ხათუნა სამნიძე იხსენებს , რომ მის პოლიტიკური აქტიურობისას ეს ერთადერთი ფაქტი არ ყოფილა. გამხდარა პოზიტიური დისკრიმინაციის მსხვერპლიც, როდესაც უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიკროფონთან მისულა, სესიის სპიკერს მოუწოდებია კოლეგებისთვის, რომ „არ შევეზღუდე რეგლამენტით, რადგან ვიყავი ქალი”. ამბობს, რომ ორივე შემთხვევა მიუღებელია. ის პოლიტიკიდან ამ დისკრიმინაციული ფაქტების სიმრავლის გამო არ წასულა, ხათუნა სამნიძე დღეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი მიზანიც რეგიონში თავისუფალი, სამართლიანი და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და გენდერული დემოკრატიზაციის პოპულარიზაციაა.
საკანონმდებლო ორგანოებსა და სამთავრობო სრუქტურებში ლიდერ პოზიციებზე დღეს საქართველოში ქალების რაოდენობა 10 პროცენტს არ აღემატება. ქალები ვერ ხვდებიან პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებშიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია 200-მდე ორგანიზაცია, რომელთაც წესდებაში უწერიათ, რომ მათი მიზანი გენდერული თანასწორების მიღწევაა, ფაქტია, რომ საქართველოში პარლამენტარ ქალთა რაოდენობა იკლებს. იხარჯება დონორთა ფული, მაგრამ სიტუაცია არ იცვლება.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც პოლიტიკური პარტიების წახალისებას ითვალისწინებს, ანუ პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დამატებით 10 პროცენტით მეტ დაფინასებას, თუ მათ სიებში 20 პროცენტით იქნება „განსხვავებული სქესი” წარმოდგენილი. კანონის თანახმად, ეს არ არის ვალდებულება. უფრო ადრე კი, 2010 წელს, პარლამენტმა მიიღო კანონი “გენდერული თანასწორების შესახებ”.
გასული მოწვევის ბათუმის საკრებულოში 15 მამაკაცი იყო და არცერთი ქალი. ამ მოწვევის საკრებულოში ხუთი ქალია. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ხუთი ქალი იყო, ახლა კი ერთია.
ახლაც და მაშინაც საკრებულოში გენდერულ საკითხთან დაკავშირებული კითხვა მხიარულებას იწვევს. წინა მოწვევის საკრებულოს პოეტმა წევრმა ჩვენს კითხვას „რატომ არ არიან თქვენს რიგებში ქალები“ უპასუხა რომ „ქალი მოსაფერებლად გაჩნდა.”
ამ მოწვევის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი კირთაძე, რომელიც პირველად ამ თანამდებობაზე არჩევის დროს 26 წლის იყო და მხოლოდ ერთწლიანი სამუშაო სტაჟი ჰქონდა, ხუმრობს: „რომ ეს ის საკითხია, რომელსაც ფიქრი ჭირდება, ახლავე გიპასუხოთ, თუ დროს მომცემთ…” მაგრამ ამ წინადადების შემდეგ საუბარს აგრძელებს: „საკრებულოში ახლა უფრო მეტი ქალია ვიდრე ადრე. ჩვენს რიგებში უფო მეტი ქალია ვიდრე ოპოზიციის, პოლიტიკაში ძალით ვერავის მოიყვან, უნდა ქონდეს სურვილი”. კითხვაზე, რა ზეგავლენა იქონია საკრებულოში გენდერული ბალანსის წონოსწარობის აღდგენის მცდელობამ, შემდეგი პასუხი მივიღეთ: „ჩვენ ახლა ვცდილობთ უფრო კორექტულები ვიყოთ კამათის დროს.” ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ქალს პოლიტიკაში მანდილის როლზე უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს.
მირანდა ჩარკვიანი 2003 წელს იხსენებს, როცა ის სამოქალაქო სექტორში მუშაობდა აჭარაში: „როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ვიკრიბოდით, იყო 20 მდე მამაკაცი და ორი-სამი ქალი, დღეს არასამთავრობო სექტორში ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორებულია, ეს თავისთავად მოხდა, ასე მოხდება პოლიტიკაშიც, კანონის რეგულაციები არ უნდა იყოს მკაცრი და ვალდებულებითი, წახალისება შეიძლება, მაგრამ თუ იქნება მკაცრი კვოტირების სისტემა საპარლამეტო სიების დაკოპლექტების თვალსაზრისით, ეს ხელოვნური ბალანსი იქნება.”
ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე სილამაზის სალონში 11-ივე დასაქმებული ქალია, 30 წლამდე ქალბატონი, რომელიც სტილისტად მუშაობს, ამბობს. რომ მეორე შვილის გააჩენაზე ფიქრის სამსახურის დაკარგვის გამო ეშინია. მიაჩნია, თუ ქალები იქნებიან იქ, ზემოთ, მთავრობაში, მის მდგომარეობას უფრო კარგად გაიგებენ.
ინგლისურის სპეციალისტი ნანა მღებრიშვილი ფიქრობს, რომ „თუ საქართველოს პარლამენტში ისეთი ქალები იქნებიან წარმოდგენილი, როგორიც ახლა პარლამენტარ მამაკაცთა უმრავლესობაა, აზრს ვერ ვხედავ, მოსაჩვენებელი თანასწორობა გამაღიზიანებს და არც უკეთესი გარემოს პერსპექტივის საშუალებას იძლევა. იქ უნდა მოხვდნენ წარმატებულები და აქტიურები.”
მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში შესული ცვლილება ერთის მხრივ იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.
ხათუნა სამნიძე ფიქრობს” თუმცა, უმჯობესია, როდესაც სამოქალაქო აქტიურობა იწვევს ცვლილებებს, როდესაც მოთხოვნა ქვემოდან მოდის. სამწუხაროდ, ხშირად ქალები თავად თვლიან,რომ მათი ძირიტადი მოვალეობა მხოლოდ შვილების მოვლაა, მაგალითდ, არცერთ მამაკაცს საქართველოში კანონით მინიჭებული დეკრურეტული შვებულების უფლება არ გამოუყენებია, და ეს ნაწილეობრივ , ქალების დამოკიდებულების შედეგიცაა.”
„გოგონებს აქვთ სათქმელი” – ეს დოკუმენტური ფილმია, „გოუ ჯგუფ მედიამ“ მომზადა. ფილმს 4 მოქმედი გმირი ჰყავს საქართველოს 4 რეგიონიდან” ერთ-ერთი გოგონას პროტესტის მიზეზი კი ის არის, რომ „აქ ყველა შინ ზის და ბავშვებს ზრდის.“ გოგონას კი ამ სტერეოტიპის დასამარცხებლად აქედან წასვლა და ჟურნალისტობა უნდა.
საერთაშორისო პრესის ობიექტივში მოხდა ევროპალამეტარი 37 წლის ლიცია რომზული, რომლიც 2010 წელს საშემოდგომო სესიაზე სამუშაოდ ერთი თვის შვილთან, ვიქტორიასთან ერთად მივიდა. ის სოციალურ საკითხებზე მუშაობს. წამყვან მედია საშუალებაში მოხვდა ლიციას სიტყვები: „აქ მოვედი ყველა იმ ქალის სახელით, რომელსაც ცუდად ექცევიან, როგორც სამსახურში, ისე ოჯახში”.
გადასახლების დროს სამი წლის ვიყავი. ჩემი ძმა ოთხის თუ ხუთის იქნებოდა, სულ პატარა ერთი წლის იყო. მშობლების მონათხრობიდან მახსოვს იმ დღეების შესახებ. ვიცი, რომ დეკემბერი იყო და ხალხი მძინარე წამოყარეს საწოლებიდან. არც ერთი სიტყვა, არც მეზობლებთან, ახლობლებთან დამშვიდობება, ისე შერეკეს მანქანებზე და გზას გაუყენეს. მამაჩემი მძღოლი იყო, ბევრი იცნობდა და ცოტა ანგარიში გაუწიეს, სახლიდან ნივთების და საგზლის წამოღების უფლება მოგვცეს. დედა ფეხმძიმედ იყო მეოთხე ბავშვზე. პირუტყვის გადასაყვან ვაგონებში შეგვყარეს.
ნათელა ფარტენაძე
ფეხის დასადგმელი ადგილი არ იყო ვაგონშიო, ამბობდნენ. უჰაერობა, შიმშილი, უწყლობა. ადამიანებიც კვდებოდნენ თურმე. ბევრი ვერ უძლებდა ასეთ პირობებს. ერთი ასთმიანი ქალი ყოფილა. „წყალი, წყალი“ – ყვიროდა თურმე. დედას ჰქონდა ერთი ბოთლი, ორსულად იყო, წარმოიდგინეთ მასაც როგორ უჭირდა, მაგრამ იმ ქალს გაუნაწილა. წყალი დალია, თუმცა ნახევარ საათში მაინც მოკვდა ის ქალი. გადასახლებაში რამდენიმე ჩვენი სოფლელიც გარდაიცვალა, ვერ გაუძლეს იქაურ პირობებს.
ჩვენ დიდი ოჯახი გვქონდა, მამაჩემი ღომიძე იყო, ფარტენაძე ჩემი ქმრის გვარია. იმ სოფლიდან თითქმის ყველა ღომიძე გადაასახლეს. დიდი ქონება არ გვქონია, თუმცა არც ღარიბები გვეთქმოდა. გადასახლების მიზეზი არც ჩვენთვის განუმარტავს ვინმეს. მამაჩემი წერილს წერილზე წერდა სტალინს, გამაგებინეთ რა დავაშავე, ამხელა ოჯახი რომ გადაგვასახლეთო. ბაბუას ძმა თურქეთში წავიდა საცხოვრებლად, არც შემდეგ დაბრუნებულა საქართველოში, შეიძლება ეს გახდა მიზეზი.
საზღვრისპირა მცხოვრებლებს ძალიან გვავიწროვებდნენ. ბევრ ოჯახს შეეხო გადასახლება. ჩვენ ერთად მაინც ვიყავით და შევძელით გავმკლავებოდით სიძნელეებს, მაგრამ ბევრს გაუჭირდა. ზოგიერთს შვილი დარჩა მარტო, ზოგიერთი გადასახლებაში მოკვდა, ზოგიერთს რა გადახდა და ზოგიერთს რა…
არ ვიცი რატომ უნდა მოექცე ასე უდანაშაულო ადამიანებს. ხარ შენთვის, ცხოვრობ მშვიდად, მოგივარდებიან და წაგიყვანენ, ამხელა ტანჯვისთვის გიმეტებენ. ბოროტებაა, აბა რა. ამის გამართლება როგორ შეიძლება, ვერ წარმომიდგენია.
ყაზახეთში მიწით შელესილ ქოხებში შეგვყარეს, არც საწოლი, არც ავეჯი, მიწაზე გვიწევდა წოლა. შემდეგ, როცა მამაჩემმა, მამიდებმა მუშაობა დაიწყეს, ერთი ოთახი დავდგით. მამაჩემმა ძროხა და ქათმებიც იყიდა. ერთი და იქ გაგვიჩნდა გადასახლებაში და დედა ვერ მუშაობდა. სახლში ვიყავით ბავშვებიც. ჩვენს რაიონში ქართველები არ იყვნენ, მამაჩემმა იქაც მძღოლად დაიწყო მუშაობა, თუ ვინმეს გადააწყდებოდა, ყველა სახლში მოჰყავდა. ასე იპოვა ჩვენი ბიძაშვილებიც. ტირილი და სიხარული ერთად იყო ჩვენს ოჯახში. მაშინ გვიკვირდა ბავშვებს, ნეტა, ნათესავების დანახვაზე რატომ ტირიან მშობლებიო.
საჭმელს თავი გავართვით, მაგრამ წყლის გაჭირვება იყო. კილომეტრიდან მოჰქონდათ წყალი, არხებიდან იღებდნენ. ბინძური წყალი იყო, მიკვირს როგორ გადაიტანა ხალხმა ამ წყლის დალევა. ალბათ მაშინ ხალხი უფრო ჯანმრთელი იყო.
გადასახლება დიდი უსამართლობა იყო, ხალხი ხშირად უძლურია ხელისუფლების რეპრესიების გაუმკლავდეს. არ ვაპატიებო იტყვი და რა, მაინც არაფერი იცვლება ჩვენთვის. ამხელა ტკივილი გამოვიარეთ და კომპენსაციაც კი არ მოუცია სახელმწიფოს. ავადმყოფ მეუღლეს ვუვლი, არც მას აქვს რაიმე სოციალური შემწეობა. მტკივა გული, მაგრამ რა“.
ორკესტრის დირიჟორი მსოფლიოში სახელგანთქმული დირიჟორი ავნერ ბირონია, სოლისტი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი პიანისტი სერგეი ბაბაიანი (აშშ). შესრულდება როგორც მსოფლიო კლასიკოსების, ასევე თანამედროვე ებრაელი და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. მათ შორის ჩვენი თანაქალაქელის, იოსებ ბარდანაშვილის კომპოზიციები. იოსებ ბარდანაშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა ჩვენს ქალაქს.
