ლექსების კრებულის პრეზენტაცია

 

დღეს, 24 აპრილს,  ბენზეს #18  საჯარო სკოლაში პოეტ თინა თენიეშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. 

ექსკურსია ჭყვიშში

გაზაფხულდა და შესაბამისად ექსკურსიების რიცხვმაც იმატა.  საერთოდ, ძალიან არ მიყვარს ექსკურსიები. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ, ალბათ ზედმეტად დამღლელია ჩემთვის, მაგრამ როცა ექსკურსია ისეთ ადგილებშია დაგეგმილი, რომლებიც მართლაც უმაგრესია თავისი ბუნებით და ისტორიით, ვიღებ „მსხვერპლს“ და სამაგიეროდ კარგ შთაბეჭდილებებს და ცოდნას ვიტოვებ.

ჰოდა, ერთ დღესაც როცა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ სალონში მივედი და გავიგე რომ დაგეგმილი იყო მორიგი უფასო ექსკურსია ახლა უკვე  ჩემთვის უსაყვარლესი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში, ჭყვიშში, მაშინვე გადავწყვიტე წასვლა და არც მინანია, ჩემი ფილტვებიც ვასიამოვნე ასე მონატრებული სუფთა ჰაერით, ყურებიც –  ახალი ამბების მოსმენით და თვალებიც – შესანიშნავი ხედებით ტკბობით.

გალერეის გასახსნელად დაკლიკეთ პირველ ფოტოზე:

მურმან დუმბაძე ჟურნალისტებს: „გამოიყენეთ ნაცნობები“

შეხვედრაზე კითხვები დაისვა აჭარის ტელევიზიის პროგრამულ დამოუკიდებლობასთან და ბორდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებითაც. კანონპროექტის მიხედვით აჭარის ტელევიზიას უნდა ჰყავდეს მრჩეველთა საბჭო და არა ბორდი, თუმცა ეს საკითხი, როგორც მურმან დუმბაძე ამბობს, კვლავ განსახილველია.

 

დეტალების დაზუსტებისა და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად, მურმან დუმბაძემ აჭარის ტელევიზიის სტატუსით დაინტერესებული პირები საქართველოს პარლამენტში დაპატიჟა:

 

„30 აპრილს იქნება ამ საკითხის განხილვა და შეგვიძლია კონკრეტულ დეტალებზე იქ ვისაუბროთ“.

 

მურმან დუმბაძემ ყურადღება გაამახვილა აჭარის ტელევიზიის მომავალ ბორდთან დაკავშირებით. მან რეგიონში მცხოვრებ ჟურნალისტებს აქტიურობისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ ბორდში მოსახვედრად იბრძოლონ: „აქედანვე უნდა დაიწყოთ ამაზე ფიქრი და კონკურენციაში უნდა შეხვიდეთ. მე ხშირად მსაყვედურობენ, როცა ვამბობ, რომ ნაცნობებს ვუწევ რეკომენდაციებს, მაგრამ ეს სირცხვილი არ არის, გამოიყენეთ ნაცნობობა. მე, პირადად, ადგილობრივ ჟურნალისტებს რეკომენდაციებს გავუწევ“.

მურმან დუმბაძე: ‘პროფაილები, რომელიც შექმნილია ჩემი სახელით, მე არ მეკუთვნის’

„მე თვითონ გაკვირვებული დავრჩი, როცა ვნახე რამდენი რამე გაუკეთებია ამ ახალგაზრდას ჩემს სასარგებლოდ. ფიქრობს ჩემზე, საიტებს ქმნის, წერილებს წერს, მოკლედ დღე და ღამე ჩემზე ზრუნავს. ვურჩევ, მეტი იზრუნოს, მაგრამ უფრო ღირსეულად“- აცხადებს მურმან დუმბაძე.

 

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელებს იშვიათად იყენებს და მხოლოდ წერილების შესამოწმებლად შედის „ფეისბუკში“:

 

„ის პროფაილები რომელიც შექმნილია ჩემი სახელით, მე არ მეკუთვნის. მე პროფესიით მათემატიკოსი გახლავართ, პროგრამისტი, მაგრამ სოციალურ ქსელს იშვიათად ვიყენებ.

 

ქალბატონი თამარ თაბუკაშვილი რომელიც მიმოწერებშია ნახსენები, პირველი ოქტომბრის მერე არ მინახავს, ეს გოგო ძალიან აქტიური იყო არჩევნებამდე. დაუსაქმებელია ისიც და მერაბ ღოღობერიძეც და საქართველოს მოქალაქეები რომ დასაქმდნენ, ჩვენ ამისთვის ვზრუნავთ.“  

სამი ბრინჯაო და მოსადის ინსტრუქტორი ბათუმში

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა 11 ოქროს, 12 ვერცხლისა და 27 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბათუმელთაგან ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ: გია დიასამიძე (14-15 წლიანები, -70 კგ), ლაშა ვარშანიძე (18-34 წლიანები, 70 კგ) და ნანა მჟავანაძე (16-17 წლიანები, 55 კგ). მათ საპრიზო ადგილები კუმიტეში (ორთაბრძოლა) მოიპოვეს. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრები გუნდურ პირველობაში მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა, მესამეზე თურქეთის ეროვნული გუნდი გავიდა.

გოჩა სურმანიძე: ტურნირით კმაყოფილი ვარ, ხუთი სპორტსმენიდან სამ მედალს რომ მოიპოვებ, თან მსოფლიო ჩემპიონატზე, ურიგო ნამდვილად არ უნდა იყოს. რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს, ზაფხულში სემინარების ჩასატარებლად ვაპირებთ გაბი მიხაელის მოწვევას. გაბი მიხაელი გახლავთ მსოფლიო უსაფრთხოების აკადემიის მთავარი ინსტრუქტორი, ისრაელის დაზვერვის ინსტრუქტორი და მსოფლიოს კრავ-მაგას (თავდაცვისა და თავდასხმის სისტემა, რომელსაც გამოიყენებენ სპეცსამსახურები) ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მომთაბარე ხელბურთელები

მერაბ ჭანტურია: 2010 წლამდე ბავშვთა ლიგაში გამოვდიოდით, სადაც 1990-1992 წლებში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობდნენ. შემდეგ კი, როდესაც ბიჭები წამოიზარდნენ, საქართველოს ეროვნულმა ფედერაციამ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის ნება დაგვრთო. პირველივე წელს მესამე საპრიზო ადგილი ავიღეთ და ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყო. იმავე წელს, შანსი გვქონდა, როგორც საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს, ევროტურნირზემ იგვეღო მონაწილეობა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ გავემგზავრეთ. ამან კი ერთ-ერთ ჩვენს სპორტსმენზე უარყოფითად იმოქმედა და გუნდი დატოვა, ასე ვთქვათ, პერსპექტივა ვერ დაინახა, თუმცა ჩვენ არ დაგვიყრია ფარ-ხმალი. მომდევნო, 2011 წელს საპრიზო ადგილი ვერ დავიკავეთ და მეოთხე ადგილზე გავედით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჩემპიონატი ასე ვთქვათ, ღიაა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ქვეყნის მსურველ გუნდს შეუძლია. იმ წელს „ნეფთჩი“ დაგვემატა აზერბაიჯანიდან. ეს ერთადერთი წელი იყო, როდესაც სამეულში ვერ მოვხვდით. 2012 წელს მეორე ადგილზე გავედით და წლევანდელ პირველობასაც ისეთი პირი უჩანს, რომ ჩემპიონატს მეორე ადგილზე დავასრულებთ.

 

 

რატომ მეორე და არა პირველი?

 

 

– პირველ ადგილზე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდია, რომელიც სტუდენტთა შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან. ძლიერი გუნდია. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩემპიონატში საქართველოს ფაქტობრივად სამი ნაკრები ასპარეზობს. პირველი „გპი“, „იმედი“ და „მერანი“. და ასეთ კონკურენტებს შორის ვერცხლის მედლის მოგება ცუდი შედეგი არ უნდა იყოს.

 

 

ვერცხლის მედლისა და ევროსაგზურის

 

 

– ევროსაგზურის რა მოგახსენო?! თუ ადრე მესამეადგილოსანსაც ჰქონდა შანსი ევროტურნირებზე გასულიყო, წელს ვითარება შეიცვალა, მხოლოდ ჩემპიონი გადის, ასე ვთქვათ ჩემპიონთა ლიგაზე.

 

 

ხელბურთის ევროპულმა ორგანიზაციამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება?

 

 

– არა. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ. ყველაფერი კი ფინანსებთან ასოცირდება. არადა სწორედ წელს გვყავს ისეთი გუნდი, რომელიც ღირსეულად წარსდგებოდა ევროტურნირებზე. მართალია, ნაკლებად მჯერა, მაგრამ შესაძლოა შეიცვალოს ვითარება და ევროპულ ტურნირებზე ასპარეზობის უფლება დაგვრთონ.

 

 

სწორედ წელს გვყავს კარგი გუნდიოისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს მომავალ წელს ცვლილებებს ელით შემადგენლობაში

 

 

– ჩვენი ხელბურთელი, გიორგი ქავთარაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატია, მეორე, რეზო ჭანტურია, ჩემი შვილი, რომელიც ჩვენს გუნდში თამაშობს, ნაკრებში მიიწვიეს, მაგრამ, სწავლის გამო უარი თქვა. მისის ნებაა, ვერ დავუშლი. რაც შეეხება მომავალ წელს, ასაკობრივი სირთულეების წინაშე დავდგებით ალბათ. სწორედ ასაკის გამო ბევრი ხელბურთელი დატოვებს გუნდს. თუმცა, კარგი თაობა მოდის და იმედია, ამ დანაკლისს მალევე ავინაზღაურებთ.

 

 

პირობებზე მინდა გკითხოთ

 

 

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტია გიორგი კირთაძე, მან საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა აჭარაში ხელბურთის განვითარებისთვის, რისთვისაც გუნდის სახელით მადლობას მოვახსენებ. დღესდღეობით ქალაქ ბათუმის მერიის დაფინანსებაზე ვართ. მარტივად რომ გითხრათ, ფორმებით, ინვენტარით, შეჯიბრებეზე გამგზავრებით, სასტუმროს ხარჯებით და კვებისთვის აუცილებელი თანხით სწორედ მერია გვაფინანსებს და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. კმაყოფილები ვართ. შეძლებისდაგვარად ბიჭებს პრემიალური თანხებიც ეძლევათ. ერთადერთი პრობლემა, რაც გვაქვს დიდი ხანია, დარბაზის უქონლობაა. ხან უნივერსიტეტის დარბაზში ვვარჯიშობთ, ხან ბულვარში ღია მოედანზე, ხანაც ბონის სპორტდარბაზში. მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით.

 

 

გამოსავალი არ ჩანს?

 

 

– გადატანილი ყინულის სასახლის გვერდით აიგო მსგავსი ნაგებობა და ჩემი ინფორმაციით, სწორედ იქ განთავსდება დარბაზი სპორტული თამაშებისთვის და ჩვენც სავარაუდოდ, იქ დავიდებთ ბინას.

 

 

რეალური პერსპექტივა

 

 

– პერსპექტივა ისააა, რომ ამ სახეობას მოვლა უნდა, თორემ ნიჭი და მონდომება არ გვაკლია. რატომ აქვს „გპი“-ს ასეთი კარგი შედეგები?! – იმიტომ რომ მათ ხელბურთელებს სოლიდურ ხელფასს უხდიან, საკუთარი დარბაზიც აქვთ…

 

 

დარბაზს რაც შეეხება, ჯერჯერობით დაპირებების იმედად ხართ?

 

 

– დიახ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად აშენდება. 2017 წელს ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში საქართველოში გაიმართება, ეს უკვე გადაწყვეტილია. სავარაუდოდ, სამი ჯგუფი იქნება, ერთი თბილისში ითამაშებს, ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში.

 

 

ევროპის ჩემპიონატი საქართველოში?

 

 

– დიახ, რატომ გიკვირთ?! 2015 წელს თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიადა ტარდება და რატომ არ შეიძლება ხელბურთში ევროპის ჩემპიონატსაც ვუმასპინძლოთ?!

 

 

კარგით, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე სანაკრებოდ გყავთ გუნდში ვინმე?

 

 

– რა თქმა უნდა, როინ ბაინაზიშვილი, რომელიც დღესდღეობით საუცხოო ფორმაშია, ნაკრების კანდიდატია და დარწმუნებული ვარ, რომ ოლიმპიადაზე აუცილებლად ვიხილავ.

