ბათუმის სასამართლომ ადვოკატს პატიმრობა შეუფარდა

 

 

 

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობები და მიიჩნია, რომ პროკურორის შუამდგომლობა საფუძვლიანია და იგი დააკმაყოფილა, ბრალდებულები დააკავა.  

 

სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია პროკურორის არგუმენტაცია, ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხესთან დაკავშირებით.
ბრალდებული ადვოკატი დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე ბათუმის და ხელვაჩაურის რაიონულ პროკურორებს წარუდგა როგორც მოქმედი პროკურორი, რაც ამ ეტაპზე მიუთითებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ “საჭიროები”-ს შემთხვევაში მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოება.

 

 

ის, რომ ბრალდებული წარსულში იყო პროკურორი და ამჟამად მოქმედი ადვოკატია და დასაბუთებული ვარაუდით ასეთი ხერხით დაეუფლა თანხას, კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევის ჩადენის თაობაზე. 

 

 

სასამართლომ ასევე გაიზიარა პროკურორის დასაბუთება, რომ ბრალდებულთა მხრიდან პროკურატურის სახელით მოტყუებით  თანხის დაუფლება ლახავს სამართალდამცავი სტრუქტურების იმიჯს და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ახალი კრიტერიუმების მიხედვით დაეხმარებიან

 

შეხვედრაზე თვითმმართველ ერთეულებს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის მთავრობის, 2014 წლის 13 თებერვლის N5 დადგენილებას გააცნობენ.


დადგენილება შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის შესწავლის, შეფასების და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით კრიტერიუმების განსაზღვრის ზოგად წესს.


აღნიშნული მიზნით თვითმმართველ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიები შეიქმნა.


სამინისტროს წარმომადგენლებმა მსგავსი სამუშაო შეხვედრა უკე გამართეს შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების გამგეობის წევრებთან და რწმუნებულებთან.

ღურტაში ხვალ მემორანდუმის პირობებს მოისმენენ

 

„მხოლოდ პირობებზე ვისაუბრეთ, ხვალ ავალთ სოფელში და ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფს გავაცნობთ მემორანდუმის პირობებს.  ვისაუბრეთ საჭიროების შემთხვევაში განსახლებაზეც, ზიანის შემთხვევაში კომპენსაციის განსაზღვრაზე, საუბარი იყო დასაქმებაზე, ასევე ინფორმაციის გასაჯაროებაზე დასკვნებთან დაკავშირებით, საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე ქართულ ენოვანი ვებგვერდის გაკეთებაზე.“ – განმარტა არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გენო გელაძემ „ბათუმელებთან“.

 

ღურტაში მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვალ ელიან. მოსახლეობის თქმით, თუ მემორანდუმის პირობები არ დააკმაყოფილებთ, ისინი აქციას განაახლებენ.

 

ღურტაში მოსახლეობის მხარდასაჭერად ხვალ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებიც გეგმავენ წასვლას. 

ბათუმში მცენარეებს იპარავენ

 

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ეთერ მაჭუტაძის თქმით, მოქალაქეები არა მარტო ერთწლიან ნარგავებს, არამედ მრავალწლან მცენარეებსაც იპარავენ.

 

„მერიის წინ შესასვლელში, ორივე მხარეს ციკლამენები აკლია, ვერაფრით ვერ გავაჩერე.  აეროპორტში მოპარულია აბელიის ბუჩქები, ასევე  ვარდების სკვერში, ბაგრატიონის „მონატრების“ სკვერში… შუაღამით იპარავენ.  გონიოდან ჩაქვამდე დაცვას ხომ ვერ დაუყენებ მცენარეებს.“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე.

 

მისივე თქმით, გამწვანების სამსახური ასეთ შემთხვევებში საპატრულო პოლიციას მიმართავს, თუმცა არც შარშან და არც წელს არც ერთი პირი არ დაუჯარიმებიათ, რადგან მცენარეების ქურდებს ფაქტზე ვერ იჭერენ.  ეთერ მაჭუტაძის თქმით, წელს მცენარეების ქურდობისგან მიყენებული ზარალი დაახლოებით 1 000 ლარია.

 

„სილამაზე და გამწვანება ყველა მოქალაქეს ეკუთვნის და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ხელი არ ახლოს.  ხალხის ცნობიერებაში ჯერჯერობით არ არის, რომ ეს არის საერთო საკუთრება, საერთო სილამაზე და მარტო უცხოელებისთვის არ კეთდება.“ – ამბობს ეთერ მაჭუტაძე. იგი ამბობს რომ ხშირია მცენარის ტრანსპორტისაგან დაზანების შემთხვევებიც, რა დროსაც ტრანსპორტის მეპატრონემ მცენარის საფასური უნდა გადაიხადოს.  

 

„ბათუმმა“ რაგბში „არმაზი“ დაამარცხა – ბრძოლა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად

 

 

დღევანდელი თამაშით კმაყოფილი დარჩა ბათუმის მწვრთნელი ლევან მგელაძე: „ტალახში ასეთი თამაში ძალიან ძნელია. შეეძლოთ თუ არა, ბიჭებმა თამაშში ჩადეს ყველაფერი. თუმცა შესაძლებელი იყო პრემიალური ქულის აღება, რომ არა უკანა ხაზში ბევრი შეცდომა“.

 

„არმაზის“  მწვრთნელ დავით ვართანიანის თქმით დღევანდელი წაგება „არმაზისთვის“ სატურნირო ცხრილში არაფერს ცვლის, ის ისევ მეექვსე ადგილზე დარჩება. თუმცა მაინც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ გუნდმა მეექვსე ადგილის პოზიცია დაკარგოს.

 

არმაზი მომდევნო თამაშს 20 აპრილს თბილისში „აიასთან“ გამართავს. „ბათუმს“ კი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის გადამწყვეტი შეხვედრა 20 აპრილს „აკადემიასთან“ ექნება. შეჯიბრება ისევ ბათუმის ანგისას სტადიონზე გაიმართება. 

 

 

 

 

 

 

 

კარვები აჭარის მთავრობის წინ

 

ანსამბლის აქცია თვეზე მეტია გრძელდება. ისინი უპირობოდ მოითხოვენ თემურ ქორიძის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაბრუნებას.

 

ამ ხნის მანძილზე მათ შეხვედრები ჰქონდათ მთავრობის თავმჯდომარესთან, კულტურის მინისტრთან და სამინისტროს სხვა წევრებთან, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

 

„ჩვენთვის მიუღებელი იყო შემოთავაზება – თემურ ქორიძის ანსამბლის დირექტორის მოადგილედ დანიშვნის შესახებ, ეს კაცი კაბინეტისთვის არ არის მოსული. მას უნდა დასს უხელმძღვანელოს“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა ალეკო შენგელიამ.

 

გაფიცული ანსამბლის წევრები იმედს იტოვებენ, რომ მათ აქციებს შედეგი მოჰყვება.

 

სურსათი ეტიკეტის გარეშე – ჯარიმა 400 ლარიდან

 

ასევე,  სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი, რეალიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის ეტიკეტირება კანონმდებლობის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება 400 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარით.  

 

სამუშაო შეხვედრა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების შემსწავლელ კომისიასთან

 

პრესსამსახურის ინფორმაცით, შეხვედრის მიზანი იყო 2014 წლის 13 თებერვლის აჭარის მთავრობის „აჭარის ა რ რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ # 5 დადგენილების კომისიისთვის გაცნობა, რომელიც გულისხმობს სტიქიურად დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლას, შეფასებას და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით კრიტერიუმების განსაზღვრის წესს.

შეხვედრა სამინისტროსა და კომისიის წარმომადგენლებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ვიყიდი სარდაფს ბათუმში

 

 

 

ვიყიდი მშრალ სარდაფს (ხედით  – გზა) ქალაქის ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ მდგომარეობაში. მობ: 555 34 77 88.

გირავდება

 

მელიქიშვილის ქუჩაზე ვაგირავებ ერთ ოთახს. უზრუნველყოფილია სველი წერტილებითა (აბაზანა, საპირფარეშო, ცხელი და ცივი წყალი) და საჭირო ავეჯით. ფასი შეთანხმებით. მობ: 599 58 90 17. 

ქირავდება ბინა ბათუმში

 

 

 

ტაბიძის ქუჩაზე, #7-ში, ქირავდება ერთოთახიანი გარემონტებული ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯითა და ტექნიკით. მობ: 593 652 900; 593 331 904.

 

 

ქირავდება ბათუმში (სასტუმრო „შერატონთან“) იზოლირებული, ერთოთახიანი ბინა (ძველი გარემონტებული), უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, ცხელი წყლით. ფასი: 220 ლარი. პირველი და ბოლო თვის ქირის წინასწარი გადახდით. მობ: 557 94 84 04.

 

 

ქირავდება ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, #166-ში, კერძო სახლის პირველ სართულზე გარემონტებული, ოროთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი სველი წერტილებით, ავეჯით, კონდიციონერით, ინტერნეტით. აქვს ინდივიდუალური შესასვლელი. მობ: 595 757 222.

 

 

ქირავდება კერძო, პატარა სახლი, უზრუნველყოფილი ევრორემონტითა და ტექნიკით. მის.: მელიქიშვილის მეორე შესახვევი, სახლი #23. ტელ: 22 52 23.

 

 

ქირავდება სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე საწყობი _ 650-კვ.მ. მეორე სართულზეც ანალოგიური ფართობია. ფასი: 5 ათასი ლარი. მობ: 593 400 404.

 

 

ქირავდება სამოთახიანი არასტანდარტული ბინა ბათუმში, ახალაშენებული ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით, ტექნიკით, ცენტრალური გათბობით, კონდიციონერით, ბუნებრივი აირით, ორი აივნით, ორი საძინებლით, ორი სველი წერტილით, თანამედროვე აბაზანა საშხაპე კაბინით. ტელ: (0422) 27 35 58; მობ: 593 30 74 90.

იყიდება ბინა ბათუმში

 

 

ლერმონტოვის ქუჩაზე, #31-ში (ჭავჭავაძის ქუჩასთან მისვლამდე), მესამე სართულზე, იყიდება 68-კვ.მ ფართობის ბინის კარკასი. ფასი: 38 ათასი დოლარი. შესაძლებელია პატარა ფართობის ბინაზე გადაცვლა თანხის დამატებით. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

მელიქიშვილის ქუჩაზე, #79-ში (უკრაინის საკონსულოსთან), მეხუთე სართულზე, იყიდება 80-კვ.მ ფართობის ბინა. მიმდინარეობს კაპიტალური რემონტი. ფასი: 52 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

ოძელაშვილის ქუჩაზე, ახალაშენებულ სახლში, მეექვსე სართულზე, იყიდება ოროთახიანი ბინის თეთრი კარკასი (სახლს ლიფტი არ აქვს). ფასი: 26 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

ჰაიდარ აბაშიძისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ  სახლში, მერვე სართულზე, იყიდება 50-კვ.მ ფართობის ოროთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით. ლიფტი მუშაობს. ფასი: 65 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

ზურაბ გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში, მეექვსე სართულზე, იყიდება 189-კვ.მ ფართობის კუთხის გასარემონტებელი ბინა. ფასი: 130 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

ლერმონტოვის ქუჩაზე (მერიასთან) იყიდება 60-კვ.მ ფართობის ოროთახნახევრიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით. ფასი: 42 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, მეორე სართულზე, იყიდება 100-კვ.მ ფართობის ბინა. ფასი: 75 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

 

ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, მეხუთე სართულზე, ახალაშენებულ, დასრულებულ სახლში  იყიდება 66-კვ.მ ფართობის ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტითა და ავეჯით.  ფასი: 50 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

 

ანგისაზე, ბავშვთა საავადმყოფოს გვერდით, გზიდან 10 მეტრში, იყიდება 1600-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ფასი: 65 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

კომახიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მაღაზია „ვაიკიკის“ თავზე იყიდება 42-კვ.მ ფართობის ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯით. ფასი: 50 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

მაზნიაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში იყიდება გარემონტებული საოფისე ფართობი. ფასი: 75 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, თორმეტსართულიანი სახლის მეექვსე სართულზე იყიდება ოროთახიანი გარემონტებული ბინა. ფასი: 42 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

მარჯანიშვილის ქუჩაზე იყიდება ოთახნახევრიანი, 38-კვ.მ ფართობის გარემონტებული, სუფთა ბინა. ფასი: 40 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

ბაგრატიონის ქუჩაზე (ხიმშიაშვილის ქუჩის კვეთაში) იყიდება 72-კვ.მ ფართობის ბინის შავი კარკასი. ფასი: 32 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, დასაწყისში, საერთო ეზოში იყიდება ოთახნახევრიანი ბინა (ძველი გარემონტებული). საწყისი ფასი: 35 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