დაგეგმილია ებრაული დელეგაციის მიერ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. მათ შორის – მუზეუმები, დელფინარიუმი, სინაგოგა, საბაგირო და სხვ. სინაგოგაში გაიმართება შეხვედრა ბათუმში მცხოვრები ებრაული დიასპორის წარმომადგენლებთან.
პროექტი ბათუმის მერიის 2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „კულტურის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში ხორციელდება.
ონკოქირურგ თემურ გოგიტიძის განმარტებით, ლიპომა სუფთა ცხიმის დაგროვებაა, რომელიც კაფსულითაა შემოფარგლული, ხელით შეხებისას ცოტათი მკვრივია და მოძრავი. ათერომაში კი ცხიმის გადაგვარებული უჯრედები გროვდება, ამიტომ მასა მასში უფრო თხიერი და რბილია.
ექიმის თქმით, ლიპომა კანქვეშ ვითარდება, თუმცა ზოგჯერ უფრო ღრმადაც ჩადის. უმეტესად მას ტკივილი არ ახასიათებს, თუ ის ცოტა ღრმად (ბეჭებს შორის, ზურგზე, წელისა და საზარდულის არეში) ან ნერვთან ახლოს არ მდებარეობს.
ლიპომები შესაძლოა გაჩნდეს მუცლის ღრუშიც, თირკმელზე, ღვიძლსა და სხვადასხვა ორგანოში. ასეთი ლიპომა თვალით შეუმჩნეველია, მას გარეგანი გამოვლინებები არ ახასიათებს და ძირითადად სხვადასხვა პროფილაქტიკური გამოკვლევის დროს ვლინდება. თუ ლიპომა შიდა ორგანოებზე იზრდება, პაციენტს აღენიშნება ტკივილი – „კანქვეშა ლიპომა შეიძლება 5 სმ-მდე გაიზარდოს, მაგრამ გარდა კოსმეტიკური ცვლილებისა, არაფერი გამოიწვიოს, იმ შემთხვევაში კი, თუ ლიპომა თირკმელზე იზრდება, მან შეიძლება თირკმლების მუშაობაც შეაჩეროს. ათერომები შიდა ორგანოებში არასოდეს გვხვდება“ – ამბობს თემურ გოგიტიძე.
ლიპომა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად წარმოიშვება და მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ის, ძირითადად, ცხიმის რეგულირების ცვლის მოშლასთანაა დაკავშირებული, ასევე ის შეიძლება სხვადასხვა დაავადების ფონზე განვითარდეს ან/და გენეტიკურად იყოს განპირობებული.
ონკოქირურგის განმარტებით, ლიპომისგან განსხვავებით, რომელიც ადამიანს შეიძლება 10-20 წლის განმავლობაში ჰქონდეს და საფრთხეს არ ქმნიდეს (თუ ზომაში არ იზრდება), ათერომას თითქმის ყოველთვის კვეთენ. ათერომის წარმოქმნის ძირითადი მიზეზია ცხიმის გამომყოფი ჯირკვლის სადინარის დაზიანება, როცა ცხიმის გამომყოფი სადინარი იხშობა, მასში გროვდება ის ცხიმი, რაც გარეთ უნდა გამოყოფილიყო კანის დასატენიანებლად. შესაბამისად, ცხიმით სავსე სადინარი – ათერომა, დაკავშირებულია კანის ზედაპირთან და არსებობს რისკი, რომ ამ სადინრით მასში ინფექცია შეიჭრას. ყველაზე ხშირად ათერომა თავის ქალაზე ვითარდება და მას ტკივილი არ ახასიათებს.
ცხიმოვანი წარმონაქმნების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული წესით არის შესაძლებელი. ძირითადად კეთდება დიდი განაკვეთი და იქედან ცხიმგროვა თავისი კაპსულიანად ამოაქვთ. თუმცა როგორც თემურ გოგიტიძე ამბობს, დიდი განაკვეთი ყოველთვის არ არის აუცილებელი და პატარა (1-2 სმ) ლიპომებს ლიპოსაქციით იღებენ კაფსულიდან. ათერომების ამოკვეთა კი ყოველთვის კაფსულიანად უნდა მოხდეს იმისთვის, რომ იქ ანთების გამომწვევი ქსოვილები არ დარჩეს და ხელახლა არ განვითარდეს.
„ნიშანი უკვე არის“ – მიხსნის ზვიად მიქელაძე და გასულ წელს დარგულ ნერგზე მწვანე მარცვლებს მაჩვენებს. ის სადემონსტრაციო ნაკვეთის ერთ-ერთი მეპატრონეა. ზვიად მიქელაძემ ამერიკული მოცვის მოსაშენებლად ორ ბიძაშვილთან ერთად კოოპერატივი შექმნა. ეს მათ „კოოპერატივების შესახებ“ ახალი კანონის თანახმად გადასახადებისგან ათავისუფლებს.
მოცვის დარგვამდე მიქელაძეებმა მიწა ლაბორატორიულად გამოიკვლიეს და მისი ვარგისიანობა დაადგინეს. ახალდარგული ნერგები ზამთარში ყინვისგან რომ დაეცვათ, სპეციალური პარკით შეფუთეს. სადემონსტრაციო ნაკვეთზე ნერგების მოსარწყავად დამონტაჟებულია წვეთოვანი სისტემა – ამ ყველაფრისთვის მიქელაძეებს ხარჯები არ გაუწევიათ, მათ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის“ (ENPARD) პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დაეხმარა. პროგრამა საქართველოში სურსათის წარმოების ზრდას და სოფლად სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად.
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოში მოცვის პლანტაციების საცდელი განაშენიანება გასულ წელს დაიწყო. საქართველოს სამ რეგიონში – აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში 15 ჰექტარ ფართობზე 10 სხვადასხვა ჯიშის ნერგი დარგეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, სახეობების მრავალფეროვნება, ადგილობრივ ნიადაგთან შესაბამისობის საშუალებას იძლევა.
მიქელაძეების ოჯახი სოფლის მეურნეობის ახალი დარგის გამოჩენას სოფელში იმედის თვალით უყურებს, იმედი გაუჩნდათ მათ მეზობლებსაც: „სოფლიდან წასვლაზე ვფიქრობდით. ახლა ჩვენც ამ პროექტში ჩართვაზე ვფიქრობთ“.
სოფელი ბუთურაული შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფელია, ზღვის დონიდან 650 მეტრზე მდებარებს. სოფელში 300 კომლი ცხოვრობს.
გასულ კვირას შუახევის აგროცენტრის გახსნაზე „ადგილზე დამაგრება“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გარდა კიდევ რამდენიმე გამომსვლელმა ახსენა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.
შეძლებს თუ არა რეალურად ევროკავშირის წამოწყება ქართული სოფლებისა და ეკონომიკის გადარჩენას? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს. „ENPARD-საქართველო-ს“ მოსალოდნელ შედეგად მცირე ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებისთვის ხელის შეწყობაა დასახლებული.
პროექტის თანახმად საქართველოში სურსათის წარმოების მოცულობის ზრდა და სოფლად სიღარიბის დონის შემცირება წარმატების მთავარი ინდიკატორები იქნება.
პროექტის კონსულტანტების ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე მოცვზე მოთხოვნა იზრდება, რაც მასზე ფასის გაზრდასაც განაპირობებს.
ამ დროისთვის საერთაშორისო ბაზარზე მოცვი 4 დოლარამდე ღირს. ქართულ ბაზარზე კი ერთი კილოგრამი ველური მოცვის ფასი 2 ლარია.
პროექტის აჭარის კოორდინატორის, ლაშა კომახიძის განმარტებით, „პროექტის კონსულტანტები ფერმერებს ყველა ეტაპზე დაეხმარებიან, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ კი ისინი დაინტერესებულ პირებს ადგილზე წარმოებული მოცვის ექსპორტირებაში შეუწყობენ ხელს.“
მიქელაძეების ნაკვეთი 3000 კვ/მეტრზეა გაშენებული, რაც სულ 1000 ერთეულ ამერიკული მოცვის ნერგს აერთიანებს. სპეციალისტების თქმით, სრულ ნაყოფს მიქელაძეები ოთხი წლის შემდეგ მიიღებენ, გაისად კი მათ ტონა მოსავალი ექნებათ.
სოფლის მეურნეობის დარგების ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 40 მილიონი ევროა. პროგრამა 2013 წელს დაიწყო და სამ წელზეა გაწერილი. წელს მეფუტკრეებს დაეხმარებიან.
მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანია, რომელიც 100-მდე სახეობას აერთიანებს. საქართველოში ამ გვარის 4 სახეობა გვხვდება. მათგან სამი – მთის მოცვი, ლურჯი მოცვი და წითელი მოცვი გავრცელებულია სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ერთი კი – კავკასიური მოცვი (ანუ მაღალი მოცვი) მთის ქვედა და შუა სარტყლების კოლხური ტიპის ტყეებში და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში იზრდება.
მთის მოცვი დაბალი ბუჩქია. საქართველოში სუბალპურ ტყეებში იზრდება, გვხვდება უფრო მაღლაც – დეკიანებში, ბევრია მთა-თუშეთში. წითელ მოცვთან და შქერთან ერთად ქმნის მოცვიანებს, ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.
მოცვის ნაყოფი მომჟავო ტკბილია. იჭმევა ნედლად, ამზადებენ მურაბასაც, შეიცავს C ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. გამხმარ ნაყოფს ხმარობენ მედიცინაში კუჭის შემკვრელ საშუალებად. ნორჩი ფოთლების ნახარში საუკეთესო ოფლმდენი საშუალებაა.
მედიკოსები მოცვის განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებზე ამახვილებენ. ნაყოფმა სამკურნალო თვისება მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოს, მას ასეთი წესით აშრობენ: ქაღალდზე ან ნაჭერზე თხლად გაფენილ მარცვლებს ჰაერზე ოდნავ აჭკნობენ, შემდეგ კი ღუმელში 60-70 გრადუს ტემპერატურაზე აშრობენ. კარგად გამომშრალი ნაყოფი შეხებისას ხელს არ უნდა სვრიდეს. სწორად გამომშრალი მოცვი რამდენიმე წლის განმავლობაში ინახება. ფოთლებს ყვავილობისას აგროვებენ და თხლად გაფენილს ჰაერზე აშრობენ.
ქალბატონო ეკა, წინა არჩევნებთან შედარებით თუ არის ცვლილებები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გაიზარდა ამომრჩევლის რაოდენობა, თუ შემცირდა?
ზუსტი სია ჯერ არ არის ცნობილი, მონაცემები გვექნება ერთ კვირაში და ამის საფუძველზე ბიულეტენების ბეჭდვაც დაიწყება. ბიულეტენებთან ერთად ამომრჩეველთა სიებიც უნდა დაიბეჭდოს და შემდეგ უბნებს მიეწოდოს.
როგორც იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, დაახლოებით 60 ათას მოქალაქეს არ გააჩნდა შესაბამისი დოკუმენტაცია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ამ მიმართულებით შეიცვალა რამე, რა ინფორმაციას ფლობთ?
60 ათასი ეს ის ჯგუფია, რომელსაც არ ჰქონდა იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, თუმცა როგორც იუსტიციის სამინისტრო ამბობს, 25 000-მა ამომრჩეველმა აიღო ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ სამოცი ათასი ამომრჩევლიდან. ვინც არ აიღო, შესაბამისად, ისინი ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე.
საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეებს შეექმნათ პრობლემები არასწორი დამისამართების გამო. ასევე, იმ მოქალაქეებსაც ჰქონდათ პრობლემა, ვისაც მშენებარე სახლების გამო რეგისტრაცია შეჩერებული ჰქონდათ დროებით. თვითმმართველობის არჩევნებისთვის თუ არის ეს საკითხი მოგვარებული?
დამისამართების საკითხი იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაა და მოქალაქეებმა მას უნდა მიმართონ. ჩვენ იმ სიებს ვაქვეყნებთ, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო გვაწვდის. თუ სადმე არის დამისამართების პრობლემა, ეს არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის განხილვის თემა.
ხომ არ არის ცვლილება დამატებით სიებთან ან სპეცუბნებთან დაკავშირებით?
დამატებითი სიები არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება. რაც შეეხება სპეცუბნებს, მათი რაოდენობა შემცირებულია. გამონაკლის შემთხვევებში ოცი სპეცუბანი იქნება ამ არჩევნებისთვის. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნებისთვის არ იგეგმება.