წიგნის დღე წიგნის გარეშე

 

„ამ დღეს არის საავტორო უფლებების მსოფლიო დღე და შექმნილი სიტუაციის გამო მაღაზიები გვიცხადებენ სოლიდარობას. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი მაღაზია, მაგრამ მაღაზიების უმრავლესობა ამ დღეს დაკეტილი იქნება. გასულ წლებში ეს იყო ჩვენთვის სადღესასწაულო ღონისძიებების მთელი პაკეტი, მაგალითად, როცა გამომცემლობა „დიოგენეს“ ფინანსურად შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა, ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავდით ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გაცემით ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის პოეზიაში. 2010 და 2011 წელს ჩვენ ეს მოვახერხეთ, შემდეგ უკვე ფინანსური სირთულეების პერიოდი დაიწყო. ასევე უამრავი სხვა ღონისძიება იყო ამ დღეს, ერთობლივი აქციები, ფასდაკლებები, გაყიდვა, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ მხიარული და ხალისიანი დღე ყოფილიყო“ – ამბობს თამარ ლებანიძე, გამომცემლობა `დიოგენეს~ ხელმძღვანელი.

 

აქციას უერთდებიან სხვა გამომცემლებიც, მათ შორის „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც“. „ჩვენი მაღაზია რა თქმა უნდა უერთდება ამ აქციას, რომელიც გამომცემლობების სოლიდარობის ნიშნად იმართება. გასულ წლებში აღვნიშნავდით ხოლმე, თავისუფლების მოედანზე ყველა მაღაზიას ჰქონდა თავისი კუთხე და ვაწყობდით ამ დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ღონისძიებას, ფასდაკლებებით.“ – თქვა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ბაკურ სულაკაურმა.

 

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ არ  შეუერთდება აქციას გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“.  

 

 „ამის მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ ასე გადავწყვიტეთ რომ ჩვენ დღეს ვიმუშავებთ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ მარი წამალაშვილმა, „ბიბლუსის“ პიარმენეჯერმა.

 

გამომცემლობების პროტესტის გამო, ბათუმში 23 აპრილს აღარ გაიმართება წიგნების საგაზაფხულო გამოფენა-გაყიდვა, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკის სკვერში უნდა შემდგარიყო. წიგნების გამოფენა-გაყიდვის ახალი თარიღის შესახებ გაზეთი „ბათუმელები“ ვებგვერდის: www.batumelebi.ge  საშუალებით მოგაწვდით ინფორმაციას.

 

წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა თავდაპირველად „იუნესკომ“ დაიწყო. ამ დღეს წინ უძღოდა საინტერესო ესპანური ტრადიცია. კერძოდ, კატალონიაში 23 აპრილს, სერვანტესის გარდაცვალების დღეს, მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ და მათგან წიგნებს იღებდნენ საჩუქრად.

 

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ბარათები არ მიუღია

 

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერები არ მიუღია – ამის შესახებ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარმომამდგენლებმა განაცხადეს. 

 

ამ პრობლემის დროულად გამოსწორების მოთხოვნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგანგებო ბრიფინგით მიმართეს საკრებულოს ფრაქცია „მაჟორიტარისა“ და „ბათუმისათვის“ წევრებმაც: „ეს ხარვეზი დაუყონებლივ უნდა გამოსწორდეს, იმისათვის რომ შეიცვალოს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სამართლიანად ნეგატიური განწყობა. მათ აქვთ უფლება ისარგებლონ ყველა იმ პროგრამით რასაც სოფლის მეურნეობის სამინისრო განახორციელებს.“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ვერულიძემ ბრიფინგზე.

ვაკანსია – მასწავლებელი

 

 

ბათუმის მე-17 სკოლაში 42 პედაგოგი მუშაობს. უკანასკნელი სამი წლის მანძილზე სკოლას რომელიმე საგანში ახალი მასწავლებელი არ მიუღია. პირიქით, რუსული ენის საათების შემცირების გამო საგნის მასწავლებელთა რაოდენობა შეამცირა.

 

 

„საათების რაოდენობა არ შეცვლილა, საპენსიოც არავინ მყავდა, შესაბამისად, ძველი კადრები მყავს. შარშან მყავდა მაძიებლები. კარგი სპეციალისტები იყვნენ, სერტიფიცირებაც გაიარეს, მაგრამ არ იყო საშუალება, რომ დამეტოვებინა“, –  ამბობს მე-17 სკოლის დირექტორი ირინე ვადაჭკორია.

 

 

რუსული ენის პედაგოგი მედეა მირსულთანოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლიდან საგნის საათების შემცირების გამო გაათავისუფლეს. მედეამ ორი სასერტიფიკატო გამოცდა იმ იმედით ჩააბარა,  რომ სამუშაოს იპოვიდა.

 

 

„უმუშევარი როცა დავრჩი, სერტიფიცირება იმ იმედით გავიარე, რომ ადვილად შევძლებდი სამსახურის პოვნას, თუმცა ასე არ მოხდა. ახლა ვაპირებ უცხო ენისა და კომპიუტერის გამოცდაც ჩავაბარო, იქნებ უფრო ადვილად მოვძებნო სამსახური,“ –  ამბობს მედეა.

 

 

მასწავლებლობის მსურველები ხშირად რესურსცენტრებს მიმართავენ, განცხადებებს ტოვებენ აჭარის განათლების სამინისტროში ან უშუალოდ სკოლებში. 

 

 

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ ის ხშირად ამოწმებს სამინისტროს ბაზას. ბაზაში ახლა 25-მდე მასწავლებლობის მსურველია. აღნიშნული საინფორმაციო ბაზა ყველა საჯარო სკოლას ეგზავნება, თუ სკოლას რომელიმე მასწავლებლობის მსურველის მონაცემები მოეწონა და თან საჭიროებაც აქვს საგნის სპეციალისტის, მაშინ ის მასწავლებელს გასაუბრებაზე იბარებს. თუმცა ეს იშვიათად ხდება. მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ როგორც წესი, სკოლებში ვაკანსია არ არის.   

 

 

„ბოლო 3 წლის განმავლობაში 10 მასწავლებელი დავასაქმე. აქედან 4 ინგლისურის იყო, ხუთი ძირითად შტატზე მივიღე, ხუთი დროებით, დეკრეტულების ადგილზე. ამჟამად ვაკანსია არ მაქვს,“ – ამბობს მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“.   

 

 

მისი თქმით, ახალი კადრის არჩევის კარგი საშუალებაა მაძიებლობის პროგრამა, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ კარგი კადრის სკოლაში დატოვება ვერ ხერხდება.   

 

 

„ძალიან კარგი პროგრამაა მაძებლობის პროგრამა, გზას უხსნის ახალგაზრდას სკოლაში შესასვლელად. მაგრამ მოხდა ისე, რომ დამთავრდა ეს მაძიებლობის პროგრამა, არ იყო ვაკანსია სკოლაში, შესაბამისად, ეს ახალგაზრდები ჩვენგან წავიდნენ და ალბათ სხვაგან დასაქმდნენ. მე, მაგალითად, მაძიებლის დასაქმების ფაქტი არ მქონია,“ – ამბობს მარიზა აბაშიძე.  

 

 

ბათუმის კიდევ ერთ, #8 საჯარო სკოლაში 92 მასწავლებელი მუშაობს. სკოლის დირექტორი გივი ხალვაში ამბობს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე სკოლამ მხოლოდ ხუთი ახალი მასწავლებელი მიიღო.

 

 

„მათემატიკის მასწავლებელი მივიღე, სპორტის და კიდევ დაწყებითი კლასების სამი პედაგოგი,“ – ამბობს გივი ხალვაში. 

 

 

განსხვავებული სიტუაციაა კერძო სკოლებში. ეს სასწავლო დაწესებულებები მასწავლებელთა დასაქმების ალტერნატიული საშუალებაა.   

 

 

„განსხვავებით საჯარო სკოლებისაგან, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, კლასები იზრდება და ჩვენც აუცილებლად პედაგოგთა რაოდენობა გვემატება. თუკი დასაწყისში გვყავდა ორი-სამი დაწყებითი მასწავლებელი, ამჟამად სამი პარალელური კლასი გვყავს და, შესაბამისად, მასწავლებელთა რაოდენობა გაიზარდა. მარტო შარშან შვიდი ახალი მასწავლებელი მივიღე. ყოველწლიურად სამ-ოთხ მასწავლებელს ვამატებ. ძირითადად დაწყებით კლასებში დავამატეთ, ასევე გეოგრაფიაში, ისტორიაში, მათემატიკასა და ხელოვნებაში,“  – ამბობს კერძო სკოლა „ნიკეს“ დირექტორი იზოლდა ტაკიძე.  

 

 

„ბოლო ვაკანსია მქონდა ახლახან, სპორტის მასწავლებელს ვეძებდით. საერთოდ ახალგაზრდები ნაკლებად არიან მასწავლებლობის მსურველები. თუკი სურვილი აქვთ, ისეთები მოდიან, ზოგი ვერც უძლებს ჩვენს დატვირთვას და მოთხოვნებს. ძალიან ძნელია კადრის შერჩევა. არ უნდათ იმ ტვირთის აღება, რომელსაც მასწავლებლობა ჰქვია,“  –  ამბობს კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის ხელმძღვანელი მარინე ცივაძე.    

 

 

მასწავლებელთა ვაკანსიების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ვებგვერდზე _ პედაგოგი.გე-ზე ქვეყნდება. დღეისათვის ვებგვერდზე 13 ვაკანსიაა ქვეყნის მასშტაბით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2012 წელს ვებგვერდზე 605 განცხადება გამოქვეყნდა. მიმდინარე წლის სამ თვეში კი ვაკანსიების რაოდენობა 89-ს შეადგენს.  სკოლები ყველაზე ხშირად ინგლისური ენის პედაგოგს ეძებენ.

 

ბოლო სამი წლის მანძილზე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი ინგლისურის 288, ფრანგულის – 32-მა, რუსულის – 48, გერმანული ენის 64-მა, ქართული ენის – 50-მა და ისტორის 62-მა სპეციალისტმა დაამთავრა. „ბათუმელებს” უნივერსიტეტიდან იმის შესახებაც მოაწოდეს სტატისტიკა, თუ რამდენი სტუდენტია მათი მონაცემებით დასაქმებული, თუმცა უცნობია, რამდენი მათგანი მუშაობს სკოლაში. 

 

ჟურნალისტი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ

ჟურნალისტმა სასამართლოს განუცხადა, რომ თანახმაა მორიგებაზე, ოღონდ იმ პირობით, თუ ავთანდილ ბერიძე სპეციალურ ბრიფინგზე უარყოფს, მის მიერ 11 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან ნინო ხოზრევანიძეს მატყუარა უწოდა.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე სასამართლოში არ გამოცხადებულა. მისმა წარმომადგენელმა გელა ღოღობერიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ უარყოფასთან დაკავშირებით კონსულტაციები თავის მარწმუნებელთან არ გაუვლია, ამიტომ მხარეს სთხოვა ნათლად ჩამოაყალიბოს, რას გულისხმობს უარყოფაში. გელა ღოღობერიძე: „ჩემ სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ: მასალა იყო ტყუილი და არა პიროვნება – ნინო ხოზრევანიძე“.


ავთანდილ ბერიძე
ავთანდილ ბერიძე


გელა ღოღობერიძემ იქვე დასძინა,  რომ ავთანდილ ბერიძეს საკუთარი აზრის გამოთქმას არც ერთი კანონი არ უკრძალავს. ჟურნალისტსაც უნდა ჰქონდეს თავისი ეთიკა“.


წელს 11 თებერვალს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფიგზე ნინო ხოზრევანიძეს მატყუარა უწოდა.  

 

„ეს არ იყო პირველი შემთხვევა და მე არ ვყოფილვარ გამონაკლისი, ვისაც ავთანდილ ბერიძემ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი,“ – სარჩელის შეტანის დროს ასეთი მოტივაცია ჰქონდა ნინო ხოზრევანიძეს.

 

ავთანდილ ბერიძეს სასამართლოში კიდევ ერთი ჟურნალისტი – ტარიელ ცეცხლაძე უჩივის.

 

ჟურნალისტების ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

 

„მთავარია, ხელი არ ჩაიქნიო“


ილო, როგორც ვიცი, მუსიკალური განათლება გაქვთ. რამდენად განაპირობა ამან თქვენი დღევანდელი ცხოვრება, რამდენად რეალიზებული ხართ ამ მხრივ?

