აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების ცხოვრება

ომარ ასლანიძის მამა და ძმისშვილი

ავტორი: მირანდა მიქაძე

ქობულეთში, დაბა ოჩხამურში 1440 ოჯახი ცხოვრობს, ახალგაზრდები არჩევანს, ძირითადად, მიწათმოქმედებასა და ჯარისკაცობას შორის აკეთებენ. ამ დაბიდან 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში 351 ჯარისკაცი იბრძოდა. ხუთი დაიღუპა. Continue reading “აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების ცხოვრება”

აგვისტოს ომის შემდგომ ივანიშვილი დევნილებს არ დახმარებია

რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს, ჟურნალისტის შეკითხვაზე, „2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული დევნილებს რაიმე სახის დახმარება თუ აღმოუჩინეთ ან შვილმკვდარ დედებს, ან იმ პირებს, რომლებიც ომის დროს დასახიჩრდნენ? ივანიშვილმა უპახუხა, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა მას ქველმოქმედება არ გაუწევია. Continue reading “აგვისტოს ომის შემდგომ ივანიშვილი დევნილებს არ დახმარებია”

აგვისტოს ერთი დღე

ნესტან ცეცხლაძე
„აგვისტოს ერთი დღე“ პოლონელი ჟურნალისტის და sourcefabric-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ჯეკუბ გორნიცკის პროექტია. იდეა მაშინ გაჩნდა, როცა თბილისში ვიზიტისას რენე ჰარლენის საქართველოზე გადაღებული ფილმი – „აგვისტოს ხუთი დღე“ ნახა. „ნეტგაზეთმა“ პროექტის ავტორთან ინტერვიუ ჩაწერა.

Continue reading “აგვისტოს ერთი დღე”

აბიტურიენტი მოდელები 15-სანტიმეტრიან ქუსლებზე

ნინო და ქეთი მოდელები არიან. გაუმართლათ, მოდელობაზე ბევრი გოგონა ოცნებობს, თუმცა ყველას როდი უმართლებს. მთავარი მოთხოვნა პარამეტრებია, რასაც ყველა მოდელი უნდა აკმაყოფილებდეს.
ნინო გოთუა, 17 წლის, სიმაღლე – 1.76 სმ. პარამეტრები: 80-60-87;
ქეთი ყურაშვილი, 17 წლის, სიმაღლე – 1.73 სმ. პარამეტრები: 83-60-90.
Continue reading “აბიტურიენტი მოდელები 15-სანტიმეტრიან ქუსლებზე”

Soulmama – გოგონა თმაში ქაღალდის ყვავილებით

ავტორი: ნანა კვაჭაძე
“когда встает,
когда встает,
когда встает,
мой сыночек,
иду на риначек, на рынок,
и покупаю там чесночок.
варю лобио я
варю лобио я
и кушает мая семья
мая семья
чесночок.”
/ ნაწყვეტი Soulmama-ს სიმღერის ტექსტიდან мама я/ Continue reading “Soulmama – გოგონა თმაში ქაღალდის ყვავილებით”

Radisson Blu მუშაობას იწყებს

დღეს, საღამოს 7 საათზე სასტუმრო Radisson Blu ოფიციალურად გაიხსნება. სასტუმრო 18 სართულიანია და 164 ნომერზეა გათვლილი.

წინასწარი ინფორმაციით ბათუმის „რედისონი“ 4–ვარსკვლავიანი იქნება, თუმცა თანდათან სერვისები დაემატება და ხუთვარსკვლავიან მომსახურეობაზე გადავა.

ოფიციალური ინფორმაციით ბათუმის „რედისონი“ ყაზახური კომპანიის „სილქროუდ ჯგუფის” მფლობელობაში მყოფი „აჭარა რიზორთ ჰოლდინგ B.V” ააშენა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 70 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მსოფლიოში სულ 186 სასტუმრო ატარებს Radisson Blu-ს სახელს. მეზობელი ქვეყნებიდან ამ ბრენდის სამი სასტუმროა: სამი თურქეთში, ერთი აზერბაიჯანში, სამი უკრაინაში და ოთხი რუსეთში. საქართველოში დღეს მეორე Radisson Blu გაიხსნება თბილისის შემდეგ.

