„ჩვენმა სამსახურმა აღმოაჩინა მორიგი შემოვლის დროს. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაეგზავნება სასამართლოს,“ – განუცხადა „ბათუმელებს“აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ღოღობერიძემ.
მოვაჭრეს, რომლის დახლზეც სარეალიზაციოდ გამზადებული ზუთხი აღმოჩნდა 300 ლარამდე ადმინისტრაციული ჯარიმა ემუქრება. საქმის მოკვლევამდე ჩამორთმეული თევზი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ინახება. მოკვლევის დასრულების შემდეგ კი სახელმწიფოს გადაეცემა. ერთი კილოგრამი ზუთხი 25 ლარი ღირს.
განსახილველი დოკუმენტაციის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით გაიზრდება. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ამ თანხას მუნიციპალიტეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებს.
მუნუციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაშიძის ინფორმაციით, ეს თანხა მუნიციპალიტეტმა ციტრუსის მოსავლის აღების სეზონზე მეციტრუსეების ხელშეწყობისთვის უნდა გამოყენოს.
2014 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასული წლის 24 დეკემბერს, 11 მილიონ 880 106 ლარით განსაზღვრა. ამ თანხიდან 2 მილიონ 100 000 ლარი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური სახლის მშენებლობისთვის უნდა დაიხარჯოს.
ინიციატივა კომპანია „მწვანე გზას“ ეკუთვნის. კომპანია დირექტორი დავით სამნიძე ამბობს, რომ აღნიშნული საქმიანობა მხოლოდ გუშინ დაიწყეს და ჯერ გამოძახებების რაოდენობა მცირეა.
„ხალხის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვისაა ეს სერვისი. საავარიო შემთხვევები რომ შემცირდეს და მოქალაქეებმა შეზღუდვების გარეშე იარონ. ერთდროულად ათამდე გამოძახების მიღება შეგვიძლია. ჩვენს მძღოლებს ყველა კატეგორიის მართვის მოწმობა აქვთ,“ – ამბობს დავით სამნიძე.
სერვისით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. უსაფრთხო გადაადგილებისათვის მძღოლის გამოძახება ბათუმის ფარგლებში 20 ლარი ღირს, ჩაქვსა და ქობულეთში კი 30 ლარი.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, 2013 წლის ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტურისტთა განთავსების ობიექტები ყველაზე დატვირთული ივლისში იყო, ამ დროს დატვირთულობის კოეფიციენტმა 88,08% შეადგინა, დეკემბერში კი – 10.73%. იგივე თვეს აჭარის ტერიტორიაზე სასტუმროს მომსახურებით 9.915 ვიზიტორმა ისარგებლა.
სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე გადანაწილდა: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ირანი, სომხეთი, პოლონეთი, ისრაელი.
2013 წელს სასტუმრო სექტორში ადგილთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 588-ით მეტია, ანუ სულ 10.955 ადგილი.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაზრდილია საკრუიზო გემების შემოსვლის რაოდენობაც, 2012 წელს ბათუმის პორტს 10 საკრუიზო გემი ესტუმრა და 3 632 ტურისტი შემოიყვანა, ხოლო 2013 წელს 16 გემი შემოვიდა და 5 162 ტურისტი შემოიყვანა.
ამ სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს პატიმრობა 3 704 ადამიანს მიუსაჯეს, 2012 წლის იგივე პერიოდში კი 4 149 ადამიანს. პირობითი სასჯელით გასულ წელს 7 790 პირი გაათავისუფლეს. „საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა“ გასულ წელს 242 ადამიანს მიუსაჯეს, 2012 წელს კი 419 პირს.
ამ ოთხი ახალი ბაღის პერსონალის შესარჩევად მუნიციპალიტეტის საკრებულომ კონკურსი გასულ წელსაც გამოაცხადა. თუმცა საკრებულოს წევრების მხრიდან საკონკურსო კომისიის მიმართ გამოთქმული პრეტენზიებისა და დოკუმენტაციაში დაფიქსირებული ხარვეზების გამო საკრებულომ კონკურსის შედეგები გააუქმა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ 21 წელს გადაცილებული პირები, არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილებით განათლების სისტემაში.
საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე კონკურსანტთა განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 23 იანვარია. კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე.
„ კომისიის წევრების ინტერესთა კონფლიქტი წლების მანძილზე აყენებდა ზიანს მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობას. სწორედ ინტერესთა კონფლიქტის რისკების გამოვლენის მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლავ გამოიკვლია კანდიდატების წარსული საქმიანობა. საჯარო წყაროების გამოყენებით ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა ქმნის თუ არა კანდიდატების საქმიანობა კერძო სექტორში ინტერესთა კონფლიქტის რისკს მათი კომისიის წევრად არჩევის შემთხვევაში.
პარლამენტმა უკვე მესამედ უნდა უყაროს კენჭი კომისიის წევრის არჩევის საკითხს, ამჟამად მარეგულირებელ კომისიაში ორი ვაკანტური ადგილია. გასულ შემოდგომაზე „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების ადვოკატირება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” მოახდინეს, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრობის კანდიდატებისთვის მოთხოვნები გამკაცრდა.
წევრობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ათწლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სამი წელი მმართველ პოზიციაზე. ამასთან, მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების, ბიზნეს ადმინისტრირების, საჯარო ადმინისტრირების ან ჟურნალისტიკის განხრით.
მთავრობა და პრეზიდენტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის სამ კანდიდატზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტი არჩეული პარლამენტს – კახა ბექაურს, თამაზ ინაშვილსა და სერგო შავგულიძეს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანოს კი მარეგულირებელი კომისიის წევრის ასარჩევად წარდგენიდან ორი კვირის ვადა აქვს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” საჯარო წყაროებზე დაყრდნობით კანდიდატების კერძო სექტორში საქმიანობა გამოიკვლია, რის შედეგადაც, ინტერესთა კონფლიქტის რისკები არ გამოიკვეთა. კანდიდატებს ფული არ აქვთ შეწირული პარტიებისთვის, მათ კომპანიებს კი მსხვილი სამთავრობო ტენდერები არ მოუგიათ.
კახი ბექაური პროფესიით მათემატიკოსია და მას წლების მანძილზე სხვადასხვა მაუწყებლში მმართველი თანამდებობები ეკავა. ბექაური მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში (2000-2002 და 2003-2005 წლებში). იგი ასევე იყო ტელეკომპანია „მზის” დირექტორი და პარტნიორი. მოგვიანებით კი ბექაური ტელეკომპანია „მაესტროს”(2010-2011) და „მეცხრე არხის” (2012 წლის მარტიდან დეკემბრამდე) გენერალურ დირექტორად მუშაობდა.
ბექაური ფლობს შპს „სხვა არხს,” რომელიც 2012 წელს დაარსდა, თუმცა, არ ფუნქიონირებს როგორც მაუწყებელი. მის მფლობელობაშია ასევე სუპერმარკეტების ქსელი „ორი ნაბიჯი” (25%) და შპს „რითეილ ფროფერთიზ” (25%). 2009-2010 წლებში ბექაური „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” დირექტორი იყო, რომელსაც „რუსთავი 2-ის” ყოფილი პარტნიორი ეროსი კიწმარიშვილი ფლობდა.