„წელს, ტურისტულ სეზონზე ეს იყო პირველი ჩარტერული ფრენა პოლონეთიდან, კერძოდ ვარშავიდან ბათუმის მიმართულებით. წინა წლებთან განსხვავებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გაორმაგდა ფრენების რაოდენობა და ფრენები კვირაში სამჯერ განხორციელდება, შარშან კი კვირაში ერთხელ იყო. სიახლეა ისიც, რომ ფრენები განხორციელდება არა მხოლოდ ვარშავიდან, არამედ პოლონეთის კიდეც ორი ქალაქიდან კატოვიცა-პოზნანიდანაც“- აცხადებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მარკეტინგის განყოფილების თანამშრომელი სოფო გოთუა.
როგორც ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, ტურისტები ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან. ასევე, მათ აქვთ შესაძლებლობა აიღონ ტური საქართველოს ნებისმიერი კუთხის მიმართულებით.
„დახვედრა ტურიზმის დეპარტამენტმა მოუწყო ტურისტებს, გადავეცით ერთჯერადი სასაჩუქრე პაკეტები და ვაჩვენეთ ქართული ფოლკლორული ნიმუშები. ეს არის ჩვენი დეპარტამენტის მოლაპარაკებების და სარეკლამო კამპანიის შედეგი“ – აცხადებს სოფო გოთუა.
ვარშავიდან პირდაპირი ფრენები ბათუმის მიმართულებით მესამე წელია ხორციელდება, წელს კი ტურისტულ სეზონზე ფრენების რაოდენობა გაიზარდა.
ქალბატონო ნანა, როგორ ფიქრობთ, ტანისამოსი, აქსესუარები და ა.შ. არის პიროვნების იდენტობის განმსაზღვრელი?
ყველა ადამიანს აქვს თავისი პიროვნების ინდივიდუალური გაფართოვება, რომლის საშუალებითაც ის საზღვრავს დისტანციას სხვა ადამიანებთან. ზოგიერთს ეს პიროვნული სივრცე აქვს ძალიან ფართო და ასეთ ადამიანებთან როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ კონტაქტში შესვლა რთულია. ხოლო ადამიანებს, რომლებსაც პიროვნული სივრცის რკალი უფრო ახლოს აქვთ საკუთარ ფიზიკურ სხეულთან, მათთან მიახლოება და კონტაქტი უფრო იოლია. პიროვნული სივრცის გაფართოებაა ტანსაცმელი: საზღვარი და ჩარჩოა ჩემი პიროვნების, რომლითაც მე სიგნალს მივცემ საზოგადოებას, გარე სამყაროს. მე გაუცნობიერებლად ვამბობ იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება ჩემთან მოახლოება. თუ დავაკვირდებით, მკაცრი ჩაცმულობის ადამიანებთან შეიძლება გაგიჭირდეს პირდაპირ კონტაქტში შესვლა.
ესეც სტერეოტიპი ხომ არ არის?
კი, ესეც ერთგვარი სტერეოტიპია და აგიხსნით რატომ. რაღაც პერიოდი ვიკვლევდი ქართულ კულტურაში ტანსაცმლის ფერებს, საქართველოს მთიანეთის მაგალითზე. სტერეოტიპულად ვიცით, რომ გლოვის ფერი შავია, მაგრამ საქართველოს მთიანეთში გლოვის ფერი იყო როგორც თალხი, ასევე თეთრი და იისფერიც. თუმცა, როცა მგლოვიარე ადამიანი ამ ფერს იცვამს, ჩვენ სხვა განწყობები გვიჩნდება. შავებში ჩაცმულ ადამიანების მიმართ კი უფრო მეტი რიდი გვაქვს. როცა ფერს რაღაცის სიმბოლოდ აღვიქვამთ, უკვე სტერეოტიპული ხდება.
უცხოელები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ქართველების ჩაცმულობაში სჭარბობს მუქი ტონი, ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება, რა განწყობებს უსვამს ხაზს შავი ფერი?
კვლევის გარეშე რთულია ამის პირდაპირ თქმა. ჩვენ არ ვიცით, რას ამბობდნენ თუნდაც იგივე უცხოელები 1990-იან წლებამდე ქართველების ჩაცმულობაზე. იყო შავი ფერი ასეთივე პოპულარული საქართველოში თუ არა. მაგრამ, ერთი კი არის – ქართველებს გვახასიათებდა გახანგრძლივებული გლოვა. თუმცა, ვერც ამას განვაზოგადებ.
შავი ფერი მოდურობას უსვამს ხაზს, თუ შინაგან განწყობას?
ესეც სტერეოტიპულია, რომ შავი, ყავისფერი ან ნაცრისფერი ტონები ითვლება მკაცრი ფერებად. მაგალითად, ჩემს ახალგაზრდობაში იყო, რომ თუ შავი ხავერდის პიჯაკი ან კაბა გეცვა, უკვე გამოპრანჭული და მისაღები იყავი. საქართველოში შავი ფერი იყო რაღაც სტატუსის განმსაზღვრელი. ახლაც ასეა – შავი ჯიპი, შავი სათვალე… რესპექტაბელურობის, სიმდიდრის განმსაზღვრელია.
რესპექტაბელურობას მაინცადამაინც შავი ფერი რატომ დაუკავშირდა?
ამას შეიძლება ბევრი ახსნა მიეცეს, მაგრამ ფაქტი ერთია – შავი ჯიპი, პიჯაკი და სათვალე ძალიან „ისეთი“ იმიჯია. იყო პერიოდი, როცა შავი ტყავის „კურტკა“, იარაღი და საქმის გარჩევა შავი სამყაროს იმიჯს განსაზღვრავდა.
ტყავის შარვალი, მძიმე მაკიაჟი, მეტალის აქსესუარები წლების განმავლობაში ასოცირდებოდა როკმუსიკასთან. თუმცა, დახეული ჯინსები ან რკინის აქსესუარები დღესაც ასოცირდება ურწმუნოებასთან ან უზნეობასთან…
კი, სამწუხაროდ, ეს სტერეოტიპი დღემდე არსებობს – არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც არ იაზრებენ, რომ ეს ჩვეულებრივ, მასობრივი მოდაა.
ბოლო პერიოდში საქართველოში როგორც ქალებმა, ასევე მამაკაცებმა დაიწყეს ფერადი ტანსაცმლის ტარება. ფერადი ტანსაცმელი, საყურეს ტარება უფრო მამაკაცებისთვის საქართველოში რამდენად უსაფრთხოა?
არსებობს დამოკიდებულება, რომ თუ საყურეს ატარებს კაცი, მწვანე პიჯაკზე წითელი შარვალი აცვია, ჰომოსექსუალია. ამის გამო მათ თავს ესხმიან კიდეც. ეს სტერეოტიპი ჩვენში ბავშვობიდან ზის, რადგან დაბადებიდან გვისაზღვრავენ ფერებს – ბიჭს ცისფერ ტანსაცმელს აცმევენ და გოგოს ვარდისფერს. ფერი გენდერს განსაზღვრავდა ჩვენთან და ასე მოდის ინერციით, რომ მამაკაცს უნდა ეცვას სადად და ქალს უფრო ფერადოვანი.
ხომ არ არის ეს საბჭოთა კულტურის შედეგი – როგორც მახსოვს ქალის სექსუალურობას ან მამაკაცის მასკულინურობას არ უსვამდა ხაზს საბჭოთა მოდა…
არამგონია, – საბჭოთა პერიოდში გავიზარდე და კარგად მახსოვს: საბჭოთა კოლმეურნე თუ მუშა ქალებს ეცვათ ჭრელი და ფერადყვავილებიანი კაბები. იყო მოკლე კაბებიც და წელში გამოყვანილი კაბებიც, ამიტომ მთლად საბჭოთა კულტურის გაგრძელებად ამას ვერ მივიჩნევთ.
ხშირად მსმენია, რომ აგრესიული სტილი არის პროტესტის ერთგვარი ფორმა. არის ეს ასე?
მე გამომწვევს უფრო დავარქმევდი ამას, ვიდრე პროტესტს.
გამოწვევა არ არის პროტესტი?
შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ უფრო მეტად ყურადღების მიქცევის ფორმაა, გამორჩეულობის საშუალება.
არის ფერები დაკავშირებული ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან თუ ესეც სტერეოტიპულია, – თუ მუქი გაცვია სულიერი ტკივილები გაქვს, თუ ღია – ბედნიერი, თავდაჯერებული?
ხშირად გარეგნული ფორმა განსაზღვრავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას, მაგრამ არც ამის განზოგადება შეიძლება. ესეც ინდივიდუალურია, გააჩნია ადამიანს.
გიორგი ერმაკოვი (საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“): გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ პროგრამის, რომელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი წარადგენს. ეს ითვალისწინებს ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას. ჩვენ მივუთითეთ, რომ ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღება მოიცავს მწვანე ზონისა და ეკოლოგიური ზონების კიდევ უფრო ზრდას. მნიშვნელოვანია რეკრეაციული ზონების, პარკების კეთილმოწყობა. უნდა გაიზარდოს მწვანე ზოლი. არ უნდა დაგვრჩეს ქალაქში ტერიტორია, სადაც მწვანე საფარი გვაქვს, რომელზეც არ იქნება მრავალწლოვანი და ფოთლოვანი ნარგავები.
ქალაქი გახდა მერების შეთანხმების მონაწილე. ჩვენ ამ შეთანხმების რატიფიკაციაც მოვახდინეთ და ავიღეთ ვალდებულება ნახშირორჟანგის შემცირებაზე ქალაქში 2020 წლამდე, დაახლოებით 22 %-ით. ეს გლობალური საკითხია და ითვალისწინებს მთელ რიგ ღონისძიებებს. უნდა შეიცვალოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ანუ ის უნდა მოვარგოთ ქალაქს ეკოლოგიური თვალსაზრისით.
ბათუმში გვაქვს ნაგავსაყარი გამწმენდ ნაგებობასთან და გადაგვაქვს სხვა ადგილას, მაგრამ გვრჩება პრობლემად დარჩენილი მასის უტილიზაცია. ვმსჯელობდით სპეციალური შემკრები დანადგარის შეძენაზე, რომლის მეშვეობით ნარჩენებს გადავამუშავებთ, რის შემდგომაც წარმოიქმნება გაზი ან დამატებითი ენერგია ქალაქისთვის.
ნუგზარ ჩხაიძე (შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“): ჩემი გეგმა ასეთია: ქალაქში უნდა გაიზარდოს მწვანე საფარი და გაშენდეს ტყე-პარკი. მაგალითად, ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადრე მანქანათმშენებელი ქარხანა იყო. ასევე
მახვილაურის მეურნეობის მეექვსე ბრიგადაზე, სტეფანოვკაზე უკვე არის მწვანე საფარი. მზა პარკია, რამდენიმე ოჯახი იქნება გამოსაყვანი მხოლოდ. უნდა დამთავრდეს პალმომანია. უნდა გაშენდეს ცაცხვი, კოპიტი, რომელიც ჟანგბადსაც მისცემს ქალაქს და დასვენებისთვის კარგი იქნება. ავკრძალავ ქალაქის ძველ უბნებში მაღლივი სახლების მშენებლობას. გარეუბნებში კი ბატონო, ააშენონ. მოვითხოვ, რომ შემოტანილი ბენზინი იყოს ხარისხიანი. დავაწესებ მუდმივ მონიტორინგს. ასევე უნდა აშენდეს ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც გადაამუშავებს ნაგავს. მე გავწევ რეკომენდაციას, რომ აშენდეს გადამამუშავებელი ქარხანა და ეს მოხსნის ყველა პრობლემას.
დურმიშხან შაინიძე (საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს“): მერმა, როგორც მენეჯერმა, აუცილებლად უნდა შეძლოს სწორად და მიზანმიმართულად დაგეგმარება. ბათუმში გვყავს ბევრი პროფესიონალი და ამ ადამიანებთან ერთად უნდა მოხდეს მომავლის დანახვა. შავ ზღვასთან დაკავშირებით ნაპირგამაგრებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. გვჭირდება ეს ზღვა იყოს ჯანმრთელი. ნარჩენების მართვის კუთხით, საჭიროა პროფესიონალებთან დაჯდომა და მათთან ერთად გადაწყვეტა. ბევრ ადამიანს უნდა მოვუსმინოთ. ატმოსფერულ ჰაერს რაც შეეხება, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის რაც შეიძლება მეტი გამწვანება. ზოგადად, ქვეყნის განვითარება ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა სამრეწველო ობიექტების უფრო მეტი დაცულობა, ჰაერში რომ არ მოხვდეს გამონაბოლქვი და ქიმიური ნაერთები. საჭიროა უფრო მეტი გამწვანება.
გიორგი დიასამიძე ( საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)“: დავიწყოთ იმით, რომ არსებული რეკრეაციული ზონები უნდა შევინარჩუნოთ, ეს აუცილებელია, თუნდაც განვითარების პროგრამებს ხელს უშლიდეს. პრიორიტეტი მივანიჭოთ ეზოების გამწვანებას, მიკროზონების სახით რომ შეიქმნას ყველა ეზოში. უნდა გაჩნდეს ახალი სკვერები და პარკები.
