, ანა ნაცვლიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო ანა, „ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე“ დაპატიმრებული ლაშა ნაცვლიშვილი უდომ გაათავისუფლა სამაჯურით, იგი 2023 წელს დააკავეს, მანამდე 5 მილიონის მითვისებაში ბრალდებული ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე „ოცნებიდან“ 10 ათასი ლარი გირაოთი გაათავისუფლეს… ეს შემთხვევები რას აჩვენებს, შერჩევით სამართალს? 

შერჩევითი სამართალი ძალიან მძიმე ცნებაა, უსამართლობის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც ვიღაცას განზრახ მძიმედ სჯი იმიტომ კი არა, რაც მან ჩაიდინა, არამედ იმიტომ, თუ ვინ არის. ასევე, ვიღაცას ათავისუფლებ საკადრისი სასჯელისგან იმიტომ კი არა, რომ დაიმსახურა რაღაც მოცემულობებით, არამედ იმიტომ, რომ „შენიანია“ – ანუ ისევ და ისევ ვინ არის. პრინციპი ასეთია: თუ ჩემია – ვათავისუფლებ ან ვუმსუბუქებ, თუ არ არის ჩემი – მაშინ ვუმძიმებ. ასეთია შერჩევითი სამართლის ადამიანური გაგება.

თუმცა, ვფიქრობ, რაც საქართველოში ხდება დღეს, უკვე გასცდა უსამართლობის იმ დონეს, რომელთან მიმართებაშიც შეიძლება გამოვიყენოთ ეს ტერმინი – „შერჩევითი სამართალი“. ჩვენ გაცილებით უფრო დიდი უსამართლობის ფაზაში ვართ, რომელსაც ეს ტერმინი ვეღარ აღწერს. ტერმინი „პოლიტიკური პატიმარი“ თავისთავად ძალიან მძიმე შინაარსის მატარებელია, მაგრამ ეს ტერმინიც უკვე ვეღარ იტევს იმას, რაც საქართველოში ხდება.

  • სინდისის პატიმრების საქმეები და „ოცნებასთან“ დაახლოებული პირების გათავისუფლება აჩვენებს შერჩევით მიდგომას. თქვენ ამბობთ, რომ ეს აღარაა შერჩევითი სამართალი, რა ეტაპია? 

შერჩევითი სამართალი თავის თავში გულისხმობს, რომ რაღაც ფორმით სისტემა ფუნქციონირებს, მაგრამ მას აქვს მძიმე პრობლემები და შერჩევითია, რაღაც საქმეებში. ეს ასე აღარ არის. მართლმსაჯულების სისტემა დღეს საქართველოში საერთოდ აღარ არსებობს.

ანა ნაცვლიშვილი

შინაარსი, რასაც უნდა ატარებდნენ ეს ინსტიტუციები და მათი ქმედებები, გამქრალია. დარჩენილია სასამართლოს შენობა და ადამიანი, რომელსაც აცვია მანტია, დარჩენილია დანაწესი, რომელსაც აქვს გარეგნულად კანონის ფორმა, მაგრამ ამ ყველაფერს შინაარსი აქვს გამოცლილი და წართმეული.

ეს ხომ არ არის ერთი და ორი შემთხვევა? ეს, სამწუხაროდ, არც ბოლო ორი შემთხვევაა, რაზეც თქვენ მკითხეთ. ჩვენ მივედით ამ კონდიციამდე: „ქოთანს საითკენაც გვინდა, იქით მოვაბამთ ყურს“. ეს სამართალი აღარ არის, თუნდაც გამრუდებული და ნაკლული.

უდოზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა: ამას ვიკვლევდი, პარლამენტში როცა ვიყავი – რეგულაციებს, როგორ დგება ეს კომისია, როგორ მუშაობს და რით არის შებოჭილი. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე სურათი არის უდოსთან მიმართებაში. თქვენ, „ბათუმელები“, მაგალითად, რაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერს მიჰყვებით, იცით ვინ არიან უდოს კომისიის წევრები? გაგიგიათ, როგორ დაინიშნნენ? რა ღირებულებების, რა ღირსების, რა პროფესიონალიზმის მიხედვით დააკისრეს ამ ხალხს ამხელა პასუხისმგებლობა?

მაგალითად, შეწყალების კომისიას რომ შევადაროთ, რომლის მიმართაც სხვადასხვა ეტაპზე მუდმივად იყო საზოგადოების დიდი ინტერესი და ხშირად კრიტიკაც, ზოგჯერ დამსახურებული – ყოველ შემთხვევაში, ვიცოდით ვინ იყო თავმჯდომარე, ვინ იყვნენ კომისიის წევრები და რა პროცესი იყო. კომისიის თავმჯდომარეები, როგორც წესი, გამოდიოდნენ და სიას საჯაროდ კითხულობდნენ. საზოგადოება ამას აფასებდა, ანუ ადამიანს ვხედავდით, ვხედავდით, ვინ აიღო პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე პრეზიდენტის გარდა.

უდოზე რა ვიცით დღეს, საზოგადოების წევრებმა? – ეს არის ბერმუდის სამკუთხედი, სადაც საერთოდ იკარგება სამართალი. ნებისმიერი პირი შეიძლება აღმოჩნდეს ამ ბერმუდის სამკუთხედში, თუ ჩაითვლება ხელისუფლების მხრიდან, რომ ვიღაც უნდა გავუშვათ, თან გავუშვათ ისე, რომ ამის შესახებ მედია თუ არ გაიგებს, საზოგადოება ვერც ვერასოდეს ვერ გაიგებს ვერაფერს.

სისტემას განზრახ აქვს შექმნილი მექანიზმები, რომელიც ფორმით ვითომ სამართლებრივია, მაგრამ შინაარსით კრიმინალურია.

რომ გადავხედოთ საბჭოთა კავშირს, გინდა სხვა რეჟიმებს, რომელიც ისტორიულად აღიარებულია, როგორც ავტოკრატიული თუ დიქტატორული, ვინმეს ჰგონია, რომ იქ არ არსებობდა დოკუმენტები, რომელსაც ჰქონდა კანონის ფორმა? ვინმეს ჰგონია, რომ იქ არ არსებობდა მანტიამოსხმული ადამიანი, რომელიც სასამართლო პროცესს წარმართავდა? – არა, ყველაფერი ეს არსებობდა, ანუ ფორმები არსებობდა, მაგრამ შინაარსი ჰქონდა წართმეული.