თამაზ ინაშვილი პროფესიით იურისტია და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” მუშაობს. იქამდე იგი მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, 90-იან წლებში კი წამყვანი თანამდებობები ეკავა ენერგეტიკის სამინისტროსა და მთავრობის კანცელარიაში.
ინაშვილი ფლობს 17%-ს შპს „ჯიაიჯი 2007”-ში. აღნიშნული კომპანიის საჯარო დოკუმენტებში 2011 წლის შემდეგ ცვლილებები არ ფიქსირდება, რაც მიუთითებს, რომ კომპანია, შესაძლოა, აღარ ფუნქციონირებს. მისი ბიზნეს პარტნიორი მუხრან გულაღაშვილი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა.
სერგო შავგულიძე პროფესიით ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერია და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. იგი ამავდროულად ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორია და კერძო სექტორში არ საქმიანობს.
ლია ლიბერნამი ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და სასამართლოში მისი წარმომადგენელი დედა, გუგული კვირიკაძეა, ოჯახის ინტერესებს კი ადვოკატი ნოდარ დეისაძე იცავს, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ 2010 წელს, მაშინ როცა მისმა კლიენტებმა კომპანიასთან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს, ხელშეკრულებაში ეწერა, რომ შენდებოდა საცხოვრებელი კორპუსი, თუმცა კომპანიამ მშენებლობის დროს კორპუსის პროფილი შეუცვალეს და კორპუსში სასტუმრო გაიხსნეს.
მომჩივანი კომპანიანსთან ხელშეკრულების გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ კორპუსში სასტუმროს გახსნას ასახელებს. გარდა ამისა, მოსამართლეს ლია ლიბერნამის ადვოკატმა უთხრა რომ კომპანიამ ბინა მის მარწმუნებელს მეხუთე სართულის ნაცვლად მეექვსე სართულზე მისცა.
გარდა ამისა მომჩივან მხარეს ამ კორპუსში ცხოვრება იმიტომ აღარ სურს რომ წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადის გადახდა როგორც კომერციული ფართის მფლობელებს ისე მოუწევს, თუმცა სამშნებლო კომპანიის იურისტი გელა მახარაძე ამბობს რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კორპუსში სასტუმროს გარდა საცხოვრებელი ფართები არის, ეს ადამიანები კი კომერციული ფართის გადასახადებით არ ისარგებლებენ თუ ისინი ეკონომიკური მოგებისთვის აღნიშნულ ფართებს არ გამოიყენებენ და იცხოვრებენ.
მომჩივანი ამბობს რომ კომპანიამ ის მოატყუა და ბინა სხვა ხედით და სხვა სართულზე მისცა.
საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განიხილავს. მხარეებს უკვე მოუსმინა მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ და გადაწყვეტილებას 29 იანვარს გამოაცხადებს. მოსამართლეს კომპანიის იურისტმა გელა მახარაძე უთხრა, რომ სასამართლომ ახლა მხოლოდ ერთ რამეზე უნდა იმსჯელოს: რა ზარალი მიადგა მოქალაქეს შენობის ფუნქციის შეცვლით.
გამოფენაზე მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ნივთებია წარმოდგენილი.
„მუზეუმი მდიდარია ეთნოგრაფიული ექსპონატებით. შევეცადეთ მნახველი დაგვებრუნებინა ორი-სამი წლით უკან. აქ გამოფენილია სხვადასხვა დანიშნულების ნივთები კარდალა, საცერი, გიდელი, ძველებური არყის ჭურჭელი, ნარდი თავისი დასადგამით. გავაკეთეთ ამ პერიოდის ოთახის იმიტაცია, გვინდოდა ძველი ტრადიციით აღგვენიშნა ახალი წელი“ – აღნიშნა მუზეუმის ისტორიის განყოფილების თანამშრომელმა ინგა დიასამიძემ.
ძველი კულტურით დაინტერესებულებს მუზეუმი დღეიდან 10 დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
ბილეთის ფასი 2 ლარია. ბავშვებისთვის 50 თეთრი, სტუდენტებისთვის 1 ლარი, ხოლო ექსკურსია ჯგუფებზე მომსახურება 5 ლარი ეღირება.
შიიტთა რელიგიურ საბჭოში 18 ადამიანი შედის, აღმოსავლეთ საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოში 14, ხოლო დასავლეთ საქართველოს სუნიტთა რელიგიურ საბჭოში 19 ადამიანი. რელიგიურმა საბჭოებმა თავიანთი რელიგიური ლიდერები 9 იანვარს აირჩიეს.
დასავლეთ საქართველოს სუნიტთა მუფთად ჯემალ პაქსაძე დაინიშნა, აღმოსავლეთ საქართველოს სუნიტთა ახალი მუფთი კი იასინ ალიევი გახდა. კრების ოქმით ირკვევა, რომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“შიიტთა შეიხმა ვაგიფ აქპეროვმა რელიგიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით მიმართა. საბჭომ მისი თხოვნა დააკმაყოფილა და ახალ შეიხად რამინ იგიდოვი აირჩია.
„ორი ცვლილება მოხდა ჩვენს სამმართველოში, პირველი ის, რომ შეიცვალა შეიხი და აირჩიეს ახალი. მეორე კი გახლავთ ის, რომ ერთის ნაცვლად ორი მუფთია, დასავლეთისა და აღმოსავლეთის. ეს იმიტომ, რომ მანძილი აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს შორის დიდია,“ – აღმოსავლეთ საქართველოს სუნიტთა მუფთმა იასინ ალიევმა ეს განცხადება აჭარის ტელევიზიასთან გააკეთა.
დასავლეთ საქართველოს სუნიტთა მუფთი ჯემალ პაქსაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ცვლილება ეთნიკურად ქართველ სუნიტებს არ შეხებია და გაყოფა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მუსლიმებში მოხდა.
„ცვლილება მოხდა ეთნიკურად აზერბაიჯანელ მუსლიმებს შორის. იქ გაიყო შიიტი და სუნიტი რელიგიური ლიდერები. დღემდე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ორი ხელმძღვანელი ჰყავდა. ეს იყო ქართველი სუნიტების ხელმძღვანელი ანუ მე და ასევე იყო შიიტი ხელმძღვანელი ვაგიფ აქპეროვი. გადადგა შიიტი ხელმძღვანელი და მის ადგილას აირჩიეს ახალი შეიხი. ამასთან, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა სუნიტებმა აირჩიეს თავიანთი ხელმძღვანელი და აღარ არიან დამოკიდებული შიიტებზე. სრულიად საქართველოს მუფთი ისევ მე ვარ, ქართველი სუნიტების დარგში,“ – ამბობს ჯემალ პაქსაძე
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამმართველოებად გაყოფა აბსურდული გადაწყვეტილებაა.
„ეს არის აბსურდი. საქართველოში უნდა არსებობდეს მუსლიმთა სამმართველო, სადაც თანხმდებიან შიიტებიც და სუნიტებიც. სხვათა შორის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ ორგანიზაციასთან მქონდა საუბარი და ყველა თანხდება ერთ რამეზე – ამ სამმართველოში გაერთიანდება ყველა. ოღონდ მთავარია ამ ადამიანებისთვის ერთობლივი სანდო ხალხი იყვნენ მისი დამფუძნებლები და მმართველები,“ – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.
