სიახლეები

“ლინოქსი” თუნდაც “მადონას” ნაცვლად

30.05.2012 • • 1759
“ლინოქსი” თუნდაც “მადონას” ნაცვლად

რჩევები კატოსგან
ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ვმოგზაურობ, უნებურად აღმოვჩნდები ხოლმე იქ, სადაც ლამაზ ჭურჭელს ყიდიან. ნიუ-იორკის ერთ-ერთ ცნობილ სავაჭრო ცენტრში თეთრ, მრგვალ მაგიდებზე განლაგებულმა თეფშების კოლექციამ, შეიძლება ითქვას, ერთ ადგილას გამყინა. ეს ისეთი გრძნობაა დაახლოებით, როცა მამაკაცი ოცნების ქალს ხედავს ან პირიქით, ასე აღმოვაჩინე ფაიფური სახელად “ლინოქსი”.
კონსულტანტმა გადაწყვიტა, გონზე დავებრუნებინე და მკითხა `მოგწონთ? _ დიახ,
ეს ძალიან პოპულარულია ნიუ-იორკში მითხრა და გამიღიმა.
თანამედროვე ჭურჭლისგან, რომელიც, ძირითადად, გლუვი, მარტივი და საკმაოდ მძიმეა, ლინოქსი განსხვავდება. ის თანამედროვეა, ოღონდ მსუბუქი, ღია და ნაზ ფერებშია გადაწყვეტილი.ამავდროულად უსაფრთხოა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და მიკროტალღვან ღუმელში.<a
"ლინოქსი" სასადილო ოთახის ჭურჭელია. თუ თქვენი სასადილო ოთახის ბუფეტში კვლავ საპატიო ადგილზე ბებიის ან დედის ნაჩუქარი "მადონა", "მადონა ჩვილით", "რომეო ჯულიეტა" და ეს ესტეთიკა დიდად არ გხიბლავთ, დროა საპატიო თაროდან ნელ-ნელა ჩამოანაცვლოთ და ადგილი დაუთმოთ ახალ ესთეტიკას.
"ლინოქსის" კოლექციამ შეიძლება თქვენი სახლი მთლიანად მოიცვას. საკუთარი ადგილის მოპოვებას ის თქვენი სახლის ყველა ძირითადად ნაწილში შეძლებს:
გარდა სადილისა და საუზმის შემადგენლობისა, ლინოქსი აწარმოებს სუფრებს, სამზარეულოს _ აბაზანის პირსახოცებს, შხაპის ფარდებს, აბაზანის ნივთებს, კედლის სურათებს, საერთოდ ყველაფერს, რაც შეიძლება დიასახლისს სიმყუდროვისა და სიმშვიდის შესაქმნელად დასჭირდეს.
ამ ეტაპზე "ლინოქსს" რამდენიმე ახალი კოლექცია აქვს, რომელიც იყოფა გაზაფხულის, ზამთრისა და შობის კოლექციებად.
ლინოქსს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში ჯერ არ ჰყავს, ჩვენი საქმე არ არის, ვინ დაინტერესდება ჭურჭლის ბიზნესით. თუ უკვე იფიქრეთ, რომ ცხოვრობთ ბათუმში და ჭურჭელი, რომელზედაც დატანილი პეპლები ისე გამოიყურება, როგორც ხელით ნახატი, თქვენთვის აუხდენელი ოცნებაა, შეცდით. თქვენ სამზარეულოში ან სასადილო ოთახში თუ რეტროს ელემენტები ჭარბობს, უარი არ თქვათ სიახლეზე, რადგან ინტერნეტმაღაზიაში შეიძენთ მას და თანხის გადახდიდან ერთ კვირაში თქვენი ბინის კარზე დარეკავს ქალბატონი ან ბატონი და გეტყვით _ "ეს ამანათი თქვენია".
თუ თქვენი ბიუჯეტი ერთიანად სადილის ან საუზმის სრული შემადგენლობის შეძენას ვერ წვდება, არსებობს სხვა გზა. ნაწილ-ნაწილ შეაგროვოთ, ეს ოთხი ღრმა თეფში სულ რაღაც 29 დოლარი ღირს, ამას გამოგზავნის ხარჯები დაემატება.
მაგალითად, 150 დოლარად ღირებული ნაკრების საქართველოში ჩამოტანა 300 დოლარი ღირს. თუმცა, ყველა კომპანიას საკუთარი ფასი აქვს.
მოკლედ, ამაზონ.კომ-ზე შედით და ძებნის უჯრაში ჩაწერეთ "ლინოქსი". ერთი სრული დღე დაგჭირდებათ, რომ შეარჩიოთ და თქვენს ესთეტიკას რომელიმე კოლექცია მოარგოთ. მე, პირადად, ეს კოლექცია მომწონს ძალიან, მაგრამ გაითვალისწინეთ _ თუ ამ კოლექციას შეიძენთ, სასურველია სუფრა სადა შეარჩიოთ, რომ არ გადაიტვირთოს. მაგიდის გადასაფარებელი ამ კოლექციისთვის შეიძლება შეარჩიოთ შედედებული რძის ფერი, ყავისფერი ან ღია ვარდისფერი. ფასდაკლება ჯერ ისევ ძალაშია.

გადაბეჭდვის წესი