  • უშვებთ, რომ სამართლის სახელით ჩვენ მივიღოთ იმავე მასშტაბის სისასტიკე, რაც წარსულში გამოვიარეთ? 

რა თქმა უნდა. მოსამართლეების ძალაუფლება დღეს სად იწყება და სად მთავრდება? – ჩაქუჩი დააბრახუნოს, თუ დარბაზში ვინმე პროტესტს გამოთქვამს და გააძევოს დამსწრე, მათ შორის, ბრალდებული. აი აქ იწყება და აქ მთავრდება დღეს მოსამართლეების ძალაუფლება. მათ არც შინაარსი მოეკითხებათ და არც არაფრის გადაწყვეტილების უფლება არ აქვთ. დათმობილია ეს ყველაფერი.

  • როგორ შეიძლება დაინახოს პრობლემა მოქალაქემ ასე მწვავედ, რომ „ოცნებამ“ მართლმსაჯულების სისტემა სამართლის მიღმა დატოვა? 

შადრევნის საქმე უმძიმესია – ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხაშურის საქმე კი, მძიმე კორუფციული საქმეა. შადრევნის ტრაგედიის და ბევრი სხვა ტრაგედიის უკანაც, გარდა სხვა პრობლემებისა, დგას კორუფცია. სინამდვილეში კორუფცია არის მკვლელი დანაშაული.

ჩვენ გვგონია, რომ კორუფცია არის მხოლოდ ფულის ერთი ჯიბიდან მეორეში უკანონოდ გადასვლა. სინამდვილეში, კორუფცია არის მკვლელი დანაშაული – საქართველოში მომხდარი ტრაგედიების უდიდესი ნაწილის უკან იდგა სწორედ კორუფცია.

საზოგადოებამ უნდა დასვას შეკითხვა: რა ლოგიკაა ამის მიღმა, როცა კონკრეტული პირები უფრო ადრე თავისუფლდებიან, ვიდრე ეკუთვნოდათ? ამით სახელმწიფო რა ტიპის პასუხისმგებლობას იღებს – აღარ მოხდება ხვალ ასეთი დანაშაულები? ადამიანი, რომელიც გამოძიებამ დაადგინა და სასამართლომ დაადასტურა, რომ „შადრევნის საქმის“ დანაშაულების უკან იდგა და მერე სახელმწიფო მას უშვებს, არც არავინ თვლის თავს ვალდებულად საზოგადოებას აუხსნას ეს ყველაფერი, მით უფრო მსჯავრდებული: რით დაიმსახურა ასეთი გამონაკლისი?

ეს რა გზავნილია სახელმწიფოდან? ხვალ ვინმე მშენებელმა, რომელსაც ჩაჰბარდება სხვა სკვერის რეაბილიტაცია და სხვა შადრევანზე იქნება პასუხისმგებელი, მან რა გზავნილი მიიღო? – მან მიიღო გზავნილი, რომ თუ ხელს არ დაადებს, მაგალითად, ქალაქის მერს, თუ იქნება ჩუმად, თუ ზემდგომებს არ დაასახელებს, თუ საზოგადოება ძალიან აღშფოთებული იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს, მაგრამ ეს სასჯელიც ძალიან მალე შეუმცირდება და ციხის უკანა კარიდან გამოიყვანენ.

საიდან უნდა მივხვდეთ, რომ სისტემა არ მუშაობს? – დანაშაული როცა მოხდა, ერთია, რომ დაისაჯოს დამნაშავე და დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულის პროპორციულად და მეორე: დაისაჯოს იმგვარად, რომ სხვას აღარ მოუნდეს ისეთი დანაშაულის ჩადენა, ანუ შეაკავოს შემდგომი დანაშაულები. შენ ამ ტიპის ადამიანებს ასე, უკანა კარიდან გამოაპარებ მხოლოდ იმიტომ, რომ შენიანად მიგაჩნია და არა იმიტომ, რომ რამე საჯარო ინტერესს იცავ.

  • იკვეთება თუ არა პირდაპირ კორუფციის რისკი ხაშურის შემთხვევაში? – „ოცნების“ ყოფილ დეპუტატს ჯგუფურად 5 მილიონის მითვისებას ედავებიან და გაათავისუფლეს გირაოთი. თანაც, ეს კაცი პატიმრობაში იყო 8 თვე. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, რადგან ბრალდებული პატიმრობაში აღარ იქნება, შესაძლოა ეს საქმე წლობით თაროზე შემოდონ. 

ეს არის ზუსტად: თუ სისტემის ნაწილი ხარ, სისტემა მოგერგება შენ. ამით სახელმწიფოს რა გზავნილი აქვს? ხვალ ვინმე უფრო დაფიქრდება, რომ სასჯელის შიშით არ ჩავიდინო იგივე დანაშაული? – პირიქით, უფრო მეტს მოიპარავს: ბევრს რომ მოიპარავს მერე გასაყოფიც მეტი დარჩება.

მესიჯი არის ეს, რომ მეტი უნდა მოიპარო, მეტი ქსელები უნდა გააბა, მეტი უნდა დააშავო და რაც მეტი გექნება გასაყოფი, რაც მეტი თანამონაწილე გეყოლება დანაშაულში, იმათთვის ხელის დაფარებით, ჩუმად ყოფნით და ა.შ. უფრო გექნება სავაჭრო, რომ გარეთ გამოხვიდე მალე.

სისტემა თავის ფუნქციას აღარ ასრულებს. იმის მაგივრად, რომ შეაკავოს მომავალი დანაშაულები, პირიქით, აგზავნის მესიჯს, რომ ნებისმიერი დანაშაული შეიძლება იყოს „მოგვარებული“, თუ საკმარისად ჭკვიანურად, ანუ კრიმინალურად იმოქმედებს ადამიანი.