ნაკაიძის განცხადებით, 2011 წელს „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დააფუძნა და მისი დამფუძნებლები აბსოლუტურად უცნობი ადამიანები გახდნენ.
„წარმოიდგინეთ, რომ საპატრიარქო დააფუძნოს ვიღაცამ, მართლმადიდებელი მრევლისთვის უცნობმა პირებმა, ამათ აირჩიონ სინოდი და მერე მათ დანიშნონ მეუფეები. ზუსტად ასე მოგვექცნენ. რეალურად აქ არის ძალიან სერიოზული საფრთხე და სერიოზული ჩარევა მუსლიმთა თემში სახელმწიფოს მიერ. ჩვენი მთავარი პრეტენზია არის დამფუძნებელ პირებზე. რელიგიურ საბჭოში არსებული პირები რომ დამფუძნებლად იყვნენ, პრობლემა აღარ იქნება. ეს ადამიანები ასე თუ ისე მუსლიმებისთვის ცნობილები არიან. ის, რომ დამფუძნებელი რვა პირი აბსოლიტურად უცნობი ადამიანია მუსლიმთა საზოგადოებისათვის, ეჭვს აჩენს. ამ ადამიანებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერი სასურველი ან არასასურველი გადაწყვეტილების მიღება, ამას წინ ვერ აღუდგება, ვერც ეს საბჭო და ვერც მუფთი. ესეც უფრო მეტ საფრთხეს ქმნის ამ ორგანიზაციისთვის. ეს არის სირცხილი და ლაფის დასხმა. სხვათა შორის, ჭელის, სამთაწყაროს მოვლენებმა ძალიან კარგად გვაჩვენა მუფთის სახე. გაორმაგებული სახე. რა უნდა ესაუბრა. როგორ უნდა ესაუბრა. რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა და რა სიტუაცია დაუდგა, როცა ჩავიდა ახალციხეში,“ – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.
გაყოფილი რელიგიური ლიდერების შესახებ განცხადება გაავრცელა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა რელიგიურმა სამმართველომ.
განცადებაში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარე მირ ჰუსეინ ასადოვი აწერს ხელს, წერია: „ძვირფასო მუსლიმებო! როგორც იცით, სახელმწიფო მოხელეების დაარსებულ სამმართველოში საქართველოს მუსლიმებს ახალი ხელმძღვანელი დაუნიშნეს, სხვა გვარად რომ ვთქვათ, სააკაშვილის რეჟიმის ნამოქმედარი გაიმეორეს. მხოლოდ ერთი განსხვავებით – ამჯერად, ახალი დანიშნული პირი ერთ-ერთი ჩვენთაგანი აირჩიეს და დანიშნეს. ამით ისინი სიყალბეს, ჭეშმარიტების სამოსის ჩაცმევა სცადეს. ახლა ისინი ამით პატარა თაღლითობა, რომ ჩაიდინეს ეს დაამტკიცეს. შუაში არაფერი არ შეიცვალა. პრობლემა საფუძვლიანად არ მოაგვარეს და იმ მეთოდით გააგრძელეს. კიდევ შეცდომა დაუშვეს. ჩვენ სახელმწიფო მოხელეებს ვურჩევთ, რომ მუსლიმებისათვის, რომელიმე ხელმძღვანელის დანიშვნის ნაცვლად კონსტიტუციაში არსებული სიცარიელეები შეავსონ“.
პროექტის ბენეფიციარები წელს ორი ტიპის ბარათით ისარგებლებენ. ნიადაგის ხვნის სამუშაოებისთვის დარიგდება სასოფლო სამეურნეო ბარათი. სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად კი, გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფერმერები საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. აგრობარათით ისარგებლებენ.
პროეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდიდან დაფინანსდება, მის განხორციელებას კი სოფლის მეუნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს.
2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით, საქართველოს მასშტაბით წელს 800 000 – მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. ბენეფიციარები კი იქნებიან ფერმერები, რომლებსაც საკუთრებაში, სარგებლობაში, ან მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, აგრობარათების გაცემა აჭარაში თებერვლიდან დაიწყება:
„ამ ეტაპზე მთავრობა სიების დაზისტებაზე მუშაობს. გახსოვთ ალბათ, რომ გასულ წელს ბევრმა ბარათი ვერ მიიღო, ამიტომ წელს სია უნდა იყოს უფრო ზუსტი“, – აღნიშნა არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებს, რომელიც ნიადაგის ხვნასა და სასოფლო სამეურნეო ტექნიკით მომსახურებას გულისხმობს, შპს „მექანიზატორი“ და 117 კონტრაქტორი შეასრულებს.
„ორგანიზაცია წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო შშმ პირებზე ზრუნვა და შემოიღო „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტორული დაგეგმარების რეგლამენტი“. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, ამ პროექტის განხორციელება იქნება რთული, მითუმეტეს, რომ დადგენილების მიხედვით, უნდა მოხდეს ყველა შენობის ადაპტირება“, – განაცხადა ბრიფინგზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ.
მსგავსი დადგენილება პირველად შემოიღეს საქართველოში. თამაზ მჟავანაძის რეკომენდაციით კარგი იქნება თუ შემოვა რეგლამენტი შშმ პირების დასაქმების კუთხითაც.
გარდა ამისა, რეგლამენტის მიხედვით შშმ პირები დაიყო სხვადასხვა კატეგორიად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მთავრობამ უნდა იმუშაოს ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების“ „განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებით“ შეცვლისთვის, რადგან შშმ პირები არასწორად გამოხატავს ამ კატეგორიის ადამიანების მდგომარეობას.
ინფორმაცია საკონკურსო კომისიის წევრების შემადგენლობის შესახებ „ბათუმელებს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ მოაწოდა.
ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა ირინა ყურუას, მეგი შავლაყაძეს, შორენა ღლონტს, ვახო ხუზმიაშვილს, ალეკო ჩუბინიძესა, შორენა გოგიჩაიშვილსა და ირაკლი მანაგაძეს სურთ. კონკურსის გამოცხადებამდე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ირინა ყურუა იყო. ტელევიზიის ხელმძღვანელობამ მას დროებით ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი უთხრა.
რაც შეეხება სხვა პოზიციებზე გამოცხადებულ ვაკანსიებს – აჭარის ტელევიზიაში მთავარი რეჟისორის თანამდებობის დასაკავებლად ხუთი კონკურსანტის განაცხადია შესული: თემურ ბეჟანიძე, იმედა თავდგირიძე, ნიკა ტუღუში, ზურაბ ჩართოლანი, გიორგი გოგიბერიძე.
პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელობა აჭარის ტელევიზიაში ინგა გოგოლიშვილს, გიორგი უგრელიძესა და შორენა გოგიჩაიშვილს სურთ.
არხის გენერალური პროდიუსერი თანამდებობაზე კი ზაზა ფირცხალაიშვილის კონკურენტი არ ეყოლება. ამ პოზიციაზე მხოლოდ მას აქვს განაცხადი შეტანილი.
კონკურსის შედეგები 18 იანვრამდე გახდება ცნობილი.
აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელე-რადიო დეპარტამენტი საზოგადოებრივ მაუწყებლად 2013 წლის ივლისში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების შემდეგ გარდაიქმნა. აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულმა ხუთწევრიანმა მრჩეველთა საბჭომ არხის გენერალურ დირექტორად სოსო სტურუა 2013 წლის 20 დეკემბერს აირჩია (მრჩეველთა საბჭოს ორ წევრს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა, შესაბამისად, დირექტორი სამწევრიანმა საბჭომ დაამტკიცა).