იყიდება მიწა (750-კვ.მ) აღმაშენებლის ქუჩაზე („ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურთან). ფასი: 1-კვ.მ _ 100 დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე იყიდება 146-კვ.მ ფართობის შავი კარკასი. ფასი: 85 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

ქობულეთში იყიდება ოროთახიანი კარგად გარემონტებული ბინა აივნებით, ავეჯითა და ტექნიკით. ფასი: 45 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

ყაზბეგის ქუჩაზე, ახალაშენებულ სახლში იყიდება ახალგარემონტებული, 43-კვ.მ ფართობის ბინა. ფასი: 45 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

ყაზბეგის ქუჩაზე იყიდება ოთახნახევრიანი, 40-კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა. ფასი: 40 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

ლერმონტოვისა და გორგასალის (ყოფილი ცხაკაიას) ქუჩების კვეთაში, მეხუთე სართულზე იყიდება 48-კვ.მ ფართობის ოთახნახევრიანი ბინის კარკასი. ფასი: 28 ათასი დოლარი.  მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

ტაბიძის ქუჩაზე, მეცხრე სართულზე იყიდება 62-კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა. ფასი: 35 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

ფარეხის ბაზრობის ტერიტორიაზე, მეოთხე სართულზე იყიდება საშუალოდ გარემონტებული, 100-კვ.მ ფართობის ბინა. ფასი: 45 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

ლერმონტოვისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, მეხუთე სართულზე იყიდება ოროთახიანი გასარემონტებელი ბინა. ფასი: 40 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

ხიმშიაშვილის (ყოფილი ნინოშვილის) ქუჩის დასაწყისში, პირველ სართულზე იყიდება ოროთახიანი, გასარემონტებელი ბინა. ფასი: 45 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, ხუთსართულიან სახლში, მეექვსე სართულზე იყიდება 80-კვ.მ ფართობის სხვენი. ფასი: 18 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ სახლში იყიდება ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით. ფასი: 48 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

რუსთაველის ქუჩაზე, თეატრთან იყიდება 165-კვ.მ ფართობის ბინა (სამოთახიანს პლუს ერთოთახიანი). ფასი: 140 ათასი დოლარი. მობ: 577 25 25 85; 597 01 99 63

 

 

ჯავახიშვილის ქუჩის დასაწყისში, ხუთსართულიანი სახლის პირველ სართულზე, იყიდება ოთახნახევრიანი, გარემონტებული ბინა ავეჯით. ფასი: 34 ათასი დოლარი. მობ: 555 12 69 12

 

 

ოძელაშვილის ქუჩაზე, ხუთსართულიანი სახლის პირველ სართულზე, იყიდება ოთახნახევრიანი, 50-კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა. ფასი: 25 ათასი დოლარი. მობ: 555 12 69 12

 

 

ურეხში იყიდება კერძო ორსართულიანი სახლი 1500-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთით. ფასი: 42 ათასი დოლარი. მობ: 555 12 69 12

 

 

იყიდება ლერმონტოვის ქუჩაზე (მერიასთან), ხუთსართულიანი სახლის მეორე სართულზე, ოროთახიანი სამოთახიანად გადაკეთებული ბინა (ძველი გარემონტებული). ფასი: 35 ათასი დოლარი. მობ: 555 12 69 12

 

 

იყიდება ხიმშიაშვილის (ყოფილი ნინოშვილის) ქუჩაზე, ახალაშენებული სახლის პირველ სართულზე, 400-კვ.მ კომერციული ფართობი. ჭერის სიმაღლე _ 6-მეტრი. ფასი: 1-კვ.მ _ 2000 დოლარი. შესაძლებელია ნაწილის გაყიდვაც. მობ: 555 12 69 12

 

 

იყიდება ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ახალაშენებული სახლის მესამე და მეოთხე სართულზე, 45-კვ.მ ფართობის ოთახნახევრიანი გარემონტებული ბინები. ფასი: ავეჯით 38 ათასი დოლარი, ავეჯის გარეშე _ 35 ათასი დოლარი. მობ: 555 12 69 12

 

 

მთისძირის ქუჩაზე იყიდება კერძო ორსართულიანი გარემონტებული სახლი, უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, 400-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთით. ფასი: 130 ათასი დოლარი. მობ: 555 12 69 12

 

 

მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთასთან იყიდება 500-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, შესაძლებელია მაღალსართულიანი სახლის აშენება. ფასი: 400 ათასი დოლარი. მობ: 555 12 69 12

 

 

რუსთაველის ქუჩაზე, ახალაშენებულ სახლში, იყიდება 48-კვ.მ ფართობის ბინის თეთრი კარკასი. ფასი: 55 ათასი დოლარი. მობ: 597 800 136, ქეთი.

 

 

ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, ახალაშენებულ სახლში, იყიდება 74-კვ.მ ფართობის ბინა. ფასი: 65 ათასი დოლარი. მობ: 597 800 136, ქეთი.

 

 

აღმაშენებლის ქუჩაზე, მეშვიდე სართულზე, იყიდება 74-კვ.მ ფართობის ოთხოთახიანი გარემონტებული ბინა. ფასი: 40 ათასი დოლარი. მობ: 597 800 136, ქეთი.

 

 

ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ახალაშენებულ სახლში, მეოთხე სართულზე, ხედით ხიმშიაშვილის ქუჩა, იყიდება 63-კვ.მ ფართობის ბინის თეთრი კარკასი. ფასი: 40 ათასი დოლარი. მობ: 597 800 136, ქეთი.

 

 

ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე იყიდება 106 კვ.მ ფართობის ახალგარემონტებული ბინა. ფასი შეთანხმებით. მობ: 597 800 136, ქეთი.

 

 

იყიდება 88-კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა (მისაღები, საძინებელი, სამზარეულო), უზრუნველყოფილი ორი სველი წერტილით, ავეჯით, გათბობით, ტექნიკით (ტექნიკის გარანტიით). მის.: სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა #20, 14-სართულიანი, ახალაშენებული სახლის მე-8 სართული. ფასი: 95 ათასი დოლარი. მობ: 557 22 41 97.

 

 

იყიდება 67-კვ.მ ფართობის გარემონტებული ბინა თექვსმეტსართულიანი სახლის მეთოთხმეტე სართულზე, უზრუნველყოფილი ავეჯით, ტექნიკით, გათბობით (ბუნებრივ აირზე). ფასი: 75 ათასი დოლარი. მობ: 557 22 41 97.

 

 

ლორიას ქუჩაზე, #4-ში, იყიდება ბინა (65-კვ.მ), კომერციულ ფართობთან ერთად. მობ: 557 47 35 35;  558 59 69 09.

 

 

ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, #144-ში, ახალ აშენებულ სახლში, მეთხუთმეტე სართულზე იყიდება 47-კვ.მ ფართობის ბინა უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. ფასი: 47 ათასი დოლარი. მობ.: 597 800136

 

 

ჩაქვში, გვირაბთან, 100 მეტრში, იყიდება 2000-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. გაშენებულია თხილის ბაღი და ხურმის ნარგავები, სასახლე ადგილი გამზადებულია, გზა გაკეთებულია, მიყვანილია წყარო. მოძრაობს სამარშრუტო ავტობუსი #40, ყოველ 5 წუთში, ასევე ავტობუსი ნახევარი საათის ინტერვალით. ფასი შეთანხმებით. მობ: 577 30 29 83.

 

 

იყიდება 217 კვ/მ ფართობის სახლი დაშენება-მიშენების პერსპექტივით. უძრავი ქონება პრივატიზებულია. ფასი:  75 ათასი დოლარი. მისამართი: ადლია, ადლიის ქუჩა #146. დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ: მობ.: 593 329555; 577 791616, იკითხეთ კობა.

 

 

იყიდება ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, სამოთახიანი მაღალჭერიანი სუფთა ბინა (ძველი გარემონტებული), მიმატების პერსპექტივით, უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით. ასევე შესაძლებელია ავტოფარეხის გაკეთება. ტელ: 27 83 68; მობ: 593 45 87 94

 

 

იყიდება ოთახნახევრიანი კეთი¬ლმოწყობილი ბინა ბენზეში, ახალაშენებული სახლის მეორე სართულზე, უზრუნველყოფილი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით, რკინის კარებით, ბუნებრივი აირით (ოპერის თეატრის ზემოთ). საწყისი ფასი: 25 ათასი დოლარი. მობ: 592 13 63 03.

 

 

ციხისძირში, ცენტრალური გზიდან 500 მეტრის დაშორებით, სასწრაფოდ იყიდება 2000-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ციტრუსის ნარგავებით, ხედით _ ზღვა. გამოდგება აგარაკის ან კერძო სახლის ასაშენებლად. მობ: 593 57 10 10; 597 01 04 06.

 

 

იყიდება კერძო ორსართულიანი, 308-კვ.მ ფართობის სახლი (1200-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთით) ბათუმში. მის: ადლიის მე-3 ჩიხი #31. მობ: 551 08 91 82, ალეკო.

 

 

იყიდება 860 და 1700-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ურეხში (ხოფის ბაზრობასთან). შესაძლებელია ნაწილობრივ გაყიდვაც. ფასი: 1-კვ.მ _ 35 დოლარი. მობ: 593 12 95 85; 555 57 60 82, ლევანი.

 

 

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, #64-ში, ხუთსართულიან სახლში, მეოთხე სართულზე, იყიდება 120-კვ.მ ფართობის ბინა ევრორემონტით. მობ: 591 98 64 80.

 

 

ბარცხანაში, ზღვიდან 500 მეტრში, პირველ სართულზე, იყიდება ოთახნახევრიანი ბინა. მობ: 593 26 96 07. 

 

 

ოზურგეთში, სოფელ მერიაში (ხვარბეთი) იყიდება კაპიტალური, ორსართულიანი სახლი ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთით (4500-კვ.მ მანდარინის ბაღი, 3000-კვ.მ თხილის ბაღი, 35 ძირი ხურმა. ლიმონის ბაღი (იკრიფება ტონა ლიმონის ნაყოფი), კივის ბაღი (იკრიფება ტონა კივის ნაყოფი) სხვა ხეხილით). 2000-კვ.მ საყანე ნაკვეთით. ფასი შეთანხმებით. მობ: 577 30 41 49.

 

 

იყიდება 83-კვ.მ ფართობის ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, მიშენება-დაშენების პე¬რ¬ს¬პექტივით, რომლის პროექტი და დოკუმენტაცია მოწესრიგებულია და მთლიანობაში შეადგენს 200 კვადრატს. საწყისი ფასი: 65 ათასი დოლარი. მის: ჯავახიშვილის ქუჩა #72ბ, ბინა _ 43, მეხუთე სართული. მობ: 593 68 64 66.

 

 

ძველი ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე, იყიდება ან ქირავდება 90-კვ.მ ფართობის ოთხოთახიანი საოფისე ფართობი, შესასვლელები აქვს ქუჩის მხრიდან და ეზოდან. უზრუნველყოფილია ორი სანიტარული კვანძით. გამოიყენება საცხოვრებლადაც. მობ: 599 24 32 49.

 

 

იყიდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე, #48-ში, 120-კვ.მ ფართობის ოთხოთახიანი, დუპლექსის ტიპის ბინა მანსარდის დაშენების ნებართვით. ფასი შეთანხმებით. მობ: 579 500 089; 599 799 121.

 

 

იყიდება ბარცხანაში, ბაქრაძის ქუჩაზე, #16-ში, კერძო, ორსართულიანი სახლი, უზრუნველყოფილი გათბობით, ცივი და ცხელი წყლით. ფასი შეთანხმებით. ტელ: 25 00 14; მობ: 599 58 19 56.

 

 

იყიდება დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, 28-კვ.მ ფართობის ბინა 5-კვ.მ ფართობის ღია აივნით. ფასი შეთანხმებით. მობ: 558 44 44 70.

 

 

იყიდება ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, #66-ში, 110-კვ.მ კომერციული ფართობი. ფასი შეთანხმებით. მობ: 558 99 33 83; 597 871 294.

 

 

სოფელ წინსვლაში იყიდება ბელეტაჟის ტიპის დიდი სახლი დამხმარე შენობა ნაგებობებით, ხუთი ათასი კვ.მ ფართობის დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სხვადასხვა ხეხილის ნარგავებით, ხუთი ათასი კვ.მ ფართობის ტყით, 15 ტონიანი მანდარინის ბაღით. ფასი შეთანხმებით. მობ.: 591 71 64 80.

 

 

იყიდება სამოთახიანი ბინა ცხრასართულიანი სახლის მეორე სართულზე (მიშენების პერსპექტივით) მის: ბათუმი (ხელვაჩაური), ფრიდონ ხალვაშის ქ. მეექვსე შესახვევი. ბინა _ 17 (სამკერვალო ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია. ფასი შეთანხმებით. საკონტაქტო პირები: 568 94 84 69, გიორგი; 558 11 46 02, დარიკო.

