სიახლეები

“მაგას რას ეკითხებით ,ქალაქის მთავარ არქიტექტორს სააკაშვილს ჰკითხეთ”

30.05.2012
“მაგას რას ეკითხებით ,ქალაქის მთავარ არქიტექტორს სააკაშვილს ჰკითხეთ”

ბათუმის მერიას, არც ერთი დიდი პროექტის განხორციელების დროს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან თანხაა გამოყოფილი, მოსახლეობის გამოკითხვა არ ჩაუტარებია. გაზეთი “ბათუმელების” მორიგი გამოკითხვის _ „რა დაჯდა ბათუმის ანბანის კოშკი” მიზანი მოსახლეობის ინფორმირების დონის შემოწმება იყო. სულ 75 რესპონდენტი გამოვკითხეთ.
საქართველოს პარლამენტის მეორე მოწვევის დეპუტატი ელგუჯა მაკარაძე “ბათუმელების~”გამოკითხვის ერთ-ერთი შემთხვევითი რესპონდენტი იყო. მან, როგორც რიგითმა მოქალაქემ, ივარაუდა, რომ “ანბანის კოშკისთვის” შეიძლებოდა მაქსიმუმ 10 მილიონი ლარი დახარჯულიყო. მეორე შეკითხვას კი ზუსტად უპასუხა _ ანბანის კოშკის აშენება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
კოშკი რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პარლამენტარის გარდა კიდევ 17-მა რესპონდენტმა იცოდა. ორჯერ უფრო მეტს ჰგონია, რომ თაუერი კერძო ინვესტორმა ააშენა. 16 გამოკითხულს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს და 7 რესპონდენტი მიიჩნევს, რომ არ აინტერესებს საიდან ფინანსდება, მთავარია, აშენდეს.
თქვენი ინფორმაციით, რა დაჯდა ანბანის კოშკის მშენებლობა ბათუმში? _ ამ კითხვაზე 75 რესპონდენტიდან 12-მა ივარაუდა, რომ დაიხარჯებოდა ასი ათასი ლარი, 28 მოქალაქე ვარაუდობს, რომ მილიონი ლარი დაჯდა, 24 რესპონდენტს ჰგონია _ მაქსიმუმ 10 მილიონი, 10 მოქალაქე ფიქრობს, რომ 15 მილიონი ლარია კოშკის ღირებულება. ერთი კი ფიქრობს, რომ 60 მილიონზე მეტია დანახარჯი. მისი არგუმენტი: „60 მილიონზე მეტი დაჯდებოდა, ალბათ. ესპანელები ჩამოიყვანეს, ისინი ჩემსავით 10 ლარად ხომ არ იმუშავებენ“.
ერთ რესპონდენტს კი კოშკის მშენებლობა აღიზიანებს: „ბიუჯეტის ფულით რესტორანი რატომ უნდა აშენდეს?”; `ანბანის კოშკის აშენებაში ვითომ დედაენის პატივსაცემად მილიონებს იხდიან და გოგებაშვილის ქუჩას სახელი გადაარქვეს, ბაქო უწოდეს“.
ამ რეპლიკის ავტორები ტაქსის მძღოლები არიან და შეკითხვების ადრესატიც მათთვის, რატომღაც “ბათუმელებია”. შეკრებილთაგან ერთ-ერთმა შეკითხვები გადაამისამართა კომენტარით: `მაგას რას ეკითხებით, ქალაქის მთავარ არქიტექტორს, სააკაშვილს ჰკითხეთ“.
P.S ქალაქ ბათუმში მთავარი არქიტექტორის თანამდებობა 6 თვეა,რაც ვაკანტურია.
ეს გამოკითხვა მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტურია და მას სოციოლოგიური კვლევის ამბიცია არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.