სამწუხაროდ მუსიკოსობა პროფესიად არ მიიჩნეოდა მაშინ, ახლა თუ შემდგარი მუსიკოსი ხარ, არ არსებობს დასაქმებული არ იყო. მე, პირადად, მასწავლებლობა მიჭირს, ვიყავი წელიწადნახევარი სკოლაში, მაგრამ… დღეს რომ მოვინდომო, მასწავლებლად მინიმუმ სამ სკოლაში დავიწყებ მუშაობას. ასე რომ, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი არჩევანი გავაკეთე, როცა მუსიკას გავყევი, უფრო სწორად მუსიკამ გააკეთა ჩემზე არჩევანი.

 

ილო შავიშვილი
ილო შავიშვილი


მუსიკაზე ვსაუბრობთ და აქვე გკითხავთ, რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ მუსიკაზე?

არასდროს გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას ასე ღიად, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს არსებობის უფლება. რასაც აკეთებ ის თუ ერთ ადამიანს მაინც მოსწონს, კარგია და მე არ მაქვს უფლება, ვიღაცას ვუთხრა – „შენ არ გაქვს გემოვნება“.

 

და ე.წ. მოდურ მუსიკაზე რა აზრის ხართ? აი, მოდაში  რომ შემოდის და ყველა უსმენს…

თუ შენ შენს მუსიკას ქმნი და უპირატესობას ანიჭებ რომელიმე მიმდინარეობას, ეს შენზე გავლენას ახდენს, მის კალაპოტში ზიხარ. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.

 

მუსიკალურ სამყაროში თუ არიან ისეთი ადამიანები, ვინც გავლენა იქონიეს თქვენზე?

კი, ასეთი ძალიან ბევრია. საერთოდ არ ვარგა, როცა კონკრეტულ სფეროში ხარ და სხვას არ აღიარებ. „როკ ენ როლის“ დაკვრა შეუძლია ყველას, ქუჩაში რომ გააჩერო, 10 წუთში დაუკრავს. მუსიკაში არის დრო, ასაკი, როცა უსმენ როკს და სხვა შენთვის მიუღებელია. დღეს მე ასე არ ვარ.

 

ჯგუფი ექსტრიმიძალიან მიყვარს, მეტალიკა“, ნირვანაიყო ერთი პერიოდი, მაგრამ ახლა იმ ასაკში არ ვარ, რომ ნირვანასვუსმინო. ამას წინათ ჩი კორეასა და რობი ჰენკოკს ვუსმენდი…

 

ადრე კლასიკას საერთოდ ვერ აღვიქვამდი, როცა იყო კონცერტი  კონსერვატორიაში, ღია ცის ქვეშ, ძალით მივდიოდი, რომ დამენახა ის, რასაც ჩემ გვერდით მჯდომი ხედავდა და ამისგან ექსტაზში ვარდებოდა, რაღაც ნირვანაში მიდიოდა… სასწაულის მოხდენა შეუძლია მუსიკას… ჩემზე ასეთ გავლენას ახდენს როკი. პატარა ვიყავი, როცა „მეტალიკას“ კასეტა მაჩუქეს, მოსკოვიდან ჩამომიტანეს, მოუსმინე, მუსიკა გიყვარსო. მაშინ ბათუმში საერთოდ არავინ იცოდა რა იყო „მეტალიკა“.

 

ძალიან მიყვარს მომღერალი მადონა, იმიტომ, რომ გემოვნებიანად აკეთებს იმას, რასაც აკეთებს.

 

ბოლოს  კონცერტზე რომ იყავით, რა შეგრძნება იყო?

თითოეულ ორგანიზებულ კონცერტს აქვს ისეთი შეგრძნება, რასაც სიტყვებით ვერ აღწერ, უბრალოდ, უნდა იდგე იქ და უნდა ემსახურებოდე იმ საქმეს, რაც სულით და გულით გინდა. მიხაროდა – შესაფერისი სიტყვა არ არის, არ ვიცი შესაფერისი სიტყვა, რომ აღწერო ის განცდა, რაც გეუფლება იმ დროს, როცა ამხელა დარბაზში, ამდენი ხალხის წინაშე უკრავ და შენი მუსიკა აღქმულია კარგად.

 

ჩვენთან სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ ადამიანს ეკითხები რას უსმენო – კლასიკურ მუსიკასო – გპასუხობს. და რომ ჰკითხო რომელიმე კლასიკოსი მითხარიო, ვერც ერთს ვერ გეტყვის, იმიტომ, რომ არ იცის. იმდენი ყოფითი პრობლემა აქვს ადამიანს, რომ მუსიკისთვის ბევრს არ სცალია.

 

სად წარმოგიდგენიათ თავი 10 წლის შემდეგ?

ტერიტორიულად თუ მეკითხებით, საქართველოში თუ ვიცხოვრებ, ერთადერთი ქალაქი არის ბათუმი. ერთადერთი და არა ერთ-ერთი, არ ვიცი, რა უნდა შემომთავაზონ, რომ სხვაგან გადავიდე. დედაქალაქი ძალიან მიყვარს… მაგრამ ის ჩემი არ არის…

 

რას ურჩევდით ახალბედებს, ვინც აპირებს მუსიკით დაკავდეს?

აკეთონ მუსიკა. ჩემს ასაკში ძნელია, რომ ადამიანს დაავალო, ენთუზიაზმზე იმუშაოს. თუმცა თაობას, რომელიც ახლა არის 14-16 წლის, აქვს იმის ფუფუნება, რომ იმუშაონ ენთუზიაზმზე. მთავარია აკეთო, ხელი არ უნდა ჩაიქნიო არც ერთ საქმეზე. პირველ რიგში, როცა რამე არ გამოგდის, დამნაშავე შენ თავში უნდა ეძებო და არა სხვაში.

 

ჩემი და ჩემი ჯგუფის ბრალია, რომ დღეს არ ვართ ძალიან პოპულარულები, მაგრამ ამას ვაღიარებთ და იმედია, მომავალში გამოვასწორებთ.

სკოლა, ფეხბურთი და გულშემატკივრები

„დღეს ძაან მაგარ განწყობაზე ვართ, ყველა თამაშზე ასე რომ ვიყოთ, ძაან მაგარი იქნებოდა“, – ასეთი შეძახილებით იწყება დილა სახლიდან სკოლისაკენ. სპორტი, კერძოდ ფეხბურთი, ამ ბიჭების ცხოვრების წესად იქცა.


„ხვალ ბარსელონა-რეალი თამაშობს ხომ?“


„კი, კი, იმედია არ გავმაზავთ!“


დათო დოლიძე, გიორგი დოლიძე და მერაბ ვერულიძე კლასში ფეხბურთის დიდი სიყვარულით გამოირჩევიან, ისინი ორთაბათუმის საჯარო სკოლაში სწავლობენ, X კლასის მოსწავლეები არიან.


„ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ნაწილია, აი, „საქოც“ მოვიდა, დღეს წავალთ მოედანზე გველოდებიან!” – ამბობს გიორგი.


ზედმეტსახელები თითქმის ყველას აქვს. ფეხბურთის ვარჯიშის ან თამაშის დროს ისინი ერთმანეთს ასე მიმართავენ: დათო – საქო, გიორგი – ბასტი, მერაბი- ჩიკა.


„მე დათო მქვია, მაგრამ ბაბუას სახელიდან გამომდინარე საქოს მეძახიან. გიოს მულტფილმიდან – ბასტი, მერაბს ჩიკას ვეძახით ბავშვობიდან, რატომ არ ვიცი“, – გვიხსნის დათო.


შუადღის 3 საათზე ორი გუნდი უნდა შეხვდეს ერთმანეთს. ბიჭები თანაკლასელ გოგონებს თამაშზე დასწრებას და პლაკატების გაკეთებას სთხოვენ, სადაც მათი სახელები იქნება დაწერილი.


„ჩვენ ასეთ დროს გვჭირდება მათი მხარდაჭერა, ყურადღება ძალას გვმატებს, თან მაგარი მუღამი აქვს. ისინი რომ არ არიან, თითქოს გამარჯვების იმედს ვკარგავთ“, – ამბობს მერაბი.


3 საათია, თამაში იწყება, გოგონები მთელი გულით გულშემატკივრობენ. მოედანი საკმაოდ დიდია, ირგვლივ მთელი კლასია. გოგოები ენერგიას არ იშურებენ, ისმის შეძახილები.


„მიდი გიო, მიდი მიაწექი!”


„ჰე ჩიკა, მაგარი ხარ, გოლი გვჭირდება!”


მერაბი და დათო თავდამსხმელები არიან, გიო კარებში დგას, ყველანაირად ცდილობს გოლი მის კარში არ გავიდეს. გოგოებს ყვირილისაგან ხმა უწყდებათ, ხან ერთ მხარეს არიან, ხან – მეორეს, ადგილებს იცვლიან.

გოლიც გავიდა.


„აუუ, შენ გენაცვალე, აი საქომ კლასი გვაჩვენა. კარგი გოლი იყო! ისე ერთი გოლი კიდე კარგი იქნებოდა“.

„მიდით რა, ორი წუთიღა დარჩა!“


„აჰა, თამაშიც დამთავრდა, მიყვარხართ ბიჭებო!” – ისმის რეპლიკები.


ორთაბათუმის საჯარო სკოლამ 2:0 დაამარცხა მოწინააღმდეგე გუნდი და ახლა საქეიფოდ აპირებენ წასვლას.


„სკოლასთან ახლოსაა რესტორანი „ბულაჩაური“. კარგი ადგილია. ყოროლისთავის ანკარა მდინარე ჩაედინება, ფოტოებიც ლამაზი გამოდის, თან ყველას მოგვწონს აქ ყოფნა“ – ამბობს სოფო კონცელიძე.


„არა რა, ამ ბიჭებს დილიდან საღამომდე ფეხბურთზე რომ ელაპარაკო, არ მობეზრდებათ“, – ამბობს თინა მელიქაძე.


ბინდდება და ბავშვები ნელ-ნელა იშლებიან. სულ ოთხი-ხუთი ბიჭი დარჩა. გზაზე ერთმანეთს აცილებენ და ემშვიდობებიან. ისევ ფეხბურთზე საუბრობენ:


„ხვალ დიდი დღეა, დიდი! „რეალი“ მოიგებს“.


„კი, აბა არაა?! მაშინ ბარსელონა მკვდარი უნდა იყოს!“



„მშობლები თქვენ არ გებრძვიან“

ქალბატონო ირმა, როდის იწყება გარდატეხის ასაკი?

გარდატეხის ასალი ყველა ადამიანში სხვადასხვანაირად იწყება, არ არსებობს შაბლონი, თუმცა გარკვეული ასაკის საზღვარში ჯდება, პირობითად 13-18 წლამდე. ბოლო დროს, ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, აქსელერაცია – განვითარების დაჩქარება, მკვეთრად გამოხატული გახდა და გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი ნიშნები 9-10 წლიდანაც კი შეიმჩნევა. გარდატეხის ასაკს სქესიც განაპირობებს, გოგონებში ის უფრო ადრე ვლინდება, ხოლო ვაჟებში  – მოგვიანებით.

 

ძირითადად რა პრობლემები აწუხებთ თინეიჯერებს ამ ასაკში?

გაურკვევლობა, თვითდამკვიდრებისკენ ლტოლვა და უფროსებთან კონფლიქტი.

 

თქვენი აზრით, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

მიზეზი ბევრია, დავიწყოთ იმ ფიზიოლოგიური დისონანსით, რომელიც ორგანიზმში მიმდინარეობს. ზრდის პროცესი, სქესობრივი მომწიფება, საზოგადოებაში სტატუსის ცვლილება (ბავშვობიდან მოზარდობაში გადასვლა) და ხშირად, პრობლემების მიზეზი ხდება მშობლების ავტორიტარული დამოკიდებულება.

რას გვირჩევდით, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს პრობლემები?

პრობლემების თავიდან აცილებაში მოზარდებს მშობლები და უფროსები უნდა დაეხმარონ. თითოეული მათგანი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. იმის ნაცვლად, რომ მივუთითოთ, გავუბრაზდეთ და დავუგეგმოთ ცხოვრება, ჩვენ უნდა შევძლოთ დავეხმაროთ, წავახალისოთ და უბრალოდ, ვესაუბროთ მათ.

 

რას ურჩევდით მშობლებს?

უპირველეს ყოვლისა, გამოვნახოთ დრო ჩვენი შვილებისათვის. მოვუსმინოთ მათ, მივცეთ მეტი დამოუკიდებლობა, შევეცადოთ ავამაღლოთ მათი თვითშეფასება, რადგან როცა თვითშეფასება დაბალია, მაშინ იწყება ყველა პრობლემა.

 

რას ეტყოდით ბავშვებს, რომლებიც ასეთ რთულ ასაკში არიან?