 

 

იყიდება ან იცვლება სამოთახიანი ბინა გარეუბანში კერძო სახლზე. ფასი: 50 ათასი დოლარი. მობ: 592 18 04 10, მარინა.

 

 

ვცვლი ერთოთახიან, 28-კვ.მ ფართობის ორ ან სამოთახიან ბინაზე თანხის დამატებით. მის: თამარის დასახლება. ტელ: 25 36 67, მობ: 557 29 80 40, ილონა.

 

 

იყიდება სასწრაფოდ 92-კვ.მ ფართობის სამოთახიანი ბინა ზღვის პირას, სასტუმრო `მარინას~ უკან. ხედით _ ზღვა. ორმხრივი აივნებით. მის: ინასარიძის ქუჩა #19. ფასი: 58 ათასი დოლარი. მობ: 591 055 874.

 

 

ბათუმში, სააკაძის ქუჩაზე, #52-ში, იყიდება 640-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი რკინის ჭიშკრებით. მობ: 599 96 59 00, 593 57 10 10; 597 01 04 06.

 

 

იყიდება ოთხოთახიანი, 110-კვ.მ ფართობის ბინა ახალაშენებულ სახლში. უზრუნველყოფილი: ევრორემონტით, ტექნიკით, ცენტრალური გათბობით, ორი აივნით. ფასი შეთანხმებით. მობ: 568 77 42 47.

 

 

მაიაკოვსკის ქუჩაზე, #123-ში, იყიდება 420-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი სახლთან ერთად. ფასი: 60 ათასი დოლარი. შესაძლებელია ფასის დაკლება. მობ: 558 72 19 73.

 

 

იყიდება 125-კვ.მ ფართობის ოთხოთახიანი ბინა ორ მხარეს აივნით. მის.: კობალაძის ქუჩა, #6, ბინა – 35. აკვაპარკის მოპირდაპირედ, მეოთხე სართულზე. მობ: 599 96 59 00, 593 57 10 10; 597 01 04 06.

 

 

იყიდება სამოთხიანი ბინა ოთხოთახიანად გადაკეთებული, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, საკუჭნაოთი, სარდაფით, საძინებლის, მისაღებისა და სასადილოს (ნაწილობრივ) ავეჯით. მის: 26 მაისის ქუჩა #55, ბინა _ 27, მეოთხე სართულზე. ფასი: 70 ათასი დოლარი. მობ: 551 371 333.

 

 

იყიდება 2000-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ მეჯინისწყალზე. გამოდგება სათბურისთვის. მობ: 593 61 08 47.

 

 

იყიდება 200-კვ.მ მიწის ნაკვეთი, აშენებულია პირველი სართული, ზომით 8X11-ზე, სახელმწიფო პროექტით და მშენებლობის ნებართვით. მის.: აეროპორტი, ევგენი მიქელაძის ქუჩა #18, შესაძლებელია თანხის ეტაპობრივად გადახდა. მობ: 555 635 031, დიანა;  557 66 83 81, როინი.

 

 

იყიდება ოროთახიანი გარემონტებული ბინა, ლოჯიის მიშენების პერსპექტივით, უზრუნველყოფილი ავეჯით. ხედით – ზღვა. მის.: ბათუმი, თამარის დასახლება, სახლი #1, ბინა _ 33 (ეკლესიასა და ოპერის თეატრს შორის). ფასი შეთანხმებით. მობ: 555 72 04 16.

 

 

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, #3-ში იყიდება 195 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ფასი: 15 ათასი დოლარი. მობ: 555 61 00 43; 557 78 77 78.

 

 

ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, #119-ში იყიდება 117-კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ფასი: 23 ათასი დოლარი. მობ: 555 61 00 43; 557 78 77 78.

 

 

დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე იყიდება ორსართულიანი სახლი ეზოთი, მიწის საერთო ფართობი: 550-კვ.მ, სახლის საერთო ფართობი: 375-კვ.მ გამოდგება საცხოვრებლად და კომერციული დანიშნულებისთვის. შესაძლებელია დაი¬ნტერესდეს ინვესტორიც. ტელ: 22 27 47. მობ: 577 73 08 06.

 

 

იყიდება 350-კვ.მ ფართობის სასახლე ადგილი სოფელ თოდოგაურში, კარგი ხედით. ფასი: 1-კვ.მ – 30 დოლარი. მობ: 597 55 55 54.

 

სტუდენტები ღურტაში გეგმავენ წასვლას

 

„ჩვენ უკვე ვიყავით ღურტაში, ხვალაც ვაპირებთ ასვლას. გვაწუხებს როგორც მოსახლეობის ბედი, ასევე ეკოლოგიური ფაქტორიც. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია, იქ ჰესის მშენებლობა არ შეიძლება.

 

არ ვიცი რამდენი სტუდენტი ვიქნებით, ვისაც შეუძლია ყველა წამოვა, წასვლას ჩვენივე ხარჯებით ვგეგმავთ, ვისაც წამოსვლა არ შეუძლია ორ-სამ ლარს აგროვებს ჩვენთვის.“ – ამბობს მარი ზედგინიძე, ბათუმის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი.

 

რვა მარტს, მოსახლეობის აქცია  მაღალმთიან აჭარაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები ცხრა მარტს ჩავიდნენ ღურტაში მოსახლეობის მხარდასაჭერად. 

 

სტუდენტები ღურტაში
სტუდენტები ღურტაში

მოსამართლემ დარბაზიდან სოფელ ორთაბათუმის რწმუნებული გაათავისუფლა

 

 

სასამართლოში ახლა ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სალიბაურის სოფლის რწმუნებული ლევან ცეცხლაძე და კაპრეშუმის სოფლის რწმუნებული დავით თურმანიძე წინასწარი პატიმრობაში არ იმყოფებიან, სოფელ წინასვლის რწმუნებული რამინ ხაჯიშვილი კი პატიმრობაში რჩება.

 

მოსამართლემ სხდომაზე ამის მიზეზად ადვოკატის არასრულყოფილი შუამდგომლობა დაასახელა. კონკრეტულად კი აღმკვეთი ღონიძიების შეცვლა გირაო-პატიმრობის სანაცვლოდ ხაჯიშვილის ადვოკატმა საით შანთიძემ ზეპირი და არა წერილობითი შუამდგომლობით მოითხოვა.

 

ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის სოფლების ორთაბათუმის, სალიბაურისა და კაპრეშუმის რწმუნებულებს ბრალად ედებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სიყალბე და თაღლითობაში დახმარება.  

ჩანაწერები ციხიდან – ყვავი

 

ყვავი იყო ასე 25-50 წლის, უფრო ზუსტად ასაკს ვერ შეატყობდი, წლობით გაუპარსავი თმა და წვერი ქონდა, არც უბანავია არც ტანსაცმელი გაურეცხია როდისმე. გიჟი ჩანდა, მაგრამ ამბობდნენ თავს იგიჟიანებსო.

 

 დადიოდა ზონის ეზოში, შენობაში არ უშვებდნენ პატიმრები. ღამით კი იქვე ეძინა მიწაზე, როცა ციოდა ცეცხლს ანთებდა ხოლმე ძირითადად ძველი, სანაგვეზე ნაპოვნი ჩუსტებითა და ბოტასებით, ჰოდა ასეთ ცეცხლს ისეთი კვამლი ადიოდა, სულ გაშავებული ქონდა სახე, თმა, წვერი, ტანსაცმელი, ყვავიც ამიტომ შეარქვეს.

 

 ზონის ეზოში დიდი ნაგავის ბუნკერი იდგა, საჭმელს იქ ჭამდა, ჩამოჯდებოდა ბუნკერის კიდეზე ამოქექავდა პურის ნატეხებს, ძვლებს, საზამთროს ქერქები უყვარდა განსაკუთრებით და თუ რამეს ნახავდა საინტერესოს, დააწყობდა ბუნკერის კიდეზე და იქვე ჭამდა იმ საშინელ სუნში, რომელიც კვირაობით გაუტანელ ნაგავს ადიოდა, ჭამდა და თან იღიმებოდა თან თავისთვის ლაპარაკობდა, თუ ვინმე ყურადღებას მიაქცევდა ეტყოდა რესტორანში ვზივარო.

 

დადიოდა ყვავი ეზოში და თავისთვის სახელსა და გვარებს ამბობდა გაუთავებლად, შეეძლო ასობით სახელი და გვარი ეთქვა მიყოლებით, თან ერთი და იგივეს არ გაიმეორებდა. როცა ვიკითხე რატოა ესეთ დღეშითქო, საინტერესო ისტორია მომიყვეს:

 

ყვავი ადრე „პრესავშიკად მუშაობდა“ ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში. თვითონ პოლიციელი არ იყო, უბრალოდ იმ უბნელი და დაახლოებული პირი იყო გარკვეული ინტერესების გამო, რომელსაც ეძახოდნენ, როცა ვინმე გასატეხი და ასალაპარაკებელი იყო. ასობით კაცი ყავდა ნაწამები, ერთხელაც პოლიციელებს ბიჭი შემოაკვდათ ცემაში, საქმე ვერ ჩაფარცხეს და ყვავი გაწირეს.

 

 ზონაში ყვავი იცნეს. ან როგორ უნდა დავიწყებოდათ. თავიდან სცემდნენ, ჯავრი იყარეს, შემდეგ თავი მოიგიჟიანა და შეეშვნენ. ჰოდა დადიოდა ყვავი ზონაში და გაუთავებლად იმეორებდა სახელსა და გვარებს.  

 

„ყვავი“ – ყოფილი პატიმრის, მანუჩარ მეგრელიშვილის ჩანაწერია, რომელმაც ციხეში 15 წელი გაატარა. 2013 წელს მანუჩარი ლიტერატურული კონკურსის – „ასი სიტყვა“ – გამარჯვებული გახდა წერილით, რომელიც მან ციხიდან მეგობარს გაუგზავნა.  

სად განთავსდება ბათუმში ახალი ბიუსტები და მემორიალები

 

9 აპრილის გმირთა მემორიალი შოთა რუსთაველს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმის ბულვარში უნდა განთავსდეს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმრითა მემორიალი #12 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახიშვილის ქუჩის სკვერში ,  მერაბ კოსტავას მემორალური ბიუსტი კოსტავას ქუჩის #1 -ის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი კი ნინოშვილის ქუჩაზე, საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება.   

 

 

ესკიზებს საკონკურსო კომისია განიხილავს, რომელსაც ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი და ბათუმის მთავარი არქიტექტორი, გიორგი რამიშვილი უხელმძღვანელებენ. კონკურსი 31 მარტს დასრულდება. 

საქართველოში – მეექვსე, მსოფლიოში 51 ადგილზე

 

 

ხუთი წლისას მამამ ჭადრაკის თამაში ასწავლა, მაშინ არ ფიქრობდნენ, რომ წლების შემდეგ ნინო წარმატებული მოჭადრაკე გახდებოდა. „მამამ მე და ჩემს და-ძმას გვასწავლა თამაში, ჩემში კი შეამჩნიეს ნიჭი, ამიტომაც შემიყვანეს ჭადრაკზე. ჭადრაკი ჰობად მექცა, მას შემდეგ ვთამაშობ, 15-16 წლის ასაკში გადავწყვიტე, ბოლომდე გავყოლოდი სპორტის ამ სახეობას.” – გვიამბობს ნინო.

 

ჭადრაკი პირველმა მწვრთნელებმა შეაყვარეს, დღეს მწვრთნელი აღარ ჰყავს, ამბობს, რომ უცხოური მწვრთნელის მოწვევის ფუფუნება თავად არ აქვს, ფედერაციას კი ამისათვის ფინანსები არ ჰყოფნის.
პირველი გამარჯვება რვა წლისამ მოიპოვა, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა. „ათი წლისამ ვითამაშე ევროპის ჩემპიონატი, აღარც მახსოვს რომელ ადგილზე გავედი, 26 წლის ვარ, დაახლოებით 15-20 წლის წინანდელი ამბების გახსენება მიჭირს, მოჭადრაკეებს ისედაც ხშირად გვიწევს ჩემპიონატებზე სიარული, ამ მხრივ განებივრებულები ვართ სხვა სპორტსმენებთან შედარებით. 17 წლის ასაკში მივიღე საერთაშორისო ოსტატის წოდება ქალებში, რამაც დიდი ბიძგი მომცა, მნიშვნელოვანი წოდებაა.” 