NDI-ის კვლევა და „ბედაური ტყუილი“

„ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ დავთანხმდით იმას, რაც პირადად მე მაინც და მაინც გულზე არ მეხატება“, – განაცხადა პრეზიდენტმა საკაშვილმა პარლამენტართა რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად. მომავალ პარლამენტში 40 დეპუტატით მეტი რომ იხილოს, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 8 %-ია მომხრე. ოპოზიცია დღესაც დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ეს პრეზიდენტის „ბედაური ტყუილია“ და პარლამენტართა რიცხოვნობის გაზრდა მათი ინიციატივა არ ყოფილა.
მიმდინარე წლის ივნისში, მთავრობის ერთ-ერთი შეთავაზება პარლამენტართა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას ეხება. კითხვაზე, დაუჭერთ თუ არა მხარს ამ შეთავაზებას, გამოკითხულთა 8 პროცენტმა დადებითად უპასუხა, ხოლო 60-მა პროცენტმა – უარყოფითად.

ავტორი: ნათია ზოიძე

Continue reading “NDI-ის კვლევა და „ბედაური ტყუილი“”

Litklubi.ge ლიტერატურული “პორტალი“ თუ უბრალოდ „კერძო სამოსახლო?“

„მოცემული პროექტის არსი მდგომარეობს შემდგომში:აღმოაჩინოს ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტები, მწერლები და წარუდგინოს ისინი ფართო საზოგადოებას.
პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის უცნობი შემოქმედების გაცნობას, აგრეთვე მოსწავლეთა ექსკურსიებსა და აუდიენციებს თანამედროვე შემოქმედებთან.აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „კავკასიონი“, რომელიც დაარსდა 2005 წელს და მას შემდეგ ახორციელებს სხვადასხვა ლიტერატურულ, შემოქმედებით და საქველმოქმედო პროექტებს.
Continue reading “Litklubi.ge ლიტერატურული “პორტალი“ თუ უბრალოდ „კერძო სამოსახლო?“”

Global east rock festival-ის ქრონიკა

განაწყენებულმა Dark Tranquility-იმ სცენა დროზე ადრე დატოვა 

ავტორი: ია ფრანგიშვილი

გუშინ ბათუმში Global east rock festival-ი გაიხსნა. კონცერტი დაახლოებით რვა საათის დაგვიანებით დაიწყო და ერთიანად შეიცვალა პირველი დღის მონაწილეთა სიაც. ნაცვლად რვა ჯგუფისა: Tanelorn (საქართველო),Signs (საქართველო),Carthagods (ტუნისი),Moribund oblivion (თურქეთი),Cemetary of scream (პოლონეთი),W.H.I.T.E. (უკრაინა),Dark tranquility (შვედეთი) და Sabaton (შვედეთი) – ფესტივალის გახსნაზე მხოლოდ Sabaton, Dark Tranquility და Moribund oblivion გამოვიდნენ. გარდა იმისა, რომ ორგანიზატორებმა თავდაპირველად შეპირებული, ბრაზილიური ჯგუფის Sepultura -ს ჩამოყვანა ვერ მოახერხა, რის გამოც განაწყენებულმა მსმენელმა, ბილეთების ღირებულების ანაზღაურებაც კი მოითხოვა მათგან – დღეს დილით, ყველასათვის მოულოდნელად, მათ ფესტივალის ჩატარების ადგილიც შეცვალეს – ნაცვლად ანგისის სტადიონისა, კონცერტი ერას მოედანზე, რამოდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. გარკვეული მღელვარება შეინიშნებოდა კონცერტზე თავმოყრილ ახლაგაზრდებშიც, რომელთა უმრავლესობაც უნდობლობას გამოხატავდა ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ და როგორც აღმოჩნდა, არც თუ ისე უმიზეზოდ. კონცერტზე ერთ მეტად უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი – Dark Tranquility, რომელიც ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო, აპარატურის გაუმართაობის გამო იძულებული გახდა, გამოსვლა თითქმის ერთი საათით ადრე დაემთავრებინა. მათ ბოდიში მოუხადეს მაყურებელს და მხოლოდ სამი-ოთხი სიმღერით შემოიფარგლენ, რის შემდეგაც „კულისებში“ პირადად შეხვდნენ, ფესტივალის ორგანიზატორებზე გულმოსულ მაყურებელს და მათთან ერთად მოკლე ფოტოსესიაც კი მოაწყვეს. მართალია Global east rock festival-ი ბევრი ხარვეზით გაიხსნა, მაგრამ მთლიანობაში მსმენელი მაინც ბედნიერი ჩანდა, თავისი საყვარელ ჯგუფებთან შეხვედრით და ცოცხალი შესრულების მოსმენით. იმედია ფესტივალის მეორე დღე ბევრად უფრო გამართული იქნება ტექნიკური თვალსაზრისით და ორგანიზატოები უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მსმენელის მოთხოვნებს.

