ავტორი:ნათია ზოიძე
„ჩვენ არჩევნებისთვის ვემზადებით პირველივე დღიდან, ჩვენი მზადება არის ასეთი: არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, უნდა გავაკეთეთ ის, რაც დავპირდით წინა არჩევნებზე მოსახლეობას და უნდა მოვამზადოთ ნიადაგი შემდეგი დაპირებისთვის. ამ დაპირებებს მხოლოდ მას შემდეგ განვახორციელებთ, როცა პირველი დაპირება შესრულდება. ფაქტი სახეზეა, ამას ჰქვია მზადება არჩევნებისთვის”, _ ასე უპასუხა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გელა დეკანაძემ, “ბათუმელების” კითხვას _ `როგორ ემზადებით არჩევნებისთვის?“.
გელა დეკანაძესთან ინტერვიუ `ნაციონალური მოძრაობის~ ბათუმის ოფისში შედგა. აქ ბოლო პერიოდში ხალხმრავლობაა.
ბრიფინგებისთვის განკუთვნილი სპეციალური ბანერი წარწერით _ „დასაქმებული აჭარისთვის~ საარჩევნო ატრიბუტთაგან ერთადერთია, რომელსაც ნაციონალების ბათუმის ოფისში უმაღლესი საბჭოს წინა არჩევნებიდან დღემდე ადგილი არ შეუცვლია.
_ “დასაქმებული აჭარისთვის” თქვენი მთავარი დაპირება იყო, შეასრულეთ ეს დაპირება?
_ ხომ ვერ მოვღობავთ რაღაცას და ხომ ვერ ვიტყვით, აქ უნდა დავასაქმოთ 100 კაცი, ინვესტიციებს ვიზიდავთ, თუ დანახვა გინდათ, დაინახავთ, რომ ინვესტიციებისთვის ბევრ რამეს ვაკეთებთ, _ ამბობს გელა დეკანაძე და თან NDI-ის ბოლო კვლევას იხსენებს. განმარტავს, რომ ამ კვლევის შედეგებით იხელმძღვანელებენ ახლაც, არჩევნების დროს.
სწორედ ამ კვლევებმა აჩვენა, რომ არჩევნებიდან 3 წლის შემდეგ ბათუმის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სიღარიბესა და ტრანსპორტის ღირებულებას ხელისუფლება საკმარისად არ აქცევს ყურადღებას. ამავე კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დასაქმებაა. მოსახლეობის 67% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ბათუმში მშნებარე სახლებზე გაჩნდა აბრები წაწერით „დასაქმებულია 250 ადამიანი“ მიუხედავდ ამისა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული სტატისტიკის მიხედვით, რეგიონებს შორის აჭარა უმუშევრობის დონით ნომერ პირველი რეგიონია – აქ მოსახლეობის22,1 პროცენტია უმუშევარი.
დასაქმება _ აჭარის ბიუჯეტის პრიორიტეტი
აჭარის მთავრობამ მთავარი ეროვნული პრობლემის _ უმუშევრობის დაძლევა საბიუჯეტო წლის დასრულებამდე 2 თვით ადრე ბიუჯეტში ცვლილებით დაიწყო.
უკვე შეიქმნა დასაქმების სააგენტო, რომელსაც 2 თვეში 210 330 ლარი მისცეს. სააგენტოს სულ 22 თანამშრომელი ეყოლება და ოფისები აჭარის ყველა რაიონში ექნება. „ეს თანხა გადანაწილდება სახელფასო ფონდზე და ოფისის მოქოქვაზე“, _ ამბობს სააგენტოს 27 წლის ხელმძღვანელი თამილა ბეჟანიძე და განმარტავს, რომ მათი მიზანი ისეთი კადრების მომზადებაა, რომლებიც ბაზარზე კონკურენტუნარიანი იქნებიან.
მიზნის მისაღწევი გზა კი მისთვის ასეთია: „ერთგვარ ჯაჭვს გავაბამთ დამსაქმებელს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სამუშაოს მაძიებელთა შორის“.