სერიოზულ პროპაგანდისტულ კამპანიას ჩავატარებ იმისთვის, ბათუმელებმა ქალაქს რომ მოუარონ. მეორე მხრივ, მერობის შემთხვევაში აუცილებლად გადავხედავ იმას, რასაც დღეს სანდასუფთავება აკეთებს. არ არის გამორიცხული სპეციალისტებმა გვითხრან, რომ რაღაც რესურსები მოსამატებელია ამ სამსახურისთვის. რაც შეეხება ნარჩენების მართვას, ზოგადად გეტყვით, რომ ისეთი საშინელი ნაგავსაყარი გვაქვს, დღემდე მიკვირს, ეკოლოგიურ კატასტროფასთან რომ არ გვაქვს საქმე. ეტყობა, ზეციური ძალები გვშველიან. ადგილი იქნება მოსაძებნი, სადაც ახალი ნაგავსაყარი გაჩნდება. თავის დროზე, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, იყო მცდელობა ქალაქი გადაგვეყვანა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე. ძალიან ბევრი ღონისძიების ჩატარება შეიძლება იმისათვის, რომ ჩვენი წილი მავნე გამონაბოლქვი შევამციროთ. ეს სერიოზული გლობალური პრობლემაა და მარტო ვერ გადავწყვეტთ.
თეიმურაზ მიქელაძე (დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი): გაკეთებული კი არის, მაგრამ ბევრი კიდევ გასაკეთებელია. ჩვენ ხელს შევუწყობთ მწვანე ზოლების განვითარებას, ხეების დარგვას. რაც შეეხება ეკოლოგიას, პირველ რიგში, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადავიტანთ ნაგავსაყარს. ძალიან ახლოსაა გამწმენდი ნაგებობა ზღვასთან, თან არასწორად გაკეთებული. ასევე ნაპირგამაგრების სამუშაოები უნდა დავიწყოთ მოკლე ვადაში. ტექნიკურად გაუმართავი მანქანები რომ არის ქალაქში, არ უნდა გავუშვათ. ისეთი ღონისძიება უნდა მივიღოთ, რომ მოკლე ვადაში გაასწორონ, თორემ ქალაქში ჩვენ არ გავუშვებთ ასეთს.
კულტურა უნდა გავზარდოთ – ხშირად მინახავს ნაგვის ყუთების გვერდით ყრია ნაგავი. უნდა ვიზრუნოთ გამწვანებაზე. არის ქუჩები, სადაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ამოძირკვეს ნორმალური ხეები. იქ სასწრაფოდ დასარგავია ხეები. ყველგან არის გასაკეთებელი სკვერები. მწვანე ზონები უნდა განვითარდეს.
მერაბ ხიმშიაშვილი (ერთიანობის დარბაზი): თუკი ჩემი თანაქალაქელები მხარს დამიჭერენ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ მიმართულებით უფრო ოპერატიულად მოხდეს ჩვენი ხედვის განხორციელება. გამწვანების ზონები იქნება გაზრდილი. ავაშენებთ ნაგავგადამამუშავებელ ქარხანას, რომლითაც ბათუმი ნარჩენებისგან გათავისუფლდება.
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ავტომანქანებთან დაკავშირებით ძალაში შედის ახალი მოთხოვნები, ტექდათვალიერების პარამეტრები იზრდება. ნელ-ნელა უნდა განახლდეს ავტომანქანების პარკი.
გოჩა გუგუნავა (სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა): მაქსიმალურად შევეცადეთ ჩვენი პროგრამა ყოფილიყო ინოვაციებზე ორიენტირებული. თუმცა ეკოლოგიის თემას პროგრამაში ცალკე თემად არ განვიხილავთ. ჩვენთვის ეკოლოგია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი აქცენტების გარეშე იგულისხმება. მნიშვნელოვანია რეკრეაციული ზონის შენარჩუნება და გაზრდა, რომელიც ჩვენს ქალაქში, წლების მანძილზე, სისტემატურად ირღვეოდა ახალი მშენებლობების გამო. გადასახედია საკონტრაქტო ვალდებულებები ამ თემაზე. ბათუმი უნდა იყოს მწვანე ქალაქი ჯანსაღი ინფრასტრუქტურით.
აუცილებლად უნდა აშენდეს ნაგვის გადამამუშავებელი ახალი ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც მუნიციპალური საწარმოს სახით იქნება წარმოდგენილი. თუკი ახალი ტექნოლოგიით აშენდება, გამოყოფს ენერგიას, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ქალაქს. აუცილებელია შემოწმდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა: ჰაერის, წყლის, მიწისქვეშა კომუნიკაციები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იფიქრო ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე. უნდა მოიწვიო სპეციალისტები და მათთან ერთად დაგეგმო.
ჯუმბერ თავართქილაძე (ხალხის პარტია): სიმართლე გითხრათ, ბათუმში გარემოს დაცვის კუთხით ვერ ვხედავ კატასტროფულ მდგომარეობას. ვფიქრობ, ამ კუთხით უფრო ბევრი ფული იხარჯება, ვიდრე სოციალურ პროგრამებზე. ბათუმში ისეთი ხელშემშლელი პირობები არ არის და ისეთი პროექტები არ ხორციელდება, რომ პრობლემები ჰქონდეს ქალაქს. ყოველ შემთხვევაში, არ შემიმჩნევია. შიგნით, ქალაქში, სკვერები რომ უნდა მოეწყოს, მრავალწლოვანი ხეები არ უნდა გავჩეხოთ და ხელი უნდა შევუწყოთ მარადმწვანე მცენარეებით განაშენიანებას, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ჩემი პოლიტიკური ნება იქნება, გამწვანების სამსახურმა ყველა ღონე იხმაროს, რომ ქალაქს გამწვანების პრობლემა არ ჰქონდეს. არ უნდა გაიჩეხოს ხეები კაფე-ბარის გაკეთების გამო.
ნარჩენების მართვის კუთხით პროგრამაში მიწერია, რომ აუცილებელია ახალი ტექნოლოგიებით ნაგავგადამამუშავებელი საწარმო შეიქმნას ქალაქგარეთ. ჰაერის გაუმჯობესების კუთხით ვერაფერს გავაკეთებ. რა აბინძურებს ქალაქში ჰაერს? – ის, რომ ავტომობილები მოძრაობენ, ამას მე ვერ ავკრძალავ. ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო ის არის, რომ სარეკრეაციო ზონები უნდა შეიქმნას.
მურმან ბერიძე (ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია): ჩემი მერობის შემთხვევაში დავიწყებ ქალაქის გამწვანებას. კონკრეტულად მოვიწვევ ქალაქში არსებულ სპეციალისტებს, მათ აზრს გავითვალისწინებ, რათა ის უმსგავსობა, რაც ახლა არის, გამოსწორდეს. ნარჩენების მართვის კუთხით განსახორციელებელია მთელი რიგი პროექტები, რაც მოაწესრიგებს ქალაქის ნარჩენებისგან ეფექტურად გასუფთავებას. აუცილებელია აშენდეს გადამამუშავებელი ქარხანა.
უნდა შევიმუშაოთ სტანდარტები და რეგულაციები, რომლის მიხედვითაც დასახლებულ პუნქტებთან ახლოს ეკოლოგიურად დაბინძურების საქმიანობა იქნება შეზღუდული და ობიექტების მეპატრონეებს მივცემთ გარკვეულ ვადას, რომ ასეთი ობიექტები დასახლებული ტერიტორიებიდან მოშორებით გაიტანონ.
ალექსანდრე თევზაძე (საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“): როცა ერთ კონკრეტულ მიმართულებას ეხება საქმე, ჩართული უნდა იყვნენ როგორც ეკოლოგები, ასევე სხვა სპეციალობის პროფესიონალები და ერთად უნდა გადავწყვიტოთ საკითხი. არავინ მინდა მოვატყუო. როცა ამბობენ, რომ კონკრეტულად გადავჭრითო პრობლემას, ერთ ადამიანს არასდროს არ აქვს პასუხი. არავის გულის მოგებას არ ვაპირებ. ეს არის პროფესიონალი ხალხის გადასაწყვეტი. მოსახლეობას აქვს პრობლემები, ნაგავსაყარები, შავი ზღვის პრობლემა, დაბინძურება, ხე-ტყესთან დამოკიდებულება. ეს თემები ერთად არის განსახილველი. მერის მოვალეობაა, შექმნას ის გარემო, სადაც სპეციალისტები იმსჯელებენ ამაზე და შეიმუშავებენ პოლიტიკას, სტრატეგიას, თუ რა გვჭირდება და რას უნდა მივაღწიოთ. წინასაარჩევნოდ გულის მოსაგებად მოვერიდები ხმამაღალ განცხადებებს.
დავით დიასამიძე (ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები): ბოლო წლებში ბათუმს არ აქვს ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების, ლანდშაფტური განვითარების გეგმა. თუ მე ამირჩია მოსახლეობამ, პირველი ჩემი მიზანი, საიდანაც დავიწყებ ის იქნება, რომ მივხედავ ეკოლოგიურ საკითხებს.
თუ არ მოწესრიგდა ის ქაოტური მშენებლობები, თუ სეგმენტურად არ დალაგდა, ბათუმის განვითარებას ვერ მივაღწევთ. ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ ქალაქი მიიყვანა იმ დონემდე, რომ მაღალსართულიანი სახლების მშენებლობამ შეცვალა ბათუმის ეკოლოგია, მისი სანაპირო ზოლი. ქალაქში სახლები უნდა აშენდეს არა ზღვის პარალელურად, არამედ მის პერპენდიკულარულად. რაც არ უნდა მაღალი შენობა იყოს, ჰაერი იმოძრავებს. ეს არის მომავალი სიტყვა. რაც შეიძლება მეტი მშენებლობა უნდა დავიწყოთ ჭაობის მხრიდან. ნარჩენების კუთხით აუცილებელია აშენდეს გადამამუშავებელი ქარხანა.
გოჩა ძნელაძის თქმით, ზედამხედველობის სამსახური საკრებულოს მიერ გამოცემული დადგენილებით ხელმძღვანელობს და გიორგი კირთაძის განცხადება, რომ ზოგიერთი პარტია პრივილეგიით სარგებლობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
“მინდა ისევ აღვნიშნო, რომ ეს არ არის ჯარიმა, ეს არის სამართალდარღვევათა ოქმი, რომელსაც შემდგომში საქალაქო სასამართლო განიხილავს” – განაცხადა მან.
გოჩა ძნელაძის ინფორმაციით პლაკატების გაკვრა ღობეებზე, რომლებითაც მშენებარე ობიექტებია შემოსაზღვრული, დასაშვებია მხოლოდ გარკვეულ ზონებში. ეს კონკრეტული ზონები და ქუჩები გაწერილია დადგენილებაში.
გარდა ამისა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება საარჩევნო პლაკატების კანონდარღვევით გაკვრაზე მხოლოდ ერთჯერ არის დაჯარიმებული – “ქართული ოცნებაზე ოთხი ასეთი სამართალდარღვევა ფიქსირდება” – განაცხადა გოჩა ძნელაძემ.
დეპუტატის დაკავების გამო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების საკითხის შეჩერებას, საკრებულოს 19 დეპუტატიდან დამსწრე ათმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, რომ გურამ ქობულაძე ქრთამის აღების ბრალდებით 31 მაისს დააკავეს.
გურამ ქობულაძეს, ქედის საკრებულოში, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედი საკონკურსო-საატესტაციო და მიწისსაკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე ამბობს, რომ მოადგილის დანიშვნას არ აპირებს, გურამ ქობულაძის მოვალეობებს კომისიის მოადგილები შეასრულებენ.
„შვიდი დღის განმავლობაში სხდომის ჩატარების უფლება გვქონდა. დღეს კენჭი ვუყარეთ უფლებამოსილების შეჩერებას. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება კი დაკავების დღიდან შეუჩერდა, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, კანონის შესაბამისად, მას კომპენსაცია დაუბრუნდება.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, არ ვაპირებ მოადგილის დანიშვნას. აღნიშნული კომისიების თავმჯდომარის მოავალეობას, კომისიების მოადგილეები შესარულებენ“ – აცხადებს ბადრი დიასამიძე.
გამოფენაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ქორწილის სამი ძირითადი ასპექტი:
1. საქორწინო ფოტო,
2. ქორწილის მოსაწვევი,
3. საქორწინო კაბა (თუ შესაძლებელია აქსესუარებთან ერთად).
სავალდებულოა, რომ მონაწილემ მასალასთან (ფოტო, მოსაწვევი, კაბა და ა.შ.) ერთად პროექტის კურატორებს წარუდგინოს მოკლე ისტორია, სადაც მოცემული უნდა იყოს ფოტოს, მოსაწვევის ან კაბის ისტორია.