Facebook-ი მედიის წინააღმდეგ

ავტორი (მოქალაქე ჟურნალისტი)  გიგლა ახალაია.

Facebook_ის საშუალებით ჩვენ შევძელით ჩაგვეტარებინა გამოკითხვა მომხმარებლებს შორის და გაგვერკვია რამდენად ეხმარებოდა მათ და რამდენად კონკურენტუნარიანი იყო მედიასთან მიმართებაში.

 მომხმარებლების 95%–მა უპასუხა, რომ Facebook-ი არის მათთვის კარგი ინფორმაციის წყარო. ის სწრაფი საშუალებაა იმისთვის, რომ არ ჩამორჩე ცხოვრების დინებას, ეცნობოდე იმ პროცესებსა და მოვლენებს რაც ხდება მსოფლიოში.

Continue reading “Facebook-ი მედიის წინააღმდეგ”

88 წლის პედაგოგის ღია გაკვეთილი ფერიის საჯარო სკოლაში

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

[youtube https://www.youtube.com/watch?v=_25YJgYi4pM&w=560&h=315]

ფერიის საჯარო სკოლა, 25 ნოემბერი, 2011წელი

88წლის პედაგოგის ვახტანგ მაკარაძის ღია გაკვეთილი. რეპორტაჟი ფერიის საჯარო სკოლიდან წაიკითხეთ გაზეთ ბათუმელების ახალ ნომერში.

400 ლარი რეპრესირებულებს

ავტორი: ეთერ თურაძე

400-ლარიანი კომპენსაცია მათთვის, რომელთა მშობლებიც რესპრესიების დროს დახვრიტეს, 210 ლარი კი – მათთვის, ვინც გადაასახლეს, – ასეთია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

Continue reading “400 ლარი რეპრესირებულებს”

25 წლის „წლის ბიზნესმენი“

ასტამურ ჩაზმავა
ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ხავერდოვან ჩარჩოში მოთავსებულ ჯილდოს, რომელიც გატყობინებს, რომ 25 წლის ასტამურ ჩაზმავა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წლის წარმატებულ ბიზნესმენად არის აღიარებული, სამუშაო ოთახში თვალსაჩინო ადგილი უკავია. ოფისი მოკრძალებულად გამოიყურება: რბილი ავეჯი, კომპიუტერები, უცნაური დანადგარები და რუკები – ყველაფერი რაც სამშენებლო პროექტებზე მომუშავე ადამიანებს სჭირდებათ. ჩემი ყურადღება კიდევ ორმა დეტალმა მიიქცია, ოფისის ერთ კუთხეში, სადაც საპროექტო კომპანიის ხელმძღვანელის სამუშაო მაგიდაა განთავსებული, კედელზე აინშტაინის ცნობილი საპასპორტო ფოტო კიდია, მეორე კუთხეში კი მის მიერ მომზადებული პროექტების ფოტოებია გამოფენილი. Continue reading “25 წლის „წლის ბიზნესმენი“”