 

კითხვაზე, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად, ნინო ასე პასუხობს: „ალბათ ნიჭი, ხასიათი, მონდომება. მე მშობლების მუდმივი მხარდაჭერა მეხმარებოდა, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. საქართველოში რთულია წარმატების მიღწევა. ასეთ დროს გიჩნდება სურვილი, წახვიდე სხვა ქვეყანაში. როცა რაღაც დონეს უკვე მიაღწევ, მერე მარტივია, თავად იღებ მოწვევებს სხვადასხვა ტურნირში. წარმატებამდე გზის გავლა რთულია, ამ დროს გჭირდება სახელმწიფოს ხელშეწყობა, ტურნირზე ყოველთვის შენი ხარჯით ვერ წახვალ. ხშირად ვრჩებოდი დაფინანსების გარეშე. წარმოიდგინეთ, მომზადებული ხარ ტურნესთვის, დღე და ღამე ვარჯიშობ, გამგზავრების წინა დღეს კი გეუბნებიან, რომ ვერ წახვალ, რადგან არ დაგაფინანსეს. დღეს უკვე შემდგარი მოჭადრაკე ვარ, მოწვევებს ვიღებ სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა უფრო ადრე შემეძლო ამ წოდებების მოპოვება, ძალიან გამიგრძელდა ეს პერიოდი. ვფიქრობდი წასვლაზეც, ვამბობდი ეს ბოლო ტურნირია და წავალ-მეთქი, თუმცა იმ ტურნირში ისეთ წარმატებას მოვიპოვებდი, რომ ვჩერდებოდი. სასწავლებლადაც ბათუმში დავრჩი. კავშირგაბმულობას ვსწავლობდი ბათუმში, მას შემდეგ აღარ მივბრუნებივარ ამ პროფესიას, ალბათ ვერც მივუბრუნდები, კავშირგაბმულობა ძალიან სწრაფად ვითარდება, კონკურენტული ვეღარ ვიქნები, რადგან ბევრი რამე გამოვტოვე.” – ამბობს ნინო.

 


მოგზაურობა ხშირად უწევს, რითაც ცოტათი დაიღალა კიდეც: „ბევრ ქვეყანაში გვიწევს თამაში, ბოლო ექვს თვეში ვითამაშე რვა ტურნირი. მოგზაურობა მიყვარს, საინტერესოა სხვა ქვეყნის გაცნობა, თუმცა დამღლელიც – ფრენა, აკლიმატიზაცია. ინდოეთში მქონდა თამაში, გამიჭირდა აკლიმატიზაცია, ინდოეთიდან დაბრუნებულმა დასვენებაც ვერ მოვასწარი, მესამე დღეს გერმანიაში გავემგზავრე, გერმანიაში კიდევ ვერსად გასვლა ვერ მოვახერხე, თამაშის შემდეგ დავბრუნდი უკან. ჭადრაკის გამო თბილისში მიწევს ცხოვრება, ასე უფრო მოსახერხებელია, თუნდაც აეროპორტის გამო.”

 

ჭადრაკის თამაში რომ შეძლო, ფსიქოლოგიური სიძლიერე გჭირდება, რომ შეძლო ტურნირის „სტრესის” გაძლება. ტურნირი საშუალოდ ცხრა პარტიად გრძელდება, თავად პარტია კი – ხუთ საათს: „ძალიან რთულია, ყველანაირად მომზადებული უნდა შეხვდე, ჭადრაკში ფიქრს უნდა გაუძლო, გონება რომ არ გადაგეღალოს. ყველა სფეროს კომპიუტერიზაცია ხდება, თითქმის ყველა პარტია შეყვანილია ბაზაში, ნახულობ ყველა თამაშს, აკვირდები სტრატეგიას, ავარჯიშებ გონებას გათვლებით. ყველა თამაშის დროს კომპიუტერში ვნახულობთ ჩვენი მოწინააღმდეგის თამაშს, ვსწავლობთ, მის სტრატეგიას, რათა მომზადებული შევხვდეთ მის სვლებს.” – გვიყვება ნინო.

 

ნინო ამბობს, რომ „კარგი წელი” ჰქონდა, ბევრი გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, საერთაშორისო ტურნირზე ქალთა და ვაჟთა შორის პირველი-მეშვიდე ადგილი მოიპოვა, გაიმარჯვა პოლონეთის ქალთა საერთაშორისო ტურნირში, ინდოეთში ორ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ერთში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეში – მეორე: „ჭადრაკში რეიტინგი ყოველ წუთს იცვლება, საქართველოში ჩემი რეიტინგით მეექვსე ადგილზე ვარ, მსოფლიო მასშტაბით კი – 51 ადგილზე.”

 

ნინოს მომავალი გეგმები საქართველოს ჩემპიონატს უკავშირდება, რომელიც თებერვალში გაიმართება, ნინო ჩემპიონატისთვის უკვე რამდენიმე თვეა ემზადება: „ძალიან მინდა საქართველოს ნაკრებში მოვხვდე, შემდეგ ოლიმპიადაზე რომ გავიდე, ვემზადები ჩემპიონატისთვის.”

 

ვინ მიიღებს მოტობლოკს

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ფერმერებს მარტივი ტიპის სასათბურე კონსტრუქციებს, მრავალწლოვანი კულტურის ნერგებს, სკას, თაფლის საწურ „ციბრუტს“, დეფეკაციურ ტალახსა და მოტობლოკს თანადაფინანსებით გადასცემს.

 

 

ფერმერმა მიზნობრივი პროგრამით რომ ისარგებლოს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით უნდა მიმართოს, მუნიციპალიტეტები შესული განცხადების საფუძველზე შექმნიან ერთიან ბაზას, რომელსაც განსახილველად აჭარის სოფლის მეურნეობის  სამინისტროს გადაუგზავნიან.

 

 

ხუთი მიზნობრივი პროგრამიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა აჭარის მაღალმთიანეთში მრავალფუნქციურ მოტობლოკზე მოდის.

 

 

პროგრამით აჭარაში სულ 360 მოტობლოკი უნდა გაიცეს, მხოლოდ ქედაში კი – 315 ფერმერი ითხოვს მოტობლოკს, შუახევში – 200, ხულოში კი – 310 ფერმერი.

 

 

ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან თანადაფინანსებით მოტობლოკსა თუ სასათბურე კონსტრუქციას, ამაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს.

 

 

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათ მხოლოდ განცხადებები შეჰყავთ ბაზაში და არ იციან, თუ როგორ და რა პრინციპით შეარჩევს ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომისია.

 

 

„ვფიქრობ, მოტობლოკი თემების მიხედვით გადანაწილდება და ყურადღება იმ განცხადებას მიექცევა, ვისაც მეტი ფართობი აქვს მოსახნავი, რაც შეეხება სასათბურე კონსტრუქციას, სულ 30 განაცხადი შემოვიდა, ისეთი მოთხოვნა არ არის, რომ ვერ დაკმაყოფილდეს. თუმცა როგორ და რა პრინციპით გადანაწილდება, ვერ გეტყვით,“ _  ამბობს ხულოს გამგებლის მოადგილე ნოდარ მიქელაძე. მისი თქმით, ყველაზე მეტი მოთხოვნა ხულოში ფუტკრის სკასა და მოტობლოკზეა, მოსახლეობა სულ 500 სკას და 310 მოტობლოკს ითხოვს. 

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის საკითხში ჯუმბერ აბაშიძე ამბობს, რომ მოტობლოკების შემდეგ ყველაზე დიდი მოთხოვნა შუახევში მრავალწლოვანი მცენარეების ნერგებზე მოდის.

 

 

„მოსახლეობა მოცვის, კაკლისა და კივის ნერგს ითხოვს. რამდენს მოგვცემენ არ ვიცით, ჩვენ მხოლოდ განცხადებებს ვიღებთ და ვადგენთ მონაცემთა ბაზას, რომელსაც სამინისტროს ვუგზავნით. განცხადების შემოტანა გრძელდება და მონაცემები ყოველდღიურად იცვლება“, _ ამბობს ჯუმბერ აბაშიძე.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის მერაბ ტაკიძის თქმით, გასულ წელს ყურადღება საერთო განცხადებას მიექცა და იმედოვნებს, რომ წელსაც ასე იქნება.

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ავთანდილ მესხიძის განცხადებით, ყველა პროგრამას თავისი კრიტერიუმი აქვს, პირველ ეტაპზე კოლექტიური განცხადებები დაკმაყოფილდება:

 

 

„სამინისტროს კომისიაში ყველა მუნიციპალიტეტიდან არის წარმომადგენელი. პირველ რიგში ყურადღება კოლექტიურ და კოოპერატივების მიერ შემოტანილ განცხადებას მიექცევა. რაც შეეხება ინდივიდუალურ განცხადებას, პირველად იმ ფერმერის განცხადება დაკმაყოფილდება, რომელმაც გასულ წელს ვერ ისარგებლა მიზნობრივი პროგრამით. თუ ერთი ბენეფიციარი ერთდროულად მოტობლოკს, ნერგს და სკას ითხოვს, ვერ გავცემთ ყველაფერს, ისე ვერ მოვიქცევით, რომ ერთს ყველაფერი ერგოს და სხვას არაფერი. ყველა პროგრამას თავისი კრიტერიუმი აქვს, მაგალითად, დეფეკაციურ ტალახს მას მივცემთ, ვის ნიადაგზეც გამოყენების რეკომენდაციაა გაცემული; სასათბურე კონსტრუქციის შემთხვევაში განმსაზღვრელი კრიტერიუმი კი ვაკე ადგილი და მებოსტნეობაა. ამ კუთხით ქედას, ქობულეთსა და ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებს გამოვყოფ, სათბური ხელვაჩაურში უფრო გაამართლებს, ვიდრე ხულოში, სადაც სამი მეტრი თოვლი მოდის“, _ განმარტავს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე.

 

 

მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სამინისტრო აჭარის მასშტაბით თანადაფინანსებით 250 სასათბურე კონსტრუქციას, 360 – მოტობლოკს, 964 – სკას, 30 – თაფლის საწურ „ციბრუტს“, 8000 ტონა – დეფეკაციურ ტალახს, 8 000 – კაკლის, 3500 – სუბტროპიკული ხურმის, 13 750 – მოცვის და 2000 ძირ კივის ნერგს გასცემს.

 

 

მოტობლოკის, სასათბურისა და ნერგების შეძენისას ფერმერი საერთო ღირებულების 30%-ს გადაიხდის, 70%-ს სახელმწიფო დაფარავს. რაც შეეხება ერთი ტონა დეფეკაციური ტალახის, სკისა და „ციბრუტის~ შეძენას, ფერმერი საერთო ღირებულების 40%-ს გადაიხდის, 60%-ს კი _ სახელმწიფო.

 

 

პირველ ეტაპზე სამინისტრო „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგრამას განახორციელებს. ნერგების დარიგება მარტიდან დაიწყება, თუმცა როგორ გადანაწილდება მუნიციპალიტეტებს შორის ნერგები, არც ეს არის დაზუსტებული. ავთანდილ მესხიძე ამბობს, რომ ამას მუნიციპალიტეტებში არსებული მოთხოვნა განსაზღვრავს.

 

 

ოთხი ქალი ერთი სოფლიდან

ზერიფე დიასამიძე, 85 წლის: `სამი რძალი მყავს, ისინი მემსახურებიან, საქმე არაფერი მიწევს, მაგრამ მაინც დილას ვდგები, დრო ძირითადად სერიალებით გამყავს. ადრე წიგნს ვკითხულობდი, სოფლის ბიბლიოთეკა გადაკითხული მაქვს, ორი წელია კითხვას თავი დავანებე, მხედველობის პრობლემა არ მაქვს, არც სათვალეს ვიყენებ, მაგრამ ალბათ ყველაფერს მისი ასაკი აქვს.

დრო შეიცვალა, ისე აღარაა, წინათ რომ იყო. მომწონს, ქვეყანა განათლდა, მაგრამ ქალებმა შარვლები რომ ჩაიცვეს, ეს არ მომწონს და რა ვქნა. არც ის მომწონს, ტელეფონში რომ იქექებიან, თუ ჩემს სანახავად მოხვედი, ტელეფონში რა გინდა?! მაგრამ ახლა ტელეფონით იცნობენ საქმროებს, ადრე მაჭანკალი იყო, ახლა საღადაა მაჭანკალი, ძველად კაი ქორწილები ვიცოდით, სამი დღე გაგრძელდა ჩემი ქორწილი, ახლა რამდენიმესაათიანია.

ქმარი ადრე გარდამეცვალა, 4 წლის ბავშვი მარტომ გავზარდე, მაშინ ერთ წუთსაც ვერ მოისვენებდი, რადგან საქმე ბევრი იყო, მთვარის შუქზეც ვმუშაობდით, თუთუნს ვასხამდი. ახლა, მთავრობამ უმუშევრობა გამოაცხადა და ქალებიც თავისუფლები არიან, მეტი მუშაობა იყო და მეტი ჯანმრთელობაც~.