ამ ბავშვებს ბევრი რამის თქმა სჭირდებათ. უბრალოდ ვურჩევდი, რომ დაისახონ მიზანი, არ დაკარგონ არც ერთი წუთი უქმად, ხშირად ესაუბრონ საკუთარ თავს, დააფასონ თავისი, თუნდაც მცირე დადებითი თვისებები, არასოდეს არ დანებდნენ.

 

ამ ასაკში ბავშვები ფიქრობენ, რომ მშობლებმა მათ შესახებ არაფერი იციან და ხშირად მათ საპირისპირო ქმედებებს მიმართავენ. მშობლები თქვენ არ გებრძვიან, უბრალოდ, თქვენკენ მომავალი გზა რთულია და ხანდახან არასწორად გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს.

 

მიმოიხედეთ ირგვლივ, ყველაფერში იპოვეთ სიკეთისა და სიყვარულის თუნდაც პაწაწინა სხივი, პატარა დეტალები შეაგროვეთ ერთად და აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება მშვენიერია და თქვენ ბედნიერი მომავალი გელოდებათ.

 

ეს ნამდვილი ხათაბალაა

ჯერ კიდევ საკუთარ ფიქრებში ვერ გავრკვეულვარ და სხვა მახვევს თავის აზრებს თავზე.

 

ეს ნამდვილი ხათაბალაა.

 

ბავშვობაში ექიმობა მინდოდა. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ხშირად ვჩხვლეტდი ხოლმე სათამაშოებს, ჩემი ხალათიც მქონდა. გავიზარდე – უკვე ბანკირი გავხდი. საინტერესოდ ვთვლიდი ფინანსურ ანგარიშებს, დედას შემხედვარე.  მეხალისებოდა წერა, მუდამ რვეულებში ვიყავი, მუდამ, ათასი „საქმე“ და მოლაპარაკებები მქონდა. ჰაჰ, ბავშვური ფანტაზია. 

 

მე-11 კლასში რომ გადავედი, ბავშვური ფანტაზიები და ფერადი სამყარო გვერდზე გადავდე. მართლაც რომ დიდი ხათაბალა და თავსატეხი აღმოჩნდა პროფესიის არჩევა.  პაზლი – რომლის ყველა ნაწილი ხელთ მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვაწყობ.

 

ყველა ჩემში დიდ მომავალს ხედავს. ზოგჯერ მეშინია კიდეც, ზედმეტად ბევრის ატანა არ მომიწიოს-მეთქი, მაგრამ მაინც მედგრად ვდგავარ. სახლი, ჰაჰ, ადგილი, სადაც ამ თემაზე ცხარე დისკუსიები იმართება. მამაჩემი ლიბერალია, მეუბნება ხოლმე – შვილო, სადაც გენებოს იქ ჩააბარე, მთავარია შენ გინდოდესო. დედა ზოდიაქოთი ტყუპებია, ამიტომ ყველაზე ცხარე კამათი მასთან მიწევს.

 

მე ჩემს პოზიციაზე ურყევად ვდგავარ, მინდა დიპლომატი გამოვიდე. ბევრი ფაქტორი მიწყობს ხელს: კომუნიკაბელურობა, ენების ცოდნა, განათლება, დედას კიდევ ის ადარდებს, რომ ძალიან რთულია ამ დარგში გზის გაკაფვა, მაგრამ ბოლოს მაინც ნებდება, როგორც გენებოსო.

 

უმეტესობა მეთანხმება. რაც არ უნდა იყოს, რთულია სწორი გზის არჩევა. ბევრი ფაქტორი მოქმედებს: ანაზღაურება, პრესტიჟი, სურვილი. გამოგიტყდებით, უფრო ანაზღაურება. ვწვრილმანდები, მაგრამ ბოლოს მაინც სურვილამდე მივდივარ. თუ საქმე არ მიყვარს, მაშ როგორღა ვაკეთო ის? ვერანაირად. წინ კიდევ ორი-სამი თვეა. ისევ ბურუსითაა მოცული ფიქრები, მაგრამ ჯობს, ისევ და ისევ საკუთარ ინტუიციას ვენდო და გულის კარნახს მივყვე.  

მე ვეძებ პროფესიას

ამ დროს არ ფიქრობდი, რამდენად „მომგებიანია“ შენი არჩეული პროფესია, ან რამდენად მოსწონთ ის შენს გარშემომყოფებს! მაშინ შეგეძლო გეოცნება ნამცხვრის დამტარებლობაზე და გაგეთამაშებინა როგორ დაიძახებდი: „აბა გემრიელი და ტკბილი ნამცხვარი იაფად!”

ახლა ყველაფერი ბევრად უფრო რთულია, როცა არჩევანის გაკეთების დრო კარზეა მომდგარი. ეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ატესტატის აღება უფროა ჩვენთვის ნომერ პირველი მიზანი და სტიმულიც, ვიდრე რომელიმე პროფესიის დაუფლება. ახლა უკვე ეჭვი გვეპარება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც რამდენიმე თვის თუ წლის წინ თითქოს გაკეთებული გვქონდა. ზოგიერთს სულ რამდენიმე კვირა დარჩა ამ არჩევანის გასაკეთებლად, ზოგიერთმაც კიდევ მეტი წინდახედულობა გამოიჩინა და ერთი წლით ადრე დაიჭირა თადარიგი, თუმცა ორივე შემთხვევაში, ყველა მივიჩნევთ, რომ ერთნაირად რთულ მდგომარეობაში ვართ.

ბათუმი თუ დედაქალაქი?! – ეს კითხვა პროფესიის არჩევამდე გვიტრიალებს თავში, შემდეგ უკვე „მომგებიანობის“ მიხედვით ვცდილობთ განვსაზღვროთ, თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ეროვნულ გამოცდებზე რა საგნების ჩაბარებას მოითხოვს ესა თუ ის პროფესია, რომ ჩვენი „აქილევსის ქუსლი“ არ აღმოჩნდეს ეს საგანი. ამ კრიტერიუმებს ცოტა ხანია რაც დაემატა „იშვიათობა“, ანუ რამდენად იშვიათია  ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენლები, რადგან, აი, მაგალითად, საქართველოში – ამ პატარა ქვეყანაში ორმოცდაათიათასმეერთე ეკონომისტი თუ იქნები, შენი პროფესიით მუშაობა შეიძლება ვერ შეძლო.

ახლა შედარებით ძველ კრიტერიუმებზე გადავიდეთ –  პრესტიჟულობა! ეს დაახლოებით ისე ითარგმნება, როგორც „რას იტყვის ხალხი“. ხალხმა შეიძლება არ მოიწონოს ქართველი ბიჭი თუ კონდიტერობას ან გოგო სამხედრო მოსამსახურეობას გადაწყვეტს! კიდევ უფრო ძველია „ოჯახური ტრადიცია“,  ანუ „დედა – ექიმი, მამა – ექიმი, ბაბუა – „დოხტორი“, დიდი ბაბუა – „ხირურგი“… და შენ ქვეყნის სამასხარაო მსახიობი და ჯამბაზი ხომ ვერ გახდები?!“

სულ ბოლოს კი – მე რა მინდა? ძნელია, ძალიან ძნელი ამ ორომტრიალში იმ ერთის პოვნა. აი, თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს! თქვენი არ ვიცი და მე ძალიან დავიბენი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და „მეტად თადარიგიანების“ სიაში ვარ! გადავწყვიტე გეგმა შევადგინო, ეს კრიტერიუმები უკუვაგდე და ბოლოდან დავიწყე – რა მინდა მე?! ვინ რას აკეთებს, რომელი პროფესიის ადამიანს რა ევალება, რა შედის მის კომპეტენციაში და სად იხსნება და იხურება მისთვის კარები?!

მე ამ კითხვებით ვიწყებ, ამით ვცდილობ მივხვდე, მე რომელი შემეფერება და რომლისთვის მიღირს ბრძოლა, შემდეგ ნაბიჯად ავირჩიე უკვე ნაპოვნი პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოპოვება – რომელ სასწავლებელში რა პროგრამას მთავაზობენ ამ პროფესიის შესასწავლად, შემდეგ არჩეულ სასწავლებლებს სოციალური ნიშნით დავალაგებ და ვნახავ, რომელს გასწვდება ჩემი ოჯახის ფინანსების, ჩემი მონდომებისა და განათლების დონე და გადაწყვეტილებასაც მივიღებ!

 თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ ვცდილობ დავძაბო ფანტაზია, მთელი წარმოსახვის უნარი და პატარა დეტექტივად გადავიქცე, მე ვეძებ პროფესიას!

სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარის ვინაობა უკვე ცნობილია. თვითმმართველობის 87 წევრიდან 49 -მა ხმა სტუდენტური გაერთიანება “აპოლიტიკას” ლიდერს, ზურა მესხიძეს მისცა, 38-მა კი “ალტერნატიული ინიციატივას” ლიდერს გოჩა სურგულაძეს. 

„ის, რაც შემორჩა ფოტოზე“ – ფოტოგამოფენა ბათუმში

კვირეული ფარგლებში აჭარის ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბათუმში რამდენიმე ფოტოგამოფენა მოაწყო. ფოტოგამოფენა დღეს ბათუმში ევროპის მოედანზე გაიმართა, გუშინ კი 30 ფოტო ილია ჭავაჭავაძის დრამატულ თეატრში იყო გამოფენილი.

როგორც „ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბიძინა აფხაზავამ განუცხადა, კვირეულის ფარგლებში აჭარის მაღალმთიანი რეგიონებიდან სოციალურად დაუცველ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს უმასპინძლეს.

„აჭარის ყველა რაიონიდან 20-20 სოციალურად დაუცველი ბავშვი მოვიწვიეთ, ასევე გვყავდა მოწვეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიც მასწავლებლებთან ერთად. დავათვალიერებინეთ ბათუმში არსებული მუზეუმები უფასოდ, ასევე წავიყვანეთ კინოში,  მათგან უმრავლესობას კინო ნანახი არც ჰქონდა“ – აღნიშნა ბიძინა აფხაზავამ.

მისივე თქმით, აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტოების გამოფენა თბილისშიც გაიმართება.

ღონისძიება აჭარის განათლების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

მოქალაქემ აჭარის ეკონომიკის სამინისტროში თავის დაწვა სცადა

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე აცხადებს, ვ. ლ. ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის სოფელ ახალშენში ყოფილი კლუბის შენობაში ოჯახთან და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს.

მინისტრი ამბობს, რომ ვ. ლ-ას ოჯახის გამოსახლებაზე სხვადასხვა უწყებების შუამდგომლობა მიიღო, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს: „ოჯახის გამოსახლებას მოითხოვს ადგილობრივი მოსახლეობაც, რადგან იმ შენობაში ამბულატორიის გახსნა იგეგმება“.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ოჯახს წასასვლელი სხვაგან არსად აქვს: „მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა უკანონო შეჭრის დროს კანონი დავიცვათ, რადგან ქონების განმკარგველი არის სამინისტრო“.

დავით ბალაძის განცხადებით, ოჯახის მდგომარეობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს და დაადგინოს თუ რომელი კატეგორიით არის სოციალურად დაუცველი. „აქედან გამომდინარე კი გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“.

სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის ვინაობა ხვალ გაირკვევა

 

 

 

დღეს ამ ფაკულტეტის 328 პირველკურსელიდან არჩევნებში 257-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

 

დღევანდელ არჩევნებში 16 კანდიდატიდან ხუთმა კანდიდატმა მოიპოვა მანდატი. სტუდენტურ გაერთიანება „აპოლიტიკიდან“ ორი კანდიდატი გავიდა: ლელა ფაღავა  – 38 ხმით და რეშიტ ბაგიროვი 28 ხმით.  “ალტრენატიულმა ინიციატივამ” კი სამი მანდატი მოიპოვა:  მარიეტა ფუტკარაძე – 30 ხმით,  მირიან თაფლაძე – 28  და დალინა თევზაძე – 28 ხმით გავიდნენ.  

 

ხვალ, 19 აპრილს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის  არჩევნები ჩატარდება. ცესკოს თავმჯდომარე, ნინო გალოგრე  ამბობს, რომ არჩევნები 12 საათზე დაიწყება და ექვს საათს გაგრძელდება. დღის 12 საათამდე კი გაირკვევა, ვინ იბრძოლებს თავმჯდომარეობისთვის.  

 

არაოფიციალური ინფორმაციით კი სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეობისთვის  ორი კანდიდატი იბრძოლებს: გოჩა სურგულაძე („ალტერნატიული ინიციატივა”) და ზურა მესხიძე (“აპოლიტიკა”).  