  • როგორ შეიძლება მართლმსაჯულების სისტემა, როგორც საფრთხე, შეეხოს მოქალაქეს? საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ თუ არ გამოხატავენ პროტესტს და იტყვიან: „პოლიტიკაში არ ვერევი“, შესაძლებელია, ვიღაც უსამართლოდ კი დასაჯონ, მაგრამ მათ ეს არ შეეხება.

კი, ზუსტადაც საფრთხეა ეს სისტემა. ჩვენ უკვე გადავედით იმ ეტაპზე, როცა შერჩევითობა კი აღარ არის, არამედ უკვე არის წყობიდან გამოსული მართლმსაჯულების სისტემა და თავის ფუნქციის შესრულების ნაცვლად სამართალს კლავს. სამართლის მკვლელია ეს სისტემა. იმ ეტაპზეა გადასული უკვე, რომ ერთეულებს კი არ უმიზნებს მარტო, ვინც არის საზოგადოებრივად აქტიური, არამედ გზაზე ვინც შემოხვდება, ყველასთვის საშიშია. უკვე ის ეტაპია, როდესაც ნებისმიერი, აბსოლუტურად აპოლიტიკური მოქალაქეც კი – შეიძლება გახდეს სამიზნე.

საერთოდ, როცა ინსტრუმენტების გროვად გადაიქცევა სისტემა, მას მუდმივად სჭირდება „საკვები“, რომ კუნთები ათამაშოს. დაილევა ეს რესურსი: პოლიტიკოსები, აქტივისტები, ენჯეო სექტორი, ჟურნალისტები, აღარ არის ამდენი „საკვები“ ქვეყანაში, სისტემა გადავა ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეზე.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას რომ გადავხედოთ, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფუნდამენტური და მძიმე ნაკლი, რაც ჰქონდა ახალ ქართულ სახელმწიფოს, რომელიც რაღაცნაირად ცდილობდა დემოკრატიულ რელსებზე შედგომას, იყო ზუსტად ის, რომ მართლმსაჯულების მისია ვერ გავიაზრეთ. ყველა ეტაპზე ვერავინ ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ მართლმსაჯულება დაეტოვებინა ხელშეუხებელი და მართლა იმ მისიით, რა მისიაც უნდა ჰქონდეს რეალურად მართლმსაჯულების ინსტიტუციას.

ახლა რაც ხდება, საერთოდ გაუგონარია და არცერთ ეტაპს ამას არ შევადარებ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაფიო გაკვეთილია, რომ სახელმწიფოს საძირკველი შეიძლება შედგებოდეს სულ რამდენიმე ფუნდამენტური საკითხისგან და მართლმსაჯულებაა ამ ყველაფრის თავი და თავი.

მკურნალობის ეტაპზე როცა გადავალთ, როცა ამის შესაძლებლობა იარსებებს, ეს გაკვეთილები ძალიან მკაფიოდ უნდა დავიმახსოვროთ, რადგან ამ სისტემას ახასიათებს ის, რომ ახერხებს თავის გადარჩენას პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად. ეს არის ყველაზე საზარელი ამბავი.

აღარ უნდა მოახერხოს ამ სისტემამ თავი გადაირჩინოს. ეს სისტემა თავიდან ბოლომდე დასანგრევია. მე ძალიან დიდი ხანია ვამბობდი ამას და ახლა, მით უმეტეს ჩანს, რომ ეს არ არის ის, რაც რეფორმას, ან გარდაქმნას ექვემდებარება. არაფერი მასში ჯანსაღი არ არის – დასაშლელი და მოსაშორებელი მონსტრია იმიტომ, რომ მის ნანგრევებზეც კი, ვერაფერი კარგი ვერ აღმოცენდება, ნანგრევებიც იქნება გასატანი.

Formula TV May Be Fined Again or Have Its Broadcasting Licence Suspended Over Use of the Term “Dream’s Government”

Critical TV channel Formula TV could face another fine or even the suspension of its broadcasting licence for using terms such as “Dream’ government” and similar expressions.

Georgia’s Communications Commission is set to consider the case on 17 July.

This will be the third time in the past four months that the Commission has reviewed alleged violations by TV Formula based on its routine media monitoring, accusing the broadcaster of breaching the content regulation provisions of Georgia’s Law on Broadcasting.

According to Formula, the Commission’s Media Services Regulation Department selectively monitored the channel’s news programmes aired between 15 and 17 June and concluded that the broadcaster had violated Article 54(5) of the Law on Broadcasting, which requires fairness and impartiality.

In its report, the department argued that the channel’s news coverage reflected the broadcaster’s own opinions or attitudes toward the issues being reported. As evidence, it cited Formula’s repeated use of phrases such as “Dream’s government,” “Georgian Dream’s president,” “Dream’s prosecutor’s office,” “Dream’s prime minister,” “Dream’s Ministry of Foreign Affairs,” “repressive laws,” and “repression by the Dream regime.”

According to the Commission, these expressions constitute “the broadcaster’s opinion and personal attitude toward the activities of state bodies and institutions,” Formula said in a statement.

Why Could Formula’s Licence Be Suspended?

In April, the Communications Commission issued written warnings to Formula, Imedi TV, POSTV, and TV Pirveli, finding them in breach of Georgia’s Law on Broadcasting.

The regulator said that its monitoring of broadcasts during February and March had identified 20 violations, most of which concerned alleged breaches of the principle of impartiality. Specifically, it claimed that journalists and presenters had reported on current political and social issues while expressing personal opinions or attitudes.

The Commission also alleged violations of the requirement to present balanced coverage, saying that in some cases only one side of an issue had been represented.

In May, the Communications Commission fined Formula 2,500 GEL for violating the same law. The regulator again argued that the channel’s journalists and presenters had covered current political and social issues “on the basis of their personal opinions.”

Since Formula was already fined for violating the Law on Broadcasting two months ago, the next sanction could be the suspension of its broadcasting licence.

This possibility is provided for under Article 72(2) of the Law on Broadcasting, which states that if, after being fined, a media service provider continues an ongoing violation or commits another one-off violation within one year, the Commission may either impose a fine of up to 1% of the broadcaster’s annual revenue, but no less than 5,000 GEL, or initiate public administrative proceedings to suspend the broadcaster’s licence or authorisation.