 

 

 

 

მერი არძენაძე, 60 წლის: შვილები დაოჯახებული არიან, ქალაქში, ნაქირავებში ცხოვრობენ, აქ ყოფნას ჩაის დალევა და ქალაქში ყოფნა ურჩევნიათ. მე ქალაქში არ მინდა ცხოვრება, მათ _ სოფელში, ამიტომ ვართ აქ მარტო მე და ჩემი ქმარი. მართალია, სოფელში ვარ, მაგრამ არც ქათამი მყავს და არც პირუტყვი, მიწას ვამუშავებ მხოლოდ, ბოსტნეული და თამბაქო მომყავს. სოფელი მიყვარს, მაგრამ აქ ცხოვრება ყველანაირად რთულია, თუ ყანა არ მოხანი და არ დათესე, ვერ ჭამ, სადაც გინდა იყავი, მთავარია შენს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს. ახალგაზრდები რომ არ არიან, სოფელს ხალისი არ აქვს, ხან მეზობელთან გადავალ, ხან ის გადმოვა და დროც გადის, გადაპატიჟებები ადრე რომ იყო, აღარ არის~.

მზევინარ დუმბაძეპედაგოგი, 37 წლის: `ჩემი დღე დილით იწყება. სახლის საქმეების კეთებას დილიდან ვიწყებ, მერე სკოლაში მივდივარ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნებული ისევ სახლის საქმეებს ვაგვარებ, ამავდროულად მეორე დღის გაკვეთილს ვამზადებ. მართალია, ძალიან რთულია იყო პედაგოგი და სოფლის ცხოვრებასაც გაუძღვე, მაგრამ უნდა შეძლო, შენთვის, შენი მოსწავლეებისა და ოჯახისთვის.

სოფელში მცხოვრებ პედაგოგებს დაძაბული ცხოვრება გვაქვს, სკოლაზეც უნდა იფიქრო, ოჯახური და სოფლის საქმეებიც უნდა მოაგვარო. შეიძლება ითქვას, სოფლის ცხოვრება ქალაქთან შედარებით რთულია, მითუმეტეს პედაგოგებისთვის; როცა პედაგოგი ხარ, ყველა საქმე გვერდზე უნდა გადადო, მეტი დრო  სკოლას, მოსწავლეებს და წიგნს უნდა დაუთმო. თანამედროვე ცხოვრების სტილი, ჩაცმულობა, მოსწავლეებთან ურთიერთობა მომწონს, თუმცა არის, რაც მიუღებელია, მაგალითად, მომწონს თანამედროვე ჩაცმის სტილი, მაგრამ არა _ ყველანაირი. წინა წლებთან შედარებით ცხოვრება განვითარდა, 15 წლის წინ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის განსხვავებული ურთიერთობა იყო, დღეს მოსწავლეები უფრო თავისუფლები არიან, რაც მისასალმებია~.

თამუნა მახარაძე, 17 წლის: `დროის დიდ ნაწილს სკოლაში ვატარებ, მე-11 კლასში ვარ, ძალიან მინდა ჟურნალისტი გამოვიდე, ამისთვის ბევრს ვმეცადინეობ, დიდ დროს ვუთმობ ტელეფონსაც, ხშირად ვიქექები, მიყვარს სოციალური ქსელები, ბევრი მეგობარი გავიჩინე. მომწონს თანამედროვე ცხოვრების სტილი, ჩაცმულობა, ყველა სხვადასხვანაირად გამოიყურება, განსაკუთრებით დახეული ჯინსები მომწონს.

მართალია, ახალგაზრდები სოფელში არ ჩერდებიან, მაგრამ მე მიყვარს სოფელი. აქ ცხოვრება არ არის რთული~.

საპატრულო პოლიციის უფროსი კრიმინალის შესახებ ბათუმში

 

 

თეიმურაზ კუპატაძე
თეიმურაზ კუპატაძე

ბატონო თეიმურაზ, რამდენიმე დღის წინ ქალაქის ცენტრში, დღისით, ადამიანი დაჭრეს. გვაინტერესებს ასეთი ფაქტების სტატისტიკა ბოლო ორი წლის განმავლობაში როგორია და რამდენი შემთხვევაა აქედან გახსნილი?

 

 

 

დანაშაულის გაზრდის ტენდენცია არ არის. კონკრეტულ სტატისტიკაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან როცა დანაშაული ხდება, საპატრულო პოლიციის გარდა ერევა კრიმინალური პოლიცია და შს სამინისტროს სხვადასხვა სამსახური. ყოველ შემთხვევაში, კრიმინალის გაზრდის ტენდენცია არ შეინიშნება, პირიქით. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც არის.

 

 

ბოლო თვეებში მოიმატა თუ არა .. ქუჩის გარჩევებმა და როგორია მოქალაქეების აქტივობა, იძახებენ საპატრულო პოლიციას?

 

 

რესტორნების წინ თუ ხდება ჩხუბი, იმ შემთხვევაში კი. თუ ე.წ. შავი სამყაროს წევრების გარჩევებს გულისხმობთ, არ გვქონია ასეთი ფაქტები. საერთოდ, ქუჩაში ყოველთვის ხდება ჩხუბი, მაგრამ თითქმის არც ერთი გამოძახება არ გვქონია. ჩვეულებრივი მომენტია, ქართული ბუნებიდან გამომდინარე.   

 

 

დანაშაულის პრევენციისთვის რა კეთდება, ან სამომავლოდ ხომ არ გაქვთ რაიმე აქტივობები დაგეგმილი?

 

 

პრევენციის მიზნით, ვაპირებთ ვიდეოთვალების რაოდენობის გაზრდას ქალაქის მასშტაბით.  აჭარის მთავრობასთან ერთად გვაქვს გეგმა, რომ ვიდეოთვალებით მთელი ქალაქი დაიფაროს. ამავდროულად, იმ უბნებში, სადაც არ დგას კამერები და უფრო ხშირად ხდება ჩხუბი, ვაძლიერებთ პატრულირებას.

 

 

რომელია ყველაზე პრობლემატური უბანი ამ მხრივ?

 

 

ძირითადად ის უბნები, სადაც არის ღამის კლუბები, კაზინოები და სადაც ნასვამი ადამიანები დადიან. ალბათ უფრო პუშკინის ქუჩა, სადაც ბევრი ღამის კლუბია.

 

 

ხშირად ჩნდება კითხვები ვიდეოთვალების გამართულობასთან დაკავშირებით. ყველა კამერა ჩართულია, რომელიც ქალაქში დგას

 

 

პრობლემა შეიძლება ყოველთვის გაჩნდეს, გამომდინარე იქედან, რომ დროდადრო ზიანდება ხან ქარის, ხან წვიმის გამო, როცა არ მიეწოდება კამერას  ელექტროენერგია, მაგრამ ეს აღდგენადია. გააჩნია რა დაზიანებაა, ამას ვაკონტროლებთ.

 

 

ამ დროისთვის არის რომელიმე ვიდეოთვალი გამორთული და სად?

 

 

კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე კამერა იყოს დაზიანებული. თუმცა, იმ დროს, როცა ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა ან რაიმე დანაშაული, ვიყენებთ ბანკების, აფთიაქებისა და სხვადასხვა დაწესებულების ვიდეოთვალის ჩანაწერებს.

 

 

ხშირად მძღოლები არღვევენ მოძრაობის წესებს და მოძრაობენ მაშინ, როცა შუქნიშანზე წითელი ანთია. შუქნიშნებთან დამონტაჟებული ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული დარღვევის შემთხვევაში თუ ეგზავნებათ მძღოლებს/ფეხით მოსიარულეებს საჯარიმო ქვითრებიეს სისტემა მუშაობს?

 

 

კი, მაგრამ ისეთი ინტენსიურობით აღარ მუშაობს. ახლა ძირითადად სიჩქარის გადაჭარბებაზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული. მაგრამ, როგორც ასეთი, რომ წითელზე მძღოლები არ ჩერდებიან, ვერ დაგეთანხმებით.

სიჩქარის გადაჭარბებას რადარებით ვადგენთ. ხდება გამოვლინება დარღვევების, მაგრამ კონკრეტიკაზე ნუ ვისაუბრებთ. წითელზე გავლაც ჯარიმდება, ღერძულა ხაზის გადაკვეთაც და ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

 

 

აპირებთ საპატრულო ეკიპაჟის გაზრდას?

 

 

გასულ ზაფხულს ათი ერთეულით გაიზარდა საპატრულო ეკიპაჟი ქალაქში. შვიდი მინიკუპერი დაემატა ბათუმს და შესაბამისად 42-მდე გაიზარდა წევრების რაოდენობაც  საპატრულო პოლიციაში. დაემატა მოტოპატრული ბულვარში და ამ ზაფხულსაც ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ტურისტულ სეზონზე კი 150 პატრულ-ინსპექტორი კიდევ დაემატება თბილისიდან.

 

მხატვარი ქობულეთიდან – დურმიშხან კიკნაძის ფერწერა ლიტერატურის მუზეუმში

 

 

 

 

ქობულეთში, ერთ პატარა იტალიურ ეზოში მხატვარი ცხოვრობს. მის სახელოსნოში მზე მხოლოდ სამხრეთიდან ანათებს, სწორედ ამ მხარეს გადის ნახევრად ბნელი ოთახის ფანჯრები, იატაკი ალაგ-ალაგ ყანყალებს, სახელოსნოში 150-მდე ნამუშევარია. ნახატებს დურმიშხან კიკნაძე ბოლო 32 წლის მანძილზე ქმნიდა:

 

 

დურმნიშხან კიკნაძე.
დურმნიშხან კიკნაძე.

„ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ სერიოზულად 25 წლის ასაკში მივუდექი. იყო პერიოდები, ფიზიკურად ვშრომობდი დღისით და ღამით შეძლებისდაგვარად ვმუშაობდი შემოქმედებითად. ყველა მხატვარი ასეა, ვისაც ოჯახი აქვს. სიმართლე თუ გინდა, უფრო მეტად ბოლო ოთხი წელი ვიმუშავე კარგად. ბავშვები რომ  წამოიზარდნენ, რომ დასაქმდნენ მერე მომეცა საშუალება მემუშავა. ახლა ცოტა ავად გავხდი და არ ვიცი როგორ იქნება. არადა, ახლა მინდა ხატვა. იმიტომ კი არა, რომ ახლა გამოფენა იყო და კარგი შეფასება მიიღო ნამუშევრებმა. უბრალოდ, საშუალება ახლა არის, რომ ვიმუშაო.

 

 

ერთი წელია აგერ უკვე ვმკურნალობ. ახლაც ქიმიოთერაპიაზე ვარ, კიდევ ერთი კურსი მაქვს დარჩენილი, მერე რა იქნება არ ვიცი.

 

 

არც აკადემია დამიმთავრებია, არც არაფერი. 1987 წელს ჩავაბარე მოსკოვში, იყო ასეთი, სახალხო უნივერსიტეტი. დაუსწრებელზე ვსწავლობდი. 5-6 ნამუშევარს შევქმნიდი,  ბანდეროლს გავაკეთებდი და ვუგზავნიდი ლექტორს. მოსკოვში მყავდა პედაგოგი, რომელიც მეთოდურ მითითებებს მაძლევდა რა როგორ უნდა გამეკეთებინა. მანამდე ერთი წელი, სანამ სწავლას უნივერსიტეტში დავიწყებდი ქობულეთელ მხატვარ მიხეილ ფაღავასთან დავდიოდი სამეცადინოდ. რომ იტყვიან, ხატვა მან მასწავლა. სწავლის პარალელურად სულ ვმუშაობდი. ძირითადად ფიზიკურად. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სკოლებში ხატვას და ხაზვას ვასწავლიდი. 

 

 

წარმოშობით იმერელი ვარ, ხარაგაულიდან. მეშვიდე კლასში ვიყავი, ქობულეთში რომ გადმოვედით საცხოვრებლად. იმის შემდეგ აქ ვცხოვრობ. ზღვისპირელი მხატვარი ვარ, თუმცა ჩემს შემოქმედებაში ზღვა ნაკლებადაა. სულ 150-მდე ნამუშევარი მექნება შექმნილი.

 

 

ბევრ ადგილას რომ ვმუშაობდი, დრო ნაკლები მრჩებოდა და ხანდახან ერთი ნამუშევრის გაკეთებას  ხუთ ექვს-თვეს ვანდომებდი. ხანდახან ფურცელზე დავწერდი, მონახაზს გავაკეთებდი და მერე მოგვიანებით დავხატავდი. ასე წვალებ-წვალებით ვაკეთებდი.

 

 

ახლა 57 წლის ვარ. პირველი გამოფენა იანვარში მქონდა. მანამდე რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 11 მარტს მეორე პერსონალური გამოფენა თბილისში მექნება, ლიტერატურის მუზეუმში. შეიძლება ვინმემ თქვას, საქმე ჩააწყოო, არადა, თვითონ დამიკავშირდნენ, გამოვფენთ შენს ნამუშევრებსო. როცა მუშაობ და წლების განმავლობაში არ ფასდები, ამას გულისტკივილი ახლავს. ნამუშევარს უნდა დაფასება, თორემ მე რა. რა თქმა უნდა, ნამუშევრის უკან მხატვარი დგას, მაგრამ ნამუშევარი უნდა დაფასდეს. ყოველთვის გული მტკიოდა, რომ ასე უყურადღებოდ იყო ჩემი ნამუშევრები.