მასალების მიღება იწარმოებს 17 მაისამდე, ყოველდღე გარდა ორშაბათისა და ოფიციალური დასვენების დღეებისა, 11– დან 18 საათამდე.
ბათუმის საკრებულოს წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომრის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, მათ 10 000 ლარამდე ჯარიმა აქვთ გადასახდელი, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და მერიის ზედამხედველობის ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
“ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთხელ არის დაჯარიმებული. ჩვენ მოვაგროვეთ რამდენიმე ფოტო, სადაც გადაღებულია ქართული ოცნების პლაკატები, რომლებიც უშუალოდ სახლების ფასადებზეა მიკრული”, – ამბობს გიორგი კირთაძე, რომელმაც აღნიშნული ფოტომასალა ჟურნალისტებს წარუდგინა.
სამედიცინო აქცია 12:00 საათზე დაიწყება. პაციენტების მიღება ხიხაძირის თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში იწარმოებს. მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურებას შპს “ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს “ ექიმები გაუწევენ.
სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია კარდიოლოგით, ნევროლოგით, ნეიროქირურგით, ქირურგით, თერაპევტით და ექოსკოპისტით. უფასო სამედიცინო აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით იმართება. საორგანიზაციო მხარეს უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.
ჩამონგრევის მომენტში აივანზე სამი ადამიანი, იოსებ ბოლქვაძე, მისი მეუღლე – ეკატერინე დოლიძე და ნათესავი – იზო ბოლქვაძე იმყოფებოდა. ქალები დაიღუპნენ, მამაკაცი კი მე-8 სართულის აივანზე დავარდა. ამ წუთებში ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშა გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ბათუმის მერიის სახანძრო დაცვისა და საგნგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსის, ხუსეინ სირაბიძის თქმით ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები, დარჩენილი აივნის ნაწილის ჩამოსახსნელად – “ეს ძველი, სტანდარტული ტიპის აივანია და იმას თუ რამ გამოიწვია მისი მოწყვეტა, გამოძიება დაადგენს”– ამბობს ის.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი პირის მიმართ) მიმდინარეობს.
როგორც “ბათუმელებს” აჭარის სამაშველო სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილი.
“ახლა მივდივართ ოზურგეთისაკენ. როგორც ვატყობ სტიქია მასშტაბურია. მთელს გზაზე არის ხეები წაქცეული. ნელ-ნელა ვწმენდთ გზას. დილამდე დავრჩებით და მოსახლეობას თუ კი რაიმე დასჭირდება, დავეხმარებით,” – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.
ჩვენს ცენტრში ყველას თავისი თემა აქვს არჩეული და მის ირგვლივ მუშაობს, ვაგროვებთ ინფორმაციას და შემდეგ თანატოლებთან ტრენინგებს ვატარებთ.
იცით რა მარტივია, როდესაც შენი თანატოლი გიზიარებს ინფორმაციას კონკრეტულ საკითხზე, ასე ყველაფერი უფრო ადვილი გასაგები ხდება!
ჩვენს ცენტრში ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ. ხშირად ვიკრიბებით არასამუშაო შეხვედრებზე, მიზეზი კი ერთია – ერთმანეთის ნახვა და ერთად დროის გატარება.
ჩვენს ცენტრს ყველაზე მაგარი კოორდინატორი და ხელმძღვანელი ჰყავს! ადამიანები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენი დიდი მეგობრები არიან.
ჩვენს ცენტრში სიყვარულის, მეგობრობისა და შრომის ჰარმონიული გარემოა!
ტრენინგის ჩატარება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რაც ძალიან მალე ამიხდა.
ახლახანს ვიყავი გორში, თანატოლთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩავატარე ტრენინგი რასიზმზე. რასიზმი ჩემ მიერ შერჩეული თემაა, რის ირგვლივაც მე და ჩემი მეგობარი ერთად ვმუშაობთ და ვაგროვებთ ინფორმაციას.
თემაზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ თურმე აქამდე რასისტი ვყოფილვარ. ჩემდა უნებურად, გაუთვიცნობიერებლად მეშინოდა, მაგალითად, თურქების, შავკანიანებს ვეძახდი „ზანგებს“ ისე, რომ არც კი ვიცოდი, რა შეიძლება გამოეწვია ჩემს ასეთ საქციელს.
სწორედ მუშაობის პროცესში შემეცვალა დამოკიდებულება. გავმიჯნე სწორი და არასწორი და დავადექი გზას, რომელმაც ჩამომიყალიბა ცხოვრების სწორი სტილი.
იცით რა სასიამოვნოა, როდესაც გრძნობ, რომ შენს ელემენტარულ ინიციატივასა თუ აქტივობას შეიძლება დიდი შედეგი მოჰყვეს. აი, ახლა კი თავს აშკარად უფრო მეტად ამაყად ვგრძნობ!
ახლა თითქმის ყველა თემაზე ვფლობ ცოტაოდენ ინფორმაციას მაინც. ვგრძნობ, რომ სულიერად თითქოსდა გავიზარდე და ჩემში გაიღვიძა სხვა, უფრო აქტიურმა ლელამ!
ხშირად ვიხსენებ და ვფიქრობ როგორი იყო ჩემი ცხოვრება მანამდე? ალბათ მონოტონური, უინტერესო და შავ-თეთრი. არ მამოძრავებდა რაიმე კონკრეტული მიზანი. ადრე არ შემეძლო საზოგადოებში ხმის ამოღება, ალბათ იმიტომ, რომ არ ვფლობდი საკმარის ინფორმაციას და მეშინოდა. თითქოსდა რაღაც მაბრკოლებდა.
როგორი ვარ დღეს? 180 გრადუსით შემობრუნებული და ბედნიერი. დღეს თამამად შემიძლია ხმის ამოღება ნებისმიერ საზოგადოებაში და არ ვუშინდები არანაირ დაბრკოლებას.
დღეს გამუდმებით ვსვამ კითხვებს: „რა“? „რატომ?“ „როგორ“? `საიდან“? „როდის“?… შევიძინე ახალი, საინტერესო მეგობრები, რამაც ჩემს ცხოვრებას ცისარტყელას ფერები შესძინა.
მე ვარ ბედნიერი, მე ვარ ამაყი, მე ვარ აქტიური მოქალაქე, მაშასადამე მე ვარ ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის წევრი!
საჯარო განხილვა თემაზე – „გადავარჩინოთ ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული სახლები“ დღეს გაიმართა. განსახილველად სულ 9 სახლი გამოიტანეს, რომელიც შემდეგ მისამართებზე მდებარეობს: ი.ჯინჭარაძის ქ.№ 21, ი. აბაშიძის ქ.№3 , მელაშვილის ქ.№27, ზუბალაშვილის ქ.№39, ი. აბაშიძის ქ.№2, ვახტანგ გორგასლის ქ.№24, მერაბ კოსტავას ქუჩის №5 და ქუთაისის ქუჩის №8 ნომერში მდებარე სახლი, მელიქიშვილის ქ.№21 ში მდებარე მწერალთა კავშირის შენობა, ზ. გამსახურდიას ქ.№6 მდებარე სახლი (სასტუმრო „ფრანცია“).
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბიძინა აფხაზავამ განხილვის დასაწყისში განაცხადა, რომ სამი სახლი უნდა შერჩეულიყო, თუმცა საბოლოოდ ორი სახლის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გადაწყვეტილების მიღებისას ძირითადად აჭარის განათლების მინისტრის გიორგი თავამაიშვილის რეკომენდაცია გაითვალისწინეს.
„ძალიან რეალისტურად მეჩვენება მწერალთა კავშირის გაკეთება. ეს არ იქნება დაკავშირებული უხერხულობასთან, ისინიც გაგვიგებენ, რომ დროებით გადავიდნენ სხვაგან, რამდენი ხანიც დაჭირდებათ. სიტუაცია საკმაოდ რთულია იქ,“ – განაცხადა შეხვედრის დასაწყისში გიორგი თავამაიშვილმა.
საბოლოოდ სწორედ მწერალთა სახლისა და მახინჯაურში, ჯინჭარაძის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია გადაწყდა.
შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთა ნაწილი გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.
„მე არ მიმაჩნია რომ დღეს რაღაც განხილვა მოხდა. მაინც მინისტრმა გადაწყვიტა. არ ვემხრობი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას, ამას უფრო დეტალური განხილვა სჭირდებოდა. მე მაგალითად მხარს დავუჭერდი ზუბალაშვილის ქუჩას და ალბათ ბლაგოევგრადის ქუჩაზე მდებარე სახლის რეაბილიტაციას. თითოეული სახლი ინდივიდუალურ მიდგომას და შეფასებას საჭიროებს. ცალკე ასე განხილვა, კონტექსტის გარეშე, არ შეიძლება. მე მგონია, რომ თუ აწონ-დაწონიან, მეტი სახლის გაკეთება შეიძლება და ამაზე გადაწყვეტილება სპეციალისტებმა უნდა მიიღონ,“ – განაცხადა საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ ნინო ინაიშვილმა.
„თავისთავად კარგია, რომ ამ ორ ძეგლზე რომ ხდება აქცენტის გაკეთება, მაგრამ ისევ არასისტემური მიდგომაა და საჭიროა ამ საკითხზე კომპლექსური პროგრამა შემუშავდეს, რომელითაც მოხდება დანგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა.
მახინჯაურში მდებარე სახლი ნამდვილად საჭიროებს რეაბილიტაციას. კერძო მესაკუთრეებს არ აქვს საშუალება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარონ, მაგრამ არ ვეთანხმები მწერალთა კავშირის შენობის რეაბილიტაციას, მიუხედავად იმისა რომ ეს ძეგლი ძალიან ძვირფასია ქალაქისათვის და ღირებული. იქ წლების განმავლობაში მწერალთა კავშირი მოღვაწეობს, დაფინანსებას ღებულობენ სახელმწიფოდან. ვფიქრობ მათ უნდა ჰქონდეთ ის პასუხისმგებლობა ძეგლისადმი, რომ ამ დონეზე არ უნდა მიეყვანათ,“ – განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნათია აფხაზავამ.
საბოლოო გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით ორი სახლის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება, მოგვიანებით კი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება.
ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელის, პაატა დუმბაძის განცხადებით მემორანდუმის ფარგლებში გადამზადდა მუნიციპალური ტრანსპორტის ყველა მძღოლი და ჩაუტარდათ ტრენინგი თუ როგორ უნდა მოემსახურონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
„ჩვენი მიზანია შშმ პირების ხელშეწყობა. საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვყავს ადაპტირებული ავტობუსები რომლებსაც გააჩნია პანდუსი და ადაპტირებულია შშმ პირების მგზავრობისათვის,“ – აცხადებს ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელი პაატა დუმბაძე.
პაატა დუმბაძის თქმით „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ვალდებულებას იღებს, ავტოპარკის განახლების შემთხვევაში ისეთი ტრანსპორტი შეიძინოს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული იქნება. მისივე თქმით შშმ პირები ახალ ელექტრონულ სამგზავრო ბარათს უფასოდ მიიღებენ.
„ჩვენი ორგანიზაცია სამწლიანი მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს აღმოუჩინოს მაქსიმალური დახმარება, რათა კომფორტული გადააგილების საშუალება ჰქონდეთ შშმ პირებს. ავტოტრანსპორტს აქვს ნამდვილად იმის საშუალება რომ კომფორტულად იმგზავროს შშმ პირებმა,“ – განაცხადა ორგანიზაცია „შშმ პირთა უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თამაზ მჟავანაძე.
მემორანდუმი ორ ორგანიზაციას შორის მიმდინარე წლის 4 თებერვალს გაფორმდა. მემორანდუმი შშმ პირებისათვის არსებული პირობების გაუმჯობესებას, მხარეებს შორის თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების შემუშავებას ითვალისწინებს.
სოფიო კობალაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედუროს საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მედეა ვასაძის თანაშემწედ მუშაობდა. ის სამსახურიდან ორჯერ გაათავისუფლეს. პირველად 2013 წლის 7 აგვისტოს. სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობისა და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის – მედეა ვასაძის და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენის მოტივით. მეორედ მას შემდეგ რაც მედეა ვასაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ გადავიდა.
სოფიო კობალაძემ ორივე შემთხვევაში სასამართლოს მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სოფიო კობალაძე დაუყოვნებლივ უნდა აღდგენილიყო სამსახურში და მიეღო განაცდური შრომის ანაზღაურება (სამი თვის ხელფასი). კობალაძე სამსახურში აღადგინეს, თუმცა მისთვის განაცდური ხელფასი არ მიუციათ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 4 ივნისს ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სოფიო კობალაძის თქმით ის დღეს უმაღლეს საბჭოში ძველ თანამდებობაზე მუშაობს, თუმცა მისთვის კანონით გათვალისწინებული სახელფასო განაცდური უმაღლეს საბჭოს არ გადაუხდია. კობალაძის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი იცავს.