21 წლის პარლამენტში

ავტორი:ნათია ზოიძე

საქართველო შესაძლოა გახდეს ქვეყანა, სადაც 21 წლის პარლამენტარები ეყოლება. პროექტი მმართველი გუნდის მიერ უკვე ინიცირებულია. ინიციატივას ოპოზიციამ „არასერიოზული~ უწოდა. მმართველი გუნდისთვის ეს სიახლე დემოკრატიულობის ნიშანია, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის _ „გაუგებარი და მოულოდნელი“. მოსამართლეების შემდეგ საქართველოში ასაკობრივი ცენზი დეპუტატებისთვისაც მცირდება. Continue reading “21 წლის პარლამენტში”

21 მაისის აქციის მონაწილეთა პროცესის დასასრული

21 მაისი: პოლიცია და აქციის მონაწილეები
ავტორი: გაზეთი ბათუმელები

„2 წელი პატიმრობა, 2 წელი პირობითი, ბრალის აღიარების გარეშე დამტკიცებულია“, – ეს სასჯელი მიესჯება საბოლოოდ ბრალდებულ ცოტნე ანანიძეს, რომელსაც 21 მაისის აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად, სისხლის სამართლის 2 მუხლით ჰქონდა ბრალი წაყენებული. ეს შეთანხმება, ჯერჯერობით, მხოლოდ განსასჯელსა და პროკურატურას შორის შედგა. მისი გაფორმების პატივი მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილს ექნება. Continue reading “21 მაისის აქციის მონაწილეთა პროცესის დასასრული”

21 მაისის აქციის გაგრძელება სასამართლოში

ბრალის აღიარება, 2-წლინი პატიმრობა და 2 ათასი ლარი ჯარიმა, _ ამ პირობებზე პროკურატურას ბათუმში სახალხო კრების აქციაზე დაკავებული შვიდი პირიდან, სამი უთანხმდება. ადვოკატ მზია დიასამიძის ინფორმაციით, საპროცესო გარიგება შესაძლოა მათგან კიდევ სამმა გააფორმოს, შვიდი ბრალდებულიდან აღიარებაზე უარს მხოლოდ დიმიტრი ჭეიშვილი აცხადებს. Continue reading “21 მაისის აქციის გაგრძელება სასამართლოში”

200 ათასამდე ადამიანს C ჰეპატიტი აქვს

ხვალ, 12 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ მრგვალი მაგიდა გაიმართება ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” და „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ მხარდაჭერით.
ღონისძიებას ორგანიზებას გაუწევს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდი“ და ასოციაცია „თანადგომა“- ბათუმის ფილიალი.
მრგვალი მაგიდის მიზანია C ჰეპატიტის საკითხთან მიმართებაში საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა.
Continue reading “200 ათასამდე ადამიანს C ჰეპატიტი აქვს”