 

 

ადრე პატარა დაცინვაც იყო. მეუბნებოდნენ თავს იქცევ, რა გენაღვლება, ზიხარ და ხატავო. მე, მაგალითად, თავის შექცევას იმას უფრო ვუძახი, კაცი რომ ფიცარს ხერხავს, ვიდრე რომ ზიხარ და ხატავ. 

 

 

სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი, ერთი გოგო. ერთი შვილი სასულიერო პირია, მეორე _  მეზღვაური, გოგომაც საზღვაო აკადემია დაამთავრა. არ არის აუცილებელი მხატვარი  ცხოვრობდეს მარტო. შეიძლება მარტო ცხოვრობდეს მხატვარი, არ ჰყავდეს ოჯახი, ყველაფერი ჰქონდეს და ვერაფერს ქმნიდეს. შეიძლება ჰყავდეს ოჯახი, წვალებ-წვალებით, მაგრამ მაინც ქმნიდეს ნამუშევარს. 29 წელია მე და ჩემი მეუღლე დაქორწინებული ვართ. უნივერსიტეტში მისი დაჟინებით ჩავაბარე. ოჯახისთვის რაც შემეძლო, ვაკეთებდი. რომ შევხედე შვილებს სწავლა სურდათ, ყველანაირად ვეხმარებოდი. რუსეთში წავედი სამუშაოდ და იქიდან ვაგზავნიდი ფულს.

 

 

მაშინ თუ ვხატავდი? ათ საათს რომ ფიზიკურად იმუშავებ, მერე დახატავ რამეს? მოწყვეტილი რომ გაქვს ხელ-ფეხი, რა უნდა დახატო. ჩემი ძმა ცხოვრობს იქ. მუშაობის დროს ბევრჯერ მითქვამს, მე რომ ამ დროს ხატვას ვანდომებდე, ეეე ახლა სად ვიქნებოდი-მეთქი. მეტი დრო რომ მქონოდა ხატვისთვის, მეტს გავაკეთებდი. რას იზამ, ცხოვრება თვითონ გკარნახობს. ასე ყოფილა ბევრი მხატვარი. წვალობდნენ. უწვალებლად არაფერი არ მოდის.

 

 

ხატვა უნდა ისწავლო, მაგრამ ნიჭი ზემოდან მოდის. ხატვის წყურვილი, როგორი წყურვილია იცით? გინდა რომ გააკეთო, დახატო. ნახატის ხატვა როგორაა იცი? სახლს რომ აშენებს კაცი, ფიცარს თუ დაუწყო ძებნა, ლურსმანს თუ დაუწყო ძებნა, იგი ვერასოდეს ააშენებს იმ სახლს. მაგრამ როცა მომარაგებული გაქვს ყველაფერი, იწყებ მუშაობს და სახლიც შენდება. ნამუშევრის შესაქმნელად ჯერ მოსამზადებელი ეტაპია. ვემზადები და მერე ვიწყებ ხატვას. ხანდახან ორ ნახატზე პარალელურად ვმუშაობ.

 

 

არასდროს ვყოფილვარ რაიმე კავშირის წევრი, არც მხატვართა კავშირის. ალბათ გავხდები. მხატვართა კავშირის წევრობა კარგი იმითაა, რომ იქ რაღაც გამოფენები იმართება. როცა მხატვართა კავშირის წევრი ხარ, უყურადღებოდ არ დაგტოვებენ, როცა მხატვართა კავშირის წევრი არ ხარ, არავის ახსოვხარ.

 

 

ახლა რა მინდა? მინდა, რომ ცოტა გამოვჯანმრთელდე და ვიმუშაო. მეტი რა დამრჩენია. კარგად იქნებიო, მეუბნებიან. არ ვიცი. ვნახოთ.   

საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

 

ამ დროისთვის სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოყვანა და ცეცხლის ლიკვიდაცია მოახერხეს.

სახანძრო სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის  ინფორმაციით, დამწვარია საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ერთი ოთახი.  ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ახლა ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. 

ტურისტული ბიზნესის განვითარების მსურველებს კონსულტანტები დაეხმარებიან

 

ტრენინგები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა შეისწავლეს თუ როგორ დაეხმარონ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს  ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვასა და განვითარებაში და რა მინიმალურ და მაქსიმალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საოჯახო სასტუმროები.

 აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ტრენინგის ფარგლებში  საოჯახო სასტუმრო სახლები მოინახულეს სოფელ გობრონეთსა და გომარდულში. სპეციალისტებმა იქ არსებული მდგომარეობა შეაფასეს და რეკომენდაციები მოამზადეს არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით. ხვალიდან კი კონსულტაციებისა და რეკომენდაციების მსურველებს აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებთან დაკავშირება აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შეეძლებათ.

ტრენინგები აჭარის   ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა მხარდაჭერით „ENPARD Ajara- სოფლის  მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროგრამის  ფარგლებში ხორციელდებოდა და მისი მიზანი რეგიონში, სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა. 

 

 

მშენებარე ჰესთან მოსახლეობას შესაძლოა მიწები ჩამოართვან

საჯარო რეესტრი აღნიშნული ტერიტორიის მოსახლეობაზე რეგისტრაციების გადახედვას გეგმავს. ასეთი სულ 26 ოჯახია. უწყების იურიდიული სამსახურის უფროსი თინათინ ყოლბაია საკითხის გაცნობა-შესწავლისთვის ბათუმში, იუსტიციის სახლში დღეს სოფელ მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობას შეხვდა და საჯარო მოსმენა გამართა.

შეხვედრაზე  დაინტერესებული მხარეების – ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის  სამინისტროების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ასევე იურისტები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან. მათ მოსახლეობის საკუთრებაში მქონე მიწების კანონიერება განიხილეს.

სახელმწიფო ორგანოს პოზიცია ასეთია: აღმოჩნდა, რომ მისივე გამოცემული აქტებით მიწები მდინარის პირას არის დარეგისტრირებული. წყალი და წყლის კალაპოტი კი წარმოადგენს განსაკუთრებული რეგულირების საგანს და კანონით არ შეიძლება ვინმეს საკუთრებაში იყოს.

გარდა ამისა ეს ნაკვეთები გამოუსადეგარია სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვის. ეს გარემოებები კი  მათთვის მიწის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.

მოსახლეობა კი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთებით, რომელიც მდინარის პირას აქვთ, დღემდე სარგებლობენ და მოჰყავთ მოსავალი.

ჰესის მშენებარე ტერიტორიაზე მოსაზღვრე სოფლის მცხოვრებლებისთვის მიწის რეგისტრაციის კანონიერებაზე კიდევ 13 და 24 მარტს იმსჯელებენ.

10 დღის შემდეგ კი საჯარო რეესტრი გადაწყვეტილებას მიიღებს და გამოსცემს სამართლებრივ აქტს, რითაც ცნობილი გახდება რა ფორმით შეუნარჩუნდება 26 ოჯახს მიწის ნაკვეთი.

”შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები”

 

ახალგაზრდული ორგანიზაცია ”ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის”, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს,  მიზნად ისახავს სკოლის მე-10, მე-11, და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის სალექციო კურსის ჩატარებას.

პროექტის მიზანია შშმ პირების გააქტიურება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ლექციებს ჩაატარებს შშმ პირები, რომლებიც მოსწავლეებს აუხსნიან სწორი ტერმინების გამოყენებასნ  შშმ პირების მიმართ.

პროექტს აფინანსებს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი.

რა ხდება ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმართველობაში

 

 

ზურაბ მესხიძე, თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე: სტუდენტის სტატუსი სექტემბრამდე არ აღმიდგება, მანამდე ჩემი გუნდის წევრები გააგრძელებენ მუშაობას. მას შემდეგ, რაც გაცვლითი პროგრამით წავედი იტალიაში, ავტომატურად თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი გახდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლელა ფაღავა. იგი ყოველთვის აქტიური წევრი იყო ჩვენი გუნდის, იმსახურებდა იმ ნდობას, რაც მე გამოვუცხადე, თუმცა ჩემი წასვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა, თვითმმართველობის წევრები მომმართავდნენ საჩივრებით, მათ არ მოსწონდათ ლელას მუშაობა. დეკემბერში გამოვლინდა უკმაყოფილება, მაშინ ფაქსით გამოვაგზავნე ლელას გადადგომის მოთხოვნა, თუმცა სტატუსი შეჩერებული მქონდა და ეს არ მოხერხდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ჩამოსვლა გახდა მიზეზი ლელას გადაწყვეტილების, ლელა ისეთი ადამიანია, არ სჭირდებოდა გადაწყვეტილებისთვის ორი თვე. შეიძლება ჩემმა ჩამოსვლამ მოტივაცია მისცა თვითმართველობის წევრებს.

 

 

ლელა ფაღავა, თვითმმართველობის ყოფილი  ვიცე-პრეზიდენტი:  გუნდში არსებობდა განხეთქილება, თუმცა  ჩემსა და ზურას შორის კონფლიქტი არ ყოფილა და არ ვიცი, რატომ მოექცა სხვების გავლენის ქვეშ და რატომ მიიღო ჩემი თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება, მაშინ როცა დიალოგიც არ გვქონია რაიმე სახის პრობლემაზე.

 

 

რაც შეეხება ჩემს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ზურას თვითმმართველობის თავმჯდომარეობის  სტატუსის შეჩერების შემდეგ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, არც მომავალი წლის ბიუჯეტი იყო გაწერილი და არც სტრუქტურულად გამართული სისტემა, ამიტომ ბუნებრივია დიდი თანადგომა მჭირდებოდა გუნდის, რომელიც ერთიანი მხოლოდ ერთ თვეს იყო, შემდეგ ყველამ თავი აარიდა სამუშაო პროცესს და დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ზოგიერთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა, ზოგიერთს ამბიციები გაუძლიერდა, ზოგიერთის ინტერესიც მხოლოდ მატერიალური საკითხები გახდა, ამიტომ თვითმმართველობას წარმოვადგენდით 5-6 ადამიანი, რაც არ იყო საკმარისი პროდუქტიული მუშაობისთვის. პრობლემა ისაა, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას 80-მდე წევრის 95-პროცენტი ვერ იაზრებს. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა მოვალეობის შემსრულებლისა და მოადგილის თანამდებობა, მართალია გული მწყდება, თუმცა კმაყოფილი ვარ, რომ პირველივე კურსიდან გარკვეული წვლილი შევიტანე უნივერსიტეტის მუშაობაში, უნივერსიტეტში არ არის ერთი სტუდენტიც კი, რომლის ინიციატივა ან აზრი არ მივიღე და დახმარებაზე უარი ვუთხარი, არც ასეთი თვითმმართველობის წევრი არსებობს და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მიუხედავად არაჯანსაღი სამუშაო პირობებისა, ჩემს მეგობრებთან  და თვითმმართველობის რამდენიმე წევრთან ერთად ბევრი ნაყოფიერი პროექტი განხორციელდა. 

 

 

მინურ პაქსაძე, თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი: მე პირადად არანაირი პრეტენზია არ მქონია ლელას მიმართ, არც მისი მუშაობით ვყოფილვარ უკმაყოფილო. ჯგუფის გადაწყვეტილებით გავხდი პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო. მე ვიმუშავებ სტუდენტთა უფლებების დასაცავად, არ ვიქნები მიკერძოებული, ყველა სტუდენტისთვის თვითმმართველობის კარი იქნება ღია.

 

 

ანნა დვალიშვილი, სტუდენტური თვითმმართველობის წევრი: მეექვსე თვეა, რაც თვითმმართველობის წევრი ვარ, ერთხელაც არ ვარ ნამყოფი სტუდენტური თვითმმართველობის კაბინეტში. სულ ჩხუბია, წევრები აგრესიულად არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ. 27 თებერვლის შეკრება იყო პირველი საერთო კრება ამ ხნის განმავლობაში. კრებაზე კი ნამდვილი ქაოსი იყო, სტუდენტების ნაწილი ითხოვდა, განეხილათ სხვადასხვა საკითხები (სტუდენტური პრობლემები, სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემა და ა.შ) მეორე ნაწილი კი, ეგრეთ წოდებული “უმრავლესობა”, ამის უფლებას არ აძლევდა მათ. შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა, მხოლოდ აირჩიეს თვითმმართველობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და მისი პირველი მოადგილე. პარალელურად მიმდინარეობდა კამათი, სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე პირადად ვერ ვუწოდებ ამ ორგანიზაციას “სტუდენტურ თვითმმართველობას”. წევრები ერთმანეთს არ ვიცნობთ, უფრო დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შევადარებდი ჩვენ თავს. მიძინების პროცესში ვართ. 