იურისტის განცხადებით თუ უმაღლესი საბჭო სოფიო კობალაძეს კუთვნილ ანაზღაურებას არ მისცემს ორგანიზაცია საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის განცხადებით უმაღლეს საბჭოში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ.
ფესტივალის ფარგლებში, ყოველკვირეულად, ,,დემოკრატიის მთხრობელთა დასის“ წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდები (თითოეულ გუნდში 5 მთხრობელი), მათ მიერ მოძიებულ და დამუშავებულ დემოკრატიის ისტორიებზე წარმოადგენენ თხრობით პერფომანსებს, რომლებსაც შეაფასებს ჟიური და მიღებული ქულების საფუძველზე დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო მთხრობელთა გუნდი.
გამარჯვებულებს გადაეცემათ სიგელები და სხვადასხვა სახის პრიზები.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული თხრობითი პერფომანსებისგან შეირჩევა სამოქალაქო აქტივიზმის და დემოკრატიული იდეალებისათვის ბრძოლის ამსახველი 10 საუკეთესო ისტორია, რომლებიც ჩაიწერება ვიდეო-რგოლების სახით და ნაჩვენები იქნება აჭარის ტელევიზიის ეთერში.
„დღეს, ალბათ ბევრმა ნახეთ საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესკონფერენციის დროს „ქრონიკა +“-ის ჟურნალისტმა თქვა, რომ ვარ გივი თარგამაძის მეგობარი და ყოფილი „კმარელი“. ვფიქრობდი გამოვხმაურებოდი თუ არა ამ ცილისწამებას, მაგრამ ეს მიზანმიმართული კამპანია დიდი ხანია გრძელდება და მე არც ერთხელ არ გამიცია პასუხი.
ახლა როცა არჩევნებამდე დარჩა რამდენიმე დღე და ვარ კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი და სიის პირველი ნომერი, ჩემი დისკრედიტაცია ასევე ნიშნავს მთელი გუნდის დისკრედიტაციას და ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება არ გავცე პასუხი ასეთ ბრალდებებს.
ჟურნალისტმა სამწუხაროდ იცრუა და შეეცადა შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება. არასოდეს არ ვყოფილვარ არც „კმარელი“ და არც გივი თარგამაძის მეგობარი, უფრო მეტიც, მე მას საერთოდ არ ვიცნობ. ფოტო რომელიც დაიბეჭდა მედიაში, გადაღებულია 2006 წელს როცა მე ვმუშაობდი ბათუმის მერიაში და მასზე ასახულია შეხვედრა მოსახლეობასთან, რომელსაც ასევე ესწრება გივი თარგამაძე.
ამ დღის შემდეგ, ანუ 2006 წლის შემდეგ გივი თარგამაძე თვალითაც არასოდეს მინახავს. ჟურნალისტმა ასევე თქვა, რომ მაქვს “არც ისეთ მშვიდი წარსული”. არ ვიცი რა იგულისხმა, მაგრამ განმარტებას მაინც გავაკეთებ ჩემი წარსულის შესახებ.
2004 წელს, მიუხედავად ჩემი ასაკისა, აქტიურად ვიყავი ჩართული ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღესაც ვთვლი, რომ ის რეჟიმი იყო ავტორიტარული და ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება იყო ჩემი კუთხის და ჩემი ქვეყნის მშვიდობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლა. 2005 წლიდან სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის აპარატში. მას შემდეგ რაც სააკაშვილის მართველობამ აშკარად არაადამიანური სახე მიიღო წავედი სამსახურიდან (საკუთარი განცხადების საფუძველზე) და მეგობრებთან ერთად აქტიურად ჩავერთე პოლიტიკურ პროცესებში. 2010 წელს ვიყავი პოლიტიკური გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის” აქტიური წევრი და თვითმართველობის არჩევნებზე ბათუმის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. საგაზეთო სტატიაში რომელიც „ქრონიკა +“ -მა გამოაქვეყნა და რომელზე დაყრდნობითაც დღეს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტი საუბრობდა, ასევე წერია, რომ თითქოს უბანში სადაც გავიზარდე კატასტროფულად დაბალი მაჩვენებლი მქონდა, სიმართლე კი არის შემდეგი:
2010 წლის არჩევნებზე ალიანსის მაჟორიტარებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი მქონდა და ამის გადამოწმება უმარტივესია. აჭარის მთავრობის აპარატიდან წასვლის შემდეგ (2008) გავიდა თითქმის ექვსი წელი და არც ერთი დღე არ ვყოფილვარ პასიური. ბატონ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტივისტი ვიყავი და ვმონაწილეობდი ქართული ოცნების ყველა აქტივობაში და ეს ყველამ კარგად იცის. ეს იცის იმ ხალხმაც ვინც ეს სტატია შეუკვეთა და ვინც მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევა პირადად ჩემს წინააღმდეგ. გულწრფელად განვიცდი უხერხულობას იმის გამო, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწია პასუხის გაცემა მსგავს ცილისწამებაზე.
კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოვხატავ მადლიერებას იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა როგორც კოალიციის ლიდერმა. ეს ჩემთვის დიდი მორალური მხარდაჭერაა.“ – წერს ირაკლი ჭეიშვილი.
ირაკლი ჭეიშვილი აჭარის მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც მუშაობდა. მას ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.
საჯარო ლექციები იმართება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებულ „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის (საჯარო ლექციები) ფარგლებში.
„ქართული ოცნება ატარებდა და ატარებს „კარდაკარს“, რომლის კითხვარის დასაწყისი არის საინტერესო. ისინი ადამიანებს იმას კი არ ეკითხებიან, თქვენ ვის აძლევთ ხმასო – ისინი ეძებენ ადამანებს, ვინც ვერ მივა არჩევნებზე სხვადასხვა მიზეზების გამო. კითხულობენ, ვინ არის გარდაცვლილი, ვინ არის უცხოეთში, ვინ არის პატიმარი, ანუ ინტერესდებიან უშუალოდ იმ ადამიანებით, რომლებიც ვერ შეძლებენ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლას,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებას შეეცდება.
გიორგი კირთაძის თქმით, ამაზე სხვა ფაქტიც მიუთითებს: „ქართული ოცნების შტაბი ატარებს უკანონო ტრენინგ-სემინარებს საარჩევნო უბნების წევრებისთვის, რისი უფლებაც მათ არა აქვთ, რადგან მხოლოდ ოლქი არის ვალდებული ჩაატაროს შესაბამისი ტრენინგ-სემინარები. ისინი საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებსაც იბარებენ თავიანთ ოფისში, ასევე პუშკნის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „მაილოში“.
ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია ეძებს იმ ადამიანებს, ვინც ვერ მივა არჩევნებზე, ამასობაში საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებს, მათ შორის ოლქის მიერ არჩეულ წევრებს, მუდმივად იბარებენ არა მხოლოდ პარტიის ოფიში, არამედ სასტუმრო „მაილოში“. მათ უტარდებათ შესაბამისი გადამზადება და ალბათ არჩევნების დღეს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცით, შეეცდებიან ბათუმში არჩევნები გააყალბონ. მინდა მოვუწოდო საოლქო საარჩევო კომიიის წევრებს, ასევე იმ ადამანებს, ვინც გეგმავს, რომ ბათუმში არჩევნები გააყალბოს, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას.
გიორგი კირთაძის თქმით, ისინი ამ ფაქტებზე აპირებენ შესაბამის ორგანოებს მიმართონ რეაგირებისათვის.
„ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს ტყუილს უწოდებენ.
პაატა მგელაძე
„როცა ისინი [ნაციონალური მოძრაობა] იყვნენ პოლიტიკაში, მხოლოდ იმ მიზნით ატარებდნენ გამოკითხვებს, რომ გაეყალბებინათ არჩევნები. ჩვენ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები, ისევე, როგორიც იყო გასული არჩევნები. კითხვას რაც შეეხება, გვინდოდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამოვლენა, ის ადამიანი, რომელსაც ვეკითხებოდით, აძლევდა თუ არა იმ უბანზე ხმას. ეს იყო კარდაკარის პირველი ეტაპი, რომელიც 8-9 მაისს დასრულდა და ეს იყო საჭირო ზოგადი სურათის მიააღებად, თუ რა ხდება საარჩევნო უბნებზე. როგორც იცით საარჩევნო სიები ცუდ მდგომარეობაში, ძალიან ბევრი გარდაცვლილია, არიან ადამიანები, რომლებიც ადგილზე არ ცხოვრობენ. ჩვენ ვეკითხებოდით, იყო თუ არა ადამიანი იმ უბნის ამომრჩეველი, მხოლოდ ამის კვლევა გვაინტერესებდა“ – განაცხადა პაატა მგელაძემ, „ოცნების“ შტაბის კოორდინატორმა ბათუმში.
მისი თქმით, მსგავსი კითხვარებით ახლა მოქალაქეებთან ქართული ოცნების აქტივისტები არ დადიან: „ჩვენები დადიან კანონის ჩარჩოში მოქცეული, სტანდარტულ გამოკითხვით, რომელსაც ყველა ნორმალური პოლიტიკური პარტია ატარებს. ახლა ვეკითხებით, მიდის თუ არა არჩევნებზე ამომრჩეველი და ვის უჭერს მხარს.“
რაც შეეხება ტრენინგ-სემინარების თემას, პაატა მგელაძის თქმით, მათ ტრენინგი მხოლოდ მათ წარმოადგენლებს ჩაუტარეს, რისი უფლებაც ჰქონდათ. „ჩვენ ოლქის არც ერთი წარმომადგენელი არ დაგვიბარებია ტრენინგზე. ჩვენს წარმომადგენლებს კი რა თქმა უნდა ჩავუტარეთ ტრენინგი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ საარჩევნო უბანზე იყოს მოწესრიგებულ სიტუაცია, რომ მათ იცოდნენ კანონის ფარგლებში როგორ უნდა მოიქცნენ. ეს არ არის დაფარული ინფორმაცია, ჩვენ „აირაის“ ვთხოვეთ ტრენინგის ჩატარება და მათ ჩაატარეს ტრენინგი სასტუმრო „მაილოში“ – ამბობს პაატა მგელაძე.
მმართველი პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილია. არაოფიციალურად მას მომავალი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოიხსენიებენ. თუმცა როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში თავად განაცხადა, ამ თანამდებობაზე ამბიცია მოქმედი საკრებულოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილსაც აქვს. ის „ქართული ოცნების“ სიაში მეორე ნომრად „რესპუბლიკელების“ კვოტით მოხვდა.
ირაკლი ჭეიშვილი აჭარის მთავრობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც მუშაობდა. მას ლევან ვარშალომიძის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ირაკლი ჭეიშვილი „ბათუმელებს“ ჩაწერაზე დათანხმდა, თუმცა შემდეგ ტელეფონის ზარს აღარ უპასუხა.
გიორგი კირთაძე
ყოფილი მმართველი პარტიის პირველი ნომერი მოქმედი საკრებულოს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ასევე საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძეა. გამარჯვების შემთხვევაში ის საკრებულოს საქმიანობაში საზოგადოებას მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას ჰპირდება, მიიჩნევს, რომ ეს იმ საკითხთა შორისაა, რაც მისი გუნდის მმართველობის პერიოდში არც ისე კარგად გამოუვიდათ.
„არც ისე ცოტა შეცდომა დავუშვით, ამის მიზეზი შეიძლება ასაკი იყო, შეიძლება გამოუცდელობაც. ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ეს პროექტები არ იყო საზოგადოების მიერ ფართოდ განხილული, შეიძლება ამიტომაც არ მიიღო მოსახლეობამ ისე, როგორც შეიძლებოდა მიეღო.“
ცოტა ხნის წინ გიორგი კირთაძე სხდომაზე საკრებულოს იმ წევრებს დაუპირისპირდა, რომლებიც საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოხვდნენ და თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებსაც ხშირად იგებდნენ. კითხვაზე, არის თუ არა მათი ბიზნესინტერესების ხელშეწყობა შეცდომებს შორის, გიორგი კირთაძე პასუხობს. „ის, რომ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ბევრი ადამიანი სხვადასხვა მოტივით ეტმასნება, ჩვეულებრივი ამბავია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც არ აქვთ ჩამოყალიბებული პოლიტიკური კურსი. სამწუხაროდ, ამისგან დაზღვეული არც „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. ზოგადად, ეს დაემართა `ნაციონალურ მოძრაობას~ და ალბათ, ესეც ერთ-ერთი შეცდომა იყო. რაც შეეხება იმას, მიჩნდებოდა თუ არა კითხვები მაშინ, როცა საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, – მე არასდროს მითქვამს და ვერც ახლა ვიტყვი, რომ საკრებულოს რომელიმე წევრი კორუფციული გარიგებით იგებდა ტენდერებს“, – ამბობს გიორგი კირთაძე.