კონცეფციის შემუშავებას საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ერთად საჯარო სამსახურის სამთავრობო საკოორდინაციო საბჭო ხელმძღვანელობს, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის წევრებითაა დაკომპლექტებული.
პროექტი „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“ დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით (USAID) ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სასწავლებლების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს საბოლოო სახეს.
აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, კოშკში მაშველები არ იმყოფებოდნენ. იმის გამო, რომ დღეს თითქმის სამბალიანი შტორმი დაფიქსირდა, ღია ზღვაში მყოფი მცურავი საშუალებები იახტკლუბში, სამაშველო სამსახურის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
ანდრო ენუქიძე თბილისში მოღვაწე რეჟისორია. ის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია. თუ როგორ შეძლებს ის ორ ქალაქში ერთდროულად მუშაობას ამბობს, რომ ეს საკითხი სირთულეებთან არის დაკავშირებული: „ვფიქრობ, კარგი დაგეგმარების შემთხვევაში ყველაფრის მოსწრება შეიძლება ისე, რომ არც ერთი საქმე არ გაფუჭდეს. ჩემთვის ეს თანამდებობა იმდენად დიდი პატივია, ვეცდები გავაკეთო ყველაფერი ისე, რომ ბათუმის თეატრი იყოს იმ სიმაღლეზე, როგორსაც ის იმსახურებს – შიდა ქართული ავტორიტეტითა და შემოქმედებითი შინაარსით, რომელიც უნდა არსებობდეს თეატრში. დარწმუნებული ვარ თავს გავართმევ“.
ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობის თანამდებობაზე ზაზა სიხარულიძისა და პაატა ციკოლიას კანდიდატურაც განიხილებოდა, თუმცა მან უარი განაცხადა ხელმძღვანელობაზე. ანდრო ენუქიძის კანდიდატურაზე კი, როგორც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქეთევან მანელიშვილი განმარტავს, პროფესიული გამოცდილებისა და ადამიანებთან ურთიერთობის გამო შეჩერდნენ.
49 წლის ახლად არჩეულ ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი, გარდა თეატრალური დადგმებისა, ავტორია რამდენიმე ფილმის, პიესისა და სცენარის. ასევე ფლობს ჯილდოებს „ოქროს ნიღაბი“ (2000 წ.), „გრან პრი“ დოსტოევსკის სახელობის მეცხრე თეატრალურ ფესტივალზე (2005 წ.). ბათუმის დრამატულ თეატრში კი მან დღემდე სამი სპექტაკლი დადგა:
„ზვავი“ (2007) – თურქი დრამატურგის თუნჯერ ჯუჯენოღლუს დრამის მიხედვით.
„დავა გემოვნებაზე“ (2013 თებერვალი) – ანდრო ენუქიძის მიერ დაწერილი კომედიური ჟანრის პიესა.
„ერთი უბრალო ამბავი“ (2013 ოქტომბერი) – უკრაინელი დრამატურგისა და სცენარისტის მარია ლადოს ორმოქმედებიანი კომედიური ჟანრის პიესის მოხედვით.
ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმის დრამატული თეატრის დასი ერთმანეთს იყო დაპირისპირებული. მსახიობთა ნაწილი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე თემურ კეჟერაძის დანიშვნას აპროტესტებდა და მხარს ყოფილ ხელმძღვანელს – გიორგი თავაძეს უჭერდნენ.
ბათუმის მერიის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ირინა შერვაშიძის ინფორმაციით, დაზარალებულების მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის, ანუ დაზარალებულებს ამის მიხედვით დაეხმარებიან.
მერიის ინიციატივით ავარიული საერთო საცხოვრებელი დროებით გადახურეს.
დღეს ბათუმის სანაპიროზე, ზღვაში, სპეციალისტებმა სამბალიანი შტორმი დააფიქსირეს.
საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა ირინა ყურუას, მეგი შავლაყაძეს, შორენა ღლონტს, ვახო ხუზმიაშვილს, ალეკო ჩუბინიძესა და შორენა გოგიჩაიშვილს სურთ.
ასევე, პროდიუსერის ვაკანსიაზე ერთი, პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელზე სამი, ხოლო მთავარი რეჟისორის ვაკანსიაზე 5 განაცხადია შესული.
როგორც „ბათუმელებს“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ განუცხადა, შესული განაცხადების გადარჩევა 15 იანვარს დასრულდება. 16 იანვარს კი გასაუბრება ჩატარდება.
ახალ თანამშრომლებს სპეციალური კომისია შეარჩევს. კომისია ოთხი წევრისგან იქნება დაკომპლექტებული და მის წევრთა ვინაობა ხვალ დილისათვის გახდება ცნობილი.
დირექტორის ინფორმაციით, სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დარსულებულია, ყინულის მოედანი აღდგენილია. ბერიძის ინფორმაციით, გარდა ამის ბათუმის მერია, ყინულის სახლში მეორე დარბაზს აკეთებს: „სპორტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ღონისძიებების ჩასატარებლად“.
სამომავლოდ, სააბონიმენტო სისტემის შემოღებასაც გეგმავენ ყინულის სახლის მოყვარული მომხმარებლებისთვის. აბონიმენტისა და მწვრთნელის ღირებულებას საკრებულოს დეპუტატები მომავალ სხდომაზე განსაზღვრავენ.
მედიის ინფორმაციით, დიდთოვლობის შედეგად დაშლილი ყინულის სასახლის აღსადგენად გაწეული ხარჯების ოდენობა თვის ბოლოს გახდება ცნობილი.
რაც შეეხება დაბადებას, 2013 წელს 57 860 ახალშობილი დაიბადა, 2012 წელს – 58 175, 2011 წელს – 59 381, 2010 წელს – 63 726, 2009 წელს – 63 806, ხოლო 2008 წელს 57 976 ახალშობილი მოევლინა ქვეყანას.
2013 წელს საქართველოში ახალშობილთა ყველაზე გავრცელებული სახელები გიორგი და მარიამი იყო.
ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი სურმავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას დღის ბოლომდე აღუდგება.
ამ დროისთვის მაღალმთიან აჭარაში ორი ათასი აბონენტი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. წუხელ გვიან ღამით კი ათი ათასი აბონენტი იყო გათიშული.
სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების თანახმად, პროგრამით სარგებლობის მსურველთა შერჩევისას წელს პრიორიტეტი შშმ პირებს, მარჩენალდაკარგულებსა და პრობაციონერებს მიენიჭებათ. მსგავსი პროგრამა მერიამ გასულ წელსაც განახორციელა. ამჯერად პროფესიული სწავლების პროგრამაში მონაწილეობის საშუალება 200 მსურველს ექნება, შესაბამისად, გაზრდილია დაფინანსებაც. მერიამ სატრენინგო მომსახურების შესყიდვა გასულ წელთან შედარებით 45 ათასი ლარიდან 60 ათას ლარამდე გაზარდა.