 

გოგონები ტაეკვანდოს სექციიდან

 

 

ელინა 20 წლისაა, თეო 17–ის. ხუთი წელია განუყრელი მეგობრები არიან, მათი დამეგობრების მიზეზი სპორტი –  ტაეკვანდო გახდა. ვარჯიშისას ბრძოლა ბიჭებთან ურჩევნიათ, ფიქრობენ, რომ ასე უფრო ძლიერდებიან. როგორც მოწინააღმდეგეები, ერთმანეთს ვარჯიშის დროსაც კი არ ებრძვიან, მათი აზრით ამ დროს ყველაზე სასაცილოები არიან. ტაეკვანდოს შესასწავლად მისულ ახალბედა გოგონებზე დასკვნა მათ დარბაზში შესვლისთანავე გამოაქვთ: „ეს ალბათ სამი თვე გაძლებს, – არა შეიძლება რამდენიმე დღეშიც წავიდეს.“ – ამბობენ, რომ მათი შეფასებები ხშირად მართლდება.

 

 

სპორტის ამ სახეობას ორივე სხვადასხვანაირად დაუკავშირდა, თეო ვაშაყმაძე დედის სურვილით შევიდა სპორტზე, თუმცა მალევე გამოვიდა: „რვა წლის ვიყავი, როცა დედამ ძალდატანებით შემიყვანა ტაეკვანდოზე. მე ბალეტზე მინდოდა შესვლა. ერთი თვის შემდეგ თავი დავანებე სპორტს, სიტუაცია არ მომეწონა, სამი წლის შემდეგ თავიდან შევედი ტაეკვანდოზე, ჩემი ნაცნობი დადიოდა და მეც მომინდა. საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა, ექვსი თვის დაწყებული მქონდა ვარჯიში, მაშინ პირველად მოვიგე, ისე გამიხარდა ეს მოგება, რომ გადავწყვიტე, გამეგრძელებინა ვარჯიში.“

 

 

 თეო ვაშაყმაძე და ელინა ჯაიანი
თეო ვაშაყმაძე და ელინა ჯაიანი

 

 

თეოს თუ დედა აძალებდა ტაეკვანდოზე სიარულს, ელინა დედის სურვილის წინააღმდეგ ვარჯიშობდა: „მე ყოველთვის მომწონდა ტაეკვანდო, მაგრამ დედაჩემი წინააღმდეგი იყო. დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში, ცეკვაზე, ფრენბურთზე, მოკლედ, ყველგან, გარდა ტაეკვანდოსი. 15 წლის რომ გავხდი, ოცნება ავისრულე, ბოლოს და ბოლოს შევედი ტაეკვანდოზე, ჩემი მწვრთნელი აკაკი ცენტერაძეა, ძალიან გამიმართლა, რომ ის შემხვდა, მისი დამსახურებაა, რომ დღემდე ვარ მებრძოლი, დარბაზში ყველაზე “ბებერი” ვარ, თუმცა თავის დანებებას არ ვაპირებ, რაც შეიძლება, დიდხანს მინდა დავრჩე.“

 

 

გოგონები ყველაზე მეტად მარცხის დროს ბრაზობენ: „პირველად წაგების შემდეგ გავხდი ყველაზე მეტად მოტივირებული. სხვა ყველაფერს თავი დავანებე და ვარჯიშს შევუდექი, ვისაც ერთხელ მაინც ვყავარ ბრძოლაში დამარცხებული, სურვილი მაქვს, ის რაც შეიძლება მეტჯერ დავამარცხო, რომ დავუმტკიცო, ის არ არის ჩემზე ძლიერი.“ –  ამბობს თეო ვაშაყმაძე.

 

 

თეოს ელინა ჯაიანიც ეთანხმება: „ყველა სპორტსმენი ბრაზდება წაგებისას, ყველაზე უფრო საკუთარ თავზე ბრაზდები. მე ყველაზე მეტად გავბრაზდი თურქეთში ასპარეზობისას, ისე ცუდად ვიბრძოლე, რომ მწვრთნელმა არც კი მაჩვენა ჩემი ბრძოლის ვიდეო. სრულიად ძალაგამოცლილი ვიყავი, სამ დღეში დამაკლებინეს 10 კილოგრამი, ფეხზე ძლივს ვიდექი. ბრძოლისას ყველაფერი წამებზეა დამოკიდებული, შეიძლება ბოლო წამებში წააგო ან მოიგო.“

 

 

იმის მიუხედავად, რომ გოგონები საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები არიან. შედეგით კმაყოფილები არ არიან, ფიქრობენ, რომ უფრო მეტი შეეძლოთ.

 

 

თეო შაჰინის “მეგობრობის ლიცეუმში”  სწავლობს, მეთორმეტე კლასშია. წელს ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, უნდა რომ არქიტექტორი გახდეს. ვერც ელინა იცლის სპორტისთვის ისე, როგორც მას სურს.  „მარინას“ ფიტნეს კლუბში მუშაობს ტრენერად და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში „საბაჟო საქმეს“ სწავლობს, მესამე კურსზეა.

 

 

„დღეებს ვარჯიშებით ვითვლით, დღეში მინიმუმ ერთი ვარჯიში გვაქვს, თუ ორჯერ გვაქვს ვარჯიში, გვგონია, რომ ორი დღე გავიდა. ფიზიკური დატვირთვა დიდია, თუმცა ფსიქოლოგიური მომზადება უფრო მნიშვნელოვანია.“ –  ამბობს თეო. ვარჯიშისას თავს არ ზოგავენ, იმის მიუხედავად, რომ მამაკაცებზე ნაკლები ძალა აქვთ, მაინც მათთან ერთად ვარჯიშობენ, თანაბარ პირობებში: „ისე არ ხდება, რომ მე გოგო ვარ და ამიტომ ნაკლებ აზიდვას გავაკეთებ, სიძნელეებს უნდა დავუპირისპირდეთ, რომ გამარჯვება შევძლოთ. იმედია, მოგვცემენ ლიცენზიას და ოლიმპიადაზე წავალთ.“ –  გვითხრა ელინამ.

 

 

მართალია, გართობისთვის დრო თითქმის არ რჩებათ, მაგრამ გორგოლაჭებზე სრიალს მაინც ახერხებენ. `მე და თეოს ყველაზე მეტად გვიყვარს როლიკებზე ერთად სეირნობა, თუმცა ექსტრემალურ მანევრებს ვერ ვაკეთებთ, ტრავმის გვეშინია.“- გვიამბობს ელინა.

 

 

გოგონებს ხშირ შემთხვევაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლები „ძმაკაცებად“ აღიქვამენ. „არავის არ ვაშინებ, არავისთვის მითქვამს, ახლა დაგაგდებ ძირში-მეთქი, მაგრამ, ფაქტია, რომ ბიჭები მხოლოდ მეგობრობენ ჩემთან, თაყვანისმცემლების ნაკლებობას განვიცდი.“ –  სიცილით გვიყვება თეო.

 

 

სპორტის გამო ხშირად ეკამათება თავის შეყვარებულს ელინაც, ის გათხოვებას რვა წლის შემდეგ აპირებს: „მინდა სპორტს გავყვე, გათხოვება არ მინდა, ამის გამო სულ ვჩხუბობ შეყვარებულთან. ჯერ ოცი წლის ვარ, გავთხოვდე და ბავშვი გავაჩინო? – ამას მერეც ხომ შევძლებ, ჯერ კარიერული წარმატების მოპოვებაზე ვიზრუნებ, რვა წლის მერე დავფიქრდები გათხოვებაზე.“ 

 

გაზეთ “ბათუმელების” 2012 წლის არქივიდან. 

ცემეს თუ არა დაკავებულები პოლიციაში

პოლიციის მე-6 განყოფილების  ფოიეში ამბობენ, რომ დაკავებულმა პირებმა სიტყვიერად შეურაცხყვეს პოლიციელები. „ძაღლებო ახლა ჩვენი დროა, იძახდნენ და არ დაემორჩილნენ პოლიციას“, – ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც უარს ამბობს თავისი ვინაობის გამხელაზე.


დაკავებულებს ნარკოლოგიურ შემოწმებას დღესვე ჩაუტარებენ. თუ დაკავებულები არ არიან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, მათ ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებდნენ. „სამი პირია დაკავებული. ორი, როგორც თვითონ თქვეს, ცოტა ხნის წინა გამოვიდა ციხიდან“, – უთხრა „ბათუმელებს“ ამ განყოფილების გამომძიებლის, ჯემალ ნინიძემ.


აქვს თუ არა ერთ-ერთ დაკავებულს თვალის არეში დაზიანება? – ამ კითხვის საპასუხოდ ჯემალ ნინიძემ ამბობს, რომ პრესცენტრს დავუკავშირდეთ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარებული ატესტაციის შედეგები

• 8,0 – 10 ქულა – მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას – 6 საჯარო მოხელე;

მათ შორის: 3 – დეპარტამენტის უფროსი; 1-განყოფილების უფროსი;
2 – მთავარი სპეციალისტი;

• 6,0 – 7,9 ქულა – მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას – 34 საჯარო მოხელე;

მათ შორის: 26 – მთავარი სპეციალისტი; 4 – განყოფილების უფროსი;
4 – დეპარტამენტის უფროსი;

• 4,0 – 5,9 – მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) – 4 საჯარო მოხელე;
მათ შორის: 1 – განყოფილების უფროსი; 3 – მთავარი სპეციალისტი.
იმ შემთხვევაში თუ საჯარო მოხელე არ ეთანხმება ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებს უფლება აქვს მიმართოს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპრეტენზიო კომისიას ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა.

ატესტაცია ჩატარდა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 მარტის №2/ნ ბრძანებით დამტკიცებული აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცოდნისა და საატესტაციო პერიოდში მოხელის შესრულებული სამუშაოს ანალიზის საფუძველზე.

 

კომისია ატესტაციას დაქვემდებარებული პირების შეფასებისას ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 22 მარტის №1 სხდომის ოქმით განსაზღვრული კოეფიციენტებისა და ქულის შესაბამისად.

საატესტაციო კომისიას ხელმძღვანელობდა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე. სხდომას ესწრებოდნენ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე) რომან ბოლქვაძე;

 

კომისიის წევრები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი როლანდ შარაშიძე, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“-ს ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი ნათია აფხაზავა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ნონა გალოგრე და რამაზ ჯინჭარაძე.

 

 

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესცენტრის პრესრელიზი

ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია გრძელდება

 

ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია გრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს მთისძირის ქუჩაზე გამავალი ლიანდაგის აღების სამუშაოები, რაც ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებისთვის გახდა აუცილებელი. სამუშაოებს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი ახორციელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები მელიქიშვილისა და მთისძირის ქუჩების გადაკვეთაზე მიმდინარეობს.

ბათუმის მერიამ ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია რამდენიმე წლის წინ დაიწყო. პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება. მიმდინარე წელს სამუშაოები სულაბერიძის ქუჩიდან, შავშეთისა და ერისთავის ქუჩების გავლით, გოგოლის ქუჩამდე ჩატარდება. სამუშაოებს შპს ,,გზა“ ახორციელებს. 
ბაგრატიონის ქუჩა მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ ნაწილს და ხელს შეუწყობს ქუჩის მიმდებარე უბნების განვითარებას. ბაგრატიონის ქუჩით იმოძრავებს სატვირთო ავტომანქანებიც.

ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქციისთვის ჯამში, დაახლოებით 13 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.

მოჩქარეს მოუგვიანდა, ანუ ბათუმის მერი პოსტს ინარჩუნებს

 

 

ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი
ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი

 

ამის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მერს მარტის ბოლოს დაგეგმილ სხდომაზე გადააყენებდა. ამ თარიღმაც ცვლილების გარეშე ჩაიარა. „ქართული ოცნები“ რჩეულ მერობის კანდიდატს ზურაბ პატარაიას, საკრებულოში და თვით „ოცნებაში“ მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. 
არაოფიციალური საუბრის დროს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ მერიაში დაგეგმილი ცვლილებები ბიძინა ივანიშვილის მითითებით შეჩერდა.

 

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი: „ბიძინა ივანიშვილის მითითება არ ყოფილა, არც ზეპირი და არც წერილობითი. მე მაქვს სრული კარტ-ბლანში საკრებულოში და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს“.

 

საკრებულოს თავმჯდომარე ამჯერად ქართულ ანდაზას იხსენებს და ამბობს, რომ ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის: „ხომ გაგიგიათ, მოჩქარეს მოუგვიანდესო. ასე, რომ სანამ ნაყოფი არ მომწიფდება, იქამდე მოვიცდით“. კითხვაზე, რა უშლის ხელს „ნაყოფის მომწიფებას“, საკრებულოს თავმჯდომარე პასუხობს: „მიზეზი უამრავია, იქედან გამომდინარე, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ, ჩვენ კი გამწვავება არ გვინდა. იქნება გეგმაზომიერი და ხავერდოვანი გადასვლა. აქეთკენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ“.