The amendments to Georgia’s Law on Broadcasting entered into force on 1 April 2025.

Until 1 June 2025, although the Commission could examine alleged violations by broadcasters, it did not apply the sanctions introduced by the amendments.

Numerous respected international organisations have criticised the 2025 amendments to the Law on Broadcasting and have called on the Georgian authorities to revise or repeal them.


Update: Georgian Broadcaster Formula TV Fined Amid Financial Crisis


Critical Broadcaster Formula TV Loses Defamation Case Brought by Georgian Dream Propagandist

რას გეგმავს მთავრობა ბათუმის ბულვარში – 5.5 მილიონიანი ტენდერი ღარიბაშვილის განკარგულებით

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის საწყისი ღირებულება 5 მილიონ 500 000 ლარია. ტენდერის დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი გენგეგმასთან თანხვედრაზე, რაც ბულვარის მთავარი დოკუმენტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა სატენდერო დოკუმენტებთან ერთად ატვირთა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, 2023 წლის განკარგულება „ქვეყნის ქალაქებისა და კურორტების განვითარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“.

კორუფციის ბრალდებით დააკავეს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი უფროსი, დავით ტაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს ასევე ინფრასტრუტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. ის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი იყო.

გამოძიების ფარგლებში გაჩხრიკეს დაკავებული კობა გაბუნიას, ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძისა და სხვა პირების სახლები – 20 სხვადასხვა ობიექტზე.

ირაკლი ქარსელაძის შემცვლელის, რევაზ სოხაძის ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდის 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემურია, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. ამის შესახებ მან გასულ წელს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პროექტის მიზანი საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებაა ტერიტორიისთვის, რომელიც აერთიანებს ბათუმის ძველ ბულვარს – კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ახალ ბულვარს და მდინარე ჭოროხის მიმდებარე სარეკრეაციო სივრცეებს.

სატენდერო მოთხოვნებს თუ კარგად შევისწავლით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობა ბათუმის ბულვარში, რომელსაც დამტკიცებული განაშენიანების გეგმა აქვს, საკმაოდ მასშტაბური სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებას განიხილავს.

საპროექტო სამუშაოები ითვალისწინებს ტერიტორიის სივრცით დაგეგმარებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტირებას, მათ შორის, როგორც ახალი შენობა-ნაგებობების დაგეგმვას, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.

პროექტი უნდა მოიცავდეს გამწვანების, გარე განათების, უსაფრთხოების სისტემების, საინჟინრო ქსელებისა და კომუნიკაციების, აგრეთვე უნივერსალური დიზაინის პრინციპების სრულყოფილ ინტეგრაციას.

შემსყიდველი ითხოვს საპროექტო გადაწყვეტები შემუშავდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სამშენებლო სამუშაოების როგორც ეტაპობრივი, ისე პარალელური განხორციელების შესაძლებლობა, პროექტის ეფექტიანი და უწყვეტი შესრულების მიზნით. ასევე, ობიექტები დაგეგმარდეს და განხორციელდეს არქიტექტურის ძეგლის სტანდარტების შესაბამისად.

იმ ჩამონათვალის მიხედვით, რომლებსაც შემსყიდველი, დასაგეგმარებელ ან სარეაბილიტაციო სივრცეებად განიხილავს, ჩანაფიქრი საკმაოდ მასშტაბურია.

სატენდერო დოკუმენტებში ასეთ სივრცეებად მითითებულია საბავშვო სათამაშო სივრცეები, სპორტული ზონები – ღია მოედნები, სავარჯიშო სივრცეები და სკეიტ პარკები, ამფითეატრი, რეკრეაციული ზონები.

დასასვენებელი სივრცეები, გამწვანებული მარშრუტები, შიდა და სანაპიროს პრომენადი – სასეირნო ბილიკი, ველოსიპედის ბილიკი, არდაგანის ტბა და „მოცეკვავე შადრევნები“, ცენტრალური შესასვლელის „მოცეკვავე შადრევნები“, ახალი ბულვარის შადრევნები, სანაპიროზე გადასასვლელი ბილიკები.

უნდა დაიგეგმოს ასევე მოზაიკური ფილების მოწყობა-განახლება კოლონადებთან და საზაფხულო თეატრთან. ახალი სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტები. ახალი შენობა-ნაგებობები [I კლასი], სავაჭრო ჯიხურები და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები.

არქიტექტურული ობიექტები, მაგალითად საინფორმაციო ცენტრი, ოფისი, პერგოლები და სხვა.

საზოგადოებრივი სანიტარული კვანძები ქალებისა და კაცებისათვის ინდივიდუალური კაბინებით, ადაპტირებული – ღია საშხაპეები, კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის ოფისის განთავსება [ტექნიკის ანგარით].

საინტერესოა, რას უპირებენ იმას, რასაც ამ დრომდე ბულვარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობით აწყობდა, აახლებდა და ასე შემდეგ. გამოდის ბულვარში აღარაფერი ვარგა და ყველაფერი გამოსაცვლელია?

დოკუმენტების მიხედვით, დაგეგმილია ასევე კეთილმოწყობისა და გამწვანების სამსახურის ოფისის ფუნქციის შეცვლა, მას ბულვარის მუზეუმად გადააკეთებენ.

ამ შესყიდვის ფარგლებში უნდა მომზადდეს ასევე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის პროექტი.

იგეგმება ავტოპარკინგის, სახლ-მანქანების ავტოპარკინგის [ადმინისტრაცია, სან.კვანძები საშხაპეებით და სხვა] ერთიანი იერ-სახის მქონე გასაქირავებელი ობიექტების, შეზლონგებისა და საჩრდილობლის მოწყობა ქოლგებისთვის.

ჩამონათვალში არის ასევე ურნები, სკამები, საჭიროების შემთხვევაში შემზღუდავი ბარიერები [ბოძკინტები], სანათები, სასმელი წყლის შადრევნები, ფურნიტურა, საინფორმაციო მცირე დაფები, სახასიათო ინსტალაციები და ქანდაკებები, საინფორმაციო მონიტორები, მანიშნებლები.

