Batumelebi | “ი-თი-აი 2000”-ი პირველი ტურის შედეგებს აქვეყნებს “ი-თი-აი 2000”-ი პირველი ტურის შედეგებს აქვეყნებს – Batumelebi
RU | GE  

“ი-თი-აი 2000”-ი პირველი ტურის შედეგებს აქვეყნებს

ი-თი-აი-2000-ი-პირველი-ტურის-შე

ავტორი: ეთერ თურაძე

"ი-თი-აი 2000" -ის პირველ კონკურსში 400-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა

“ი-თი-აი 2000” ორგანიზებით ჩატარებული ოლიმპიადის პირველი ტური 400 მონაწილიდან 155-მა გადალახა. მეორე ტური 17 დეკემბერს გაიმართება.

როგორც ამ სკოლის დირექტორი, ირინა ხჟალია ამბობს, რომ Oxford Language Training Center-ისგან ორშაბათ მიიღეს პირველი ტურის შედეგები ელექტრონული ფოსტით: „სახელ-გვარებით არ იყო იდენტიფიცირებული მეორე ტურში გადასული ბავშვების ვინაობა, არამედ მხოლოდ მათი სარეგისტრაციო ნომრებით. მეორე ტურში გადასული ყველა მონაწილე აუცილებლად უნდა მოვიდეს ჩვენს ოფისში და გამოკრულ ცხრილში ზუსტად იპოვოს თუ რომელ საათიან ჯგუფში მოხვდა მეორე ტურზე!“
ირინა ხაჟალიას ცნობით, ოლიმპიადზე მოხდა ერთი არასასამაოვნო ფაქტიც, რამაც მათი პარტნიორების აღშფოთება გამოიწვია: „საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დროს ვიღაცა მშობელმა მოიპარა ტესტების ორი კონვერტი A და B ვარიანტები, რამაც ჩვენი პარტნიორების გაოგნება და რბილად რომ ვთქვა, აღშფოთება გამოიწვია“.
„ი თი აი 2000“-ის ოქროს გრან-პრის მფლობელი 2 კვირით უფასოდ გაემგზავრება ლონდონის საზაფხულო სკოლაში; 2 კვირით გაემგზავრება თურქეთის ბრიტანულ საზაფხულო ბანაკში ვერცხლის გრან-პრის მფლობელიც.

თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში დაწესებულ I ადგილის მფლობელს გადაეცემა პერსონალური კომპიუტერი და „ი-თი-აი 2000“-ში 6 თვე უფასოდ სწავლის ვაუჩერი, II ადგილის მფლობელს – აიპოდი და „ი-თი-აი 2000“-ში 3 თვე უფასოდ სწავლის ვაუჩერი; III ადგილის მფლობელს კი – აიპოდი და „ი-თი-აი 2000“-ში 3 თვე სწავლის 50% ფასდაკლების ვაუჩერი.

ოლიმპიადის ოქროს სპონსორიები არიან: Regent’s School of English, ბრიტანულ-ქართული აკადემია და ტურისტული კომპანია BGA-Travel. ხოლო ვერცხლის სპონსორია “თიბისი ბანკი”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge