Batumelebi | “ვწერ მაშინ, როცა ძალიან ცუდად ვარ” “ვწერ მაშინ, როცა ძალიან ცუდად ვარ” – Batumelebi
RU | GE  

“ვწერ მაშინ, როცა ძალიან ცუდად ვარ”

4188

 მის სიმღერებს ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, სალომე ბაკურაძე და თამუნა მიქელაძე ასრულებენ, თუმცა საზოგადოების წინაშე მისი სახელი იშვიათად ჟღერს. დაოჯახების შემდეგ კარიერას თავი დაანება და საოჯახო საქმეებზე დაიწყო ზრუნვა, თუმცა ქმართან განშორების შემდეგ სიმღერისა და მუსიკის წერა კვლავ დაიწყო. ნატო ღოღობერიძე კომპოზიტორობის მღერის კიდეც. ამბობს, რომ ხმა განსაკუთრებით საღამოს საათებში მოსდის, ხოლო მუსიკის წერის მუზა მაშინ, როცა ყველაზე ცუდადაა. მუსიკა მისთვის ყველაფერია და მისი კარიერას სწორედ მუსიკას უკავშირდება.

ავტორი: ტარიელ ცეცხლაძე
 – ნატო მოგვიყევი შენს შესახებ. რა პროფესიის ხარ და სად სწავლობდი?
– მე რიგითი ბათუმელი ვარ და ძალიან მიყვარს მუსიკა. პატარაობიდან ვმღეროდი და პიანინოზე ვუკრავდი. 14 წლისამ პირველად დავწერე მუსიკა „ჩემი ოცნების მატარებელი“, რომელსაც დღესდღეობით ნოდიკო ტატიშილი ასრულებს. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე მუსიკალურ ტექნიკუმში ,მაშინ ტექნიკუმი იყო ახლა კი კონსერვატორიაა. ერთი წლის განმავლობაშ ვსწავლობდი სადირიჟორო ფაკულტეტზე.
– სადირიჟორო რატო გადაწყვიტე?
– არ ვიცი. მართლა არ ვიცი. მომივიდა თავში, მეთქი სადირიჟოროზე უნდა ჩავაბარო და ჩავაბარე. სიმართლე, რომ გითხრათ არ ვმეცადინეობდი. ძალიან კარგი სასწავლო ნაწილი მყავდა ომარ თხილაიშვილი. მეუბნებოდა, რომ ძალიან ნიჭიერი ხარ და უნდა იმღეროო. დამაჯენდა და მამღერებდა. ერთ დღესაც ვიფიქრე, რომ გაავალ საესტრადო სპეციალობაზე-თქო. მეორე კურსიდან უკვე საბუთები საესტრადო ფაკულტეტზე გადავიტანე თუმცა მალევე დაიხურა ეს სპეციალობა და სწავლის გასაგრძელებლად თბილისში გადავედი. 200 წელს კი დავამთავრე სასწავლებელი და გავხდი ესტრადის მსახიობი.
 – მუსიკის წერა როდის დაიწყე?
– წერა დავიწყე 14 წლის ასაკში. ჯერ ვწერდი მელოდიებს და მერე ტექსტს. პირიქით ალბათ უფრო ვერ. ჯერ მელოდია უნდა იყოს და იმის მიხედვით ტექსტი. პიანინოზე, ფანდურზე და გიტარაზეც ვუკრავ. პირველად გამოვედი სცენაზეც 14 წლის ასაკში გამოვედი, ერას მოედანზე სხვადასხვა ვარკვლავებთან ერთად. შემდეგ ვმღეროდი „ზღვის შვილების“ ანსამბლში. თბილისში გადასვლის შემდეგ გამოდიოდი გალა-კონცერტებზე.
 – შენი პირველი მუსიკა რომელი იყო?
– ჩემი პირველი მუსიკა იყო „ჩემი ოცნების მატარებელი“, რომელსაც დღესდღეობით ასრულებს ნოდიკო ტატიშვილი. 14 წლის ასაკში დავწერე. გვანცა კაჭკაჭიშვილი, ელენე ფოჩხუა, თამუნა მიქელაძე და სხვებიც ასრულებენ ჩემს სიმღერებს. მოსკოვიდან რომ ჩამოვედი მაია კაჭკაჭიშვილმა გამაცნო ნოდიკო ტატიშვილი და მითხრა, რომ უნდა ჩემი სიმღერა შეასრულოს. ნოდიკომ მოისმინა ჩემი სიმღერები მოეწონა და ეს შეარჩია. ნოდიკო დამეხმარა და გამოიტანა ჩემი ბგერა საზოგადობოების წინაშე.
 – მოსკოვში რას აკეთებდი?
– 2001 წელს შემხვდა ადამიანი რომელიც სიგიჟემდე შემიყვარდა. დავვოჯახდით და მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად, სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ ჩამოვშორდი ყველაფერს, მეგობრებს, მუსიკას, ქალაქს და მხოლოდ ოჯახის საქმეებით ვიყავი დაკავებული. მეგონა მოსკოვში ახალი ცხოვრება მელოდებოდა და შემეძლო საკუთარი კარიერა იქაც გამეკეთებინა, მაგრამ მოსკოვში 7 წლიანი ცხოვრების შემდეგ მხოლოდ ბავშვი დამრჩა. წელიწად ნახევრის წინ კი ჩამოვედი ბათუმში და უკვე ვფიქრობ კარიერაზე. ბედნიერი ვარ რომ მყავს შვილი. იქ მართალია მუსიკას ვწერდი, მაგრამ ვინახავდი ჩემთვის.