წელს მერია ბენეფიციარებს კომპიუტერული საოფისე პროგრამების სწავლებას, ბუღალტერიას, სტილისტის, მასაჟისტის, მდივან-რეფერენტის, ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსისა და მზარეულის პროფესიების შესწავლას შეთავაზებს. სწავლების კურსის ხანგრძლივობა არანაკლებ სამი თვე იქნება.
მერიამ ტენდერით გათვალისწინებული სატრენინგო მომსახურების შესყიდვა 31 იანვრამდე უნდა დაასრულოს.
აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში თოვდა ხულოში, უამინდობა იყო შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში. ხანძარი იყო ქობულეთში, რომლის ლიკვიდაცია დროულად მოხერხდა.
მეწყერი ჩამოწვა შუახევსა და ქედაში. გვიან ღამით ბათუმი-ადიგენის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტილი იყო თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია და ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. შავი ზღვის აჭარის სანაპიროზე სამბალიანი შტორმი დაფიქსირდა. აჭარის საგანგებო და გადაუდებელ საქმეთა მართვის სააგენტოს უფროსის ინფორმაციით ღია ზღვაში მყოფი მცურავი საშუალებები იახტკლუბში, სამაშველო სამსახურის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
მუფტის ინფორმაციით, მას ავტომანქანა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ გადასცა და მისი საკუთრება არ არის.
რა რაოდენობის თანხა დახარჯა სამმართველომ მუფტისთვის “ჯიპის” შესაძენად, ამის შესახებ ჯემალ პაქსაძეს ინფორმაცია არ აქვს:
“მე როგორც მუფტი, შესყიდვებს თვითონ არ ვაწარმოებ და არც ფინანსურ მხარეს განვკარგავ.”
რაც შეეხება მანქანის ნომერს, მუფტის განმარტებით, სერია – MUF ნიშნავს იმას, რომ ეს სამუფტოს მანქანაა, ამიტომ სამმართველოს მასში რაიმე განსაკუთრებული თანხა არ გადაუხდია:
“მთლიანად სიტყვა რომ ეწეროს, მაშინ იქნებოდა დიდი თანხა გადასახდელი, მაგალითად, ხელვაჩაურის მუფტს ჰყავს MUF-007. ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ მანქანით მუფტი გადაადგილდება,” უთხრა ჯემალ პაქსაძემ “ბათუმელებს”.
დავით ბერიძე ბათუმის მერიაში პრესპიკერის დანიშვნასა და აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ირინა ყურუას სამსახურიდან გათავისუფლებას, აჭარის ტელევიზიის დირექტორის, სოსო სტურუას ერთპიროვნულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ხოლო ბათუმის მერიაში ახალი შტატის – პრესსსიკერის თანამდებობაზე სოფიო კონცელიძის დანიშვნას, პოლიტიკური გადაწყვეტილებად:
„ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ კონკურსი არ გამოცხადებულა და არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ მერიას სჭირდებოდა პრესსპიკერი. დავაკონკრეტებ, მერის პრესსპიკერი და არა, როგორც მერმა ჯემალ ანანიძემ განაცხადა, მერიის პრესსპიკერი. როგორც ხელშეკრულებიდან გაირკვა, ეს არის პირადად მერის პრესსპიკერი ერთი წლის ვადით“.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიაში ახალი საშტატო ერთეული 2014 წლიდან დაემატა. მის უფროსად კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, სულხან ოქროპირიძის მეუღლე სოფიო კონცელიძე დაინიშნა.
დავით ბერიძე ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტს, რომ ნაცვლად 2016 წლისა, 2014 წელს მიიღოს კანონი სარეკლამო კომპანიების მხრიდან მობილურ ტელეფონებზე SMS შეტყობინებების გაგზავნის აკრძალვის შესახებ. ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული მომხმარებლის უფლებების დარღვევაა და პარლამენტმა საკითხის გადაწყვეტა 2016 წლამდე არ უნდა გადადოს.
„ბოლო წლებში კერძო სარეკლამო სამსახურები ძალიან გააქტიურდნენ – მობილურ ნომრებზე აგზავნიან სარეკლამო შეტყობინებებს. მე დავრეკე კომპანია „ჯეოსელში“ და მიპასუხეს, რომ ისინი არ გასცემენ აბონენტის ნომრებს. საიდან აქვთ ამა თუ იმ სარეკლამო კომპანიას მობილური ნომრებზე წვდომა. ამით უნდა დაინტერესდეს პარლამენტი და გამოიძიოს პროკურატურამ“.
აღნიშნული საკითხზე საქართველოს პარლამენტიც მუშაობს. განსაზღვრულია ჯარიმა 3 ათასიდან 10 ათას ლარამდე. დავით ბერიძის რეკომენდაციაა ისიც, რომ ჯარიმიდან გარკვეული პროცენტი ნომრის მესაკუთრეს,როგორც დაზარალებულ მხარეს, დაერიცხოს.
„ეს ინიციატივა გაჩნდა ერთი წლის წინ, როცა მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ერთად ვიყავით თურქეთში. ეს იყო პირველი ვიზიტი. მაშინ დავსვით საკითხი მათ გადაემზადებინათ ჩვენი ექიმები. თანამშრომლობა შედგა ჩვენსა და ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტს შორის. 16-ზე მეტი აპლიკაცია შემოვიდა. როცა პროექტის შემდგომი ეტაპი იქნება, ჩვენ თანმიმდევრულად ჩავრთავთ ყველა ახალგაზრდას მასში“, – განაცხადა შეხვედრისას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ.
სამედიცინო სფეროში კადრების თურქეთში მომზადების ინიციატორი ნუგზარ სურმანიძეა.
ახალგაზრდა მედიკოსებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, განათლებისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე შეხვდნენ. მათ გზა დაულოცეს, წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრად თითოეულ მათგანს „ვეფხისტყაოსანი“ გადასცეს.
„გახარებული ვარ ამ პროექტით, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შერჩევის სხვადასხვა ეტაპი გავიარე. საბუთების მიღება, გასაუბრება, საბუთების განხილვა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო“, – აღნიშნა ფატმა შერვაშიძემ. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა.
სწავლების პერიოდი სამ და მეტ წელს მოიცავს, რადგან ხანგრძლივობა დამოკიდებულია სპეციალობაზე. ნუგზარ სურმანიძის თქმით, წლიური სწავლის საფასურს – დაახლოებით 16 ათას დოლარს ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტი იღებს. ახალგაზრდა მედიკოსები ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან ბინითა და დღეში ორჯერადი კვებით.
პროექტის გაგრძელება მომავალშიც იგეგმება. წელს პროექტით შემდეგი სტუდენტები ისარგებლებენ:
აშკარაა, რომ პოლიტიკური სოციალიზაციის გზები პოლიტიკის შემეცნება, ფასეულობის ჩამოყალიბება ადამიანების მიხედვით მკვეთრად განსხვავდება, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ერთსა და იმავე გავლენას განიცდის სოციალიზაციის აგენტების მხრიდან, ბავშვობაში და მოზარდ ასაკში. ეს აგენტებია ოჯახი, სკოლა, უბანი, თანასწორები და რასაკვირველია ტელევიზია.
ვინაიდან ადამიანების უმრავლესობა საწყის ცოდნას საკუთარ ოჯახში იძენს, ამიტომ ოჯახი ადრეული სოციალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი აგენტია.