 

 

 

“როკი ის არის, რაც მინდოდა”


 თეო, “ახალ ხმაში” ერთ-ერთი ფავორიტი იყავი, როგორ შეაფასებ ამ კონკურსს?

 

 

 საქართველოში მეტი რა უნდა გააკეთო, თუ არა კონკურსზე გასვლა. “ახალ ხმაში” იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ ჩემი ჯგუფისთვის  “vanilla cage”-სთვის პიარი გამეკეთებინა. ორჯერ მოვახერხე და „ახალი ხმის” სცენაზე ჩემს ჯგუფთან ერთად წარვდექი მაყურებლის წინაშე. ბოლო დღეს გავაგზავნე ვიდეო, მაია მინდოდა მწვრთნელად, მასთან მოვხვდი, შემდეგ რინგზე ცვლილებები იყო, სტეფანეს გუნდში გადავედი, მომეწონა მასთან მუშაობა, შოუმენია, უამრავი იდეა აქვს. პროექტის შემდეგ უფრო მეტად გაიზარდა ჩვენი პოპულარობა, კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა.

 

 

 თუ გახსოვს, როდის გქონდა პირველი შეხება მუსიკასთან?

 

 მე არ მახსოვს, ჩემები მეუბნებიან, რომ სიმღერას ლაპარაკის დაწყებამდე ვცდილობდი, მელოდიას ვღიღინებდი ჩემთვის. მე რაც თავი მახსოვს, ვმღერი. ვოკალის პედაგოგთან არასოდეს მივლია, დამთავრებული მაქვს საფორტეპიანო სკოლა. ყოველთვის სახლში, ჩემთვის ვმუშაობდი, დღის ნახევარს მთლიანად ვუთმობდი ინსტრუმენტს, უკვე 10 წლიდან ვწერდი მუსიკას, ტექსტს. პირველი სერიოზული შეხება მუსიკასთან 19 წლის ასაკში მქონდა, როცა პროექტ „ნუცას სკოლაში” მივიღე მონაწილეობა.

 

 რა მოგცა “ნუცას სკოლამ”?

 

 საერთოდ, კონკურსები არ მიყვარს, მაგრამ უკვე ის ასაკი მქონდა, რაღაც უნდა გამეკეთებინა. პროექტი დავტოვე sms-ების ნაკლებობის გამო, თუმცა “Tv იმედის” რჩეული გავხდი და დამაბრუნეს პროექტში. მერე ისევ sms-ების გამო დავტოვე პროექტი. ეს პროექტი ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, პირდაპირ ეთერში გიწევს მუშაობა, დილის ათი საათიდან ხარ ეთერში. საერთოდ, მომღერლისთვის დილით სიმღერა არ შეიძლება, იოგები დამჯდარია დილით, გვიწევდა ექვს საათზე გაღვიძება, რომ ხმა ფორმაში მოგვეყვანა. გვიწევდა კამერებთან მუშაობა, ხალხმა გაგვიცნო, ბევრი კონტაქტი დამიგროვდა, ძალიან ბევრი მომცა ამ პროექტმა.

 

 „ნუცას სკოლის” შემდეგ მიგიწვიეს “ჯეოპლანეტში”?

 


 ერთი წელი ვმუშაობდი ამ ჯგუფში, ალბომიც კი გამოვუშვით. საინტერესო იყო ჩემთვის მათთან მუშაობა, ეს იყო ერთწლიანი, დაუღალავი, ყოველდღიური მუშაობა, დილიდან დაღამებამდე ვიყავით სტუდიაში, დიდი გამოცდილება მივიღე. მერე გამოჩნდა “vanilla cage”, გოგონების როკ-ბენდი. დღემდე ამ ჯგუფის წევრი ვარ. რუსთაველის თეატრში იდგმებოდა მიუზიკლი „ოლივერი~, რომელშიც მინდოდა მონაწილეობა. მოუზიკლში ვერ მოვხვდი, თუმცა შემომთავაზეს “vanilla cage”-ს ვოკალისტობა. უბრალოდ მივედი, წარმოდგენა არ მქონდა, გოგონების როკ ბენდი როგორი უნდა ყოფილიყო. მომასმენინეს მათი შესრულება, გაოცებული დავრჩი, ძალიან მაგრად უკრავდნენ, ამიტომაც დავრჩი მათთან. რომ მივედი, ზუსტად ათ დღეში ევროვიზია იწყებოდა, უცებ ჩავწერეთ სიმღერა და გავაგზავნეთ, საგზური ანრი ჯოხაძემ მოიპოვა. ევროპული ევროვიზიის გამოკითხვით პირველ ადგილზე ვიყავით. ამას მოჰყვა ჩვენი წარმატება, ერთი წლის განმავლობაში ბევრი კონცერტი ჩავატარეთ, რეგიონებში გვქონდა მიწვევა. მხოლოდ ბათუმში არ მქონია კონცერტი. მინდა ჩემს მშობლიურ ქალაქში ბენდთან ერთად კონცერტი გავმართო. ბათუმი ჩემი საყვარელი ქალაქია, მას ვერაფერი შემიცვლის, მაგრამ ჩემი ჯგუფის გამო თბილისში მიწევს ცხოვრება. ამ ეტაპზე რამდენიმე წევრმა დატოვა ჯგუფი, ახალი შემადგენლობით ვართ.

 

 სად შეიძლება თქვენი მოსმენა?

 


 ჯერ მხოლოდ კონცერტებზე, ზამთარში ცოტა კონცერტი ტარდება, გაზაფხულიდან კი აქტიურად ვმუშაობთ. დამატებითი შემოსავლის წყარო რომ გაგვიჩნდეს, გადავწყვიტეთ ბარშიც დავუკრათ. ამ პროგრამაზე ახლა ვმუშაობთ. ესეც ერთგვარ გამოცდილებას შეგვძენს, ყოველი გამოსვლა ბარში იქნება მინიკონცერტი. აქამდე ძირითადად ვმუშაობდით ქავერებზე, ახლა კი ვცდილობთ ჩვენი რეპერტუარი შევქმნათ. თავად ვწერთ მუსიკას, უკვე გვაქვს ოთხი სიმღერა გაკეთებული. ქავერის შესრულება უფრო რთულია, მსმენელი ბევრად კრიტიკულია მის მიმართ.

 

 მუსიკას როდის წერ და რა გეხმარება ამაში?

 

 ასე ვერ იტყვი, დღეს მუსიკას დავწერო. თავისით მოდის, ყოფილა, რომ გონებაშიც დამიწერია, ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, ერთი აკორდის აღების შემდეგ მოდის. პირველად ათი წლის ასაკში დავწერე, 12 წლის ასაკში სერიოზული მუსიკა მაქვს დაწერილი, დღეს მიკვირს როგორ მოვახერხე ეს მაშინ.

 

 თავიდანვე არ ყოფილხარ როკშემსრულებელი?

 

 ძალიან დიდი ხანი ვიყავი ძიების პროცესში, ვერ ვხვდებოდი რა იყო ჩემი, რა მინდოდა. როცა პირველად შევასრულე როკ-მუსიკა, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი, “ჯეოპლანეტში” მივხვდი ამას. როკი არის ის, რაც მე მინდოდა.

 

 სწავლობ ბათუმის უნივერსიტეტში, რომელ ფაკულტეტზე?

 

 მარადმწვანე სტუდენტი ვარ. 2010 წელს უნდა დამესრულებინა წესით, მუსიკის გამო მივატოვე სწავლა და წავედი თბილისში, არამარტო სწავლა, ბანკში ვმუშაობდი და სამსახურიც მივატოვე. საერთოდ, ყველაფერზე შემიძლია უარის თქმა მუსიკის გამო, მუსიკით ვცოცხლობ. დიპლომი მჭირდება, ამიტომ უნივერსიტეტში სწავლას გავაგრძელებ, ეროვნული გამოცდების თავიდან ჩაბარება მომიწია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ ბიოლოგიას, ყველას უკვირს ჩემი ეს პროფესია, თუმცა საკუთარი თავი ამ მხრივ არ წარმომიდგენია, მიმაჩნია, რომ ხელოვნების სფეროში მუშაობისთვის ვარ გაჩენილი, უნდა ვიმღერო, ვწერო მუსიკა და თუ საშუალება მომეცემა, თეატრშიც ვითამაშებ, ძალიან მომწონს თეატრი, ცოტა გამოცდილებაც მაქვს.

 


 როგორია შენი მომავალი გეგმები?

 

_ ჯგუფი ვმუშაობთ იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მოვახერხოთ წასვლა, სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენი რეპერტუარის შექმნა. ჩვენი ჯგუფი ეკუთვნის კომპანია “ლოკომოტივ პრომოუშენს”, მათგან გვაქვს წინადადება, თუ მზად ვიქნებით, წავალთ სადმე, თუნდაც ამერიკაში. ამისთვის ბევრს ვმუშაობთ, კვირაში ხუთ დღეს, ყოველდღიურად ოთხი საათი რეპეტიცია გაქვს. იმედია, მალე ვიქნებით მზად.

 

ღია კარის დღე ბათუმის უნივერსიტეტში

 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ის ცნობილი შემსრულებლები, რომლებიც ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან: ლუკა ზაქარიაძე, თეო ჩიტიშვილი, ბათუმის „სითი ბედნი“, ანსამბლი „ტბეთი“, ბსუს ვაჟთა და გოგონათა ვოკალური ანსამბლი და სხვა ჯგუფები.

შეხვედრა ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატულ თეატრში 15:00 საათზე დაიწყება.

ტრენინგები და სემინარები უფასოდ

 

რადგან სააგენტო არის მხოლოდ შუამავალი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის, სააგენტოს თანამშრომლები ფიქრობენ,  რომ  თვითპრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება, CV-ისა და სამოტივაციო წერილის სწორად შედგენა კიდევ უფრო გაზრდის ადამიანების დასაქმების შანსს.

ტრენინგზე დასწრების მსურველები უნდა მივიდნენ მისამართზე:  ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა №70/70 ან დაკავშირება შესაძლებელია  ტელეფონის ნომერზე:  (0422) 24 78 83

ბათუმში ჰაერში მტვერი დასაშვებ ნორმაზე მეტია

 

იანვარში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ სადამკვირვებლო პუნქტზე წარმოებდა. ამ სადგურის მეშვეობით განისაზღვრებოდა ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები: მტვერი, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები და ნახშირჟანგი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას 1.2-ჯერ აღემატებოდა. ხოლო ნახშირჟანგის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდის დაფიქსირებული მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაციები არ აღემატებოდნენ შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ყოველდღიურად სულ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარეობს.

გაზომვები სამუშაო დღეებში, დღეში სამჯერ ხორციელდება.

საკლასო შეფასების ახალი სისტემა

 

სწავლის ხარისხის მხრივ, მსოფლიოს 122 ქვეყანას შორის საქართველო 90-ე, ადგილზეა” – აღნიშნულია 2013 წლის `მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მოხსენებაში. “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო სკოლებში საკლასო შეფასების სისტემა არ არის დანერგილი: “თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა და კვლევები ადასტურებს, რომ მისი წარმატებით დანერგვისა და გამოყენების შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, რასაც შედეგად მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებამდე მივყავართ”.

მაგდა მაღრაძის განმარტებით, საკლასო შეფასების სისტემა მასწავლებელს შესაძლებლობას მისცემს, რეგულარულად შეაფასოს ინდივიდუალური მოსწავლის პროგრესი და დაგეგმოს საგაკვეთილო პროცესი მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით.

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს” ხუთწლიან პროექტს ტენდერის საფუძველზე შერჩეული, დამოუკიდებელი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი _ “GOPA”  განახორციელებს, რომელიც სისტემის სიტუაციური ანალიზის საფუძველზე გამოავლენს ხარვეზებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განსაზღვრაში დაეხმარება.

“კონსულტანტთა ჯგუფი შეიმუშავებს პროფესიული განვითარების მოდულების დეტალურ სქემას და კურიკულუმს; აგრეთვე, 7-12 კლასების მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია), ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის, საჯარო სკოლების 24 000-მდე პედაგოგისა და საჯარო სკოლის 2075 დირექტორის გადამზადების მეთოდოლოგიას”, _ ამბობს მაგდა მაღრაძე. პროექტი `ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მიერ დაფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 43 974 000 აშშ დოლარია.

საქართველოს მთავრობასა და “აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას” შორის, 2013 წელს გაფორმებული მეორე ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის, გრანტის სახით, 140 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო.

`ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს” მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფონდმა საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების შედეგებით იხელმძღვანელა, რამაც აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, განსაკუთრებით საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში. შესაბამისად, ასე განისაზღვრა მეორე ხელშეკრულების ძირითადი მიმართულებები.