 

ირაკლი ჩავლეიშვილი აღიარებს, რომ ჯემალ ანანიძის გადაყენების საკითხში საკრებულოს მხარდაჭერის იმედი ამ ეტაპზე არ აქვს: „ვაპირებდით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯუმბერ კახიძის გადაყენებასაც, მაგრამ საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. საკრებულოს წევრები არ აღმოჩნდნენ მზად. ფარული კენჭისყრაც შევთავაზე, მაგრამ არც ამაზე აღმოჩდნენ მზად“.

 

ირაკლი ჩავლეიშვილი აღიარებს, რომ წინასწარ დაანონსებულმა მერის ცვლილებამ მერიის სამსახურებში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია. „გამართულად ვეღარ მუშაობენ მერიის სამსახურები“.

 

 

 

თუ რატომ შეწყდა ჯემალ ანანიძის გადადგომაზე საუბარი, ამასთან დაკავშირებით საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს მანანა ილურიძეს თავისი არგუმენტები აქვს: „უნდოდათ, მაგრამ მიზეზი ვერ უნახეს. თანაც ეშინიათ, ჯემალ ანანიძე საქმეში უფრო გარკვეულია, ახალი კი თავს ვერ გაართმევს სწრაფად. გარკვეულ სამსახურებში უკვე გაჩნდა პრობლემები, წინ წასვლის ნაცვლად უკან მიდიან“.

 

მანანა ილურიძე ამბობს, რომ ჯემალ ანანიძის გადადგომას არც ყოფილი „ნაციონალები“ დაუჭერენ მხარს, „მიუხედავად იმისა, რომ პარტია დატოვეს“. ერთ-ერთი ასეთი წევრი ალექსანდრე ჩხარტიშვილია, რომელიც ამბობს, რომ მოქმედ მერთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

 

ბათუმის მერის გადაყენების ფორმას არადემოკრატიულად მიიჩნევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გასულ თვეში ამ თემაზე „პრესკაფეში“ დისკუსიაც გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები ქალაქის მერის კონკურსის წესით არჩევაზე მსჯელობდნენ, როცა მერობის არა ერთი, არამედ რამდენიმე კანდიდატი შეიძლება განხილულიყო.

 

მაშინ ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საკონკურსო კომისიის შექმნას ვერ დაელოდებოდა და საჭირო იყო სასწრაფო ცვლილებები, თუმცა თვენახევრის შემდეგაც „სასწრაფო ცვლილებები“ აგვიანებს.

უძველესი ნავი და ღუზა დამშრალი ჭოროხის ფსკერზე

დურსუნ აბაშიძე სოფელ კირნათის მკვიდრია. იგი გვიამბობს, რომ ნავი მდინარიდან 2011 წელს ამოიღეს, თუმცა მან იგი ერთი წლით ადრე შეამჩნია: „სათევზაოდ ვიყავი, როცა მდინარეში რკინის საკმაოდ დიდი ნაჭერი დავინახე, მაშინ მეგონა მანქანის ან სხვა რაიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაწილი იყო. ვიფიქრე, რომ მდინარემ წამოიღო თურქეთიდან. მისი ამოღება და ჯართში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე და თავი დავანებე. ამ ამბავზე ყურადღება დიდად არც გამიმახვილებია. თუმცა, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა მდინარის დონე საგრძნობლად დაკლებული იყო, იმავე ადგილას უკვე ნათლად დავინახე ნავი. რა თქმა უნდა, ეს შევატყობინე სოფლის საკრებულოს. რამდენიმე დღეში ნავი ამოიღეს და მუზეუმში წაიღეს“.

 

აღმოჩენილი ღუზა გონიოს მუზეუმ-ნაკრძალში, ნავი კი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება. თუმცა, სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ღუზაც ოფიციალურად არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცემა. ამ აღმოჩენების შესახებ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს ამირან კახიძეს ვესაუბრეთ:

 

 

 

„ნავისა და ღუზის აღმოჩენა მდინარე ჭოროხში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ რეგიონში ოდითგანვე დაწინაურებული ყოფილა ნაოსნობა და ნავმშენებლობა. ნავის შესწავლისა და რესტავრაციის შემდეგ დავადგინეთ, რომ იგი დაახლოებით მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ნაკეთობაა.

 

აღსანიშნავია, რომ მდინარე ჭოროხზე ჩვეულებრივ ხინ ნავებს იყენებდნენ. ეს ნავი კი რკინისაა. სავარაუდოდ, იგი  გამოიყენებოდა სპილენძის, მადნის ან სხვა გაცილებით უფრო მძიმე ტვირთის გადასაზიდად. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ თურქეთში, მურღულში (ძველად საქართველოს ტერიტორიაზე), მოიპოვებოდა დიდი რაოდენობით სპილენძი, საქართველოში კი სოფელ ერგეში იყო სპილენძის გადასადნობი ქარხანა. უნდა ითქვას, რომ იმ დროისთვის რკინის შედუღება არ იცოდნენ, ეს ნავიც შესაბამისად ხელით არის ნაჭედი. იგი საკმაოდ დიდია, თითქმის რვა მეტრის სიგრძის. მიეკუთვნება ბარკასის ტიპის ნავებს. გადაწყვეტილი გვაქვს, ჩავსვათ პროექტში, რომლის შემდეგ მას გადმოვიტანთ ჩვენი მუზეუმის წინა ეზოში, სადაც უძველესი არქეოლოგიური მასალის გამოფენა მოეწყობა“, – ამბობს ამირან კახიძე.

 

 

 

ნაოსნობა მდინარე ჭოროხზე უძველესი დროიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა. განსაკუთრებით განვითარდა XVIII-XIX საუკუნეებში. სახმელეთო გზების უქონლობის გამო, წინა საუკუნეებში, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი მთავარი არტერია სწორედ ჭოროხი იყო. ნავმშენებლობისა და მდინარე ჭოროხზე ნაოსნობის შესახებ სოფელ მარადიდის მკვიდრი, 72 წლის ხასან ჩერქეზიშვილი გვიამბობს:

 

„ძველად, ჭოროხის ხეობაში მენავეობა და ვაჭრობა მოსახლეობის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ სფერო იყო. მამაჩემი რეიზი, ანუ მენავე იყო. გარდა ამისა, იგი თვითონვე ამზადებდა ნავებს. ჩვენში, ერთადერთი ნავმშენებელი ქარხანა სოფელ მარადიდში იყო. ნავის დამზადება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ხის მასალას ეზიდებოდნენ ტყიდან, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე. ნავის ძირი აუცილებლად ერთი მთლიანი ხისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული, რათა მასში წყალი არ შესულიყო. ამიტომ, ამისთვის არჩევდნენ დიდ, განიერ თხმელის ხეს. მისი სისქე დაახლოებით 10 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო.

 

გვერდებისა და შიგა მოწყობილობებისთვის წაბლს იყენებდნენ. თითოეულ დეტალს ცალ-ცალკე აწყობდნენ და მერე კრავდნენ. თუმცა მას ჩვეულებრივი ლურსმნით ვერ დაჭედავდი, სპეციალურ ოთხკუთხა ლურსმანს ჩვენ თვითონ ვამზადებდით. რადგან ჩვეულებრივ ლურსმანში წყალი აუცილებლად გაჟონავდა და ნავი დაიშლებოდა. ნავის მოძრაობის ძირითადი მარშრუტი იყო ართვინიდან სოფელ კაპანდიბამდე. ამ მანძილის დაფარვას, მდინარის დინების მიმართულებით, ჩვეულებრივ 5-6 საათს ანდომებდნენ. თურქეთიდან ძირითადად შემოჰქონდათ ხილი – ყურძენი, ვაშლი, ლეღვი და სხვა მალფუჭებადი პროდუქტი, რომლებსაც ბათუმისა და სანაპიროს სხვა ბაზრებზე ყიდდნენ. აქედან კი გაჰქონდათ – სიმინდი, ნავთი, ქსოვილები და სხვა“.



ბათუმის საკრებულოს წევრი: ‘ირაკლი ჩავლეიშვილს ვალერი თელიაში შევეშალე’

ნოდარ დუმბაძე- ბათუმის საკრებულოს „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე.

„მართმევს სამსახურეობრივ ავტომანქანას. ბრძანებაში დაწერა, რომ გადაწყვეტილება მართვის მოწმობის არქონის გამო მიიღო. სამწუხაროა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ჭორებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს.  საინტერესოა სად გაიგო და ვინ უთხრა, რომ მართვის მოწმობა არ მქონდა. ამ ბრძანების მიხედვით მერიის უკანა ეზოში უნდა გავეჩერო თურმე მანქანა. დამიბლოკეს ასევე საწვავის პლასტიკური ბარათი.“ – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ ბრიფინგზე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეითვლის 12 აპრილის ბრძანებაში #01/39, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის სამსახურეობრივი ავტომანქანის დროებით ჩამორთმევას ითვალისწინებს,  ნათქვამია ასევე, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ნოდარ დუმბაძეს მართვის მოწმობის გარეშე სამსახურეობრივი ავტომანქანის ტარებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.

ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე აპარატის უფროსს ლიანა დიასამიძეს ავალებს ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამსახურს აცნობოს.

ნოდარ დუმბაძე მანქანის ჩაბარებას არ აპირებს: „ძალიან სასაცილო ბრძანებაა. ალბათ ვალერი თელიაში შევეშალე.“

ნოდარ დუმბაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ბრძნებებით საკრებულოს თავმჯდომარე მისი როგორც ფრაქციის თავმჯდომარის დისკრიმინაციას უწყობს ხელს.

ირაკლი ჩავლეიშვილი  საქართველოში არ იმყოფება,  ნოდარ დუმბაძეს მისმა მოადგილემ უპასუხა. ვაჟა ვერულიძის თქმით „ნოდარ დუმბაძეს სამსახურეობრივი მანქანა და საწვავის პლასტიკური ბარათი დღესვე დაუბრუნდება.“

უკანონოდ ჩასახლებულების ‘გამაფრთხილებელი აქცია’ 19 აპრილს

მოსახლეობის თქმით, მათთან გუშინ მერიის წარმომადგენლები იყვნენ მისული და დაპირდნენ, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სახლები არ დაინგრეოდა და მხოლოდ ისეთი სახლების დემონტაჟი განხორციელდებოდა, რომელთა მესაკუთრეები აღნიშნული ბარაკების გარდა სხვა ქონებასაც ფლობენ, თუმცა დღეს აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა,  კომისიის დასკვნის გარეშე, ამ სახლების დემონტაჟი დაიწყეს.

„პარასკევს დღეს აქ მოვიდა შუახევის რაიონის გამგეობიდან, ამირჩიეს მე კომისიის წევრად. წავედი შაუხევში გუშინ, დღეს მოვედი და სახლი დანგრეული დამხვდა. ეს იყო ჩემთვის მატყუარა საფუძველი იმისა, რომ მე ქალაქიდან გავსულიყავი და ჩემი შენობა დაენგრიათ. ჩემი შენობა კი არ დაშალეს, გაანადგურეს, მე მივმართავ სასამართლოს და მოვითხოვ აღდგეს სამართალი“-  ამბობს გენო გოგიტიძე.

ადგილზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მოვიდა და მოსახლეობას საკუთარი ქონების დაცვისკენ მოუწოდა.

„ხელისუფლებამ ხალხი „გადააგდო“ და დღეს გამოგზავნა აღსრულების ბიურო, რომ დემონტაჟი მომხდარიყო. ვსვამ კითხვას, ამდენ ხალხს აღსრულებამ როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა? ხალხი იძულებულია რადიკალურ ზომებს მიმართოს, ჩვენ არ გვინდოდა, მაგრამ ხელისუფლება აქეთ გვიბიძგებს“ – ამბობს  თამაზ ბაკურიძე.

დღესვე გადაწყდა, რომ აქ მცხოვრები სამი ათასამდე ოჯახი 19 აპრილს აქციას გამართავს, თუმცა, როგორც თამაზ ბაკურიძე განმარტავს, ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქცია, ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია ახლი მთავრობისათვის.

როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის არქშენ ინსპექციის განყოფილების უფროსმა ირაკლი მოქიამ განუცხადა, ამ ტერიტორიაზე შენობები უნებართვოდაა ჩადგმული და მათ არაერთხელ გააფრთხილეს აქ მაცხოვრებლები, რომ ტერიტორია უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მოქალაქეები უარს აცხადებდნენ, რის გამოც მათ აღსრულების ბიუროს მიმართეს.