აღმზრდელობითი გავლენის საშუალება დიდია მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობის დროს. ბავშვი ოჯახში იძენს სოციალურ, რელიგიურ, მორალურ და პოლიტიკურ ფასეულობებს, რომელთა საფუძველზე ყალიბდება მათი ფასეულობები. პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც ბავშვები იძენენ მშობლებისგან, არის პოლიტიკური კუთვნილების საკითხი.
ჩემი აზრით, სკოლის გავლენა პოლიტიკური ცოდნის მიღების თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელოვანია. დაწყებითი სკოლა, ოჯახისგან დამოუკიდებლად, აცნობს ბავშვებს ისტორიულ პიროვნებებს, ასწავლის მათ სამშობლოს ერთგულებას, აცნობს ეროვნულ გმირებს, დღესასწაულებს. რის შედეგადაც სკოლიდან ბავშვების უმრავლესობას უყალიბდება ეროვნულობის (ნაციონალიზმის) გრძნობა, მათ უკვე შეუძლიათ განასხვავონ ლიდერები და სამთავრობო ინსტიტუტები.
უბანი და თანასწორები – უბანი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის ადამიანებს.ისინი ცხოვრობენ ან მუშაობენ ჩვენს გვერდით, ამდენად ურთიერთობა გვაქვს მათთან. უბნის მოსახლეობის შემადგენლობამ შეიძლება დიდი როლი ითამაშოს პიროვნების პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებაში. ერთგვაროვანი უბანი რომლის წევრები ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ პროფესიული სტატუსით მსგავსნი არიან, დიდ გ გავლენას ახდენენ ბავშვების და მოზარდების ძირითადი შეხედულების ფორმირებაზე. მაგალითად, თუკი თქვენი მეზობლები აქებენ ერთს და აკრიტიკებენ სხვა პარტიის კანდიდატებს, ამ შემთხვევაში სხვა პოზიციაზე ყოფნა ძნელია.
ასევე მნიშვნელოვანი და ეფექტურია საინფორმაციო საშუალებების გავლენა – ისინი წინააღმდეგობრივ როლს თამაშობენ. ერთი მხრივ, ისინი უზრუნველოყოფენ ხელისუფლებისადმი ხალხის მხარდაჭერას ეროვნული დღესასწაულებით, ეროვნული გმირების დაბადების დღეებით, ღირსშესანიშნავი პოლიტიკური თარიღების აღნიშვნით. მეორე მხრივ, ისინი ძირს უთხრიან მთავრობისადმი ხალხის ნდობის ფაქტორს, როდესაც აქვეყნებენ მოქალაქეთა საჩივრებს, თანამდებობრივი დანაშაულების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს, უთმობენ საეთერო დროს ან პირველ გვერდს პოლიტიკის კრიტიკას, პროტესტებს და აშ.
პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესის შედეგად ინდივიდი ეზიარება პოლიტიკურ კულტურას, ითვისებს მას და თავის პოლიტიკურ ორიენტაციას აყალიბებს. პოლიტიკურ სოციალიზაციას ადგილი აქვს ნებისმიერ ქვეყანაში და მმართველობის ნებისმიერი ფორმის დროს.
პოლიტიკური სოციალიზაცია გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე, პოლიტიკური ცოდნის გაღრმავებითა და შეხედულებების ჩამოყალიბებით. მშობლებისა და სკოლის ზეგავლენის შემცირების შემდეგ იზრდება თანასწორთა გავლენა მოზრდილი ადამიანები ინფორმაციას პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ჩვეულებრივ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გზითაც იღებენ. ამდენად, ეს საშუალებები თვით გახდნენ სოციალური აგენტები და ბოლოს, პოლიტიკურ ცოდნას იღებენ სოციალური გარემოდან და ახლობლებისგან.
იმის მიუხედავად, თუ რა გზით გებულობენ ადამიანები პოლიტიკის შესახებ, დროთა განმავლობაში მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ თავისი შეხედულებები მთავრობაზე, შეაფასონ ახალი კანდიდატი და ახალი იდეები.
„მონაცემთა ბაზა უნდა იყოს კონფიდენციალური. რეესტრის შექმნა გააადვილებს შშმ პირების არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას“, – განაცხადა თამაზ მჟავანაძემ.
ორგანიზაციამ ინიციატივის შესახებ წერილობით აცნობა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. ორივე უწყებისგან იდეის განხორციელებაში დახმარებას და თანადგომას მოითხოვენ, ორგანიზაცია კი მზადაა დამატებითი მასალების მიწოდებასა და და იურიდიული კონსულტაციებისთვის.
ტრენინგ კურსის პირველ ციკლში, ახალგაზრდები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას დემოკრატიის ცნებისა და ძირითადი ღირებულებების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების, სამართლიანი მმართველობის, ტოლერანტობის კულტურის, გენდერული თანასწორობის და სამოქალაქო აქტივობის ფორმების შესახებ.
გარდა თეორიული კურსისა, ჩატარდება ასევე სასწავლო ტური, რომლის ფარგლებში ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდები გაეცნობიან საქართველოს დედაქალაქში და რეგიონებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ეროვნული უმცირესობათა სათვისტომოების, რელიგიური გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიების საქმიანობას და მათთან დიალოგის რეჟიმში განიხილავენ დემოკრატიის ძირითად გამოწვევებს და შესაძლებლობებს. ტრენინგ კურსის მეორე ნაწილი კი მთლიანად დაეთმობა თანამედროვე ხელოვნების ნოვაციური ფორმის ,,თხრობითი პერფომანსები“-ს (storytelling) მომზადებისა და ჩატარების მეთოდიკის შესწავლას.
ახალგაზრდებს დეტალურად განემარტებათ „სთორთელინგის“ ყველა ძირითადი ასპექტი: სფეროების მიხედვით კონკრეტული ისტორიების დამუშავების წესები, სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფებისათვის ინფორმაციის მიწოდების სპეციფიკა, მეტყველების კულტურა, თხრობის პროცესში ემოციების მართვის წესები და აუდიტორიასთან მუშაობის ძირითადი უნარ-ჩვევები. ტრენინგის მონაწილეებს მიეცემათ პრაქტიკული სავარჯიშოები, ისინი მოამზადებენ კონრეტულ ისტორიებს და დაეუფლებიან თხრობის ტექნიკას. ამდენად, ტრენინგის პირველი ნაწილით ახალგაზრდები დემოკრატიის შესახებ აიმაღლებენ საკუთარ ცნობიერებას, ხოლო მეორე ნაწილში შეისწავლიან იმ მეთოდიკას, თუ როგორ გარდაიქმნან, უკვე ინფორმაციის მიმღებიდან მიმწოდებლებად და „სთორთელინგის“ მეთოდით დემოკრატიის გამავრცელებლებად.
ტრენინგ-კურსის პირველ ეტაპს გაუძღვებიან ფილოსოფიის, პოლიტოლოგიისა და სამართლის, ხოლო მეორე ეტაპს საჯარო გამოსვლის და მეტყველების კულტურის სპეციალისტები. დემოკრატიის მთხრობელთა სკოლის ტრენინგ კურსის გავლის შემდგომ, მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ გაერთიანდნენ „დემოკრატიის მთხრობელთა დასში“, რომელიც მოამზადებს „თხრობითი პერფომანსების პროგრამას“, სადაც მოცემული იქნება მხატრული სახით დამუშავებული დემოკრატიის ისტორიები საერთაშორისო პრაქტიკიდან, აღნიშნული პროგრამის საფუძველზე, დემოკრატიის მთხრობელთა დასი ბათუმში საჯარო და კერძო სკოლებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში გამართავს თხრობით პერფომანსების ციკლის.