12 კვერცხი და ორი „შლოპანცი“ ბათუმში

12 კვერცხი და ორი ზღვის ე.წ შლოპანცი. მონუმენტი სასტუმრო“ კემპინსკსა“ და „რედინონს“ შორის არის განთავსებული. ბათუმელების ნაწილმა ამ ქანდაკების არსებობის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქიდან გაიგო, რამდენიმე მათგანმა გაზეთ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მონუმეტის ფოტოშოპის შედეგად მიღებული ეგონათ და დღეს აქ გადასამოწმებლად მოვიდნენ.
2011 წლის ბიუჯეტში კონკრეტეულად გაწერილი არ არის ამ ქანდაკქებისთვის რა დაიხარჯა.
20011 წლის ბიუჯეტში პროგრამის გარგლებში „ისტორიული უბნებისა, და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“ არის მხოლოდ ერთი ზოგადი ჩანაწერი – „ქანდაქებების დამზადება-დადგმის სამუშაოები“, რისთვისაც გამოყოფილია 328206.89. ლარი. გამარტივებული შესყიდვის ფორმით ეს თანხა შპს არტ სტუდია „DOTCOMMA”-თვის არის გადაცემული.
თანხის გაცემის თარიღია 13 მაისი. 1 სექტემბრი მითითებულია, როგორც პროექტის შესრულების ვადა. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის წევრები ირაკლი ჩავლეიშვილი ამ ქანდაკებაზე დახარჯული თანხის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს.
„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ ბათუმის მერიაში.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სახიფათო თქვენი“ ასე ჰქვია ლილი ფანტოცის მონუმენტურ ნამუშევარს, რომელიც იდეალურად უხდება კვერცხებზე დადებულ „შლოპანცებს”. მონუმენტი სიგრძეში 5.5 მეტრია, სიგანეში 2.30 მეტრი. 12 კვერცხის სიმაღლე 1.6 მეტრია ხოლო სიგანე 1 მეტრი. მონუმენტის დამზადებას 3 თვე დასჭირდა.
2009 წელს ლილი ფანტოცი მეგობართან ერთან ბათუმში იყო მოწვეული. მან წარადგინა თავისი ნამუშევარი წყვილი კედები კვერცხებზე, რომელიც ქვეყნის სახიფათო გზას აღნიშანვს. ეს მაკეტი თბილისის მერმა საკუთარ კაბინეტში განათავსა. ეს მონუმენტი პირველად ბათუმის მერიამ შეუკვეთა და კედები „შლოპანცებით“ შეცვალა.

“ყოველგვარ სტანდარტს გავექეცით”

ავტორი: ტატო  ცეცხლაძე

24 წლის მერაბ დვალისა და 19 წლის ლალიკო ხვედელიძის ქორწილი 6 ნოემბერს გაიმართა. დედაქალაქიდან ჩამოსული მაყრიონისა და ადგილობრივი ოჯახ-სანათესაოს განწყობაზე “კომედი შოუს” ბიჭების გარდა დარბაზის მიერ დაქირავებულმა მოცეკვავეებმა იზრუნეს. ცეცხლოვანი შოუ, მაესტრო მორისი, ქართული ტრადიციული ცეკვები და მყუდრო გარემო.
Continue reading ““ყოველგვარ სტანდარტს გავექეცით””

“ტელეარხ 25″–ის პირველი საგამოძიებო ფილმი –”ბათუმი ბარაკების გარეშე”

ტელეარხი 25“-ის პირველი საგამოძიებო ფილმი ეთერში უკვე გავიდა.  ფილმში ასახულია ბარაკული ტიპის სახლებში მცხოვრებთა პირობები და ქალაქის მერიის შეუსრულებელი დაპირება, რომელიც არჩევნების წინ გაიცა. მერიის პროექტი ითვალისწინებდა ქალაქს ბარაკების გარეშე. 2010 წლისთვის ბათუმში არცერთი  ბარაკი არ  უნდა ყოფილიყო . Continue reading ““ტელეარხ 25″–ის პირველი საგამოძიებო ფილმი –”ბათუმი ბარაკების გარეშე””

“სწორედ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი“-სააკაშვილი რუსეთის მსო-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების პროცესს აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მომლაპარაკებელთა ჯგუფის წევრებს შეხვდა, რომლებიც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დიალოგს აწარმოებენ. ჟენევაში სამუშაო ჯგუფის გამგზავრებამდე, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება დოკუმენტის შინაარსსა და ქართული მხარის მიერ შეთავაზებული წინადადებების მნიშვნელობაზე. პრეზიდენტის განმარტებით, ბოლო 18 წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკების მსვლელობისას, ქართული მხარე სახელმწიფო ინეტერესებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით მოქმედებდა.
Continue reading ““სწორედ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი“-სააკაშვილი რუსეთის მსო-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების პროცესს აფასებს”