საინჟინრო ინფრასტრუქტურა, გარე განათების სისტემა [როგორც ველობილიკის, ასევე ბულვარის] სარწყავი სისტემა, ელექტრომომარაგების ქსელი, სადრენაჟე, წყალმომარაგება და კანალიზაციის სისტემები, ახალ ბულვარში ღია სანიაღვრე არხის მოწესრიგება, ვიდეო მეთვალყურეობის და უსაფრთხოების სისტემა.

სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, დავალება ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო კონცეფციის მომზადებას შემდეგი შემადგენლობით:

  • განმარტებითი ბარათი

პროექტის განმარტებითი ბარათი უნდა მოიცავდეს ტერიტორიის წინასაპროექტო შეფასებას ვიზუალური დათვალიერების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობის, კომუნიკაციების, მცენარეული საფარის შესახებ, საშიში გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების საფრთხეზე და სხვა.

შემოთავაზებული არქიტექტურული გადაწყვეტის აღწერას, ინფორმაციას ძირითადი გამოსაყენებელი [კონსტრუქციებისა და მოსაპირკეთებელი] მასალების შესახებ. უნდა მომზადდეს არსებული სიტუაციის ამსახველი უახლესი ფოტომასალა, სხვადასხვა ხედით.

  • არქიტექტურული კონცეფცია

არქიტექტურული კონცეფცია უნდა მოიცავს ტერიტორიის გენგეგმას, საპროექტო ობიექტის სქემატურ გეგმარებას გაბარიტული ზომების მითითებით, სადაც უპირატესობა ენიჭება საკონკურსო კომისიის მიერ მინიჭებული ქულების მაღალ საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს.

საპროექტო ობიექტის სქემატურ ჭრილს [გრძივი და განივი მიმართულებით], საპროექტო ობიექტის ფასადებსა და ესკიზურ განშლას ნიშნულების მითითებითა და მიმდებარე განაშენიანების ჩვენებით.

რეალურ ფოტომასალაზე დამუშავებულ ფოტომონტაჟებს სხვადასხვა ხედით [არანაკლებ 4], ძირითადი ნიშნულების მითითებით [სავალდებულო ფოტომონტაჟების გარდა, პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს დამატებითი ფოტომონტაჟებიც, საკუთარი ნება-სურვილით] 3D აქსონომეტრიულ ხედებს, მასალის, ძირითადი ნიშნულებისა და გაბარიტული ზომების მითითებით.

საინტერესოა, რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი ბულვარის დამტკიცებული გენგეგმა ჩასატარებელი სამუშაოების სახელმძღვანელო დოკუმენტად და რატომ გამოაცხადეს 5 მილიონიანი ტენდერი ახალი დოკუმენტის მოსამზადებლად?

ასევე, საინტერესოა, როცა ტენდერი გამოაცხადეს, ჰკითხეს თუ არა აზრი ბათუმის საკრებულოს, რომელმაც ბულვარის განაშენიანების გეგმა არაერთი ცვლილებით დაამტკიცა, როგორც მთავარი დოკუმენტი ბულვარისთვის. სხვათა შორის, ამ დოკუმენტის მოსამზადებლად ქალაქმა ნახევარი მილიონი ლარი დახარჯა.

ბათუმის მერიისთვის საპროექტო დოკუმენტის წარდგენა გამარჯვებულ კომპანიას ამ დოკუმენტის ჩაბარების მესამე ეტაპზე ევალება. ეს დოკუმენტი ასევე უნდა შეთანხმდეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთანაც.

გამარჯვებული კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3 აგვისტოს უნდა გამოავლინოს.

ბათუმის ბულვართან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არაერთხელ გამხდარა საზოგადოების პროტესტის საგანი, მათ შორის იყო 2016 წელს მომზადებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ხეივნის გაუქმებას გეგმავდნენ.

სასულიერო პირების სასკოლო კლუბებს სამინისტრო დააფინანსებს – რას ამბობენ პედაგოგები

საჯარო სკოლებში ე.წ „ღირებულებითი განათლების“ ფარგლებში შექმნილ სასულიერო კლუბებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.

კლუბების დაფინანსებაზე კითხვები დაუსვა „ბათუმელებმა“ განათლების სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ სასულიერო პირების კლუბებში მუშაობა ანაზღაურებადი იქნება და კლუბებიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„ღირებულებითი განათლების კლუბები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტიდან პროგრამულად ფინანსდება.

სკოლებში დამატებითი შემეცნებითი აქტივობის განხორციელება ანაზღაურებადია, ასეა ღირებულებითი კლუბების შემთხვევაშიც“, – გვწერს სამინისტრო.

კლუბებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტზე კითხვის პასუხად სამინისტროში გვითხრეს, რომ ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ.

„ბათუმელები“ ესაუბრა საჯარო სკოლის რამდენიმე მასწავლებელს, რომლებსაც არაერთი სასკოლო კლუბი ჰქონიათ ამ წლების განმავლობაში – არაფორმალურ განათლებაში არიან ჩართული. მათ ვკითხეთ, თუ დაინტერესებულა აქამდე განათლების სამინისტრო ამ კლუბების მხარდაჭერით და მიუღიათ თუ არა ოდესმე სახელმწიფო დაფინანსება კლუბური აქტივობისთვის?

ლალი მარგიანი მარნეულში, სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში ასწავლის და არაერთი პროექტის ავტორია. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა სამინისტრო აცხადებდა საგრანტო კონკურსებს, თუმცა ეს იყო ერთჯერადი აქტივობა და განგრძობითი სახე არ ჰქონია.

„ადრე იყო საგრანტო პროექტები – ორჯერ მოვიგეთ. ამ გრანტის ფარგლებში გახსნილი მქონდა ციფრული და ხელოვნების კლუბი – „ჩემი კრეატიული სკოლა“. შემდეგ ეს გრანტები შეწყდა.

შემდეგ მქონდა ეკოკლუბი, რომელსაც დაფინანსება არ სჭირდებოდა. შარშან უკვე არანაირი კლუბი აღარ მქონია.

სამინისტროს გრანტები უფრო მთის სკოლებზე მოდიოდა, მაგრამ აქაც მოთხოვნა იყო ის, რომ სკოლა არ უნდა ყოფილიყო მცირეკონტინგენტიანი. ამიტომ მესამედ აღარ მიმიღია მონაწილეობა“, – ამბობს ლალი მარგიანი.