„ჩვენ ვახორციელებთ ზედამხედველობას, ეს სახლები უნებართვოდ არის აშენებული, 2013 წლის 13 თებერვალს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა დადგენილება, უნებართვოდ ჩადგმული ხის საცხოვრებელი სახლის დემონტაჟთან დაკავშირებით, ეს დადგენილება არ შესრულდა და ჩვენ კანონის შესაბამისად გადავაგზავნეთ მოთხოვნა მათი დემონტაჟის შესახებ აღსრულების ბიუროში, ეს ტერიტორია კი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა“- აცხადებს ირაკლი მოქაია.

`მოძრაობა 19 აპრილი’ – ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია

 

დამფუძნებლებმა მედიასთან საუბრისას, დასაწყისშივე ხაზი გაუსვეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია არაპოლიტიკურია. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული მიტინგის თარიღთან მიმართებაში ბევრი დამთხვევის გარდა, სხვას ამტკიცებს გაერთიანების მიზნების ჩამონათვალიც: „ეს გახლავთ ჩვენი პროტესტი იმ მეთოდებისა და საშუალებების მიმართ, რომელსაც  არსებული ხელისუფლება  როგორც  საგარეო კურსთან დაკავშირებით,  ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით იყენებს“.

 

 

კითხვაზე როგორ მოხდა, რომ არაპოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციის თარიღი პოლიტიკური პარტიის დაანონსებული მიტინგის თარიღს დემთხვა პასუხი ასეთია:

 

 

 „მოგვისწრო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულმა 19 აპრილის საპროტესტო აქციამ, ამიტომ დასახელებაც სწორედ ასეთი შეირჩა.  ჩვენი და ნაციონალური მოძრაობის  მთავარი იდეები მოვიდა თანხვედრაში და ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება მონაწილეობა მიგვღო 19 აპრილის საპროტესტო აქციაში. ასევე, ამ აქციის ორგანიზებაში.  ქვეყნის მასშტაბით ხვდებით მოსახლეობას, ვმართავთ პრესკონფერენციებს, დისკუსიებს, ვსაუბრობთ სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე,  ქვეყნის საგარეო კურსზე.” – განაცხადა მალხაზ ფიროსმანაშვილმა. 

 

ორგანიზაცია „მოძრაობა 19 აპრილის“ დაფუძნების იდეის ავტორებმა მედიასთან შეხვედრისას მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ საჯარო სამსახურებში დასაქმებული და სამარშუტო ტაქსების მძღოლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც გაამახვილეს ყურადღება. თუმცა კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებით და შესაბამისი მასალების წარმოდგენაზეც უარი თქვეს: „ამის შესახებ ჩვენ მასალებს ვერ წარმოგიდგენთ.“

 

 

დამფუძნებლების თქმით გაერთიანების იდეა ფეისბუკში გაჩნდა:

 

 

„შევქმენით შესაბამისი გვერდი, სახელწოდებით 19 აპრილი. სამი კვირაა ეს გვერდი შექმნილია, უკვე კარგა ხანია ათასს გადააჭარბა იმ მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც უერთდებიან ამ გაერთიანებას.“

 

 

ორგანიზაცია ამ დროისათვის ოფიციალურად ჯერ დარეგისტრირებული არ არის. იურისტ ირაკლი მარგველაშვილის თქმით მისი პრეზენტაცია 19 აპრილს შედგება. რაც შეეხება ორგანიზაციის დაფინანსებას, დამფუძნებლები გრანტების მოძიებას გეგმავენ.  

 

ზღვისგან მიტაცებული მილიონები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოკეანოლოგი საშა ხორავა, ერთ-ერთია იმ სპეციალისტთაგან, რომლებიც წლების მანძილზე ამბობდნენ, რომ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არასწორად  ხორციელდებოდა.

„როგორც მდინარის კალაპოტში არ შეიძლება სახლის მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალდიდობის დროს მდინარე წაიღებს, ასევე, პლაჟზე არანაირი კაპიტალური მშენებლობა არ შეიძლება.  ტალღას თავისი მოქმედების ზონა აქვს.  ეს ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაითავისოს,“ – ამბობს საშა ხორავა და იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ახალი ბულვარის ტერიტორიის ერთი მონაკვეთის დანგრევა გამოიწვია.

„ახალი ბულვარის ადგილას წლების განმავლობაში იყრებოდა ინერტული მასალა. შედეგად პლაჟი გაიზარდა 50 მეტრის ფარგლებში. ახალგაკეთებულ პლაჟზე დაიგო ბულვარის ბილიკიც, გზაც გაკეთდა და ღამის განათების ბოძებიც აქვე იყო დამაგრებული. შედეგად, ტალღის მოქმედების ზონაში აღმოჩნდა ეს მონაკვეთი, ბულვარის ბილიკი დაზიანდა და ბოძები წაიქცა. ყველამ  უნდა გაიგოს, იქ  სადაც არის პლაჟი, არის ტალღის მოქმედების ზონა. შესაბამისად ამ ზონაში არავითარი კაპიტალური მშენებლობები არ შეიძლება,“ – ამბობს საშა ხორავა.

შტორმის შემდეგ

შტორმის შემდეგ

შტორმის შედეგებზე საუბრისას სამშენებლო ნორმების უგულებელყოფას უსვამს ხაზს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი ვახო წულაძე. მისი თქმით, მსგავსი ტიპის შტორმი რეგულარულად ხდება.

„ბევრ შემთხვევაში, ახალი ინფრასტრუქტურული ნაგებობების მშენებლობის დროს არ იყო დაცული სანიტარული ზონები, ბუფერული ზონა რასაც ჰქვია. წესით, სანაპიროდან 75 მეტრი უნდა იყოს დაცული, ტალღას  თავისი სამუშაო ზონა უნდა ჰქონდეს შტორმის დროს, რომ არაფერი დააზიანოს. ამასთან, ის ხელოვნური კვება,  ინერტული მასალის ჩაყრა, რომელიც ამ მონაკვეთზე ხორციელდებოდა,  იყო ძალიან მცირე რაოდენობის. რეალურად დიდი სამუშაო იყო განსახორციელებელი. რაც შეეხება აეროპორტის  ტერიტორიას და ჭოროხისკენ მიმავალ ახალ გზას, არ იყო დაცული 75-მეტრიანი ბუფერული ზონა და ფაქტობრივად ზღვამ იმუშავა სანაპირო ზოლში. სანაპირო ზოლში აშენდა ინფრასტრუქტურა, სანამდეც ზღვა მივიდა.  ის არის ზღვის სანაპირო, ზღვის საკუთრება. იქ არ უნდა შეიჭრა.

ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. 1983 წლიდან 1990 წლამდე ამ ტერიტორიაზე 750 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა იქნა ჩაყრილი, რამაც საკმაოდ დიდი ზოლის პლაჟი შექმნა. შემდეგ სამუშაოები გაჩერდა. ქობულეთშიც იგივე სიტუაციაა. ჩამორეცხილია კედელი, გაჩენილი აქვს ბზარები. იმ ადგილზე, სადაც ჩავარდნა მოხდა, რამდენჯერმე გამორეცხილი აქვს ძირი კედელს,“ – ამბობს ვახო წულაძე.

გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება არასაკმარისი იყო,  წლების მანძილზე ინერტული მასალის შეტანა რომ არ მომხდარიყო, ბევრად უფრო სავალალო შედეგები იქნებოდა.

რატომ არ ხორციელდებოდა საკმარისი რაოდენობით ინერტული მასალის შეტანა და რატომ ხდებოდა პლაჟზე მძიმე კონსტრუქციების მშენებლობა? ვახო წულაძე, რომელიც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა, სამსახურში მისვლის პერიოდს იხსენებს და ამბობს:

„როდესაც მოვედი და ვიკითხე, რამდენია საჭირო, რომ ნაპირები გავამაგროთ წელს-მეთქი, მიპასუხეს: რამდენსაც გამოგვიყოფს ბიუჯეტი თანხასო.  ეგ დამოკიდებულება არ უნდა ყოფილიყო. უნდა ეზრუნა ხელისუფლებას იმაზე, რომ მომხდარიყო ამის გამაგრება, უნდა დამჯდარიყვნენ და დაეთვალათ.  წელს რამდენიც საჭირო იყო, ჩვენმა მთავრობამ იმდენი გამოყო,“ –  აცხადებს წულაძე.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ სტიქიის დროს ზარალი მაქსიმალურად იყოს შემცირებული? არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას~ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ინერტული მასალის დროებითი ჩაყრა მოკლევადიან ეფექტს იძლევა, საბოლოოდ კი შედეგს ვერ გვაძლევს.

„ჩაყრებით გამაგრებას ჩვენ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებთ. ჩვენი სკეპტიციზმი გამომდინარეობს იქიდან, რომ ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც გარკვეულწილად, მცირედი პერიოდით იცავს ნაპირს, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფს ნაპირების დაცვას მდგრად ვარიანტში და ვერ უზრუნველყოფს ხანგრძლივვადიან პერიოდში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯობს თუნდაც ქვეყანამ სესხი აიღოს და მუდმივი დაცვა გააკეთოს. მოგეხსენებათ, ჩრდილოეთით გვაქვს ბათუმის კანიონი. ადლიაში რომ ვყრით და ახალ ბულვართან ინერტულ მასალას, მოდის, მოდის და შემდეგ ზვავდება ბათუმის კანიონში. იმ კანიონის ამოვსებას ათეულობით წლები არ ეყოფა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვკარგავთ უძვირფასეს ინერტულ მასალას. შედეგად  ვიღებთ დროებით ეფექტს. წარმოიდგინეთ, არის მცენარე, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს და ვსხლავთ. ის ხომ მაინც გაიზრდება? უფრო სერიოზული ღონისძიებებია აქ მისაღები,“ –  აცხადებს გუჩმანიძე.

მიმდინარე წელს აჭარის სანაპიროებზე ინერტული მასალის ჩასაყრელად სამი მილიონ 240 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ყველა პრობლემურ ადგილას ჩატარდება.

დაზიანებული სანაპირო ზოლი

დაზიანებული სანაპირო ზოლი

„2008 წლიდან 2013 წლამდე აჭარის სანაპიროების გასამაგრებლად ჩაყრილია დაახლოებით 350 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა.  ძირითადად მიმდინარეობდა ადლიაში ჩაყრა და ბათუმის პლაჟების გამაგრება.

წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილია სამი მილიონ 240 ათასი ლარი. ამ თანხიდან 20 ათასი ლარი არის საპროექტო სამუშაოებისთვის. 20 ათასი – არის შესრულების ზედამხედველობის ხარჯები, ხოლო სამი მილიონ 200 ათასი ლარი არის  გამოყოფილი ინერტული მასალის ამოღებასა და ტრანსპორტირებაზე. წელს 350 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალის შეტანა განხორციელდება აჭარის პლაჟებზე, 150 ათასი ჩაიყრება ადლიის მიმდებარე ტერიტორიაზე და შტორმების შედეგად ზღვა თვითონ გადაანაწილებს ადლიიდან ბათუმის პორტამდე.  50 კუბური მეტრის ჩაიყრება ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 ათასი კუბური მეტრი კი –  ბობოყვათში. ქობულეთში ორ წერტილად ჩაიყრება, 50-50 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა,“ – ამბობს ვახო წულაძე.

მისივე თქმით, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და სამუშაოები აპრილის ბოლოს დაიწყება. რაც შეეხება ქობულეთს, იქ  სამუშაოები სექტემბერში ჩატარდება.

ტურიზმის დეპარტამენტმა საინფორმაციო ბუკლეტები განაახლა

ასევე გამოიცა ფრინველებზე დაკვირვების, ღვინის და სოფლად ტურიზმის ბროშურებიც. რომელიც ტურიზმის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, სოფო გუჯაბიძის აზრით, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე პოპულარიზაციას გაუწევს რეგიონს.
საინფორმაციო მასალები გამოცემულია ინგლისურ და რუსულ ენებზე.

 

შიდა ტურიზმის განვითარებისთვის, გამოიცა ხუთივე მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ამსახველი სარეკლამო მასალა. როგორც ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, წელს პირველად გამოიცა სამმაგი რუკა, სადაც ერთადაა მოცემული, როგორც ბათუმისა და აჭარის, ასევე მთლიანი საქართველოს რუკაც. ცალკე გამოიცა ბათუმისა და ქობულეთის რუკები.