ტრენინგ კურსი ტარდება ორგანიზაცია ,,ბორჯღალის“ მიერ, ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: „დემოკრატიის ისტორიები სამოქალაქო ცნობიერებისათვის“ ფარგლებში.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეები (CV) უნდა გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: tsialakatamidze@gmail.com არა უგვიანეს 12 იანვრისა, დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ პროექტის კოორდინატორს ციალა ქათამიძეს. ტელ: 598 55 29 57; 557 963 789; 591 051 341
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ანზორ ლაზიშვილმა ბრიფინგზე შემდეგი განახადა:
„დასახელდა ათი საუკეთესო სპორტსმენი. აქედან შვიდი ჩვენია – ბაჩუკი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის, მეორე ადგილის მფლობელი; ვლადიმერ გეგეშიძე – ევროპის მეორე ადგილის პრიზიორი; გიორგი ედიშერაშვილი – ევროპის ჩემპიონი დიდებში; გურამ ფერსელაძე, ირაკლი შავაძე, შოთა ფარტენაძე – მესამე ადილის პრიზიორი ახალგაზრდებს შორის; რამაზ ზოიძე ევროპის და მსოფლიო პრიზიორი ჭაბუკებში. დასახელდა ათი საუკეთესო მწვრთნელი, რომელთა შორის ასევე შვიდი ჩვენიდანაა. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იყოს საუკეთეს ფედერაცია? რით იხელმძღვანელა კომისიამ, საერთოდ გამორჩათ თუ რა მოხდა არ ვიცი“.
ჭიდაობის ფედერაციის პროტესტს ის განაპირობებს, რომ 2013 წელს აჭარის ჭიდაობის ფედერაციას 7 მსოფლიო და ევროპის პრიზიორი ჰყავს.
ვეტერანი სპორტსმენი ჯემალ არობელაძე გაუგებრობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ აჭარის ჭიდაობის ფედერაციამ წლის საუკეთესო ფედრაციის სტატუსი ვერ მიიღო.
მანელიშვილების კერძო საცხოვრებელი სახლის გვერდით, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მესამე წელია შენდება. მშენებლობის წესების დარღვევის გამო, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა კიდეც, თუმცა რამდენიმე დღის წინ საკრებულოს გადაწყვეტილებით, სამშენებლო კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ისევ განაახლა.
ეთერ მანელიშვილი აცხადებს, რომ მშენებლობის პროცესში დაზიანდა მისი კერძო სახლის ეზო და სახლის სახურავი, რის გამოც სახლში წვიმა ჩადის. „არ არის დაცული სამშენებლო ნორმები. პირდაპირ სართულებიდან ყრიან ცემენტის, ქვების და სხვა სამშენებლო მასალების ნარჩენებს, რის გამოც ჰაერი და საცხოვრებელი გარემო ბინძურდება, ამით საფრთხე ექმნება ჩვენს ჯანმრთელობასაც. სამშენელო კომპანიამ მიიტაცა ჩვენი კუთვნილი ეზოს ნაწილიც“, – აცხადებს ეთერ მანელიშვილი.
დაზარალებულები სამშენებლო კომპანიისგან მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, სახლის სახურავის აღდგენასა და სამშენებლო ნორმების დაცვას მოითხოვენ: „მე მინდა მივმართო ადამიანის უფლებათა დამცველებს, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ ვერ შევძლებთ სასამართლოში საქმის წარმოებას უსახსრობის გამო და არც ნდობა გვაქვს სასამართლოსი. გარდა ამისა, სასამართლოს სჭირდება დრო, ჩვენი სახლის სახურავი კი ჩატეხილია და წვიმა და თოვლი ჩამოდის. აღნიშნული საქმე გადაგზავნილია პროკურატურაშიც. მიგვაჩნია, რომ ირღვევა ჩვენი, როგორც მოქალაქეების და როგორც ადამიანების უფლება, მესამე წელია მიდის ზეწოლა, მოგვაყენეს მატერიალური ზიანი, სახლი გახადეს სიცოცხლისთვის საშიში. მოვითხოვთ, ჩაერიონ შესაბამისი ორგანოები და ჩვენი უფლება იქნას დაცული“.
„ბათუმელებმა“ კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
აჭარაში მეციტრუსეებს მანდარინი ხეზე დარჩათ. გლეხების ნაწილმა თოვლის გამო მანდარინი ვერ დაკრიფა. ხოლო ვინც მოკრეფა მოასწრო ვერ გაყიდა. ჩაქვში, სოფელ ხალაში მცხოვრები მეციტრუსეები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
სოფელ დიდაჭარაში დავასრულე სკოლა, სწორედ იქ სწავლისას გადავწყვიტე ჟურნალისტობა. მეტისმეტად რომანტიკულად მესახებოდა მაშინ ეს პროფესია. ვუყურებდი სიუჟეტებს, სადაც ჟურნალისტები უცხოეთში დადიოდნენ, აქტიურობდნენ, საოცარი ადგილებიდან ჰქონდათ პირდაპირი ჩართვა. ერთი მიზეზი იყო ეს, მეორე კი _ სოციალური ფონი, რომელიც ჩემს სოფელში, ჩემ ირგვლივ იყო. კარტოფილის აღების პერიოდში ვნახე, რომ მთლიანი მოსავალი გაუფუჭდათ გლეხებს, მაშინ მომინდა, რომ ეს პრობლემა დამენახებინა სხვებისთვის, ერთი ადამიანის გაჭირვება მეორესთვის გამეზიარებინა. ვფიქრობდი, რომ ასე შევძლებდი მათ დახმარებას.
რამდენად გაამართლა შენი მოლოდინი არჩეულმა პროფესიამ?
დღეს უკვე სულაც არ ვოცნებობ ეკრანზე, არც მოგზაურობა მინდა ჟურნალისტის ამპლუაში, ჟურნალისტიკის შიდა სამზარეულო უფრო სხვა აღმოჩნდა, შრომატევადი, თან ძალიან საპასუხისმგებლო, ერთმა შეცდომამაც კი შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს, ამიტომაც რთულია მუშაობა, თუმცა ჩემთვის საოცრად სასიამოვნო და აუცილებელიც. სოციალურ თემატიკაზე მუშაობისას ვხვდები, რომ ჩემი მოლოდინი მართლდება, ხშირად მეხმაურებიან, გაერთიანებულ ადამიანებს ყოველთვის მეტი ძალა გვაქვს, ჟურნალისტებს განსაკუთრებით. ჩვენზე ამბობენ, მეოთხე ხელისუფლება ხართო. მე ვფიქრობ, მეორე ან მესამე ვართ, ჩვენს გუნდურობას მყისიერი შედეგი აქვს.
რა არის ყველაზე სასიამოვნო ამ პროფესიაში?