მისი თქმით, სამინისტროსგან მაქსიმუმ 5 000-ლარიანი დაფინანსება იყო გამოყოფილი ამ ერთჯერადი გრანტებისთვის. სკოლებს ყველაზე მეტად დასავლური გრანტები ეხმარებოდა და ყველაზე მეტი პროექტიც სწორედ ამ გრანტების მეშვეობით ხორციელდებოდა სკოლებში.

„ზოგს ჰქონდა ევროკავშირის გრანტი, ზოგს USAID-ის გრანტები, მაგრამ ახლა ეს დაფინანსებაც შეწყდა და არც სახელმწიფო გრანტები არსებობს“, – გვეუბნება ლალი მარგიანი.

რამდენად სამართლიანია, თუ სახელმწიფო სასულიერო კლუბებს დააფინანსებს, სხვა სამოქალაქო კლუბებს კი არა? – ვკითხეთ ლალი მარგიანს.

ამბობს, რომ ე.წ „ღირებულებითი კლუბების“ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაზე ჯერ არაფერი სმენია. „თუ მე არ მაფინანსებენ, ისინი რატომ უნდა დააფინანსონ? იქნებ გადმოგვხედონ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც“, – გვეუბნება ლალი.

მისი თქმით, მინიმუმ ორი წელია სახელმწიფოს საერთოდ არ გამოუცხადებია რაიმე საგრანტო კონკურსი არაფორმალური განათლების გასაძლიერებლად და ბიუჯეტში თანხები გამონახეს, რელიგიური კლუბების ფუნქციონირებისთვის.

„ჩვენთან ამ ღირებულებით კლუბებსაც არ გახსნიან ალბათ, რადგან მუსლიმი ბავშვები სწავლობენ ძირითადად სკოლებში ან სომეხი მოსწავლეები არიან“, – ამბობს ლალი მარგიანი.

„ბათუმელები“ ესაუბრა კიდევ ორ მასწავლებელს, რომლებიც ასევე აქტიურად მუშაობენ არაფორმალური განათლების მიმართულებით.

ლამარა ბოლქვაძეც მარნეულში, სოფელ მარადისში საჯარო სკოლაში ასწავლის და 2017 წლიდან აქვს ეკოკლუბიც, რომელიც ენთუზიაზმზე მუშაობს.

„ჩვენ თვითონ ვაგროვებთ ხოლმე თანხებს. ხან ხელნაკეთ ნივთებს ვყიდით, ხან ყვავილებს, პატარა სათბური გვაქვს და მოგვყავს ცოტ-ცოტა მოსავალიც. ახლა ცუდი ამინდების გამო გაგვიფუჭდა სათბური და გვინდა შევაკეთოთ.

მოგებული გვაქვს ნიკო კეცხოველის კონკურსიც და კლუბის აქტივობებში ასამდე ბავშვია ჩართული. არასამთავრობო ორგანიზაციებისგან 50 000 ლარამდე გრანტები გვაქვს მიღებული სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ წელს, არცერთი პროექტი არ გვქონია.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად შევძლებთ აწი ფუნქციონირებას. ეს ორი თვე უძრავად ვართ. ვინც მუშაობს, ისინიც ენთუზიაზმით მუშაობენ. USAID-ის მხარდაჭერა ჰქონდათ სკოლებს წლების განმავლობაში, მაგრამ ახლა ვიცით, რომ ვეღარ აფინანსებენ ვერავის.

არადა, არაფორმალური განათლება საუკეთესოა ბავშვებისთვის, რადგან თავიანთ სურვილის და ინტერესების მიხედვით მონაწილეობენ ბავშვები აქტივობებში.

წარმოიდგინეთ, გარემოს მდგრადი განვითარების 17 მიზანი და ამ მიზნისკენ რა აქტივობებიც შეიძლება დაიგეგმოს, სულ ბავშვების მოფიქრებულია და ეს არის ძალიან დიდი ცოდნა, ჩემი აზრით.

გარდა ამისა, ერთ-ერთი პუნქტი ამ მიზნებში არის ხარისხიანი განათლება და ამ მიმართულებითაც ბავშვები ბევრ საინტერესო აქტივობას იფიქრებენ.

რა შეეხება სასულიერო პირების კლუბებს, სიმართლე გითხრათ, მაგ ინიციატივის შესახებ ბევრი არაფერი გამიგია. ამდენი ხანია ამდენი საინტერესო კლუბი ფუნქციონირებს და თუ დაფინანსება შეიძლება, ჩვენმა კლუბებმა რა დააშავეს?“ – ამბობს ლამარა ბოლქვაძე.

ვესაუბრეთ დალი კეკელიძესაც, რომელიც სოფელ შულავერის პირველ საჯარო სკოლაში ასწავლის.

„მაშინ უფრო აქტიურები ვიყავით, როცა USAID-ი გვაფინანსებდა, ახლაც მაქვს ეკოკლუბი და CENN-ის პროექტებშიც ვარ ჩართული. მანამდე უფრო მეტ რესურსს ვიღებდით, მეტ პროექტში ვრთავდით მოსწავლეებს, ახლა არ ვიცი, როგორ იქნება.

ახლაც ვცდილობ გამოვჩხრიკო ხან ევროკავშირის დაფინანსებული პროექტები, ხან რაღაც სხვა. განათლების სამინისტროს პროექტები უფრო სპორტის მიმართულებითაა და ვერ ვიხსენებ, იყო თუ არა ჩვენი სკოლა რაიმეში ჩართული“, – ამბობს დალი კეკელიძე.

„ღირებულებით კლუბებზე“ არც მას აქვს სრული ინფორმაცია და არც იმის მოლოდინი, რომ მაგალითად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში დანერგავენ. „შესაძლოა მშობლებსაც ჰქონდეთ პროტესტი, რადგან რელიგიური კლუბებია და აქ უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს.