ზოგადი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საქართველოს რეგიონებში 130-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების გადამზადება და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება იგეგმება, რისთვისაც 76 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.

ადგილობრივი ეკონომიკისთვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდებისთვის, 16 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. უმაღლესი განათლების პროგრამის მიმართულებისთვის კი 30 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი, რაც გულისხმობს ამერიკული და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობას და საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას.

 

 

ღურტას სკოლაში მოსწავლეების უმრავლესობა არ დადის

 

როგორც სკოლის დირექტორმა „ბათუმელებთან“ საუბრისას განმარტა, სკოლაში მოსწავლეებს მშობლები არ უშვებენ და ამ ფორმით გამოხატავენ ადგილობრივები პროტესტს სოფელში, გვირაბისა და კაშხლის მშენებლობის გამო.

სადილობა ტკბილეულით

მოზარდობის მიერ ტკბილეულის ხშირი მოხმარება რომ პრობლემაა, ამაზე ქართველი მედიკოსები ხშირად საუბრობენ. მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი, ლიკა ცუცქირიძე, რომელიც საზღვაო ჰოსპიტლის მოწვეული სპეციალისტია ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, მოზარდებში შაქრიანი დიაბეტის მაჩვენებელმა სწორედ არაჯანსაღი კვების შედეგად მოიმატა.

ბავშვები და მოზარდები უმეტეს დროს სკოლებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში ატარებენ. ჩვენ შევეცადეთ სკოლების მაგალითზე გადაგვეხედა იმ რაციონისთვის, რომლითაც დღის განმავლობაში ისინი იკვებებიან. #2 საჯარო სკოლაში ორიათასამდე ბავშვი სწავლობს.
ნინო, მარიამი და ქეთი მეშვიდეკლასელები არიან. ისინი ამბობენ, რომ საუზმობა არც ერთს არ უყვარს.

„დილით არ ვჭამთ. სკოლაში კი სადილობამდე ფუნთუშებს და ტკბილეულს ვყიდულობთ“, – გვეუბნება ნინო. მოზარდებს მიაჩნიათ, რომ დღეს ბავშვები დიდი რაოდენობით მოიხმარენ ტკბილეულსა და ცომეულს, რადგან სხვა არჩევანი არ აქვთ. „შოკოლადს ნამდვილად ბევრს ვჭამთ. თითქმის ყველა ბავშვი ასეა. კარგი იქნება სკოლები უფრო ჯანსაღ მენიუს რომ გვთავაზობდნენ ბუფეტში, თუნდაც ხილს“, -ამბობენ ბავშვები.

მსგავსი ვითარებაა ქალაქის #1 საჯარო სკოლაშიც, რომელიც ასევე ყველაზე მაღალკონტინგენტიანია. სკოლის ბუფეტი, რომელიც იჯარით არის გაცემული, მოსწავლეებს ძირითადად ცომეულსა და ტკბილეულს სთავაზობს.

„მე დილით და საღამოს ვჭამ სახლში, შუადღეზე კი ხაჭაპურს ვყიდულობ სკოლაში. შოკოლადიც მიყვარს“, -გვეუბნება შვიდი წლის გიორგი. სკოლის ბუფეტში დღის პირველი საათისთვის ბავშვების რიგი სწორედ ტკბილეულის განყოფილებასთან დგას.

„პიცა“, „ფენოვანი“, „ლობიანი“ – ეს არის ცომეულის ჩამონათვალი, რომელსაც სკოლის ბუფეტში ბავშვები ყველაზე ხშირად ყიდულობენ. სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ისინი ბუფეტის მენიუში არ ერევიან.

„ჩვენ მხოლოდ სისუფთავეს ვაკონტროლებთ“, – გვეუბნება #1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო რუსეიშვილი. ის მომხრეა, რომ სკოლაში ჯანსაღი საკვების არჩევანი ჰქონდეთ მოსწავლეებს, თუმცა რეალობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა: „ვფიქრობ, ორცვლიან სკოლებში არ მოხერხდება ის, რომ მოსწავლეებმა სკოლაში სადილობა შეძლონ. მცირე დასვენებებია და ვერ მოასწრებენ“.

მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მარიზა აბაშიძის აზრით, საჯარო სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვა თითქმის შეუძლებელია: „კარგია სასადილოს აწყობა, მაგრამ ამის ფუფუნება საჯარო სკოლებში გამორიცხულია. მესმის, რომ ძალიან ცუდია, როცა ბავშვები ამდენ ცომეულს და ტკბილეულს მიირთმევენ და არა მარტო სკოლაში. მაკდონალდში, ქუჩაში, სწრაფი კვების ობიექტებში, მაგრამ სკოლაში ჯანსაღი კვება ხუთწუთიანი დასვენების პირობებში ვერ მოხერხდება“.

„ჩემი შვილები შვიდი და თერთმეტი წლისანი არიან. ვიცი, რომ სკოლაში ჯანსაღ საკვებს ვერ იყიდიან, ამიტომ ვცდილობ, საუზმის გარეშე არ გავუშვა. თუმცა ტკბილეულს მაინც ყიდულობენ. კარგი იქნება, თუ უფრო ჯანსაღ საკვებს შესთავაზებენ სკოლები ბავშვებს“, – ამბობს ვიოლეტა გოგიშვილი.

არაჯანსაღი კვების კულტურა, როგორც ენდოკრინოლოგი ლიკა ცუცქირიძე ამბობს, აუცილებლად აისახება დროთა განმავლობაში მოზარდის ჯანმრთელობაზე: „ჯანსაღი კვება არამარტო მოზარდებისა და ბავშვებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის სასიცოცხლო პირობაა. მოზარდებისთვის განსაკუთრებით, რადგან მათი ორგანიზმი სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება. ჩვენ, ფაქტობრივად, არანორმირებულ რეჟიმში ვცხოვრობთ. ბავშვს ეზარება დილით ადრე ადგომა (განსაკუთრებით ზამთარში) და გაკვეთილზე რომ არ დააგვიანდეს, ხშირად საუზმის გარეშე გადის სახლიდან, შემდეგ კი დღის განმავლობაში იმდენად დატვირთული გრაფიკი აქვს, რომ სახლში მისვლას ვეღარც ახერხებს და არაჯანსაღი საკვების მიღება უხდება. როდესაც ასეთ რეჟიმს ინტენსიური ხასიათი აქვს, მომავალში აუცილებლად აისახება სხვადასხვა დაავადების სახით“.

ენდოკრინოლოგი მიიჩნევს, რომ ოჯახებში საუზმის სწორი კულტურა უნდა დაინერგოს: „საუზმე მთავარია. დილით მიღებული ცხელი კერძი დღის განმავლობაში მეტაბოლური აქტივობის ტემპს განსაზღვრავს. ამიტომ საუზმედ საუკეთესოა ბურღულეულის ფაფები, ცეხვილი პურის ტოსტები. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთ მიდგომას ფართო მასშტაბები ჯერ არ აქვს, მაგრამ აუცილებელია, რომ ეპატობრივად დაინერგოს“.

ლიკა ცუცქირიძის თქმით, ბოლო წლებში, სწორედ არაჯანსაღი კვების ხარჯზე გაიზარდა ბავშვებსა და მოზარდებში შაქრიანი დიაბეტის შემთხვევები. „განვითარებული ქვეყნების მოზარდთა 15%-ს სიმსუქნე აღენიშნება, 25%-ს კი – ჭარბი წონა. აშშ-ში ბავშვთა ასაკში სიმსუქნის გავრცელება 25-30%-ია. სავალალო მდგომარეობაა განვითარებად ქვეყნებშიც. ხშირად მშობლები თვითონ უწყობენ ხელს ტკბილეულისკენ მიდრეკილებას, სახლში ათასგვარი ნუგბარი მიაქვთ და ბავშვებიც ცდუნებას ვერ უძლებენ. სწორედ მშობელმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები, თავისი ცხოვრების წესით მაგალითი მისცეს ბავშვს და უბიძგოს ჯანსაღი კვებისაკენ“.

როგორც ენდოკრინოლოგი ამბობს, არაჯანსაღი საკვების მიღება (იგულისხმება სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილეული, პურფუნთუშეული დიდი რაოდენობით) აისახება მოზარდების ზრდის ტემპებზეც. „ბუნებრივია, ეს იწვევს ენდოკრინულ დარღვევებსაც, რასაც მშობლები გვიან აღმოაჩენენ. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა მშობლების დროული რეაქცია ჭარბ წონასთან დაკავშირებით, ისინი აცნობიერებენ, რომ ლოყებღაჟღაჟა და ხორცსავსე ბავშვი ყოველთვის ჯანმრთელს არ ნიშნავს“.

სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებს მხოლოდ ტკბილეულს და ცომეულს სთავაზობენ

რელიგიური ნიშნით დევნა თუ რეპუტაციის შელახვა

 

კომპანია სასამართლოს სთხოვს, ამ პირებმა მათ მიერვე ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია უარყონ. 

ნანული გორაძე 2013 წლის 13 ივლისამდე „ბუგატოში” დამლაგებლად მუშაობდა. კომპანიის დირექტორმა ონურ ქურთმა ის სამსახურიდან დაითხოვა. ნანული გორაძე მიიჩნევს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ ის რელიგიური მრწამსის შეცვლის გამო, ქრისტიანად მონათვლისთვის გაათავისუფლა. ნუნუ გორაძის ბრალდება ვიდეოს სახით „იუთუბზეც” გავრცელდა. კიდევ ერთ ვიდეოში ნანული გორაძის ქალიშვილი – ნინო ლორთქიფანიძე ასევე დედის რელიგიური ნიშნით დევნაზე საუბრობს.

ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ხიჭაურის უნივერსიტეტში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მათ სახელმწიფოს მოუწოდეს, ქვეყანაში მართლმადიდებლების დევნა არ დაუშვან. გამომსვლელთა შორის ეპისკოპოსი სპირიდონიც იყო.

სასამართლომ რვა მოწმე დაკითხა.  

„ბუგატოს” თანამშრომელმა თემურ უსტიაძემ, რომელიც მოწმის სახით დაკითხა სასამართლომ, თქვა, რომ ნანული გორაძე სამსახურიდან დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად ვერ შესრულებისა და თანამშრომლებთან კონფლიქტური ურთიერთობის გამო დაითხოვა დამსაქმებელმა, სანაცვლოდ კი იმავე კომპანიაში ექთნის სამუშაო შესთავაზა.

ჰესების მშენებარე კომპანიის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ მხარემ უარყოფის ინფორმაციაც იმავე ფორმით გაავრცელოს, რა ფორმითაც რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია გაავრცელა.

ნანული გორაძემ, ნინო ლორთქიფანიძემ და ნუგზარ ლორთქიფანიძემ უარყვეს კომპანიის ინტერესების დამცველთა მოსაზრება, რომ თითქოს მათ კომპანიის რეპუტაცია შელახეს.

საქმეს მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი განიხილავს. კომპანიის ინტერესებს ადვოკატი ირაკლი შავაძე და „ბუგატოს~ იურისტი რენა ფერცელიძე იცავენ, მოპასუხე მხარის უფლებებს კი – მზია შავაძე და ია შალამბერიძე.
მომდევნო სასამართლო პროცესი 14 მარტს 14 საათზე შედგება. სასამართლო განიხილავს მტკიცებულებას და გაიმართება მხარეთა პაექრობა.

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის თებერვლის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 38 751 ერთეულია: „ამ წლის თებერვალი 2010-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის თებერვალთან (25 432 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 25.7%-ით, 2011 წლის თებერვალთან (31 970 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 0.9%-ით, 2012 წლის თებერვალთან (32 251 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 5.4%-ით და 2013 წლის თებერვალთან (33 987 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 14.0%-ით.

 

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 7.8%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (4.9%-ით), ისე მეორადი (8.4%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2014 წლის თებერვლის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) დაფიქსირდა 0.921 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.808).

 

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (4.0%-ით), ისე მეორადი (16.4%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2014 წლის თებერვლის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 6 730, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 32 021 ერთეულია; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.608 და 1.033 დონეებზე დაფიქსირდა.

 

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. თებერვალში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 82.6%-ს მეორადი, ხოლო 17.4%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2013 წლის თებერვალში კი -შესაბამისად 81.0% და 19.0%)“.

ავტოსაგზაო შემთხვევისას ქალი დაშავდა

 

აჭარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კი სამარშრუტო ტაქსის კარები გახსნეს და დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.

 

აჭარის სამაშველო სამსხაურის ხელმძღვანელის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, მიკროავტობუსი სარფიდან მოდიოდა. მგზავრებით სავსე სამარშრუტო ტაქსი და ავტომანქანა ერთმანეთს დაეჯახა.  

მიკროავტობუსი და ავტომანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი.

Exit mobile version