“რესპუბლიკური პარტიის” საგანგებო განცხადება

რესპუბლიკური პარტიის განცხადება სოციალურ ქსელში „ფეისბუქში“ გავრცელდა. უცვლელად გთავაზობთ საგანგებო განცხადების სრულ ტექსტს.
„დღეს სრულიად ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთმანეთის მიყოლებით დანაშაულებრივი შეცდომების გზას დაადგა და საკუთარი მოქმედებებით ქვეყანა მორიგი დაძაბულობისკენ მიჰყავს. Continue reading ““რესპუბლიკური პარტიის” საგანგებო განცხადება”

“მალე ტვ 25-ს ვერ იცნობთ”

ავტორი:ნათია ზოიძე

„ტვ 25“-ის ახალი გენერალური დირექტორი გია სურმანიძე ამ ფრაზაში მხოლოდ არხის ახალ შეფუთვას გულისხმობს. ორი კვირის წინ „ტვ 25“-მა მისამართი ანუ ოფისი შეიცვალა, ტელევიზიამ ახალი სამსართულიანი შენობა თაყაიშვილის ქუჩაზე დაიქირავა.

[slideshow]

შენობაზე მალე გაჩნდება ახალი ბანერი „ტვ 25“-ის წამყვანების გამოსახულებით. ბოლო ერთი თვეა ბათუმში ბევრს საუბრობენ „ტვ 25“-ის შესახებ. სოცილურ ქსელ “ფეისბუქში” ბათუმელმა ლეიბორისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტელევზია გურამ დონაძემ იყიდა. არხის დირექტორი სამშაბათს”ლეიბორისტების” ბრიფინგს და მტკიცებულებებს ელოდება.მალე შეიცვლება საინფორმაციო გამოშვებების დრო და ქრონომეტრაჟი ,მაგრამ ახალი დირექტორი ირწმუნება, რომ ეს არხის პოლიტიკის შეცვლით არ არის განპირობებული . Continue reading ““მალე ტვ 25-ს ვერ იცნობთ””

“მაესტროში” განლაგება უცვლელია

მაესტროსთან

“მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა დღეს ფეისბუქზე  გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიაში ვითარება არ შეცვლილა. შენობაის მეორე და მესამე სართულზე კვლავ მამუკა ღლონტი იმყოფება და შიგინდან აქვს კარები ჩაკეტილი, ხოლო პირველ სართულზე მმართველი კომპანიის წარმომადგენელი ეროსი კიწმარიშვილი იმყოფება. არც ერთი მათგანი შენობის დატოვებას არ აპირებს. Continue reading ““მაესტროში” განლაგება უცვლელია”

“მაგას რას ეკითხებით ,ქალაქის მთავარ არქიტექტორს სააკაშვილს ჰკითხეთ”

ბათუმის მერიას, არც ერთი დიდი პროექტის განხორციელების დროს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან თანხაა გამოყოფილი, მოსახლეობის გამოკითხვა არ ჩაუტარებია. გაზეთი “ბათუმელების” მორიგი გამოკითხვის _ „რა დაჯდა ბათუმის ანბანის კოშკი” მიზანი მოსახლეობის ინფორმირების დონის შემოწმება იყო. სულ 75 რესპონდენტი გამოვკითხეთ.
საქართველოს პარლამენტის მეორე მოწვევის დეპუტატი ელგუჯა მაკარაძე “ბათუმელების~”გამოკითხვის ერთ-ერთი შემთხვევითი რესპონდენტი იყო. მან, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ივარაუდა, რომ “ანბანის კოშკისთვის” შეიძლებოდა მაქსიმუმ 10 მილიონი ლარი დახარჯულიყო. მეორე შეკითხვას კი ზუსტად უპასუხა _ ანბანის კოშკის აშენება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
კოშკი რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პარლამენტარის გარდა კიდევ 17-მა რესპონდენტმა იცოდა. ორჯერ უფრო მეტს ჰგონია, რომ თაუერი კერძო ინვესტორმა ააშენა. Continue reading ““მაგას რას ეკითხებით ,ქალაქის მთავარ არქიტექტორს სააკაშვილს ჰკითხეთ””