თუ სამართლიანობაა, მაშინ ყველა კლუბი ერთნაირად უნდა ფინანსდებოდეს“, – გვეუბნება დალი კეკელიძე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპატრიარქოს სასულიერო პირებს  ამ დროისთვის 175 კლუბი აქვთ გახსნილი საჯარო სკოლებში. სექტემბრიდან კი ახალი კლუბების გახსნა იგეგმება და ამისთვის 129 სასულიერო პირიც გადაუმზადებიათ.

მათივე ინფორმაციით, კლუბებში 4 375 მოსწავლეა ჩართული.

მთავარი ფოტო: ფოტოკოლაჟი

_________________

მსგავს თემაზე:

„თუ მღვდელი გასწავლის, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ?“ – მასწავლებელი სკოლებში შექმნილ კლუბებზე

„დაუყოვნებლივ უზრუნველყავით საქმის ეფექტიანი გამოძიება“ – ქალთა მოძრაობის განცხადება

 „ქართა მოძრაობა“ ნატა ვიბლიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საქმის დამოუკიდებელი, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება.

განცხადება დღეს, 16 ივლისს გავრცელდა ორგანიზაციის ფეისბუქზე.

„ქალთა მოძრაობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ნატა ვიბლიანს, რომელმაც გამბედაობა გამოიჩინა და საჯაროდ ისაუბრა ბავშვობაში მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ.

ბავშვზე სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და, ამავდროულად, ყველაზე დაფარული დანაშაულია. საქართველოში დღემდე უცნობია მისი რეალური მასშტაბი, რადგან სახელმწიფოს არ შეუქმნია პრევენციის, გამოვლენისა და გადარჩენილთა მხარდაჭერის ეფექტიანი სისტემა. მეტიც, ბოლო წლებში თანმიმდევრულად იზღუდება იმ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა და რესურსები, რომლებიც ბავშვთა და ქალთა უფლებებს იცავენ და ძალადობაგამოვლილ ადამიანებს დახმარებას უწევენ. ეს გარემო ხმის ამოღებას კიდევ უფრო ართულებს.

ნატას მონათხრობი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: დუმილი არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ მომხდარა. დუმილი ხშირად ტრავმის, შიშის, სირცხვილის თავსმოხვევის, საზოგადოებრივი ზეწოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის შედეგია. სწორედ ამიტომ, თითოეულ ხმას, რომელიც დუმილს არღვევს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მოვუწოდებთ საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყონ საქმის დამოუკიდებელი, სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება;
  • გამოიკვლიონ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული ყველა გარემოება და ფაქტი;
  • გამოძიების ყველა ეტაპზე დაიცვან დაზარალებულზე ორიენტირებული და ტრავმაზე მგრძნობიარე მიდგომა – მათ შორის, თავიდან აიცილონ ხელახალი ტრავმირება განმეორებითი დაკითხვებითა და არასაჭირო პროცედურებით;
  • მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ნატა ვიბლიანის უსაფრთხოების, ღირსების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად;

დროულად და სრულად მიაწოდონ დაზარალებულ მხარეს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

მოვუწოდებთ მედიას, გააშუქოს ეს საქმე ეთიკური სტანდარტების დაცვით – სენსაციურობის, ტრავმული დეტალების ტირაჟირებისა და დაზარალებულის ხელახალი ტრავმირების გარეშე.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, გვერდით დაუდგეს ნატას და არ გახდეს მისი დადანაშაულების, დისკრედიტაციისა თუ გაჩუმების მცდელობების ნაწილი. მსხვერპლის დადანაშაულება სწორედ ის მექანიზმია, რომელიც ძალადობას წლების განმავლობაში უხილავად ტოვებს.

ქალთა მოძრაობა ნატა ვიბლიანისა და ყველა ძალადობაგამოვლილი ქალისა და ბავშვის გვერდით დგას. გვჯერა, რომ ნატას გამბედაობა ბევრ ადამიანს მისცემს ძალას, დაარღვიოს დუმილი, დაიბრუნოს საკუთარი ხმა და მოითხოვოს სამართლიანობა“-ნათქვამია განცხადებაში.

ნატა ვიბლიანმა საკუთარი ისტორიის გაზიარება სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, იუთუბზე, თამუნა მუსერიძის გადაცემაში – “ვეძებ”,  მან დეტალურად ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე.

როგორც ის ჰყვება, მამის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 8-9 წლის ასაკში, ის გააუპატიურა ოჯახის ახლობელმა კაცმა – ნათლიის ძმამ, რომელიც მაშინ სრულწლოვანი იყო. ქალი ამბობს, რომ მასზე სისტემური სექსუალური და ფიზიკური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

British War Veteran Fined, Deported and Banned from Georgia for 20 Years Under Plea Deal

On July 16, British citizen Matthew Roy Desmond has reached a plea agreement with the Georgian Prosecutor’s Office.

The agreement was approved by Judge Nino Galustashvili. Desmond was found guilty, fined 100,000 GEL, ordered to be deported from Georgia, and banned from re-entering the country for 20 years.

The war veteran was arrested on Georgian border on April 23, 2026, under the charges of illegally importing “large quantities of narcotic and psychotropic substances” into the country. The defence denied the allegations.

According to his lawyers, Desmond had a doctor’s prescription for all the medications he used as painkillers, and these were the same medicines that Georgian authorities classified as the illegal import of narcotic and psychotropic substances. However, the problem was that the prescriptions had not been translated into Georgian or notarised. They also said that Desmond suffers from a spinal injury. Without the plea agreement, he would have faced between eight and twelve years in prison in Georgia.

After being released from the courtroom, Desmond was transferred into the custody of the immigration authorities, where he will remain until he leaves the country.


British Veteran Faces Up to 12 Years in Prison in Georgia Over Drugs Lawyers Claim Was Doctor-Prescribed

„კიბიდან გადმოაგდო, გვამი კი ეზოში დამარხა“ – მკვლელობის საქმეზე პირს 14 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გამოძიების ვერსიით, 2025 წლის 22 ოქტომბერს დმანისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, „განზრახ მოკვლის მიზნით, ხელის დარტყმით კიბიდან გადმოაგდო დაზარალებული, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა გვამი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა, ხოლო მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს ფარულად დაეუფლა“ – ერს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა.