ამ ტიპის სააგენტოს გახსნა არჩევნების წინ, ბადებს ეჭვს, ხომ არ უკავშირდება ეს პროექტიც ხელისუფლების საარჩევნო კამპანიას? _ ამ კითხვაზე სააგენტოს ხელმძღვანელს შემდეგი პასუხი აქვს: „მოდით იმაზე ვილაპარაკოთ, რა შედეგებს მოგვცემს ეს პროექტი. აჭარის მოსახლეობას ნაკლებად აქვს წვდომა გამოცხადებულ ვაკანსიებზე, რაც ერთ-ერთი მიზეზია მოსახლეობის დაუსაქმებლობის. მიგრაციის საერთაშორისო პროექტში ვმუშაობდით მხოლოდ კერძო ბიზნესთან და შედეგები გვქონდა. ახლა მოგვეცემა საშუალება, ვაკანსიები შემოვიდეს საჯარო სამსახურიდანაც“.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, “ქრისტიან-დემოკრატ” ნუგზარ ფუტკარაძეს მიაჩნია, რომ ეს ცვლილება მხოლოდ მისასალმებელია, „რადგან ამ ეტაპზე აჭარაში იწყება უმუშევრების აღრიცხვა. დღეს სახელმწიფოში უმუშევრები რომ არ აღირიცხება, ეს ნონსენსია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს წინასაარჩევნოდ ხდებოდეს, რადგან ბიუჯეტში არსებობს მუხლი “სხვადასხვა“, რომელსაც ხელისუფლება სწორედ საარჩევნოდ, პარტიული მიზნებისთვის იყენებს“.
ეკონომისტ პაატა აროშიძის აზრით, საფუძველს მოკლებული არ არის ეჭვი, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო: “აქამდე სად იყავი, შრომის ბირჟა როდის გაუქმდა და ახლა, ოქტომბერში იწყებ ზრუნვას? მეორეც, გაუგებარია ამ სააგენტოს ერთ-ერთი მიზანი, ბაზარზე კონკურენტუნარიან კადრებს ამზადებენ უმაღლესი განათლების ცენტრები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები”.
მომავალი წლის ბიუჯეტით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 6 მილიონ ლარს აძლევენ, რაც 2,5 მილიონი ლარით მეტია გასულ წელთან შედარებით. ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ წელს სულ 13 მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. ახალი პროგრამები 70-100 000 ქულის მქონე ოჯახების წევრების ჰოსპიტალიზაციას, მშობიარობისა და ონკოლოგიური დაავადებების, ოპერაციებს, მკურნალობის ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება. ეს პროგრამა გასულ წლებში არ იყო.
2008 საარჩევნო წელს კი ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მკურნალობა-ოპერაციები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დააფინანსეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე: „მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული სოციალური საკითხები და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება”.
არჩევნების წინ ბიუჯეტის ფულით დასაქმების პრეცედენტი რამდენჯერმე შეიქმნა,მაგალიად 2008 წელს ბათუმის მერიის მაგალითზე საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ,სოციოლოგირი გამოკითხვისთვის 980 სოციალური მუშაკი დაიქირავეს.. თითოეულ მათგანმა სამი თვის განმავლობაში ანაზღაურება _ 600 ლარი მიიღო. შრომის ანაზღაურებისთვის პროგრამაში 588 000 ლარი ჩაიდო
ამავე წელს თბილისის მერიამ ანალოგიური მიზნობრივი პროგრამის განხორციელებისთვის 15 000 სოცმუშაკი დაიქირავა და 12 მილიონი ლარი დახარჯა.
ერთ-ერთი გრანდიოზული, საყოველთაო დასაქმების პროგრამა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2006 წელშიც განხორციელდა. ერთ ადამიანზე მაშინ ბიუჯეტიდან, სამი თვის განმავლობაში, 450 ლარი გამოიყო. პროგრამის შეწყვეტისთანავე დასაქმებულების უმრავლესობა ისევ უმუშევარი დარჩა. მაშინ ეს ადამიანები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაასაქმა სახელმწიფომ.
გასულ კვირას ბათუმში საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე მთავრობამ 5 წლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა ,სადაც დსაქმების თემა კვლავ აქტუალურია.
2012 საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წელია.