გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 სექტემბრის 21 საათიდან 14 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება.
ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 15-16 სექტემბერს აჭარის უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის წვიმა.