დავით თედორაძე
„ამჯერად ჩვენ უნდა მოგვცეს ხალხმა ხმა, „ქართული ოცნებაც“ ბევრს გვპირდება, იმასაც გვპირდებოდა არ ავიღებ პრემიებსო, მაგრამ აიღო. ჩვენ მოვდივართ ტყუილის გარეშე“, – ამბობს მწერალი დავით თედორაძე. ის პოლიტიკური გაერთიანება „დავით თარხან-მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პროპორციული სიის პირველი ნომერია. ამ გაერთიანების მთავარი საარჩევნო დაპირება სოციალური პრობლემების მოგვარება და უსახლკაროების დახმარებაა.
„წლის განმავლობაში ჩვენ 200-მდე ბინას გადავცემთ გაჭირვებულ ოჯახებს ოცწლიანი განვადებით. ეს იქნება უპროცენტო განვადება ყოველგვარი შენატანის გარეშე. ხოლო ოცამდე ბინა საჩუქრად გადაეცემა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს. ამ ბინებს მერია ააშენებს. უსახლკაროების დაკმაყოფილების მიზნით ბინების მშენებლობისთვის ყოველწლიურად ბიუჯეტის 12%-ს გაითვალისწინებენ“.
დავით თედორაძის თქმით, მათი პარტია ხალხს უფასო მუნიციპალურ საავადმყოფოს შესთავაზებს: „ამ ყველაფერს უაზრო მშენებლობების შეჩერების ხარჯზე ვგეგმავთ. რა საჭიროა რუსთაველის ქუჩის გამყოფ ზოლზე რკინის ღობე, რომელზეც ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა. ამ თანხით მუნიციპალური საავადმყოფო ერთი წელი იარსებებდა“.
საკრებულოს წევრობის კანდიდატის თქმით, „ჭრელი საკრებულოს“ შემთხვევაში მთავარი, რამაც საკრებულოსა და მერიის თანამშრომლობას უნდა შეუწყოს ხელი, „სახელმწიფო აზროვნება იქნება“.
დავით თედორაძე ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს „არავითარ შემთხვევაში“ არ დაუჭერდა: „არასდროს დაუჩაგრავს ქართველ კაცს განსხვავებული ადამიანი, მაგრამ ეს კანონი უკვე იძლევა საშუალებას, რომ მოიქცნენ თავხედურად. მე მომწონს, როცა ახალგაზრდა ქალ-ვაჟი ზის სკამზე, მაგრამ არ მომწონს, როცა ბღლარძუნობენ და მამაკაცების კოცნა მომეწონება?“…
მირზა სვანიძე
29 წლის მირზა სვანიძე საარჩევნო სიაში პირველ ნომრად „რეფორმატორებმა“ ჩაწერეს. გამარჯვების შემთხვევაში ის მერვე ოლქში, საიდანაც კენჭს იყრის, სამუშაო შტაბის შექმნას გეგმავს: „ვხვდები მოსახლეობას, რომლებმაც არ იციან საკრებულოში ვინ არის მათი მაჟორიტარი, მე ამ რეალობას შევცვლი.“
მირზა სვანიძე „რეფორმატორებთან“ ერთად ამხანაგობის ინსტიტუტის გაძლიერებას გეგმავს. ის პრიორიტეტებს შორის ქალაქის განაშენიანების გეგმას ასახელებს.
მისი რეზიუმეს მონაცემების მიხედვით, მირზას ბათუმის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. უცხო ენათა ფაკულტეტი დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტში, ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. ნამუშევარი აქვს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში. ამჟამად ის სარფში ერთ-ერთი სასტუმრო კომპლექსის გენერალური მენეჯერია. არ ფიქრობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში გახდება საკრებულოს თავმჯდომარე: „მზად ვარ ნებისმიერი სირთულის ამოცანას გავართვა თავი, მაგრამ ეს თანამდებობა ალბათ სხვას ერგება.“
პარლამენტის წევრი რომ ყოფილიყო, მირზა ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარს არ დაუჭერდა. კითხვაზე – გაათავისუფლებდა თუ არა სამსახურიდან ლგბტ პირს, რომელიც კეთილსინდისიერი თანამშრომელია, პასუხობს, რომ -არა.
გელა გორგილაძე
ექიმი გელა გორგილაძე „არასაპარლამენტო ოპოზიციის“- კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოსა“ და „ახალი მემარჯვენეების“ გაერთიანების პირველი ნომერია. გელა გორგილაძე „ახალი მემარჯვენეების“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის ქედაში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
„უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რაც ხდება ჭავჭავაძის ქუჩის იქეთ. ცენტრალურ ნაწილს, ანუ მიშას ბათუმს რომ თავი დავანებოთ, რომელიც გასუფთავებული და გაპიარებულია, სხვებმა რა დააშავეს? ამ მოუწესრიგებელ გარემოს დღეს მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს, ეს არის მთავარი პრობლემა. როცა გამოდის მმართველი პარტიის კანდიდატი და ამბობს, მე გაგიყვანთ გზას და წყალს გაგიკეთებთო, ეს ყველაფერი ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. რაც ანბანის კოშკი დაჯდა, 64 მილიონი ლარი, ის თანხა აჭარის მასშტაბით სამი წლის განმავლობაში ყველა პენსიონერის დაზღვევას ეყოფოდა“.
გელა გორგილაძისთვის პრიორიტეტულია: მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ქალაქის განაშენიანების გეგმის მომზადება, სოციალურად დაუცველი ადამიანები.
„ვპირდებით ბათუმელებს, რომ არ დავიწყებთ ჯიპების მოთხოვნას, არც ვინმეს გავიყოლიებთ სადმე მხოლოდ იმ მიზნით, რომ ლიფტის ღილაკს დააჭიროს ხელი“. გიორგი ცინცქილაძე ნინო ბურჯანაძისა და „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთიანი ოპოზიციის პირველი ნომერია. მისი პოლიტიკური წარსული ასლან აბაშიძის სახელს უკავშირდება. ის აბაშიძის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და „ვარდების რევოლუციამდე“ რამდენიმე დღით ადრე გადადგა თანამდებობიდან. მას შემდეგ კი ქართულ პოლიტიკაში არ გამოჩენილა. ახლა ნინო ბურჯანაძის პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? – საკრებულოს წევრობის კანდიდატი პირდაპირ არ პასუხობს. ის ამბობს, რომ მის პარტიას პრორუსულ ძალად მიიჩნევენ, მაგრამ „ეს ასე არ არის“.
გიორგი ცინცქილაძე
გიორგი ცინცქილაძის თქმით, ის და მისი გუნდი დემოგრაფიული პრობლემის გამოსწორების მიზნით ყოველ მესამე შვილზე 300-ლარიანი დახმარების გაცემას გეგმავს, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებზე კი, 25-ლარიან დანამატს გაითვალისწინებენ. ამ გუნდის პრიორიტეტებშია მცირე გადამამუშავებელი ქარხნების ამოქმედება, მუნიციპალური თავშესაფრის შექმნა და უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი პენსიონერებისთვის, ასევე მოსწავლე ახალგაზრდობისთვის. „ვგეგმავთ წყლისა და სანდასუფთავების სატარიფო პოლიტიკის გადახედვას.“
დავით რობაქიძე
„ლეიბორისტების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით რობაქიძეა: „პირობას ვდებ, რომ თუ საკრებულოში უმრავლესობით შევალთ, პირველი, რასაც გავაკეთებთ, იქნება ის, რომ ხუთი კომისიიდან სამს ოპოზიციას ჩავაბარებთ. ეს წაადგება ქალაქს და წამადგება მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს. როდესაც გყავს გვერდით ოპოზიცია, არ მიდიხარ ილუზიებში, რომ რა კარგადაა ქვეყანა.“
დავით რობაქიძის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ხალხი „ჭრელ საკრებულოს“ აირჩევს, მერიც წარმატებული იქნება და საკრებულოც. საკრებულოს წევრობის კანდიდატის თქმით, ეს იქნება ყველაზე კარგი სიტუაცია, სადაც საკრებულო და მერია თანხვედრაში არ იმუშავებს და ყველა დეტალზე იქნება კამათი.
„მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანია“ დავით რობაქიძე ანტისკრიმინაციულ კანონს მხარს დაუჭერდა: „ამ კანონის მიღების გამო არ უნდა დავადანაშაულოთ ივანიშვილი და მისი გუნდი, ამას საფუძველი ჩაუყარა თვითონ ეკლესიამ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბევრი მეგობარი მამაოა, მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რაც მოხდა გასული წლის 17 მაისს თბილისში. მე მაშინ ვთქვი, რომ ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იმუშავებდა, მაგრამ მაშინ ცხელმა თავებმა და ემოციამ გადააჭარბა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
განსხვავებულები საქართველოს არასდროს აკლდა, მათ უფლება აქვთ იცხოვრონ ამ ქვეყანაში და ამას ვერავინ დაუშლის. ის, რომ მოძღვარი ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის და მეორე მხარისთვის ერთი უნდა იყოს და ორივეს ჭკუა უნდა დაგვარიგოს, ამას მტკიცება არ სჭირდება; ის, რომ ჩვენ ამ ხალხს ტაბურეტკებით ვსდევთ, ეს არის ავადმყოფობა.“
ზაურ გოგიტიძე
ზაურ გოგიტიძე საარჩევნო სიის პირველ ნომრად საარჩევნო ბლოკმა – „თვითმმართველობა ხალხს“ წარადგინა. ანტიდისკრიმინაციული კანონი მისთვისაც მიუღებელია.
საკრებულოს წევრობის კანდიდატის პრიორიტეტები, მის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, „ტურიზმის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალდაქორწინებულთა ხელშეწყობა და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესებაა.“
ზაურ გოგიტიძე პროფესიით ისტორიკოსია, აქვს ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობაც.
ზაურ გოგიტიძეს საკრებულოში უმრავლესობით შესვლის იმედი არ აქვს, ის და მისი გუნდი არჩევნებში საკრებულოში ფრაქციის შექმნის იმედით მონაწილეობენ.
გია კაკაბაძე
36 წლის ბიზნესმენი გია კაკაბაძე „სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის“ პირველი ნომერია. მას საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი ყოფილა, თვითმმართველობის არჩევნებში ძალების მოსინჯვა მეგობრის, გოჩა გუგუნავას თხოვნით გადაწყვიტა.
„ბიზნესში წარმატებას მივაღწიე. საკრებულოში ხელფასის გამო არ მივდივარ, ეს ჩემთვის თავისუფლების შეზღუდვაა, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ქალაქისთვის რაღაც გავაკეთოთ ერთად.“
საკრებულოში უმრავლესობით შესვლის შემთხვევაში არ ფიქრობს, რომ თავმჯდომარე თავად უნდა გახდეს, თუმცა თუ გუნდი გადაწყვეტს, წინააღმდეგობას არ გაუწევს. მისთვის პრიორიტეტი ადამიანების დასაქმებაა.
გია კაკაბაძეც მათ შორისაა, ვინც მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი ქვეყანას არაფერში სჭირდებოდა, რადგან „ჩვენ ტრადიციული ხალხი ვართ“. საკრებულოს წევრობის კანდიდატს არ აქვს პასუხი კითხვაზე, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას.
უკრაინული ავიაკომპანია “დნეპრ ავია” ფრენებს კვირაში ერთხელ გეგმავს.
აჭარს ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წლის სეზონზე დნეპროპრეტროვსკისდან, ისევე როგორც უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან ტურისტთა რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.
საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების აღდგენისთვის 200 000-მდე ლარი დაიხარჯება. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საპროექტო ნახაზების შედგენაზე მუშაობენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამარტივებული წესით გამოცხადდება. შესყიდვებს “ა(ა)იპ ბათუმის კორპუსი” განახორციელებს.
ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ამბობენ, რომ წინა წლებთან შედარებით, უკვე მეორე წელია ტურისტების აღრიცხვა მხოლოდ სასტუმროების მიერ მიწოდებული მონაცემებით წარმოებს, იქამდე კი კერძო სექტორიც ითვლებოდა და ამის გამო ახალი მონაცემების ძველთან შედარება ვერ ხერხდება: „თუ ადრე დიდი ციფრები სახელდებოდა, ახლანდელი მონაცემები არის რეალური მაჩვენებელი დღევანდელი სიტუაციისა. მთავარი ისაა, რომ ზრდის ტენდენცია ისევ შენარჩუნებულია“, – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მარკეტინგისა და რეკლამის განყოფილების მთავარი სპეციალისტი სოფო გუჯაბიძე.
