ავტორი: ლელა დუმბაძე
აჭარის დასაქმების სააგენტო აცხადებს, რომ ერთი თვის განმავლობაში 34 ადამიანი დაასაქმა. თუმცა სააგენტომ ამ ეტაპზე ვერც დასაქმებულების ვინაობა მოგვაწოდა და ვერც დამსაქმებლების შესახებ აცნობა „ბათუმელებს“. „მეორე დღეა, რაც ახალ ოფისში გადმოვედით, ამიტომ მონაცემთა ბაზა არ გვაქვს“, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი, თამილა ბეჟანიძე. ამ სააგენტოს კიდევ ერთმა თანამშრომელმა კი მხოლოდ დასაქმების სამი შემთხვევა გაიხსენა.
„ერთი სასტუმრო ალიკში დასაქმდა მიმტანად (ეს სასტუმრო ვაკანსიებს დასაქმების ბიუროს გარეშეც ხშირად აცხადებდა), ერთი გოგონაც, დეა გოგიბერიძე, შპს დიზაინ გროუპში აიყვანეს გამოსაცდელი ვადით ოფისმენეჯერად. ერთიც სამშენებლო კომპანიაში“, – აცხადებენ სააგენტოში. დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელის თამილა ბეჟანიძის განცხადებით, მონაცემთა ბაზა მათთვის ერთი კვირის შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი.
„ბოლო ერთ თვეში 34 ადამიანი დასაქმდა“, – საკუთარ მეხსიერებაზე დაყრდნობით ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი. თუმცა ამ 34 დასაქმებულიდან, სამი უკვე უმუშევარია, რადგან, როგორც თამილა ბეჟანიძე ამბობს, ეს ერთჯერადი დასაქმება იყო: „ერთჯერადად იმ შემთხვევაში საქმდებიან, თუ კომპანიას რაიმე პრომოაქცია აქვს და ბუკლეტები ან სხვა რაიმე მასალებია დასარიგებელი. ეს ადამიანები რჩებიან მონაცემთა ბაზაში და რაიმე ახლის გამოჩენის შემთხვევაში ისევ დასაქმდებიან. ჩვენთვის მთავარია, რომ დასაქმების ფაქტი შედგა“.
როგორც სააგენტოში ამბობენ, ვაკანსიები, ძირითადად, კერძო სექტორში ჩნდება: „არის სეზონური დასაქმება, მაგრამ ამასაც აქვს დადებითი მხარე, რადგან გამოცდილება ცვ-ში ჩაეწერება“.
სააგენტო მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს, შესაბამისად, დასაქმების გარანტიები არ არსებობს. ამიტომ, როგორც თამილა ბეჟანიძე ამბობს, ადამიანებს ილუზიები არ უნდა შეექმნათ: „კონსულტაციებს ვუწევთ, რომ არ ჰქონდეთ მცდარი მოლოდინი. შეიძლება ერთი წლის გამავლობაში იყოს დარეგისტრირებული, მაგრამ შესაბამისი ვაკანსია ვერ გამოინახოს. ყოფილა შემთხვევა, როცა დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში დაგვისაქმებია“. მისივე ინფორმაციით, სააგენტო, ბაზაში დარეგისტრირებულებს ცვ-ისა და სამოტივაციო წერილის მომზადებაში ეხმარება.
„მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების მსურველები უნდა მოვიდნენ სააგენტოში, პირადობის მოწმობით და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით. ჩვენი დატრენინგებული თანამშრომლები ეხმარებიან დეზორიენტირებულ ადამიანებსაც. მაგალითად, არის შემთხვევა, როცა ადამიანს აქვს ინჟინრად მუშაობის გამოცდილება, მაგრამ უცებ ბუღალტრობა მოუნდა და სურს ამ კუთხით დასაქმდეს. ასეთ დროს ჩვენ ვუხსნით, რა უნარ-ჩვევებს მოითხოვს ეს ვაკანსია. არის შემთხვევა, როცა ადამიანს საერთოდ არ უმუშავია და არ იცის, რა უნარები აქვს, ამიტომ კონსულტანტები ინტერვიუს ფორმით ცდილობენ, მიიღონ დამატებითი ინფორმაცია მათგან და ისინიც პოულობენ ხოლმე საკუთარ თავს“.
სააგენტო მიმდინარე წელს აჭარის ბიუჯეტიდან 210 300 ლარით დაფინანსდა, მომავალ წელს კი – 295 800 ლარით დაფინანსდება. დასაქმების სააგენტო ლევან ვარშალომიძის ინიციატივით აჭარის მთავრობამ გასულ თვეში შექმნა.