 – რა იყო განშორების მიზეზი?
– უკვე ვიტყვი, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა.იყო წვრილმანები რომელზე საუბარიც არ მინდა, მაგრამ ეხლა მხოლოდ შვილზე და კარიერაზე ვარ ორიენტირებული. ჩემი საქმე მაქვს ჩემი მიზნები და მინდა იმას მივაღწიო რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.
– ახლა სად და ვისთან ერთად ცხოვრობ?
– ახლა ბათუმში მშობლებთან ვცხოვრობ. ჯერ ცალკე არ გავსულვარ.
– ნატო შენი პირადი ცხოვრება თუ ახდენს გავლენას მუსიკაზე?
– როგორი ადამიანიც ვარ ისეთ სიმღერებს ვწერ. ვარ მინორი და ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ასეთ სიმღერებს ვწერ. ალბათ ჩემს სიმღერებშიც იგრძნობა თუ რა ცხოვრება მაქვს განვლილი. ეხლა ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვუსმენ ყველა ჟანრის სიმღერებს, რომ ჩემი რეპერტუარი გავამდიდრო და დავიწყო სხვადასხვა ჟანრში წერა.სამბა ბასანოვა და სამბა არის ჩემში. ტანია მარია არის ჩემი ყველაზე საყვარელი მომღერალი. ნინო ქათამაძე ეს არის ჩემი სტილი. რა თქმა უნდა პირადი ცხოვრება ახდენს გავლენას, მაგრამ ე.წ. ნოსტალსიური მუსიკა ჩემი სტილია.
– კომპოზიტორებს აქვთ ხოლმე რაღაც „ახირებები“, რომლის დროსაც უფრო კარგად წერენ მუსიკას. შენ თ გაქვს ეს ე.წ. „ახირება“?
– მე მუსიკას ვწერ მაშინ, როცა ძალიან ცუდად ვარ. ავდივარ ხოლმე ზემოთ ჩემს ოთახში, მივუჯდები პიანინოს და ვწერ მუსიკას. ჯერ დიქტოფონზე ვიწერ და მერე ამას უკვე ნოტებად ვაქცევ. ვცდილობ ყველაფერი რაც ჩემშია, სიღრმეშია ის გადმოვიტანო ფურცლებზე.
 – საკმაოდ რთულია მუსიკის დაწერა. რამდენად შემოსავლიანია?
– მე ჯერ არ ვარ ორიენტირებული ფულზე. ჩემვის მთავარია დღეს, რომ ჩემი სიმღერები შეიყვაროს ხალხმა და გავიდეს ხალხში. ის სიმღერები, რაც კი შეუსრულებიათ ცნობილ მომღერლებს არც ერთში არ გამომირთმევია ფული. ისინი ჩემი მეგობრები არიან და მე მათ ვჩუქნი. უცებ და ფული ასე არ ხდება. თუმცა არ გამოვრიცხავ დადგეს დრო რომ მე მუსიკის დაწერაში ფული მოვითხოვო.
 – რამდენადაც ვიცი შენი ბედნის შექმნას და სოლო კარიერის დაწყებას აპირებ?
– კი რა თქმა უნდა. მყავს ადამიანები, რომელბიც ამაში დამეხმარებიან. მინდა, რომ მყავდეს კარგი ბედნი და ვიყო სოლო მომღერალი. ჯერ უნდა დავიხვეწო და ჩამოვყალიბდე და მერე ვიფიქრებ უკვე კონკრეტულად რას და როგორ გავაკეთებ.
 – თბილისში აპირებ გადასვლას თუ ბათუმში რჩები?
თბილისში გავალ აუცილებლად. ბათუმელი ვარ, აქ მყავს ძალიან კარგი მეგობრები, მაგრამ თბილისში უფრო მეტი საშუალებაა.
და ბენდიც უნდა წაიყვანო? ეგ ხომ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ფინანსები კი რთულად მოიძიება.
სადაც მე ვიქნები, იქ იქნება ჩემი ბედნიც. აბა როგორ :) უნდა იყო ძლიერი ცხოვრებაში, რომ ფინანსები მოვიდეს. ვნახოთ რა იქნება. ჯერ მხოლოდ 25 სიმღერა მაქვს დაწერილი და კიდევ რაღაც მელოდეიებიც მაქვს. ცოტაა, თუმცა მოდის მუზა და იმის მიხედვით ვწერ. ასე, რომ იმედი მაქვს შევძლებ ჩემი მიზნების განხორციელებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge