სიახლეები

„ჯანსაღი ცხოვრება“ საცობების ხარჯზე

30.05.2012 •
„ჯანსაღი ცხოვრება“ საცობების ხარჯზე

ავტორი: გენო გელაძე

ავტომანქანა საჯარიმოზე გადაჰყავთ

ბათუმში „რეაბილიტირებული“ გზები იმდენად დისკომფორტულია მათთვის, ვინც ავტომობილს მართავს, რომ მძღოლების უმრავლესობა დადებით მახასიათებლებს ვეღარც კი ამჩნევს. „ვინც დააგო“, პირდაპირ იმის ლანძღვას იწყებს.

მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ალბათ, თავადაც ხვდებიან, რომ რეაბილიტირებული გზების იმ მასშტაბებით შევიწროება, რასაც ბათუმში აქვს ადგილი, არანაირად არ პასუხობს ბათუმის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს.

პრაქტიკულად, ძველ ბათუმში თითქმის ყველა „რეაბილიტირებული“ ქუჩა იმდენად შევიწროებულია, რომ ორი ავტომობილი ერთმანეთს გვერდს დიდი გაჭირვებით უვლის. ეს, თავის მხრივ, საცობებს წარმოშობს და კიდევ უფრო აღიზიანებს ხალხს (რომ არაფერი ვთქვათ ავტომობილების დაზიანებაზე, რასაც, გაუფრთხილებლობით თუ გამოუცდელობით, ხშირად აქვს ადგილი „ახლადრეაბილიტირებულ“ ქუჩებზე).

ცალკე შეფასების საგანია ქუჩების რეაბილიტაციის წლობით დაუმთავრებელი პროცესი, რაც ხშირად რამდენიმე კვირით ან თვით შეჩერებულია სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო (მაგალითად, ფარნავაზ მეფის ქუჩის საკმაოდ დიდი მონაკვეთი უკვე მეოთხე წელია „რეაბილიტაციის პროცესშია“).
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იშვიათია ადამიანი, ვინც ბათუმში ქუჩების შევიწროებულ ზოლში მოხვდება და არ დასვამს კითხვას: რატომ შევიწროვდა ქუჩებზე ავტომობილების სავალი ნაწილი?

ეს საკითხი მეტად საინტერესოა, უფრო სწორად, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი და დაუსაბუთებელია. თავადაც მძღოლი ვარ და ხშირად შემხვედრია ძველი ბათუმის ტერიტორიაზე აბსურდულ საცობში მოხვედრილი ბათუმის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, რომლებიც აშკარად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას გზის შევიწროების გამო. ეს რას ნიშნავს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას გზების ახალი მეთოდებით დაპროექტების, შევიწროების, ველობილიკების მშენებლობისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ? ამ კითხვაზე კონკრეტული და დამაჯერებელი პასუხი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე ვერსად მოვისმინე.
ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ არგუმენტად, რის გამოც გზებზე ავტომობილის სავალი ნაწილი შევიწროვდა, სახელდება ველობილიკების მოწყობა.

არავინ იცის, რა მონაცემებზე, კვლევებსა და საზოგადოებრივ ინტერესებზე დაყრდნობით მოხდა ავტომობილთან მიმართებაში პრიორიტეტად ველოსიპედის აღიარება. მოტივი – „ჯანსაღი ცხოვრება“, ბუნებრივია, კარგად ჟღერს, თუმცა ყველამ თავის ირგვლივ მიმოიხედოს და დათვალოს, რამდენი ახლობელი ადამიანი გადაადგილდება ველოსიპედით სამსახურში, სტუმრობისას და თუნდაც ჯანსაღი წესით ცხოვრების მიზნით (ადამიანთა გარკვეული ნაწილი დილით ბულვარში ველოსიპედით სეირნობს და ამას ისინი გზების შევიწროებამდეც ახერხებდნენ. რა თქმა უნდა, მათთვის დღეს არსებული ვითარება უფრო მისაღებია, ოღონდაც მხოლოდ მაშინ, როცა ველოსიპედით გადაადგილდებიან).
მეორე არგუმენტი, რაც ქუჩებზე ავტომობილების სავალი ნაწილის შევიწროების მიზეზად სახელდება, გულისხმობს ამ ქუჩებზე ერთი მიმართულებით (ცალმხრივი) მოძრაობის წესის შემოღებას. ეს არგუმენტი, შესაძლოა, დამაჯერებლად ჟღერს მანამ, სანამ ასეთ გზაზე საცობში არ მოხვდები, რასაც ახლებურად მოწყობილი „პარკინგი“ იწვევს (ავტომობილების დიდი რაოდენობა, არასწორად გაჩერებული მანქანები, ნახევრად შუა ქუჩაზე გაჩერებული დაცვის პოლიციისა თუ ინკასაციის ავტომობილი და ა.შ.). ვისაც არ სჯერა, ცოტა ხნით გაჩერდეს ამ ქუჩებში და თავად დარწმუნდება.

რადგანაც პარკინგს შევეხეთ, აქ ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, თუმცა დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმას, რომ თითქმის არც ერთ ქუჩაზე არ არის ავტომობილის გაჩერების საკმარისი ადგილები (იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ბევრ ადგილას პარკინგი საერთოდ არ არის). ასევე, პასუხი ვერ მივიღე კითხვაზე: ზოგიერთ ადგილას სახელმწიფო დაწესებულებებს, ბანკებს და ა.შ. თავისი ოფისების (საკუთარის, ან ნაქირავების) წინ რატომ აქვთ შემოსაზღვრული ტერიტორია მხოლოდ მათი თანამშრომლებისათვის. წარმოუდგენელია, რომ ეს ტერიტორიები ვინმეს საკუთრება იყოს. რატომ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან მძღოლები თავიანთი სამსახურებრივი თუ თანამდებობრივი სტატუსების მიხედვით. ასე ყველგან არ არის, თუმცა, გარკვეულ ადგილებში ახლადრეაბილიტირებულ ქუჩებზეც გვხდება მსგავსი შეზღუდვა. რა გამოდის? მე რომ მოვინდომო, ჩვენი სამსახურის წის მანქანის გაჩერების ადგილს შემოვსაზღვრავ?! ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, არასწორი და დისკრიმინაციულია. შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით.

კიდევ ერთი მოსაზრება, რაც ძველ ბათუმში ქუჩების დავიწროებას უკავშირდება: ამბობენ, რომ რამდენიმე ქუჩაზე, შესაძლოა, ავტომობილით გადაადგილება აიკრძალოს. თუ ასე მოხდება და იმ ქუჩებზე მცხოვრები ადამიანები გაასაჩივრებენ ამგვარ გადაწყვეტილებას, ჩემი აზრით, ისინი აუცილებლად მოიგებენ დავას. გადაადგილების უფლების შეზღუდვა განუსაზღვრელი ვადითა და სასეირნო ბილიკების მოწყობის მიზეზით, დაუშვებელია.

გადაბეჭდვის წესი