როგორც ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, ქუთაისის იაფმა ავიარეისებმა ხელი შეუწყო აჭარაში დასვენების დღეებში ჩამოსვლის ტრადიციის დამკვიდრებას, მაგრამ ამ სეგმენტის ზუსტად დათვლა ჯერ ვერ ხერხდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ნაკლებბიუჯეტიანი მოგზაურები სასტუმროებში ნაკლებად რჩებიან და ძირითადად კერძო სექტორს მიმართავენ. კერძო სექტორის სტატისტიკური აღრიცხვა კი ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. სოფო გუჯაბიძის თქმით, მათი დეპარტამენტი ამ ეტაპზე სწორედ კერძო სექტორის სტატისტიკის წარმოების სტრატეგიაზე მუშაობს.
შარშანდელთან შედარებით, წელს აჭარაში ტურისტების რაოდენობის 10-15%-ით ზრდას ელიან. ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ისევ მზარდია ბათუმში შემომავალი საკრუიზო გემების სტატისტიკაც და თუ 2012 წელს ბათუმში სულ 10 საკრუიზო გემი შემოვიდა, 2013-ში კი – 16, წელს მინიმუმ 26 საკრუიზო გემის შემოსვლა იგეგმება.
ბოლო რამდენიმე წელია აჭარაში ზაფხულობით უცხო ქვეყნის მოქალაქე ვიზიტორთა პირველი ხუთეული უცვლელია: თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა და ირანი, თუმცა სარეკლამო კამპანიები ამ ქვეყნებიდან მხოლოდ რამდენიმეში წარმოებდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბოლო სამი თვის განმავლობაში აქტიურ სარეკლამო კამპანიას ეწეოდა ცხრა სამიზნე ქვეყანაში: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, პოლონეთი, ისრაელი, უკრაინა, ყაზახეთი და ლიტვა – რომელიც წელს დაემატა.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეკლამო კამპანია ამ ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის პიარაქტივობებს მოიცავდა – გარდა სარეკლამო ბანერებისა და პოსტერებისა, იქაური 250-მდე ტუროპერატორისა და ჟურნალისტისთვის მოეწყო საინფორმაციო ტურები აჭარაში, რომელთა შედეგადაც ამ ქვეყნების წამყვან გაზეთებში გამოქვეყნდა სტატიები და ნაჩვენები იქნა სატელევიზიო სიუჟეტები აჭარის შესახებ. გარდა ამისა, აჭარა წარდგენილი იყო სამიზნე ქვეყნებში გამართულ 19 საერთაშორისო გამოფენაზე.
ბათუმის (აჭარის) ძირითადი ტურისტული პროდუქტი ისევ ზღვაა. სოფო გუჯაბიძის თქმით, ტურიზმის დეპარტამენტი ყველანაირად ცდილობს, ზღვა არ იყოს ერთადერთი, რითაც აჭარა ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.
სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ბათუმის შემდეგ პოპულარობით რიგით მეორე ადგილზეა ქედა, სადაც ბუნებრივ და კულტურულ კომპონენტებს ემატება ღვინის კომპონენტიც, რაც ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის.
აჭარა ეკოტურიზმის მიმართულებითაც ცდილობს ტურისტების მოზიდვას. დამკვიდრდა ახალი ტურისტული მიმართულება – გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, რომელსაც მართალია მცირე სეგმენტი ჰყავს, მაგრამ გასულ წლებთან შედარებით, წელს მათი რაოდენობა 50%-ით გაიზარდა.
სიახლეებია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ონლაინსაქმიანობაშიც – შეიქმნა ახალი საიტი (gobatumi.com), რომელზეც სიახლეებს ოპერატიულად ათავსებენ. საიტი ქართულისა და ინგლისურის გარდა რუსულ ენაზეც ითარგმნა. უკვე მზადაა და სულ მალე დაემატება პოლონური ენის ფუნქციაც.
ტურიზმის დეპარტამენტმა შექმნა ახალი, ინფორმაციული ხასიათის ონლაინაპლიკაცია მობილურებისთვის, რომელიც სეზონის ბოლომდე, მუდმივად განახლდება.
ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის _ მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, წელს სასტუმროებში მომუშავე 250 კადრი ოთხი მიმართულებით გადაამზადა. „ჩვენ ამით დავეხმარეთ სოფლის სახლის/სასტუმროების მეპატრონეებს, რომლებმაც მოინდომეს ბიზნესის შექმნა, მაგრამ არ ფლობდნენ მართვისა და მარკეტინგის უნარებს. ასევე გადამზადდნენ მიმტანები, საშუალო რგოლის მენეჯერები (ადმინისტრატორები). სასტუმროებში ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ სასტუმროები დალაგების კუთხითაც საჭიროებდნენ კადრების გადამზადებას, ამიტომ წელს პირველად დავამატეთ ჰაუსქიფინგის მიმართულება“, – ამბობს სოფო გუჯაბიძე.
ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს დაემატა ხუთი ახალი საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი, რაც გულისხმობს ახალი რუკების შექმნას ინდივიდუალური მოგზაურისთვის, მან თავად რომ დაგეგმოს კონკრეტული მოგზაურობა. ახალი მარშრუტებიდან სამი არის ხულოში – ბეშუმი/გოდერძის უღელტეხილი, ხიხანი და ქედლები; გარდა ამისა ქედაში – დანდალოს ხიდის მიმდებარე ტერიტორია და ხელვაჩაურში – მაჭახელა.
არსებულ ხუთ საინფორმაციო ცენტრს ამ კვირაში ახალი ტურისტული ცენტრები დაემატება – ქობულეთში, ქედაში, ხულოსა და ბათუმში (საბაგირო გზასთან).
სოფო გუჯაბიძის თქმით, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის აჭარა, სავარაუდოდ, ინკლუზიური ტურიზმის განხრითაც იმუშავებს. ინკლუზიური ტურიზმი გადაადგილების პრობლემის მქონე პირების გარდა, ხანშიშესულ სეგმენტსაც მოიცავს. ისინი ევროპაში დიდი პოტენციალის მქონე მოგზაურებად მიიჩნევიან.
ძირითადი ღონისძიება, ეს გახლავთ ოჯახების გაძლიერებისა და სხვა პრევენციული კომპონენტები, იგივე სოციალური დახმარებები, არამატერიალური შეღავათები, რაც არის გაწერილი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამით.
არის დღის ცენტრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, მათთვის სპეციალიზებული დღის ცენტრები. დღის ცენტრებში არის ორჯერადი კვება, სკოლამდელი აქტივობა, არაფორმალური განათლება, წრეები და ასე შემდეგ. წლინახევრამდე ბავშვებისთვის არის კვების ვაუჩერები თვეში 50 ლარის ოდენობით.
ჩვენს სააგენტოში არის დასაქმების დეპარტამენტი, სამუშაოს მაძიებელთა ბაზები, სადაც ხდება ყველას ონლაინრეგისტრაცია, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების, ანუ დასაქმების კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. ეს დაიწყო 2013 წლიდან. ეს არის სპეციალური პორტალი ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, დასაქმდეს.
წელს ამუშავდა ახალი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების პროგრამა. სიღატაკეში მყოფი ოჯახების საჭიროებები გამოიკვეთება და სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმება.
სახელმწიფომ ორი ტრანზიტული ცენტრი გახსნა ამ ბავშვებისთვის [მოიცავს 24- საათიან მომსახურების მიწოდებას, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას, ყოველ დღე სამჯერად კვებას, ინდივიდუალურ მუშაობას და ა.შ], გვაქვს კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და დღის ცენტრები. კონკრეტული შედეგებიც არის. ბევრს ავუღეთ პირადობის მოწმობა. არიან ბავშვები, რომლებიც დაბრუნდნენ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში და ა.შ.
მხოლოდთბილისშიაასეთიდღისცენტრები?
ჯერჯერობით, კი. ვაპირებთ გავხსნათ სხვა დიდ ქალაქებშიც.
ჩვენი სურვილია ბავშვების მაქსიმალურად მცირე რაოდენობა იყოს ქუჩებში და საბაზისო მოთხოვნები – ჯანმრთელობა, განათლება და ოჯახური გარემო ჰქონდეთ უზრუნველყოფილი. ამ წუთას რთულია რიცხვებზე საუბარი. მთავარი არ არის ციფრები, მთავარია ისე გაძლიერდეს ოჯახი, რომ ნაკლები ღატაკი ბავშვი იყოს ქვეყანაში.
მუყაოს ქალაქი, დასახლება ხელვაჩაურში, სადაც ეკომიგრანტები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ
ჩოხატაურიდან – კოკა მდინარაძე, გიორგი ცინცაძე, დიტო ჩხიკვაძე.
თბილისიდან მრბოლელთა გუნდი „ლადა“ ჯგუფის წევრები გიორგი მიქაუტაძე, დავით ვართანოვი, ნუკრი ჯანგველაძე, სოსო ბზუკაშვილი, გიორგი ბერუაშვილი და ბონდო ჭიჭინიძე.
პირველი ადგილი აჭარის სახელით მოასპარეზე მრბოლელების გუნდის „ლადა“-ს წევრმა, ნუკრი ჯანგველაძემ მოიპოვა ავტომობილით „ვაზ 2107“.
მეორე ადგილზე ქუთაისიდან ლევან შავგულიძე გავიდა BMW-თი; მესამე საპრიზო ადგილი, ასევე BMW-თი მოასპარეზე დიტო ჩხიკვაძეს ერგო ჩოხატაურიდან.
საპრიზო ადგილზე გასულებს საჩუქრად 150 ლიტრი საწვავი, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
შეჯიბრება ჩოხატაურის გამგეობის ხელშეწყობითა და სპორტსმენების სპონსორების – გიორგი ქებურიასა და ლევან ბასილაიას მხარდაჭერით ჩატარდა.
პროფესიონალ ავტომრბოლელებს შორის თვის ბოლოს დაგეგმილია საქართველოს ჩემპიონატი რალში 258-კილომეტრიან დისტანციაზე, რომელიც თბილისში ჩატარდება. აჭარის სახელით რალში იური ლომთათიძე და ნუკრი ჯანგველაძე იასპარეზებენ.
საძირკველის ჩაყრის შემდეგ ზურაბ ჩხაიძემ ცნობილ ქედელ ფერმერებს 150 ძირი ჩხავერი სიმბოლურად, უსასყიდლოდ გადასცა.
ღვინის ქარხნის საძირკველის ჩაყრას ქედაში არჩილ ხაბაძესთან ერთად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, ქედის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში იაშა შერვაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის გარემოს დაცვითი და სანიტარიული ზედამხედველის განყოფილების უფროსი ნუგზარ ცეცხლაძე ამბობს, რომ პროგრამაში წელს ახალი პუნქტი დაემატა:
„ქალაქის ტერიტორიის დეზინსექცია-დერატიზაციის მომსახურების“ პროგრამა რამდენიმე წელია ხორციელდება. პროგრამა მოიცავს ნაგავგამტარების, ნაგავშემკრები კონტეინერების, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ღია არხების, საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებისა და სარდაფების მწერებისა და მღრღნელებისაგან გაწმენდას. წელს დაემატა ახალი პუნქტი, რომელიც აქამდე არ ხორციელდებოდა. ეს არის იტალიური ეზოების, ერთსართულიანი და ორსართულიანი მრავალბინიანი სახლების ეზოებისა და სარდაფების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სხვენების, დეზინსექცია (მავნე მწერების განადგურება) სულ 97 სახლში“.
პროგრამის მიხედვით „სანდასუფთავება“ ქალაქის 11 550 ადგილზე მღრღნელების საწინააღმდეგო სამუშაოებს ჩაატარებს. 31 ჰექტარზე, 4020 სახლში, 187 ნაგავგამტარსა და 15 400 ნაგავმშემკრებ კონტეინერში თვეში ერთჯერ, ოქტომბრამდე, მწერების საწინააღმდეგო ხსნარს მოასხურებენ.
მწერებს ბათუმის სანდასუფთავების სამსახური სპეციალური ტექნიკითა და შვიდი სახის პრეპარატით ებრძვის.
შპს „სანდასუფთავების“ სადეზინფექციო სამსახურის ხელმძღვანელის ედუარდ ზაქარაძის თქმით, პრეპარატები გარემოს ზიანს არ აყენებს:
„ძირითადად არის ევროპული წარმოების ხსნარები. მოსახლეობისთვის და სხვადასხვა ძუძუმწოვარი ცხოველებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. პრეპარატები საქართველოს ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დასაშვებ ხსნართა სიაში შედის. თუ ხსნარის რომელიმე კომპონენტი არ არის რეგისტრირებული, ქვეყანაში ის ვერ შემოაღწევს“.
ნუგზარ ცეცხლაძის თქმით: „თუ მოქალაქები მოგვმართავენ მერიაში განცხადებით, ან მერიის ცხელ ხაზზე (27-26-06), რომ ჩვენს ეზოს ჭირდება დეზინსექცია, ჩვენი ჯგუფი გავა და ჩაატარებენ სამუშაოებს“.
მწერებთან და მღრთნელებთან ბრძოლის პროგრამისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 185 215 ლარია გამოყოფილი.