“ლინოქსი” თუნდაც “მადონას” ნაცვლად

რჩევები კატოსგან
ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ვმოგზაურობ, უნებურად აღმოვჩნდები ხოლმე იქ, სადაც ლამაზ ჭურჭელს ყიდიან. ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცნობილ სავაჭრო ცენტრში თეთრ, მრგვალ მაგიდებზე განლაგებულმა თეფშების კოლექციამ, შეიძლება ითქვას, ერთ ადგილას გამყინა. ეს ისეთი გრძნობაა დაახლოებით, როცა მამაკაცი ოცნების ქალს ხედავს ან პირიქით, ასე აღმოვაჩინე ფაიფური სახელად “ლინოქსი”.
კონსულტანტმა გადაწყვიტა, გონზე დავებრუნებინე და მკითხა `მოგწონთ? _ დიახ,
ეს ძალიან პოპულარულია ნიუ-იორკში მითხრა და გამიღიმა.
თანამედროვე ჭურჭლისგან, რომელიც, ძირითადად, გლუვი, მარტივი და საკმაოდ მძიმეა, ლინოქსი განსხვავდება. ის თანამედროვეა, ოღონდ მსუბუქი, ღია და ნაზ ფერებშია Continue reading ““ლინოქსი” თუნდაც “მადონას” ნაცვლად”

“კიდევ ერთი სიმღერა, რომელსაც დაბლოკავენ”-ბერა

ბერას ახალი სიმღერა ისევ სოციალურ ქსელში “ფეისბუქში” გავრცელდა,რომელიც მისი მეგობრის დაკავების ფაქტს მიუძღვნა.”კიდევ ერთი სიმღერა რომელსაც დაბლოკავენ”- ასე იწყება სიმღერის ტექსტი, „მე ვარ ახალი თაობა ,არ დავივწყოთ წარსული“-ეს მისამღერია. Continue reading ““კიდევ ერთი სიმღერა, რომელსაც დაბლოკავენ”-ბერა”

“ი-თი-აი 2000”-ი პირველი ტურის შედეგებს აქვეყნებს

ავტორი: ეთერ თურაძე

"ი-თი-აი 2000" -ის პირველ კონკურსში 400-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა
“ი-თი-აი 2000” ორგანიზებით ჩატარებული ოლიმპიადის პირველი ტური 400 მონაწილიდან 155-მა გადალახა. მეორე ტური 17 დეკემბერს გაიმართება.
Continue reading ““ი-თი-აი 2000”-ი პირველი ტურის შედეგებს აქვეყნებს”

“ვწერ მაშინ, როცა ძალიან ცუდად ვარ”

 მის სიმღერებს ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, სალომე ბაკურაძე და თამუნა მიქელაძე ასრულებენ, თუმცა საზოგადოების წინაშე მისი სახელი იშვიათად ჟღერს. დაოჯახების შემდეგ კარიერას თავი დაანება და საოჯახო საქმეებზე დაიწყო ზრუნვა, თუმცა ქმართან განშორების შემდეგ სიმღერისა და მუსიკის წერა კვლავ დაიწყო. ნატო ღოღობერიძე კომპოზიტორობის მღერის კიდეც. ამბობს, რომ ხმა განსაკუთრებით საღამოს საათებში მოსდის, ხოლო მუსიკის წერის მუზა მაშინ, როცა ყველაზე ცუდადაა. მუსიკა მისთვის ყველაფერია და მისი კარიერას სწორედ მუსიკას უკავშირდება.