რუსთავის სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთში საწვავის დეფიციტი აისახა აფხაზეთზეც – გაძვირდა ბენზინი და მგზავრობა

რუსეთში საწვავის დეფიციტით გამოწვეული პრობლემები აფხაზეთზეც აისახა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსეთთან მოსაზღვრე აფხაზეთის რაიონებში საწვავის ფასის ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა. მართალია ჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება, თუმცა ფასების ზრდა მიანიშნებს, რომ რუსეთში არსებული კრიზისი აქაც ახდენს გავლენას – ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.

ორგანიზაცია, გამოცემა Caucasian Knot-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რუსეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები  ერთ თვეზე მეტია გრძელდება.

„აფხაზეთის შემთხვევაში მდგომარეობა ჯერჯერობით კონტროლს ექვემდებარება. დე ფაქტო რესპუბლიკაში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტი და რიგები არ ფიქსირდება, თუმცა ფასები განსაკუთრებით იმ რაიონებში იზრდება, რომლებიც რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

დე ფაქტო აფხაზეთის ენერგეტიკის სამინისტროს საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა მოსალოდნელია, რომ თუ რუსეთში საწვავის დეფიციტი და მიწოდების შეფერხება გაგრძელდება, აფხაზეთის ბაზარზეც ზეწოლა გაიზრდება და ფასების ზრდა მხოლოდ სასაზღვრო რაიონებით აღარ შემოიფარგლება“ – წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

ამავე დროს, აფხაზური გამოცემა „აფსნი პრესი“ წერს, რომ სოხუმში „დროებით“ გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები, რაც პირდაპირ უკავშირდება საწვავისა და საპოხი მასალების ბაზარზე არსებული ვითარებას.

_________________

ფოტო: telegram

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. ცნობილია, რომ უწყებაში ამ საკითხზე მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს.

ნატა ვიბლიანი არის ემიგრანტი ქალი, რომელიც ამბობს, რომ მცირეწლოვან ასაკში მასზე ოჯახის ახლობელი კაცები სექსუალურად ძალადობდნენ. გარდა ამისა, ის ჰყვება, ფიზიკური ძალადობის, მუქარების, დაშინების შემთხვევებზეც.

ნატა ვიბლიანმა საკუთარი ისტორიის გაზიარება სოციალურ ქსელში რამდენიმე თვის წინ დაიწყო. რამდენიმე დღის წინ, იუთუბზე, თამუნა მუსერიძის გადაცემაში – “ვეძებ”,  მან დეტალურად ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე.

როგორც ის ჰყვება, მამის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 8-9 წლის ასაკში, ის გააუპატიურა ოჯახის ახლობელმა კაცმა – ნათლიის ძმამ, რომელიც მაშინ სრულწლოვანი იყო. ქალი ამბობს, რომ მასზე სისტემური სექსუალური და ფიზიკური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც ნატა ვიბლიანი ჰყვება, 14 წლის ასაკში ის დაორსულდა. მოძალადემ ის სვანეთიდან ზუგდიდში, საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც დაახლოებით 7 თვის ორსული, დამაჩქარებელი ინექციის გამოყენებით იძულებით ამშობიარეს. ვიბლიანი იხსენებს, რომ დაინახა ცოცხალი ბავშვი და გაიგო მისი ტირილი ხმა, მაგრამ ამავე დროს გაიგო მოძალადის ნათქვამი, რომელმაც ექთანს ბავშვის მოშორება დაავალა. ვიბლიანი ვარაუდობს, რომ მისი შვილი შეიძლება დღესაც ცოცხალი იყოს.

როგორც ნატა ვიბლიანი ჰყვება, ამის შემდეგ მასზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდნენ სხვა კაცებიც. ის ასახელებს 4 ადამიანის სახელს, თუმცა, ამბობს, რომ ამ ფაქტების შესახებ შესახებ იცოდა მისმა სანათესავომ და მთელმა სოფელმა ჭუბერის თემში.

„სამივენი ამ კაცის [პირველი მოძალადის] ნათესავები არიან. მათ სწორედ მისი ჩარევით გამაუპატიურეს, მისი სიბინძურის დასაფარად, რომ ხმა ვერ ამომეღო ვერასდროს, როგორც ქალს, რომ ვერასდროს მეთქვა, რომ მე ამდენმა კაცმა გამაუპატიურა”, – იხსენებს ვიბლიანი გადაცემაში.

როგორც ნატა ვიბლიანი ამბობს, ორსულობიდან რამდენიმე წლის შემდეგ ნათესავებმა მისი ოჯახი – დედა, უმცროსი ძმები და და აიძულეს სოფელი დაეტოვებინათ და გადასახლებულიყვნენ. ვიბლიანის თქმით, ნათესავებმა ოჯახს სოფლის სახლისა და მიწების სანაცვლოს მისცეს დაახლოებით 22 000 ლარი. ამის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა, სადაც, როგორც თავად ამბობს, უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ.

ნატა ვიბლიანი ამბობს, რომ ბევრი ისეთი დანაშაულის მსხვერპლი და მომსწრეა, რომელთა შესახებ საჯაროდ არ ისაუბრებს, თუმცა, მზად არის გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს.

კანონმდებლობით, 137-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე – გაუპატიურებაზე, თუ ის არასრულწლოვანის მიმართ არის ჩადენილი, არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სავარაუდო დანაშაულის დადასტურებისა და მოძალადეების იდენტიფიცირების შემთხვევაში მათი დასჯა ახლაც, 35 წლის შემდეგაც შესაძლებელია.

გაუპატიურება, ჩადენილი არაერთგზის, არასრულწლოვანის მიმართ, ისჯება 10-დან 13 წლამდე პატიმრობით. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა გარემოება, რომ მოძალადე არასრულწლოვანზე “ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით” ძალადობდა, სასჯელი, შესაძლოა 15-დან 20 წლამდე გაიზარდოს, ან უვადოდ განისაზღვროს.

ნატა ვიბლიანი ახლა 43 წლისაა. ამბები, რომელზეც ის ჰყვება, 1990-იანი წლების სვანეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება.

______________

ფოტოზე: ნატა ვიბლიანი, კადრი ვიდეომასალიდან

Exit mobile version