 

  სოფო გუჯაბიძის განცხადებით, საინფორმაციო სარეკლამო ბუკლეტებს ტურისტები მიიღებენ როგორც აეროპორტებში, ასევე ქალაქში არსებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში.

 

როგორც ტურიზმის დეპარტამეტში აცხადებენ,  ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რეგიონში ტურისტთა ნაკლებობა შეიმჩნევა, „თუმცა ეს არის შიდა ტურიზმის ხარჯზე, უცხოელების ხარჯზე კი არის სამპროცენტნახევრიანი ზრდა. ტურისტების ნაკადის მხრივ, ქვეყნებს შორის ისე თურქეთი ლიდერობს. წელს ველოდებით ტურისტების ზრდას პოლონეთიდან და ისრაელიდან, თუმცა კონკრეტული ციფრის პროგნოზირებას, თუ რამდენი ტურისტი შეიძლება შემოვიდეს რეგიონში, ვერ შევძლებთ“-ამბობს სოფო გუჯაბიძე.

სტუდენტური არჩევნების ქრონიკა

 

 

წინასაარჩევნო პროცესს აქტიურად ვადევნებდი თვალყურს, სტუდენტთა გარკვეული ნაწილი გამარჯვებისთვის საკმაოდ აქტიურობდა, დაპირებებს იძლეოდა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებების მოფიქრებით სტუდენტთა დაინტერესებას ცდილობდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მხარდაჭერას მხოლოდ იმიტომ ელოდნენ, რომ სიმპათიურები არიან, ბევრი ნაცნობ-მეგობარი ჰყავთ და 120 კურსელი. როგორც რიგითმა სტუდენტმა შემიძლია ვთქვა, რომ სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად არც ერთი მათგანის მზაობა არ შემინიშნავს, თითქოს სტუდენტები გასართობად ვიყოთ უნივერსიტეტში.

 

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე

 

ცესკოს მუშაობა პარალიზებულია, კანდიდატთა ნაწილმა ცესკოს კარები აჭედა, ცესკოს უნდობლობა გამოუცხადა, 9 აპრილს მომხდარი ფაქტების გამო.

 

სულხან დუმბაძე, ცესკოს პირველი თავმჯდომარე, საინიციატივო ჯგუფ „აპოლიტიკისა“ და მისი ლიდერის ზურა მესხიძის ეჭვის გამო, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა, მაშინ სულხანმა თქვა, რომ არ უნდოდა მცირედით მაინც შეპარვოდა ვინმეს ეჭვი არჩევნების ლეგიტიმურობაში. 9 აპრილს კი “აპოლიტიკას”  წევრები და ცესკოს მდივანი ცესკოს კაბინეტში ჩაიკეტნენ.

 

ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები 11 აპრილს დაარეგისტრირა და შეიძლება ითქვას, ამ დღესვე შეარჩია. 12 აპრილს ღამის 1 საათამდე გრძელდებოდა ტრენინგები და წევრების გადამზადება, შვიდ საათში კი საარჩევნო უბნები უნდა გახსნილიყო და ამომრჩეველი მიეღო.

 

არჩევნები

 

სტუდენტურმა არჩევნებმა “ნაციონალების”  მიერ ჩატარებული არჩევნები გამახსენა. მთელი დღის განმავლობაში კანდიდატები იდგნენ საარჩევნო უბნებთან. როცა ვეკითხებოდი, თუ რატომ იყვნენ იქ, მპასუხობდნენ – არჩევანი ჯერ არ გამიკეთებიაო. კანდიდატთა ნაწილს მთელი დღის განმავლობაში სტუდენტები მოჰყავდათ უბნებთან, სიას აწარმოებდნენ და ხმებს გარეთ ითვლიდნენ. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სტუდენტებს ფოტოების გადაღებაც კი მოსთხოვეს, იმის დასადასტურებლად, რომ ხმა ნამდვილად სასურველ კანდიდატს მისცა, თუმცა არც ერთმა სტუდენტმა ჩართულ დიქტოფონთან ამის თქმა არ ისურვა.

 

ხმების დათვლა დამთავრებული არ იყო, რომ გამარჯვებულებმა ზეიმი დაიწყეს. მე კი იმას ვფიქრობდი, რომ თვითმმართველობაში კონკრეტული სახეები და სახელები ვერაფერს ცვლის.

 

არჩევნები უნივერსიტეტში
არჩევნები უნივერსიტეტში

ადვოკატები საბჭოთა ანაბრების დაბრუნების შესახებ

 

„ჩვენ გვინდა შევთავაზოთ რეკომენდაციები და დასკვნა, თუ რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ და რა ვადებში, ამ ვალის გასასტუმრებლად. პირველ რიგში უნდა შეიქმნას კომპენსირების სამართლიანი მოდელი, კომპენსირება იდეაში გულისხმობს, რომ ვეღარ მოხდება ინდექსაცია ერთი-ერთზე. ამის რესურსი არც სახელმწიფო ბიუჯეტს გააჩნია, მაგრამ არსებობენ ქვეყანაში იურისტები და ეკონომისტები, რომლებიც დასხდებიან და მოიძიებენ კომპენსირების ფორმას. ეს იქნება ფულადი თანხით, წიაღისეულით, პრივატიზაციიდან შემოსული თანხებიდან თუ სხვა ფორმით, ეს საფიქრალია“-აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი. 

 

ადვოკატების აზრით, ამ ვალის გასტუმრება მინიმუმ ათი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. „ინდექსაციამ უნდა დაადგინოს ის წრე, ვისზეც პირველ ეტპაზე მოხდება ვალდებულებების გაცემა. ეს იქნება სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ან თუნდაც გარდაცვლილი მეანაბრეების მემკვიდრეები“.

 

ყოფილმა საბჭოთა ქვეყნებმა ანაბრების კომპენსირების ნაწილში სხვადასხვა პოზიცია დაიჭირეს. „როცა საქართველომ ანაბრები შიდა ვალად გამოაცხადა, როგორც მაგალითად სომხეთმა, მოლდავეთმა და ლატვიამ, ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ქვეყანა ფაქტობრივად სამი ომის შემდგომ პერიოდში იმყოფება და რეალური ამ ვალების გასტუმრება მოცემულ შემთხვევაში არ არის რეალური. შემდგომში კი ამ თემის წინასაარჩევნოდ პოლიტიზირებამ, პრობლემის მოუგვარებლობა გამოიწვია“-ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.

 

მისი აზრით, სწორი იყო ლიტვას მაგალითი, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთმა არა მარტო საბჭოთა ანაბრები უნდა დააბრუნოს, არამედ საბჭოური ოკუპაციის თანხაც უნდა აუნაზღაუროს ქვეყანას.

 

აზერბაიჯანმა საბჭოთა ანაბრები შიდა ვალად არ აღიარა, თუმცა, როგორც ახალგაზრდა ადვოკატები აცხადებენ,ამ სახელმწიფომ ყოფილ მეანაბრეებზე ვალების გასტუმრების ვალდებულება მაინც აიღო: „ეს პროცესი დაიწყო 2013 წლიდან, ეს 2015 წლამდე აქვთ გაწერილი. აზრებაიჯანი მდიდარი ქვეყნაა და ამის რესურსი მისთვის პრობლემა არ არის“.

 

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით,  მეანაბრეების ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. „ამის ზუსტი ციფრი არ არსებობს. სტატისტიკის დეპარტამენტმა გვიპასუხა, რომ არ იციან. შეიძლება იცოდეს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც არ მოგვაწოდა აღნიშნული ინფორმაცია, რის გამოც მივმართეთ სასამართლოს.“

 

 

 

ეკო-კონფერენცია ბათუმში

კონფერენციაზე, განხილული იქნება, საქართველოში არსებული ბიომრავალფეროვნების პრობლემები, ასევე საუბარი იქნება ეკო-სისტემაზე.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის შეფასებით, „ანალოგიურ კონფერენციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რეგიონისთვის და სრულიად საქართველოსთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვიზიდოთ ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან და მკვლევარები მსგავსი სამეცნიერო კონფერენციების მოსაწყობად.“


აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ”ბიომრავალფეროვნება ევროპაში” დაესწრო.
კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, აჭარის არჩილ ხაბაძემ, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ევროპის ოფისის დირექტორმა იან დუსიკიმ და შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა გახსნეს.

 

ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ორგანიზებით იმართება.

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

 

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა, რათა მათ გავაცნოთ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობა,ასევე გასულ წელს შესრულებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. ვაპირებთ, რომ ამ კუთხით მათთან თანამშრომლობა მომავალშიც გავაგრძელოთ და ნებისმიერი სიახლე, რომელი პალატის საქმიანობას შეეხება, აქტიურად გავაცნოთ.“ – განაცხადა აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი სამნიძემ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის გასული წლის საქმიანობაც მიმოიხილეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს, საუბარი ასევე შეეხო პალატისა და სამოქალაქო სექტორის როლს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

 

შეხვედრაზე  რეგიონში მოქმედი 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო მიწვეული.

 

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა

მოხალისეობის პროგრამა სტუდენტებისთვის

„აჭარაში ჩვენმა ორგანიზაციამ მიიღო EVS-ის აკრედიტაცია და გვაქვს შესაძლებლობა პროექტის ფრაგლებში მივიღოთ ერთი უცხოელი მოხალისე და გავუშვათ ოთხი ბათუმელი მოხალისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რომლებიც განახორციელებენ მოხალისეობრივ საქმიანობას. გარდა ამისა გვაქვს კონტაქტები ევროპის სხვა ორგანიზაციებთანაც, რომლებსაც შეეძლებათ სამომავლოდ მიმღებ ორგანიზაციებად იქცნენ“ -ამბობს „ბორჯღალის“ პროექტების კოორდინატორი აბელ სანაძე.

პროექტი ბათუმელი სტუდენტებისთვის პირველად ხორციელდება. პროექტში მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი ინგლისურის სრულყოფილი ცოდნა, „მთავარია ელემენტარულ ცოდნას ფლობდეს მოხალისე, რომ კომუნიკაცია არ გაუჭირდეს“.

მოხალისეობის ვადა, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, არის ორი თვიდან ერთ წლამდე. სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

ქვეყნებს შორის, სადაც მოხალისეებს წასვლის შესაძლებლობა აქვთ, არის სირია, ლიბია, იორდანია, ღაზას სექტორი, ეგვიპტე და ა.შ, ქვეყნების ჩამონათვალშია ასევე რუსეთი, უკრაინა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიც. როგორც პროექტის ხელმძღვანელები აცხადებენ, მოხალისეებს კონფლიქტურ და სამშვიდობო საკითხებზე მუშაობაც მოუწევთ.

„ამიტომ არის ასეთი ქვეყნები შეტანილი ჩამონათვალში, კონფლიქტური ქვეყნების შერჩევის შემთხვევაშიც მოხალისის უსაფრთხოება დაცული იქნება. თუმცა, ქვეყნები, თუ სად გაემგზავრებიან, სტუდენტების არჩევანზეა დამოკიდებული“-აცხადებს პროექტის ორგანიზატორი.

პროექტის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას სკოლის მოსწავლეების ესწრებოდნენ.

„მინდა რომ გერმანიაში წავიდე, ამით არის ეს პროექტი ჩემთვის საინტერესო, ენის გაუმჯობესებაში დამეხმარება“ – ამბობს მირანდა პაქსაძე, რომელიც ბათუმის საერო ელიტარული სკოლის მოსწავლეა.

კესარია კაჭარავა: „ჯერ არ ვიცი რომელ ქვეყანაში წასვლას გადავწყვეტ, მინდა პირობებზე მეტი მოვისმინო“.

იურისტები სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე

 

 

დავით მესხიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“  იურისტი ამბობს, რომ მათ უბანზე დამკვირვებელი დაუკავშირდათ: „უბანზე დამკვირვებელმა დაგვირეკა, რაღაც ხარვეზიაო, ჩვენ, ორი იურისტი მივედით და იქ, უბანზე ვკამათობდით, ეს არის თუ არა სამართალდარღვევა. ერთი დაღვევა უკავშირდება გვარს. როგორც ვიდეოშია, აღვნიშნავ, რომ თუ გვარი შეცდომითაა, მაშინ დავწეროთ საჩივარი და მეორე: თუ საკონტროლო ფურცელს მხოლოდ  თავმჯდომარის ხელმოწერა აქვს, ეს არსებითი დარღვევა არაა.“  – ამბობს იურისტი.

 

ამ დროსათვის უნივერსიტეტში არჩევნები დასრულებულია და მიმდინარეობს ხმების დათვლა.   

Exit mobile version