Continue reading ““ვწერ მაშინ, როცა ძალიან ცუდად ვარ””

“გიორგი დავალებებს არ ასრულებს”

მოსწავლეები სახელმძღვანელოების გარეშე
ნათია ზოიძე
მიუხედავად იმისა, რომ სწავლა უკვე ერთი თვეზე მეტია დაიწყო, გიორგის დღიურში სულ 3 სამი ნიშანი აქვს და ერთი შენიშვნა მასწავლებლისგან. 18 ოქტომბერს, ნიშნის მაგივრად დღიურში ინგლისურის მასწავლებელმა გიორგის ჩაუწერა: “დავალებებს არ ასრულებს, წელს ძალიან ამოვარდნილია კალაპოტიდან”. Continue reading ““გიორგი დავალებებს არ ასრულებს””

“ბანკი ქართუს” თანამშრომლებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ

ოთო დალაქიშვილი
ბანკი ”ქართუს” თანამშრომლები მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ, გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლეს. ჯერჯერობით, არცერთი დაკითხული პირის მიმართ სამართლებრივი დევნა არ ხორცილდება. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა.

Continue reading ““ბანკი ქართუს” თანამშრომლებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ”

“ბათუმელების” დირექტორის წერილი ვანო მერაბიშვილს

ნეტგაზეთი
შპს “გაზეთ ბათუმელების” დირექტორმა მზია ამაღლობელმა განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
ბ/ნ ივანე მერაბიშვილს
გაზეთ “ბათუმელების” დირექტორის
მზია ამაღლობელის
(მის: ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის ქ.#48)

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(პოლიციელთა მხრიდან უმოქმედობის შეტყობინებისა და ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე) Continue reading ““ბათუმელების” დირექტორის წერილი ვანო მერაბიშვილს”

“ამას ჰქვია მზადება არჩევნებისთვის“

ავტორი:ნათია ზოიძე

„ჩვენ არჩევნებისთვის ვემზადებით პირველივე დღიდან, ჩვენი მზადება არის ასეთი: არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, უნდა გავაკეთეთ ის, რაც დავპირდით წინა არჩევნებზე მოსახლეობას და უნდა მოვამზადოთ ნიადაგი შემდეგი დაპირებისთვის. ამ დაპირებებს მხოლოდ მას შემდეგ განვახორციელებთ, როცა პირველი დაპირება შესრულდება. ფაქტი სახეზეა, ამას ჰქვია მზადება არჩევნებისთვის”, Continue reading ““ამას ჰქვია მზადება არჩევნებისთვის“”

„ჯანსაღი ცხოვრება“ საცობების ხარჯზე

ავტორი: გენო გელაძე

ავტომანქანა საჯარიმოზე გადაჰყავთ
ბათუმში „რეაბილიტირებული“ გზები იმდენად დისკომფორტულია მათთვის, ვინც ავტომობილს მართავს, რომ მძღოლების უმრავლესობა დადებით მახასიათებლებს ვეღარც კი ამჩნევს. „ვინც დააგო“, პირდაპირ იმის ლანძღვას იწყებს. Continue reading “„ჯანსაღი ცხოვრება“ საცობების ხარჯზე”

„მთავარია, დასაქმების ფაქტი შედგა“

ავტორი: ლელა დუმბაძე

აჭარის დასაქმების სააგენტო აცხადებს, რომ ერთი თვის განმავლობაში 34 ადამიანი დაასაქმა. თუმცა სააგენტომ ამ ეტაპზე ვერც დასაქმებულების ვინაობა მოგვაწოდა და ვერც დამსაქმებლების შესახებ აცნობა „ბათუმელებს“. „მეორე დღეა, რაც ახალ ოფისში გადმოვედით, ამიტომ მონაცემთა ბაზა არ გვაქვს“, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი, თამილა ბეჟანიძე. ამ სააგენტოს კიდევ ერთმა თანამშრომელმა კი მხოლოდ დასაქმების სამი შემთხვევა გაიხსენა. Continue reading “„მთავარია, დასაქმების ფაქტი შედგა“”

Exit mobile version