მოქალაქეები როცა გვთხოვენ მათი პრობლემის გაშუქებას, გვიხსნიან, რომ ყველა შესაბამის ინსპექციაში აქვთ დახმარების თხოვნა მიმართული, თუმცა დახმარება მხოლოდ მას შემდეგ მისდით, რაც ჩვენ ვაშუქებთ. როცა მუშაობის შედეგს ვხედავთ, ეს ყველაზე კარგი გრძნობაა, მეტი სტიმულია, ხედავ, რომ შენი საქმიანობა ფუჭი არ არის. ჩემი სამსახური ჩემი ცხოვრების აზრია, ჩემს მომავალს ამ პროფესიაში ვხედავ.
ახალი ამბების სააგენტო “ინტერპრესნიუსში” როგორ აღმოჩნდი?
ნინო ხოზრევანიძე
ჯიპაში სწავლისას გავაანალიზე რა იყო ჟურნალისტიკა, სად მოვხდი და რა უნდა გამეკეთებინა. სწავლას ვამთავრებდი, როცა მივედი სააგენტოში, რედაქტორს შევთავაზე საკუთარი კანდიდატურა ბათუმში. მიპასუხა, რომ მოიფიქრებდნენ, რედაქციიდან გამოვედი თუ არა დამირეკეს და მითხრეს: თქვენ რამდენიმე წუთის წინ იყავით მედია პალიტრაში, თუ შეგიძლიათ უკან შემობრუნდეთ? რედაქტორს სურს თქვენთან საუბარი. მეც შევბრუნდი უკან და უკვე მესამე წელია იქ ვარ. მომწონს ჩემი სამსახური, თან რეგიონში მხოლოდ მე ვმუშაობ, ვხედავ ჩემი მუშაობის შედეგს. საინფორმაციო სააგენტოში მუშაობა ჩემთვის საინტერესოა, აქ უფრო მეტი კავშირი გაქვს მაყურებელთან და მკითხველთან, იცი შენი მასალა რამდენმა ადამიანმა ნახა, გწერენ კომენტარებს, რაც სასარგებლოა შემდგომში შენი მუშაობისთვის. “ჯიპაში” მასწავლეს გაზეთში, რადიოსა და ტელევიზიაში მუშაობა. გამომადგა ყველა მათგანი, ვიდეორგოლებზე მუშაობა ძალიან მომწონს, მონტაჟისა და გადაღების პროცესი ჩემთვის საინტერესოა. საინფორმაციო სააგენტოში დასაქმებული ჟურნალისტი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ტელევიზიის ჯგუფი. ვიდეო უნდა გადაიღო, ფოტოებიც და თან ტექსტიც დაწერო. სააგენტო, თუ ჩქარა არ გაავრცელებს ინფორმაციას, მერე აზრი ეკარგება მის მუშაობას. საერთოდ, მე მაქვს მოტივაცია, რომ უნდა გავაკეთო პირველმა, სამსახურებრივი აზარტია. საერთოდ, პირველობა არის ჩემი აზარტი.
როგორ ახერხებ იმას, რომ იყო პირველი?
რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მე მუდმივად ვფიქრობ ჩემს სამსახურზე. ახლაც, თვალი ტელეფონზე გამირბის, თუ ვინმემ დამირეკა, რომ მასალაა, მაპატიე, მაგრამ ჩვენი ინტერვიუ შეწყდება. მეგობრის ქორწილიდან გამოვიქეცი მასალის გამო, მასალა მოვამზადე და მერე დავბრუნდი ქორწილში. ყოველდღე ვმუშაობ, არასოდეს მითქვამს დღეს ვისვენებ და ვერ გავაკეთებ მასალას-მეთქი. გვიანამდე ვმუშაობ, ერთადერთი, დილით ძილი მიყვარს, თუ რამე არ არის დაგეგმილი, ათ საათამდე არ ვიღვიძებ.
რამდენიმე თვის წინ შენ უჩივლე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს სასამართლოში, რატომ გახდა ეს საჭირო?
ეს საჭირო გახდა იმიტომ, რომ მაღალჩინოსნებს არ უყვართ კრიტიკა. ძალიან რთული იყო ეს ფაქტი ჩემთვის, ფაქტობრივად ათი დღის განმავლობაში უმოქმედო ვიყავი, ძნელად გადავიტანე, პირველად მოხდა ასეთი სკანდალი ჩემს ცხოვრებაში, მე არ დავზარალებულვარ, არ მომიტყუებია, მორიგებაზე წამოვიდნენ და აღიარა კიდეც, რომ მე არ მითქვამს ტყუილი. როცა ოპოზიციაში იყო ავთანდილ ბერიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, სულ სხვანაირად კონტაქტობდა ჟურნალისტებთან, ახლა კი ბევრ ჟურნალისტთან გაუფუჭდა ურთიერთობა.
ექსტრემალურ პირობებში გიწევს მუშაობა, რეპორტაჟის მომზადების დროს თუ ფიქრობ ამაზე?
არ ვფიქრობ ამაზე, საკუთარი თავი არ მახსოვს ხოლმე. “შერატონთან” “ნაციონალებს” ჰქონდათ პრაიმერი. მათ წინააღმდეგ მოქალაქეები აქციას მართავდნენ, ბარიკადებს აქეთ ვმუშაობდი, როცა ხელში ტკივილი ვიგრძენი. საშინლად მტკიოდა, მაგრამ ყურადღების მისაქცევად დრო არ მქონდა, აქცია გავაშუქე, მხოლოდ საღამოს სახლში მისულმა დავხედე ხელს, გაშავებული მქონდა, რაღაც მომხვდა, რამაც სისხლჩაქცევა გამოიწვია. ჩემი ოჯახის წევრებიც შეეჩვივნენ ჩემს რეჟიმს, თავიდან შფოთავდნენ, თუმცა პრეტენზიებს არ გამოთქვამდნენ ჩემი პროფესიის გამო, პირიქით, ყოველთვის ხელს მიწყობდნენ, სწავლაში მეხმარებოდნენ.
გართობისთვის თუ გრჩება დრო და როგორ ერთობი?
რა თქმა უნდა ვახერხებ გართობასაც, ჩემი მეგობრების უმეტესობა ჟურნალისტია, ერთად დავდივართ ყველგან და ვცდილობთ, დრო გართობისთვისაც გამოვყოთ. ბუნებაში სეირნობა გვიყვარს, კაფეებში დავდივართ, ადრე კლუბშიც დავდიოდი, ახლა აღარ. სასაცილო ამბებიც გვემართება, ჩემს დაბადების დღეზე მასალის გამო ისე დავაგვიანეთ კაფეში მისვლა, რომ ტორტი შემოიტანეს მაშინ, როცა უკვე აღარ იყო ჩემი დაბადების დღე.
შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?
პირად ცხოვრებაში ყოველთვის ხდება რაღაც, ზოგჯერ მნიშვნელოვანი, ზოგჯერ უმნიშვნელო, არ ვიცი ახლა რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ის რომელ კატეგორიას განეკუთვნება.
რაზე ოცნებობ?
ცოტა ამბიციური ოცნება მაქვს, ვოცნებობ `სიენენში~ მუშაობაზე, ძალიან მინდა ვიყო `სიენენის~ ჟურნალისტი და ვმუშაობდე მათთვის საქართველოდან.
შენი მომავალი გეგმები რას უკავშირდება?
კონკრეტული გეგმა მაქვს. ვცდილობ, ენის ბარიერის გადალახვას, საზღვარგარეთ მინდა წასვლა, ევროპაში ან ამერიკაში. ვფიქრობ, ამას ერთი წლის შემდეგ შევძლებ.