სიახლეები

“გიორგი დავალებებს არ ასრულებს”

30.05.2012 • • 1080
“გიორგი დავალებებს არ ასრულებს”

მოსწავლეები სახელმძღვანელოების გარეშე
ნათია ზოიძე
მიუხედავად იმისა, რომ სწავლა უკვე ერთი თვეზე მეტია დაიწყო, გიორგის დღიურში სულ 3 სამი ნიშანი აქვს და ერთი შენიშვნა მასწავლებლისგან. 18 ოქტომბერს, ნიშნის მაგივრად დღიურში ინგლისურის მასწავლებელმა გიორგის ჩაუწერა: “დავალებებს არ ასრულებს, წელს ძალიან ამოვარდნილია კალაპოტიდან”.
როგორც გიორგი ამბობს, გასულ წელს მისი შეფასება ყველა საგანში 10 ქულა იყო. სავარაუდოდ, გიორგის ინგლისურის მასწავლებელმა არ იცის, რომ გიორგის ინგლისურის და არც დანარჩენი საგნების სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ არ აქვს.

სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახის შვილებს სახელმწიფოსგან წელს, ისე როგორც შარშან, სახელმძღვანელოები უფასოდ უნდა მიეღოთ. თუმცა ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მაგალითზე თუ ვიტყვით, ეს ასე არ მომხდარა. გაზეთ “ბათუმელებს” რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა მათი პრობლემის სამინისტრომდე მიტანის თხოვნით _ ამ ოჯახებში ჯერ კიდევ არ იციან, როდის ექნებათ მათ შვილებს სახელმძღვანელოები ან ექნებათ თუ არა საერთოდ.
გიორგის დედა გვიყვება, რომ ბავშვს მასწავლებელი გაკვეთილების შემდეგ ტოვებს და ძირითადად ასე ამეცადინებს. გიორგი ამბობს, რომ ხანდახან კლასელთან მიდის და ერთად ემზადებიან. ის სასკოლო ჩანთას მიჩვენებს, რომელიც კლასელების ჩანთაზე 13 კილოგრამით ნაკლებია, ჩანთაში მხოლოდ რამდენიმე რვეული დევს.

ირინა დ. რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, ორი სასკოლო ასაკის შვილი ჰყავს. ამბობს, რომ შვილებს სკოლაში წასვლა აღარ უნდათ: “როცა ავადმყოფი გყავს და მხოლოდ შემწეობას ღებულობ, შეუძლებელია სახელმძღვანელოში 300 ლარი გადაიხადო, არადა ჩემი შვილები კარგი მოსწავლეები არიან. 10 წლის ბავშვი 11 საათის შემდეგ მეცადინეობს, მაშინ როცა მეზობლის ბავშვი მორჩება სწავლას”.

პირველ კლასელი ლუკა ერთადერთია თავის კლასში, ვისაც პრეზიდენტის საჩუქარი _ კომპიუტერი არ მიუღია. ლუკასა დედა ამბობს, რომ სკოლაში ვერ უხსნიან რატომ არ შეხვდა ბავშვს კომპიუტერი ან როდის ექნება მას ეს ნივთი.

სკოლაში, რომელშიც გიორგი და ლუკა სწავლობენ, კიდევ რამდენიმე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ შეხვდა სახელმძღვანელო (სკოლას სპეციალურად არ ვასახელებთ).

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს ვერ გაგვცემენ, რადგან ეს საკითხი მათი პრეროგატივა არ არის. სკოლის დირექტორი, დავით ეცადეიშვილი კი გვარწმუნებს, რომ მის სკოლაში მალე წიგნები სულ ყველა მოსწავლეს ექნება.

დავით ეცადეიშვილი: “მშობლებმა საჭირო საბუთები არ წარმოადგინეს დროულად და ამიტომ ძირითად სიაში ვერ მოხვდნენ ბავშვები. შედგენილია დამატებითი სია და ერთ კვირაში მოსწავლეებს სახელმძღვანელოები ექნებათ. 56 მოსწავლეს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან უკვე მიღებული აქვთ სახელმძღვანელოები”.

დირექტორი არ აკონკრეტებს რამდენი მოსწავლე დარჩა წიგნის გარეშე.
ერთ-ერთი მშობელი, რომლის შვილი მე-6 კლასში სწავლობს ამბობს, რომ მისი შვილის კლასში 6 სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვია და წიგნები არც ერთ მათგანს არ მიუღია.

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი რამაზ სამნიძე აცხადებს, რომ ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებულია: “ასეთი მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ოჯახებს შესაბამისი სარეიტინგო ქულები სექტემბერში მიანიჭეს. ისინი უკვე მოხვდნენ დამატებით სიაში და ერთ კვირის განმავლობაში სახელმძღვანელოებს აუცილებლად მიიღებენ. ბათუმში სულ 560 სოციალურად დაუცველი მოსწავლეა დარეგისტრირებული და ყველა მათგანი დაკმაყოფილებულია.”

გიორგის დედას რესურსცენტრის ხელმძღვანელის სწორედ ამ განცხადების გამო ეპარება ეჭვი, რომ მის შვილს, რომელიც აქამდე ათოსანი იყო, ერთ კვირაში წიგნებს მისცემენ. ის ამბობს, რომ სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი ყველა საჭირო საბუთი სკოლას ივნისის თვეში წარუდგინა. მას დღემდე არავინ პასუხობს, რატომ აღმოჩნდა მისი შვილი არა ძირითად, არამედ დამატებით სიაში.

გადაბეჭდვის წესი